შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი მთვარე [3]


29-06-2015, 19:02
ავტორი შიკალატკა
ნანახია 2 233

მიხარია ზოგიერთს რომ მოსწონს ეს ისტორია ^.^ ვეცდები ყოველდღე დავდო

=_=_=_=

არ ახსოვს როდის ჩაეძინა, თუმცა შუადღეს გადაცილებულიყო როცა გაიღვიძა. წამით, სულ წამოთ ეგონა რომ ყველაფერი ძველებურად იყო, მაგრამ გუშინდელი ამბები ამოუტივტივდა და ინატრა, ის წამი სამუდამოდ გაგრძელებულიყო. თავს საშინლად დამცირებულად გრძნობდა. ვერ იჯერებდა, რომ გიორგიმ უღალატა, კაცმა, რომელიც სიყვარულს ეფიცებოდა. ადრე ეცინებოდა, ბიჭის გამო რატომ უნდა იტიროო და უარესი, დეპრესიაში რატომ უნდა ჩავარდეო, თუმცა ახლა ხვდება. ხვდება რამდენად აუტანელია ტკივილი, სულის ტკივილი, რომელიც თითქოს გკლავს, სუნთქვის საშუალებას არ გაძლევს, მაგრამ მაინც ცოცხლობ და გრძნობ ამ საზარელ ტკივილს. ახლა ხვდება, რომ ამის გაძლება შეუძლებელია, იმედგაცრუება უსაშინლესი გრძნობაა და ბუნებრივადაც ჩათვალა დეპრესია ასეთ მდგომარეობაში.
- გოგო ჭკუიდან უნდა გადამიყვანო? - ოთახში გაცეცხლებული ანასტასია შემოვარდა, რომელსაც უკან არანაკლებ დღეში მყოფი მარიამი მოჰყვა. როგორც ცამს კარის ჩაკეტვა დაავიწყდა. ევას მათთვის არც შეუხწდავს, იმავე პოზაში დარჩენილიყო. გაფართოებული თვალებით შეჰყურებდნენ გაყინულ, თითქოს უსულო სხეულს, რომელიც ერთ მდგომარეობაში გაშეშებულიყო.
- რ-რა გჭირს? - ხმადაკარგულმა მარიამმა იკითხა. ხმა არ ამოუღია. არაფრის სურვილი ჰქონდა, არც ჭამის, არც სმის. ლაპარაკის ხომ საერთოდ.
- ხმა ამოიღე, ევა! რა გჭირს?! - მოთმინებადაკარგულმა ანასტასიამ წამოიყვირა და გოგონას მხრებში ჩააფრინდა. ისევ დუმდა. - შენ გელაპარაკები! პასუხოს ღირსებიც არ ვართ, თელეფონის აღებაზე რომ არ ვილაპარაკოთ?! - სხეულს ანჯღრევდა და ბოლო ხმაზე გაჰკიოდა.
- ანასტასია. - წყნარად დაიწყო მარიამმა. - შეეშვი.
- რას ჰქვია შევეშვა?! აბა ასე დავტოვო?! - გაპილპილებულმა იყვირა. თვალებიდან სიმწრის ნაპერწკლებს ისროდა.
- ახლა ასე აჯობებს. - მტკიცედ განუცხადა. - აშკარად საშიმელება რამ მოხდა და ხვალ დაველაპარაკოთ. თუ არადა ბიჭემს ვუთხრათ, გაარკვევენ ეგენი ხომ იცი.
- ხო, მაგრამ..
- ანასტასია, წავედით! - მკაცრად უთხრა და უკმაყოფილო გოგოს უკან გაჰყვა. ერთი გამოხედა გაუნძრევლად მყოფ ევას და ოთახის კარი გაიკეტა.
ასე გრძელდებოდა ერთი თვე. ევა დეპრესიიდან ვერადავერ გამოდიოდა. ბიჭებმა ყველაფერი გაარკვიეს და გიორგიმ ერთი კარგიც მიიღო, თუმცა ამან არაფერი შეცვალა. არც გოგოს სულის ტკივილი შეუმსუბიქებია. ყოველდღე ნახულობდნენ მეგობრები. ძალით აჭმევდნენ, ძალით ბანდნენ. ყველაფერს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, აძალებდნენ.
- მორჩა! - ბოლოს იკივლა. - ევა რას დაემსგავსე ხვდები?! არ ფიქრობ ჩვენზე?! საკუთარ თავზე?! მოსიარულე გვამიც არ ხარ, ევა! ახლა ადგები, შენით მოწესრიგდები და ყველანი ჩემთან წავალთ მესხეთში! - განაცხადა ანასტასიამ და გოგონას ხელი დაავლო. გაკვირვებული უყირებდა მეგობარს და აზრზე მაშინ მოვიდა, როდესაც ცივი წყალო გადაასხეს. ერთი იწივლა და მომღიმარ გოგოებს დაბღვერილმა გახედა.
- აბაშიძე, ცოცხლად! - შესძახეა ერთხმად და აბაზანა დატოვეს. უკმაყოფილო სახით მოწესრიგდა. დაახლოებით ხუთჯერ მიუკაკუნეს და ჰკითხეს ცოცხალი იყო თუ არა. ბოლოს ძლივს ჩაიცვა და ერთი თვის შემდეგ პირველად გაბიდა გარეგ. წესით სუფთა ჰაერი სასიამოვნო უმდა ყოფილიყო მისთვის, როგორც ადრე, თუმცა არაფერი უგრძვნია. შეიძლება ითქვას რომ არ ესიამოვნა კოდეც. დიახ, არ ესიამკვნა ჰაერი, არც ხალხის დანახვა. ზოგადად არაფერი მოეწონა. მანქანაში ადგილო დაიკავა და გზას უემოციოდ გახედა.
- ჩემი ნივთები? - იკითხა შეცვლილი ხმით.
- ჩავდეთ უკვე. - უპასუხეს.
- უი, დემეტრეც მოდის. - ამოილაპარაკა ანასტასიამ.
- ეგ ვინაა? - უინტერესოდ ჰკითხა. გოგონები შეყოყმანდნენ.
- აიი.. ის. ლუკას ძმაკაცი. - გაწელვით გაახსენა მარიამმა. არაფერი უპასუხა. გაახსენდა სად და როდის გაიცნო. არ სურდა მაგ დღეზე ფიქრო, როდესაც იმ არაკაცთან იყო. სძულს. მისი ყოველი სიტყვა, შეხება სძულს. თავად გიორგი ეზიზღება. ლუკას სახლში მივიდნენ, სადაც ყველა შეკრებილიყო. შინ შესულს სევდით სავსე თვალები შეეგება. გაღიზიანდა, არ სურს ვინმემ შეიცოდოს, საცოდავი თვალებით შეხედოს. უარესაც დაიბღვირა და კედელს აეყუდა. დაძაბული სიჩუმე სუფევდა.
- წავალთ თუ ასე აპირებთ მთელი დღე დგომას? - უკმაყოფილოდ ალაპარაკდა ევა.
-კი, კი, წავიდეთ. - უცებ თქვა ლუკამ და ბავშებს გადახედა. დემეტრესა და ჯაბას მანქანით მიდიოდნენ. განაწილხნენ და მესხეთის გზას დაადგნენ.
ჩასვლისას ყველა დაღლილი იყო. ბარგმომარჯვებულები შევიდნენ ორსართულიან სახლში.
- აქაურობა ვინ მიალაგა? - გაკვირვებულმა მარიამმა იკითხა.
- გუშიმ მივალაგებინე აქაურობა. - სულერთიას ტონით ჩაილაპარაკა ანასტასიამ.
- ჩემი ოთახი სად არის? - იკითხა ევამ. ხმა არ ამოუღიათ. ანასტასია გაბრაზებული უცქერდა.
- შენ თუ ოთახში გამოკეტვას და დეპრესიაში ყოდნას აპირსბ, სულ ეგრე იდექი. - ხმამაღლა მოახსენა.
- სად არის? - იგივე, უემოციო ტონით გაუმეორა.
- გოგო არ გესმის რას გეუბნებით? - ლუკა ჩაერთო ააუბარში. ევამ გაყინული მზერა მასზე გადაიტანა. - ძველი ევა გვინდა გაიგე? ვნერვიულობთ შენზე. იმ ახ**ის გამო ასეთ დღეში არ უნდა იყო! - ბოლო სიტყვები ყვირილით წარმოთქვა. გოგონას ირონიულად ჩაეცინა.
- რამე სასაცილო ვთქვი? - გაკვირვებულმა ბიჭმა შეხედა.
- ნერვიულობთ? გთხოვთ რა. ადამიანებს საკუთარი ტრ***ს მეტი არაფერი აინტერესებთ და თქვენ ჩემზე ნერვიულობთ? მერე რა ბავშვობიდან ერთად რომ ვართ? არავის ვაინტერესებ და ყველას ფეხებზე ვკ**ივარ და თუ თქვენ არ მანახებთ ჩემს ოთახს თავად ავარჩევ. - გაფართოებული თვალებით უყურებდნენ მშვიდად მოლაპარაკე გოგოს, რომელოც კიბეებს აუყვა და აწ უკვე თავის ოთახში შეიკეტა.
- რა დაემართა? - გაოგნებულმა ჯაბამ იკითხა.
- ჯაბა, ცუდადაა. რაც მან გადაიტანა, კიდევ კარგ მდგომარეობაშია. - ხმადაბლა ამოილაპარაკა მარიამმა.
მთელ დღეებს ოთახში ატარებდა. იშვიათად ჭამდა, ქვემოთ თითქმის არ ჩადიოდა. ვერ ეგუებოდა გარემოებას. სიმარტოვე და სიბნელე უნდოდა. ყოველ ღამე ფანჯრიდან იყორებოდა და მთვარეს აშტერდებოდა. მხოლოდ მისი ნახვა მოსწონდა. თითქომ თავისნაირი იპოვა. ცივი, გაყინული, მარტოსული.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent