ისევ შემიყვარე (6)
ტანში საშინლად მტეხავდა,ალბათ 40 მაინც მქონდა სიცხე,მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი,არ მინდოდა მძინარე ბავშვები შემეწუხებინა,მგონი აკოს არც ძინებია,დივნის კიდეზე იჯდა ჩემს ფეხებთან და უეჭველად მიყურებდა,ოთახს ბუხრის მკრთალი ცეცხლი ანათებდა,ნეტავ რატომ არ ძინავს ამ ბიჭს? დავიჯერო ძილს ჩემი ყურება ურჩევნია? ნამდვილად გიჟია. ხან ვიყინებოდი,ხან კიდევ ისე დამცხებოდა კინაღამ გავიძრე რაც კი მეცვა. ბოლოს ვეღარ გავუძელი და ავწკმუტუნდი,საშინლად ჩამოცხა -ნია,კარგად ხარ? -მცხელა აკო-ღრმად ამოვისუნთქე -ისევ იწვი-შუბლზე ხელი დამადო -მცხელა -მოიცა წამლებს მოვიტან სამზარეულოში გავიდა და წამლების პარკი გამოიტანა,ჯერ თერმომეტრიმომაწოდა,მერე კი სიცხის დამწევი -ჩაის გაგიკეთებ და მოვალ -არ მინდა ჩაი,ისედაც ვიწვი-ძლის ამოვიკრუსუნე გაოფლილმა -ხოდა კარგია,ოფლი გამოგივა ორგანიზმიდან და სიცხეც აღარ გექნება -მერე გამოსაცვლელები რომ არ მაქვს? -ჩემს მაისურს მოგცემ და გადაიცვი -მერე შენ? -მე არ მცივა ჩიტო-გაეცინა ჩიტოვო?ეს რაღაც ახალი იყო აშკარად.ჩაი მომიტანა და იმდენი პლედი დამაფარა კინაღამ მოვკვდი სიცხისგან. -აკო,მგონი ვიწვი -ცოტაც მოითმინე და გამოიცვალე მერე მთელი ნახევარი საათიოფლში ვცურავდი,მგონი 10 ჭიქა ჩაი დამალევინა,აშკარად სამედიცინოზე უნდა ჩაებარებინა,ყველა წამალი ზედმიწევნით იცოდა. მაისური გამომიწოდა და ოთახიდან გავიდა.ძლივს მოვახერხე გამოცვლა,ჩემი მაისური და ჯინსი იქვე დავდე და მისი მაისური გადავიცვი.აკოს სუნი ასდიოდა,მე რომასე ძალიან მომწონდახოლმე. მართლა გამოვკეთდი,ისევ შევძვერი პლედში და ისიც გამოვიდა -აბა როგორ ხარ? -უკეთ ვარ,მადლობა აკო,ახლა შენ ასე ზემოდან შიშველი უნდა იყო? -არა,ლადოს აქვს რაღაც ტანსაცმელი მანქანაში და დილით გამოვიტან,ახლაძინავს და გასაღებს ვერ გამოვართმევ -არ გცივა? -აუ ცოტა კი-გაეცინა -მომიკვდეს თავი-ტუჩზე ვიკბინე -გეღადავები რა მცვია გოგო,პირიქით -რომელი საათია? -ხუთი-ტელეფონის ეკრანს დახედა -დილით რომელზე გავდივართ?მე ისევ ეს გაოფლილი ტანსაცმელი უნდა ჩავიცვა? -არა,ჩემი მაისურით წამოდი -გავიყინები -სახლამდემიგიყვანთ ნუ გეშინია -ნინო გამპუტავს-გამეცინა -სიტუაციას აუხსნი და არ გაგპუტავს-მასაც გაეცინა ცოტახანსკიდევ ვილაპარაკეთ,მერე კი ჩამეძინა.არ ვიცი დანელიამ დაიძინა თუ არა მაგრამ დილით მისმა ხმამკი გამომაღვიძა,ლადოს ელაპარაკებოდა რაღაცაზე -ნია უკეთ ხარ?-მკითხა სალომემ -კი,კი -ამას რა აცვია?-სიცილით შემოვიდა თეკო ოთახში -დანელიასია-თავი გავაქნიე და უხერხხულად ვუპასუხე ვისაუზმეთ და წამოვედით,ნეტავ გენახათ რა სასაცილოდ გამოვიყურებოდი მისმაისურში,კინაღამგავიყინე სანამ სახლიდან მანქანამდე მივაღწიე.მთელი გზა სიმღერები ჰქონდა ლადოს ჩართული და ტვინი გაბურღა,მალე ნერვოზს ავიკიდებდი,მაგრამ მომერიდა რა უნდა მეთქვა. გზა საშინლად გაიწელა თუმცა აკომაინც ცდილობდა სიტუაცია განემუხტა -ეე, ჩაუწიე რა მაგას ცოტა გასკდა თავი-შესძახა ლადოს უფ! დანელია შენ გენაცვალე რა! გულში გავიფიქრე და გაღიმებულმა გავხედე -რაო,პატარა რას იკრიჭები?-გამოხტა გიგა -ზოროს ცხენივით?-მე თვითონვე ავყევი -აი,თვითიუმორი როაქვს ადამიანს რა! -ვაიმე გიგა მოკეტე! შენ ვის სიცილზე რას ამბობს,შენ რო მერვე სართულზე იცინი,პირველი სართულიდან ამორბიან ლექტორები ხომ შვოდობააო-სიცილით უთხრა ელენემ -შენ ხო იუმორს არ შეარჩენს რა ადამიანს -მიდით აბა დახოცეთ ახლა ერთმანეთი-ჩაერია სალომე კიდევ ბევრი იკამათეს,თავი გამისკდებოდა მალე,როორ არ დაიღალნენ ნეტა! როგორც იქნა ჩავაღწიეთ თბილისამდეც,ერთი სულიმქონდა სახლში მივსულიყავი და წყალი გადამევლო.მანქანა ჩემიკორპუსის წინ გაჩერეს და გადმოვედიმეც ნახევრად შიშველი -მეზობლები რას იფიქრებენ გოგო -გამაჯავრა ლადომ სიცილით ბავშვებს დავემშვოდობე და სახლში სწრაფად ავედი.საბედნიეროდ არავინ დამხვდა,პირდაპირ აბაზანას მივაშურე,დამშვიდებული გამოვედი და საწოლში ჩავწექი,საღამოს 9 საათი იყო,გადაღლილობისგან სწრაფად ჩამეძინა.დილით ალეკოსუამრავი შეტყობინება და გამოტოვებული ზარი დამხვდა.ჯერ იდევ ძილბურანში მყოფმა გადავურეკე -ხო აკო -როგორც იქნა ნია -მეძინა -მივხვდი,მოდიხარ უნივერსიტეტში? -კი,მოვემზადები და წამოვალ,რომელი საათია? -ცხრა ხდება -ვაიმე! წავედი! გნახავ 1 საათში სიცილით გამითიშა ტელეფონი,სწრაფად მოვემზადე და უნივერსიტეტში გავეშურე. პირველ ლექციაზე არ ამომყვა ვაჟბატონი,მეზარებაო,არაფერი მითქვამს. ზარი დაირეკა თუ არა გოგონები ეზოში ჩავედით,რას ამომყვებოდა ლუდს სვამდნენ ბიჭები. -წამო მივიდეთ ნია-ხელკავი გამომდო სალომემ -არ მინდა -რა იყო? -არაფერი,მალე ზარიიქნება და ჯობს ავბრუნდეთ -ოო,კაი რა! ზარი 15 წუთში იქნება,ვნახოთ ბიჭები და ავიდეთ მერე-სულ ძალით მიმათრია მათთან -ჩვენი გოგონებიც მოსულან!-სიცილით თქვა უკვე კარგად შეზარხოშებულმა ლადომ როგორც ჩანს ლუდის გარდა სხვა რამესაც გაუგეს ბიჭებმა გემო -არ დალევთ?-შემოგვთავაზა გიგამ -არ მიყვარს ლუდი-თავაზიანად ვუპასუხე -პატარა გაბრაზდა-სიცილით გადახედა დანელიას -სალომე წავიდეთ-თვალები დავუბრიალე -ნია მოიცა,მოხდა რამე? -არაფერი აკო,რა უნდა მომხდარიყო?-არადა დამპირდა ამას მეტად აღარ გავეკარებიო -აბა რა სახით ხარ? -ჩვეულებრივი სახით ვარ-სალომეს ხელი დავავლე და მაღლა ავათრიე სანამ არ დამთავრდა ყველალექცია დაბლა არ ჩავსულვარ და არც აუდიტორიიდან გამოვსულვარ.არც აკოს შეუწუხებია ზედმეტად თავი.სხვა გზა არ იყო,ლექციების ბოლოს სხვა გზა არ მქონდა სახლშიუნდა წამოვსულიყავი და ის ადგილიც უნდა გამევლო სადაც ისინი იყვნენ.ვეცადე არ შემემჩნია არაფერი და მშვიდად ჩამოვიარე კიბეები. -ნია!-მომესმა აკოს ხმა ზურგს უკან მშვიდად მოვტრიალდი და შევხედე -რა იყო? -სად მიდიხარ? -სახლი? -ისე მიდიხარ არც მეუბნები? -და გცალია?-არ დავაკელი ირონია -მაგას რატო მეუბნები? -აკო,თვალები რას გიგავს იცი? -გამივლის მალე -სახლში წამოდი -ნინოა სახლში და მაგის ნერვები არ მაქვს -აბა რას აპირებ აქ როდემდე უნდა აბირჟაო? -იყავი ცოტახანს და ერთად გავიდეთ თავი გავაქნიე და მასთან დავრჩი.ნეტავ გენახათ რამხელახმაზე ხარხარებდნენ,ყველაფერზე ეცინებოდათ,ნერვებს ძლივს ვთოკავდი,ელენე,თეკო და სალომეც ჩემს დღეში იყვნენ. როგორც იქნა იკადრეს და სახლში წამოვედით.მომდევნო 1 კვირა სულ აგრესიულად ვპასუხობდი.პლეხანოვზეც მაკითხავდა სულ,არ მყოფნიო მეუბებოდა. გიგამ ჩემები სოფელში მიდიან და ამოდით სასტავიო.არადა ნიკა ჩამოდიოდა დღეს და აუცილებლად მნახეო მითხრა,არ ვაპირებდიმაგრამდამემუქრა პანიკებს მოვაწყობო შენი სახლის წინო,ვიცოდი გამკეთებელი იყო.სანამ ნიკას ჩაოსვლის ამბავს გავიგებდი გიგას ვუთხარი მოვალო,აკოს რაღაც საქეჰქონდა და მოსვლას ვერ ახერხებდა,მაგრამ როგორც კი გაუგია ნიაც მოდისომაშინვე წამოსულა ისიც,თუმცა ვინმაცადა ნახევარ საათში ნიკამ დამირეკა თბილიშში ვარო და გამოდიო.სხვა გზა არ მქონდა.გოგონებმა ცალკე გამლანძღეს ცალკე კი ლადომ და გიგამგამასწორეს მიწასთან.ტელეფონი უხმო რეჟიმზე გადავიყვანე ნიკას რომ არ გაეგო არაფერი. ჩემსუბანში შემოვიდა მისი შავი მერსედესი და წინ გამიჩერა,უხმოდ ჩავჯექი -როგორ ხარ?-სიგარეტს მოუკიდა -კარგად!! -ნია ისევ ბრაზობ? -ვაიმე ნიკა! ისიც კი არ ვიცი რატომმვედი შენს სანახავად! აღარ მოგბეზრდა დედის სულს გაფიცებ? -შენ მე არასოდეს მომბეზრდები ნია,რაც არუნდა მოხდეს,რაც არუნდა გაიკეთომაინც გულში მეყოლები სულ,ხდება რაღაცეები რის გამოც ვერ ვახერხებ შენთან ხშირ ურთიერთობას,მაგრამგპირდები ცოტაც მოითმინე და გამოსწორდება -შენ სულ ესე მატყუებ ნიკა! უკვე ყველანაირი გძნობა გამიქრა შენსმიმართ! -არ მჯერა ნია!-საჭეს ხელი დასცხო -ჩემს ჯგუფელს ვუყვარვარ-არ ვიცი როგორმოვახერხე ამის თქმა -რა? ვის გოგო?-მისი ცნობილი რეაქცია -ვის და ჩემ სჯგუფელს -რას ქვია უყვარხარ?!!დროზე ნომერი მითხარი! -ნომერი გითხრა არა ის კიდე!ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა! მორჩა შეიგნე!-კბილებში გამოვცარი და მანქანიდან სწრაფად გამდმოვედი -იცოდე ამას არ შეგარჩენ ნია!-დამიყვირა და სწრაფად მოსწყდა ადგილს ალეკო მირეკავდა,ვიცოდი ახლამისთვის რომ მეპასუხა უარესად დამაგლიჯავდა ნერვებს ამიტომაც გავუთიშე.ცოტახანში სალომემ დამირეკა -ხო გოგო -რატოარ პასუხობ ჩემს ზარებს ნია? -რა გინდა ალეკო? -რას ქვია რა მინდა,1000ჯერ დაგირეკე და არ მპასუხობ,მოვალო თქვი და არ მოდიხარ და კიდე რა მინდა? ცოტა დაუფიქრდი რა ნია შენს საქციელებს,მარტო შენ არ გწყინს და არ გტკივა ვიცოდი ალეკო მართალი იყო,მთელი სულით და გულით უნდოდა ჩემთანმეკიდევ სიცოცხლეს ვუმწარებდი,ხანკის ვეტყოდი,ხანარას,ხანკიდევ მეგობრები ვიყოთთქო დავუბრეხვებდი,მოკლედ ძალიან გავაწამე საწყალი ბიჭი,მის ადგილასმე დიდი ხნის წინმომბეზრდებოდა და დავნებდებოდი,მაგრამისმაინც აგრძელებდა ბრძოლას.ნიკასგან არ წყდებოდა მუქარის მესიჯები და ზარები.ამ ყველაფერმაისე დამღალა საწოლიდან ადგომაც კი არ მინდოდა,1 კვირის განმავლობაში ტელეფონი გამორთული მქონდადა სულს სახლში ვიყავი,არც კომპიუტერს მივკარებივარ,მინდოდა ყველასგან და ყველარისგან დამესვენა.ალეკომ დედაჩემის ნომერიც იცოდა,მაგრამნინოს ვთხოვე თუ მისი ნორიდან შემოვიდოდა ზარი არ ეპასუხა. ვიცოდი ინერვიულებდა მაგრამ გაგრძელება აღარ შემეძლო. ლიკა და თაკოც გავაფრთხილეთუ ალეკო დაურეკავდა ეთქვათ რომ არც მათთან ვკონტაქტობდი. მოკლედ გადავწყვიტე ყველაფერისგან შორს ვყოფილიყავი,მეონა 1 კირა საკმარისი იქნებოდა იმისთვის,რომგადამეწყიტა სინამდვილეში რა მინდოდა. ბოლოს იმდენი მოახერხა მაინც მოაღწია ჩემამდე,ნათიას ნომერი გაუგია ბიჭს,იმანაც უცებ მომირბენინა ტელეფონი. -გისმენ -ნია მემალები? -არავის არ ვემალები -გიჟს ვგავარ 1კვირაა არ ვიცი სად ხარ რა აღარ წარმოვიდგინე -არაფერი მჭირს -გამირბიხარ? -არა,უბრალოდ მინდა ჩემს თავში გავერკვე -რა ქენი მერე გაერკვიე? -ჯერ კიდევ პროცესში ვარ -კარგი,ხელს აღარ შეგიშლი,უბრალოდ მინდოდა გამეგო როგორ იყავი. ვერაფერშიც ვერ გავერკვიე,ვიმეგობროთ მეთქი აკოს ვეუბნებოდი,იმან არ მინდაო,მეო შენ სხვა ბიჭთან ვერ გიყურებ და შენიმეგობარი ვერ ვიქნებიო,მირჩევნია საერთოდ ჩამოგშორდეო,ამაზე მე გადავირია რას ქვია ჩამომშორდეთქო ხოიცი როგორ მიყვარხარ და უშენოდ ვერც მე გავძლებთქო,თუ გიყვარვარ ვიყოთ ერთადო,სხვანაირად მიყვარხარმეთქი,ესე არ გამოვაო,მოკლედ ესდიალოგიუკვე დაზეპირებული მქონდა, როდემდე გდიოო გადაწყვიტე რამეო,რა გავაკეთოისეთი რო თავი შეგაყვაროო,შენისედაც ყველაზე მაგარიბიჭი ხარ ვისაც ვიცნობმეთქი.მართლა ძალიან შემიყვარდა როგორც ადამიანი,მის გარეშე ცხოვრება ვერც კი წარმომედგინა.ერთხელ ნიკაზე გამწარებულმავუთხარი თანახმავარ ერთად ვიყოთთქო,შეტყობინება მივწერე,წამებში გადმომირეკა -რაც მომწერე სიმართლეა? -კი აკო -ნია,შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამაბედნიერე,ყველაზე მეტად მიყვარხარ! ჩემი საოცრება ხარ! ახლავე მოვდივარ პლეხანოვზე! მისი სიხარული მეც გადმომედო.15 წუთში უკვე ჩემ უბანში იყო,მისი გახარებული თვალები უნდა გენახათ. _____________________ მიხარია,რომკითხულობთ <3 ბოდიში ბეჭდვითი შეცდომებისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.