რა ავირჩიო სიკვდილი თუ სიცოცხლე? (თავი 2)
პირზე სასწრაფოდ ხელები ავიფარე და გაფართოვებული თვალებით შევხედე ლადოს. მან უბრალოდ გვერდი იცვალა და ძილი გააგრძელა. რა უნდა ვქნა ახლა რომ გაიღვიძებს, ახლოს რომ მოვა, რომ შემეხება? ვერ ავიტან, მოვკვდები... ან უბრალოდ... არ მივცემ უფლებას შემეხოს... ფეხზე გაჭირვებით წამოვდექი. უკვე ნოემბრის შუა რიცხვები იყო და ამიტომ საკმაოდ ციოდა, მე კი მთელი ღამე თხელ პლედში გახვეულმა, იატაკზე გავათენე...ფეხზე როცა დავდექი მაშინ მივხვდი, კიდურები მომყინვია. წინასწორობის დაცვა მიჭირდა. სხეულს ვერ ვაკონტროლებდი. ასე კედელ-კედელ გაჭირვებით მივედი კარამდე და გავედი. ზუსტად ვიცოდი რაც მინდოდა...ვიცოდი, რაც მჭირდებოდა სამზარეულოში იქნებოდა... კიბეები გაჭირვებით ჩავიარე...თან თავ-ბედს ვიწყევლიდი... რატომ გავჩნდი მხოლოდ ტანჯვისთვის? ჩემთვის ბედნიერება რატომ არ არსებობდა? სამზარეულოში შევედი და იქაურობას თვალი მოვავლე. ხმამაღლა ამოვიტირე... რამდენი ვიწვალე მის მოსაწყობად... ოცნებად მქონდა აქ ტრიალი, როგორც სახლის დიასახლისს შეეფერებოდა. ახლა კი აქ იმისთვის შემოვედი რომ... უჯრასთან მივლასლასდი და გამოვაღე. დანა ავიღე. აქამდე ძლივს ფეხძე მდგარს ძალა გამომეცალა და მუხლებზე დავვარდი. ხმამაღლა მოვთქვამდი. რა იყო ჩემთვის ცხოვრება? ან რაღა აზრი ჰქონდა მის გაგრძელებას? სხეული წამართვეს, სული უმოწყალოდ გამაგლიჯეს სხეულიდან და გულიც დამიფლითეს. სად გაქრა ის სიყვარული, რომლის გამოც მთელი ცხოვრების მანძილზე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მივიღე და ცხოვრება და ბედი სამუდამოდ დავუკავშირე ამ ადამიანს? ადამიანს, რომელმაც თვითმკვლელობამდე მიმიყვანა... სრულიად ვიაზრებდი ჩემს მოქმედებებს, ვიაზრებდი იმ ცოდვის სიმძიმეს, რის ჩადენასაც ვაპირებდი. ვხვდებოდი, მტკიოდა, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი... ვერ შევძლებდი, იგივეს მეორედ გადატანას, მის შეხებას ვერ გავუძლებდი... პატარა და თხელი დანა ხელში მეჭირა. ვიცოდი, ამით რთული იქნებოდა ამის გაკეთება, მაგრამ სახლში ჯერ-ჯერობით სხვა ნივთები ამ მომეპოვებოდა ამისთვის... ვიცოდი, მტკივნეული იქნებოდა, მაგრამ გუშინდელი დღის შემდეგ, ტკივილი აღარ მაშინებდა... ტირილი შევწყვიტე, მხოლოდ ვსლუკუნებდი...სპაზმებს ვერ ვიჩერებდი... დანა მარცხენა ხელის მტევანზე დავიდე. თვალები დავხუჭე და მათში ჩამდგარი ცრემლი ჩამომიცვივდა ლოყებზე. დანა ხელზე დავისვი, მაგრამ მხოლოდ ზედაპირულად გამიჭრა კანი. გამეღიმა, რადგან მხლოდ ოდნავ წვა ვიგრძენი, მეტი არაფერი.მთელი ორგანიზმი ისე მქონდა გაყინული და გადაღლილი, იმის ძალაც არ მეყო,ეს ნორმალურად გამეკეთებინა. დანის სახელურს უფრო ძლიერად მოვკიდე ხელი და ისევ იგივე ხელზე დავიდე და მთელი ძალით დავაჭირე. ის იყო უნდა გადამესვა, რომ დანა ხელიდან წამგლიჯეს. ლადომ გაყინულ მკლავებზე ხელი დამავლო, ფახზე სწრაფად წამომაგდო და მაცივარს ზურგით მიმახეთქა. ორივე ხელი ყელში წამავლო და მთელი ძალით მომიჭირა. -რას აკეთებ გოგო, სრულ ჭკუაზე ხარ?-მთელი ხმით იღრიალა. სუნთქვა გამიჩერდა, ფილტვები ამეწვა.ისე გამეტებით მიჭერდა ხელებს ასე მეგონა თავი წამძვრებოდა. თუმცა არ ვიბრძოდი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მან ხომ უკვე მომკლა ერთხელ? დაე, მიიყვანოს საქმე ბოლომდე. ერთხელაც არ გავფართხალებულვარ. ხომ მინდოდა ? ხოდა სამსახურს მიწევს, თვითონ მკლავს... სისხლი თვაში და თველებში მომაწვა...ხელები უღონიდ ჩამოვუშვი დაბლა. ჩემი სხეულიდან პლედი ჩასრიალდა და ლადოს წინაშე სრულიად შიშველი დავრჩი. ჩემი დაჯიჯგნული სხეული რომ დაინახა, ხელი გამიშვა. მიშინვე მეტლახზე დავვარდი და ხველება ამიტყდა. ყურებში გაბმული წივილი მესმოდა...მერე კი რეალობას გამოვეთიშე. თვალები „ჩემს“ საძინებელში გავახილე. ვეღარ ვარჩევდი რეალური იყო ეს ყველაფერი თუ არა.მოვკვდი? თუ ეს მართალი იყო, ესე იგი ჯოჯოხეთში მოვხვდი, რადგან ეს ოთახი უკანასკნელი ადგილი იყო, სადაც მოხვედრა მინდოდა. არც შევმცდარვარ, ნამდვილად ჯოჯოხეთში ვიყავი. ოღონდ დედამიწაზე. პერსონალურად ჩემთვის მოვლლენილ ჯოჯოხეთში ამოვყავი თავი. ნათელ ოთახს თვალი მოვავლე.მარტო ვიყავი. სასწრაფოდ საბანი დაგავიძრე ტანზე და ჩემს სხეულს შევხედე. ბიკინი და ლადოს მაიკა მეცვა.სისხლის ლაქები აღარ მქონდა. აქამდე გაწითლებილი ადგილები, უკვე სილურჯეში წასულიყო, დანარჩენი სილურჯეები კი უფრო გაშავებულიყო.მაჯას დავხედე, გადახვეული მქონდა. წამოვჯექი საწოლზე და ფეხები დაბლა დავუშვი. კისერი ისე საშინლად მტკიოდა ვერც ერთ მხარეს ვერ ვაბრუნებდი, ბალიშიდანაც კი ძლივს წამოვწიე თავი. -იწექი.-ზურგიდან ლადოს ხმა მომესმა. ინსტიქტურად ფეხზე წამოვვარდი და კედელთან პატარა ბავშვივით ავიტუზე. ვიღას ახსოვდა ტკივილი და დაბეჯილობები... კარებში ლადო იდგა ლანგრით ხელში და სევდიანი თვალებით მიყურებდა. სხეული ისე მიკანკალებდა, კილომეტრიდანაც კი შეამჩნევდა კაცი. ხმას ვერ ვიღებდი. ან რა უნდა მეთქვა? -დაწექი, განგა. უნდა ვილაპარაკოთ.- ოთახში შემოვიდა და ტუმბოზე ლანგარი მშვიდად დადო. საწოლის მეორე მხრიდან იდგა და მიყურებდა. ისეთი გამოხედვა ჰქონდა, რომელსაც მთელი ერთი წელი ვუმზერდი... რომელიც მიყვარდა... ვერ გავბედე განძრევა. ჯერ მოთმინებით მელოდა, მერე კი ჩემსკენ გადმოდგა ნაბიჯები. -გაჩერდი.-წამოვიძახე. ხმა არ მქონდა. ისიც გაჩერდა. ახლოს ვერ მოვუშვებდი... საწოლთან მივედი და შევწექი. საბანი ისე მოვიხვიე, თითქოს რკინის გისოსები შემოვივლე ირგვლივ. ისიც ფეხებთან ჩამომიჯდა და საბნის ზევიდან ხელი ფეხზე დამადო. მუხლები მაშინვე მკერდზე მივიკარი. თვალებში უტიფრად შემომხედა. დაუჯერებელია... -განგა, მაპატიე რა, არ ვიცი რა დამემართა. მაპატიე, ვიცი საშინლად მოვიქეცი. ეს აღარ განმეორდება. თავი დავხარე. ცრებლები წამომცვივდა. ახლოს მომიჯდა. ერთ კუთხეში მივიყუჯე. -არ იტირო პატარავ, ხომ იცი ვერ ვიტან შენს ცრემლებს.- გაოგნებული ვიყავი. ეს ძველი ლადო იყო, მზრუნველი, მოსიყვარულე... სად წავიდა გუშინდელი ლადო? თვალებში შევხედე. არ ვიცოდი რა მეთქვა.-რამე მითხარი... მითხარი, რომ დაივიწყე უკვე და მაპატიე. -ცოტა... დრო მჭირდება...- ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოვილუღლუღე. ამ სიტყვებზე ფეხზე წამოვარდა. არ ველოდი და ისე შევხტი ლამის საწოლიდან გადავვარდი. -რა დრო? ასეთი თვალებით უნდა მიყურო სულ?ბოდიში ხომ მოგიხადე? გინდა ამ ერთი ღამისთვის მთელი ცხოვრება დანაშაული ვიგრძნო?-ყვიროდა. -არა... უბრალოდ...- ტირილი ამივარდა. ღმერთო არ შემეძლო მასთან ლაპარაკი და მით უმეტეს მის გვერდით ყოფნა.ვერ ვამბობდი... მეშინოდა მისი... -რა უბრალოდ გოგო? ხმა ამოიღე მოთმინება არ დამაკარგვინო...-ყვიროდა ბოლო ხმაზე. ისევ ვტიროდი ხმას ვერ ვიღებდი. მოთმინება დაკარგული ლადო ოთახში დადიოდა და თავზე იჭერდა ხელებს. -ახლა მომისმინე პატარა ჯიუტო ბავშვო, შენ ნორმალური ლაპარაკი არ გესმის და მაშინ გეტყვი ისე, როგორც საჭიროა. ეს ორი დღე, გარეთ ფეხს არ გაადვამ. სამსახურში საქმეებს მოვამთავრებ და წავალთ სადმე. გაიგე?- თავზე წამომადგა. -არ მინდა... გთხოვ. -არ მიკითხავს განგა, გინდა თუ არა... ვიკითხე გაიგე მეთქი?- ისევ ყვიროდა. თავი დავუქნიე. -ძალიან კარგი...-თქვა, ოთახიდან გავიდა და კარს უკნიდან მომაძახა.-ჭამე რაც ლანგარზეა, მეორედ არ მათქმევინო... -ცოტნე- -ცოტნე დამანებებ ოდესმე თავს? ეს ჩემი ცხოვრებაა, როგორც მინდა ისე მოვიქევი.- მაღალ კიბეებს ტანის რხევით ჩამოუყვა ულამაზესი გოგონა, რომელსაც უკან ბიჭი მოყვებოდა. მაღალი და საოცრად სიმპატიური. -არც ასეა საქმე. შენ ჩემი და ხარ და შენზე ვზრუნავ. უნდა შეეშვა იმ ბიჭს, საშენო არაა... -აშკარად გაბრაზებული ჩანდა ცოტნე. -შენი და ვარ და არა ცოლი, ჩემს თავს თავად მივხედავ. შენზე უკეთ ვიცი, ვინ შემოვუშვა ჩემს ცხოვრებაში, შენგან განსხვავებით...- წამოიძახა თიკომ და მაშინვე პირზე ხელი აიფარა. ადგილზე გახევებულ ძმას გახედა და მასთან მიირბინა. ხელები კისერზე მოხვია და თვალებში შეხედა.- მაპატიე საყვარელო, მართლა არ მინდოდა ამის თქმა. აუ, ცოტნე მაპატიე გთხოვ... -კარგი.-ცივად უპასუხა თიკოს და მისი ხელები მოიშორა. შებრუნდა და კიბეებს ზევით აუყვა. იცოდა თიკომ სადაც მიდიოდა. -ცოტნე...-თიკოს ხმაში სინანული ჟღერდა. -გავიგე, თიკო გაპატიე მეთქი.-ისე შეაწყვეტინა დას სიტყვა, არც კი გამოუხედავს უკან. -გარეთ დღეს ვერ გახვალ, მეორედ არ მათქმევინო. ისევ თავის ოთახში აბრუნდა ცოტნე, სადაც უკვე 2 წელია აღარ ეძინა. კარი მთელი ძალით მიაჯახუნა და სავარძელში ჩაეხეთქა. თიკოს სიტყვებმა ისევ ამოუტივტივა თავში წარსულის მოგონებები... გაახსენდა ცოლი, ეკატერინე, რომელმაც მიატოვა და ცოტნეს ბავშვობის ძმაკაცსთან ერთად გაიქცა. ამის შემდეგ თითქმის 2 წელი გავიდა, მაგრამ ცოტნე ვერაფრით ვერ ივიწყებდა წარსულს... ისევ ეძებდა ბაჩოს და ეკატერინეს... ახლა დის სიტყვებმა კვლავ შეახსენეს ცხოვრების მიზანი. ეძებდა, მაგრამ არც კი იცის რას მოიმოქმედებს როცა მიაგნებს. როცა ეკატერინე ცოლად მოჰყავდა, იცოდა როგორი ამბიციური და სიმდიდრის მოყვარული იყო ქალი, მაგრამ მაინც ეგონა, რომ ცოტნეს მისდამი დიდი სიყვარული შესცვლიდა ეკატერინეს. თუმცა... მიუხედავად იმისა, რომ ცოტნეს ფული და ქონება არ აკლდა, ჰქონდა თავისი ბიზნესი და საკმაოდ წარმატებულიც, მაინც მონახა ეკატერინემ სხვა. ეს სხვა კი ბაჩო იყო, ცოტნეს ბავშვობის მეგობარი. ისეთი, ერთ ეზოში რომ იზრდებოდნენ, ერთ ბაღში, სკოლაში და უნივერსიტეტში რომ დადიოდნენ. დღე და ღამ ერთად რომ იყვნენ და ჭირსა თუ ლხინში ერთმანეთის გვერდში რომ იდგნენ... ქორწილის დღეს კი ცოტნეს ხელის მომკიდე იყო ბაჩო... ხელები სიმწრით მომუშტა ცოტნემ და სავარძლის სახელურს მთელი ძალით დაჰკრა. გავიდა 2წელი და ცოტნეს ბიზნესი იმდენად წავიდა წინ, რომ საქართველოში ერთ-ერთ წარმატებულ მამაკაცად მიიჩნევენ... დაკარგული პირადი ცხოვრების გამო, ცოტნე დღე და ღამე სამსახურში იყო და თავდაუზოგავად მუშაობდა. ამ ყველაფერმა კი ეს შედეგი გამოიწვია. ზის ახლა სათაო ოფისში და აქედან აგვარებს საქმეებს. 29 წლის ცოტნე კორინთელს ოჯახის წევრებიდან მხოლოდ და ჰყავს. თიკო 22 წლისაა.ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ აქამდე. ბოლო ერთი თვეა გაუჩერებლად კამათობენ თიკოს შეყვარებულის გარეშე. ჰყავდა ასევე მისი და თიკოს აღმზრდელი ლილი, რომელიც ახლაც მათთან ცხოვრობს და მათზე ზრუნავს. ზუსტად ისე, როგორც დედა და და-ძმასაც დედასავით უყვართ ქალბატონი ლილი. აბეზარი ფიქრები თავიდან მოიშორა ცოტნემ, სავარძელში კარგად მოთავსდა და თავი ძილს მისცა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.