ნათელი წერტილი (1 თავი)
დილით თავის ტკივილისგან გამეღვიძა, მზის სინათლემ თვალი მომჭრა, კარგი იქნებოდა ვინმე შემოსულიყო და ფარდებს ჩამორშვა. ტელეფონის აღება და დარეკვა დამეზარა, გადასაფარებელი თავზე დავიფარე. ისე მტკივა თავი, ფიქრიც მეზარებოდა. - აუფ,…რა ვქნა?! ესეც ჩემი “ნაბახუსევი”, კარგია ქეიფის დროს ალკოჰოლის მიღება, განწყობას გიმაღლებს, ტონუსს გმატებს, ოღონდ ნაბახუსევი არ უნდა არსებობდეს. როგორ მშურს იმ ადამიანების, მთელი ღამე რომ ერთობიან და მეორე დღეს არაფერი ეტყობათ. ასპირინი?! არა! - ვიჯღანები მე - არ მიშველის, ისევ ბარში მირჩევნია ჩასვლა, სასაცილოა, კარგახანია რაც მე და ბარი “დავმეგობრდით”. - მისტერ კლოდ, იქნებ დღეს აღარ დაგელიათ?! – უკვე მერამდენედ მესმის ბარმენის მორიდებული კითხვა, მე თვალებს ვუბრიალებ და ისიც მხრების ჩეჩვით მისხამს ვისკის. დღესაც წელმოწყვეტილი ავდექი, სარკეში ჩავიხედე, საიდანაც ერთი გაბურძგნილი, წვერ გაუპარსავი 30-35 წლის კაცი მიყურებს, შეშუპებული სახით და დაწითლებული თვალებით. - ამის დედაც!... -სახეს ვისრეს და გამოფხიზლებას ვცდილობ, თუმცა რა აზრი აქვს? მაინც ბარში უნდა ჩავიდე, ერთი-ორი ჭიქა ვისკი არ მაწყენს. თავის ტკივილსაც მომიხსნის და უკეთეს ხასიათზეც დავდგები. მაგარი ცხოვრება დამიდგა, აღარც სახლი, აღარც ოჯახი, აღარაფერი. დავრჩით მე და ეს მიყრუებული ქვეყანა, კიდევ რა ვიცი ვისთვის აშენებული სასტუმრო, რომელსაც ათასში ერთხელ, თუ ესტუმრებოდა ვინმე, ვართ ასე ბედნიერად მე, ჩემი სასტუმრო და მისი მომსახურე პერსონალი. თუმცა მარტოობასაც ქონია თავისი ხიბლი, ზედმეტად არავინ გაწუხებს, არ არიან მომაბეზრებელი კლიენტები და მათი სტუმრები. საწოლთან განთავსებულ თაროს მივაჩერდი, იქ ჩემი ჩემპიონობის დროინდელი თასები და მედლები მიწყვია, ირონიულად მეღიმება, დიდი გზა გამივლია ცნობილი ფეხბურთელობიდან საქართველოში ჩარჩენილ, უიღბლო ლოთამდე. - დილა მშვიდობისათ, მისტერ კლოდ! - ისე ჩამესმის ბარმენის სიყვები, თითქოს დამცინის, სადღაა “მისტერ” კლოდი, აღარაფერი აღარ დავრჩი, ერთი ლოთი და დროსტარებაზე გადასული ადამიანი გავხდი, თუმცა ამ ბოლო დროს ვამჩნევ, რომ სმაც აღარ მსიამოვნებს. ბარმენი ჭიქაში ვისკის ნახევრად მისხამს და ყინულს მიმატებს, მე იქვე კუთხეში მოვთავსდი და ნელ-ნელა ვწრუპავ სასმელს. - აბა, გიორგი, რა არის ახალი ჩვენთან? გიორგი მე მაკვირდება, ვხვდები, რომ ყველა სიტყვას წონის: რა მითხრას, როგორი ტონით, რომ ჩემი რისხვა არ დაიმსახუროს. ვისკი ნელ-ნელა მოქმედებს, მე თავის ტკივილი მიყუჩდება და გიორგის დაბნეული სახის ყურება აღარ მაღიზიანებს, უკვე ვუღიმივარ. ისიც აღარ მიყურებს შეშინებული, ნელ-ნელა საუბრის განწყობაზეც დგება. - იცით, ბატონო კლოდ, ჩვენთან ვიღაცამ ნომერი დაჯავშნია. –კინაღამ სასმელი გადამცდა ეს რომ მითხრა. - დაჯავშნა?! არ იცის ეტყობა სად მოდის, თორემ ჯავშანი რად უნდოდა, ისედაც ნომრები ცარიელია? - თან ქალია, ხმაზე ეტყობა ახალგაზრდა! – ეშმაკურად იღიმება გიორგი. - ცანცარა გოგო იქნება, მამიკოს ფულებს რომ ხარჯავს. ეტყობა სიტყვა “ჯავშანი” მოსწონს! მაგრამ ახალგაზრდას აქ რა უნდა? როგორც წესი ასეთი ხალხი ზღვასთან ახლოს მიიწევს. - მართალი ბრძანდებით! ჩვენც ძალიან გაგვიკვირდა, როცა ხაზგასმით იკითხა, ხომ ნამდვილად ზღვისგან შორს ხართო. … - მაგარია, ბათუმში დასასვენებლად მოდის და ვერ იტანს ზღვას! თითო გიჟი არ გვაკლდება! – ირონიულად ვიღიმები მე. ჩემი ჭიქა ბოლომდე დავასრულე და ბარიდან გამოვედი. ის იყო ეზოდან უნდა გავსულიყავი, რომ კარებთან ტაქსი გაჩერდა, მძღოლმა საბარგულიდან მძიმე ჩემოდანი გადმოიღო და მგზავრს კარები გაუხსნა.... ავტომობილიდან ასე ოცდაათ წლამდე ქალი გადმოვიდა, თეთრი ფრიალა კაბით, გრძელი ტალღოვანი წაბლისფერი თმითა და სახეზე დიდი მზის სათვალით. ქალმა სათვალის ზემოდან ირონიულად გადმომხედა და სასტუმროს მიმართულებით მოხდენილად გაეშურა. უნდა ვაღიარო, რომ საკმაოდ ლამაზი ქალი იყო. ოღონდ ცოტა ცივი და ცინიკური გამომეტყველებით. თუმცა, როგორც კი დილით სარკეში ასახული ჩემი გამომეტყველება გამახსენდა, გამეღიმა. რა არის გასაკვირი, რომ ასე შემომხედოს?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.