შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ვარდო! (4)


11-10-2015, 09:38
ავტორი blackboss
ნანახია 2 025

მთელი ღამე ისე მეძინა, რომ გათენება ვერც გავიგე. უცებ ვიგრძენი ძილის სამყაროდან როგორ მაგდებს რაღაც გულის გამაწვრილებელი ხმა... როგორ მიჭირს ხოლმე დილის ძილის დათმობა, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ. მითუმეტეს როცა უკვე აცივდა და მეც ჩემი თბილი საწოლი სამოთხე მგონია. საკუთარ თავთან ჭიდილის შემდეგ ძლივს გავახილე თვალები და მკვდრის გამაცოცხლებელი მაღვიძარა ჯანდაბაში მოვისროლე. ზლაზვნით წამოვდექი და გავიზმორე. ვიგრძენი ხერხემლის მალები როგორ გატკაცუნდა ერთმანეთის მიყოლებით და მეც დარეტიანებული შევქანდი სააბაზანოში. მალევე მოვწესრიგდი და უკვე ჩაცმული დავწვდი ტელეფონს. ბლოკი მოვხსენი და უცებ უცნობის წუხანდელმა შეტყობინებამ მომჭრა თვალი. ვაიმე... ეს აღარც მახსოვდა. ჯანდაბა! ანუ რა გამოდის რომ დღეს უნდა მნახოს? თან კლასში უნდა მომაკითხოს? ვაიმე დედა... კარგი ნენე დამშვიდდი ახლა მაგის დრო არაა ჯოჯოხეთში გაგვიანდება! ასე რომ, გამოფხიზლდი და ფეხს აუჩქარე!!!
ჩანთას დავტაცე ხელი და უჭმელი გავვარდი სკოლაში. სიმართლე გითხრათ, ჩემმა თერაპიამ გაამართლადა და უცნობის შეხვედრაზე მანამ არც მიფიქრია, სანამ ვიბრაციამ შეტყობინების მოსვლა არ მაუწყა... გავხსენი და შემდეგნაირად ეწერა ჩემი გულისამაჩქროლებელი მესიჯი...
,,ბოლო დასვენება გაქვს... ამ გაკვეთილზე შემოვალ შენთან კლასში!''
არა, რა! ყველა გიჟი და გადარეული ხომ მე უნდა მივიზიდო მაგნიტივით. იქნებ მანიაკი ან მკვლელია?! არა მეც გადავირიე, რაზე ვფიქრობ. ლომისამ ხომ ნახა და ეგეთი ვინმე რომ ყოფილიყო, არ დართავდა ნებას, ჩემს სიახლოვეს ყოფილიყო. რაც არის არის! მაინც ბიოლოგიაა დავჯდები წყნარად და დაველოდები უცნობს, შემდეგ კი მოვუსმენ, რატომ მაწუხებდა მთელი ორი კვირა! აი ასე, მომწონხარ დღეს ნენე!
შემდეგ ჩემს ფიქრებზე გამეცინა და ზარის დარეკვისთანავე ჩემი ადგილი დავიკავე...
გული რაღაც არანორმალურად ამიჩქარდა. ცოტაც და ასე მგონია შუაზე გაიგლიჯება... ხელის გულები და შუბლი დამეცვარა. ციებცხელებამ შემიპყრო. ღმერთო რა მჭირს! თვალები დავხუჭე და დამშვიდების მიზნით ღრმად დავიწყე სუნთქვა. ცოტა მიშველა! ამასობაში მასწავლებელმა სია ამოიკითხა და შემომხედა. თვალებით მეკითხებოდა იცი გაკვეთილიო? არა რა მიყვარს ეს ქალი ძაან ჯიგარია. მეც უხმოდ დავუქნიე თავი, კიდევ კარგი ვისწავლე!
-ოქროპირიძე ნენე გაკვეთილი!-მისი სათნო ხმით მიმიწვია დაფასთან.
მეც უხმოდ ავდექი და დაფისკენ ავიღე გეზი. ასე აჯობებდა, გაკვეთილის მოყოლაში დრო ისე გავიდოდა, ვერც გავიგებდი! მეც ომახიანად დავიწყე მოყოლა და როცა უკვე როლებში შეჭრილი კულმინაციურ მომენტს მივადექი, გაისმა კარებზე კაკუნი...

წამებში ვიგრძენი როგორ გამომეყო ორგანიზმში ადრენალინი. ისე ვიყავი ჩემს კანში აღარ ვეტეოდი...
მასწავლებელმა ბავშვების თვალები დაუბრიალა ჩუმათ იყავითო და კარები გააღო...
მე თვალები დავხუჭე. არ ვიცოდი ასე რატომ განვიცდიდი მის ნახვას, მაგრამ ვერც უემოციოდ ვერ ვიქნებოდი... არ ვარ ისეთი, რომ ყველაფერი ეკიდოს და ასეთი რამეები ყოველდღიურად ხდებოდეს მის თავს...

კლასში სხვა ადამიანის ნაბიჯების ხმას ვგრძნობდი. წარმომიდგენა, ჩემი თავი, რა სასაცილო ვიყავი თვალედახუჭული დაფასთან მდგარი, მაგრამ იმ წამს ეგეც აღარ მაინტერესებდა. სულ მალე ბოხი ბარიტონიც გაისმა... სხვაგზა არ იყო!! უნდა გამეხილა თვალები და მე ეს გავაკეთე კიდეც... თუმცა, მისთვის შეხედვა ვერ გავბედე და ჩემს კეტებს დავაშტერდი... არა რა, კარგი ვქენი ეს კეტები რომ ვიყიდე.

-ნანი, როგორ ხარ?
-ოჰ ჩემი ნათლული- სიამაყით გაჟღინთულ ხმაში ჩემი მასწავლებლის ხმა ამოვიცანი-არამიშავს შენ?
-რავი მაგრად! ახლა რაზე მოვედი... ოქროპირიძე უნდა გამოუშვათ საქმე მაქვს!
ამ სიტყვებზე ავიხედე მაღლა უმწეო კრავის თვალებით და...
ჯანდაბა!!!! ჯანდაბა!!!!! ჯაანდაბააა! ეს ის იდიოტი უტა არაა?! ბედი არ გინდა? კარებს იყო მიყუდებული ცალი ხელი ჯიბეში ჰქონდა ჩაყოფილი ცალი ხელით კი უზარმაზარი ვარდები ეჭირა. მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა და თვალებში ჯიქურ ჩავაშტერდი. ჩემი ძვლების მბრუღველი მზერა რომ იგრძნო, ნება იბოძა და შემომხედა. რამდენიმე წამს მანაც მიყურა, შემდეგ ტუჩის კუთხე ირონიულად ჩატეხა და თვალი ჩამიკრა. ამაზე ვიგრძენი, როგორ ამივიდა ბოლი. ვიცი, უეჭველი ვიცი, ახლა სულ მთლად წითელი ვარ და ამაზე ეცინება ვაჟბატონს! ემოციები მოვთოკე და მთელი ჩემი ცინიზმი ჩავაქსოვე მისდამი მიმართულ მზერაში.
-რა ხდება უტა, ხომ მშვიდობაა?
-კი, კი ისეთი მშვიდობაა, როგორც არასდროს!-თურმე როგორც ახლა გავარკვიე ნათლიამისს ვარდები აუთამაშა.
ნანა მასწავლებელიც თითქოს მიხვდა რაში იყო საქმე და ეშმაკურად შეხედა
-რა თქმა უნდა, ნენე, შვილო, შეგიძლია ჩანთა ჩაალაგო და წახვიდე. მე გიშვებ- აშკარა გახარებულმა შემომხედა და თვალი ჩამიკრა

არ ვიცი, დაფიდან მერხამდე როგორ მივაღწიე და როგორ ჩავალაგე ჩანთა, მაგრამ მაშინ გამოვფხიზლდი, როცა უტას მამაკაცურმა სურნელმა სასუნთქი გზები ამიწვა...

მაღალი სხეული დაიხარა და ყურში მიჩურჩულა - ნუ ხარ ეგეთი სახით, გამოფხიზლდი პატარა და ჩანთა მომეცი, მძიმეა!

მისმა სიტყვებმა კი არ გამომაფხიზლა, პირიქით უფრო გამაბრუა და მეც ჩანთა ინსტინქტურად გავუწოდე... ჩემი თავის არ მესმოდა იმწამს... იმის მაგივრად, რომ ახლა ისტერიკებს უნდა ვაწყობდე, მე მორჩილად ვდგავარ და მხოლოდ ის მიხარია, რომ ჩემი წონის ჩანთის თრევა არ მომიწევს... ვსო! ლომისა მართალი ყოფილა, მართალა არანორმალური ვყოფილვარ...
გონს თითების გატკაცუნებამ მომიყვანა... უკვე სკოლის გარეთ ვიდექით უტა ჩემს წინ იდგა, ჩემი ასკილოიანი (ნუ ეს ჩემთვის) ჩანთა ბუმბულივით ეკიდა და მე ათასი გაურკვეველი ემოციით სავსე თვალებით დამყურებდა.

-ჰეეი, ზოლუშკა, გამოფხიზლდი! რას გაშტერდი, დედამიწაზე ხარ?
-ახლავე წავალთ აქედან ჩემს პარკში და სულ ყველაფერს ადამიანურად ამიხსნი!
უცებ მოვირგე გაუტეხელი, მკაცრი ნიღაბი და მისი გამოწვდილი ვარდები გულთან მივიხუტე... ვარდის სურნელის ნაცვლად, უფრო უტას სურნელს ვგძნობდი მათზე და მაშინ მივხვდი, რომ ვარდები, რომლებიც აქამდე ბანალურობის სიმბოლოდ მიმაჩნდა და მეზიზღებოდა- შემიყვარდა! უტას სურნელის გამო შემიყვარდა! ეჰ, ნენე ამ ამბავმა ჩაიაროს ნორმალურად და შენი ფეხით მიხვალ ფსიქიატრთან!

არ ვიცი, რა ძალამ მიმახედა მარჯვნივ, მაგრამ ხომ მივიხედე! უცებ დავინახე მაღრაძე როგორ მფატრავდა მზერით (ახლავე აგიხსნით! მაღრაძე ის საუკუნის გადმონაშთია, რომელიც დროს მოსასპობად დაენანა და ჩემი ნერვების საწამვლელად მოავლინა ბუნებამ! ამ დარეხვილთან არც ლომისას ლაპარაკმა, არც ათასგზის ცემამ ( არამარტო ლომისას ცემამ) მოკლედ ვერაფერმა შეაცვლევინა აზრი და ვერ დაანებებინა თავი ჩემს თავს! მოკლედ მაგარი ცოდო ტიპია რა!) მაღრაძის დანახვა და ჩემს თავში ნათურის ანთება ერთი იყო. წამში მოვარიდე დარეხვილს მზერა და ჩემს წინ მდგომს ავხედე. უტა მოჩვენებითი სიწყნარით იდგა და ეწეოდა სიგარეტს, თან თვალს არც კი ახამხამებდა ისე მიყურებდა. ცოტა საშიშად კი მომეჩვენა იმ წამს, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ჩემი ჩანაფიქრი მისთვისაც გამემხილა!
-უტა...
-გისმენ!
-ახლა რაღაც უნდა გითხრა და არც შეიმჩნიო და არც აფეთქდე-აფერისტულად, შემპარავი ხმით წამოვიწყე საუბარი და მისკენ ნაბიჯი გადავდგი... მასთნ ისე ახლოს ვიდექი, რომ მისი სუნთქვა სახეს მითბობდა... უტას სახეზე გაოგნება გამოეხატა და მის თვალებშიც პატარა ეშმაკუნები ხორუმს ცეკვავდნენ...უკვე მებინდებოდა გონება, როცა გამახსენდა რა უნდა მეთქვა!
-შენს უკან დგას ჩემი სიცოცხლის გამამწარებელი მაღრაძე! ვერ შიგნო და თავს არ მანებებს! მოკლედ, კარგია, რომ მოხვედი! იქნებ ახლა მაინც დამანებოს თავი!-ეს სიტყვები ვთქვი და მაღრაძის დასანახად(ნუ მთლად მის გამო, თუ არა, არ ვიცი ჯერ) წელზე ხელები შემოვხვიე, მის მკერდში ჩავრგე თავი და მისი სურნელი ღრმად ჩავისუნთქე! მენთოლის, სიგარეტის და კიდევ რაღაც ამოუცნობი სურნელის მიქსი იყო! იმ წამს ეს სურნელი ჩემს თავში ჩაიბეჭდა, როგორც უტასეული სურნელი!
-ვინ მაღრაძე გოგო გამაგებინე-ვიგრძენი ხმას ძლივს რომ იმორჩილებდა უტა
-მოკლედ, სკოლა შარშან დაამთავრა, მაგრამ თავს არ მანებებს! არადა ლომისა იმდენჯერ ელაპარაკა და დაჟე სცემა ვინ მოსთვლის... მაგრამ, არაფერი ჭრის! ახლაც გვიყურებს და იქნებ მიხვდეს რომ დამანებოს თავი!
-გასაგებია... მაგრამ მეორეჯერ მარიონეტად ნუ გამომიყენებ-მკაცრი ხმით დაიწყო საუბარი, რაზეც ეგრევე გამცრა ტანში- მაღრაძეს კი პირადად დაველაპარაკები და გავაგებინებ რაღაცრაღაცეებს...
-არა არ ღირს მართლა-უცებ მოვშორდი-ისეთი გიჟია შეიძლება იარაღიც ჰქონდეს და საშიშია არ გინდა...
-ამაზე მორჩა ლაპარაკი ახლა კი მანქანაში ჩაჯექი-უმალ დაიბრუნა ჩვეული ირონიული ხმა...
მანქანის კარები შემოვხსენი და დავჯექი...
არა კიდევ არ მჯერა... ადამიანი, რომელიც სულ ერთი კვირაა ოფიციალურად გავიცანი, და ის ადამიანი, ვინც ორი კვირაა თავი მომაბეზრა ერთი და იგივე პიროვნება ყოფილა-ვაჟბატონი უტა! ბედისწერა მეთამაშება... ფიქრებმა გამიტაცა როცა მწველმა მზერამ და აშკარად გაჩერებულმა მანქანამ გამომაფხიზლა... დღეს რაღაც ძაან ფრენის ხასიათზე ვარ და მომტყდება ფრთები და ეგ იქნება!
-რაო რაზე ჩავფიქრდით?
უი ჩემს პარკში ვყოფილვართ
-არაფერზე ისეთზე... ჯერ კიდევ მიჭირს იმის დაჯერება, რომ ჩემს ნერვებზე მოთამაშე შენ ხარ... არადა უცნაურია! ზარები ორი კვირა მაინც იქნება რაც მაწუხებს, შენ კი ერთი კვირაა რაც გაგიცანი. ცოტა დამაფიქრებელია არა?-ცინიკურად ვკითხე
კარი გავაღე და იქვე სკამზე ჩამოვჯექი და ხელ მივეყუდე. უტაც გადმოვიდა მანქანიდან და გვერძე მომიჯდა
-ხო ისე ცოტა უცნაურია ხო იცი შენ-უდარდელად აიჩეჩა მხრები
არა... ენა რომ არ ჰქონდეს ხავსი მოეკიდებოდა...
უხერხული სიჩუმე მე დავარღვიე
-არ ვიცი უტა შენ რა მიზანი გამოძრავებს ჩემდამი, მაგრამ გეტყვი! მესამეჯერ გხედავ ჯერ. ეგ ერთი. მეორეც ის რომ არ მხიბლავს დიდად ეს სიყვარულობანები და მითუმეტეს ამის სურვილს ,,ჩემისიცოცხლე" ტიპები მიკარგავენ. ცივი ადამიანი ვარ და შეყვარებითაც არ ვიყვარებ ადამიანს ისე იოლად როგორც შენ გგონია. ამიტომაც ვერაფერს ვერ დაგპირდები, ჯერჯერობით კი მეგობრობის დონეზე შემოგთავაზებ ურთიერთობას-ჩემი მონოლოგი დავასრულე და ჩემი სიტყვებით კმაყოფილმა ამოვისუნთქე და უტას სიტყვებს დაველოდე
-კარგია თუ ეგრე ფიქრობ-უდარდელად აიჩეჩა მხრები- ძაან კაი... დრო თავისას გვიჩვენებს, მაგრამ იცოდე რომ მე ფეხებს არავის დავუკოცნი და ხვეწნას არავის დავუწყებ, ეს გაითვალისწინე-თვალი ჩამიკრა-ახლა კი წამოდი სახლში გაგიყვან...

მომესმა? ხვეწნას არავის დავუწყებოო... არ მიმაბანძა? იდიოტი...
ალმურაკიდებულმა დავიკავე მანქანაში ადგილი. რითაც უტას ირონიული მზერა დავიმსახურე. სახლში ორ წუთში მიმიყვანა და დაუმშვიდობებლად წავიდა...
არა, საკუთარ თავში თუ მაინცაა ჩამოყალიბებული... მისი ქცევებით ერთს ამბობს, მეორეს სიტყვებით მეუბნება და მესამეს ფიქრობს. ამ თავსატეხზე კუბიკრუბიკი გამახსენდა და გამეცინა... ეს რაღამ მომაგონა... ამაოსბაში მეოთხე სართულზე ძლივს ავბობღდი და სახლის კარები შევხსენი. კიდევ კარგი პარასკევია! ფეხსაცმელები შემოსასვლელშივე მივყარე და ოთახში ავვარდი. ჩანთა საწოლთან მივადგე და მეც საწოლზე გამეტებით დავენარცხე. მთელი დღის დაძაბულობამ მალევე იმოქმედა და მკვდარივით როდის დამეძინა ვერც ვიგრძენი...
















ესეც ასე... ახალი თავი მზადაა! როგორ მოგეწონათ? იმედია გაგრძელებად ღირს ჩემო ალპენ გოლდებო...მიყვარხართ და ველი თქვენს კომენტარებს! love



№1 სტუმარი საბა

ძალიან მომწონს გააგრძელე! love

 


№2  offline წევრი blackboss

didi madloba <3

 


№3 სტუმარი ani

Gaagrdzele momwons

 


№4  offline წევრი blackboss

ani
Gaagrdzele momwons

<3 სტიმულია შენი კომენტარი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent