შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა. "10"


6-08-2015, 22:42
ავტორი ჯია
ნანახია 4 963

-მგონი, ნათია გააბრაზე. -უთხრა მიამ დანის, როდესაც ჭამა დაასრულეს.
-არაუშავს, გადაუვლის.
-კარგი გოგოა, მომეწონა. -გაუღიმა მიამ და სანდროსკენ თვალი გააპარა, რომელიც უკმაყოფილებას ვერ მალავდა. დანიელსაც არ მოეწონა მიას ეს "სიმპატია", გოგოების დამეგობრება არანაირად არ აწყობდა.
-დღეს რაღაც ძალიან ცივა, არა? -თემა შეცვალა ნენემ.
-ხო და მგონი წვიმასაც აპირებს. -დაეთანხმა სანდროც. -მია, შენ მარტო დაძინებას შეძლებ?
-არ ვიცი, ცოტა მეშინია. -არ დამალა გოგონამ.
-შენი კარავი ავკეცოთ და ჩემთან გადმობარგდი. -მომენტით ისარგებლა დანიმ და ძმაკაცს მადლიერი თვალებით გადახედა.
-კარგი. -არც დაფიქრებულა მია, ისე დათანხმდა დანის შემოთავაზებას. -სანამ დაღამდება ცეცხლისთვის ტოტები არ მოვაგროვოთ?
-შენ და დანი წადით, მე და სანდრო კარავს ავკეცავთ. -წამოდგა ნენე და მიასთვის შეუმჩნევლად თვალი ჩაუკრა დანის.

-შეიძლება ძალიან პირადული კითხვა დამისვა? -კითხა დანიმ, როდესაც ტყეში შევიდნენ.
-გისმენ. -გაუღიმა მიამ და ხის 2ტოტი მიაწოდა.
-რატომ იყავით დაშორებულები შენ და საბა?
მია ცოტახნით გაჩერდა, ღრმად ამოისუნთქა და ძლივს ამოილუღლუღა:
-მღალატობდა..
-მაპატიე, არ უნდა მეკითხა. -მიხვდა, რა რთული იყო ეს თემა მიასთვის.
-არაუშავს, შეგიძლია მკითხო, რაც გინდა.
-ბოლომდე აპატიე?
-ვერა, მაგრამ მაინც მიყვარს. -უპასუხა მიამ და ტოტების მოგროვება განაგრძო.
ეს თემა კი დანიელისთვის იყო ძალიან რთული, მიას პასუხი ეკალივით ჩაესო გულში, ხმა აღარ ამოუღია.
-მალე წავიდეთ, თორემ აშკარად მაგრად დასცხებს. -გრუხუნის გაგონების შემდეგ უთხრა მიამ დანის. -ფეხის გამო ჩქარა ისედაც ვერ დავდივარ. -ნათქვამი დასრულებული არ ქონდა, ეგრევე წვიმამ დაიწყო. სწრაფად გაემართნენ კარვებისკენ, წვიმა უფრო და უფრო ძლიერდებოდა, სულ გაწუწულები შეცვივდნენ თავიანთ კარავში.
-გავიყინე. -კანკალებდა მია.
-მოდი, მალე გამოიცვალე, ტუჩები სულ გაგილურჯდა. -ზურგჩანთა მიაწოდა დანიმ და თვითონაც გახდა დაიწყო.
-გავცივდებით.. -ამოიკრუსუნა გოგონამ და მშრალი ტანსაცმელი ამოალაგა.
"კარავში ვართ, არინერვიულოთ." -მიწერა დანიმ სანდროს, როდესაც ორივემ გამოიცვალა.
-ისევ გცივა? -გახედა აკანკალებულ გოგონას.
-ხო, ვერ გავთბი.
დანიმ პლედი მოხვია და გვერდით მიუჯდა.
-მოდი ჩამეხუტე, მეც მცივა. -ხელები მოხვია გოგონას
და მის კისერში თავი ჩარგო, მიაც გემრიელად მოკალათდა, რაღაც ძალიან შეეჩვია დანის მკლავებში ნებივრობას.
-მგონი სიცხეს მაძლევს. -ამოილუღლუღა მიამ, ვერანაირად რომ ვერ გათბა და კანკალსაც ვერ წყვეტდა.
-ხო, ცხელი ხარ. -შუბლზე კოცნით შეუმოწმა ტემპერატურა დანიმ. -მოდი საძილე ტომარაში შეწექი მე ნენეს დავუძახებ.
-დაურეკე გთხოვ, მარტო არ დამტოვო. -მაჯაში ჩაჭიდა ხელი მიამ და ისე მაგრად მიუჭირა გეგონებოდათ სადმე გარბოდა დანი.
-კარგი, შენ მიდი მანამდე შეწექი. -დანიმ ტელეფონი აიღო და ნენეს დაურეკა.
-წვიმას ვერ გამოასწარით ხომ? -ნენე და სანდრო გადავიდნენ მათთან კარავში.
-ვერა და სულ დავსველდით. იმის მერე ასეა. -დანიმ მიაზე მიუთითა, ფერი არ ედო სახეზე ნერვიულობისგან. -წამოღებული გაქვს რამე წამალი?
-მთელი აფთიაქი წამოვიღე და წესით სიცხის დამწევიც უნდა იყოს. -ნენემ აფთიაქში ქექვა დაიწყო, თან ტელეფონის ფანარს ინათებდა.
-ხვალ წავიდეთ, როგორც კი გათენდება. -შესთავაზა სანდრომ მეგობრებს.
-ხო, თორემ ამის მორჩენა ეგეთი ადვილი საქმე არ არის, ძალიან სუსტი ორგანიზმი აქვს. -დაეთანხმა ნენე და დაქალს დახედა. მია სულ კანკალებდა და ცივი ოფლი ასხამდა, ხმის ამოღება არ შეეძლო, უკვე აღარც ესმოდა რას ლაპარაკობდნენ მეგობრები, სიცხისგან იწვოდა, ხანდახან ციოდა.. სულ ასე ემართება, ტემპერატურის დროს.
-მაღალი სიცხე ექნება, აი პარაცეტამოლი ვნახე. -ნენემ დანის გაუწოდა დაალევინეო. -პატარა პირსახოცი სად არის? ოფლს მოვწმენდ..
-წადით თქვენ დაიძინეთ, მე მოვუვლი. ხვალ 6 საათისთვის წავიდეთ, უკვე
გათენებული იქნება.

მთელი ღამე თეთრად
გაათენა დანიმ, ტემპერატურა ვერა და ვერ დაუგდო მიას. გამთენიისას მიეძინა ძლივს გოგონას და დანიც ღონე მიხდილი მიუწვა გვერდით, მაგრამ თვალი ვერ მოხუჭა. 6 საათზე სანდრომ შეაკითხა ავბარგდეთო, მია ჯერ არ გაუღვიძებიათ, სანამ ერთ კარავს ავკეცავთ ეძინოსო.
-სიარულს შეძლებ? -კითხა ნენემ დაქალს, როდესაც წასასვლელად უკვე მზად იყვნენ.
მიამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და ფეხზე წამოდგომა სცადა, მაგრამ დანი რომ არ მიხმარებოდა ვერაფერა გახდებოდა.
-მომე შენს ზურგჩანთასაც მე წამოვიღებ და შენ ჩემთან ერთად იარე. როგორც კი დაიღლები მითხარი ან შევისვენოთ ან მე წამოგიყვან, კარგი?
-არ მინდა ასე შეგაწუხო. -ისე ხმადაბლა თქვა მიამ, თვითონ ძლივს გაიგონა თავისი ხმა. დანის გაბრაზებულ სახეს, რომ შეხედა მიხვდა, რომ ხმა აღარ უნდა ამოეღო, ზურგჩანთა მიაწოდა და ხელი გაუწოდა ჩასაკიდებლად. დანიელს გაეღიმა და ესიამოვნა გოგონას მორჩილება.
-როგორი მზრუნელი ძმაკაცი მყოლია. -გადაუფხუკუნა ჩუმად ნენეს სანდრომ.
-გულის ამაჩუყებელი წყვილია. -გაეცინა ნენესაც.
გზას გაუდგნენ, მია ძალიან მალე იღლებოდა, მაგრამ ცდილობდა არაფერი შეემჩნია, თან გრძნობდა, როგორ უწევდა ისევ ტემპერატურა. დანიმ გოგონას გაფითრებული სახის დანახვისას მიხვდა, რომ სიარული აღარ შეეძლო. მოკლედ მთელი გზა ხან ისვენებდნენ, ხან დანიელს მოყავდა, ხან თავისით მიბობღავდა და, როგორც იქნა, მიაღწიეს მანქანამდე. თბილისში ჩასვლისას საავადმყოფოში წავიდნენ, იქ არ გაუჩერებიათ ექიმებს მია, უბრალოდ წამლები გამოუწერეს და ერთ კვირიანი წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს.

-უნდა გადავივლო, სასწრაფოდ. -თქვა მიამ, როგორც კი სახლში შევიდნენ.
-მე დაგეხმარები, მარტო ცუდად არ გახდე. -უთხრა ნენემ.
-ჩვენც მივწესრიგდებით და გადმოვალთ. -გააფრთხილა გოგოები სანდრომ.
როგორც კი მოწესრიგდნენ, მიას ოთახში მოიყარეს თავი, ბიჭებს გეგაც გადმოყვათ.
-რა დაგემართა, პატარა? -მივიდა გეგა და შუბლზე აკოცა.
-არ ვიცი, ყველაფერი საოცრება მე ხომ უნდა დამემართოს. -ამოიწუწუნა მიამ.
-სიცხე რამდენი აქვს? -იკითხა დანიმ.
-39, სიცხის დამწევი დავალევინე. იმედია მალე იმოქმედებს. -უპასუხა ნენემ. -გავალ ჩაის გავუმზადებ, ბევრი სითხე უნდა მიიღოს.
-დანი, ჩემი ტელეფონი მომაწოდე გთხოვ. საბას მინდა დავურეკო. -თხოვა მიამ დანის. სახეალეწილმა მიაწოდა ტელეფონი გოგონას.
-გამორთული აქვს.. მგონი უკვე წავიდა. -გულისწყვეტით თქვა მიამ და ტელეფონი გადადო. -აუ, აღარ შემიძლია, ძალიან ცუდად ვარ.
-ცოტაც მოითმინე, მალე მოგარჩენთ. -დააწყნარა გეგამ.
დანიელი სამზარეულოში გავიდა ნენესთან.
-სანდროსთან დარჩი დღეს, კარგი? -შეევედრა მეგობარს.
-გაგიჟდი? ასე როგორ დავტოვო?
-მე მოვუვლი. -გაუღიმა ნენეს და მუდარით გახედა.
გეგა და სანდროც გამოვიდნენ ოთახიდან.
-ტყუილად ამზადებ ჩაის, ჩაეძინა. -უთხრა სანდრომ და დივანში ჩაესვენა. -ცუდი იდეა იყო მთაში ასვლა.
-აბა, მოვინდომეთ რა მთასვლელობა. -გაეცინა ნენეს და სანდროს მიუსკუპდა.
-სად წავიდა საბა? -იკითხა გეგამ.
-ალბათ ნიუ იორკში, მანდ აქვს რამოდენიმე ფილიალი.
-იმედია, მალე არ ჩამოვა. -ჩუმად ჩაილაპარაკა დანიმ და მიას ოთახში გავიდა. მიას ეძინა, თუმცა შფოთავდა, სულ ოფლიანი იყო. დანიმ ოდნავ ჩამოუწია საბანი ქვემოთ, რომ სუნთქვის საშუალება ჰქონოდა და პატარა პირსახოცით ოფლი მოწმინდა. მია რაღაცეებს ბურტყუნებდა, თუმცა დანიელმა ერთი სიტყვის გარჩევაც ვერ მოახერხა.
-ჩვენ წავალთ და თუ რამე დამირეკე ეგრევე. -თავი შემოყო ნენემ და დანი გააფრთხილა, ბიჭმა უბრალოდ თავი დაუქნია. ცოტახანში გვერდით მიუწვა მიას, გოგონა ბოდვას არ წყვეტდა და მთელი ღამე ბორგავდა. აღარ იცოდა დანის რა ექნა, უცებ მიამ ხელზე ხელი მოუჭირა.
-საბა.. -ამოიკრუსუნა და ხელს არ უშვებდა, სახელის გაგონებისას დანი გაშეშდა, სიამოვნებით მიგუდავდა სადმე საბას და გვამს ისე გადამალავდა ვერც ერთი სულიერი ვერ მოძებნიდა.
-შენ აქ ხარ? -შუაღამეს მიას გაეღვიძა, დანიზე ჩაკიდებულ ხელს დახედა და სასწრაფოდ ხელი შეუშვა.
-ხო. ცუდად გეძინა.. ახლა როგორ ხარ? სიცხეს გაგიზომავ. -მიაყარა დანიმ და ფეხზე წამოდგა. თერმომეტრი იღლიაში ჩაუდო და თან შუბლზე აკოცა.
-ნენე სად არის? -მოიკითხა დაქალი.
-სანდროსთან გავუშვი, მე დავრჩი მოსავლელად.
-რატომ აკეთებ ამას?
-რას?
-რატომ მივლი? -მართლა უკვირდა მიას და დანისთანაც არ დამალა.
-ჩაის გაგიმზადებ, ჩემს მოსვლამდე თერმომეტრი არ ამოიღო. - კითხვა წაუყრუა მიას და სასწრაფოდ დატოვა ოთახი. ან რა უნდა ეპასუხა? მიზიდავ და ჯერ ვერ გავარკვიე სიყვარულია თუ ვნებაო? მისი მოვლა, რომ სიამოვნებს ფაქტია, მაგრამ წესიერად ვერ აუხსნი ამას მიას და გოგონა ვერ გაუგებს, შეიძლება დაკარგოს. ამიტომ სულ არაფერს მეგობრობა ურჩევნია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent