შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება გრძელდება 2


9-10-2015, 15:21
ავტორი gabun1a
ნანახია 2 269

ზოგჯერ გვტოვებენ მიდიან ჩვენგან ისე რომ უკან არც იხედებიან, გაიხურავენ კარს და გვტოვებენ მარტოდ მარტო სიცარიელეში, იქ სადაც იმედგაცრუების, სასოწარკვეთის, ღრმა დეპრესიის კორიანტელია, ვრჩებით ამ ყველაფერთან მარტო და ვგმობთ სიყვარულს, წარმოვთქვამთ სასოწარკვეთილ ფრაზებს : სიყვარული არ არსებობს, ღმერთი არ არსებობს რატო შემახვედრებდა მას ვინც შემდეგ უნდა წასულიყო ჩემგან? მე ხომ არაფერი დამიშავებია? მე ხომ ერთგული ვიყავი, მე ხომ მისთვის სიცოცხლის დათმობაც შემეძლო? რით დავიმსახურე? არა არც ღმერთი არსებობს არც სიყვარული ეს ყველაფერი ილუზიაა.. მაგრამ მწარედ ვცდებით, ამას სასოცარკვეთა , იმედგაცრუება გვალაპარაკებს, რეალურად ადამიანები ვინც ჩვენგან მიდიან ჩვენი სიყვარულის "მასწავლებლები" არიან, ისინი გვასწავლიან სიყვარულს და მერე მიდიან, ბოლოს განსწავლულები ვპოულობთ იმ ერთადერთს, ზოგჯერ ვკარგავთ რომ ხელახლა ვიპოვოთ.

მათე სასოწარკვეთილი იყო, სახლიდან არ გადიოდა , ყველა და ყველაფერი ზიზღს იწვევდა, არც მეგობრების სატელეფონო ზარებს პასუხობდა, უაზროდ საწოლზე იწვა და ერთ წერტილს შეჰყურებდა, ცხოვრებას აზრი აღარ ქონდა ფიქრობდა რომ ყველაფერი დასრულდა ის ვერასოდეს ვერავის შეიყვარებს რადგან მისი სიყვარული მხოლოდ ნათია იყო, თვითმკვლელობის იდეაც გაუჩნდა მაგრამ არც ამის თავი ჰქონდა , დრო გადიოდა მათე მდგომარეობიდან ვერ გამოდიოდა, ერთი თვის შემდგომ ბიჭმა გადაწყვითა ახალი ცხოვრება დაეწყო და დაევიწყებინა ძველი სიყვარული , დეპრესიული მუსიკა მხიარულით ჩაანაცვლა ნირვანა პოზიტიურმა რეგე ბენდებმა ჩაანაცვლა, დილით ადრე ადგომა და ვარჯიში დაიწყო, მეგობრებთან ერთად კალათბურთს თამაშობდა და ყველაფრის დავიწყებას ცდილობდა, ზოგჯერ ღამით მაინც ახსენებდა თავს ნათიაზე მოგონებები მაგრამ ცდილობდა ყურადღების გადატანას სხვა რამეზე.

მათე მეგობრებთან ერთად დარბაზში მიდიოდა კალათბურთის სათამაშოთ, მხარზე ჩანთა გადაეკიდა რომელშიც სათამაშო ფორმა ელაგა, ყურსასმენებში მუსიკას უსმენდა და არხეინად მიაბიჯებდა, როდესაც ავტობუსების გაჩერებასთან მივიდა ჩანთა მოიხსნა იქვე ფეხებთან დაიდო თვითონ კი ბოძზე მიეყრდნო, გაჩერებაზე ავტობუსი ჩამოდგა უკანა კარი გაიღო და ავტობუსიდან ნათიას დაქალი ელენე ჩამოვიდა, გოგონამ მაშინვე შეამჩნია მათე, მათემაც დაინახა ყურსასმენები მოიხსნა და გოგონასკენ გაემართა

-ვა ელენე როგორ ხარ?-ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და გადაკოცნეს

-კარგად მათე შენ როგორ ხარ?

-რავი ვარ რა, კალათბურთის სათამაშოდ მივდივარ, შენსკენ რა ხდება?

-რავიცი სამსახურში ძალიან დაკავებული ვარ, ვერაფრისთვის ვეღარ ვიცლი, ახალი შეყვარებული ხოარ გაგიჩენია?

-მეე? არა არავინ მყავს, შენ რას შვრები შენც მარტო ხარ?

-აჰაა მეც მარტო ვარ

-ხოო აი სადაქალოში უკვე ორნი ხართ მარ-სიცილით უთხრა მათემ

-ნათიას გულისხმობ? არა ნათიას უკვე ყავს

-რაა? ღადაობ? ვინ ყავს?

-არა არ ვღადაობ, ბექასთან ერთადაა

-ბექა ვინ არის?

-ბექა ამილახვარი

მათეს თითქოს გული ამოგლიჯეს, თვალებში ცეცხლი ენთ, უეცრად თავზარი დაეცა აღარ ესმოდა რას ეუბნებოდა კიდევ ელენე, არც ქუჩის ხმაური და გამაყრუებელი მანქანების სიგნალი ესმოდა, ვერც ვერავის ხედავდა ,სრულიად გათიშული იდგა და ფიქრებით შურისძიების გარდა ვერაფერზე ფიქრობდა.



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

რაღაც ძალიან ბავშვური სტილით წერ თითქოს :დდდ
კვლავ იგივე იმედგაცრუება რაც წინა თავში, მარა ისე წერ, მგონია 15 წლის ბავშვი წერს მართლა :D :D :D
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent