შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შოკოლადისფერი “ნაწილი მეორე“ თავი 2


11-10-2015, 17:49
ავტორი მორი-ელი
ნანახია 4 516

თვალებში მიორდებოდა და ძლივსღა ვარჩევდი საგნებს,მან ხელი გამომიწოდა და ადგომაში მომეხმარა,კარიც მიხურა და დამეხმარა ოთახამდე მისვლაში,საწოლზე დამსვა და გვერდით მომიჯდა.
-ყველაფერს მივხვდი-თქვა მან და ჩემთვის უკვე ნათელი იყო,რომ დემეტრე იჯდა ჩემს გვერდით,მაგრამ მე ლაპარაკის თავიც არ მქონდა,ვერც ვვაზროვნებდი,ვიცოდი,რომ ხვალ ეს უკვე აღარ მემახსოვრებოდა და თავი მის უხეშ სხეულს მივადე.-მე ტყუპისცალი ძმა მყავს-აგრძელებდა საუბარს,მაგრამ მე ბურუსით მოცულს გონებაში მისი საუბარი არ ჩამდიოდა,მისი სხეულიდან აორთქლილი სითბო ჩემს სხეულში ძვრებოდა და სული უარესად მეხუთებოდა.-მე შენი წყენინება არც მიფიქრია,იმის და მიუხედავად,რომ მძულხარ-ამ სიტყვაზე გამაჟრიალა და მისი სითბოს სადღაც გაქრა,ციანივით წამოვხტი მეგონა წონასწორობას შევიკავებდი და ერთს მაგრად გავცხებდი,მაგრამ წავბარბაცდი და ისევ მის გვერდით აღმოვჩნდი.
-თუ გძულვარ აქ რა გინდა?-ვკითხე ლუღლუღით და ცალი წარგი ავზიდე,ეშმაკურად შევხედე და ხელი მის კუნთა მკლავს შემოვხვიე,ისევ ვინებე მის მკლავზე თავის დადება.საკუთარ ემოციებს კონტროლში ვეღარ ვაქცევდი,მინდოდა მისგან თავის დაღწევა,მაგრამ ისეთ სიმშვიდეს ვგრძობდი არ მინდოდა დამეკარგა.
-არ ვიცი,უბრალოდ იმის სათქმელად მოვედი,რომ არც მიფიქრია შენთვის შეურაწყოფის მოყენება-მისი ცინიზმი საზღვარს გასცდა,ყველაფერი გაარღვია,ჩემი მცირედი ნდობაც,კი,იოტის ოდენა პატივისცემა გამაჩნდა და ისიც დამეკარგა.
-არ მჯერა შენი-ვუთხარი და ამღვრეული თვალებიდან ცხელი ცრემლი ჩამომიგორდა.-გული მეუბნება,რომ არ უნდა მჯეროდეს შენი,შენ ტკივილის მეტი არაფერი მოგაქვს.
-კიდევ რას გეუბნება გული?-ჩემი სახე ხელებში მიოიქცია და დაჟინებით მომაცქერდა,მის თვალებში ვერაფერს ვხედავდი.-მე სულ ვფიქრობ,გამუდმებით ვფიქრობ,არ ვიცი რატომ,მაგრამ იმ დღის შემდეგ ვფიქრობ,ყველაფერი დავივიწყე,შენი ტყუილიც,კამათიც.საკუთარმა თავმაც გამაბრაზა,ასე არ უნდა მოგქცეოდი.-თვალებში რაღაც გამოჩნდა,მაგრამ წაკითხვა ვერ მოვასწარი,არა მაინც არ მჯერა მისი,სიტყვები იმდენად იაფფასიანია გული მიწუხდება,რომ ვუსმენ.-ვატყობ მაინც არ მიჯერებ,არც იმის გჯერა,რომ ტყუპისცალი მყავს.
-გყავდეს მერე? ის ჩემთან რა შუაშია,ალბათ არასოდეს ვუნახავვარ.
-შუაში კიარა თავშია და ძალიან ბევრჯელ უნახავხარ.-ჩაეღიმა-არ მინდოდა,მაგრამ-სიმწრის ღიმილი გაუკრთა ბაგეზე-ბოდიშის მოსახდელად მოვედი-ისევ ბოდიში,ო ღმერთო,როგორ მძულხარ დემეტრე და როგორ მძულს ჩემზე,რომ მოქმედებ.
-შეგიძლია წახვიდე-მივუგე მე-ყველაფერი დავივიწყე
-ხვალ შაბათია ამიტომ არ მოხვიდე,სხვა იმუშავებს.
-ისედაც არ ვაპირებდი მოსვლას-გამეცინა-ჯობია წახვიდე თორემ დაჩიმ,რომ გნახოს გაგიჟდება,თან ძალიან გვიანია.
-ყველაფერი მოვაგვარეთ?მკითხა,როდესაც წამოდგა საწოლიდან
-არ ვიცი,ჯერ შენი ძმა უნდა ვნახო
-გაბრიელი
-გაბრიელი,იმედია არ მატყუებ და კიდევ ერთ გაუგებრობაში არ ვეხვევი,თორემ ვერ გადამირჩები.
-არა,ტყუილის ლაპარაკი არ მიყვარს,მირჩევნია მშვიდი ურთიერთობა შევინარჩუნო შენთან,პატარა ბავშვი არ ვარ,რომ გეჩხუბო და თმა მოგწიწკნო,მე მინდა სერიოზულად მოვეკიდოთ საქმეს.კომპანია სადაც შენ მუშაობ ძალიან რთულადაა აწყობილი,ნუ შეეცდები,რომ დამინგრიო.
-დღევანდელს გულისხმობ?-ჩამეცინა-აპარატის ბრალი იყო.
-ვიცი,მაგრამ მეტ ყურადღებას მოვითხოვ,ამისთვის ხარ შენ ჩვენთან.იმ კვირაში შოკოლადის დეგუსტაციას ვაწყობ და ცნობილი სპეციალისებიც იქნებიან,ხარისხა და გემოს შეაფასებენ,ამიტომ არ მინდა უხარისხო შოკოლადი ვაწარმოო.
-გემრიელია-წამოვიძახე მოულოდნელად და დაბნეულს გაეცინა.-არა მართლა,შენს შოკოლადს ყველაფერი აქვს,ტკბილია და არომატული,შენგან განსხვავებით.
-და რა იცი,რომ მე ტკბილი და არომატული არ ვარ?-ახარხარდა და მეც ავყევი.
-ჭკუით მგელო,ასე უცებ ვერ შემიცვლი წარმოდგენას,ნუ მოინდომე კრავად გადაქცევა,თორემ სხვა მგელი შეგჭამს.
-შენ?-აგრძელებდა სიცილს-ჯერ არ მიცნობ-შეწყვიტა სიცილი და მკაცრი გამომეტყველებით მომიახლოვდა,ისევ მომკიდა თავისი ვარვარა ხელები მკლავებში და სახე ახლოს მომიტანა.-მაგრამ ვიმედოვნებ,რომ მალე გამიცნობ მე დემეტრეს და არა მას გაბრიელს.
-შენი გაუგებარი ლაპარაკი ძალიან მღლის-ვუთხარი ის რაც ენაზე მომადგა,ფიქრის გარეშე.
-ძალიან მინდა მაგ კულულებში ხელი შევაცურო
-ბატონო?-დაბნეულმა ავხედე და თვალი გავაყოლე მის მარჯვენა მტევანს,რომელიც მისისინებდა ჩემი თმებისკენ.-რას აკეთებ?-ვკითხე მკაცრი ხმით.
-არ ვიცი,-მომიგო მან და თვალები უარესად დამიბნელდა მისი თითები ჩემს თმაში რომ აიბლანდა.ციანივით ავკანკალდი და ხელი მაჯაში ჩავავლე,რომ მისი უხეში თითები თმებიდან მომეცილებინა.
-მაპატიე-ჩამომცილდა და სახე მოღუშულმა შემომხედა.
-ყველაფერზე მაპატიე მაპატიეს,რომ გაიძახი არ დაიღალე?
-არა!
-რატომ?
-არ ვიცი. . . ,-დაიბნა-მინდა,რომ სულ შენს გვერდით ვიყო.
-გააფრინე?-ისტერიული სიცილი ამიტყდა.-გიჟი ხარ.
-არა შენ ხარ გიჟი,ბოროტი სული,რომელიც ადამიანებს თავის გარსში აქცევს,გულებს გლეჯს.
-ნამდვილად გააფრინე და ჯობია თავს ვუშველო.
-ღამ-ღამობით რატომ ძვრები
-სად?
-ჩემს ფიქრებში
-მე არსად ვძვრები,მძინავს ძირითადათ.-კარი ფართოდ გამოვაღე-წადი.-მან თავი ჩაქინდრა და მშვიდი ნაბიჯებით მიდიოდა ღია კარისკენ,მაგრამ უეცრად ჩემთვის მოულოდნელად,შემობრუნდა და ლოყაზე მაკოცა,მე თვალები გამიფართოვდა და ნერწყვის უზარმაზარი ბურთულა გადავყლაპე.“გააფრინა“,გავიფიქრე ჩეთვის და აწითლებულ ლოყაზე ხელი მივიდე.დემეტრე უკვე გამქრალიყო.დაბნეული და მისი ამბორით გამთბარი შევლასლასდი ოთახში და საწოლზე პირქვე დავემხე.საერთოდ არაფრის ფიქრი არ მინდოდა.ბალიში დავიმხე თავზე.მის სუნს ყველგან ვგრძნობდი,განსაკუთრებით ლოყაზე,თანაც საშინლად მეწვოდა.გულ-მუცელიც და ყველაფერიც შიმშილის გრძნობას მოეცვა.საშინლად მომინდა დემეტრეს აქ ყოფნა.მთელი ღამე ვერ დავიძინე სულ მასზე ვფიქრობდი,მისმა საქციელმა თავბრუ დამახვია.იმისაც მეშინია,რომ ყველაფერი მოჩვენებიათია და კეთილად მაჩვენებს თავს,ის გაბრიელიც მისი გამოგონილია და მისით ცდილობს საკუთარი ავ ხორცობა დამალოს.
