რა ავირჩიო სიკვდილი თუ სიცოცხლე?(თავი 3)
-განგა- ოთახიდან გავიდა თუ არა ბალიშში სახით ჩავემხე, და გულიდან წამოსული კივილი ჩავიხშე. რა უნდოდა ჩემგან? ვერ ვხვდებოდი რას ითხოვდა? ნახევარი საათი იყო ალბათ გასული, ოთახის კარი რომ გაიღო. ტირილისგან დასიებული თვალები ძლივს გავახილე და კარს გავხედე. ლადო ოთახში შემოვიდა და ლანგარზე დაწყობილი უკვე სადილი, ხელუხლებელი რომ დაინახა, ბრაზით გადმომხედა. -რომ გავედი რა გითხარი?-სახეზე დაჟინებით მომაშტერდა. ხმა არ ამომიღია. ან რა მეთქვა? ახლა ჭამა ის იყო რაც ყველაზე ნაკლებად მინდოდა და რომც მდომოდა, ყელი ისე მტკიოდა, ნერწყვის გადაყლაპვაც კი მიჭირდა.გულის ცემის რიტმმა პიკს მიაღწია. ლადომ ლანგარზე დადებულ თეფშს ხელი წამოავლო, რომელზეც ხილი ელაგა და ზედ მომაყარა. შეშინებულმა წამოვიკივლე. მან კი ხელი დამავლო და საწოლიდან წამომაგდო. ხელები მხრებში ჩამავლო და შემანჯღრია. ეს ყველაფერი ჩემთვის იმდენად შოკის მომგვრელი იყო, გაოგნებული ვიდექი... უკვე აღარ ვიცოდი რა რეაქცია უნდა მქონიდა... რეალობას ვერ აღვიქვამდი... მეგონა მეძინა და თვალების გახელისთანავე დამთავრდებოდა ეს კოშმარი, თუმცა... -განგა,ბუტიაობა გადაწყვიტე? ჩემთან თამაში გინდა? თუ უჭმელობით გადაწყვიტე, მინდა იცოდე, რომ ცუდი გადაწყვეტილებაა... იცოდე, შენს თავს რამე რომ დაუშავო, დედაშენი და ლანა უკან მოგყვებიან. გეფიცები განგა, ორივეს მოვკლავ... თვალსაც არ დავახამხამებ, ისე მოგაყოლებ ორივეს ფეხებში... -არა... -ამოვიკნავლე. ლანასა და ქეთის ხსენებამ, გონს მომიყვანა. -კი განგა, კი... ერთი ნაკაწრიც რომ ვნახო შენს სხეულზე, შენს თვალწინ გამოვჭრი ყელს ლანას. მერე არ მითხრა არ გამაფრთხილეო -საჩვენებელი თითი ცხვირწინ დამიტრიალა და ხელი გამიშვა.-საჭმლის ჭამა ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომელსაც უსიტყვოდ შეასრულებ. შენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა, შენს ქმედებებზეა დამოკიდებული. არ დაგავიწყდეს...-კარი გაიჯახუნა. უხმოდ ვიდექი გაშეშებული და ცრემლები ჩამომდიოდა. ჩემს თავს ვინ ჩიოდა? თავს ცოცხლებში ისედაც აღარ ვთვლიდი, მაგრამ ჩემი და და დედაჩემი? ვერ დავუშვებდი მათ რამე მოსვლოდათ... ძალიან მიჭირდა... აზროვნება დაბინდული მქონდა. ნირმალურდად ვერც აღვიქვამდი, ჩემს მდგომარეობას. ფეხზე დგომით ძალაგამოცლილი, საწოლისკენ დავიხარე და მიმობნეული ხილი წამოვკრიფე. ლარნაკზე დადებული ფორთოხლის წვენი და კრუასანი გაჭირვებით გადავუშვი ყელში და და ისევ საწოლში შევწექი. ჩამეძინა... მთელი დღე ოთახიდან არ გავსულვარ. უკვე საღამო იყო რომ გამომეღვიძა. სახლში სიჩუმე სუფევდა, ვხვდებოდი, რომ ლადო გასული იყო. შედარებით დამშვიდებული ვიყავი. ტკივილიც ცოტა გამნელებოდა... კარის ხმა მომესმა. ლადო დაბრუნდა. თვალები დავხუჭე... თითქოს რეალობა შეიცვლებოდა. ფეხის ხმა მესმოდა პირველი სართულიდან. -განგა, გღვიძავს?-ჩემი სახელის გაგონებაძე გამაცია. ყურებზე ხელი ავიფარე, მისი ხმის გაგონება აღარ მინდოდა. თუმცა ჩემს სმენას მაინს მოსწვდა მისი ხმა.- ჩაიცვი და დაბლა ჩამდი ახლავე. არ გავნძრეულვარ. შეშინებული ოთახში თვალებს ისე ვაცეცებდი, თითქოს ვინმეს ვეძებდი, ვინც დამეხმარებოდა. „ შენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა, შენს ქმედებებზეა დამოკიდებული“, „ შენს თვალწინ გამოვჭრი ყელს, ლანას“ მის სიტყვების გახსენებაზე, ცეცხლი მომეკიდა. საბანი მოვიშორე და ავდექი. რა უნდა მექნა? რა გარანტია მქონდა რომ ლანას და ქეთის მართლა რამეს არ დაუშავებდა? კარადასთან მივედი და თბილი ზედა და სპორტული შარვალი გამოვიღე. ზედა გადავიცვი და შარვალი დიდი გაჭირვებით ჩავიცვი. სარკეში ჩავიხედე და ყელზე გაწითლებულ ადგილებს დავაკვირდი. სახეზე დიდად არ მემჩნეოდა არაფერი. ტუჩი შიგნიდან მქონდა გახეთქილი, და ოდნავ გამსიებოდა. ლოყაზე ოდნავ სიწითლე მემჩნეოდა. თმა უწესრიგოდ გადავიყარე უკან და კუდად შევიკარი. ლარნაკი ხელში ავიღე და ქვემოთ ჩავედი. ლადო სამზარეულოში იყო და კვერცხს წვავდა. ჩემს დანახვაზე გაიღიმა. -დღეს მე მოვამზადებ ვახშამს... შენ გეპატიება უსაქმურობა, გარკვეული მიზეზების გამო, ოღონდ მხოლოდ დღეს. შენს განებივრებას არ ვაპირებ. დაჯექი, რატომ დგახარ?-სკამზე მიმითითა. ისე მელაპარაკებოდა, თითქოს გუშინდელი ღამე არც კი ყოფილიყოს... უხმიდ მივედი მაგიდასთან და ლანგარი დავდე. სკამზე ძლივს ჩამოვჯექი. ლადომ გაზი გამორთო და მომიბრუნდა.-ხვალ სამსახურში ყველა საქმეს მოვრჩები და ზეგ დილით სადმე წავალთ. განგა, მინდა იცოდე რომ ძალიან გავბრაზდები ამ სახლიდან, რაიმე ამბავი გარეთ რომ გავიდეს. ხომ ხვდები არა? არც დაქალები, არც შენი და და არც დედაშენი ჩვენს საქმეში არ უნდა ჩაერივნონ, გაიგე? თავი ისე დავუქნიე მისთვის არც კი შემიხედავს. ერთ წერტილს მიშტერებული ვიჯექი სკამზე და ცრემლების შეკავებას მთელი ძალით ვცდილობდი. -ასე არ ჯობია?-ხელი ნიკაპზე მომკიდა და მისკენ შემაბრუნა. უემოციოდ ვუყურებდი თვალებში. არ ვიცი რას ხედავდა იქ, მაგრამ მაშინვე განწყობა შეეცვალა და ხელი გამიშვა. მაგიდა გაშალა და კვერცხი დამიდო თეფშზე. უხმოდ ვივახშმეთ. ამას თუ ვახშმობა ერქვა... სულ რამდენიმე ლუკმა შევჭამ და ჩანგალი თეფშზე დავდე . ლადომ ქვემოდან მკაცრად ამომხედა. -სულ ესაა? ჭამე...-მიბრძანა. -არ შემიძლია, ვერ ვყლაპავ...- ამოვიჩურჩულე. -წადი დაწექი.-ფეხზე ავდექი და გასასვლელისკენ წავედი. - შენი ნივთები მოგიტანე. შენები კარგად არიან, მოგიკითხეს. ადგილზე გამყინა მისმა სიტყვებმა და შეძლებისდაგვარად სწრაფად შევბრუნდი მისკენ. მიხვდა ჩემი დაძაბულობის მიზეზს. -კარგად არიან და მათი კარგად ყოფნა შენზეა დამოკიდებული ამის შემდეგ... ბარგს მე ამოვიტან ადი შენ.- სხვათაშორის მითხრა და თებშები მაგიდიდან აიღო. არაფერი მითქვამს. კიბეები ავიარე და ოთახში ავედი. ჩემს თეთრ ჩანთას ვეცი, სადაც წესით ჩემი მობილური უნდა მქონოდა. ელვა გავხსენი და ეკრანი გავანათე. 30-მდე ზარი იყო შემოსული, ზოგი დედასგან, ზოგიც ლენასგან და ნანკასგან. ალბათ როგორ ნერვიულობდნენ... სასწრაფოდ დედას ნიმერი ავკრიფე და დავრეკე. -დედა, როგორ ხარ?-მაშივე ჩავძახე, როგორც კი მიპასუხა... -კარგად დედა. კა იყო რა ხმა გაქვს?შეშფოტებული ხმა ჰქონდა. -არა დედა, კიბე ამოვირბინე და დავიღალე...-მაშინვე დავამშვიდე. სიმართლეს ვერასოდეს ვეტყოდი. -დღეს ლადო იყო და შენი ბარგი გამოვატანე. რატომ არ წამოხვედი შენც? აღარ გინდა დედა და და ხომ?-მისმა სიტყვებმა გული მომიკლა. რას არ მივცემდი რომ ახლა მათთან ვიყო და ეს ნაბიჯი არ გადამედგა... -რას ამბობ დედა?- ცრემლები წამომცვივდა, ხმა გამებზარა. -განგა რა გატირებს?-რა თქმა უნდა მიხვდა, რომ ვტიროდი. -ასე რატომ თქვი? ხომ იცი რომ ასე არა? -ისევ ტყუილით დავიძვრინე თავი. -მერე ამაზე უნდა იტირო? ჩემო სულელო გოგო...- გონზე ქვემოდან ამოსულმა ხმაურმა მომიყვანა. არ მინდოდა, რომ ჩვენი საუბარი მოესმინა. -დე, ლადო მეძახის ვნახავ რა უნდა კარგი? ხვალ დაგირეკავ და იცოდე რომ ძალიან მიყვარხარ. -ისევ გაუჩერებლად მცვიოდა ცრემლები. მხოლოდ მათ გამო ვაპირებდი ყველაფრის ატანას. მხოლოდ მათ გამო ვიცოცხლებდი... -კარგი დედიკო.-მხოლოდ ეს გავიგონე. სასწრაფოდ გავთიშე და ისევ ჩანთაში ჩავაგდე ტელეფონი. ავიღე ჩემი ნივთები და აბანოში შევედი. ცხელი შხაპი მესიამოვნა, მიუხედავად იმისა რომ ნატკენ ადგილებზე ცეცხლს მიკიდებდა... “ჩაცმულ-დახურული“ გამოვედი აბანოდან. ლადო ისევ არ იყო ოთახში. ასე ჩაცმული შევწექი საწოლში და ჩემს ადგილას ემბრიონის ფორმაში დავწექი. თვალები დავხუჭე. შიშისგან ვცახცახებდი. მეშინოდა იგივე არ განმეორებულიყო. მთელი ძალით ვცდილობდი თავის მოთოკვას, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. გაგიჟებას ცოტა მაკლდა. ოთახის კართან მოსვლის ხმა გავიგე. კარი გაიღო და ლადო შემოვიდა ოთახში. გავშეშდი... ლადო მომიახლოვდა და დამხედა. არც კი ვსუნთქავდი... თვალი არ გამიხელია. თავზე ხელის გადასმა ვიგრძენი, ისევ უძრავად ვიწექი. ვიცოდი, ხვდებოდა რომ მეღვიძა, მაგრამ არაფერი უთქვამს. სააბაზანოში გავიდა და მალევე დაბრუნდა ოთახში. თვალები ისევ დახუჭული მქონდა. უხმოდ შემოწვა საწოლში, ისე რომ არ შემხებია. ჩემი გულისცემა და ნერვები მოსვენებას არ მაძლევდნენ, დაძაბულობისგან ყველა კუნთი მითრთოდა. მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე. არც გავნძრეულვარ დაახლოებით სამი საათი. როცა დავრწმუნდი, რომ ეძინა ჩუმად ავდექი. თბილი ხალათი ავიღე და ოთახის კართან დადგმულ სკამზე დავჯექი. ფეხები სკამზე ავაწყე და შუბლი ჩამოვდე მუხლებზე. მის გვერდით ვერ ვიწვებოდი. მის მშვიდ სუნთქვას ვერ მოვუსმენდი. ისე დამათენდა თავზე, არ გავნძრეულვარ. გაყინული ვიყავი, მაგრამ სიცივეს ყურადღებას არ ვაქცევდი. საწოლში მხოლოდ მაშინ შევწექი, როცა ლადომ წრიალი დაიწყო და მივხვდი იღვიძებდა... ჩემი დაწოლიდან ნახევარ საათში გაიღვიძა და ადგა. საწოლს შემოუარა და დამხედა. შემდეგ კარადაში ქექვა დაიწყო, აბანოში შევიდა და იქიდან გამოსვლის შემდეგ, ჩემს თავთან მდგარ ტუმბოზე რაღაც დადო. ოთახიდან ფეხაკრეფით გავიდა. მაშინვე გავახილე თვალები და ტუმბოზე დადებულ ფურცელს შევხედე სადაც ჩემთვის „ შეტყობინება“ დაეწერა ლადოს. „განგა, მე სამსახურში მივდივარ. დღეს ყველაფერს მოვამთავრებ. სახლიდან არ გახვიდე. ვახშმისთვის დავბრუნდები. ჭკვიანად იყავი. იმედია შეხსენება არ გჭირდება რა მოხდება წინააღმდეგ შემთხვევაში... სადილი და საუზმე არ გამოტოვო... გადავამოწმებ... ლადო“ გული ამიჩქარდა... აწი ყოველი დღის დასაწყისში უნდა გამახსენოს, რომ ჩემები კარგად ვერ იქნებიან მე თუ ჩემს თავს რამეს დავუშავებდი? ფურცელი ხელებში მოვკუჭე და კედელს გავუქანე. რამის გაკეთება, რომ შემეძლოს... კარის ხმა გავიგე, როგორც ჩანს წავიდა. მაშინვე ფეხზე ავდექი და აბანოს მივაშურე. მძულდა ეს საწოლი, მძულდა ეს ოთახი, ეს სახლი... ჩავიცვი და ჩანთიდან ისევ ამოვიღე ტელეფონი. ნანკას ზარების და მესიჯების რაოდენობა პიკს აღწევდა. ისევ ხელში მეჭირა ტელეფონი, როცა ისევ ნანკას ზარი შემოვიდა. ღრმად ჩავისუნთქე და ვუპასუხე. -გოგო, ცოცხალი ხარ?- ხმაც არ მქონდა ამოღებული, ისე დამიკივლა... -მთელი 2დღეა გავხეთქე ტელეფონი უნდა გამაგიჟო? კართან ვდგავარ გააღე. მომახალა და გამითიშა. მაშინვე სარკეში ჩავიხედე. ტუჩი გასიებული აღარ მქონდა, მაგრამ სიწითლე კიდევ მეტყობოდა ლოყაზე, ყელზე კი სიწითლე. შარფი ავიღე და ისე შემოვიხვიე, რომ სიწითლეები დამეფარა. მაისურზე სასწრაფოდ ჟაკეტი შემოვიცვი და მკლავებზე სილურჯეები და ახლახანს შეხვეული მაჯა დავმალე და კიბეებზე ჩავედი. სიარული კიდევ მიჭირდა, თუმცა ისე აღარ როგორც გუშინ. კარი გავაღე თუ არა, მაშინვე ქარბორბალასავით სახლში შემოვარდა ნანკა. -ვაიმე, ვინ არ გათხოვილა რა განგა და ასეთი იგნორი ჩემთვის ჯერ არავის გაუკეთებია.- არც შემომხედა ისე შევიდა მისაღებში და მდივანზე მოკალათდა.-აბა აქ მოდი ქალბატონო, რა შორიდან მოყურებ? -ყავას გავაკეთებ ჯერ. არ გინდა?-მოჩვენებითი მხიარულებით ვკითხე. -მე არ დამილევია ჯერ. -კი მინდა, არც მე დამილევოა. აქ გამოვქანდი დილითვე. თუ მოკვდა ჩემი დაქალი, მისი ცხედარი ჯერ მე უნდა ვნახო მეთქი, ვფიქრობდი.-ისევ შემომიბღვირა. -ნეტავ ასე ყოფილიყო.-ჩუმად ჩავიბუტბუტე სამზარეულოსკენ წასულმა. -მოიცა მეც წამოვალ.-უკან ამედევნა ნანკაც.-სისხლი უნდა გამოგწოვო, ამდენი რომ მანერვიულე.-არ ცხრებოდა.- ჰა, ეხლა მოყვები ბოლოს და ბოლოს? -რას? -დავიბენი. და ყავის კეთება დავიწყე. -რა რას გოგო? ასეთი თვალებით ნუ მიყურებ რა... შენი სასიყვარულო ღამეები არ მაინტერესებს. ტელეფონს რატომ არ პასუხობდი? -ჩანთაში მქონდა და ამოღება დამვიწყებოდა. -თავი ვიმართლე. -გოგო სახეზე რა გჯირს? -შეშფოთებულმა იკითხა და სახეზე დაჯინებით დამაკვირდა. -არაფერი ნანკა, რა უნდა მჭირდეს? ფეხი ამიცდა და... კარადაც მივეჯახე...-ამ ორ დღეში, უკვე იმდენჯერ ვიცრუე, მგონი დამაჯერებლადაც კი გამომდის უკვე... -და ეს შარფი რად გინდა?- შარფზე ხელი წამავლო და ყელიდან ჩამოასრიალა. ხელები წავივლე სიწითლის დასაფარად, მაგრამ გვიანი იყო. ნანკამ ყველაფერი დაინახა. -ეს რა არის გოგო? -იკივლა ბოლო ხმაზე. მეტი აღარ შემეძლო და სახეზე ხელებაფარებულმა ტირილი დავიწყე. თავს ვერ ვიკავებდი. ნანკამ მხრებში ჩამავლო ხელი და შემანჯღრია. -რა გჭირს განგა? ვაიმე... გოგო რა დაგემართა? -თვითონაც ცრემლები წამოუვიდა. მისი თბილი ხელები მხრებზე რომ მომეხვია, უარესად ავტირდი... მუხლები მომეკვეთა და ძალა გამოცლილი ჩავჯექი იატაკზე. ნანკაც ჩამომყვა და მის მხარზე ვქვითინებდი გაუჩერებლად.თვითონაც ჩემთან ერთად ტიროდა. პატარაობიდან ასე ვიყავით. რომელიმე ჩვენგანი თუ ტიროდა, მეორეც წამში გადმოღვრიდა ხოლმე ცრემლებს. რამდენიმე წუთში როგორღაც დავწყნარდი. ნანკამ შენ ყავაკი არა ჩაი გჭირდებაო და თვითონ გააკეთა. მისაღებში გავედით ჩაი დავლიეთ და მის მუხლებძე თავდადებულმა, ტირილ-ტირილით ყველაფერი მოვუყევი. ნანკაც ჩემთან ერთად ტიროდა. სახეზე, თმაზე მეფერებოდა... მხოლოდ ერთხელ გამაჩერებინა მოყოლა და აცახცახებულმა მისი მუხლებიდან წამომაგდო. -რას ნიშნავს თავს იკლავდი? რას ნიშნავს გამაგებინე...-ხმამაღლა მიყვირა. -გინდა შენები გადარიო? გინდა მეც მომკლა? რა უნდა ვქნა შენს გარეშე? -არ მინდა სიცოცხლე გესმის? არ მინდა ამ ჯოჯოხეთში ყოფნა... შენ არ იცი... ვერ წარმოიდგენ...-ისევ ავტირდი. -მერე წამოდი მისგან. აქ რატომ ხარ? უჩივლე ამ არაკაცს და დაამთავრე ეს ჯოჯოხეთი. -რა ვუჩივლო გოგო დაგავიწყდა სად მუშაობს? თავს ვერ დაიძვრენს დავიჯერო? ვინმეს რამე რომ უთხრა, ან შენს თავს რამე რომ დაუშაო, დედაშენს და შენს დას მოვკლავო... ქეთის და ლანას დაემუქრა ხვდები? სიკვდილის უფლებაც კი არ მაქვს. არ ვიცი რა ვქნა?-თავი მის მუხლებზე დავაბრუნე და ისევ გაუჩერებლად ვტიროდი. უხმოდ თმაზე მეფერებოდა ნანკა. მისი ცრემლები კი სახეს მინამავდა. მთელი ღამის უძილოს. ღრმად ჩამეძინა... *** ჩემო კარგებო, მოვედი და მოვიტანე ახალი თავი. მაინტერესებს ძალიან რას ფიქრობთ... ველი თქვენს შეფასებებს. სიყვარულით, მარი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.