ცხოვრება გრძელდება 3
ცხოვრება სირთულეებით და განსაცდელებითაა სავსე,ვიღებთ უამრავ დარტყმას ვუძლებთ ტკივილებს და მერე გვიკვირს საიდან გვაქვს ამდენი ძალა რომ ამდენს ვუძლებთ? ზოგჯერ ბედნიერება გვტოვებს და უბედურების პირისპირ მარტონი ვრჩებით , გვიკვირს როგორ შეგვიძლია ვუყუროთ უბედურებას დამპალ თვალებში, და ვუყუროთ უბედურებას რომელიც ბედნიერია ჩვენი უბედურებით, მაგრამ ჩვენ ადამიანებს შეგვწევს უნარი მოთმინებისა ქვეცნობიერად ყველამ ვიცით რომ უბედურება დროებითია ის წავა და ისევ მზე ამოვა, ისევ ბედნიერება მოვა, ბოლოს ვხვდებით რომ ცხოვრება არც ისე საინტერესო იქნებოდა რომ არა ორი კონტრასტი შავი და თეთრი. მათეს ფიქრები სტანჯავდა, ნუთუ განშორების მიზეზი ღაკატია? იქნებ როცა ერთად იყვნენ ამ დროს ნათია ბექასთანაც იყო? "ეს რომ ასე იყოს დედას მოვუ.. ორივეს„ ფიქრობდა გულში და ბრაზისგან გული გამალებით უცემდა, თითქოს ყელში რაღაც ახრჩობდა , ამ მტანჯველ ფიქრებში გართული სპორტ დარბაზს მიუახლოვდა, კიბეები სწრაფად ჩაირბინა დარბაზში შეაბიჯა სადაც უკვე ნიკა, გიორგი, ზალიკო, დათო და ლევანი ელოდებოდნენ -ეე სად ხარ ამდენხანს დაღამდა უკვე -მათემ ჩანთა მოიხსნა მძიმედ დააგდო და თვითონაც სკამზე მძიმედ დაეშვა, უხმოდ იჯდა და ფიქრებში გართულიყო, ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს -რა ჭირს ამას?- იკითხა დათომ-ბიჭო ხო მშვიდობა გაქვს ე?-მათე ისევ უხმოდ იჯდა არც გაუგია რა უთხრეს, დათო მიუახალოვდა მათეს და გაშტერებულ თვალებთან ხელი აუქნია, მათეც აზრზე მოვიდა -ჰო რა იყო? -რა რა იყო კარგად ხარ? -არაფერი დაიკიდე -რამე მოხდა ძმობას გაფიცებ? -ოო არაფერი მეთქი მიდით ითამაშეთ ვაა -მოიცა შენ არ თამაშობ? -არა დღეს ვერა -ხო გეუბნები რაღაც ჭირს ამას-დათომ მიმართა მეგობრებს -არაფერი არ მჭირს "პროსტა" ვერ ვარ მუღამზე რა -ბიჭო თუ რამეა არ დაგვიმალო იცოდე რა შენი ძმები ვართ და რაც არ უნდა იყოს გვერდით დაგიდგებით რა, ასე არ არის ბიჭებო? -დათომ მზრა ბიჭებს მოავლო, ისინიც თავის დაკვრით თანხმობას უდასტურებდნენ -ვიცი ვიცი ძმებო და მადლობა , არაფერია მართლა ვერ ვარ მუღამზე და ეგაა რა -კაი აბა შენ იცი წავედით ვითამაშებთ მათე ბიჭების თამაშს უყურებდა თან ელენეს სიტყვები ახსენდებოდა ვერაფერზე ეფიქრა გარდა ელენეს სიტყვებისა, მერე ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ნათიას ნომერს დახედა ტელეფონის წიგნაკში, ფიქრობდა მიეწერა თუ არა, ერთხანს ნომერს დაჰყურებდა ვერ გადაეწყვიტა რა ექნა ბოლოს ვერ მოითმინდა და SMS ის წერას შეუდგა -გამარჯობა ნათია, მინდა რო შეგხვდე და დაგელაპარაკო შეძლებ? დარბაზში კალათბურთელების ბოტასების ჭრაჭუნი და ბურთის იატაკზე დაცემის ხმებს ბიჭების შეძახილები ერთვოდა დარბაზში საშინელი ხმაური იყო ამ ხმაურის ფონზე ტელეფონზე მოსული სმს ის ხმა მათეს არ გამოპარვია პირიქით მოლოდინი SMS ის მიმართ იმდენად ძლიერი იყო მათესთვის დარბაზის ხმაური სმს ის ხმამ გადაფარა, იმ წამსვე გახსნა მოსული SMS -ვერა ვერ შეგხვდები, თუ რამის თქმა გინდა თუ შეგიძლია მომწერე -მართალია რო ბექასთან ხარ? -კი მართალია-ფუ შენი ჩაილაპარაკა მათემ , ცოტახნით ვეღარაფერი მისწერა, მალევე აზრზე მოვიდა და ისევ სწვდა ტელეფონს -ესეიგი ჩვენი დაშორების მიზეზი ეგ არის? ჩემთან იყავი და თან ეგ გიყვარდა? -მათე ამას მნიშვნელობა აღარ აქვს ძალიან გთხოვ ნუ ფიქრობ წარსულზე , ნუ ჩაერევი ჩემს ცხოვრებაში მე უკვე ჩემი ცხოვრება მაქვს და შენც წარმატებებს გისურვებ შენს ცხოვრებაში,კარგად! -ძუკნა ხარ, ვერ გიტან, მეზიზღები-ბოლო SMS გაგზავნა მათემ შემდეგ სასწრაფოდ წაშალა გოგონას ტელეფონის ნომერი. დილის 9 საათი იყო მათეს მშვიდი ძილით სძინავდა ,დედის ქალბატონი ეკას და დის ნუცას საუბარმა გააღვიძა, გაიგო როგორ საუბრობდნენ გვერდით ოთახში რამე ხომ არ გვრჩება, დროზე წავიდეთ არ დაგვაგვიანდესო. ისიც კარგად გაიგო როგორ გაიხურეს კარი და მარტო დარჩენილმა საწოლში მხარი შეიცვალა და ისევ ძილი გააგრძელა მაგრამ ცოტახანში ტელეფონის ზარმა გააღვიძა, არც დაუხედავს ნომრისთვის თვალდახუჭულმა უპასუხა -ჰო -სად ხარ ეე? -რომელი ხარ? -რომელი ვარ და კურტ კობეინი საიქიოდან გირეკავ, დათო ვარ რა გჭირს? -შენ სად ხარ? -უბანში ვარ რაღაც საქმეზე მინდა რო გამყვე და გცალია? -აუ ძმურად ამო რა ჩემთან და ლუდიც წამოაყოლე თავი მისკდება შენ ძმობას ვფიცავარ -პახმელიაზე ხარ ? -ხო ხო და მიდი რა დროზე ამო გთხოვ ცოტახანში კარზე ზარის ხმაც გაისმა, მათე საწოლიდან წამოდგა შორტი ამოიცვა , მაისურიც ზანტად გადაიცვა ტანზე და კარისკენ ლასლასით წავიდა , კარი მძიმედ გააღო -შემო რას დამდგარხარ ტო -ბიჭო სად დალიე ე? გუშინ ერთად არ ვიყავით? სად მოტყდი? -აუ რავიცი სადღაც ბარში ვსვამდი -და ვისთან ე? -აუ არ ვიცი ვიღაცეები იყვნენ -გალოთდი და ვიღაცეებთან სმა დაიწყე? -აუ არაა, "იტოგში" რაღაც მაქვს მოსაყოლი რა -ბოკალში ლუდი ჩამოასხა ბოკალი ნახევრამდე დაცალა და ღმად ამოისუნთქა -იტოგში გუშინ ნათიას პონტში ვიყავი რა "დაგრუზული" -კაი რაა კიდე ვერ დაივიწყე ეგ? -ხელი ჩაიქნია დათომ, ლუდის სმით დაკავებულმა მათემ ხელით უარყოფის მანიშნებელი ჟესტი აჩვენა დათოს ,შემდეგ ბოკალიც გამოცალა, სული მოითქვა და განაგრძო -არა არა ბიჭო, სხვა რამეა "ვაბშე" ტოო, იცი რატო დამშორდა? -რავი როგორც ადრე თქვი უბრალოდ გრძნობები გაუქრა -არა ძმაო, სხვაში გამცვალა -ვინ სხვაში ტო? -აი საქმეც ეგაა, მის მეგობარში, აი ბექა როა ხო აზრზე ხარ მაგის წინ ცხოვრობს, მეც ვიცნობდი იმ ბიჭს ჯიგრულად ვიყავი და მასთან როცა იყო არც ვღელავდი რას ვიფიქრებდი ტო, ბავშვობიდან ერთად იზრდებიან და ძმასავით იყო ეგ დედა მოტ*** -ვაა ტეხავს ტოო -ჰო რა მარა მაგის დედაც, უნდა დავიკიდო, ის რო ვცემო ამით რა შეიცვლება? არც არაფერი -"იასნა" ტოო, ბიჭო დღეს კლუბში მივდივართ ნინი, სალი, ნატაც იქნებიან წამო გავატრაკოთ და ეგეც დაგავიწყდება რა - მათემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ნინი, სალი და ნატა მათეს მეგობრები იყვნენ, ყველანი სკოლიდან მოყოლებული ერთად მოდიან და ერთმანეთი ძალიან უყვართ , მათემ ღამის კლუბის ზღურბლს გადააბიჯა, დარბაზში გამაყრუებლად კლუბური მუსიკა ისმოდა, შუქები ციმციმებდნენ, ადამიანები პოზიტიური განწყობისთვის ალკოჰოლს ეტანებოდნენ, გაგიჟებით ცეკვავდნენ და თავაშვებულ გართობას ეძლეოდნენ, კლუბი ეს ის ადგილია სადაც ყველა თავისუფალია, ყველა ბედნიერია , სადაც მოწყენილ სახეს ვერ დაინახავ სადაც ყველას უხარია და სადაც სრული თავისუფლებაა, მათემ თვალებით მეგობრებს დაუწყო ძებნა, დარბაზის ბოლოს შეამჩნია ლევანის ხელი რომელიც ანიშნებდა რომ აქ ვართო, მათეც მეგობრებისკენ დაიძრა ყველანი ისხდნენ და ნელ ნელა სასმელს მიირთმევდნენ -როგორ ხართ კლაბერებო?-ხმამაღალი ხმით შესძახა მეგობრებს, საკაიფოდ-ერთხმად უპასუხა რამოდენიმემ, ზალიკო გვერდით ჩაიწია მის გვერდით კიდე მათე მოკალათდა, მეგობრები ერთობოდნენ მუსიკაც პოზიტიურ განწყობას ქმნიდა მაგრამ მათეს მაინც ნათიას და მის ახალ "ბოიფრენდზე" ეფიქრებოდა. -ამას რა ჭირს?-ხატიამ დათოს ხმამაღლა ჩაჰყვირა ყურში -ისეთი არაფერი დაიკიდე -მისი ყოფილის პონტშია ესე? -ოო არა დაიკიდეთქო სხვა თემაა რაა ნინი ფეხზე წადმოდგა მათესკენ გაემართა და მხრებზე მოეხვია -წამო გინდა ვიცეკვოთ?-მათე რამოდენიმე წამს თითქოს დაფიქრდა მერე კი დინჯად უპასუხა -წამო მეგობრებმა ბევრი იცეკვეს, ალკოჰოლიც ჭარბი დოზით მიიღეს , დათო ცეკვით დაიღალა ბარბაცით საპირპარეშოსკენ წავიდა , ონკანიდან მოშვებული წყალი მაგრად შეისხა სახეზე და ისევ უკან კლუბში დაბრუნდა და თვალებით მათეს ძებნა დაიწყო მაგრამ თვალი ვერსად მოჰკრა, მერე მოცეკვავე მეგობრებს მიუახლოვდა იკითხა მათე ხოარ დაგინახავთო ყველამ უარით გამოისტუმრა , დათო აქეთ-იქეთ იხედებოდა მაგრამ მათეს ვერსად ხედავდა . ქუჩაში გამოვიდა კლუბთან ადამიანები იდგნენ მაგრამ მათე მათ შორის არ იყო, გზაზე მანქანები მოძრაობდნენ, მათე არსად ჩანდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.