* * *
საზიზღარი დილა გათენდა,უკეთესზე არც არასოდეს მინატრია.თავი ერთის ნაცვლად ორი მქავს თანაც სასტიკად მტკივა,ორივე ხელი საფეთქლებზე მივიდე და დავიზილე,არც ამან მიშველა,მერე წამოვხოხდი საწოლიდან და გავფრატუნდი სამზარეულოში,სახლში არავინ იყო.ჩემს თავს თუ არ ჩავთვლი.წყალი დავლიე და მისაღებში ტელევიზორის საყურებლად დავჯექი,როდესაც შემოსასვლელის კარი გაიღო და დაჩი შემოვიდა.
-სად იყავი?-ვკითხე მე
-მაღაზიაში,-მომიგო მან,მაგრამ ხელში არაფერი ეკავა.
-რატომ მატყუებ?-ალმაცერად შევხედე და გავუღიმე-პაემანზე იყავი?-თვალი ჩავუკარი და გაბადრული სახით მივდი მასთან.-არ მითხრა ისედაც ვხვდები.
-რას ხვდები?-მეკითხება დაბნეული სახით და თავზე მისვამს ხელს-შენს წამალსაც გამოიგონებენ დაიკო-ისიც იცინის და ლაქუცს აგრძელებს.
-ანეტა ნახე ხო,-მეც არ ვწყვტდი საუბარს-მომიყები რა მოხდა?,უთხარი,რომ გიყვარს?
-მარიამ რა გჭირს?
-მე რა უნდა მჭირდეს ძამიკო,შენ არ მეუბნები რა მოხდა თქვენს შორის.
-არაფერი,მე და ანეტა ვმეგობრობთ-აშკარადა დაიბნა,თვალებშიც არ მიყურებს.ნამდვილად შეყვარებულია.
-კარგი რა ძამიკო,მე ვერ მომატყუებ ხო იცი.
-ამჯერად შენ იტყუებ თავს-ლოყაზე მიჩმიტა და ბაჯბაჯით გავიდა მისაღებში-ნურაფერზე ფიქრობ,მე ანეტა მეგობრულად მიყვარს.
-ხო აბა რა.-სიცილით მივყევი უკან.სიყვარულისთვის არავინ ისჯება.
-როგორ არა-მომიბრუნდა გაკვირვებული-აბა შენ რა გჭირს?
-რა?-დავსერიოზულდი.
-შენ სიყვარული გსჯის,-სიცილით მომიგო.
-რებს დებილობ?
-არაფერს სრულებით არაფერს.
-შენ ჩემი ხელი მოგენატრა ხო-სიმწრის სიცილით გავემართე მისკენ.-გინდა მოგონებებმა შემოგიტიოს?
-შემოგიტიათ მოონებებმა,შეუტიეთ თქვენც.
-დაჩი!-დავსერიოსულდი შეძლებისდაგვარად-ნერვებს მიშლი.
-შენც!
-რატომ აღარაფერს მიყვები?-მოვისაწ.... თავი.-ადრე უკეთესი იყო.
-შე სულელო,რა მოგიყვე რაც არ მომხდარა.-მომიახლოვდა და ძლიერად ჩამიხუტა.
-როცა მოხდება მომიყვები?-იმედით შევხედე ძმას.
-ხო აბა რა,-სიცილით მომიგო მან.


პ.ს ძალიან მაინტერესებთ რას ფიქრობთ ამ ისტორიაზე.თუ შეიძლება ვინც წაიკითხავს აზრი გამოთქვით.



№1  offline წევრი Mariami_MariamOo

Vfiqrob nela vitardeba movlenebi, anu mgonia droa ukve nelnela gabigot ratom veritans demetre da gabrieli chvens gogos. Ise ki sainteresoa.

 


№2  offline წევრი Winchester ))

მალე დადე რააა

 


№3  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

Mariami_MariamOo
Vfiqrob nela vitardeba movlenebi, anu mgonia droa ukve nelnela gabigot ratom veritans demetre da gabrieli chvens gogos. Ise ki sainteresoa.

წინა თავებში ჩანს რატომაც ვერ იტანს. :) <3 მადლობთ,რომ კითხულობთ
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent