შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაინც მიყვარხარ ( 2 თავი )


9-10-2015, 10:27
ავტორი Кевин
ნანახია 2 595

თბილისში დაბრუნებისთანავე შევუდექი სასკოლო მზადებას, ცოტა ნაადრევად მაგრამ მიყვარს როცა ყველაფერი წესრიგში მაქვს. წელს გამოცდები მაქვს და სწავლას მეტი დრო უნდა დავუთმო. ძირითად დროს სახლში ვატარებ ჩემი მშობლები მუშაობენ, უფროსი ძმა კი საღამოს გარეთ არ მიშვებს საშინლად აუტანელია. ცხელი აგვისტოც მიიწურა და სექტემბერში ცოტა აგრილდა. მიყვარს შემოდგომა. წელიწადის ყველა დროს თავისი ხიბლი აქვს, ზოგს ზამთარი არ უყვარს სიცივის გამო ზოგს კი ზაფხული, მე კი იმ კატეგორიას მივეკუთნები რომელსაც ყველა დრო ერთნაირად უყვარს. უკვე თერთმეტი სექტემბერია, სწავლა ოთხ დღეში იწყება. დღეს ჩემს მეგობარს შევხვდი კაფეში სახლში მაინც არავინ იყო და ვიფიქრე ცოტას გავერთობითქო. ერთი საათის გასული ვიყავი როცა ჩემმა ძმამ დამირეკა. თვალები გადავატრიალე და ვუპასუხე.
-გისმენ ლაშა.
-სად ხარ? მალე მოხვალ?
-კი, სოფოსთან ერთად ვარ კაფეში.
-გთხოვ წამოდი მშია. პატარა ბავშვივით დაიწუწუნა რაზეც გამეცინა.
-კარგი. ვთქვი და ტელეფონი გავთიშე. დაქალს დავემშვიდობე და სახლში წამოვედი ლაშა ტელევიზორს ყურობდა და ლუდს სვავდა. ჩანთა იქვე დავდე და სამზარეულოში გავედი, ბევრი არაფრის კეთება მეხერხება მაგრამ რაც ვიცი კარგად გამომდის. გადავწყვიტე კარტოფილი შემეწვა, მარტივია თან გემრიელიც. მალე გავაკეთე და ლაშას დავუძახე, სამზარეულოში შემოსვლისთანავე მიუჯდა მაგიდას კარტოფილი თეფშზე დავუყარე და წინ დავუდე, საწებელიც არ დამვიწყებია ვიცი რომ ძალიან უყვარს.
-ქვემოთ ჩავალ ჩავრიცხავ და ამოვალ. ვთქვი და სამზარეულოდან გავედი ბინიდან გავედი და იქვე მარკეტის წინ მდგარ აპარატზე ჩავირიცხე, სადარბაზოში შევდიოდი როცა მანქანის სიგნალი მომესმა. უკან შევბრუნდი და შავი BMW X5 დავინახე. მანქანიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოვიდა და ჩემსკენ წამოვიდა. თითქოს მეცნობოდა მაგრამ ვერ გავიხსენე საიდან.
-გამარჯობა ქეთი. ღიმილით მომესალმა ბიჭი და ჩემი დაბნეული სახის დანახვისას დაყოლა ალექსი ვარო. გამახსენდა ვინც იყო მაგრამ ახლა ის მიკვირდა აქ რა უნდოდა.
-გამახსენდი. ვთქვი რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ. საერთოდ ადამიანებს ერთი ნახვით ვერ ვიმახსოვრებ განსაკუთრებით იმათ ვინც არ მაინტერესებს.
-შეგიძლია ორი წუთი კაფეში დავსხდედ? უნდა გელაპარაკო. მითხრა სერიოზული ხმით.
-არ შემიძლია. მოკლედ მოვუჭერი და წასვლა დავაპირე მაგრამ მკლავში ხელი მსუბუქად მომკიდა და მისკენ მიმაბრუნა.
-გთხოვ, დიდ დროს არ წაგართმევ.
-არ შემიძლია, სახლში თუ არ ავალ ჩემი ძმა გაბრაზდება. ეს სიმართლე იყო, ახლა რომ გავყოლოდი ჩემი ძმა მომძებნიდა და ჩხუბს დამიწყებდა.
-მაშინ ნომერი მომეცი და მოგწერ. არ მეშვებოდა ალექსი.
-არა. ახლა უკვე უხეშად მივახალე და ხელი გამოვგლიჯე.
