ექსპერიმენტი საკუთარ თავზე 3
ჩემს გოგოებს დავურეკე,გამოდით ჩემს ახალ ბინაში თქო,არ იცოდნენ არაფერი და ძალიან გაუხარდათ,ჩემი გამოჩენაც და ახალი ამბავიც,ერთ საათში მე ნათია,მაგდა და კატო უკვე ჩემს მისაღღებ ოთახში ვისხედით ყავას მივირთმევდით და შოკოლადს ვაყოლებდით.მე დაწვრილებით მოვუყევი,ბოლო ერთი კვირის და და დღევანდელი ამბები,არც მათე გამომრჩენია,არც კოკა და არც ის უცნობი. -ვაუ,რა მაგარია ემიიი-ნათიას თვალები გაუბრწყინდა. -დაუჯერებელია,რამ შეგცვალა ასე ერთ კვირაში გოგო,ვეღარ გცნობ,ბოლოს როდის იყავი ასეთი მხიარული და ენაწყლიანი აღარც მახსოვს-კატო გადამეხვია და ნათია და მაგდაც ჩაგვეხუტნენ-ისევ ისე ერთად კუუუს,რა კარგიაა! -ეს ამბავი უნდა ავღნიშნოთ გოგოებო აუცილებლად,ყოველდღე ხომ არ ხდება ასეთი ამბებიიი?-მაგდას როგორც ყოველთვის ახლაც კარგი იდეები აქვს. -კი მაგრამ დღეს მათეს უნდა შევხვდე-დანანებით ვთქვი. -კაი არაუშავს,ხვალისთვის გადავდოთ,თან დღეს ბავშვის დამტოვებელი არ მყავს-წამოდგა ნათია-ხვალ ლადოს დავუტოვებ ნიტას და სადმე წავიდეთ,ეხლა წავალ ბაღიდან უნდა გამოვიყვანო. -ლადო როგორააა?აუ ნიტა მოიყვანე ერთხელ მომენატრაა-უკან მივყევი კარისკენ მიმავალ გოგოებს. -კარგად არის,მოგიკითხა,აუ კუს რაღაც უნდა გითხრა-მომიბრუნდა ნათია,შევამჩნიე,როგორ დაიზაბნენ კატო და მაგდა,მაგდამ თვალით ანიშნა რაღაც და ნათიაც გაჩუმდა. -რა ხდება,მითხარი,მაგდა გეყოფა,ვხდავ ერაღაცას არ მეუბნებით მითხარით. -კაი სადამდე დავუმალავთ,უთხარი ნათი-კატომ ხელი ჩამჭიდა თითქოს გავიქცეოდი. -კვირას ნიკა ჩამოდის-დამნაშავესავით ჩაილაპარაკა ნათიამ.ნიკა ჩამოდის,ნიკა ჩამოდის,ყურები დამიგუბდა,ავკანკალდი,მეგონა წავიქცეოდი,გოგოები შემომეხვივნენ და ისევ დივანთან დავბრუნდით.დამსვეს,მე კი ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა,ვერ ვაზროვნებდი,ისევ ნიკა ისევ, ის ტკივილი,თანაც ახლა,როცა ახალი ცხოვრების დაწყება გადავწყვიტე,როდესმე შევძლებ ,რომ მასზე არ ვიფიქროო? -გვაპატიე კუს,არ გვინდოდა ეს დღე ჩაგვეშხამებინა,მაგრამ მაინც გაიგებდი და ჯობდა ჩემგან გაგეგო-ნიკა ნათიას მაზლია.პირველ კურსზე ვიყავით ნათიამ გათხოვება,რომ გადაწყვიტა,სწორედ მის ქორწილში გავიცანი ნიკა.დანახვისთანავე მოვიხიბლე მისით,ვგრძნობდი თვალებით მჭამდა,მერე საცეკვაოდ გამიწვია,მთელი საღამო ხელი არ გაუშვია ჩემთვის,ლადოს და ნათიას ეუბნებოდა, ცოლად მომყავს ემილი და ადგილი გამითავისუფლეთ გეყოფათ, წადით სასტუმროშიო. -არაუშავს,ნიკა უკვე წარსულია-ვთქვი და წამოვდექი.ჯობია მოვემზადო,სადაცაა მათეს უნდა შევხვდე. -აუ რა კარგია,რას იცმეევ? -წამოდით და ამარჩევინეთ. მთელი გარდერობი გადმოვყარეთ და როგორც იქნა ამოვარჩიეთ,მწვანე ტანზე მომდგარი,მოკლე კაბა,კრემისფერი ფეხსაცმელი და მწვანე კლაჩი.თმა მაგდამ გამიკეთა,მაკიაჟიც,ეხერხება. ამასობაში მათემ დარეკა,გამოგივლიო,არა მე თვითონ მოვალთქო.. რესტორანი ძალიან მყუდრო და ლამაზი აღმოჩნდა,ჩემს დანახვაზე მათე ფეხზე წამოდგა და შემეგება. -შეუდარებელი ხარ ემილი-მაგიდასთან მიმიყვანა,სკამი გამომიწია და დამსვა,თვითონაც მოპირდაპირე მხარეს დაჯდა-რას მიირთმევ ემილი? -არ ვიცი შენ გადაწყვიტე,გენდობი. -ახალა თუ ყოველთვის-ეშმაკურად გამიღიმა და იქვე მდგომ მიმტანს შეკვეთა მისცა,სანამ ის მიმტანს ელაპარაკებოდა,მე ვაკვირდებოდი მის სახეს და უფრო და უფრო ვიხიბლებოდი მისით,ხაკისფერი სარვალი და თეთრი ზედატანი ეცვა,საოცრად გამოიყურებოდა.-სასმელს რას მიირთმევ,თუ მე მენდობიი? -სასმელს,მე ავარჩევ,ბეილისი მინდა,ვგიჟდები ისე მიყვარს.-მიმტანმა დაგვტოვა და მათემ დაჟინებით შემომხედა.მომიყევი შენზე რამე?-უხერხულად შევიშმუშნე. -მაინც რა გაინტერესებს?მკითხე და უფრო ადვილად გიპასუხებ. -ოჯახი,განათლება,ინტერესები,რა ვიცი? -მსობლები დაშორებულები არიან,და მყავს და დედაჩემთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს.მამა ქუთაისში გადავიდა,ბებიაჩემია ცუდად და მას უვლის.ჯავახიშვილში ვსწავლობდი ფინანსებს,მერე მაგისტრატურა კიევში გავაგრძელე,ორი წელია დავბრუნდიი და მას შემდეგ აქ ვმუშაობ.-ამასობასი ბეილისიც მოიტანეს,დავლიე და ცოტა სითამამე მომემატა. -მშვენიერია,ქალი გყავს მათე?-ოოხ ემილიანა რატომ ხარ ასეტი დაუფიქრებელი,რას იფიქრებს -ქალი მყავს-დამცინავად მიპასუხა,ყოცაღ ემილი,მიაღწიე შენსას,ახლა უკვე დააკარგვინე შენი პატივისცემა,უკვე ირონიულად გიყურებს.-მაგრამ არა საყვარელი ქალი-დაამატა მოგვიანებით და საყვარლად გაეღიმა. რატომღაც გულზე მომეშვა,ოღონდ არ ვიცი რა,შაყვარელი ქალი რომ არ ყავს,თუ რომ მიმიხვდა რას ვგულისხმობდი.მერეუცებ ჩემი Xელი აიღო,თითები მომიწირა და ყოველშემთხვევაში დღემდეო დაყოლა. არ ვიცოდი სად გავქცეულიყავი,ასეთ აშკარა ფლირტს მიუჩვეველი ვიყვი და გავწითლდი,უხერხულობის გამო უფრო მეტს ვსვავდი,ვიდრე მინდოდა და როცა რესტორნიდან გამოვედით უკვე ფეხი მერეოდა,მათემ წელზე შემომხვია ხელი და ისე მიმიყვანა მანქანასძთან.თითქოს ცეცხლი მომეკიდა ისე მეწვოდა სხეული,მანქანაში რომ ჩავჯექი,მათემ კარი დახურა და გვერდით მომიჯდა,ჩემსკენ გადმოიხარა,ტმებზე შემეხო თან დაჟინებით მიყურებდა,მე გავინაბე,მერე ჩემი სახე ორივე ხელში მოიქცია და ტუჩებზე ცერა თითი გადამისვა,სიამოვნებიგან გული ამიჩქარდა,თვალები დავხუჭე,ის კი თითს ისევ ჩემს ტუჩებზე მისვამდა,ახლა უფრო ძლიერად,მე დავიკვნესე და ვიგრძენი,რომ ის შეკრთა,ხელი გამიშვა,მანქანა დაქოქა დას სახლამდე არც ერთს არ ამოგვიღია ხმა,ცოტათი ნაწყენი ვიყავი,მეგონა მაკოცებდა,მისკენ არც გამიხედავს ქუჩებს ვუყურებდი,ჩემს სახლთან რომ მივედით და გადასვლა მანქანიდან გადავედი,ხელი მომკიდა-ემილი მოიცადე,მაპატიე წეღანდელის გამო. -არაუშავს,უკვე დავივიწყე-არადა რა დამავიწყებდა ტუჩები ისევ მიხურდა-მადლობა ყველაფრისთვის-და მანქანიდან ფგადავედი,ისიც უკან გამომყვა-სახლამდე მიგცილებ ემი. -არა არაა საჭირო,მშვიდობით. -რააა?რა მითხარი?არა ემილიანა ნახვმდის,დაგირეკავ ხვალ. ხელი ავიქნიე კარგითქო და სადარბაზოში შევაბიჯე,მოულოდნელად მოპირდაპირე სახლის აივნიდან მუსიკის ხმა გაისმა,მე ავიხედე და რამის ფეხები მომეკვეთა,ის იყო ის ბიჭი,ისევ სიგარეტს ეწეოდა,მაგრამ ამჯერად ცაცმული და ჩვენ გვიყურებდა.შემრცხვა და სადარბაზოში შევვარდი. სასწრაფოდ იმ ფანჯრის ფარდები გადავწიე საიდანაც მისი აივანი ჩანდა და წყლის გადასავლებად აბაზანაში შევვარდი,არ მახსოვს რამდენ ხანს ვიდექი წყლის ქვეშ,ვაანალიზებდი დღევანდელ ამბებს,მიყვარს აბაზანის დროს ფიქრი ვმშვიდდებბი.იქიდან დამშვიდებული გამოვედი,მაგრამ მაინ მეფიქრებოდა მათეზე,მერე ნიკაზე,მერე ისევ მათეზე,მოპირდაპირე აივნიდან ისევ მოდიოდა მუსიკის ხმებიიიი და დაძინების სასუალებას არ მაძლევდა.წამოვხტი და ფანჯარას მიივვარდი.აივანი ცარიელი იყო.გული მომივიდა.ისევ დავწექი და მალე ჩამეზინა დილით რომ გავიღვიძე თავი მტკიოდა,წამალს დავლევ მეთქი ვიფიქრე,მაგრამ გამახსენდა არ მქონდა და აფთიაქსი ჩავედი,ტან იმ აივანს ვუყურებდი,აქთიაქი იმ სახლის ქვეს იყო და მეც გზა გადავჭერი და აფთიაქში შევედი,იქიდან გამოსული მოულოდნელად ვიღაცას დავეჯახე და რაღაცნაირად გზაზე გადავვარდი,ვიგრზენი ფეხი რომ მეტკინა,არც შერმიხედავს ვის დავეჯახე,ისე მეტკინა,სულ დამავიწყდა რომ მანქანები ძლივს მიქცევდნენ გვერდს.-ცოტა ფრთხილად უნდა იაროთ გოგონა-მხარზე ვიღაცის ხელი ვიგრზენი და სასიამოვნო ხმამაც გაიჟღერა.ადექით სახლამდე მიგაცილებთ-სწორედ მაშინ სევხედე და გავქვავდი,ის იყო ბიჭი აივნიდან და მიღიმოდა.ვერაფერი ვერ ვთქვი,ასე ჩუმად გადავჭერით გზა,მე ვკოჭლობდი და მის მხარს ვეყრდნობოდი,მან ბინამდე მიმაცილა და დამემშვიდობა.არაფერი უთქვავს,არც სახელი,არც ჩემთვის უკითხავს რამე.მე გაოგნებული და გახარებული ვიყავი და მეწყინა ასე უცებ რომ წავიდა.იმ დღეს სახლიდან არ გავსულვარ,მის აივანს ვუთვალთვალებდი ჩუმად,ღმ,ერთო რა სიმოპატიური იყო,შავგვრემანი შავი თმით და რაღაცნაირი თვალებით,ვერც მივხვდი რა ფერი იყო,მათე სულ გადამავიწყდა,რომ არა მისი ზარი ალბათ არც გამახსენდებოდა.მომიკითხა როგორ ხარო?მაპატიეო წუხანდელისთვისო,არაუშავსმეთქი,ცოტა ხანს მესუბრა და დამემსვიდობა,არა მათესთან არ მინდა ასეთი ურთიერთობა,მირჩევნია თავი შორს დავიჭირო,ძალიან ავცერცეტდი წუხელ,პატარა გოგოსავით მომივიდა. ვსაუზმობდი,რომ უეცრად ჩემი ოთახიდან ხმა შემომესმა,გავედი და რას ვხედავ.... ინტრიგა,მეგობრებო თუ მოგწონთ და გაინტერესებთ,მომწერეთ თქვენი აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.