შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევითობა არ არსებობს (3)


9-10-2015, 21:02
ავტორი elenika.13
ნანახია 3 186

უკვე მეორე დღეა რაც აქ არის და ფიქრობს, რომ წინ არც ისე ცუდი დღეები ელის, გეგას წყალობით. თუ პირველ დღეს საქართველოში დაბრუნება ყველაზე მეტად უნდოდა, ახლა აქ დარჩენაზეც არ იტყოდა უარს. ასეთი ცვალებადი ხასიათი ჰქონდა მარიამს. რადგან რამოდენიმე კვირა აქ დარჩენა მოუწევდა გადაწყვიტა ჯერ მამამისისთვის, მერე კი დედამისისთვის შეეტყობინებინა. მამამისმა ყოველგვარი პრეტენზიების გარეშე მოუსმინა შვილს, კარგი მგზავრობა უსურვა და დაუბარა თავს გაუფრთხილდიო. დედამისმა კი როგორც სჩვევია ხოლმე, ერთი ამბავი ატეხა და თვითმფრინვების კომპანიას ჩივილს ჰპირდებოდა, მაგრამ მარიამმა მოახერხა და დაარწმუნა, რომ ეს ყველაფერი არ არის საჭირო და აქ თავს კარგად გრძნოდა. დედამისისიც როგორც იქნა დამშვიდდა და შვილს დაუბარა ყოველდღე დამირეკეო. მარიამიც მშობლებთან ლაპარაკის შემდეგ ნოსტალგიურ განწყობაზე დადგა და გადაწყვიტა ცოტა გაესეირნებინა. მშვენიერი ამინდი იყო სეირნობისთვის. გარეთ თბილოდა და ხალხიც სეირნობდა სასტუმროს წინ მდებარე პარკში. მარიამი ოთახიდან გამოვიდა და პარკს მიაშურა. მოთამაშე ბავშვების ყურებამ თვითონაც ლაღი გახადა. ერთ-ერთი ცარიელ საქანელაზე ჩამოჯდა და ნელა დაიწყო ქანაობა. გვერდით ლამაზი, პატარა გოგო მიუჯდა. პრინცესას ჰგავდა. ძალიან საყვარელი ბავშვი იყო. მარიამმაც გადაწყვიტა გაეცნო და რუსულად გაუბა საუბარი.
-გამარჯობა პატარა ქალბატონო. რა ლამაზი კაბა გაცვია. ვერ მეტყვი სად იყიდე? მეც ძალიან მინდა ასეთი.-გაუბა ბავშვურ თემაზე საუბარი.
-გამარჯობა. ეს კაბა დედამ მიყიდა და არ ვიცი რომელ მაღაზიაში იყიდა. თუ გაინტერესებს ვკითხავ და მოგვიანებით გაგაგებინებ.-უპასუხა ბავშვური გულუბრყვილობით.
-მადლობა, მაგრამ იყოს არ შეწუხდე. შენი სახელს მეტყვი პრინცესა?
-მე ნატაშა მქვია და შენ რა გქვია?-უპასუხა გოგონამ სწრაფად.
-მე მარიამი ვარ. ძალიან სასიამოვნოა.-გაუღიმა და ხელი ჩამოართვა მას. ბავშვმაც სწრაფად მოაქცია მისი პატარა და თბილი თითები მარიამის გრძელ თითებს შუა. მალე ნატაშას დედამ დაუძახა და იძულებული იყო მარიამი მარტო დაეტოვებინა.
-მე დედა მეძახის და უნდა წავიდე. კარგად იყავი მარიამ-უთხრა და თბილად მოეხვია მისი საქციელით გახარებულ მარიამს. გოგონამაც მოხვია ხელები და ეს პატარა არსება გემრიელად ჩაიკრა გულში.
-კარგად იყავი პრინცესა.-უთხრა ღიმილით და დაემშვიდობა მას. მარტო დარჩენილმა მარიამმა საქანელაზე ქანაობა განაგრძო, თვალები დახუჭა და ამ სამყაროს მოწყდა. აღარ ფიქრობდა არაფერზე. პატარა გოგოსთან საუბარმა თითქოს გაალაღა, დაამშვიდა და შვება მოჰგვარა. ნელა ირწეოდა საქანელაზე. ცოტახანში კი იგრძნო როგორ შეაჩერა ვიღაცამ. თვალები გაახილა და გეგას თვალებს მოჰკრა მზერა. ბიჭი უღიმოდა მას, ოღონდ არა ირონიით , არამედ რაღაც სხვა გძნობით. მარიამსაც რატომღაც აღარ მოეშალა დანახვა მისი დანახვისას. ალბათ იმიტომ, რომ მას მხოლოდ გეგას ირონია აღიზიანებდა და ამწარებდა. ხოლო მაშინ, როცა ბიჭი ირონიიტ და სარკაზმით არ ესაუბრებოდა მისი საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა.
-იხსენებ ბავშვობა?-ჰკითხა ღიმილით გეგამ.
-სიმართლე გითხრა არა. უბრალოდ განსატვირთად მოვედი. არაფერზე არ ვფიქრობდი.-უპასუხა მარიამმა ლაღად.
-საერთოდ არაფერზე არ ფიქრობიდი?-ჩაეკიტხა ბიჭი და მარიამმა შეამჩნია როგორ გაეღიმა ტუჩის კუთხეში.
-ხომ გითხარი. არაფერზე არ ვფიქრობდი.-გაუმეორა პასუხი კიდევ ერთხელ.
-სამწუხაროა. მე კი დღეს მთელი დღე შენზე და შენს კოცნაზე ვფიქრობდი. ბოდიში მინდა მოგიხადო დღევანდელი დღისთვის. მართლა რომ რამე დაგმართნოდა არ ვიცოდი რას ვიზამდი.-მარიამი გაკვირვებული ადევნებდა ყურს გეგას აღიარებას.
