შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შოკოლადისფერი “ნაწილი მეხუთე“


3-10-2015, 16:16
ავტორი მორი-ელი
ნანახია 3 096

-უფლება არ გაქვს-მივუგე-ხელი გამიშვი!-ისეთი ხმით ვთქვი,გაშვების მაგივრად კიდევ უფრო ძლიერად მომიჭირა მკლავზე ხელი და სიმწრისგან ლამის ვიკივლე,ასე მეგონა ხელს მომაძრობდა-არაკაცო!-ავუწიე ტონს,ტკივილისგან სახე დამემანჭა.

-თუკი აქ მუშაობას გადაწყვეტ, ქალბატონო მარიამ,მოგიწევს აიტანო-მითხრა და ხელი შემიშვა,მე კი დავიხედე და ხუთი თითი მეტყობოდა მკვეთრად ლამის პატარა ბავშვივით ავტირდი,საკუთარი თავი ძლივს ავიყვანე ხელში,რომ ზედ გადამევლო არაკაცისთვის.

-ქალზე ძალადობისთვის ისჯებიან კანონით-მკაფიოდ წარმოვთქვი და მუშტი მოვუღერე-ამას მეორედ ვეღარ იკადრებ-დავებღვირე და კარისკენ წამოვედი-თუ გგონია,რომ შემაშინე და მუშაობაზე უარს ვიტყვი ცდები,შენ ჯობია თვალები მოამზადო,რადგან ყოველდილით და ყოველ საღამოს ჩემი ყურება მოგიწევს-და ამაყად გამოვედი ოთახიდან.ანეტა და დაჩი დაბნეულები მიყურებდნენ-რაიყოთ?-ვკითხე და მათთან ახლოს მივედი.

-რა მოხდა?-მკითხა დაჩიმ და შემათვალიერა,როდესაც ჩემს მკლავს დახედა,სახე შეეცვალა,კარისკენ წავიდა,ფეხით გააღო და დემეტრეს შეუვარდა,მე შეშინებული დავედევნე უკან და სანამ ატყდებოდა ერთი ამბავი მოვაბრუნე და შევეცადე დამეწყნარებიდან.
-არ გინდა,გესმის? დაგიჭერენ

-დამიჭირონ მაგის დედაც,დემეტრეს ძმარი უნდა ვადენინო ცხვირიდან ჯერ,მაგის დედაც-ასეთ დაჩის პირველად ვხედავდი და შიშისგან და დაძაბულობისგან ყველაფერი ამტკივდა,გული ამიჩქარდა და სიმწრით პერანგში ჩავებღაუჭე-გამიშვი-მიბრძანა,მაგრამ უფრო ძლიერად მოვქაჩე და მავედრებელი მზერით,კიდევ ერთხელ ვთხოვე დამშვიდება.

-ნუ გაგიჟდი,მე კარგად ვარ,უბრალოდ ალერგიაა.

-ალერგიული ფონი ხუთ ზოლად,რომელიც თითებს ჰგავს,მარიამ უარესად მაგიჟებ-კბილებში გამოსცრა მან-იმ ჰალსტუხით უნდა მოვგუდო ზედ,რომ აქვს.

-წავიდეთ!-მოვითხოვე მე-არ ღირს-ხელი ნელ-ნელა შევუშვი,როდესაც შევატყე,,რომ მშვიდდებოდა და ანეტასკენ წავედი,რომელიც გაბრუებული იდგა და გვიყურებდა.

-გაოგნებული ვარ-ამოილუღლუღა მან და ჩამეხუტა-არ ვიცი რა უნდა ვთქვა,საერთოდ ვთქვა თუ არა,შევაჩეროთ თუ არა დაჩი,მოდი გავუშვათ და დაბეჟოს-დავცილდი და ისეთი სახით შევხედე,მიხვდა მისი ნათქვამი არ მესიამოვნა-ცოტა-თითებით მაჩვენა,თან თვალი მოჭუტა-სულ ცოტათი დაალურჯოს,მეორე,რომ აღარ მოუნდეს-შეხედა დაჩის.

-არ გაბედო-ხელი ჩავავლე,როდესაც ნაბიჯი გადადგა მისკენ-მე მინდა,რომ დაწყნარდეს და შენ აქეზებ უარესად?-გავუბრაზდი მას -წამოდით წავიდეთ სახლში,დავიღალე,მეტი გაძლება აღარ შემიძლია-ვთქვი და მთავარი გასასვლელისკენ წავედი.

* * *
-გაბრიელ!
-გისმენ, დემეტრე.

-რა მოხდა?-სავარძელი გამოწია და ჩამოჯდა-რა გააფუჭე?-ცინიკუად გაუცინა ძმას.

-არაფერი გამიფუჭებია,შენს თავს გეფიცები

-ანუ გააფუჭე,ყველაფერს მომიყვები თუ ჩემი კუთვნილი სავარძლიდან წამოგაგდო?

-ცოტა ვიხალისე,მეტი არაფერი.-წამოდგა სიცილით გაბრილი,ძმის კუთვნილი სავარძლიდან და ფანჯარასთან მივიდა-ვიღაც ქალი იყო მოსული,ვაკანსიაო თუ რაღაც.

-მერე?-დასერიოზულდა დემეტრე-უხეშად მოიქეცი?-მის კითხვაზე გააწიანურა პასუხი გაბრიელმა-მიპასუხე-დაუტია დემეტრემ

-რა თქმა უნდა,არ მომეწონა-საკუთარი საქციელით კმაყოფილმა ჩაიღიმა,დემეტრე კი გაბრაზებული წამოდგა და ძმისკენ წავიდა.

-იცოდე,მეორედ აღარ გაასაღო თავი დემეტრედ,თორემ დაემშვიდობები აქაურობას,ტყუპისცალი,რომ ხარ არ ნიშნავს,მე სახელი გამიფუჭო,გადი და შენს საქმეს მიხედე,თორემ გაგანთავისუფლებ,დავიკიდებ,რომ ჩემი ტყუპისცალი ძმა ხარ.

-კარგი რა მოგივიდა?-მისკენ შემობრუნდა გაბრიელი გაოცებული სახით და ძმისკენ წავიდა ჩასახუტებლად.

-გაიწიე!

-დამერწმუნე,რომ გაგეგო აქ ვინ იყო,შენ უარესად მოიქცეოდი-თავს იმართლბდა გაბრიელი.

-მომისმინე!-ძალდატანებით დასვა სავარძელში და თვითონ მაგისდისკ კუთხეზე ჩამოჯდა

-მარიამი იყო-გააწყვეტინა გაბრიელმა,დემეტრეს გაღიზიანება კიდევ უფრო დაეტყო.

-რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყო,შენ კარგად მოგეხსენება როგორ პატივს ვცემ უწესო ქალებსაც,რომელთა შორის მარიამიც არის,მართალია ეგ ქალი დასანახად მეჯავრება,მაგრამ შენი ხასიათი,რომ ვიცი იუხეშებდი,რასაც მე არ ვიზამდი,საკუთარი თავის გამართლებას ჯობია,აღიარო,რომ ძალიან ცუდად მოიქეცი.
-კარგი რა დემეტრე-გაეცინა მას-რა ვიუხეშე,უბრალოდ ცოტა შევაშინე,რომ აქ მუშაობაზე ხელი აეღო,სანაცვლოდ კი რა მივიღე,ლამის მისმა ძმამა მცემა შენ კი შენს ძმას ეჩხუბები,იმ ქალის გამო,რომელიც ყველაზე მეტად გძულს.

-აქ მუშაობაზე უარს არ იტყვის,მაგაში დარწმუნებული ვარ,მაგრამ შენ მოგიწევს ბოდიში მოუხადო და უთხარ,რომ მე არაფერ შუაში ვარ.

-პირიქით,შეიფერე ჩემი საქციელი და მარიამს შენი შიში ექნება-წამოდგა გაბრიელი-წავალ მე ,მაგრამ არც იფიქრო,რომ ბოდიშს მოვუხდი,ან ვეტყვი,რომ მე შენი ტყუპისცალი ვარ.-კარისკენ დაიძრა,როდესაც დემეტრემ შეაჩერა.

-ან ეტყვი,ან წახვალ-მკაცრად განუცხადა მან-არ მჭირდება მატყუარები სამსახურში,მითუფრო ჩემი ასლი ძმა.



პ.ს ბოდიშით. რას იტყვით.გთხოვთ მითხარით ღირს ?



№1  offline მოდერი chica sol

ოოო ვამჩნევ აქ კარგი ამბები დატრიალდება...
მომწონს ძალიან. ველოდები ახალ თავს.
love

 


№2  offline წევრი sani

მაგარია დადე კიდე რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent