შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამორჩეულები - 2


10-10-2015, 01:30
ავტორი gogona708
ნანახია 1 681

მობილურზე შეტყობინების ხმამ გამაღვიძა. ნახევრად ისევ მძინარებ ხელის უცნაური მოძრაობებით ძლივს მოვძებნე მობილური, შემდეგ კი ნება ვიბოძე ნახევრად გამეხილა თვალები და წმეკითხა.
-როგორ ხარ? - თვალებ მოჭუტულმა ძლივს შევძელი შეტყობინების წაკითხვა, რომელმაც ასე ძალზედ გამახარა და გამამხიარულა, მითუეტეს, რომ სრულიად უცხო ნომრიდან იყო. კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ დავიდანაშაულე თავი, რომ ძილის დროს მობილურს არ ვრთავ.
-უკეთესად ვიქნებოდი, რომ არ გაგეღვიძებინე. - გულრწიფელად დავიწყე საუბარი უცხო ადამიანთან და თანაც დაუყოვნებლივე იმის გაგების დიდი და უსაზღვროდ ულევი სურვილის მოკვლით თუ ვინ იყო ადრესატი.
-არ მეგონა შენც იმ გოგოების რიცხვს თუ მიეკუთვნებოდი, რომლებსაც შუადღის ოთხ საათამდე სძინავთ, თითქოს არ გავდი ასეთ პიროვნებას, იმედები გამიცრუე, რა იღბალზე მოგწერე მეც, გამოაშკარავდ, ალბათ ღმერთს უნდოდა ასე მომხვდარიყო. - წავიკითხე ეს შეტყობნება და გაოცებისგან პირი დავაღე. საშინლად გავბრაზდი. აშკარა იყო, რომ ეს ვიღაც მხოლოდ უცხო კი არა, ძალიან ძალია უცხო უნდა ყოფილიყო, რადგან ასე ცუდად მიცნობდა. მეც გადავწყვიტე მეტი მრისხანებისგან რომ მისთვის საკადრისი ადგილი მიმეჩინა და დაუყოვნებლივე მივწერე:
-კი, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ დილის ექვს საათზე ვიღვიძებ ყოველდღე და ამ დროიდან მოყოლებული ვაკეთებ უამრავ საქმეს, შემდეგ კი უზომოდ გადაღლილს ათასში ერთხელ შუადღით დასვენება თუ მომინდება ნამდვილად ზემოთხსენებული გოგოების რიცხვს მივეკუთვნები. - მეთვითონვე კმაყოფილი დავრჩი ამ ტექსტით და გაგზავნისას ამაყად გავიღიმე.
-ბოდიში. არც კი ვიცი შენზე ასეთი რამ როგორ ვიფიქრე, რაც არ უნდა გეთქვა იმის მიუხედავადაც კი. დაუფიქრებელი ადამიანი ვარ.
-კარგი, შენი ნომერი მაინც არ მიწერია და მობილურში დაუფიქრებელ ადამიანად ჩავწერ. რავიცი კიდევ როდის მოგინდეს დაუფიქრებლად ჩემი შეწუხება, თავიდანვე მეცოინება, რომ შენ ხარ და ნაკლებად შევწუხებ თავს, როცა უკვე მეცოდინება ვისთან მაქვს საქმე.
-შენ რა სწერვა ხარ?
-კიდევ ერთი დაუფიქრებლობა.
-ბოდიში.
-კიდევ ერთი არაფრისმთქმელი სრულიად უსარგებლო ბოდიში.
-კარგი რააა, ახლა გეყოს, მართლა სწერვასავით იქცევი.
-:))
-აი თუნდაც კიდევ ერთი ამის დამადასტურებელი ნიშანი.
-და აბა რა გინდა თავი ვიმართლო სწერვა არ ვარ და რატომ გგონია ასე და კარგი რააა, ასე მიცნობ? და ასეთებით? აი ასეთი ადამიანების რიცხვს საერთოდ არ მივეკუთვნები და მირჩევნია ვინმემ ისევ სწერვათ ჩამთვალოს, ვიდრე შტერად.
-მაგით იმის თქმა გინდა, რომ ადამიანი, რომელიც თავს იმართლებს შტერია? მეც ბევრჯერ გამიმართლებია, ანუ მეუბნები, რომ შტერი ვარ?
-მე არასოდეს გავიმართლებ თავს უზრობის გამო, უაზრობაზე, იმაზე, რაზეც მხოლოდ მეცინება და რაც საერთოდ კავშირშიც არ არის ჩემთან.
-აბა ტყუილზე გაიმართლებ თავს? იმაზე უნდა გამართლო თავი, რაზეც იცი, რომ მართალი ხარ, თორემ ტყუილზე ხომ არ გაიმართლებ სადაც იცი რომ დამნაშავე ხარ? შენი ნათქვამიდან გამომდინარე ასე გავიგე.
-ხოდა ეს იმის ნიშანია, რომ იმდენად არ მიცნობ, რომ საერთოდ ჩემი საუბარიც კი არ გესმის, იმდენად ვერ მიგებ. კარგი, დაგიღეჭავ და აგიხსნი და გეტყვი, რომ ჩემი ნათქვამიდან გამომდინარე, წესით უნდა გაგეგო, რომ საერთოდ არ ღირს თავის გამართლება, არც მართალზე და რასაკვირველია მითუმეტეს არც ტყუილზე. არასოდეს, არავისთან, არაფერზე თავი არ უნდა გაიმართლო. უნდა თქვა და მორჩა, ან კი, ან არა და შენი ერთი სიტყვა უნდა იყოს ყველაფერი, ყველანაირი თავის მართლების გარეშე. დაგიჯერებენ? - კარგია, არ დაგიჯერებენ? - ეგეც კარგია. დაინახავ ვინ შენიანია და ვინ არა. ვინ გენდობა ყველანაირი თავის მართლების გარეშე და "გაპრავდების" და ვინ არა. ვინ გენდობა იმდენად, რომ ენდოს შენს მხოლოდ ერთ სიტყვას თვალდახუჭულიც კი, თუნდაც ყველაფერი შენს წინაღმდეგ მიუთითებდეს. ამით ზუსტად დაინახავ ვინ არის შენიანი და ვინ "სხვისიანი". ყველა ვარიანტში მოგებული შენთვითონვე რჩები. იმდენი უნდა შეგეძლოს მხოლოდ, რომ ბევრი შენიანი აღმოჩნდეს. ფასი უნდა ჰქონდეს შენს ერთ სიტყვასაც კი. მეტად ვეღარ დავღეჭავ, კბილები მეტკინება და მეტად დაღეჭვას არც ვაპირებ, კბილებს ვუფრთხილდები. აბა მშვიდობიან დღეს გისურვებ.
-დღითიდღე უფრო მაოცებ იცი?!
-ვინ ხარ?
-შენი მომავალი.
-შეიძლება ვიცოდე მაინც ყოველიშემთხვევისთვის რა ჰქვია და რა გვარია ჩემი მომავალი?
-ნიკა თვაური. შენთვის უბრალოდ ნიკუშაც შეიძლება, ან ნებისმიერი რამ, რაც შენ გაგიხარდება, მხოლოდ შენთვის. - ამის წაკითხვისთანავე დაფეთებულმა ავწიე თავი ბალიშიდან და თვალები გამიფართოვდა. ყველას მოველოდი მის გარდა. ყველას მის გარდა... მეგონა ვინმე ჩემი ახლობელი, ან მეგობარი იყო, რომელმაც უბრალოდ ახალი ნომერი აიღო, ან რაიმე მსგავსი. ყველაფერს დავუშვებდი. ყველაფერს წარმოვიდგენდი, ოღონდ ამას არა.
-ჩემი ნომერი საიდან გაიგე?
-მემგონი ძნელი გასაგები არ არის, როდესაც ფეისბუქზე გაქვს მითითებული.
ამ პასუხის მოწერამდე ისევ უწინდებურ ფორმაში ველოდი პასუხს, ბალიშიდან დაფეთებული თავით აწეული და თვალებ გაფართოებული, ხოლო ამის წაკითხვის შემდეგ კი მთელი ძალით და სიმწრით დავეხეთქე ისევე ბალიშს.
ღმერთო... როგორ დამავიწყდა, რომ ის ფეისბუქ ექაუნთი ჩემს მობილურ ნომერზე გავაკეთე? დაბნეულს არც ვიცოდი რა უნდა მეპასუხა, მაგრამ მგონი, რომ მაინც მოვუყარე სწორ პასუხს თავი.
-გასაგებია ჩემი დანაშაული.
-შენი დანაშაული უფრო მეტია ვიდრე ეს. შენი დანაშაულია ის, რომ გაჩნდი ასეთი კარგი, ჭკვიანი, ლამაზი და საყვარელი და ყველაზე მეტად უფრო დიდი დანაშაული არის ის, რომ გადამეყარე.
-ბოდიშიც ხომ არ მოვიხადო საერთოდ, რომ ვარსებობ? დანაშავედ ვიგრძენი თავი, რომ ვარსებობ.
-არა, დამნაშავე მე ვარ, უფრო ადრე რომ არსად გადაგეყარე. - მიწერა ეს ნიკუშამ და თვითონაც სევდანად გაეღიმა გულრწფელად გულდაწყვეტილს.
***
განცგაწყვეტილი დარბოდა ანა სარბენ ბილიკზე მობილური, რომ აუწკრიალდა. ყველაზე მეტად ამ მომენტს ვერ იტანდა. როდესაც ვარჯიშის დროს ვინმე ურეკავდა და აწყვეტინებდა "აკრეფილ აკორდს". ცოტახანს უყურადღებოდ დატოვა და სირბილი არ შეწყვიტა, შემდეგ კი, როდესაც რეკვა არ შეჩერდა თვითონაც გაუკვირდა ასე ადრიანად ვინ რეკავდა ასე გამალებით და ისე, რომ არც მობილურისთვის არ დაუხედავს და არც სირბილი არ შეუწყვეტავს შესძლო და ცალიხელით მობილურის ჯიბდან ამოღებისას უპასუხა.
-გისმენთ.- დაღლილი, ქანცგაწყვეტილი ხმით უპასუხა ანამ.
ამის გაგებისას ნიკუშას უხერხულად გაეცინა და მობილური პირიდან მოიშორა, რათა მისი სიცილი ანას არ გაეგო.
-გისმენთ - გაუმეორა, ძველ პოზიციაში მყოფმა.
ნიკუშამ როგორღაც ასეთუ ისე შესძლო თავი ხელში აეყვანა და ნახევრად სიცილით ჰკითხა
-შენი ხმის გამგონეს, არ გადამრიო და არ მაფიქრებინო, რომ ყოველდღე დილა უთენია ამდგარს საქმე, რომელიც უზომოდ გღლის, იმდენად, რომ შუადღით დასვენებასაც კი განდომებს არის, საქმე.....მმმ... - ეს თქვა და ჩაიფხუკუნა, ანას ხმა ცოტა კვნესისასაც კი წაგავდა.
მაშინვე გაახსენდა ეს ხმა ანას, მოულოდნელობისგან ტანში გასცრა და მშინვე გაჩერდა. არ იცოდა რა უნდა ეპასუხა, მართალია უკვე გაჩერებული, მაგრამ უზომოდ დაღლილი ახლა უფრო სასაცილო ხმებს გამოსცემდა ერთადგილზე დაღლილი რომ გაჩერდა უცებვე. დუმილ ისევ ნიკუშას ხმამაღალმა სიცილმა დაარღვია და სიცილითვე უთხრა.
-რაო ანა, ცუდ დროს ხომ არ გირეკავ? - თან თავს ვერ იკავებდა.
-ამ დილაუთენია რა გარეკინებს?
-შენი მონატრება და თან გადავამოწმე მართლა ყვოელდღე ადრე დგებოდი, თუ უბრალოდ თავი იქე იდიდე გუშინ და დაიძვრინე ჩემი მოტყუებთ უხერხული მდგომარეობიდან გამოსასვლელად, მაგრამ მგონი ცუდ დროს დავრეკე და არ უნდა დამერეკა. - ისევ ჩამბჟირებული იცინოდა ნიკა.
-ახლა ხომ გაიგე, რომ არც მომიტყუებიხარ, არც გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დაძვრენა მდომებია და არც თავის ქება-დიდება და შეგიძლია ძილი მშვიდად გააგრძელო. - დაღლილი ხმით უთხრა ანამ.
-კარგი მაგ ყველაფერ ეშველა, მაგრამ უპირველეს მიზეზს, მონატრებას რაღა ვუშველო? შენ ისეთი ჭკვიანი ხარ ამაზეც აუცილებლად ეცოდინება პასუხი, როგორც სხვა ყველაფერ დანარჩენზე იცი. - სერიოზული ხმით ჰკითხა ნიკამ, მაგრამ საბოლოოდ ისევ სიცილი აუტყდა.
-კარგი რა ანა, მორჩი ამ ხმის ჩემთვის გაგონებით, მართლა არაფერი მაფიქრებინო, ამდენხანს რას კვნესიხარ. - სიცილით იგუდებოდა ნიკა ამ ხის მოსმენით.
-გამოსავალი რათმქმაუნდა ყოველთვის ვიცი ყველა სიტვაციიდან, ახლავე გავთიშავ და ჩემი ამ ხმის მოსმენაც აღარ მოგიწევს.
-ხომ ვამობდი ამ შენ გამოსავალი ყოველთვის იცი ყველა სიტვაციიდან თქო და ბარემ ისიც მითხარი შენს მონატრებას როგორ ვუშველო?
-სხვისი გრძნობების გამოსავალი არ ვიცი მხოლოდ. ჩემი რომ იყოს კიდევ ხო.
-სამაგიეროდ მე ვიცი. მითხარი სად ვარჯიშობ?



№1  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent