შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სრულყოფილებას ერთი ნაკლი აქვს (4)


10-10-2015, 01:29
ავტორი ერკე
ნანახია 3 580

დილა თავის ტკივილით, იმედგაცრუებით და მშობლების ჩატარებული, საკმაოდ მომაბეზრებელი და სუსხიანი ზამთარივით, მონოტონურად მჟღერი ლექციით დაიწყო. ვერავინ ხვდებოდა რა ხდებოდა გოგონას შიგნით, ვერც ვერავინ გაიგებდა ამას, რადგან ნინო თავის თავთან მარტო კიდევ ერთხელ დარჩა. არ ჰქონდა მნიშვნელობა ვინ იყო ოთახში მასთან, არც იმას ჰქონდა რას ელაპარაკებოდნენ მას, ის ზერელედ უსმენდა, ნახევარი გონებით, დანარჩენი ნახევარი კი საკუთარ ფიქრებს უსმენდა, დეპრესიის კვამლით გაჟღენთილ, კედლებზე შეზრდილ და შებოჭილ მწარე რეალობით გამოფიტულ ფიქრებს და ეს უარესად ხდიდა მის ყოფას. მამის გამოტენილი პირით ნათქვამი ფრაზები უფრო ატკიებდა თავს და საშინლად ხდიდა.
-სად იყავი წუხელ ღამით, ტელეფონსაც რომ არ პასუხობდი? - მკაცრი ტონით და ისეთი გამოხედვით თქვა მამამ, თითქოს ნებისმიერს მოკლავდა თუ პასუხს არ გასცემდა, საკუთარ შვილსაც კი და ეს სიმკაცრე მის ხასიათშიც გადაიზარდა. მოთმინებას კარგავდა, ხოლო საწოლიდან წამომდგარი, ახლადგაღვიძებული და სამზარეულოს მაცივარის კარებთან ატუზული ნინო თავს დამცირებულად, შეურაცხყოფილად, მარტოსულად, სამყაროსგან მიგდებულად და ძალიან უმწეოდ გრძნობდა, მის ფიქრებს იქამდე მიჰყავდა, რომ მშობლებსაც კი არ სჭირდებათ და მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა რაიმე საამაყო აქვთ, ან მისით უნდათ თავი გამოიჩინონ საზოგადოებაში.
მისი მთავარი სიახლე პირველი გვერდისთვის გუგა იყო, რომლის შეტყობინება დილით, ფხიზელზე უკეთ გაიაზრა და ყველაფერს მიხვდა. მიხვდა ამ ერთ სიტყვაში „მშვიდობით“ როგორ ჩაატია მთელი სამყაროს დასასრული მისთვის, მიხვდა როგორ შეაყინა ცხოვრებამ ერთ ადგილს და იმასაც მიხვდა, რომ მისთვის ყველაფერი დასრულდა. კიდევ ერთ შტორმს ვერ გაუძლებდა, კიდევ ერთ იმედგაცრუებასა და დამცირებას. ისე ჩანდა, რომ ბედის მწერალი, ან თავად ბედი ჩასაფრებული იყო ნინოსთვის ბედნიერების დასანგრევად, გასაპარტახებლად, მისი ერთადერთი და განუმეორებელი ცხოვრების გასაცამტვერებლად, რომლისგანაც მხოლოდ სიყვარულს, მეგობრობას და ურთიერთგაგებას მოითხოვდა. ბავშვურად სწამდა საკუთარი მიზნის ამ ცხოვრებაში, სწამდა სიყვარულის, იმ ბავშვების რომელსაც დაბადებდა, გაზრდიდა, ნამდვილ ქართველებად ჩამოაყალიბებდა და თავის დედობრივ ვალსაც მოიხდიდა ქვეყნის წინაშე და საკუთარი თავის წინაშე. მას სიცოცხლის აზრი უნდოდა ჰქონოდა, ღირებულება მისი მტანჯველი ცხოვრების გაგრძელებისა და რის გამოც სიცოცხლეს არ ისწრაფებდა ეს იყო კიდევ, პატარა მბჟუტავი სანთელივით მოციმციმე და ჯერ არჩამქრალი იმედი მის გულში.
-ამიტომ არ მინდოდა სახლში მოსვლა, არასდროს არ გესმით ჩემი, თითქოს არც ვიყო თქვენი შვილი. - ცრემლები წამოსცვივდა. შველას, დახმარებას ელოდა, რომელიც არ მოდიოდა და კარებთან ატუზული, აცრემლებული ცდილობდა იმედის ალი არ ჩაქრობოდა, რომელსაც ასე ძალიან უფრთხილდებოდა მაინც, მაგრამ მას გული მოუკლეს, მას სიცოცხლის აზრი წაართვეს, ის ცოცხლად დამარხეს და ქვეყანაზე ყველაზე უბედურ ადამიანად, ხელებისა და ფეხების გარეშე დატოვეს. ეს ყველაფერი კი ერთმა სიტყვამ, იმ ავბედითმა და შავბნელი ძალით მოსილმა, საშინელმა და ბოროტმა სიტყვამ, რომლის დაუნდობლობაშიც ეჭვი არავის ეპარება, სიტყვამ „მშვიდობით“ ჩაიდინა. როგორი ძალა აქვს ხშირად სიტყვას, როგორ შეუძლია ერთი ხელის მოსმით დაანგრიოს ყველაზე გამძლე და სუფთა სიყვარულით ნაშენები ურთიერთობა. როგორ ნებდებიან ხოლმე ადამიანები და ეს კი შემდეგ ბედის დაცინვა ჰგონიათ, ყველაფერს ცხოვრებას აბრალებენ, არადა დანაშაული მათ მიუძღვით.
-მა... დე... რა ხდება აქ. ისე ყვირიხართ თითქოს გკლავენ და შველას ითხოვთ. - ხმაურზე გაღვიძებულმა ზუკამ თვალების ფშვნეტით შეაბიჯა სამზარეულოში და საშინელი სურათი დახვდა. ნინო ცრემლებგადმოყრილი დგას შესასვლელ კარებთან, მაცივრის კართან ატუზული, მხოლოდ პეპლებიანი ღამის პერანგი აცვია, მამა გაავებული და მკაცრი სახით იყურება, როგორც სიკვდილით დასჯის პროცესს უყურებდნენ ასეული წლის წინ, მკვლელს რომ ასამართლებდნენ. დედა განერვიულებული, ნამტირალევი და თმააჩეჩილი, გულზე ხელი რომ დაუდია და ნერვიულობს, კარადაში წამალს ეძებს, ალბათ დამამშვიდებელს, იმ სცენის ყურება კი რაც ხდება არ შეუძლია და ვერ ითმენს. აქ კი ვარაუდობს ზუკა, რომ ისეთი რამ ხდება დედის თვალებიც რომ ვერ უძლებენ და გვერდით ახედებენ.
-შენი და ორი დღე სახლში არ გამოჩენილა.
-ოჰ, დიდი ამბავი. მეც ხომ ასე არ მომექცევით არა, ორი დღე სხვაგან რომ დავრჩე?
-შენ ბიჭი ხარ და შენ დას ნუ იცავ. - თითების ქნევით იცოდა ლაპარაკი, ყვირილიც გია ნაკაშიძემ, რადგან ნერვები არ ჰყოფნიდა საკუთარი აზრი დინჯად და წყნარად გამოეთქვა. - თამო მეტი აღარ შემიძლია, არა. - ცოლს გახედა. - სად დაეთრეოდი მთელი ორი დღე? - შემდეგ ისეთი იყვირა, ლომის ღრიალი ამასთან შედარებით უბრალო ბავშვის ყვირილად შეიძლება ჩაითვალოს კიდეც.
-გია, რამხელას ყვირიხარ, მეზობლები გაიგებენ.
-სულ ფეხებზე მეზობლები, უნდა ვიცოდე ჩემი შვილი სად დადის და რას აკეთებს. - შეყოვნდა. - მოვკლავ, ჩემი ხელით მოვკლავ და ამდენ სანერვიულოსაც აღარ გამიხდის.
ზუკა შეშინებული უყურებდა მამას. იცოდა რასაც ამბობდა ამის გამკეთებელიც იყო, რადგან მისი მუშტები და ქამარი თვითონაც ჰქონდა გამოცდილი ბავშვობაში. მისი წიხლის გემოც არ ამოსდიოდა გონებიდან, რადგან ყველაზე მწარე და საშინელი ის ტკივილი კი არ იყო, რასაც მისი სხეული გრძნობდა, ამაზრზენი ის ფაქტი იყო, რომ მამა ჰყავდა ურჩხული, რომელსაც მისი შვილის მოკვლაც არ გაუჭირდებოდა. საზარელი იყო მამისგან, რომელსაც კუმირად და გმირად თვლიდა ასეთი საქციელი და მან სწორედ მაშინ გააცნობიერა, რომ არ ღირს ვინმე გაიხადო შენს კერპად, მანამდე მაინც სანამ მის ადამიანობაში არ დარწმუნდები და მხოლოდ გარეგნული იერით არ იმსჯელებ.
-ხო, მიდი დამარტყი, მცემე, დანა გამიყარე, მომკალი. მეც დავისვენებ ამ ცხოვრებისგან და თქვენც დაგასვენებთ. მიდი მა, შენც ხომ ეს გინდა, როგორც ზუკას იგდებდი წიხლებქვეშ, ახლა ჩემი ჯერია.
მამამ ნინოსკენ გაიწია, ენას როგორ მიტრიალებო, როცა თვალებგაფართოებულმა ზუკამ წამოიყვირა და ნინოს გადაეფარა, წინ დაუდგა. დედამ კი ხელში ჩაავლო ხელი იმის მცდელობით, რომ დაიჭერდა და ნინოსთან მაინც არ დაუშვებდნენ იგივე შეცდომას. თამო ტიროდა, ტიროდა მისი სისუსტის გამო, რომ ვერ შეძლო თავიდან მათი ერთადერთი შვილის დაცვა, ახლა კი იმის გამო ტირის, რომ იგივე მეორდება, ისტორია ახლიდან ბრუნავს და საკმარისი ძალა არ აქვს ამას წინ აღუდგეს. ცდილობდა გაეჩერებინა, ზუკაც მკაცრად იდგა წინ და მოახლოებულ მამას მზად იყო მუშტითაც დახვედროდა, მისი პატარა დაიკო უნდა დაეცვა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა იმ ველურის ხელებიდან. ქალიშვილმა იმხელა მადლიერება იგრძნო ძმისადმი, რომ ახლავე, წამსვე ჩაეხუტებოდა მაგრად და დაუღალავად, კოცნით გამოფიტავდა.
-ვაიმე, ახლაღა გამახსენდა რომ ნინომ მე მითხრა ეს ორი დღე ჩემ დაქალთან უნდა დავრჩეო.
-ტყუილი არ გიხდება ზურაბ.
-არ გატყუებთ. ნინოს კითხე.
-რა ჰქვია, იმ შენს დაქალს? - უხერხული დუმილი. უეცრად გიამ ხელი მოიქნია, რაც ხელში მოხვდა ეს ფინჯანი იყო და პირდაპირ ნინოს ესროლა, მაგრამ მისი ნასროლი ბიჭს ყბაში მოხვდა, ფინჯანი მიიფშვნა და ზუკასაც სისხლი წამოუვიდა, რამაც ცოტათი განრისხებული ვეფხვის დამშვიდებაც კი შეძლო, თუმცა არა ბოლომდე. ზუკა ძირს იწვა, სისხლი ძირს წვეთავდა, ნინო და დედამისი კი მასთან ჩაჩოქილები სისხლის შეჩერებას ცდილობდნენ. ნიკაპთან იმხელათი ჰქონდა გადახსნილი კანი, რომ სისხლს ვერც აჩერებდნენ და გაკერვა აუცილებელი იყო, ამ ყველაფერს კი მამა კუშტი მზერით აკვირდებოდა და მაინც ამოღერღა ბოლოს. - თუ დაქალთან დარჩი, რატომ მალავ და რატომ ასაიდუმლოებ ამას.
-რადგანაც ყველაფერს ისე აანალიზებთ და ხარშავთ, როგორც თქვენ გინდათ. - გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა ნინომაც.
-ნუ მეტლიკინები. - ერთ წერტილს მიჩერებული თვალები უმოძრაოდ იყურებოდნენ. მასში ჩაბუდებულმა მონსტრმა გაიღვიძა, რომლისმაგვარმაც გუშინ დილით გუგას წინაშე ნინოშიც იჩინა თავი. დაკვირვებულმა გაიაზრა ეს გენის ბრალია, მისი სისხლი ჩქეფს ჩემში და ნელ-ნელა მეც მონსტრს და მკვლელობაზე წამსვლელს ვემსგავსებიო, რამაც არც ისე კარგად იმოქმედა მასზე.
მოვლენები ისე სწრაფად განვითარდა, თითქოს წამივით გაიფრინა და ყოველ წამში ახალ კადრს ხედავდა, რომელსაც სიმძაფრეს ზუკას გათიშული და დარეტიანებული თვალები, მამამისის დანაშაულის გრძნობა და დედამისის შეშინებულ-გაფითრებული სახე მატებდა. ის საწოლში იწვა, თავს უყრიდა ამდილანდელ მოვლენებს და შოკისგან გადაფარული მისი გონება მხოლოდ სურათებს თუ იხსენებდა. დედას შეშინებული სახე, სააბაზანოსკენ გავარდნილი, საიდანაც წამლით ხელში ბრუნდება. სისხლიანი ნაჭერი, მამამისის ჰიტლერისეული ავაზაკის სახე და სასწაულებრივი სიმშვიდე, რაც მის გამომეტყველებას, უფრო საშიშს ხდიდა. შემდეგ ხედავს სურათს, დედამისს ტელეფონით ხელში, ხედავს როგორ მიჰყავთ მისი გონებადაკარგული ძმა საავადმყოფოში და შემდეგ ესმის მამის სიკვდილის მოახლოების მსგავსი ბრძანება. „დღეიდან დასჯილი ხარ, სახლიდან ფეხს ვერ გაადგამ, სანამ არ მიხვდები შენს დანაშაულს.“ სახლის კარებს გარედან კეტავს და გადის.
ნინო საწოლში წევს, ყველა ის გრძნობა ახსენდება, რასაც მამამისის კი არა იმ უცხო ადამიანის სიტყვები განაცდევინებდა და თვალწინ შემზარავად ცეცხლისფერი თვალებით ხედავდა მას. ის არ იყო მამამისი, რომელსაც იცნობდა, არ იყო მამა, რომელიც უყვარდა და ვერ წარმოედგინა როგორ ურტყამდა გამეტებით ბეჭებში წიხლებს, ის მისთვის მამა არასდროს ყოფილა, რადგან მის გამოხედვაში უცხო, ბინდგადაფარებული თვალები დაინახა, რომელიც არასდროს ჰქონია მას. თითქოს მას შიგნითვე ჰყავდა დაპატრონებული საზარელი არსება, რომელსაც ვერ აკონტროლებდა. მასზე დაუფარავმა ძალამ, ურჩხულმა გაიმარჯვა და უნებართვოდ დაეუფლა მის სხეულს. არ სურდა დაეჯერებინა, რომ მან ესროლა ფინჯანი და მას სურდა მოხვედროდა. ტკივილი, სევდა, მრისხანება, სიფიცხე, სამყაროს დატოვების სურვილი, შიში, ცხოვრებისადმი გამოუცდელობა, სიმორცხვე, დაუკმაყოფილებლობა და იმ უცხო არსებისადმი ზიზღი. ყველა გრძნობას ერთად გაერთიანებულს მასში მოეყარა თავი, გრძნობდა სადაცაა აფეთქდებოდა და ლავასავით გადმოიღვრებოდა ცხელი, უფორმო მასა, რომელიც ყველაფერს წალეკავდა.
სტრესისგან კვლავ ჩაეძინა და ძილში მას ძველმა, ნაცნობმა და განგებით მოვლენილმა კოშმარმა მიაკითხა.
***
ტელეფონი აწრიალდა, შიშნარევი წამოკივლების ხმა ჰქონდა თითქოს ზარს და ოთახში ექოს ხმა საკმაოდ შესამჩნევად ისმოდა. მობილურის პატრონს ეძინა, როცა გაბმული ზარით კივილს არ წყვეტდა გასასვლელი მატარებლის სიგნალისებური ხმა და არაფრის დიდებით არ გაიღვიძებდა, გარეგანი ძალებით რომ არ მოეხდინათ მისთვის ზემოქმედება და ეიძულებინათ ეს.
-ადექი, გაიღვიძე შე, მძინარა, გირეკავენ. ზარი მაინც გამოცვალე, რამხელა ხმა აქვს. - მთელი ძალით ანჯღრევდა ნინოს მისი ზარით შეწუხებული და დილაადრიან გაღვიძებული ძმა. - ჰეი, ლიზი გირეკავს.
თავს ძლივს წევდა, როცა სახელი ლიზი გაიგო, მაშინვე ტკბილი სიზმრიდან უცაბედად ამოყვინთა და თვალები ჭყიტა. - სად, სად, აბა სად რეკავს.
-დაიჭი. - მიაწოდა ტელეფონი. - მეც ავიღებდი, მაგრამ შენ გირეკავენ და მე კი ტვინი წამიღო და გამაღვიძა. მადლობა. - ბუზღუნით ჩაილაპარაკა. ნინომ გამოართვა ტელეფონი, სანამ უპასუხებდა ნუ ბუზღუნებო უსაყვედურა ზუკას და ყურმილი აიღო.
-ჰო, ლიზუკუსკუსკუნიები, როგორ ხარ გოგო? - ამაზე ზუკას გაეცინა, გოგონამ კი ხელის კვრით გააგდო. ისიც არ აპირებდა დიდხანს ყურის გდებას, თავისი საქმეც საკმაოდ ჰქონდა, ბიჭები გამოუვლიდნენ, რომ შეკრებილიყვნენ რეპეტიციისთვის. ზუკა გიტარისტი იყო, გიჟდებოდა გიტარაზე და ეს მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რომლის გარეშეც სუნთქვაც, არსებობაც კი არ შეეძლო. დათო, მისი მეგობარი, საყვირს ფლობდა კარგად, საბა - დოლს, ხოლო ვაკო - მათი ხმა იყო. ჯერ კიდევ თოთხმეტი წლისამ, თეაზე გაგიჟებით შეყვარებულმა პირველი სიმღერა დაწერა და ფანჯრის წინ უმღერა. შემდეგ კი მთელ ხმაზე იყვირა „თეა მიყვარხარ!“. იმდენად რომანტიული სიტყვები იყო სიმღერაში და ისეთი გრძნობით მღეროდა აივნიდან მხოლოდ ინტერესით, რომ იყურებოდა თეა ვის უმღერიანო, შეშფოთდა, შეაჟრჟოლა და თავიდან ძალიან ესიამოვნა კიდეც. შემდეგღა ამოიცნო მასში ის ბიჭი, ვინც მთელი დღეები თვალს არ აშორებდა და ეს უცნაურადაც კი არ ეჩვენებოდა, მისი სილამაზის პატრონს. ჩავიდა და ბიჭს პირველი კოცნა აჩუქა, თეა მაშინ ჩვიდმეტი წლის იყო და მიუხედავად ასაკისა ამ სიმღერის შემდეგ მანაც აღმოაჩინა საკუთარ თავში ის გრძნობა ზუკასადმი, რასაც გაგიჟებით ფარავდა და ამით ბიჭების ნაწილს მუხლებზე ახოხვინებდა კიდეც თავის წინ...
-ძალიან ძალიან კარგად. ახლა ყველაზე ბედნიერი ვარ, არ დამიჯერებ, რაღაც უნდა მოგიყვე. ახლა პირდაპირ შენკენ მოვქრივარ. - გამოსძახა დაქალმა მობილურიდან.
-თორნიკეზე?
-კი, თორნიკეზე, ჩემს თორნიკეზე, ჩემ ერთადერთ უსაყვარლეს ბიჭზე, რომელთანაც თავს იმედიანად ვგრძნობ და შემიძლია მასთან ისეთი ვიყო როგორიც ვარ, არ მჭირდება საკუთარი თავის დამალვა, ან სხვად წარმოჩენა. მას ისეთი ვუყვარვარ...
-როგორიც ხარ. მესმის... და ეს ყველაზე მაგარი რამაა, გილოცავ ლიზ, ჩემო სიცოცხლე. როგორი ბიჭიაა? - ბოლოს ისეთი ტონით დაუსვა კითხვა, რომ ლიზი მაშინვე მიხვდა, რაც უნდა ეთქვა.
-ყველაზე საყვარელი. ყველაზე ადამიანური და თვით საოცრება. თითქოს ჩემთვის შეიქმნა ის ადამიანი და ჩემთანვე გაატარებს მთელ ცხოვრებას. გოგო.. - გაჩერდა. გრძნობდა სიყვარულს, ბედნიერებას, სიცოცხლით სავსე ცხოვრებას და ამ ყველაფერს იმ ერთადერთი ბიჭის წყალობით, რომელიც ყველაფერს ერჩივნა. ლიზისთვის ის მთელი სიცოცხლის აზრი იყო, რომელსაც არაფრის დიდებით არ დათმობდა და ხმაში სიხარული შეეპარა, რაც ნინომ კარგად ამოიცნო.
-რა ხდება? - პირისპირ, რომ მდგარიყო და არა ტელეფონით, ამ კითხვას ნინოს წარბების აწევ-დაწევა და ფარული გამოხედვა დაამშვენებდა, მაგრამ ერთმანეთს ისე კარგად იცნობდნენ ლიზის ასეთი ნინი თვალწინ დაუდგა ამ კითხვის დასმისას. ტელეფონი ხელში ეჭირა, ცალი ხელით კი მანქანას მართავდა მთავარ ქუჩაზე. ნინო უკვე ცმუკავდა, ინტერესით წამოჯდა საწოლზე რომ უკეთესად დაეგდო ყური დაქალისთვის და სმენად იქცა.
-ცოლობა მთხოვა. დღეს მან ცოლობა მთხოვა. აააააააააააა.... - ყურმილში კიოდა. ამ დროს ორივემ იკივლა სიხარულით. ეს რაღაც წამიერად გაელვებული სიხარული, რის გამოც საზღვარსაც გადასცდა მისი ბედნიერება და ნინოს ეს ყველაზე მეტად ახარებდა. ახარებდა, რომ ლიზის ასეთ ბედნიერს ხედავდა, რომ მას უყვარდა და არ იმალებოდა, ახარებდა ისიც, რომ ასეთი კარგი მეგობარი ჰყავდა და მას მითუმეტეს არ სჭირდებოდა არავისთვის არაფრის დაფარვა, მაგრამ მას მაინც უწევდა ნამდვილი ლიზის არწარმოჩენა საზოგადოებისადმი შიშის გამო, თუმცა თორნიკესთან ყველაფერი სხვაგვარად იყო. როცა გული გამალებით უცემდა, თითქოს საგულედან ამომხტარი მისი გული იმ სანუკვარი ბიჭის ხელში მოხვედრას ცდილობდა, რომ სხვას არ მოესწრო და არ წაერთმია ის. გული საოცრად მაგარი რამეა, გიხარია და გული სწრაფად იწყებს შენს შიგნით ხტუნაობას, გტკივა და მაშინაც ძალიან სწრაფად ცემს, მაგრამ ეს ტკივილი გახსენებს, რომ ადამიანი ხარ და რომ სიყვარული შეგიძლია. ტკივილი თუ გაქრება, გაქრება გრძნობაც, რომელიც ადამიანებს ბედნიერებას და სიცოცხლის ხალისს უბრუნებს. საოცარია, რომ გულის გამალებული დრტვნინვა ადამიანში შეიძლება დიდი სიხარულის, ან უდიდესი ტკივილის მომტანი იყოს. ის ორივე შემთხვევაში დაღუპულია, სიყვარული და დიდი ბედნიერება მთავარს ავიწყებს, რომ არსებობს ტკივილიც და ყველა აღმასვლას ყოველთვის დაცემა მოჰყვება, ტკივილი კი გაკარგვინებს სიხარულის გრძნობას და პირდაპირ გულში დანას გიყრის, ამ ჭრილობის აღდგენა კი ხშირად ძალიან რთულია, ზოგჯერ კი შეუძლებელი.
-რომ მოვალ ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები... ისეთი ბედნიერი ვარ, როგორც არასდროს. - ყურმილის მეორე მხრიდან ლიზის შეცვლილი ხმა შენიშნა ქალიშვილმა. ის არ გამოხატავდა სიხარულს, არც დიდ ბედნიერებას, ის არ ჰგავდა იმ გოგოს ხმას, რომელსაც ყველაფრისადმი კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, რომელსაც სურდა ყველასთვის დაენახვებინა რა ტკბილია სიცოცხლე და იმ წამებით უნდა დამტკბარიყვნენ, რასაც ღმერთი ჩუქნიდა მათ, არ ჰგავდა იმ პოზიტივით სავსე გოგოს ხმას, რომელსაც სჯეროდა სიყვარულით მსოფლიოს შეცვლის და იმისიც, რომ ბოლოს მაინც სიყვარული გაიმარჯვებს და ბოლომდე წარმატებით გავუძლებთ ღმერთისგან მოვლენილ გამოცდას, რომელიც გვცდის არა იმიტომ, რომ ჩვენში ეპარება ეჭვი, გვცდის, რადგან სურს ჩვენვე მოვიპოვოთ ის გამარჯვება და ყველაფერი არ მივიღოთ ერთბაშად, როგორც ძღვენი. მისი ხმა უფრო შიშს გამოხატავდა, ტკივილს...
მის თავში სცენა იცვლება და პირდაპირ ხედავს, როგორ ეჯახება ლიზის მანქანას მეორე მხრიდან მავალი ის მეწამული ფერის, სისხლისფერი მანქანა, რომელიც თითქოს ბედისწერით შეეღებათ წითლად, პირდაპირ ყიოდა და მისი ფერი ამბობდა, გამეცალეთ სიკვდილის მანქანა მოვდივარო. სიზმარში ეს მანქანა ყოველთვის წითელი იყო, მაგრამ ეს არ იყო შეღებილი და ბუნებრივი ფერი. დაჯახებამდეც კი მოპირდაპირე მანქანა ლიზიკოს სისხლში იყო მთლიანად ამოსვრილი და კაპოტიდან დაბლა წვეთავდა.
ბოლოს ... „ქრაააშ“ - ცეცხლი არ ჩანს, მხოლოდ გოგონას დამტვრეული სხეული და უგონოდ მყოფი ბიჭის, ემოციებით სავსე, დამახინჯებული და გამომხრალი გამომეტყველება, რომელიც წამიერ გაელვებას აღწერდა.
რაღაც იცვლება, რაღაც ისე არ არის როგორც უნდა იყოს და შემდეგი სცენა უბრუნდება წარსულს, იმ მომენტს, როცა ნინო უკვე შემთხვევის ადგილზე იყო და მთელი ძალით იქაჩებოდა მკვლელისკენ, რომელიც პოლიციელებს მანქანიდან ძლივს გადმოჰყავდათ. მრისხანებისგან თვალები უელავს, ტირილი უნდა, მაგრამ არ ტირის. „ძლიერი იყავიო“ კვლავ ესმის გონებაში, მაგრამ ვეღარ ითმენს და ცრემლებს ყრის. ვერ გაუძლო ამ სცენას, ნაწილობრივ თავიც მიაჩნდა დამნაშავედ, რადგან ყურადღება გაუფანტა და ამან კონტროლი დააკარგვინა. როგორ უნდოდა დრო უკან დაებრუნებინა, არ ამდგარიყო, არ აეღო ყურმილი და არ გაეცდინა ლაპარაკით, როცა ის მანქანას მართავდა. როგორ უნდოდა ყველაფერი გამოესწორებინა და ის არ მომხდარიყო რაც მოხდა.
თავს ყველაზე უბედურ ადამიანად თვლიდა, ვინც მის გარშემო იყო თითქოს ყველამ მიატოვა, ან განგებ, ან კი ღვთის ნებით, მან წაიყვანა. თავის თავს ერთი და იგივე კითხვას უსვამს და ღმერთზე რისხდება. „ღმერთო რატომ?“
„ღმერთო, რატომ? რა დავაშავე ისეთი, რომ ყველა ვინც მიყვარს და ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩემგან მიდიან? დამცინი? ყველაფერს ისე აკეთებ, რომ უბედური ვიყო, დამცინი, სიცოცხლე გინდა მომაბზერო და იმ დაღმართს განმიყენო, სადაც სამარადისო ცეცხლი გიზგიზებს, მაგრამ რატომ?“
ვერ გაეგო პასუხი. ღმერთს ადანაშაულედა ყველაფერში, რომ ასეთი ბედი არგუნა. ღმერთი იყო მის თვალში სატანაც და ბოროტების ალქაჯიც, რომელსაც ყველასთვის ბედნიერება არ მოჰქონდა. ლიზი ფუჭად აიმედებდა თავს, რომ ოდესღაც სიყვარული გაიმარჯვებსო, თავში ეს აზრი მოუფრინდა უეცრად.
„ერთმანეთს დავჭამთ, დავხოცავთ, ერთმანეთის უბედურებაზე გავიცინებთ და იქამდე არ მოვისვენებთ, სანამ მთელი პლანეტა ერთი დიდი შავი წერტილი არ იქნება, უბედური ხალხის ბუდე, რომლებიც ერთმანეთს ამოწყვიტავენ, ღმერთი კი დაჯდება თავის სავარძელში, იმ ქაფქაფა ღრუბლებში მოკალათდება და სეირს უყურებს, როგორ გადაშენდება მისი შექმნილი სიცოცხლე.“ - უეცრად მათგან, ვისაც მაგრად ეჭირათ, რომ რაიმე სისულელე არ ჩაედინა ისტერიკისგან, თავი გაინთავისუფლა, წინ გაიჭრა, სისხლიანი მკვლელისკენ, რომელმაც დაიწყო და უბედურების მორევში ჩაითრია მთელი სამყარო. მიუახლოვდა, უნდოდა მისი სახე, ერთხელ მაინც ენახა, დაენახა ვინ გააუბედურა ასე, ვინ იჯდა საჭესთან, ვინ...
მიუახლოვდა და კარგად დააკვირდა. მუხლებში ჩაიკეცა, თვალები დაეხუჭა, თითქოს ქუთუთოებზე ლოდები დაადესო. ვეღარ აიტანა მეტი ბედის დაცინვა, აშკარად დასცინის ზევიდან ვიღაც და ერთობა მისი ტრაგედიით, ერთობა იმ ფაქიზი გრძნობებით, რომელიც ადამიანს მუდამ ამოძრავებდა - სიყვარული, ბედნიერება.
ყველაფერმა ბრუნვა დაიწყო, ამოტრიალდა სამყარო, დაინგრა და დაიშალა მთელი პლანეტა მის წინ და წარიშალა კვალი მისი სიყვარულისა.
იმ კაცში, ვინც მას ლიზი წაართვა და სამუდამოდ შეცვალა მისი ცხოვრებაც, გუგა ამოიცნო...
***
კვლავ შეშინებულს და აქოშინებულს გაეღვიძა. კიდევ ერთი დაუსრულებელი, ამოუხსნელი და შეუცნობელი კოშმარი წარსულიდან, რომელიც სულ არ ჰგავდა იმ წარსულის კოშმარს, რასაც ხედავდა. გაახსენდა პირველი ორი კვირა იმ თოთხმეტი თებერვლიდან, როდესაც ლიზი დაკარგა. ორი კვირა კოშმარებისა და ტანჯვის, როცა მისი კოშმარები პიკს აღწევდნენ და ყოველ ღამე ლიზის სიკვდილი ესიზმრებოდა.
ნინო წამოიწია, ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო აზრზე, თითქოს ოთახში კვამლი იდგა. ბურუსი, რომელიც მთელ სახლს ფარავდა და რამის დანახვას შეუძლებელს ხდიდა. თავის საწოლში გაუნძრევლად იჯდა, თვალებს აცეცებდა და უნდოდა გაეგო რა კვამლი იყო ეს და საიდან მოდიოდა. ხველა აუტყდა. ცდილობდა გაეხსენებინა შარშანდელი კოშმარები და გაეგო მაშინაც თუ ფიგურირებდა მასში გუგა, მაგრამ არ ახსოვდა. წარსული მისთვის ისევე ბუნდოვანი იყო, როგორც საკუთარი არარსებული მომავალი, რის შეცვლასაც სიამოვნებით, ნებისმიერ ფასად დათანხმდებოდა. ძალიან აინტერესებდა რატომ არ ახსოვდა სიყვარულით დაბრმავებულს თუ ნამდვილად ხედავდა სიზმარში გუგას. ის კი ნამდვილად ბუნდოვანი იყო, შემთხვევის ადგილზე იყო საერთოდ თუ არა და ჩახედა თუ არა მკვლელს. მას რეალობის მეორე, შესაძლო ვარიანტი ჰქონდა თვალწინ, რომელიც გონებას მუდამ ტანჯავდა და ახსოვდა. როცა მან საჭეზე მჯდომი კაცის სახე ვერაფრით ვერ დაინახა. თავი დაიწყნარა, მაგრამ კვამლისგან ხველება არ შეუწყვეტია. გამალებით ცდილობდა ესუნთქა, მაგრამ სულ უფრო უჭირდა. იხრჩობოდა იმ კვამლში, რომელიც თითქოს აქამდეც იყო მის ოთახში, ბურუსივით ერტყა მის გონებას, მაგრამ ვერ ამჩნევდა და ეს ტანჯავდა მის ისედაც ტანჯულ და განაწამებ სულს. მისი ავეჯი ნისლმა ჩაყლაპა, ცეცხლის ტკაცანიც ესმოდა და ოთახში საოცრად ცხელოდა, მაგრამ ნინოს არაფრის გაკეთება არ შეეძლო, რადგან ის პარალიზებული იყო, ვერ მოძრაობდა, მხოლოდ წარსულში იყურებოდა და მეორე თვალით კი საკუთარი სიკვდილის მოახლოებას გრძნობდა.
მას გული ეწვოდა, არა გადატანითი მნიშვნელობით, არამედ ზუსტადაც, რომ გული ეწვოდა და ცეცხლი ეკიდა მას. სიკვდილისა და სიზმრისგან გამოწვეულმა ამაზრზენმა შიშმა კი მისი გონების გათიშვა გამოიწვია, რამაც მხოლოდ ინსტიქტურად წამოჯდომის საშუალება მისცა, მაგრამ სხეულს ვერაფრით ამოძრავებდა.
სახლი იწვოდა.
არ იცოდა რა მოხდა, მანამ სანამ ეძინა, არც ის სად იყვნენ მშობლები, მისი ძმა. ერთიანად ცახცახმა შეიპყრო, როცა წარმოიდგინა, რომ ისინი სადღაც აქვე იყვნენ და უკვე იწვოდნენ, შეშინდა რადგან ივარაუდა, სახლიდან გასვლა ვერ მოასწრესო, მაგრამ შემდეგ ქვეცნობიერიდან უფრო მეტად საშიში სურათი ამოუტივტივდა, რომ ის სახლში მარტო დატოვეს და მათ თავს უშველეს. შემდეგ კი რაღაც გაახსენდა, რაღაც ისეთი რამაც ზიზღის გრძნობა მოჰგვარა. მას გაახსენდა...
უეცრად ცეცხლის ალმა იფეთქა და მისკენ ისარივით იქროლა, როგორც სიკვდილის უკანასკნელმა წამმა.
***
იცით რას გრძნობს მიტოვებული ადამიანი? სიკვდილი ნაკლები ტანჯვაა მასთან შედარებით, რასაც ადამიანი გრძნობს, მაშინ როცა თავს დაკარგულად მიიჩნევს, საკუთარ თავში დაკარგულად და გზააბნეული კრავივით. ახალი გრძნობები უჩნდება, გრძნობს წყენას, გრძნობს ტკივილს, ყოველთვის იმაზე ფიქრობს, რომ უსარგებლოა, არავის სჭირდება და მუდამ ასე გაგრძელდება ყოველთვის, სანამ წუთისოფელი სისხლის ხვრეპას ასე გამალებით არ შეწყვეტს. როცა გტკივა, ყოველთვის გრძნობ ცხოვრების უარყოფით თვისებებს, მის ამაოებას შენივე თავთან და ფუჭ იმედებს, რომლებიც დაისახე და ვერასდროს აგისრულდება რა მიზნებიც გამოძრავებდა და ცოცხლად გამყოფებდა. გულის არეში გრძნობს შევიწროებას, თითქოს სისხლის ნაკადი ჩერდება და გულიც ფეთქვას წყვეტს, მაგრამ მუდამ მოძრაობს და ტკივილს აყენებს, მაგრამ ყველა ვერ უძლებს ამ ტკივილს და ნატრობს როდის გაუჩერდება გული. სხვები საქმეზე გადადიან, მაგრამ ზოგი მხოლოდ ფიქრობს თვითმკვლელობაზე, მაგრამ განხორციელებას ვერ ბედავს.
როცა სიხარულის მარცვალი, სიყვარულის პატარა ნაპერწკალიც კი ჩაქრება, თავს უაზრო ყოფის მტარვალ მსხვერპლად ჩათვლი და წარმოიდგენ, როგორ მიჰყვები ფრენა-ფრენით ქარს, როგორ გიცემს სიკვდილის მოახლოებასთან ერთად კვლავ გული და ფიქრდები, რატომ ჩქარდება ყოველთვის ის, როცა ან აღელვების პირას ხარ, ან გეშინია, ან გიყვარს. პასუხი ერთია - მას სტკივა.
***
ნინომ მკერდში საშინელი ტკივილით გამოიღვიძა. უხურდა, ეწვოდა, ეფერფლებოდა ის კი ვერაფერს შველოდა, რადგან ყოველთვის სხვაგვარად გამოდიოდა. საწოლიდან წამოდგა, მაგრამ წაბორძიკდა და ლამის დაეცა. ირგვლივ ყველაფერი თეთრი იყო და ვერაფერს ცნობდა, გრძნობდა რაღაც ვერ იყო რიგზე, თითქოს ნერვებმა უმტყუნა და სიკვდილის კარიბჭესთან მდგარი, ხელში საკუთარი არჩევანის წინაშე დგას. აირჩიოს შავი კარი, რომელიც მის მარცხნივ ნახევრად შეღებულია, თუ თეთრი, მაგრად ჩაკეტილი რომელიცაა და კედელში ისე ჩასმული, რომ დამკვირვებელი თვალი თუ შეამჩნევს მხოლოდ. ნელ-ნელა ოთახი უფრო გაკაშკაშდა და რეალური გახდა.
საკუთარი ოთახი იცნო. ოფლში ცურავდა და გული გამალებით უცემდა. კოშმარი, რომელმაც საშინლად იმოქმედა მასზე უკვე დასრულებული იყო, მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს კვლავ კოშმარში იყო, როგორც ერთადერთი მისი ძვირფასი სხეული იყო ამ ოთხკედელშუა გამომწყვდეული და სახლიდანაც ფრთების გაშლით ვერაფრით გაფრინდებოდა.
მეხსიერებამ ნელ-ნელა აღიდგინა დილით მომხდარი კატასტროფა, რომელსაც ლამის ემსხვერპლა მისი ძმა რომ არა. ის რომ არ გადამდგარიყო, შეიძლება ახლა თვითონ მოხვედროდა საავადმყოფოში, ან პირდაპირ მორგში, რადგანაც იმ საშინელი არსების, რომელსაც მამას ეძახდა, შემჩერებელი არავინ იყო. რა სასტიკად უნდოდა ამ სახლიდან თავის დაღწევა, როგორ სძულდა აქაურობა, მიუხედავად იმისა რომ მთელი ბავშვობა აქ გაატარა ის მაინც გრძნობდა, რომ ამ სახლში მისი არაფერი არ იყო, არც რაიმის თქმის უფლება ჰქონდა, არც თავისუფლად მოქცევის ნება და თავს ფრთამოტეხილი ბეღურასავით გრძნობდა, რომელიც გალიაში გამოკეტეს და გაფრენის საშუალებასაც არ აძლევენ. ჩაკეტილი ჰყავთ ციხეში, რომლის კედლებსაც ვერაფრის დიდებით გაანგრევდა და მხოლოდ ისღა დარჩენოდა დამჯდარიყო და თავისი ბედისთვის ეტირა, ის რაც განგებამ მიანიჭა, ის რაც მისთვის დაწერეს.
ნინოს ცრემლები წამოსცვივდა. კვლავ სცადა ფეხზე დადგომა, წარმატებით გამოუვიდა და რამდენიმე ნაბიჯი გაიარა ფანჯარასთან მისასვლელად. ძველ, ნაცნობ ხედს დააკვირდა, გზაზე მოძრავი მანქანები, ერთმანეთს მოსიყვარულე ძაღლები, ისინიც კი ბედნიერები ჩანდნენ იმით, რაც ჰქონდათ, მაგრამ გოგონა არ იყო კმაყოფილი, არა, არაფრის გამო არ დარჩებოდა კმაყოფილი, რადგან მას არც არაფერი ჰქონდა, არც სიყვარული, არც მშობლები, არც ვინმე, ვისთვისაც სიცოცხლის გაგრძელება მოუნდებოდა.
-ამ ყველაფრის მერე, კიდევ გინდათ რომ უბრალოდ აქ დავრჩე და არაფერი ვიღონო? - ხმაჩახლეჩილმა ძლივს ამოთქვა სიტყვები და განცვიფრდა, როდის ჩამეხლიჩაო. - არა, ნამდვილად არ მინდა სიკვდილი მათი ხელიდან, ვისაც საერთოდ არ ვედარდები. - გაბრაზდა, შეზიზღდა ამ ოთახის თითოეული ნივთი, ის ფუმფულა სათამაშოებიც, რაც დაბადების დღეზე აჩუქეს, სიყვარულით და თავგადასავლებით სავსე წიგნებიც, რომლებიც მხოლოდ ერთ რამეს ამბობდნენ, სიყვარული რომ დაუმარცხებელია და ბოლოს ყოველთვის იმარჯვებს, მორალი ყველგან ერთი იყო, მაგრამ გამოცდილება ჰკარნახობდა, რომ სიყვარული ადამიანის მიერვე გამოგონილი გრძნობა იყო, რომ ერთი ადამიანის მეორესადმი უბრალო ლტოლვა, სექსის სურვილი აეხსნა. რატომ ჩერდებოდნენ წყვილები სიცოცხლის ბოლომდე ერთად? ეს ხომ დროების საკითხი იყო, კაცობრიობამ თავად შექმნა წესები, კანონები, სიყვარული, ქორწინება, ძველად კი ქორწინების დარღვევა იკრძალებოდა კიდეც, წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ, მაგრამ ახლა, როცა ყველაფერი თავდაყირა დადგა და შეიცვალა, კვლავ პირვანდელ ყოფას უბრუნდება კაცობრიობა, როგორც წრეზე მოტრიალე ბურთი, ყველაფერი ახლიდან რომ იწყება. ჯერ კიდევ არსებობს ქორწინება, მაგრამ ახლა მაინც მის წარმატებულობაში ბევრს ეჭვიც კი ეპარება, უჩნდება სხვა გრძნობები, სხვისადმი ავლენს სიყვარულს და ძველი ავიწყდება, მასთან დარჩენას მოვალეობის გამოც არ ფიქრობს, რაც ადრე სწორედ მოვალეობად ითვლებოდა, რომ არ შერცხვენილიყვნენ ხალხში. იცვლებიან ადამიანები კი არა, იცვლება დამოკიდებულება სიყვარულისადმი, რადგან ადამიანი ხვდება, აგნებს სიმართლეს, ყალბს ცნობს, რომელიც ოდითგანვე შთაუნერგეს ბავშვებს ეს გამოგონილი სიტყვა სიყვარული.
მან დროის გასაყვანად ჯერ ტელევიზორი ჩართო, შემდეგ კომპიუტერს მიუჯდა და სოციალურ ქსელში შეიჭყიტა კიდეც. რამდენიმე წერილი დახვდა, მაგრამ ყველას პასუხის მიწერაზე უარი უთხრა, სტატუსად კი ეს დაწერა:
„დღეს მე მივხვდი, რაც არ უნდა ეცადოს ადამიანი თავისუფლების მოპოვებას, არაფერი გამოუვა, რადგან ის ყოველთვის აღმოჩნდება საკუთარი თავის ტყვე, ამ ცხოვრების ტყვე, მუდამ გალიაში იგრძნობს თავს და ცხოვრებას საგიჟეთში გამოკეტვით დაასრულებს.“ - კმაყოფილი დარჩა და გამოქვეყნებას დააჭირა. თავისი გრძნობები საჯაროდ გამოფინა, გეგონებოდა ტილო ყოფილიყოს, რომელსაც გასაყიდად გამოფინა, მაგრამ სინამდვილეში მას ჩალის ფასი ჰქონდა, რომელსაც არავინ ზედაც არ შეხედავდა, რადგან არავის ადარდებდა ის რას გრძნობდა, რას ფიქრობდა.
-რა მოგივიდა გოგო, რა გჭირს? - ბექა იყო, ის ბექა ბავშვობაში რომ უყვარდა, მაგრამ ეს სიყვარული მაინც არ გამოდგა მყარი, და ის ბექა, რომელსაც მის გამო ცხვირი გაუტეხეს. ერთი აზრი მოუვიდა. „როგორც ვექცევი სხვებს, ახლა ცხოვრებაც ასე მექცევა, ზუსტად სამართლიანია.“ - გაიფიქრა და გადაწყვიტა ბექასთვის მაინც მიეწერა.
-ზედმეტად ტკბილმა ცხოვრებამ გამამწარა. ბექუუშ, იცი რა მინდა გითხრა?
-რა? - მოუვიდა პასუხი.
-მომენატრე. რამდენი ხანია არ მინახავხარ.
-ჰმ...
-შენ არ მოგენატრე? - ფიქრობდა იქნებ კიდევ ერთი შანსი მომცა ახლა განგებამ, რომელიც უნდა გამოვიყენოო, მაგრამ პასუხის მოწერისთანავე უკან წაიღო სიტყვები.
-შეყვარებული მყავს დაგავიწყდა? უცნაურია, ასე რომ შეიცვალე და თბილი გახდი.
-ცხოვრებამ შემცვალა ბექა. ცხოვრებამ.
-რა მოხდა არ მეტყვი?
-არაფერი.
-კაი, დაივიწყე. უნდა წავიდე, დროებით. თავს მიხედე... - ამის წაკითხვაზე ნინოს ცოტა შეაცია კიდეც, რადგან ის უემოციობა იკითხებოდა სწორედ, რასაც აქამდე თვითონ იჩენდა. უყვარდა ბექა, ადრე უყვარდა, მაგრამ როცა დაშორდნენ მას მერე მისკენ აღარ გაუხედავს. ბექა კი ერთი წელი არ ეშვებოდა, შემდეგ ვეღარ მოითმინა და თავი დაანება.
-შეყვარებული ყავს ბიჭს. - ჩაილაპარაკა თავისთვის. - ბედნიერია. იყავი ბატონო შეყვარებული.
კედლებიც კი ჩუმად იყვნენ და მთელ სახლში ისეთი შოკისმომგვრელი სიჩუმე იყო, რომ გაგიჟდებოდა ამ სიჩუმესთვის რომ მოესმინა. თავის დაღწევა არ შეეძლო, ძმაზეც ნერვიულობდა, მაგრამ დარეკვაც არ შეეძლო, რადგან მამამისის იმ ძაღლივით მყეფავი და დათვივით მოღრიალე ხმის თავიდან გაგონება ნამდვილად არ სურდა. ჯერ სამზარეულოში შევიდა, უჯრა გამოაღო, სადაც დანები ეწყო, ერთ-ერთი ყველაზე ბასრი დანა აიღო. უნდოდა ხელზე გაესვა და ამით სამუდამოდ დაესვა მისი მტანჯველი ცხოვრებისთვის წერტილი, მაგრამ ხელი აუკანკალდა. შემდეგ იფიქრა, რომ ფანჯრიდან მაინც გადავხტები იქნებ დავენარცხო და გავასხმევინო ტვინიო, მაგრამ მისი სისხლიანი და დატკეპნილი, დამტვრეული სხეულის წარმოდგენისას მაშინვე კვლავ ლიზის ავარია გაახსენდა, შემდეგ კი შეშინდა და ფეხებიც აუკანკალდა. ვერც ასე სიკვდილი გაბედა და საბოლოოდ გადაწყვიტა მამამისისთვის ხმა არ გაეცა, არც არაფერი ეჭამა და ასე მოესწრაფებინა საკუთარი სიცოცხლე.
ამასობაში კარში შეცურებული გასაღების ხმა გაისმა. შეძრწუნდა და ღია ფანჯარას მოშორდა. კომპიუტერი სასწრაფოდ გათიშა, რომელიც თავის ოთახში ედგა და პირადად მისი იყო. საწოლზე დაწვა და თავი მოიმძინარა. მამამისის მძიმე ნაბიჯების ხმა შემოსვლისასვე იცნო, მისი ბოხი ხმა კი მთელ სახლში, რომელსაც მთლიანად სიჩუმე შემოკვროდა და სადაცაა კედლებსაც დაარღვევდა, ექოსავით გაისმა.
-ნახე ერთი, ნინო რას შვრება. - უბრძანა ცოლს. მანაც დამჯერი ცოლივით ბრძანება შეასრულა და ოთახში შევიდა.
-ნინო... ნინო... - ჩურჩულით. - გღვიძავს? - როცა დარწმუნდა ეძინა, გული აუჩუყდა. - შენ მოგიკვდი მე, მაპატიე შვილო. მამაშენის ხასიათი ხომ იცი, როცა ბრაზდება ვერ აზროვნებს, ჭკუა არ მოეკითხება და სწორედ ასეთია საშიში... - უკვე მოთქვამდა, გოგონა კი თვალებდახუჭული იყო, მაგრამ ამ ყველაფერს ისმენდა და მის გულს მტკივნეულად ხვდებოდა. - როცა გავყევი მაშინ კი არ იყო ასეთი, შვილო. მაპატიე, ეს როგორ მოხდა მეც არ ვიცი. როცა ნერვები დაწყვეტაზე აქვს და სამსახურში ყველა ნერვებს უშლის, მათი ბრალია ყველაფერი. ერთი წუთითაც არ გაიფიქრო, რომ არ უყვარხარ შვილო, რომ გვიყვარხარ ამიტომ გვეშინია და ვითხოვთ შენგან ამდენს. ულამაზესი გოგო ხარ და სწორედ მშობლების უყურადღებობის გამო ხდება ამდენი უბედურებები, რაც მსოფლიოში ხდება, შვილო. - ამას თითქოს ისე ამბობდა, თავისთვის, საკუთარ თავს უტყდებოდა და ამშვიდებდა, იმაში დარწმუნება სჭირდებოდა, რომ საკუთარ თავთან მართალი იყო და შვილთანაც, მაგრამ მას ეძინა და არ ესმოდა, ყოველშემთხვევაში დედას ეგონა ასე.
გოგონამ თვალები დაახამხამა, ხელები მაღლა ასწია და მთელი სხეული დაჭიმა. დედას მუქარის თვალებით შეხედა და ხმის ამოღებას არ აპირებდა. ერთმანეთს თვალი თვალში გაუყარეს, დადარდიანებული იყო დედა, დანაღვლიანებული და აცრემლებული თვალებით, რომელიც მზრუნველი დედის თვალებს ჰგავდა, მაგრამ ამან ნინოს გული ვერ მოალბო. ის იმ შეტყობინებაზე ფიქრობდა კვლავ, რაც გუგამ მისწერა ბოლოს და გუგას გახსენებაზე კი სიზმარიც თვალწინ დაუდგა. სიზმარი, რომელსაც ადრეც ხედავდა, ორი კვირის განმავლობაში სტანჯავდა და ყოველდღიურად ლიზის სიკვდილს ხელახლა განიცდიდა, ძილში ყვიროდა, წრიალებდა და გიჟივით წამოვარდებოდა ხოლმე საწოლიდან. დარწმუნებული იყო, რომ ერთი წლის წინ ნანახ სიზმრებში გუგას სახე არ ერია, რადგან მაშინ მას არც კი იცნობდა. დარწმუნებული იყო იმაშიც, რომ გუგა ამ საქმესთან არაფერ შუაში იყო, მაგრამ ერთი რამ ვერ გაეგო, რას გულისხმობდა სიტყვაში „მშვიდობით?“ რა უნდოდა ამით ეთქვა, ყველაფერი დასრულდა, უნდა დავშორდეთო, თუ უბრალოდ მშვიდობით, ეს მხოლოდ მშვიდობით იყო და არანაირი სხვა დატვირთვა არ ჰქონია.
თავის თავს აბრალებდა მაინც, რადგან მხეცივით გაგიჟდა. დამთხვევები ვერ აეხსნა, რატომ მოხდა ისე რომ დიდი სიყვარული და დიდი ტკივილი ერთ დღეს განიცადა და ახლა ამ სიყვარულის დაკარგვისგანაც ენით აღუწერლად სტკიოდა გული. მისი ფეთქვები კი ამის მოწმე იყო და არ ტყუოდნენ.
-გამიშვით. მეგობრები უნდა ვნახო.
-მოიცა, ნინო. ჯერ კიდევ გაბრაზებულია მამაშენი და ახლა უარესად ნუ გააღიზიანებ.
-არ მაინტერესებს.
-მოდი ჩემთან სიხარულო, მაპატიე, ვერ შევძელი დამეცავი. - წინ წაიწია, რომ ჩახუტებოდა შვილს და სითბო ეგრძნობინებინა მისთვის, მაგრამ გვერდზე გატრიალდა და ზურგი აქცია.
-გამიშვით. არ გამიშვებთ და თავს მოვიკლავ, ჩემთვის ყველაფერი სულერთია.
-... - თამომ საპასუხოდ ხმა ვერ ამოიღო, არ იცოდა რა ეთქვა მაგრამ... - რას ამბობ შვილო, აბა ეგ მეორედ არ თქვა. - განრისხებული ქალის როლი ითამაშა, მაგრამ საოცრად იმოქმედა მაინც მისმა სიტყვებმა. „თავს მოვიკლავო“ კვლავ უფრო ხმამაღლა გაისმა მის თავში და კიდევ განმეორდა. „ჩემთვის ყველაფერი სულერთია.“
-ხმას აღარ ამოვიღებ, არც არაფერს შევჭამ. მორჩა.
დაპირება შეასრულა.
***
მეოთხე დღეს უნივერსიტეტის მეგობრებმა გადაწყვიტეს მისი მონახულება, ვინაიდანაც რამდენიმე დღე არ გამოჩენილა. სოფოს ტელეფონში უთხრა, რაც მოხდა თუმცა მხოლოდ გუგაზე, დანარჩენის საიდუმლოდ შენახვა გადაწყვიტა და არც გაემტყუნებოდა. სოფო მისმა განგმირულმა კილომ შეშალა და შეაშფოთა სიტყვებმა „სიცოცხლე აღარ მინდა. აქვე მოვკვდე და ამდენი აღარ ვიტანჯო ნეტავ.“ ტექნიკურის მეტროსთან შეიკრიბნენ მეგობრები, ოთხი მუშკეტერივით, რომ ტანმომართულები იდგნენ და მეხუთეს ელოდნენ. სხვებმაც კი გამოთქვეს სურვილი, მაგრამ ბევრი ვერ ავიდოდა, სირცხვილი იყო, და ისევ ხუთი მისი მეგობარი შეირჩა სოფოს მეთაურობით, რომლის რიგებშიც ჯამბაზი სანდროც ერია, იქნებ გაამხიარულოსო და კიდევ სხვებიც და ერთად დააწვნენ ნინოს სახლისაკენ გზას. მას ზუსტადაც, რომ პატიმარი ეგონა თავი, ტუსაღი რომელსაც არაფრის უფლება არ ჰქონდა, ახლა კი მნახველების საათი ჰქონდა, როცა მეგობრები დაინახა და რაც ძალა ჰქონდა წამოდგომაში დახარჯა. თავს ვერ აღწევდა იმ გრძნობისგან, რომ პატიმარი იყო. რა მნიშვნელობა ჰქონდა სახლში იყო ჩაკეტილი თუ გარეთ, ის მაინც პატიმარი იყო, ცხოვრების ცხრაკლიტულში გამომწყვდეული, უფრთებოდ და გაფრენა, თავისუფლების მიღება არ შეეძლო. ამიტომაც აფასებდა იმ წუთებს, რაც გუგასთან ჰქონდა, ამიტომაც სურდა მისი სიახლოვე, მასთან ყოფნა, ძალიან უყვარდა და მზად იყო გაჰყოლოდა ცოლად, რომ საკუთარ სახლს მოშორებოდა და ამით მაინც ეგრძნო თავი ოდნავ ბედნიერად, მაგრამ კვლავ ყველაფერი თავდაყირა დგება, კვლავ მისი ბედის მწერალი დასცინის და ქირქილებს, როცა ამ ყველაფერს წერს, რაც უნდა მოხდეს, იმ ეპიზოდსაც, საკუთარი სიყვარულის ტრაგედიას, რომ გრძნობს და დრამას დგამს გულში.
-ჰეი, როგორ ხართ? - ღიმილით, მაგრამ ძლივს წამოდგა საწოლიდან უკვე მისუსტებული. ეს ღიმილიც თითქოს ყალბი იყო, რადგან გასაღიმებლად ნამდვილად არ ჰქონდა საქმე. წამოდგა და თითოეული გადაჰკოცნა, ჩაეხუტა და მიხვდა როგორ მონატრებოდნენ ისინი. მხოლოდ ისინი თუ დაუბრუნებდნენ კვლავ სიცოცხლის ხალისს.
-როგორ გამხდარხარ, შენ რა არაფერს არ ჭამ? - გაუკვირდა სოფოს.
-გარდა იმისა, რომ არ მინდა რაიმე ვჭამო, ვერც ვეკარები საჭმელს. მის დანახვაზე სულ გული მერევა. - ცრემლები წამოსცვივდა უნებურად. - გუგა....
-არ იდარდო პატარავ. ჩვენ შენთან ვართ. - სანდრომ ხელში აიყვანა, როცა მიხვდა ფეხზე ძლივს იდგა და საწოლში ჩააწვინა. ნინოს მუშტებს კი ყურადღება არც მიაქცია, როცა დასმას სთხოვდა. - არავითარ შემთხვევაში არ დაგტოვებთ გესმის? შეიძლება გუგა წავიდა, მაგრამ მან ვერ გაიაზრა როგორი განძი დაკარგა, ჩემო კარგო. უძვირფასესი და უტკბილესი, ოქროზე ძვირადღირებული განძი ხარ, მაგრამ თვალები, ბოდიში და ტრაკში ჰქონია. - ნინოს ღიმილი მოჰგვარა სახეზე, რის გამოც მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ ჩაეხუტა.
-როგორ მიყვარხართ ბავშვებო, თქვენ ხომ არ იცით.
-ვიცით. - გაეპასუხა სოფო. - რადგან ჩვენც საოცრად გვიყვარხარ, იმდენად რომ მუდამ შენთან ვიქნებით.
-დაჯექით. - ხელი გაიწვდინა სუსტად მასპინძელმა და სკამებზე მიუთითა. სოფო არა და არ დაჯდა, ახლავე მოვალო და ოთახიდან გავიდა. როცა შემოვიდა ხელში თეფში ეჭირა, სავსე წვნიანით და საწოლთან ახლოს მიუტანა.
-აბა, ჩემო გოგო, ეს აუცილებლად უნდა ჭამო. ძალები გჭირდება, რომ აღიდგინო. ნუ, ნუ, ნუ მეკამათები და მეურჩები. უნდა ჭამო, მორჩა და გათავდა. - სოფო ქიტესაშვილი, მეგობარი, რომელიც მისთვის მეტს ნიშნავდა, მეტი იყო ვიდრე მეგობარი, ყოველთვის გრძნობდა მისგან გვერდში დგომას, სიყვარულს, სითბოს, ყოველთვის თანაუგრძნობდა და რჩევებს აძლევდა. ერთმანეთს საყვედურობდნენ, ბიჭებზე საუბრობდნენ და როცა მარტონი იყვნენ მაშინ კი დასხდებოდნენ ქუჩაში და გამვლელ ბიჭებს აკვირდებოდნენ. თამაში ჰქონდათ ასეთი, ერთი უნდა აერჩიათ და მისულიყვნენ, ვინც ნომერს გამოართმევდა და უფრო მოხიბლავდა, გამარჯვებულიც ის იყო. თვითონაც ხალისობდნენ, ხშირ შემთხვევაში იმ ფურცელს სადაც ნომერს აწერინებდნენ, აგდებდნენ, რადგან ეს მხოლოდ გართობის მიზნით იყო და სიყვარული მათთვის აბსტრაქტული ცნება იყო, რომლის გამოცდაც არცერთს არ სურდა, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მას შემდეგ ორივე თითქოს ახლიდან დაიბადა და იგრძნეს ერთმანეთში სიცოცხლე.
-გული კი იმიტომ გერევა, რომ არაფერს ჭამ. - სოფომ კოვზით ამოიღო წვნიანი და პირთან მიუტანა. თავი ნამდვილი პარალიზებული ავადმყოფივით იგრძნო, მაგრამ მასზე რომ ზრუნავდნენ ესიამოვნა და პირი გააღო, მას ხომ ცოტა ხნის წინ ეგონა, რომ ყველამ მიატოვა, მაგრამ გაუხარდა ასე რომ არ აღმოჩნდა. მის წინ სანდრო, ჯგუფის მასხარა, რომელსაც თურმე სერიოზულად ყოფნაც შესძლებია და ახლა აღმოაჩინა ეს ნინომ, სოფო, მისი ყველაზე საყვარელი, ულამაზესი მეგობარი და მესაიდუმლე, ლიკა, მარიამი და ავთოც ამოვიდნენ. ამითაც მადლიერი იყო, მერე რა რომ არასრული კომპლექტი იყო, არ უჩიოდა.
-კოშმარები დამიბრუნდა. - თქვა მეგობრებისგან მოულოდნელად.
-იგივე? - ჰკითხა სოფომ. - ლიზი... - მან ეს ისტორიაც იცოდა.
-ხო.
-რა ლიზი, ვინ არის ლიზი? - იკითხა ავთომ.
-ნინოს მეგობარი, შარშან ავარიაში დაიღუპა. - დუმილი. დუმილი გამეფდა ოთახში და მხოლოდ კოვზისა და თეფშის ურთიერთქმედების ხმა ისმოდა. მარიამმა ხელები თავზე დაიდო, სანდრო საწოლის მეორე მხრიდან ჩამოუჯდა.
-ნუ გაქვს შეწუხებული სახე. არ უნდა გეშინოდეს იმის, რაც მომავალში მოხდება და არც ვინმეს დაკარგვის. ვისაც ვკარგავთ, დარწმუნებული იყავი, რომ ის არც არასდროს ყოფილა ჩვენი. ცხოვრებაში ბევრი ცუდი ხდება, მაგრამ ჩვენ იმიტომ ვცხოვრობთ, იმიტომ გვაქვს თვალები, ყურები და იმიტომ გვაქვს ყველა გრძნობა, ასევე გონებაც და ჭკუა, რომ ცუდი კარგისგან გავარჩიოთ, მეტი კარგი დავინახოთ და ცუდი კი დავივიწყოთ. ეს ხდის ადამიანს ბედნიერს.
-მე ვერასოდეს ვიქნები ბედნიერი.
-ბედით უკმაყოფილო არ უნდა იყო. აბა დაფიქრდი, შენ გყავს მეგობრები, რომლებსაც სჭირდები, უყვარხარ, გყავს მშობლები, გაქვს სახლი და ყველა ის საჭირო თუ არასაჭირო ნივთი, რაც თავის ფუნქციას ასრულებს, ზოგი აღარც ასრულებს და შენ სწავლობ. იცი ეს რას ნიშნავს? შენ გაქვს ცხოვრება, რომელსაც შეგიძლია დაარქვა შენი, მაგრამ ზოგს საკუთარი ცხოვრება არ გააჩნიათ და მცირედზეც კი ოცნებობენ, თუნდაც ასეთ თბილ ლოგინში დაძინებაზე. - სანდროს სიტყვებმა ყველა განაცვიფრა. პირი დააღებინა, რადგან ასეთ სერიოზულ სანდროს არავინ ელოდა. პირველ რიგში სოფომ ის დაითანხმა წამოყოლაზე, რადგან ფიქრობდა გაამხიარულებს და ცხოვრების ხალისს ოდნავ მაინც შეჰმატებს ისევო, მაგრამ დათანხმება არც იყო საჭირო, ნინო ისე უყვარდა ეს რომ გაიგო, მაშინვე გამოიჩინა წამოსვლის ინიციატივა, სწორედ იმ მიზეზით, რომ გაერთო, მაგრამ ახლა იმდენად სხვაგვარ სანდროს ხედავდა ყველა, ისე გარდაიქმნა მათ თვალწინ, რომ მზად იყვნენ დაეჯერებინათ ეს ყველაფერი სიზმარში ხდებოდა და არა ცხადში. მაგრამ ცხადი იყო.
-ბავშვებო, რამე ხომ არ მოგართვათ? ყავა? ჩაი? - შემოიჭყიტა დედამ და თან შვილს დახედა, თან თვალი სტუმრებს მოავლო.
-არა, არაფერი გვინდა. - თქვა სოფომ. თამოს თვალები გაუბრწყინდა, რომ დაინახა ნინო მიირთმევდა და სწორედ მეგობრების გვერდში დგომა სჭირდებოდა. ეს დღეები მამამისი ყველას უკრძალავდა მის გარეთ გაშვებას, სახლში რომც არ ვიყო აუცილებლად გავიგებ სახლიდან რომ გავიდა და უარესად დავსჯიო. ამიტომაც დედაც და ზუკაც ერიდებოდნენ და მას არ უშვებდნენ გარეთ, მაგრამ რომ ეთქვა, ვინც გაუშვებს იმას დავსჯიო, ორივე სიამოვნებით დათანხმდებოდა ამას, ოღონდ ნინო ბედნიერი ენახათ.
-ნუ მორცხვობთ ახლა. ყველას მაგივრად შენ ხომ არ უნდა ილაპარაკო სოფო. თქვენ? - სანდროს მიმართა.
-საწამლავი მომეცით დედილო, ყავა არ მინდა. - თქვა და გაიღიმა, ამას ტაშის გრგვინვის და ნინოს სიცილის ხმა მოჰყვა, თამო კი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ მეგობრები ეს ძალაა, გყავდეს ისინი, ნიშნავს რომ იყო ძლიერი.
-თქვენ ახალგაზრდავ. - ავთოს ჰკითხა. - გოგოებო, არავის არ გინდათ ყავა? წამოდით გაკეთებაში დამეხმარეთ, ცოტა წავიჭორავოთ კიდეც. - თვალი ჩაუკრა მათ და თავისთან იხმო. მარიამი და ლიკა გაჰყვნენ.
-ჩემი ბრალია. მე მოვკალი. ჩემ გამო მოკვდა. - წამოიტირა კვლავ და სახეზე ხელები აიფარა.
-არა, ჩემო გოგო. - იქვე სოფომ ჩაიხუტა და თავი მკერდზე დაადებინა. - შენ ყველაზე ნაკლებად მიგიძღვის მის დაღუპვაში წვლილი. შენ ძმას, რომ არ გაეღვიძებინე შენ ყურმილს არ აიღებდი და საერთოდ ლიზის ბრალია, მან დაგირეკა და თავი საფრთხეში ჩაიგდო, ის მართავდა საჭეს, ასე რომ შენ თავს ნურაფერში ადანაშაულებ, საყვარელო. ღმერთს ისინი მიჰყავს, ვისთვისაც უკვე დროა, თუმცა ჩვენს გულებში მუდამ ცოცხლები იქნებიან. ცრემლები შეიმშრალე... არ გიხდება ტირილი.
-მადლობა ბავშვებო, დიდი მადლობა აქ რომ ხართ და ასე მეხმარებით. უბრალოდ არ მესმის რატომ დამცინის ბედი ასე. ჯერ ლიზი დავკარგე, შემდეგ ზუსტად ერთი წლის შემდეგ გუგა, რომელმაც თვითონ მიმატოვა. არ ვიცი რა მოხდა, რატომ მოიქცა ასე, მაგრამ ყოველთვის ყველაფერში მე ვარ დამნაშავე, ყოველთვის მტოვებენ ისინი, ვინც ყველაზე ძალიან მიყვარს.
-დაიკიდე რა. - ავთომ ღიმილი დააყოლა თავის ნათქვამს. სანდრომ კი თავში ჩაარტყა ხელი.
-იდიოტო, დაფიქრდი რას ლაპარაკობ ხოლმე. იმენა იდიოტი ხარ.
-მეც მიყვარს ნინო. - გულაჩუყებული, ცრემლნარევი ხმით თავის დაცვაზე გადავიდა.
-სიყვარული მხოლოდ ცნებაა. სიყვარული არაფერია და სიყვარულია ყველაფერი, მთავარია მას რა კუთხით შეხედავ. შენ ნამდვილად არასწორად გესმის მისი არსი და შემოქმედებითობრივი კავშირი.
-სანდრო! - გაუწყრა სოფო. - ნუ ჩხუბობთ.
-საერთოდაც, ჩვენი წასვლის დროა, არა ავთო? - თვალით რაღაც ანიშნა მეგობარს. ხელი გადახვია და ფეხზე ააყენა. - მოდი გაკოცო საყვარელო, ძალიან გამიხარდა შენი ნახვა და კიდევ მოგინახულებ აუცილებლად. ტკივილი დროებითია, დღეს გრძნობ და ხვალ ვეღარ იგრძნობ, ტკივილიც გადის, სწორედ რომ გადის.
თავი გააქნია. - არა, არ გავა. ეს ტკივილი ჩემში სამუდამოდ დარჩება.
-უფლის ყველაზე კომიკური ქმედება იცი რა არის? - საშიში ინტონაციით დაიწყო მასხარამ. - როცა ამბობ, რომ ტკივილი ვერ გაივლის და მის გარეშე ვერ იცხოვრებ, როცა მის გარეშე გიწევს ცხოვრება, ხვდები რომ ცდებოდი და მის გარეშეც ცხოვრობ, გახსოვს ტკივილი განშორების, სევდა მარტოობის, მაგრამ ამ ტკივილით აგრძელებ ცხოვრებას, თუმცა მაინც აგრძელებ. როცა ფიქრობ, რომ ის არის ერთადერთი ადამიანი, ვინც შენთვის გაჩნდა ამქვეყნად, მაშინაც ისეთ რამეს სჩადის რომ დაგანახოს შენი მცდარი აზრი. დაგანახოს, რომ ბედისწერით არ ხართ დაბადებულნი და მხოლოდ გავლით იყო შენთან. საერთოდ კი, მე თუ მკითხავთ, შეიძლება არ მკითხავთ, მაგრამ მაინც გეტვით - თავი დაუქნია ნინომ. - იმ ადამიანს არასდროს დაკარგავ, ვინც შენთვის არის გაჩენილი, არ დაკარგავ მას, ვისაც დაწერილი აქვს, რომ იყოს შენთან. ის იქნება კიდეც შენთან და არასდროს მოგშორდება გვერდიდან, მაგრამ ვინც შენთან გავლით ხვდება, უნდა ისწავლო ტკივილის გადატანა და უნდა ისწავლო შენს შეცდომებზე სწავლა.
-როგორი საყვარელი ხარ სანდრო. - გაუღიმა სოფიამ და გადაკოცნა.
-მოდი, პატარავ, შენც გაკოცო. - ოთახიდან გასვლის წინ კი დაუბარა. - იფიქრე ამ სიტყვებზე და იყავი ძლიერი, რადგანაც არავინ არ ღირს შენს ტანჯვად. კარებში მის მშობლებსაც დაემშვიდობნენ და მათი ხმა მთლიანად მიწყდა. გოგონები კიდევ ფუსფუსებდნენ სამზარეულოში. ნინო და სოფია დარჩნენ ერთად, მარტონი, ისიც ამ მომენტს ელოდა.
-სიზმარი ვნახე გუშინწინ, მაგრამ ჯერ ის უნდა იცოდე, რომ გუგასთან ვიწექი.
-რა? - როცა გაიაზრა რა უთხრა მეგობარმა მაშინვე წამოიყვირა, თუმცა ნინომ ხელი ააფარა პირზე და მისი მოგუდული ხმა ოთახის კედლებს არ გასცდენია.
-ხო... ეს სიმართლეა. გუგასთან ვიწექი და სახლიდან გაქცევის გეგმას ვაწყობდი. სწორედაც ვფიქრობდი, რომ ის იყო ჩემი ბედი, მასთან მეწერა ცხოვრების დარჩენილი წლების გატარება და მეც დავთმე ყველაფერი მისთვის. - მწარე ტკივილით საუბრობდა, სიტყვებს ძნელად გამოთქვამდა, უჭირდა ამ თემაზე საუბარი, თუმცა სოფოს არაფერს უმალავდა. - მან კი ადვილად მისაწვდომ ბოზად ჩამთვალა და მიმაგდო. მშვიდობითო მომწერა, აი ნახე. - ტელეფონი გაუწოდა და შეტყობინება აჩვენა. - რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულდა. რაზეც ვოცნებობდი, რის მიღწევაც მსურდა და ცხოვრებისგან რაც მინდოდა მიმეღო ყველაფერი დამენგრა, ნამსხვრევებად იქცა, ფერფლი კი ჰაერში გაიფანტა, მისი კვალი აღარსად არის.
-ასე ნუ ლაპარაკობ გთხოვ. გული მიკვდება ასეთს, რომ გხედავ. - სოფოსღა აკლდა ტირილი, მაგრამ უნებურად ცრემლის პატარა გორგალი თვალიდან ჩამოუგორდა. სიყვარული აძლებინებს ადამიანს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც სული მიჰყვება. არ არსებობს სიყვარული, არ არსებობს ადამიანის სულიც.
-არასწორად მოვიქეცი, მას რომ დავნებდი. არ უნდა გამეკეთებინა ეს...
-ზოგჯერ ტკბილი მომენტები, რომ მიიღო, სანაცვლოდ რაღაც უნდა დათმო. შენ მოგონება მასზე სამუდამოდ შენში დარჩა, ეს ორმხრივი სიამოვნება თან გაგყვება და არასდროს, არასდროს არ ინანო რომ ასე მოიქეცი.
-მოიცა, შენც უკვე..? - გაოგნებულმა ჰკითხა სოფოს.
-არა, მე არა. ამას ჩემი გამოცდილებით არ გეუბნები, უბრალოდ ვამბობ, რომ ტკბილი წუთები მუდამ უნდა გახსოვდეს და ეს არის ის, რაც გვაძლიერებს, სიცოცხლის ხალისს კვლავ გვინარჩუნებს. რაც ყველაფერს აზრს აძლევს. ფაქტია ორ ადამიანს შორის სიყვარულის აფეთქებით გასხივოსნებული ვნებები, რომლებსაც ერთმანეთს ჩუქნიან, ყველაზე სასიამოვნო და ამაღელვებელი, ყველაზე დიდი და გასაიდუმლოებული რამეა რაც დედამიწაზე არსებობს.
-ხოდა, გოგო... მოიცა გითხრა ყველაფერი. - სოფიამ თვალები ჭყიტა, კიდევ რამე დარჩა რაც არ მითხრაო? - სიზმარი ვნახე, სწორედ იმ ღამეს, როცა მასთან ვიწექი. სიზმარს ჰგავდა, თან არც იყო სიზმარი, ყველაზე რეალურად მეჩვენა, უფრო ხილვას ჰგავდა თითქოს.
-რა ნახე ასეთი?
-თითქოს ორსულად ვიყავი და მუცლით ბავშვს ვატარებდი. ჩემი და გუგას ბავშვს და ამას ერთი კვირის მერე მეუბნებოდნენ. სიზმარში მკითხავთან ვიყავი, მან მითხრა... ის, რომ გუგა ჩემთან არ იყო, ეს ცხადშიც ახდა, მაგრამ იმის მეშინია მეორეც არ ახდეს, ბავშვზე ნამდვილად არ ვფიქრობდი ახლა.
-სიზმარში როგორ იყავი? გახარებული? მოწყენილი?
-არ მახსოვს. მგონი საშინლად მტკიოდა გული გუგამ, რომ მიმატოვა და ბავშვიც დიდად არ მახარებდა.
-ვერაფერს გეტყვი. არ ვიცი რა გითხრა, ეს მხოლოდ სიზმარი იყო, თუ არა, ამას ალბათ გაიგებ, მაგრამ სიზმრებს დიდი ყურადღებაც არ უნდა მიაქციო, ის ქვეცნობიერის დანალექია, რისიც გეშინია ღრმად და ყველაზე ბევრს რაზეც ფიქრობ, სიზმარშიც ხშირად იმას ხედავ ხოლმე. ალბათ ხშირად გიფიქრია და შეგშინებია, ვაითუ გუგამ მიმატოვოსო, ალბათ იმაზეც გიფიქრია, რომ მისგან ბავშვი გინდოდა გყოლოდა.
-კი, მიფიქრია, ორივეზე, თან არაერთხელ. მე ოჯახი მინდოდა, ბედნიერი ოჯახი, მამასთან ერთად და არა მის გარეშე.
-აი პასუხიც... - გაიღიმა სოფომ. - მოდი ახლა ეს დავამთავროთ. - კვლავ თეფში აიღო, მაგრამ ნინოს რეაქციამ სოფოს ცხელი წვნიანი დააქცევინა და ფეხზე გადაესხა, ცალკე ფეხი დაეწვა, მაგრამ დიდი ყურადღება არც მიუქცევია, მაშინვე სამზარეულოში შეირბინა და დედამისს დაუძახა. სოფოს შეტევა ჰქონდა, გულიც ერეოდა და პირდაპირ საწოლზე ასხამდა პირიდან გადმოდენილ უცნაურ თეთრ სითხეს.
-ალო, ექიმი გვჭირდება სასწრაფოდ. - გოგონას ძლივსღა ესმოდა და სიტყვებსაც ბინდბუნდიდან ბუნდოვნად არჩევდა. სმენა დაეხშო, წაერთვა მეტყველებაც, ან როგორ დაილაპარაკებდა პირში ქაფგამოტენილი. წამოაჯინეს ისიც, თორემ შეიძლებოდა გაგუდულიყო კიდეც. ბოლოს გონება დაკარგა.
როცა გაიღვიძა საკმაოდ უხეშ და თეთრი ფერით შეღებილ საწოლში, როდესაც ირგვლივ პირბადე აფარებულები ედგნენ და დასცქეროდნენ, კედლები კი თეთრი იყო, მიხვდა საკუთარ სახლში ნამდვილად არ იყო. დაინახა ლარნაკი წინ დადგმული, შემდეგ კი კვლავ თვალები დახუჭა და მიეძინა.
ბურუსმა შთანთქა მისი გონება, თითქოს დიადი ყოვლისმყრობელი არსება გადაჰფარვოდა და რამის დანახვის შესაძლებლობას არ აძლევდა. ბურუსში იყო მისი ცნობიერი, დიდ სქელ ნისლში, სიგარეტის კვამლით გაჟღენთილ ოთახში და სუნთქვაც კი უჭირდა. ბავშვობიდან ვერ იტანდა სიგარეტის, მხრჩოლავი და საზიზღარი გულისმფეთქავი კვამლის შეყნოსვას და მწეველებს ყოველთვის ერიდებოდა. არც სურდა მწეველი ყოფილიყო მისი ქმარი, რომ მერე ყოველ ღამე ტელევიზორის წინ, ღერი ღერზე ებოლა და სახლი მხრჩოლავ, ტარაკნების მოსაკლავ ოთახად და სატყუარად ექცია, რისი შიშითაც ვერცერთი მწერი თუ ქვეწარმავალი ვერ დააღწევდა თავს ცოცხალი, ვერც შემოაღწევდა. ხმები საიდანღაც ეჩურჩულებოდნენ, არა ისინი პირდაპირ ყურში ჩაჰყვიროდნენ, დროით განზომილებიდან მოქროლილ-მოფრენილები, უსიერი ტყის გავლით რაღაც საოცარ დროთა განზოგადებაში ჰყვიროდნენ.
კადრი სიბნელეში: დედა ელაპარაკება ექთანს.
მეორე კადრი: სანდრო და სოფო გვერდით უსხედან, პირდაპირ კი ვიღაც უცხო კაცი დგას, ვისაც არ იცნობს. არც ექიმია, არც ექთანი ან ვინმე ნათესავი უნდა იყოს. დგას და პირდაპირ მას უყურებს, თვალი თვალში. ნინო კვლავ ხუჭავს თვალს, მაგრამ მალევე ახელს და მისი სიფხიზლე დროებით სიმხდალეს ემსგავსება. კუნთები უთრთის, გრძნობს რომ ერთ ადგილზე არ არის და მოძრაობს, მაგრამ თვითონ არა, საწოლი მოძრაობს. ხმის ამოღება სურს, უნდა რამე თქვას, დედამისს შეატყობინოს რომ ამ წითურ ქალს იცნობს და მის სახესაც თავიდან ვერავითარ შემთხვევაში ვერ ამოიგდებდა. მართალია, რომ მაშინ მთვრალი იყო, კარგადაც ვერ აზროვნებდა და ფიქრობდა, რომ მისამართი შეეშალა, მაგრამ ახლა დარწმუნებული იყო, რომ არ შეშლია, დარწმუნებული იყო სწორ მისამართზე მივიდა, თუმცა გუგას არავინ იცნობდა.
-ნიშნები, რაც თქვენ აღგვიწერეთ, ორსულობის პირველი ნიშნებია. დედა ხართ, ამას თქვენც უნდა მიმხვდარიყავით. - ხედავს დედამისის განცვიფრებულ სახეს, თითქოს მკვლელობა ჩაიდინა მისმა შვილმა და პირდაპირ კარცერში მიჰყავთ.
-ეს არ არის სიმართლე. ჩემი შვილი... მას შეყვარებულიც კი არ ჰყავდა.
-ქალბატონო, თქვენი შვილი უკვე დიდი გოგოა და თუ თქვენგან ფარულად ხვდებოდა, გამოდის თქვენ არც უნდა გცოდნოდათ ეს. მაგრამ რომ არ განერვიულოთ, ჯერ ექოსკოპიას ჩავუტარებთ, რომ დავრწმუდეთ ჩვენს ვარაუდებში, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ცალკე ორფრთიან კარების მქონე ოთახში, რომ შევიდნენ, ქალმა სხვა არავინ შემოუშვა. მარტო დარჩნენ ის და მისი პაციენტი იმ რეალობის წინაშე, რასაც სიცოცხლის ზღვარზე მყოფი, უკვე გაუბედურებული და სიკვდილს მონატრებული გოგონა გრძნობდა. ორსულობა? შეუძლებელიაო ფიქრობდა, სიზმარი ზუსტად ახდა, გუგამაც მიატოვა, ერთი კვირის შემდეგ კი დანამდვილებით გაიგო, რომ ორსულადაა.
წითური ქალი მოუტრიალდა. თავიდან ვერ იგდებდა იმ ღამეს და მისმა ეშმაკურმა ღიმილმაც საშინლად შეაშინა.
-აბა, ჩემო კარგო, ახლა დიდი და ხანგრძლივი მოგზაურობა გელის სიზმრებში. - ნემსი მოამზადა, ვენაში შეუყვანა და ბოლოს ყურში ჩასჩურჩულა. - ლიზის ვეძებთ, მის პოვნაში კი შენ დაგვეხმარები.
ნინომ თავისი ფეხით, მაგრამ უნებურად კვლავ წყვდიადის კარიბჭეში შეაბიჯა, სადაც მხოლოდ სიბნელე, სიჩუმე და არანაირი კვალი მისი არსებობისა არ იყო...
______
აბა, კიდევ დაინტრიგდით? გავაგრძელოთ?
დრო მომეცით ^_^



№1  offline მოდერი nicol

ინტრიგა და თან რამხელა?! wassat
სულ დავკარგე ზღვარი რეალობასა და ილუზიას შორის...
ბოლო ფრაზა საერთოდ... ლიზის სიზმარში ეძებენ თუ რეალობაში? belay
ველოდები შემდეგ თავს. love დროს კი მოგცემთ, მაგრამ ძალიან ბევრსაც ნუ გვალოდინებ. love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№2  offline ადმინი შამანი

O my god! ეს რა იყო...რაღაც საოცრება...
მომეწონა,გავოცდი,დავინტრიგდი!
ვეღარ გავარჩიე რა იყო რეალური და არარეალური...
ბოლო მონაკვეთმა სრულიად ამრია და დამრია...
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს,იმედია მალე გაგვარკვევ სიტუაციაში.
არ მიყვარს გაურკვევლობა და ასეთი დოზით დაინტრიგება :დ
თუმცა,მაინც დიდი მადლობა ჩემს თინის,ნიკოლს რომ შენი ისტორია მირჩია წასაკითხად...
წარმატებები.იმედია,ძალიან არ დაიგვიანებ. ♥


პატივისცემით,აღფრთოვანებული და განცვიფრებული, თეთრი ანგელოზი! უბრალოდ,ანინე ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

nicol
ინტრიგა და თან რამხელა?! wassat
სულ დავკარგე ზღვარი რეალობასა და ილუზიას შორის...
ბოლო ფრაზა საერთოდ... ლიზის სიზმარში ეძებენ თუ რეალობაში? belay
ველოდები შემდეგ თავს. love დროს კი მოგცემთ, მაგრამ ძალიან ბევრსაც ნუ გვალოდინებ. love

აააააააააააააააა ვაიმე, როგორ ვნერვიულობდი, ვფიქრობდი არ მოეწონებათ-მეთქი, ახლაც რომ დავინახე კომენტარი, სანამ კარგად არ მოვკალათდი და ცოტა აღელვებამ არ გადამიარა მანამდე ვერ ვნახე, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და მართლაც, რომ ვნერვიულობდი.
დიდი, დიდი მადლობა შენ ჩემო დაიკო :დ love love ასეთ შეფასებას ხომ საერთოდ არ ველოდი და მიხარია, ძალიან მიხარია რომ მოგეწონა love მაგიჟებთ პირდაპირ. ეს კომენტარები უზრუნველყოფენ შემდეგი თავის ხარისხს და იმასაც, თუ როდის იქნება love
შამანი
O my god! ეს რა იყო...რაღაც საოცრება...
მომეწონა,გავოცდი,დავინტრიგდი!
ვეღარ გავარჩიე რა იყო რეალური და არარეალური...
ბოლო მონაკვეთმა სრულიად ამრია და დამრია...
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს,იმედია მალე გაგვარკვევ სიტუაციაში.
არ მიყვარს გაურკვევლობა და ასეთი დოზით დაინტრიგება :დ
თუმცა,მაინც დიდი მადლობა ჩემს თინის,ნიკოლს რომ შენი ისტორია მირჩია წასაკითხად...
წარმატებები.იმედია,ძალიან არ დაიგვიანებ. ♥


პატივისცემით,აღფრთოვანებული და განცვიფრებული, თეთრი ანგელოზი! უბრალოდ,ანინე ♥

ამ კომენტარების მერე, ნუთუ შეიძლება რომ დავაგვიანო? love love ამ თავის დასაწერად სადღაც სამი დღე დამჭირდა, არ ვიცი შემდეგი რამდენს მოითხოვს, თუმცა დიდხანს არ გალოდინებთ და აუცილებლად დავდებ შემდეგ თავს ძალიან მალე.
ასეთი კომენტარები მეც ბავშვივით მიხარია და თითქოს ამ ასაკიდან არც გამოვსულვარ :დ
მაგრამ ძალიან მიხარია თუ მოგეწონა და ნამდვილად გპირდებით, რომ ჯერ იმის ნახევარიც არ იცით რაც უნდა მოხდეს, დაინტრიგება ასეთი დოზით? ჯერ კიდევ არ დაინტრიგებულხართ ისე, როგორც მე მინდა wink wink love მაშინ წარმოიდგინეთ რას გიმზადებთ am am am დიდი მადლობა თეთრო ანგელოზო, მე კი ძალიან ძალიან გახარებული ვარ ამხელა წოდების რაინდს, რომ მოეწონა ჩემი უბადრუკი, ჯერ არგაცვეთილი ნაწერი <3
ამას არ დაგივიწყებთ ერკე ბიძია love love
დაელოდეთ შემდეგს ^^^^^^^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№4  offline წევრი nucikela

love wink მაგრად მომეწონა ეს თავი ძაან ინტრიგანი და ნიჭიერა ხარ

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

nucikela
love wink მაგრად მომეწონა ეს თავი ძაან ინტრიგანი და ნიჭიერა ხარ

დიიიიიდიი მადლობაა ^_^ <3 wink
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent