ბედის მარიონეტი
ამბობენ ცხოვრება წელიწადის დროსავითააო... ხან ზამთარივით სუსხიანი, „ბოროტი“ და რთულია.ზოგჯერ გაზაფხულივით გადაამწვანებს,გაალამაზებს ირგვლივ ყველაფერს და ახალ სიცოცხლესაც გვაჩუქებს ხოლმე... შესაძლოა, შემოდგომასავით ლამაზი, ოქროსფერი მაგრამ გრილი იყოს. ყველაზე რთულად გადასატანი ცხოვრების „ზამთარია“ მითუმეტეს თუ ჩემნაირი ბედის მარიონეტი ხარ... ხანდახან კი ბედი გაგვიღიმებს და „ზაფხულს“ გვახვედრებს „ბილიკზე“. მოკლედ რომ ვთქვათ, ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით. ვფიქრობ, უკვე დროა საკუთარი თავი გაგაცნოთ. მე მარიამ აბაშიძე ვარ, 17 წლის. 14 წლამდე მამა მზრდიდა, ის პოლიციელი იყო, ამიტომაც საკუთარ სამუშაოს შეეწირა... მისი ბოლო რჩევა ის იყო რომ, ძლიერი, სამართლიანი და კეთილი ვყოფილიყავი. მამიკოს გარდაცვალების შემდეგ როგორც უპატრონო, ბავშვთა სახლში ვცხოვრობდი. მართალია, რომ აქ მხოლოდ ერთი თვე გავატარე მაგრამ მაინც გიამბობთ მოკლედ. აქ ბევრ გოგონას ნახავდით... ჩემნაირებსაც, რომლებსაც მხოლოდ მარტო ჯდომა და ფიქრი ერჩიათ. თამამ და გახსნილ გოგონებსაც, რომლებიც მიჩვეულები იყვნენ აქ ყოფნას და ცდილობდნენ ყველასთან დამეგობრებას, სამწუხაროდ, იყვნენ ისეთებიც ვისაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდათ, უყვარდათ სხვისი დაჩაგვრა, დამცირება, დაცინვა... სწორედ ასეთების კატეგორიაში შედიოდა გვანცა დადიანი.მართალია, რომ ისიც 14 წლის იყო თუმაცა თავი უკვე „დიდი გოგო“ ეგონა... შანსს არ უშვებდა ხელიდან ოღონდ დავემცირებინე... ერთი თვის შემდეგ კი როცა ოთახში მარტო ვიჯექი ჩემთან აღმზრდელი მოვიდა და მითხრა: –მარი, შენი ნივთები ჩაალაგე და წამოდი! –რაა? სად?–ეს იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის რომ ვერც კი მივხვდი რას ნიშნავდა. –შენს წასაყვანად მოვიდნენ... ეს რომ გავიგე უჩვეულოდ ფეხზე წამოვვაედი. თან გამიხარდა „მოვშორდები ამ ადგილს მეთქი“ თან არ ვიცი რატომ მაგრამ ახალი ოჯახის ყოლა არ მინდოდა... კაბინეტში შესულს იქ ქალი და კაცი დამიხვდნენ.ქალი–მაგალი, გამხდარი იყო. თმები მხრებამდე სწვდებოდა, გასაკვირი იყო თუმცა მას ჩემსავით წითური თმა ჰქონდა.თვალები სიხარულით ჰქონდა სავსე და მომღიმარი მე მიყურებდა. კაცი–მაგალი ისიც გამხდარი იყო მუქი ყავისფერი თმით, როგორც ჩანს მასაც უხაროდა... როცა ყველა დოკუმენტი შეავსეს გარეთ გამიძყვნენ, მე ჩემი არც თუ ისე დიდი „განძი“–ორი ხელი ტანსაცმელი, მშობლებისგან სამახსოვროდ დარჩენილი ნივთები და დღიური ჩანთაში ჩავალაგე და მათ გავყევი. მანქანაში ჩავჟექი და ჩემი ახალი სახლისკენ გავწიე.... გამარჯობათ ბავშვებო, იმედია მოგეწონათ... ეს პირველი თავია... გთხოვთ შეაფასოთ და დააფიქსიროთ კომენტარით... ღირს გაგრძელება? წინასწარ გიხდით მადლობას <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.