-მისმინე ქეთი, რომ მდომოდა შენს ნომერს გავიგებდი და ისე დაგირეკავდი, გარდა ამისა ფეისბუქშიც მოგძებნე მაგრამ არმომიწერია მინდა ნომერი თვითონ მომცე. მითხრა გაბრაზებულმა, სწრაფად შებრუნდა და წავიდა. სადარბაზოში გაბრაზებული შევედი და ლიფტი გამოვიძახე, რამდენიმე წამში კარი გაიღო მეც შევედი ხურდა ჩავაგდე და ღილაკს დავაჭირე რომელზეც მარკერით მიეწერათ შვიდიანი. ნეტავ რა საქმე ჰქონდა? უნებურად ცნობისმოყვარეობამ მძლია როცა ლიფტი დაიძრა და რამდენიმე წამში გაჩერდა. რათქმაუნდა გავიჭედე, დღეს რა მარცხენა ფეხზე ავდექი? ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და ლაშას დავურეკე, ვუთხარი რომ ლიფტში გავიჭედე მითხრა არ შეგეშინდეს ეხლავე გამოვიძახებ ხელოსანსო. ტელეფონი გავთიშე და ჯიბეში ჩავიდე. კიდევ კარგი კლაუსტროფობია არ მჭირს და არ მეშინია. ფეხზე დგომას დაჯდომა ვამჯობინე, ვინ იცის რამდენხანს არ გააკეთებენ ამ წყეულ ლიფტს. ტელეფონი ამოვიღე და თამაში დავიწყე ასე დროს მაინც გავიყვან. დაახლოებით ნახევარი საათი ველოდებოდი როდის გამომიყვანდნენ ლიფტიდან, როგორც კი გარეთ გამოვაღწიე ყველაფერზე გაბრაზებულმა ჯავრი მუშებზე ვიყარე და გამოვლანძღე ასე ხშირად ლიფტის გაფუჭება ვის გაუგიათქო. ალბათ იფიქრეს ეს გოგო გიჟიაო მაგრამ თქმით არაფერი უთქვამთ. სახლში შევედი და პირდაპირ ჩემს ოთახში გავედი, კარი ჩავკეტე საწოლზე გავწექი და ნოუთბუქი ჩავრთე. მუსიკებს ვუსმენდი და თან ფეისბუქში ვმესიჯობდი როცა ახალი შეტყობინება გავხსენი ალექსანდრე მესხისგან. ყველა სიკეთესთან ერთად სვანი ყოფილა.
*ძალიან მომწონხარ* მხოლოდ ეს ორი სიტყვა ეწერა მესიჯში. კიდევ ერთი უიღბლო სულელი თაყვანისმცემელითქო გავიფიქრე და მესიჯის წერა დავიწყე.
*მაინც რა მოგწონს ჩემში*
სწრაფად მივწერე და პასუხის მოლოდინში ფრჩხილების კვნეტა დავიწყე. მეგონა ეს მავნე ჩვევა მოვიშორე მაგრამ შევცდი. რატომღაც ველოდი რომ მომწერდა ლამაზი თვალები გაქვსო, ან უბრალოდ ლამაზიხარო როგორც ყველა მწერს მაგრამ პასუხმა სრულიად არ გაამართლა უფრო მეტიც გაოცებული დამტოვა.
*როგორც წესი გოგოები ბიჭებს ეპრანჭებიან რომ თავი მოაწონონ მათ, ბევრ გოგოს გაუკეთებია ასე ჩემთან აი შენ კი სხვანაირი ხარ. მარტივად რომ ვთქვად როცა ჩვენთან იყავი მაგრად გეკიდე, ისე ბუნებრივი იყავი რომ დამაინტერესე*
მესიჯი რამდენჯერმე გადავიკითხე, ვერ გავიგე რა უნდა მიმეწერა. რამდენიმე წამში მეორე მესიჯიც მომწერა.
*შემხვდები ხვალ?*
მაშინვე დაუფიქრებლად მივწერე რომ შევხვდებოდი. მის პროფილზე გადავედი და სურათების ნახვა დავიწყე. ლამაზია აშკარად წესით გოგოების ნაკლებობას არ უნდა განიცდიდეს მაგრამ მას მხოლოდ მე მოვეწონე. ნოუთბუქი გამოვრთე და სამეცადინო მაგიდაზე დავდე, კარადიდან პირსახოცი ავიღე და სააბაზანოში შევედი. წყალი გადავივლე, ტანი შევიმშრალე, საღამურები ჩავიცვი და ჩემს ფუმფულა საწოლში ჩავწექი. ფიქრებში გართულს ტკბილად დამეძინა.

********
დილით გვიან გავიღვიძე, უკვე თერთმეტი ხდებოდა, სწრაფად წამოვდექი და სააბაზანოში შევვარდი მისაღებიდან ტელევიზორის ხმა მესმოდა ალბათ ლაშა ისევ ფეღბურთს ყურობს. ხელპირი დავიბანე, კბილები გავიხეხე და ჩემს ოთახში დავბრუნდი შავი სპორტული შარვალი და თეთრი უბრალო მაისური ჩავიცვი და ლაშასთან გავედი. არ შევმცდარვარ ისევ ფეღბურთს უყურებდა, მეც მომწონს სპორტული გადაცემების ყურება განსაკუთრებით რაგბის.
-ჩაი თუ ყავა? ვკითხე ლაშას.
-ჩაი.
ისე მიპასუხა ტელევიზორისთვის თვალი არ მოუშორებია. სამზარეულოში გავედი და წყალი დავადგი, სანამ ადუღდა ჭიქებში შაქარი ჩავყარე და ფერიც ჩავდე. ჩემი მშობლები სამსახურში ისე წავიდნენ ვერ ვნახე. წყალი ადუღდა და ჭიქებში ჩავასხი, ორივეს მოვურიე და მისაღებში დავბრუნდი. ლაშას თავისი ჭიქა გავუწოდე ჩემი კი იქვე დავდე რადგან ძალიან ცხელს ვერ ვსვავ. ტელეფონზე მესიჯი მომივიდა, ლაშამ ერთი გადმომხედა და ისევ ტელევიზორს მიუბრუნდა. შეტყობინება უცხო ნომრიდან იყო მაგრამ როგორც კი გავხსენი მაშინვე მივხვდი ვისგანაც იყო.
*რომელ საათზე გამოგიარო?*
მწერდა ალექსი.
*მე თვითონ მოვალ, მითხარი სად შეგხვდე.* პასუხი დავუბრუნე და ჩემს მეგობარ სოფოს მივწერე შენი დახმარება მჭირდებათქო. გავაფრთხილე ჩემი მშობლები ან ძმა თუ დაგირეკავს უთხარი ვითომ შენთან ვართქო. ჩაი დავლიე და წამოვდექი.
-მე სოფოსთან გავდივარ მალე დავბრუნდები. ვუთხარი ლაშას და ოთახში გავედი, რამდენიმე წუთი დამჭირდა იმაზე ფიქრისთვის თუ რა ჩამეცვა. უცნაურია არა? მივდივარ ბიჭთან შესახვედრად რომელსაც ნორმანულად არც კი ვიცნობ და თან ტვინს ვიჭ....ტ რა ჩავიცვა. ბოლოს გადავწყვიტე ის ჩამეცვა რასაც ყოველდღიურად ვიცვავ განა მას სწორედ ამიტომ არ მოვეწონე? სპორტულები გავიხადე და ჯინსის დახეული შარვალი, ნაცრისფერი ზედა და შავი ჟაკეტი ჩავიცვი. თმები უბრალოდ ჩამოვივარცხნე პატარა ჩანთა გადავიკიდე და გასვლისას კედებიც ჩავიცვი. გარეთ წვიმდა ამიტომ კაპიუშონი წამოვიხურე და სირბილით მივედი ტაქსამდე. უკანა სავარძელზე დავჯექი და მისამართი ვუთხარი, ალექსს მივწერე უკვე გამოვედითქო და ტელეფონი ჩანთაში ჩავაგდე.

******
შენობაში შევაბიჯე რომელიც საოცრად ლამაზი და თბილი იყო, მაგიდებს თვალი მოვავლე მაგრამ ალექსი ვერ დავინახე, ტელეფონი ამოვიღე რომ მიმეწერა მაგრამ უკნიდან ნაცნობი ბოხი ხმა მომესმა და მაშინვე უკან ჩავაბრუნე.
-მიხარია რომ მოხვედი, კარგად გამოიყურები. მითხრა ალექსმა ღიმილით და თვალი ჩამიკრა
-სად დავსხდეთ? ვკითხე მაშინვე
-წამომყევი. მითხრა და კუპეში შემიძღვა, ჯერ მე გამატარა შემდეგ კი თვითონ შემოვიდა. მაგიდასთან ერთმანეთის პირისპირ დავჯექით, მას მივაშტერდი. მასაც ჯინსის შარვალი და შავი მაიაური ეცვა. წვერი გაუპარსავი ჰქონდა მაგრამ ვაღიარებ ძალიან უხდება, ახლა დავაკვირდი რომ თაფლისფერი თვალები ჰქონია.
-ჩემი ნომერი მე არ მომიცია. ვთქვი რაც პირველად მომაფიქრდა.
-დიახ, მე გითხარი რომ გაგება ნებისმიერ წამს შემეძლო. მითხრა კმაყოფილი სახით, ასე მგონია ყოვლისშემძლეა.
-გუშინ რაზე გინდოდა ჩემთან ლაპარაკი? ვკითხე მე.
-იმაზე რომ მომწონხარ და მინდა კარგად გაგიცნო, ვინ იცის იქნებ შემიყვარდე კიდეც. მითხრა მხიარულად და მენიუს ჩახედა.
-არავითარი სიყვარული, მე ჯერ სწავლას ვაპირებ. ვთქვი მკაცრად. მენიუდან ამომხედა და ოფიციანტს უთხრა ორი ყავა და ნამცხვარი მოეტანა ისე რომ თვალს არ მაშორებდა, როგორც კი გოგონა წავიდა მაშინვე მითხრა.
-სულაც არ ვაპირებ სწავლაში ხელი შეგიშალო, პირიქით... მინდა ერთი რამ კარგად დაიმახსოვრო არვარ ეჭვიანი ადამიანი თუ ამის მიზეზს არ მომცემენ და ასევე არ ვარ რომანტიული რომ ბინის ქვეშ გულები დაგინთო. მკვახედ მომახალა და თვალებში ჩამაშტერდა.
-ძალიან კარგი, შენც დაიმახსოვრე ერთი რამ საშინლად ჯიუტი ვარ და კიდევ რომანტიკა სულაც არ მხიბლავს. ჯიბრიანად ვუთხარი და მკერდთან ხელები გადავიჯვარედინე.
-კარგია, მიყვარს ჯიუტი ადამიანები. ეშმაკურად ჩაიცინა და მიმტანს მადლობა გადაუხადა რომელიც იმ წუთას შემოვიდა და შეკვეთა მოგვიტანა.
-რამდენი წლის ხარ? ვკითხე დაინტერესებულმა თან გავიფიქრე ალბათ ოცი წლის იქნებათქო.
-ოცდასამის, შენ? კითხვა დამიბრუნა.
-ჩვიდმეტის... ჩუმად ამოვილაპარაკე თითქოს შემრცხვა ასე პატარა ასაკი რომ მქონდა.



№1 სტუმარი nino

ააბა ჩემო კარგო კარგი იყო მომეწონა. გრამატიკული შეცდომებიც (თვალში საცემი) ბევრი არ იყო . ფეღბურთს თუ არ ჩავთვლით .
მთლიანობაში კარგია ჰააგრძელე

 


№2 სტუმარი სესილი

კარგიაა არ მალოდინო

momwons GAAGRDZELE aleqsi cota uxeshi mechveneba tumca svania da....

ძაან არ გააბანალურო რააა

 


№3  offline წევრი Кевин

სესილი
კარგიაა არ მალოდინო

momwons GAAGRDZELE aleqsi cota uxeshi mechveneba tumca svania da....

ძაან არ გააბანალურო რააა

არა, აქ არიქნება ეჭვიანობები და ასე შემდეგ ასეთ რაღაცეებს ვერ ვიტან მადლობთ რომ კითხულობთ ♡

 


№4 სტუმარი ლიზაზუ

კარგია რაგაც განსხვავებული იქნება მგონი მოკლედ მალე დადე არ მალოდინო ბევრი

 


№5 სტუმარი სვა.თა.ჩა.

აუუუუ ნუ აგვიანებ რაა

 


№6  offline წევრი Кевин

სვა.თა.ჩა.
აუუუუ ნუ აგვიანებ რაა

ვსწავლობ, ვმუშაობ და ამ ისტორიას ტელეფონით ვწერ ასე რომ ვეცდები ყველანაირად დღეს დავდო ნახევარი უკვე დავწერე ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent