შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნათელი წერტილი (4 თავი)


12-10-2015, 10:32
ავტორი murachashvili
ნანახია 5 170

მეოთხე თავი
პორტში რამდენიმე წუთში მივედით.
- მისტერ კლოდ, როგორ მიხარია თქვენი ნახვა, არ ვიცოდი სტუმრობას თუ გეგმავდით! - მხიარული სახით შეგვხვდა გემის კაპიტანი.
- მოულოდნელად გადავწყვიტეთ. ცოტა ხნით შეგაწუხებთ. - თვალი ჩავუკარი და გემბანზე ავედით.
მაია ჩემს სიამაყეს ათვალიერებდა, ეტყობა მოეწონა, ეს იყო წითელი მუხით მოპირკეთებული პატარა იახტა.
- აქ დიდ დროს ატარებთ?- მკითხა მე.
- არც ისე.
- მე რომ ასეთი იახტა მქონოდა, ალბათ სულ ვიმოგზაურებდი.- აღნიშნა მან.
- მოგზაურობა მაშინ არის კარგი, თუ გვერდში შენთვის სასიამოვნო ადამიანი გყავს. მარტო მოგზაურობა დიდად არ მხიბლავს.
- არა მგონია, პარტნიორის პოვნა გაგჭირვებოდათ. - ღიმილით აღნიშნა მან.
-არასტაბილური კაცი ვარ, არ მიყვარს ხანგრძლივი ურთიერთობები, როგორც წესი პარტნიორს ერთი ღამისთვის ვირჩევ, ასეთ ქალებთან მოგზაურობის დაგეგმვა არ ღირს.
- უცნაურია, აქ მოგყავთ თქვენი „ღამის პეპლები“? - უცებ შეარქვა ჩემს ერთი ღამის ქალებს სახელი. გამეღიმა.
- არა, ეს ადგილი ჩემთვის წმინდაა. არ მინდა ერთი ღამის სტუმრებით შევაწუხო.
- მინდა ვაღიარო, რომ თქვენი პასუხი სასიამოვნოდ ჟღერს. კარგია, მათ რიცხვში რომ არ შევდივარ.
- ძნელია თქვენი ღამის პეპლად ჩათვლა. ასეთი კატეგორიის ქალებისთვის ზედმეტად ჭკვიანი ჩანხართ.
- პირველად მეუბნებიან ასეთ სიტყვებს. - გაეღიმა მას - ოღონდ თვენი ნათქვამიდან ვერ მივხვდი, კომპლიმენტი მითხარით, თუ საყვედური?
- არც ერთი. სიმართლე ავღნიშნე. როგორც დაგპირდით, მე დიდად არ შეგაწუხებთ. ქვემოთ ჩავალ და მუსიკას მოვუსმენ. თუ ხილი ან წვენი მოგინდეთ, კაპიტანს შეგიძლიათ თხოვოთ. დარწმუნებული ვარ სიამოვნებით მოგემსახურებათ. ეხლა გასვლის დრო აქვს. მართალია ხანგრძლივ მოგზაურობას არ გპირდებით, მაგრამ შავი ზღვის ნაპირებს მაინც დავათვალიერებთ.
- ნება თქვენია. - უხალისოდ დამეთანხმა იგი.
მე კაიუტაში ჩავედი, ლუქიდან ვხედავდი, როგორ მოეწყო მაიკო გემბანზე მდებარე შეზლონგზე. კაპიტანს რაღაც სთხოვა, რომელმაც მალე ხილი და ნაყინი მიართვა. ვიჯექი კაიუტაში და ჩუმად ვუმზერდი მას. იგი გრაციოზულად იღებდა მარწყვს და ნაყინთან ერთად მიითმევდა. ვუმზერდი და მიკვირდა. მის სახეზე ნაკლს ვეძებდი და ვერ ვპოულობდი, მის მოძრაობაში იმხელა გრაცია და სიამაყე იგრძნობოდა, რომ მხოლოდ აღფრთოვანებით თუ შეგეძლო გემზირა. გამოხედვა ისეთი თბილი ქონდა, რომ გულში უსაზღვრო სიხარული მეღვრებოდა. უცნაურია, მასთან ვიბნეოდი, რა უნდა მეთქვა ვერ ვხვდებოდი. მუდმივად ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სისულელეს ვამბობდი და ის მხოლოდ ხათრის გამო მისმენდა, ამიტომაც გამოვიქეცი კაიუტაში, თითქოს აქ უფრო მშვიდად ვიყავი, მაგრამ მარტო ყურყუტი მომბეზრდა და ისევ გემბანზე ასვლა გადავწყვიტე.
- ხომ არ მოიწყინეთ? - ვკითხე მას, ღიმილით შემომხედა.
- არა, წყალი მამშვიდებს.
- ზღვაში ბანაობა არ გსურთ?
- საიდუმლო უნდა გაგიმხილოთ, დიდი მოცულობის წყლის მეშინია, თუ ფეხქვეშ მიწას არ ვგრძნობ, პანიკა მიპყრობს, ბავშვობაში ზღვაში ღრმად შევედი და კინაღამ დავიხრჩე, საბედნიეროდ მაშველებმა დროულად მომისწრეს, მას შემდეგ ზღვაში წყალში ვერ შევდივარ.
- მე რომ დაგეხმაროთ?
- არა, არ გეწყინოთ, მაგრამ თქვენ თუ გნებავთ იბანავეთ, მე კი გემბანიდან გიმზერთ.
- როგორც გენებოთ, მაშინ მე ცოტა გავგრილდები.
კაპიტანს ვთხოვე გემი გაეჩერებინა და წყალში გემბანიდანვე გადავხტი, ძალინ მიყვარდა ზღვაში ბანაობა, განსაკუთრებით როცა ასეთ სიღრმეზე ვიყავით.
ტალღები გასკდებიან, ჰაერში გაგდებენ, შენც მიიწევ და მიიწევ წინ. წყალში მხოლოდ შენ და თევზები ხართ. ძალიან მაგარია! გემს გავხედე, საკმაოდ მოვშორებივარ, იახტა და გემბანზე მდგომი მაიკო წერტილივით მოჩანდნენ. მობრუნება გადავწყვიტე. იახტასთან მისულს კაპიტანმა რგოლი ჩამომიგდო. გემბანზე შეშფოთებული მაიკო პირსახოცით ხელში დამხვდა.
- კარგად ხართ? ძალიან შორს წახვედით, მეგონა მობრუნებას ვეღარ შეძლებდით! - მეუბნებოდა იგი და პირსახოცს მაწვდიდა.
- არ მეგონა, თუ შეგაშინებდით! - ვიცინოდი მე - ბოდიშს გიხდით, არ მიფიქრია! - თუმცა უნდა ვაღიარო, რომ მისი მზრუნველობა ძალიან მომწონდა, ასეთი სიამოვნების განსაცდელად მეორედაც ჩავხტებოდი წყალში. მაია მიხვდა, რომ მისი შეშინებული სახის ყურება ძალიან მახალისებდა და მაშინვე გაჩუმდა, გაბრაზებულმა მომიგდო პირსახოცი და შეზლონგზე მოკალათდა.
- თუ წინააღმდეგი არ იქნებით, სასტუმროში დავბრუნდეთ!
- რამე გაწყენინეთ?! - გამიკვირდა მე.
- არა, თქვენ რა შუაში ხართ, რადგან მე მეშინია და ასე ვფიქრობ ყველას ეშიანია სიღრმის. - დამნაშავე ბავშვივით მითხრა მან - უკაცრავად თუ ზედმეტი მომივიდა, ალბათ დაბრუნება ჯობს.
- როგორც იტყვით, თქვენის ნებართვით წყალს გადავივლებ და უცებ დავბრუნდები - კაპიტანს ვანიშნე, რომ გემი ნაპირისკენ მიებრუნებინა.
- უჩემოდ ხომ არ მოიწყინეთ? - ვკითხე მაიკოს რომელიც კაიუტაში ჩასულიყო და ჩემს მუსიკალურ დისკებს ათვალიერებდა.
- საკმაოდ მდიდარი კოლექცია გქონიათ! - მოიწონა კრებული - ოღონდ ვერ მივხვდი რა კრიტერიულით გაქვთ დალაგებული.
- ეს გალანტურად ნათქვამი საყვედურია, მიყვარს დისკების შეძენა. ოღონდ მათი დალაგება არ მომწონს, ამიტომ როცა რომელიმე დისკი მჭირდება ვერ ვპოულობ და ისევ ახალს ვყიდულობ.- მეცინება მე.
გაეღიმა: - უტყუარი არგუმენტები გქონიათ, თუ ნებას მომცემთ დაგეხმარებით დალაგებაში, თქვენ მხოლოდ ის მითხარით, როგორ გირჩევნიათ: თარიღებად, ჟანრობრივად, თუ ავტორების მიხედვით?
- არ გეზარებათ? - გამიკვირდა მე, როცა დისკების დასტას შევხედე.
- ერთ დღეში ვერ დაგპირდებით, სასტუმროში მაინც და მაინც სასურველი სტუმარი აღარ ვარ, თუ ნებას მომცემთ აქ მაინც მოგეხმარებით.
- ასეთ წინადადებაზე ვერც კი ვიოცნებებდი! - ძალიან გამიხარდა მე - თუ თქვენ არ გეზარებათ, მე მხოლოდ ბედნიერი ვიქნები.
- არა, არ მეზარება. თან დროც უფრო სწრაფად გავა. - მოწყენილი ხმით მითხრა მან.
- დღესვე ხომ არ დავიწყოთ, თუ სხვა გეგმები არ გაქვთ?.. მემგონი სასტუმროს ნომერში ჯდომას ისევ ჩემთან ერთად დისკების ლაგება ჯობს! - ეშმაკურად ვუღიმი მე.
- ალბათ!... დავიწყოთ - იგი მრგვალ პუფზე მოკალათდა და დისკების გადარჩევა დაიწყო - მისტერ კლოდ, თუ რთული არ იქნება თქვენთვის ვიდრე დისკებს გადავარჩევ, იქნებ ყავაზე იზრუნოთ?!
- ეგ მარტივია! - გავხალისდი მე და მაშინვე კაპიტანთან გავიქეცი ყავის სათხოვნელად. რამოდენიმე წუთში ცხელი ყავადნითა და ფინჯნებით დავბრუნდი, მაიკოს დისკებიდან უკვე ამოერჩია, როკის მომღერლები. გვარებისა და წლების მიხედვით პირველივე თაროზე ალაგებდა.
- ყოჩაღ, დროს უქმად არ კარგავთ. რატომ დაიწყეთ მაინც და მაინც როკით? - გამიკვირდა მე.
- არ მოგწონთ? რატომღაც ვიფიქრე, რომ ყველაზე იოლად მისაწვდომ ადგილზე ეს დისკები გენდომებოდათ.
- მეტყობა როკის ფანი რომ ვარ? - გავიღიმე მე.
- დისკებში ძირითადად როკი ჭარბობს, ცოტა ეგოისტურად გამომივიდა, ჩემი გემოვნებით დავიწყე ლაგება. - გამიცინა მან - თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, როგორც მეტყვით, ისე დავალაგებ.
- არა, რას ამბობთ, ამ შემთხვევაში ჩვენი გემოვნება ერთმანეთს ასი პროცენტით დაემთხვა, რატომღაც ყოველთვის მეგონა, რომ როკი ქალებს არ ხიბლავდა, ვფიქრობდი: თქვენთვის რომანტიკული მელოდია იქნებოდა მისაღები.
მას გაეღიმა, ლოყები ოდნავ ჩაეჩხვლიტა, ამ ქალის ღიმილზე ვგიჟდებოდი.
- რომანტიულ მუსიკას თავისი ადგილი აქვს, როკს კი - თავისი.
- რომანტიული მუსიკა რომ ჩავრთო, ეხლა ამის ადგილი იქნება? - ღიმილით ვეკითხები.
- მინდა გითხრათ, როცა ინდომებთ ძალიან მაცდურიც შეგიძლიათ იყოთ, მაგრამ თუ სწორად მახსოვს ჩვენი მიზანი რომანტიული მუსიკის მოსმენა არ იყო. - სიმკაცრე შეურია ხმაში - თან არ მგონია, ვინმემ სწორად გაიგოს ჩვენი იახტით მოგზაურობა, კაიუტაში განმარტოება და მუსიკის მოსმენა.
- ჩვენ ორი პუნქტი უკვე გავიარეთ, იახტით ვიმოგზაურეთ, კაიუტაში მარტონი ვართ. ოღონდ აქ ის არ ხდება რაც სხვას შეიძლება ეგონოს, თუნდაც - გივიკოს.-მისი სახელის ხსენება მაიას აშკარად არ ესიამოვნა - ბოდიშით თუ გაწყენინეთ, მე არც მუსიკის მოსმენა არ შემომითავაზებია ცუდი განზრახვით, მეგონა სასიამოვნო მუსიკის ფონზე დისკების ლაგება უფრო გესიამოვნებოდათ.
- ალბათ, მართალი ხართ. ჩართეთ რომელიმე დისკი, ოღონდ რომანტიული არ მინდა. ამ შემთხვევაში - არც როკი, რამე კარგი ჯაზი შეარჩიეთ!
დისკების ლაგება საკმაოდ სახალისო გამოდგა. მაიკო იმაზე უკეთესად ერკვეოდა მუსიკაში ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. იგი ძირფესვიანად იცნობდა არამხოლოდ მუსიკალურ მიმდინარეობებს, არამედ შემსრულებელთა ცხოვრებასაც კი. ზოგიერთი ისეთი დეტალიც კი მითხრა, რომ დავვეჭვდი, არ შეიძლება ასეთი ინფორმაცია პრესაში ამოეკითხა მეთქი, თავი მელომანად მიმაჩნდა, მაგრამ მისი ცოდნის ნამდვილად შემშურდა.
დილიდანვე მივდიოდით იახტაზე და სასტუმროში შებინდებისას ვბრუნდებოდი. მოვწყდით ჭორიკანა, ბოღმიან ქალებსა და ეჭვიან ყოფილ ქმარს. ლაგების ბოლო ეტაპისთვის კლასიკური მუსიკა მოვიტოვეთ. მისი მუსიკალური ცოდნა აქ კი ცოტა მოიკოჭლებდა. არ იცით ეს როგორ გამიხარდა. ძლივს სადღაც უპირატესობა მოვიპოვე. იგი ხალისიანად იცინოდა, როცა კითხვების დასმა უწევდა.
- რაც არ ვიცი, არ ვიცი... ეხლა თქვენი ჯერია გიდის როლი იკისროთ.
ვერც კი ვიფიქრებდი, რომ შესაძლებელი იქნებოდა მანდილოსანთან ასეთი საინტერესო საღამოები გამეტარებინა. მე ქალს, როგორც ლამაზ ნივთს ისე ვუყურებდი, რომელიც ლამაზი სამკაულივით შეგეძლო რამდენიმე დღით გამოგეყენებინა და შემდეგ მიგევიწყებინა. მაიასთან ურთიერთობა კი სხვაგვარად მიდიოდა. მასთან ყოველი დამშვიდობებისას სიცარიელის შეგრძნება მრჩებოდა, თითქოს მისი ოთახის მიხურულ კარს იქით ჩემი ნაწილი რჩებოდა, რომლის გარეშეც მე მე აღარ ვიყავი. მისკენ უცნაური მიზიდულობის ძალა მიმაქანებდა. ვიძინებდი იმის მოლოდინში, რომ სწრაფად გათენდებოდა და მაიას ვიხილავდი. არ ვიცი ის რამდენად ამჩნევდა ჩემს დამოკიდებულებას, ყოველ შემთხვევაში თვითონ არაფერს მეუბნებოდა, პირიქით თითქოს უფრო თავშეკავებული გახდა, ჩვენს შორის თითქოს უხილავი კედელი აღიმართა, თუ აქამდე შემთხვევით მაინც შემეხებოდა ხოლმე, ეხლა ხელს მოვკიდებდი თუ არა, გველ ნაკბენივით უცებ მიშორებდა, ან განზე იწეოდა. ასეთი დამოკიდებულება ცოტა არ იყოს მაბნევდა. მე მისკენ ისე მიზიდავდა, როგორც რკინას მაგნიტი. ის კი უფრო და უფრო ცივდებოდა. ერთ საღამოს, როცა იახტიდან წამოვედით, ნაპირზე ჩამოვჯექით და ზღვაში მზის ჩასვლას ვუმზერდით,დისკების ლაგება დასრულდა, საკმაოდ დაღლილები ვიყავით. მაია მოწყენილი მომეჩვენა. რაღაცაზე დაჟინებით ფიქრობდა. უჩვეულოდ ჩუმი იყო იმ საღამოს.
- მაიკო! - დავუძახე მე, მაგრამ პასუხი არ გამცა - მაია! - იგი კვლავ დუმდა - რაზე ფიქრობთ? - მკლავზე ოდნავ შევეხე, ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. გამეღიმა, უკვე მერამდენედ მომდის ასე. მან გაოცებულმა შემომხედა - რაზე ფიქრობთ?
- უკაცრავად! - ხელი მოხერხებულად გაინთავისუფლა- ჩავფიქრდი, თქვენი ხმა არ მესმოდა.
- მოხდა რამე? - ვკითხე მე და თვალებში დავაკვირდი, მის უძირო თაფლისფერ თვალებში კვლავ სევდას დაესადგურა, ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა, უფრო მოვალეობის გამო.
- არა, არაფერი!
- მე მგონი რაღაც გაწყენინეთ, ოღონდ ვერ მივხვდი რა.
- არა, არაფერი! - იუარა მან - უბრალოდ ცოტა ცვალებადი ხასიათი მაქვს და ალბათ ამის ბრალია, წავიდეთ?
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, ავტომობილამდე უსიტყვოდ მივედით.
- მაია, ცუდად ნუ გამიგებთ რასაც გეტყვით, ძალიან გთხოვთ - შევევედრე მე, იგი ყურადღებით მისმენდა - ჩვენი ურთიერთობა უცნაურად დაიწყო და უცნაურადაც განვითარდა, ადრე მითხარით რომ ჩემთან როგორც კაცთან ისე არ იყავით და სიმართლე გითხრათ მაშინ ვერ მივხვდი რას გულისხმობდით. არ ვიცი რამდენად სწორად გავიგე, მაგრამ მინდა გითხრათ, მე რა დავინახე თქვენში. ასეთი ურთიერთობა არავისთან მქონია, თქვენ არც ქალი ხართ ჩემთვის, არც - მეგობარი. თითქოს ჩემი ნაწილი ხართ, რომელიც დიდი ხნის წინ მომშორდა და უცებ თქვენი სახით მომევლინა. სანამ რაღაცას მეტყვით მიახლოებით ყოველთვის ვიცი რას ფიქრობთ, როგორი ხმით, როგორი ტონით დამელაპარაკებით. თითოეულ იმ ქალში ვისთანაც ვიყავი, თქვენ გეძებდით, თქვენ კი არ ჩანდით. უცებ ისევ თქვენით მოისურვეთ. თქვენით მესტუმრეთ და შემოიჭერით ჩემს ცხოვრებაში. მაიძულეთ გამომეღვიძა, გამოვფხიზლებულიყავი და დამენახეთ. ეს ისე გააკეთეთ არც კი გიკითხიათ ჩემთვის მინდოდა თუ არა ეს. თუმცა აღმოჩნდა, რომ მდომებია, მერე და როგორ. თქვენი წყალობით ჩემში ახალი ძალა აღმოვაჩინე, ახალი - მე. ისეთი, აქამდე რომ არ ვიცნობდი, განსხვავებული იმ ცნობილი, უდარდელი ფეხბურთელისგან და სრულიად უცხო იმ ლოთი კლოდისგან თქვენ რომ დაგხვდათ სასტუმროში პირველ დღეს. არ ვიცი თქვენზე როგორ ვიმოქმედე, ან საერთოდ მოვახდინე თუ არა რამე გავლენა, თქვენ კი სიცოცხლის სურვილი დამიბრუნეთ.
- გაჩუმდით, გთხოვთ! - მაიას ხმაში სასოწარკვეთილება და ტკივილი იგრძნობოდა, თვალები ცრემლებით ავსებოდა და ტიროდა.
- ტირით? - ავტომობილი გზის პირზე მოსხლეტით გავაჩერე - ასე გაწყენინეთ, რომ აგატირეთ? ნუთუ ჩემი გრძნობები ტკივილს გაყენებთ? - შევშფოთდი მე.
- არა, თავი ვეღარ შევიკავე, ყველაფერს მივცემდი, რომ ეს თხუთმეტი წლის წინ მომხდარიყო. ალბათ არ იქნებოდა ცუდი, ჩემი შვებულება რამდენიმე დღეში დასრულდება. მე ისევ თბილისში დავბრუნდები, დავიწყებ მუშაობას, თქვენც დაუბრუნდებით თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას. არ მინდა თქვენთვის ცუდი მოგონება ვიყო. თუმცა არც ის მინდა, რომ ამ ყველაფერს სეზონური რომანის სახე ქონდეს, დასანანია! - ისე ამოიოხრა, თითქოს გულიც ამოაყოლა - ჩვენს შორის საკმაოდ დიდი კედელია და მას ჩემი ცხოვრება ქვია, იქ სამწუხაროდ თქვენი ადგილი აღარ არის.
- ეგ კედელი თქვენ განგებ შექმენით, თქვენთვის მისაღებია, რაც უფრო შორს იქნებით, გულის სიღრმეში საკმაოდ მშიშარა ყოფილხართ. გეშინიათ ჩემი და ჩემი გრძნობების.
- შეიძლება მართალი ხართ! - არ უარყო ჩემი ნათქვამი - მე ახალი ტკივილი არ მინდა, ცხოვრებაში საკმარისი წამება მივიღე, კიდევ რომ არ....
აღარ დაველოდე რას მეტყოდა, მის ტუჩებს დავეწაფე. ისეთი მხურვალე და მწველი აღმოჩნდა მისი ბეგეები, მისი ტუჩებიდან წამოსული ალი მთელ სხეულზე მომედი. იგი თავიდან მეწინააღმდეგებოდა, თუმცა შემდეგ დამნებდა, მისი ალერსი ჩემთვის ყველაფერი იყო.
- მიყვარხარ მაია და შენ დაკარგვას არ ვაპირებ! - ვბუტბუტებდი მე, მისი ალერსით გული ვიჯერე, მკერდში მყავდა ჩაკრული და გასაშვებად არ მემეტებოდა. მაია არ ტიროდა, თვალები უციმციმებდა, იქ არც ნაღველი იყო და არც ტკივილი. მხოლოდ მე ვიყავი, უცნაური გრძნობა ყოფილა საყვარელი ქალის ალერსი, ვერც ერთ შფოთიან და ვნებიან ღამეს ვერ შეადრი, რაღაცა ამაღლებული და აღტკინებული ვიყავი. მაიას სახეზეც იგივე გრძნობას ვკითხულობდი და ეს უფრო მახარებდა, ნუთუ შეიძლება ქალი გიყვარდეს, მასთან არ იწვე და მხოლოდ მისი ალერსი გაკმაყოფილებდეს და გაბედნიერებდეს. არ ვიცი ვის როგორი შეხედულება აქვს სიყვარულზე, მაგრამ არა მგონია, იმ ღამეს ვინმე ჩემზე ბედნიერი ყოფილიყო.
სასტუმროსთან მისულებმა კარებთან ახლოს გაჩერებული ტაქსი შევნიშნეთ, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ისევ გივიკო იქნებოდა.
- ერთი წუთით გამიჩერე! - მთხოვა მაიამ.
- რას აპირებ?
- ძალიან გთხოვ არ ჩაერიო, უბრალოდ უნდა ველაპარაკო, თუ გინდა შენც ახლოს იყავი, მაგრამ მარტოს თუ მომცემ ლაპარაკის საშუალებას, უკეთესი იქნება.
- როგორც გინდა! - დავეთანხმე მე.
მაია ტაქსთან მივიდა და უკან მჯდომს რაღაც უთხრა. გივიკო ავტომობილიდან გადმოვიდა.
- შემოდი და ადამიანურად ვილაპარაკოთ. უკვე ზღვარს გადადიდახ და იქნებ ამიხსნა რა გინდა?
- გასაგებად გითხარი, მოეშვი მაგ უცხოელს მეთქი, ეტყობა კარგად ვერ აგიხსენი! - უხეში ტონით ეუბნებოდა ვაჟი. დავიძაბე, შემეშინდა რამე არ დაეშავებინა და მასთან მივედი. მაიამ არაფერი მითხრა, იქვე მყოფ მაგიდასთან ჩამოჯდა და გვანიშნა დაჯექითო, სასაცილო სანახავები ვიყავით მე და გივიკო ერთ მაგიდასთან მჯდომნი. ოღონდ ამჯერად გივიკო ნასვამი არ იყო, საკმაოდ ფხიზლად გამოიყურებოდა.
- კარგად მომისმინე, რასაც გეტყვი, რადგან მეორედ აღარ გავიმეორებ! - მაიას ხმაში სიმტკიცე ეტყობოდა, თვალებში ცივი და ხისტი გამომეტყველება ჩასდგომოდა - კარგად იცი, როცა შენ დაგშორდი შენგან არაფერი მომითხოვია, თუმცა წესით უნდა გახსოვდეს ყველაფერი. არ მინდა იფიქრო, თითქოს რამეს გაყვედრი, მაგრამ ძალიან გთხოვ გაითვალისწინე, რომ დღემდე ჩემს ბინაში ცხოვრობ შენს ახალ ოჯახთან ერთად, ალბათ, ცუდი ტონია, შვილის მამას შევახსენო, რომ მას ახალ ოჯახამდე ცოლიც ყავდა და შვილიც, და იმ შვილს მამის დახმარება ჭირდებოდა, რაც რატომღაც მისმა მამამ ვერ იგრძნო. დაავიწყდა, რომ ქალიშვილის ცხოვრებაში მონაწილეობის ვალდებულება გქონდა, თუმცა არც ეხლაა გვიან. ძალიან თავაზიანად, სასამართლოში შემიძლია ეგ შეგახსენო. ასევე დაგავიწყდა ისიც, რომ იმ ფირმებში, რომლებსაც ასე ამაყად და კარგად მართავ ნახევარი ჩემი წილია და ჩემი საკუთრებაა. შენს ადგილზე კარგად დავფიქრდებოდი, თუ რა გაქვთ დასაკარგი, შენ და შენს ახალ ოჯახსაც. საინტერესოა, მე რომ ჩემი ქონება მოვითხოვო, შენი ახალი მეუღლე ისევ დარჩება შენთან? - გივიკო ყურადღებით ისმენდა მის სიტყვებს, სახეზე ფერი აღარ ედო, შევატყვე საფეთქელთან ძარღვი, როგორ უცახცახებდა - მე შენს ადგილზე კარგად დავფიქრდებოდი. ორი კურდღლის მადევარმა ისიც არ დაკარგო რაც გაქვს. კარგად იცი, რომ არ მიყვარდი, მიუხედავად ამისა არასოდეს მიღალატია და ჩვენი ერთად ყოფნის დროს არც კი მიფიქრია, ვინმესთვის შემეხედა, დღემდე სხვა კაცზეც კი არ მიფიქრია და ახლოს არ გავკარებივარ, რა უფლებით მოდიხარ და ეჭვიანობის სცენებს მიდგავ, ვინ ხარ? ყოფილი ქმარი, რომელსაც მეორე ცოლი გყავს და მასთან მეორე შვილს ელოდები. წესით ამას მე არ უნდა გახსენებდე, მაგრამ შენი ცხოვრებიდან შენით ამომშალე. ძალიან გთხოვ, მომეშვი და მომეცი წყნარად ცხოვრების უფლება. არ ვიცი ჩემს ცხოვრებაში ვინ გამოჩნდება უცხოელი თუ ქართველი, ოღონდ შენ რომ აღარ იქნები ეგ ნამდვილად ვიცი... შეირგე შენი ცხოვრება და თავი დამანებე, ნუ მაიძულებ მტრად მოგეკიდო, ჩემი შვილის მამა ხარ, არ მინდა ისეთი რამ გავაკეთო, შემდეგ შვილმა მისაყვედუროს, შენც კარგად იცი, რომ შემიძლია კიდევაც და გამკეთებელიც ვარ. ისიც იცი, რომ თუ ჩემს წილ ქონებას წამოვიღებ შენ ოჯახი აღარ გექნება.
- ყოჩაღ, კარგად გაგიზრდია! - ცინიკურად მითხრა გივიმ. ხმა არ ამომიღია, მივხვდი, მაიაზე გაღიზიანებული ჩემზე ცდილობდა ჯავრის ამოყრას.
- ეგ სიტყვები შენ უფრო გეკუთვნის! - გესლიანად უპასუხა მაიამ - კარგი მასწავლებელი შენ იყავი! იფიქრე იმაზე რაც გითხარი, იმედია ხვალ შემოსასვლელში ტაქსს არ დავინახავ, ისე მადლობა კი უნდა გადაგიხადო, შენ რომ არა, მე და კლოდი შეიძლება ვერც კი მივმხვდარიყავით, ერთმანეთი თუ მოგვწონდა, რაც გითხარი, შენს მეუღლესაც გაუზიარე, დარწმუნებული ვარ, ჩემზე უკეთესი მრჩეველი იქნება.
მაია საუბრის დასრულების ნიშნად წამოდგა და როგორც სჩვეოდა გრაციოზული ნაბიჯით სასტუმროში შევიდა, მე და გივიკო პირისპირ დავრჩით. კაცი მე მიმზერდა, მის მზერაში ეჭვიანობა და ბოღმა არ იყო, უფრო სევდას თუ დავარქმევდი.
- მას მტერი ვგონივარ, შეიძლება თქვენც, მაგრამ იმედია მიხვდებით, რომ ჯობდა ერთად არ ყოფილიყავით. მისთვის სიკეთე მინდა, არ მინდა დაიტანჯოს, ეტყობა ზედმეტი მომივიდა. - მისი საუბრიდან დიდად ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, ნაღვლიანად გაიღიმა - წარმატებას გისურვებთ! - მითხრა მე - მოვა დრო და მიხვდებით ასე რატომ ვიქცეოდი, მე მხოლოდ კარგი მინდოდა, მეგონა ასე ჯობდა, მაგრამ ალბათ შევცდი, ბედისწერამ დამცინა. - გივიკო შებრუნდა და წავიდა, მთვრალი რომ ყოფილიყო ვიფიქრებდი, სიმთვრალე ალაპარაკებდა, მისი ნათქვამიდან აზრი ვერ გამოვიტანე რისი თქმა სურდა, ცოტა ხანს ეზოში ვიჯექი და შემდეგ სასტუმროში შევედი. მაიკოს ოთახში სინათლე ენთო, ალბათ ისვენებდა, მეც აღარ შევაწუხე და ჩემს ოთახში შევედი.
მეორე დღეს სასტუმროსთან ტაქსი აღარ იდგა.

მაია ჩვეულებისამებრ იგივე დროს ჩამოვიდა ეზოში, მაგრამ ამჯერად პირდაპირ ჩემსკენ გამოეშურა, ჭორიკანა ქალებმა მისი გამოჩენა შეიმჩნიეს.
- ოჰ, ჩვენმა დედოფალმა გაიღვიძა, დღეს რა გასართობს შემოგვთავაზებთ? - ირონიულად კითხა მან.
- თქვენს ადგილზე საკუთარ ცხოვრებას მივხედავდი, სხვის ცხოვრებაში ჩხრეკის მაგივრად დარწმუნებული ვარ, უფრო საინტერესო იქნებოდა. - ღიმილით მიუგო მან.
- ხედავთ რა მითხრა? - აღშფოთდა ქალი - ჩემი ცხოვრება მაგისი განსახილველია?. როგორ გაბედა ჩემი ოჯახის ხსენება? - მაიას დიდად არ აღელვებდა ეს საკითხი, თვალი კარებისკენ გააპარა და ტაქსი რომ ვერ დაინახა, უფრო გახალისდა. მართალია სიყვარულზე არ ვსაუბრობდით, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა უფრო მორეგულირდა, ბევრს ვსეირნობდით, ვსაუბრობდით, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჩვენი ურთიერთობა წლებია გრძელდებოდა, ნელ-ნელა იზრდებოდა და საბოლოოდ ასეთი სახე მიიღო, ერთმანეთს იდეალურად შევეწყვეთ, თითქოს უსიტყვოდ ვუგებდით, ეს იმდენად ბუნებრივად ხდებოდა, ყველანაირი ძალისხმევის გარეშე, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო, სამწუხაროდ მაიას შვებულება დასასრულს უახლოვდებოდა, ჩვენს ურთიერთობაში ნელ-ნელა განშორების გამო გამოწვეული ნაღველიც გაჩნდა.
- არა უშავს, - ვამბობდი მე - ეგ დიდი პრობლემა არაა, დღევანდლი კომუნიკაციების წყალობით, მაინც ერთად ვიქნებით!

პირობა არ დამირღვევია, მართალია მაია წავიდა, მაგრამ უმეტესად ტელეფონით ან კომპიუტერით სკაიპის მეშვეობით ვეხმიანებოდით ერთმანეთს, მაგრამ მაინც უაზროდ მენატრებოდა, რაღაც უნდა მომეფიქრებინა და მასთან ახლოს ვყოფილიყავი.
ინგლისში მამაჩემთან დავრეკე და შევთავაზე, თუ სურდა მის ნაცვლად თბილისში მის ერთ-ერთ კომპანიაში სიამოვნებით წავიდოდი წარმომადგენლად. საკმაოდ გაუკვირდა ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ იმდენად გაუხარდა, რომ ულაპარაკოდ დამეთანხმა, რამოდენიმე დღეში გადარეკა მის პარტნიორებთან და შეატყობინა, რომ მისი სახელით სრულ ლეგიტიმაციას მაძლევდა.

ალბათ, კარგი იქნებოდა ორიოდე სიტყვით კომპანიაზეც თუ მოგახსენებდით, ეს ჯგუფი მამაჩემმა საქართველოში ჩამოსვლისას ჩამოაყალიბა, ზუსტი ჩამონათვალი, თუ რა ფირმებს მოიცავდა დღემდე არც ვიცოდი, თუმცა ჯგუფმა მალე გაამართლა და ძალიან დიდი მოგებაც მისცა. მისი საქმიანობის სფერო ძირითადად ექსპორტ/იმპორტს მოიცავდა, ტანსაცლემებიდან დაწყებული ავტომობილებითა და სურსათით დასრულებული თითქმის ყველაფერი შემოქონდა. საკმაოდ დიდი კონცერნი გამოვიდა. მამა იმედოვნებდა, რომ საქართველოში ცხოვრების პერიოდში ამ საქმიანობით დავინტერესდებოდი, მაგრამ წლების განმავლობაში, მე ბათუმში, ჩემს სასტუმროში ყოფნას ვამჯობინებდი. ამის გამო ხშირად ვკამათობდით, მაგრამ მაინც განზე დგომას ვარჩევდი, ჩემი გადაწყვეტილების ასე უეცარმა ცვლილებამ საკმაოდ გააოცა და გაახარა კიდევაც, ამიტომ მიზეზის გამოიკითხვა აღარ დაიწყო, მოამზადა ჯგუფი რომელიც დამხვდებოდა და რაც შეიძლება მოკლე პერიოდში მოახერხებდა ჩემ საქმეში გარკვევასა და მუშა პროცესში ჩაბმას.
მაიკოს შევატყობინე, რომ თბილისში ოჯახის ბიზნესის სახელმძღვანელოდ ვაპირებდი გადასვლას, დაწვრილებით არ ამიღწერია კონკრეტულად რა ბიზნესი იყო, თუმცა მაია მაინც კმაყოფილი დარჩა.
საბოლოოდ შევთანხმდით, რომ როგორც კი მე თბილისში ჩავიდოდი და პარტნიორებთან შეხვედრას დავასრულებდი, ერთმანეთს დავუკავშირდებოდით და შევხვდებოდით.
http://4love.ge/uploads/posts/2015-10/1444631596_untitled-3.png[/medium][/center]



№1  offline მოდერი nicol

ოჰოო... პატარა ინტრიგის მარცვალი დავინახე ამ თავში და იმედია მოვლენები საინტერესოდ განვითარდება.
მომეწონა და ველოდები გაგრძელებას.
--------------------
თინა ნიკოლ

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

ინტრიგა მინდა.. არ მომწნს მე გივიკოს გამოხომა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent