შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყავი აზარტული! 13 (დასასრული)


10-10-2015, 21:29
ავტორი sopiko
ნანახია 3 333

საქორწილო სამზადისი... ეს ძალიან ბედნიერი მოვლენაა, ყველა ქალის ცხოვრებაში. მამაკაცი სულ სხვანაირად განიცდის, მაგრამ ქალი... ამ დღეს იცმევ თეთრ კაბას, რომელიც შენ სიწმინდეს აღნიშნავს. ამ დღეს ღმერთიც გრთავს ნებას, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად იცხოვრო, მღვდელი გლოცავს, თაიგულს ისვრი და სხვისი ბედნიერების საწინდარიც ხდები.
ნერვიულობის და აღელვების დამალვა აღარ შემეძლო. ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი და ვცდილობდი ყველა საქმე თავად მომეგვარებინა, რადგან ჩემსა და ერეკლეს მომავალს ვერავის ვანდობდი. თათა თავზე დამტრიალებდა, აბა, რამე ხომ არ გინდა შენი ჭირიმეო, როგორ არ მინდოდა? მაგრამ ურჩად ვაქნევდი თავს და მთელი დღე გადარბენაზე ვიყავი. გგონიათ ღამით დაღლილი მივეგდებოდი საწოლზე და ხვრინვას ამოვუშვებდი? სულაც არა! ჩემ უზარმაზარ სიას გადმოვიღებდი და თითოეულ სტუმარს განვიხილავდი.
-ელენა ჭაბუკაძე. მმმ, ეს რომ არ დავპატიჟო ჩემი და გადაირევა. პრობლემები კი ნამდვილ;ად არ მჭირდება.-ვმსჯელობდი ხმამაღლა და თმაში გარჭობილ კალამს თავგამოდებით ვეძებდი.
-ნატუკა და ლენუკა?-ტუჩები უკმაყოფილოდ გავბუსზე და ფანქარით გადავუსვი ხაზი მათ სახელებს.-ესეც თქვენ!
თუმცა როცა ფურცელი კარადაში უნდა შემედო, გული ამიჩუყდა და საშლელით გადავშალე ჩემი წინა გადაწყვეტილება.
-რა ვქნა რომ ჩემი საქმრო ასეთი სიმპათიურია... ისინიც მოიხიბლნენ, მაგრამ სულ ტყუილად! ერეკლე დადიანი უკვე მე მეკუთვნის! იოცნებონ! რა ხეირი რომ...-უაზროდ ჩავიბუტბუტე და ახლა მეორე თაბახის შევსება დავიწყე.
-თათას ძალიან უყვარს კუჭმაჭი, ანუ მის გარეშე სუფრა წარმოუდგენელია!-მტკიცედ ჩავილაპარაკე და პირველი ის ჩავწერე.
უეცრად კარზე ზარი გაისმა და მეც სასიამოვნოდ გაკვირვებული გავედი შემოსასვლელში. რატომ სასიამოვნოდ? იმიტომ რომ შინაგანმა ხმამ მიკარნახა, ვინც უნდა ყოფილიყო. ხო, მუხედავად იმისა, რომ ასე მაბრაზებს ეს ოხერი, დღემდე ცოცხალია. მაინც ჩემია და...
-ერეკლე!-გაღიმებულმა გავაღე კარი და ნაცნობმა სურნელმა თავბრუ დამახვია.
-ბაია! წამოდი! სწრაფად წამოდი!-ხელი ჩამჭიდა და სადარბაზოში გამიყვანა.
-ჯერ ხომ მხოლოდ დილის ექვსი საათია? რას ნიშნავს ეს ყველაფერი ვაჟბატონო?-ხმამაღლა გადაიკისკისე. არც მიფიქრია იმაზე რომ ჩემი ეჭვიანი მეზობლები უკვე კარებთან იქნებოდნენ ჩასაფრებულები.
-ჯერ კი არა, უკვე ექვსი საათია და ვერ მივუსწრებთ!-მაჩქარებდა დადიანი და თან კიბეებზე მიმარბენინებდა.
-მოიცა ერეკლე! კარი ღია დავტოვე...-დანანებით ჩავილაპარაკე და ჩემზე ბევრად ძლიერ მამაკაცს გავუძალიანდი.
-რა დროს კარია ბაია! დაგვაგვიანდება... ძალიან დაგვაგვიანდება.-მანქანაში თავისი ხელით ჩამსვა და თავზე ხელი გადამისვა.
-კარგი ხო... წავიდეთ! ... მაგრამ სად გვაგვიანდება? ნათესავი ჩამოგდის და აეროპორტში უნდა დავხვდეთ?-გულუბრყვილოდ ვკითხე და უკვე საჭესთან მჯდარ ერეკლეს ირიბად გავხედე.
-ასეა! ასე!-ჭოჭმანით დამეთანხმა და ავტომობილი ადგილიდან დაძრა.

-აქ სადმე აეროპორტს ხედავ? სად მიგყავარ?-ვწუწუნებდი და წინ მიმავალ ერეკლეს მივყვებოდი.
ნამდვილად არ ჰგავდა აქაურობა აეროპორტს. მარჯვნივ გაიხედავდი, ხეები! მარცხნივ გაიხედავდი, ხეები! უკვე მოთმინებიდან გამოვდიოდი და თან მთელი ძალით ვებღაუჭებოდი ამ გადარეულის მაისურს.
-არ შეგიძლია ცოტა ხანი ჩუმად იყო ბაია?-ღრმად ამოიხვნეშა და უკან მომიტრიალდა.
-დაგღალე ხო უკვე? დაგღალე ხომ?-თვალებზე ცრემლები მომაწვა მე.
სხვათა შორის ძალიან ემოციური გავხდი ამ ბოლო დროს. პატარა რამე მწყინს და ტირილი მინდება. ადრე კი როგორი უდარდელი ვიყავი. ვუსმენდი ''არ დაიდარდო''-ს და ვიყავი ჩემთვის. არა! განა რაიმეს ვნანობდი... უბრალოდ... აი, ახლაც სისულელეებს ვბოდიალობდი და დანაშაულის გრძნობა ნელ-ნელა მიპყრობდა.
-რას ამბობ ბაია? ხვდები მაინც რა ბრალდებას მიყენებ? შენ მე ვერასდროს დამღლი საყვარელო. არც შენი ჭირვეულობა მომწყინდება. უბრალოდ ერთს გთხოვ... ნუ ჩამიშლი ამ სურპრიზს... მინდა რომანტიკას რამე გავუგო...-უხერხულად მოიქექა კეფა და თან დაამატა-არ გამომდის ხომ?
მაშინვე ვინანე წუთის წინ ნათქვამი. რატომ ვიგებდი ყველაფერს არასწორად. როცა მას ჩემი გახარება უნდოდა, მე გულს ვტკენდი და შრომას წყალში ვუყრიდი. მის ხელებს ჩავეჭიდე და თვალებით მივესიყვარულე.
-მაპატიე ერეკლე... მოდი, წავიდეთ, სადაც შენ გინდა. საქმე იმაშია, რომ მოლაშქრე არ ვარ და... ორი ნაბიჯის გადადგმის შემდეგაც ძალიან ვიღლები.-შეწუხებულმა ვუთხარი და გზა ერთად გავაგრძელეთ.
მაინც ვერ ვისვენებდი და გულში ვბუზღუნებდი. ვფიქრობდი სად მოუსავლეთში მივყავდი ამ ბიჭს და ხმამაღლა ვქოშინებდი.
-ახლა სად უნდა წავიდეთ?-გავოცდი მე, როცა დავინახე კლდის ქიმი. კიდევ რამდენიმე ნაბიჯს თუ გადავდგამდით, უფსკრულში გადავიჩეხებოდით.
-არსად!-მოკლედ მომიჭრა ერეკლემ და მხრები აიჩეჩა.
-რომანტიკა?-დაეჭვებით ვკითხე და უფრო მეტად მივუახლოვდი იმ ადგილს, საიდანაც გადავარდნის საფრთხე არსებობდა.
დაბლა ჩავიხედე და ზღვა დავინახე. ნამდვილი არა... თბილისის ზღვა... ნაპირი ჩანდა... ბნელოდა, მაგრამ მაინც ჩანდა. მოულოდნელად თავბრუ დამეხვა და შევბარბაცდი.
-ფრთხილად!-სწრაფად მტაცა ხელი დადიანმა, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ორივე მიწაზე გავიშოტეთ.
-მოკლედ რა ხათაბალა ვინმე ხარ ბაია! იცოდე, მხოლოდ ჩემთან გაქვს უფლება ასეთი ტრიუკები ჩაატარო!-კალთაში კომფორტულად ჩამისვა და თითი ჰორიზონტისკენ გაიშვირა.
-აი, მთვარე!-ჩაილაპარაკა ფრაზა ცნობილი ფილმიდან ''სიყვარული ყველას უნდა''.
-იმედია ჩემ სახლში შემოვარდნას და გალოთებას არ აპირებ...-მის სიტყვებზე გამეცინა და გაყინული ხელები ქურთუკის ქვეშ შევმალე.
-არა! დღეს სავსე მთვარეა...-დათქმულივით ჩაილაპარაკა და ახლა მე გამომხედა.
-ათამდე დაითვალე!
-ათამდე?-განცვიფრებულმა მიმოვათვალიერე გარემო და მორჩილად შევასრულე მისი ბრძანება.
-ერთი... ორი... სამი... ოთხი... ღმერთო, ეს რა არის?-შევყვირე და წამოვიწიე. მზე გამოჩნდა, მთვარემ კი თითქოს ადგილი დაუთმო მას. კუს ნაბიჯებით მიიწევდნენ წინ და მალე სამყარო განათდა.
-რა ლამაზია...-აღმომხდა აღფრთოვანებულს.-პირველად ვნახე ეს მოვლენა.
-დღეს სავსე მთვარე იყო... სწორედ ამიტომ იმოქმედა შენზე. თითქოს ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე, ჰიპნოზს გიკეთებს. ეს სავსე მთვარის საიდუმლოა!-გულზე მიმიხუტა ერეკლემ და გაყინული ტუჩები საფეთქელზე მომაკრო.
-შენი ოცნების ასრულების დრო დადგა! შეგიძლია იმღერო...-ფეხზე წამოდგა და მეც წამომაყენა.
-შენ რა მთლად შეიშალე?-თავი ღიმილით გადავაქნიე და ისევ დაჯდომა დავაპირე.
-არა! უნდა იმღერო!
ბაგეები ერთმანეთს დავაშორე და გრძნობას გასაქანი მივეცი. ასეთი თავისუფლება არასდროს მიგრძვნია. ბედნიერი ვტრიალებდი ხელებგაშლილი და ბუნებას გადავყურებდი.
-მადლობა ყველაფრისთვის... მადლობა იმისთვის, რომ გიყვარვარ!

.........................................................
დავასრულე! ესეც დავასრულე!
ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ ეს პერსონაჟები განსაკუთრებით შემიყვარდა. ბაია! ერეკლე! თუნდაც მიშა და თათა.
თქვენც ძალიან ბევრს ნიშნავთ ჩემთვის ჩემო მკითხველებო...
იმედია არც ამჯერად დაიზარებთ და ისტორიის ფინალს შემიფასებთ <3
სიყვარულით სოფიკო...



№1  offline მოდერი ლილიანა

გვრიტები,ბაია კაი ტიპია მიყვარს ასეთები.კარგი გოგო ხარ,ახლით დაბრუნდი მალე
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline მოდერი sopiko

ლილიანა
გვრიტები,ბაია კაი ტიპია მიყვარს ასეთები.კარგი გოგო ხარ,ახლით დაბრუნდი მალე

გმადლობ ლილიანა <3 არ ვიცი... ჯერ გეგმები არ მაქვს :-D

 


№3  offline წევრი Firefly

ძალიან მიყვარს ერეკლე და ბაია!დასასრულიც თბილი იყო♥
--------------------
M.T

 


№4  offline მოდერი sopiko

♥მარიამი♥
ძალიან მიყვარს ერეკლე და ბაია!დასასრულიც თბილი იყო♥

დიდი მადლობა ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent