კალიცო (სრულიად)
კალიცო მოგონებები რომელიც ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასია... ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა, იმდენი კარგი მოგონება მაკავშირებს ჩემს მეგობრებთან ერთად, ხანდახან არ ვიცი რომელი გავიხსენო ხოლმე. მე ანასტასია არაბული ვარ. * * * -მარი წავედით დღეს ვსვავთ, ჩავზახე ტელეფონში ჩემს დაქალს როგორც კი უპასუხა -გიჟი ხარ შენ, მოგეკითხე მაინც თან იცინის -რამოკითხვა შენ გინდა ერთი სულ შენ გხედავ სიზმარშიც აღარ მასვენებ ხოლმე -კი მარა სად ვსვავთ? -სად და წყნეთში ავდივართ, სანდრო გამომივლის 8-სთვის და მზად იყავი შენც -კარგი და ძმაკაცი მოყავს ვინმე? თან ხითხითებს -ბაბნიკი ხარ რა, მოყავს ხო მოყავს. კარგი წავედი და გაემზადე 8-საათზე უკვე მე სანდრო ნიკა და მარი წყნეთის გზას ვედექით, სამი დღე დავრჩით იქ და გადაბმულად ვსვავდით, რას ავღნიშნავდით გაინტერესებთ ალბათ, არაფერს ხო აი ასე არაფერს მოგვინდა და ვსვავდით.. -ანასტასია ცოტა დაისვენე რო გაგვალოთე ყველა, მეძახის ნიკა -ნახე რა ლოთი რას მეუბნება, ჭიქა ვერ გაგაგდებინე ხელიდან და მე მტენის ახლა რაღაცეებს -კარგით რაიყოთ ყველა ერთნაირი ლოთები ვართ..სიტყვით გამოდის მარი, სანდროს კი გაგუდულს სძინავს. გონზე მოვიდა თუ არა ჭელიძე ეგრევე თბილისში წავედით..მეორე დღეს ბიჭებს სამსახური ქონდათ მე და მარის კი უნივერსიტეტი სახლის კარი კი არ შევაღე შევამტვრიე.. -ნინოო შენი საყვარელი შვილი გესტუმრა -დე კარგი რა, ისევ მთვრალი ხარ? -გეკადრება დე? მე და მთვრალი? ცოტა პახმელიამ შემომიტია სხვა არაფერი -კარგი აბა როგორი დრო გაატარეთ? -უხ ძალიან მაგარი დე -ვინები იყავით? -მე მარი სანდრო და ნიკა -სანდრო ისევ ჩუმადაა ხო? თან იცინის -შენღა მაკლდი ნინო რა, ვუთხარი ვითომ ნაწყენმა • * * დილით რაღაც სისველემ გამაღვიძა..შუა ზამთარია და ანი ცივი წყლით მადგას თავზე და მზად ვარ მკვლელობაც კი ჩავიდინო ამის გამო -აგკუწავ ახლა რო გავცივდე და გუდაურში ვეღარ წავიდე! -აბა ისე ვერ გაღვიძებდი და ძლივს წამოვდექი საწოლიდან, ის მაინც მეკითხა რა მიზნით გამაღვიძა მაგრამ ეგეც კი დამავიწყდა, აბაზანაში შევედი წყალი გადავივლე და ტანსაცმელი ჩავიცვი -შე მახინჯო აბა მითხარი რატო გამაღვიძე -გოგო გიო გამოვა ეხლა და ჩვენ კაფეში წავიდეთ, ბავშვებიც გამოვლენ -კარგი 30 წუთში green place-ში ვიჯექით და კაპუჩინოს ვსვავდით -გოგოებო ახლა ჩემი ძმაკაცი სადნრო გამოვა და სადმე გავგაზოთ რა (გიო) -კარგი მაგრამ სად? -საიდუმლოა -რა უნამუსო ბიჭი ხარ! გეხვეწები თქვიი რა, ეჯუჯღუნებოდა ანი -ნუ ხარ ცნობისმოყვარე გაიგებ როცა მივალთ. კაფის კარები გაიღო და მაღალი სიმპატიური ბიჭი შემოდის, უცებ ჩვენსკენ გამოიხედა და ზღვისფერი თვალები შემოგვანათა, ისე გაიცინა აშკარად მივხვდით რო სანდრო იქნებოდა. -ვაა გიო ძმა რავახარ? -კარგად ბიჭო.ძლივს არ გეღირსა ჩამოსვლა? -ხო, დავამთავრე საქმეები და ჩამოვედი ცოტახნით. -ხო მივდივართ დღეს? -იასნად. -კარგია, გოგოებიც მოდიან. ეს ჩემი შეყვარებულია ანი, ეს ანასტასია და ეს მარიამი. ნიკას და გუგას უკვე იცნობ. -სასიამოვნოა, ვთქვით ყველამ ერთად -დიდი ხანი ემზადებოდით? იცინის გიო, რა სინქრონში თქვით რაიყოთ -ხო გიო აბა ისე როგორ. -კაი ახლა ადექით და წავედით (სანდრო) -კი მარა სად მივდივართ (ანი) -საიდუმლოა. -აუ კარგით რა.რა საიდუმლო მითხარით რაა -მივალთ და გავიგებთ ანი! (მე) -აი ჯიგარი გოგო რა. (სანდრო) -ეს გოგო კი არა ნაზი ბიჭია (გუგა) -შენ კი ნაზი გოგო (მე) -ამოგაცლი გოგო ენას (გუგა) -ვინც არა ? ვიგუდებოდი თან სიცილით, აქ კი უკვე გუგა ჩემსკენ გამოიწია, მაგრამ გიომ შეახსენა წასასვლელები ვართო და ისიც უხალისო სახით წავიდა მანქანისაკენ, თან შემომითვალა ვერ გადამირჩებიო ქალაქიდან უკვე საკმაოდ შორს ვიყავით გასულები წუწუნი რომ დავიწყეთ გვშია გვშიაო მაგრამ ვინ გისმენდა? ბოლოს მალე მივალთ იქ და ჭამთო თურმე ყაზბეგში მივდიოდით..გაოცებისაგან გოგოებმა პირი დააღეს, ამ ზამთარში იქ რა გვინდაო, მაგრამ მე გამიხარდა. ჩემი საყვარელი ადგილი იყო ცოტა კი გავბრაზდი გაგეფრთხილებინეთ რაიქნებოდა საჭმელს და თბილ ტანსაცმელს წამოვიღებდი თქო მაგრამ გამაჩუმეს..ყველაფერი გვაქო მეც რა მქონდა სხვა სათქმელი, ფიქრებში გადავეშვი მიყვარდა ყაზბეში ყოფნა და ფიქრი ყველაფერზე, მომავალზე, წარსულზე ან ზოგადად არაფერზე და უბრალოდ ხეტიალი ჩემთვის.. ულამაზეს ორ სართულიან სახლში მივედით, სანდროსი ყოფილა. -სანდრო იმენა ჯიგარი ხარ რა, შენ რომ არა ალბათ ამათ ზაფხულშიც კი ვერ ამოვიყვანდი აქ (მე) -სახლი გაქვს აქ? არა სასტუმროში ვარ ხოლმე, მაგრამ მომავალში აუცილებლად ავაშენებ, მიყვარს აქ ყოფნა. ყველაფრისგან რომ ვარ მოწყვეტილი. -მეც მასე ვარ ზუსტად, მაგიტომ ავიშენე ეს სახლიც,ამიერიდან როდა მოგინდება შეგიძლია აქ ნებისმიერ დროს ამოხვიდე და დაბინავდე ხოლმე. -აუუ ბიჭებო ეს რა ჯიგარი ძმაკაცი გყოლიაათ -ხო არა? ხო არ გევასა ფისო? (ნიკა) -ნიკა აახველ ახლა აქედან თუ აგახვევინო? -არ გინდა ანასტასია გნებდები.. და დანებების ნიშნათ სიცილით ხელები ჰაეში აწია. აბა გოგოებო დატრიალდით და სუფრა გააწყვეთ ყველაფერი სამზარეულოშია, მე კიი მანამდე ბუხარს ავანთებ.. ხო კიდევ აარანაირი მანჭვა ყველა ვსვავთ! (სანდრო) -ხო აბა ისე დაგათრობთ ყველას გონზე ვეღარ იქნებით (ანი) -შე სამ ჭიქიანო რა დღეში ხარ? (მარი) -მეე? როგორ გეკადრებათ? -ხოარა? აბა ის ვინ იყო ჩემს დაბადების დღეზე სამ ჭიქაში რომ გეძინა, თან საწოლში კი არა საპირფარეშოში (მე) -მიწასთან გამასწორე რა, კაი ამათმა იციან სანდროსი მაინც მოგერიდოს (ანი) -სანდროც ჩვენი ძმაა უკვე (მე) -ხო განსაკუთრებით შენი (სანდრო) სუფრასთან დავჯექიტ და დაიწყო სადღეგრძელოები, ჯერ სანდროს ჩამოსვლა დავლოცეთ, მერე ოჯახები, შეყვარებულები და ჩვენი სამეგობრო, ბოლოს კი პირში ენას ვერცერთი ვეღარ ვატრიალებდით. დილით რომ გამომეღვიძა სანდროს ოთახში ვიყავი, ისეთ ხმაზე ვიწივლე აქ რამინდა მეთქი საწოლიდან გადავარდა, ამაზე კარგად ვიცინე და დავემუქრე მერე ბავშვებსაც მოვუყვები თქო -აქ რამინდა? -რავიცი ზურგზე მოგიკიდე და აქ შემოგიყვანე,რატო გავაკეთე ეგ მეც არ ვიცი, გაგლეჯილი მთვრალი ვიყავი, მერე სანამ აქამდე ამოვედით კიბეებზე წავიქეცით -აუუფფ -ხოდა მერე როგორღაც ავდექი მე და შენ კიდე ბალიშად მოირგე კიბე და ჩაგეძინა -კაიი? რას მეღადავები სანდრო? -ხო მერე ძლივს აგაყენე და აქ შემოვედით -კაი ჩავედი ახლა დაბლა დავხედო იმათ, მაგარ პახმელიაზე იქნებიან -აუ ეგ რა გამახსენე, ახლა მივხვდი რო მეც ეგრე ვარ ჩავედი და რას ვხედავ, ანი ცუდადაა დანარჩენები კი ფეხზე ვეღარ დგანან -ანი ხო გაგაფრთხილე ბევრი არ დალიო თქო? (გიო) -რო გამოვკეთდები დაგანახებ მაგას როგორც გამაფრთხილე, შენ არ იყავი ჭიქას ცარიელს რო არ მატოვებინებდი? -კაი ტო მართლა? -კი არ გეკაიფები აბა! გარეთ გასვლა გადავწყვიტე, ქურთუკი ჩავიცვი და ყაზბეგის დათოვლილ გზას გავუყევი, მივდიოდი უმისამართოდ და ვფიქრობდი თუ რამდენი ახალი მოგონებები მექნებოდა გასახსენებელი..უცებ მხარზე შეხება ვიგრძენი და ცოტა არ იყოს შემეშინდა -სანდროო კარგი რა რა გულს მიხეთქავ -მშიშარაც ყოფილხარ -გეგონოს! შემდეგ მივდიოდით მე და სანდრო, არც ის იღებდა ხმას, არც მე, ან რაზე უნდა გველაპარაკა? -ანასტასია რაზე სწავლობ? მკითხა მოულოდნელად -იურიდიულზე. და შენ? შენ რას საქმიანობ? -პარიზში ვცხოვრობ. კერძო ბიზნესი მაქვს, მაგრამ ტურიზმი მაქვს დამთავრებული. -კარგია. -რამდენი ხანია რაც შენ და გიო მეგობრობთ სანდრო? -ბავშვობიდან ანასტასია 25 წელია. -და მერე ჩვენ რატომ არ ვიცოდით არაფერი შენს შესახებ? -ალბათ იმიტომ, რომ მე ვეუბნებოდი არავის არ უთხრა არაფერი თქოო, პირადად მინდოდა თქვენი გაცნობა.მიყვებოდა გიო თქვენზე თუ როგორი კარგი მეგობრობა გაქვთ. -გასაგებია. * * * უნივერსიტეტში წავედი, იქამდე როგორ მივაღწიე არ ვიცი, ან მანქანა როგორ ვატარე, სამი დღის უძილო ვიყავი და წყნეთიდან გამოყოლილი პახმელიაც ვერ მოვიშორე. მივედი და თურმე გამოცდა მქონია, ვგავდი გამოცდის დამწერს? ხოდა ავდექი და უკან წამოვედი, მივედი სახლში და გემრიელად გამოვიძინე. 9-ზე გამეღვიძა, ტელეფონს დავხედე და უამრავი გამოტოვებული ზარი მარისგან..ეგრევე გადავურეკე -დამადგა საშველი, ფეიერვერკს გავუშვებ ეხლა -გეყოს ვუთხარი სიცილით, რა ხდება რო ამიფეთქე ტელეფონი? -კლუბში მივდივართ და გაემზადე. -არა რა მე მეზარება, წადით თქვენ. კაიო და გათიშა, გამიკვირდა ესე ადვილად რო დათანხმდა ჩემს უარს. 30 წუთში სიგნალების ხმა მესმის, გარეთ გავიხედე და რას ვხედავ ბავშვები დგანან რუპორით ხელში და თან მეძახიან ჩამოხვალ თუ ჩამოგათრიოთო, ხოდა გადავწყვიტე ჩემი ნებიჩ ჩავსულიყავი, რაჩავიცი არ მახსოვს. სადარბაზოდან გავდიოდი ნაცნობი ცივი სურნელი რო ვიგრძენი. ზურგზე ამეკრო და ყელში მაკოცა, ჟრუანტელმა დამიარა, იგრძნო. ყოველთვის იცის რა მემართება მის შეხებაზე, იცის და მაინც იგივეს აკეთებს, გონს მაკარგვინებს. 8 8 8 31 ივლისი იყო, ბათუმსი ვიყავი წასული.. პირველად მარტო ჩემების გარეშე. და ვხვდებოდი რო მათ გარეშე არაფერი ვიყავი. სადნროს გავებუტე და წამოვედი. მიზეზი ქერათმიანი გოგო იყო, არადა თითქოს არ მქონდა ეჭვიანობის უფლებაო.. რატომ? იმიტომ რომ არც ის ამბობდა არაფერს და არც მე. გვიყვარდა განა ერთმანეთი? არვიცი, მაგრამ ხო იყო რაღაც გრძნობა. ვეცხუბე, მივხვდი რომ არ იყო მართალი, ბოდიშიც მომიცადა, არ მჭირდება შენი ბოდიში თქო და წამოვედი. მეგონა ვერ მიხვდებოდა სად წამოვედი, მაგრამ მიხვდა, სასტუმროში ვიყავი როცა ვიგრძენი სანდროს ცივი სუნი, კილომეტრებშიც კი გრძნობ ხოლმე.. მოვიდა და არაფერი არ უთქვამს, უბრალოდ ჩამეხუტა და ყელში მაკოცა. ისევ და ისევ ის განმეორებული ჟრუანტელი და სანდროს ჩაცინება.. ასე შევრიგდით ზედმეტი სიტყვების გარეშე..შევრიგდით რა მე შევურიგდი არც მოწონება იყო არც სიყვარული რაღაც კი იყო რაც ორივეს შუაში იყო გაჭედილი მაგრამ რაც მთავარია ხო იყო და ვგრძნობდით არა? * * * კლუბში წავედი და როგორც გუგა იტყოდა მაგარი გავატრაკეთ, დავლიეთ თან რა დავლიეთ... მარი გუგამ წაიყვანასახლში, ანუ გოს გაყვა, მე კი სანდროს.. თავი გაიგიჟა ჩემთან უნდა წაგიყვანო სახლშიო, გავყევი მეც. რატომ? ვენდობოდი. არაფერი არ მომხდარა, გვეძინა ერთ საწოლში ჩახუტებულებს და ეგ იყო. მერე სანდროს დაურეკა გუგამ, გიომ ანი მოიყვანა ცოლადო. ხო აბა სხვას ვის მოიყვანდა მეთქი.. მერე იყო ქორწილი,ბევრი მილოცვები, ანი საპატარძლო კაბაში? ანგელოზი გეგონებოდათ. მერე იყო ჩემი და სანდროს შესრულებული ტანგო და ბევრი ოვაციები, მერე ჩემი დაჭერილი თაიგული და სანდროს გაღიმებული სახე..ბოლოს წყვილს საჩუქარიც გავუკეთეთ სასტავმა და იბიცაზე გავუშვით, გაოცდნენ საიდანო, მაგრამ აბა აახვიეთ აქედანო ვუთხარით და წავიდნენ. * * * როგორ მახსოვს თითოეული წამი სანდროსთან და ბაშვებთან გატარებული.. ხო, სანდრო გამოვყავი, როგორც ყოველთვის, მაინც მეგობარზე მეტი იყო და.. ჯუთაში წავედი. 1 კვირით ნათესავეთან, ბავშვების გარეშე.. არც ტელეფონი მქონდა, არც კომპიუტერი და მივხვდი რო ვგიჟდებოდი.. მესამე დღეს გიორგის მანქანა დავინახე სასტუმროსთან, მეთქი მომეჩვენა თქო და სახლში შევედი.. 15 წუთში კარები გაიღო და რას ვხედავ, ჩამოვიდნენ.. თურმე არ მომცვენებია, გავექანე და გოგოებს ჩავეხუტე, მერე გიოს, გუგას და ბოლოს სანდროსაც.. აი რა მაკლდა ყველაზე მეტად სანდრო და ბავშვები. სასტუმროს ოთახები დავჯავშვნეთო, გავცოფდი ადგილის მეტი რაარი რა სასტუმრო აგიტყდათ თქო. მერე დავლაშქრეთ ჯუთა, აბუდელაურზეც გადავედით და ბოლოს თბილისში დავბრუნდით. ემოციებისაგან დატვირთული ვიყავით, მე ხო განსაკუთრებით. * * * გავაცილეთ წყვილი იბიცაზე და სახლებში წავედით. ზუსტად 29 სექტემბერს ბრუნდებოდნენ საქართველოში, ჩემს დაბადების დღეზე. გადახდას არ ვაპირებდი მაგრამ სანდრომ გადამიხადა, ლოპოტაზე წავედით, სულ ვარდებით იყო იქაურობა სავსე და საჩუქარიც რა იყო გაინტერესებთ? კ ა ლ ი ც ო და პირველად ნათქვამი მიყვარხარ. ხმას ვერ ვიღებდი, გავვოცდი, ვტიროდი, სანდროს ვეხუტებოდი. მერე იყო ჩემი ნათქვამი მიყვარხარ და ბოლოს თითზე გაკეთებული ბეჭედი. ბავშვების გახარებული სახეები და ყველაფერი საუკეთესო. ნინოც აქ ყოფილა, ვერ შევამჩნიე. ყველაფერი იცოდა თურმე სანდრო რასაც აპირებდა, მაგრამ არ მითხრა, რო მეთქვა აბა რა სურპრიზი გამოვიდოდაო. გაუხარდა ჩემი ბედნიერება, მომილოცა და ყურში ჩამჩურჩულა მამაშენი იამაყებდაო.. ნოსტალგია შემომაწვა მომანტერების, მამის მონატრების, ის დრო გამახსენდა საღამოს სამუშაოდან დაღლილი რომ მოვიდოდა, მეც მივიდოდი ჩავეხუტებოდი და რომ ვეუბნებოდი მა ხურდა თუ გაქვსთქო ხოდა ისიც უკანა მარჯვენა ჯიბეში ხელს ჩაიყოფდა და რაც კი ხურდა ქონდა სულ მაძლევდა ხოლმე. ამეტირა მის გახსენებაზე, რა უცებ გამომეცალა ხელიდან,თვალის დახამხაბაში. არადა მამად კი არა ძმაკაცად ვთვლიდი... * * * მერე იყო ჩვენი ქორწილი, ჯვარი ყაზბეგში დავიწერეთ, მერე ოყო პარიზში წასვლა და ერთად გატარებული დრო.. განა არ ვჩხუბობდით? იყო ჩხუბიც და მერე შერიგება. განა არსებობს ურთიერთობა ჩხუბის გარეშე? რათქმაუნდა არა. 2 თვის მერე გაგებული ჩემი ფეღმძიმობის აბავი და სანდროს ბედნიერი სახე. მარტო სანდროსი განა? ყველა ჩემი მეგობრის და დედაჩემის. მერე შუაღამით გაღვიძებული სანდრო, მაღაზიაში რომ გარბოდა ხოლმე ხან ნაყინის ხან კიდევ მარწყვის საყიდლად. 2 წლის შემდეგ -ბექა დე,მამიკოს უთხარი დაგაძინოს მე თავს ცუდად ვგრძნობ -კაი და მითხრა ჩლიფინით. -რა გჭირს ანასტასია? მკითხა შეშინებული სახით სანდრომ -არაფერი საშიში, უბრალოდ 9 თვის მანძილზე ისე მოგიწევს მაღაზიაში სირბილის შუაღამისას.. ვუთხარი გაღიმებული სახით და მივხვდი რამხელა ბედნიერება მივანიჭე მას უკვე მეორედ. დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.