მაჩუქე სიყვარული (6)
ნათიას ამბავმა ნამდვილად ამაღელვა, რაუნდა მომხდარიყო რომ ნიკას გაშორებოდა.. არაუშავს, ჩამოვა და ყველაფერს გავიგებთ.. ღონემიხდილმა ძლივს მივაღწიე ჩემთვის განკუთნილ ოთახამდე და ძალაგამოცლილი გადავწექი რბილ საწოლზე. აეროპორტში ვიდექით მე და მამიდა და გახარებულები ველოდით ნათიას ჩამოსვლას, გული მიფანცქალებდა, თითქმის წელზე მეტი იყო რაც არ მყავდა ნანახი, გათხოვდა და მოსკოვში გადავიდნენ საცხოვრებლად, ხოდა ახლე ასე გული ამოვარდნას მქონდა, ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი ჩემს საყვარელ და მონატრებულ მამიდაშვილს. თვითმფრინავი დაეშვა და მამიდაც უკვე ვეღარ პოულობდა ადგილს, გასასვლელში აქეთ იქით დადიოდა და ჩაფიქრებულს ჩემმა შეკივლებამღა მოიყვანა გონზე ნათია -ნათიიიი. ჩემოდნები ხელიდან გაყარა ჩვენს დანახვაზე და სირბილით გამოექანა ისე მაგრამ მოგვეხვია ორივეს გავიჭყლიტეთ ლამის, მამიდას რათქმაუნდა ცრემლები არ მოუთოკავს,ან რა მოსათოკი იყო, ერთი წელი შვილი არ ჰყავდა ნანახი უფრო გალამაზებულიყო, დიდი არაფერი 23 წლის გამხდარიყო მაგრამ მართლაც რომ დახვეწილიყო, გრძელი ქერა თმა ჰქონდა, საყვარელი პატარა ტუჩები, კურნოსა ცხვირი , ტანზე აღარაფერს ვამბობ, ნამდვილად უამრავი მამაკაცის ოცნება იყო. -როგორ დაგთმო ნიკამ გოგო. ფართე სიცილი ავიკარი პირზე დაკიდევ ერთხელ შემოვეხვიე ჩემს მონატრებულ დაიკოს. -არ მკითხო ელი. სახლში მოგიყვები ყველაფერს. გადაიკისკისა და ახლა ლალი მიიხუტა ცალი ხელით -ჩემი ლალიკო ჩემზე ნაწყენიააო? ბავშვური ხმით უთხარა და ლოყაზე ხმაურით აკოცა -აბა რაიყო შვილო შენი საქციელი? პატარა გათხოვდი, პატარა გამოთხოვდი. გულზე ხელები დაიკრიფა და შეწუხებული მზერით უთხრა -კარგი დედიკო, ჯერ ეხლა ჩამოვედი ჭკუის სწავლებას მერეც მოასწრებ. არც ნათიამ დააკლო შეწუხება . სახლამდე ყველა ჩუმად ვისხედით, ნათია აშკარად ფრენით დაღლილი იყო. სახლში მისულებმა სამზარეულოში კარგა ხანს ვიფუსფუსეთ, ბოლოს მადისაღმძვრელი აჭარული ხაჭაპურები დავაგემოვნეთ, ყავა მოვიდუღეთ და მისაღებში მოვკალათდით სამივენი. ჯერ ნათია ყვებოდა თავის ამბებს, ლალის ადგილზევე ეძინებოდა ეტყობოდა, ამიტომ ოთახში გავუშვით დაღლილი მამიდა, იქაურობა მივალაგეთ და ისევ ჩვენს ადგილებს დავუბრუნდით -რას იზავ სიყვარულო? ახლოს მოიჩოჩა და თმებზე დამიწყო ფერება, იცოდა ამ გოგომ რაც მიყვარდა, რაც მიფანტავდა საშინელ ფიქრებს, ამიტომაც მიყვარდა ძალიან ძალიან! -არ ვიცი, ხვალიდან სამუშაოს ძებნას შევუდგები. -ამაზე ცხოვრება ნამდვილად არ მთავრდება ხომ იცი? -ჯერ ახალი ცხოვრების დაწყებაზე ფიქრი ძალიან ადრეა.ცრემლმორეულმა ამოვიხვნეშე და თავი ნათიას კალთაში გადავდე. -ხო მაგრამ ხო ხვდები რომ ერთ დღეს მოგიწევს ახალი ცხოვრების დაწყება , ჯერ 23ის ხარ, მთელი ცხოვრება წინ გაქვს, ელი საყვარელო რაც უფრო მალე შეეგუები და თავს არ დაიტანჯავ მით უფრო მალე ჩაივლის ეს რთული პერიოდი, გპირდები რომ მე ყველაფერში დაგეხმარები.. -მისი სიტყვები მელოდიასავით ჩამესმოდა ყურში და დაამთავრა თუ არა საუბარი თვალები დაღლილს მისივე კალთაში მიმელუულა. ელენე დილით ჩემს სახეზე მოთამაშე მზის სხივებმა გამაღვიძა, ოდნავ ჩამეღიმა და ხელის მუჭებით თვალები დავისრისე, სამზარეულოდან უგემრიელესი სუნები გამოდიოდა, ადიელა გადავკეცე და გეზი პირდაპირ იქითკენ ავიღე. დახლთან ნათია ფუსფუსებდა. მამიდა კი ყავას სვავდა და გაზეთში რაღაცას გაფაციცებით კითხულობდა. უკნიდან ხელები მოვხვიე -უი შვილო გაიღვიძე? მოგიკვდეს მამიდა როგორ ჩაგეძინა დივანზე. წელი ხომ არ გეტკინა? -არა მამიდუკი, ისე ტკბილად მეძინა, ასე კარგა ხანია არ მიძინია. წელში გავიშალე და ნათიასკენ წავედი -რა გემრიელი სუნები დაგიტრიალებით დიასახლისო. ლოყები ჩავუკოცნე და სამზარეულოს მოვავლე თვალი -წადი მოწესრიგდი და რომ მოხვალ მაგარ რაღაცას გაჭმევ. -მმ რაას? -არც მე ვიცი შვილო, დილიდან აქ ფუსფუსებს არაფერს ხელი არ დამაკარებინა, ცხვირიდან სათვალეები ჩამოიხსნა და თბილად გაგვიღიმა ლალიმ. -წადი ელი და რომ მოხვალ ნახავ რასაც. თვალი ჩამიკრა და ჩუმად გადაიკისკისა. მეც სწარად მოვწესრიგდი წყალი გადავივლე და მალევე დავუბრუნდი სამზარეულოს, მაგიდა მე და ლალიმ გავაწყვეთ და ჩვენს ადგილებზე ჩამოვჯექით -ვნახოთ აბა როგორ მზარეული გამხდარა ჩემი გოგონა? ამაყად თქვა ლალიმ და ნათიას გახედა. -ომლეტიანი კრუასანები” à la Agnès Sorel “და რიზოტო მიდიებთან და კრევეტებთან ერთად. ამაყად გაიჯგიმა და ორივე კერძიც დადო სუფრის შუაგულში. იმდენად გემრიელი იყო ყველაფერი შევჭამეთ და მოწყურებულები დავესვენეთ სკამებზე -კიდევ კაი არ დამავიწყდა. სირბილით წამოდგა ნათია და ორ წუთში სინიზე დალაგებული სამი გრძელი ჭიქით გამოვიდა -ესეც კოქტეილი "მთვრალი ბანანი". სამივემ ერთდროულად გადავუშვით უგემრიელესი კოქტეილი მუცელში -ადრეც არ ამზადებდი საჭმელს ცუდათ მაგრამ ასეთი გემრიელობები სად ისწავლე. -უფ შვილო ეს ომლეტი სორელი აგნესი რა მსუყე ყოფილა, კოქტეილმა ზუსტადაც რომ უშველა. -სორელი აგნესი არაა დედიკო. გავაიხარხარეთ მე და ნათიამ ერთდროულად. შუადღეს უკვე მე და ნათია თბილისის ქუჩებში დავდიოდით და ორივენი სამუშაოს ვეძებდით. თუმცა იმის წარმოდგენაც არ გვქონდა რა უნდა გვემუშავა რადგან გამოცდილება საერთოდ არ გვქონდა. -მოდი აქაც შევიდეთ და თუ აქაც უარი გვითხრეს დღეს გვეყო კარგი? სახე მიწურულმა მითხრა ნათიამ და ღამის კლუბზე მიმითითა -ააქ? კითხვისნიშნიანი თვალები მივანათე . -აბა სხვაგან არსად არ გვიღებენ, აქ მაინც ვცადოთ. ცოტახანს ვიყოყმანე, ხელი დამავლო და სწრაფად შევედით კლუბში. რადგან დღე იყო მხოლოდ ბარმენი და დამლაგებლები იყვნენ. ვატო მაღალი ქერა ბიჭი მთელი მონდომებით წმენდა დახლს, ჩვენ რომ დაგვინახა ხელით გვიბიძგა მისკენ მივსულიყავით, ცოტა დახუთული სივრცე მეჩვენა. მუქ ლურჯად და მოწითალოდ შეღებილი კედლები, მაგიდები და სავარძლები კიდეებში იყო გადანაწილებული ბარის წინ საცეკვაო სცენა ბრჭყვიალა ნაცრისფერი მეტლახით იყო მოპირკეთებული, ფანჯრები არ იყო, მაგრამ უამრავი კოდიციონერი და ვინტილიაცია ეყენა დარბაზში. ნათია სწარაფად მიუახლოვდა ბარმენს , მე ფეხდაფეხ ავყევი, თავს უხერხულად ვგრძნობდი, რადგან არასდროს ვიყავი ნამყოფი კლუბში. -რით შემიძლია დაგეხმაროთ გოგოებო? ვაღიარებ საშინლად მიმზიდველი ხმა ჰქონდა. მუქი მწვანე თვალები, ქერა თმები, დიდი ტუჩები. შევატყე რომ ნათია აათვალიერ ჩაათვალიერა ამოდენიმეჯერ და მაინც არ ეყო. "მოეწონა" გულში გამეღიმა და მეც მათ მივუახლოვდი -სამუშაოს ვეძებთ. დახლთან ჩამოჯდა ნათია, მეც გვერძე მივუჯექი -მოცეკვავე? -არა. იქნებ რაიმე ცოტა მოკრძალებული? ჩემს ამ ნათქვამზე ორივეს კარგად გაეცინათ. -მიმტანი? ორივე? -თუ გაქვთ ადგილები? ამჯერად შევატყვე როგორ გამომწვევად შეხედა ნათია და ტუჩის კუთხე ჩატეხა -შენ მიმტანი. მე შემომხედა. -მე კი ბარში დამხმარე მესაჭიროება. შენ ჩემი დამხმარე იქნები. ხელზე ხელი დაუსვა ქერამ -მე ვატო. ორივეს გაგვეცნო -მე ნათია, ეს ელი- ელენე. უცებ შეასწორა. -როდის შეგვიძლია დავიწყოთ მუშაობა? -ამაღამ 10 ისთვის მოდით. ფორმებს დაგირიგებთ და ამარამვე შეუდგებით მუშაობას. მომღიმარი სახით გამოგვაცილა ვატომ. შუა ღამემმდეც კი უნათებდა ნათიას თვალები. ესეც გამომძიებელი ალექსანდრე :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.