-ამას რატომ მეუბნები?-ამოილუღლუღა ძლივს.
-არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ მინდა სიმართლე იცოდე.-უთხრა, ადგა და მარიამს ხელი გაუწოდა.-წამოდი გავისეირნოთ.-მარიამი ცოტახანს ყოყმანობდა, შემდეგ კი მის გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება და ბიჭს გაჰყვა. ნელ-ნელა მიჰყვებოდნენ გზას.
-ვერ გეტყვი, რომ ერთი ნახვით შემიყვარდი, მაგრამ გეტყვი, რომ ერთი ნახვით მომეწონე.- მის ნათქვამზე მარიამს ისტერიკული სიცილი აუვარდა. გეგასაც ეცინებოდა.
-რა ბანალური ხარ.-უთხრა მარიამმა ხუმრობით. ბიჭმა საპასუხოდ მხოლოდ გაუღიმა.
-მე კი არც ერთი ნახვისას არ მომწონებიხარ. სულ ნერვებს მიშლი რაც გაგიცანი.-უთხრა მარიამმა გულახდილად. ოღონდ გულახდილად უფრო შეიძლება ბოლო ფრაზე ჩაითვალოს.
-ხო სპორტდარბაზშიც დაგეტყო, რომ არ მოგწონდი. უთხრა ისევ ირონიით. მარიამი მიხვდა, რომ გამოიჭირეს და ბლუყუნი დაიწყო.
-მე... მე... უბრალოდ შემოსვლა მინდოდა, მაგრამ... მაგრამ...-წინადადების დამთავრებაც ვერ მოასწრო ისე ეცა გეგა ტუჩებზე და გიჟურად აკოცა. ამჯერად მარიამმა მოასწრო გამოფხიზლება და ისიც აჰყვა კოცნაში. ხელი კისერზე მოჰხვია და უფრო ახლოს მოწია მისი სახე. გეგამ კი წელზე მოჰხვია ხელი და ტკიპასავით აიკრა სხეულზე. როდესაც ჰაერი აღარ ეყოთმოშორდნენ ერთმანეთს და პულსის დარეგულირება სცადეს.
-წამოდი რა ჩემს ოთახში.-შეევედრა ბიჭი და ვნებით სავსე მზერით შეხედა.
-რა გვინდა შენს ოთახში ?-დაიბნა მარიამი.-ჩემს ოთახში წავიდეთ-უთხრა სიცილით, მოწყვეტით აკოცა ტუჩებში და სასტუმროსკენ წავიდა. გეგაც ღიმილით მიჰყვა უკან. გოგონამ თავისი ოთახის გასაღები აიღო და კიბისკენ წავიდა.
-შენ რა მერვე სართულზე ფეხით აპირებ ასვლას.-იკითხა გაკვირვებულმა ბიჭმა.
-მე... მე მეშინია ლიფტში.-უთხრა და თავი დამნაშავესავით დახარა.
-ეს შიში არაფერია. უბრალოდ უნდა ირწმუნო ეს. წამოდი და ისე ავალთ მერვე სართულზე ვერც კი გაიგებ.-უთხრა და მაცდურად ჩაუკრა თვალი. მარიამიც უხმოს გაჰყვა ლიფტისკენ. როგორც კი ლიფტის კარები დაიხურა, მარიამი შიშმა აიტანა.
-ისე ავალთ ვერც გაიგებო ეს არის?-უთხრა გაბრაზებულმა.
-არა. აი ეს არის.-და გეგამ გოგონას სახე ხელებსშუა მოიქცია და ვნებიანად აკოცა ტუჩებში. მარიამს სულ გადაავიწყდა ლიფტის შიშიც და ყველაფერიც. როდესაც ბიჭმა კედელზე ააკრა ხომ საკუთარი სახელიც არ ახსოვდა და უეცრად ლიფტი გაიღო და მათ წინ რამოდენიმე ადამიანი აღმოჩნდა, რომლებიც ლიფტს ელოდებოდნენ. ჩახველების ხმამ ორივე გამოაფხიზლა. დაფეთებულმა მარიამმა გეგას ხელით უჯიკავა და ლიფტიდან დარცხვენილი გამოვიდა, უკან კი გეგა გამოჰყვა. როდესაც ოთახის კართან შეჩერდნენ და ერთმანეთ შეხედეს, ორივეს სიცილი აუტყდა. იცინოდნენ ბოლო ხმაზე მანამ, სანამ გვერდით ოთახიდან ქალი არ გამოვიდა და არ შეახსენა, რომ ღამის სამი საათი იყო და აქ სხვებიც ცხოვრობდნენ. მარიამმა ფხუკუნით მოარგო გასაღები კარებს და როგორც კი შიგნით შევიდნენ გეგა მაშინვე მოქმედებაზე გადავიდა. გოგონა კარზე ააყუდა და ვნებიანად ჩასჩურჩულა.
-იმედია ოთახიდან ხმები ადვილად არ გადის, თორემ ის ქალი მთელი ღამე თვალს ვერ მოხუჭავს.-ეს თქვა და მადიანად დაეწაფა მარიამის ტუჩებს.




-----------
გამარჯობათ. მადლობა მინდა გითხრათ მათ ვინც ჩემს ისტორიას კითხულობთ და განსაკუთრებით მათ ვინც თავის აზრს კომენტარებში გამოხატავს, რადგან ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიყვარხართ ყველა <3



№1  offline წევრი cancara

Kaia kai male dade

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent