შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეოცნებე 3


13-10-2015, 01:12
ავტორი yummyy
ნანახია 1 836

„დღეს რთული დღე მექნება ალბათ“ ვფიქრობ და თან სარკეში ჩემს თავს ვათვალიერებ, საბოლოო შტრიხებიც შევიტანე მაკიაჟში და სახლიდან გავედი. კარგ ფორმაში ყოფნა როგორც ყველა ქალს, მეც ძალიან მიყვარს და ჩემს თავს საკმაოდ დიდ დროსაც ვუთმობ, უბრალოდ ბევრი მაკიაჟის ტარება ჩემთვის აუტანელია და მგონია რომ სახეზე ნიღაბი მიკეთია რომელის ქვეშაც ყველა ემოცია იმალება, ამიტომ ძირითადად ტუჩის ფერთან მიახლოვებული პომადით და თვალის ოდნავ ჩახატვით შემოვიფარგლები.

სამსახურში დროზე ადრე გამოვცხადდი. ქალბატონმა მაკამ, რომელმაც გამოსაცდელი ვადით ამიყვანა, მითითებები მომცა და მეც საქმის კეთებას შევუდექი. დავალება ძალიან რთული მომეჩვენა, ჩემს მიერ გაკეთებული პიარის შედეგად, ერთ-ერთი სასტუმრო მინიმუმ 50 კაცს უნდა დაებუქა დღის ბოლომდე, მაგრამ საიტის დიზაინში მცირე ცვლილებები დავამატებინე და 50 კი არა 100 კლიენტზე მეტი გავუჩინე სასტუმროს. მოკლედ მაკა ისეთი კმაყოფილი დარჩა, უსიტყვოდ დამტოვა. ცოტა ხანში ნუცის და ნინის დავურეკე და ვუთხარი სამუშაოდ დამტოვესთქო, იმათაც ძალიან გაუხარდათ და კითხვები დამაყარეს, საღამოს ჩემთან მოვიპატიჟე და ყველაფრის დაწვრილებით მოყოლას დავპირდი.

ლანჩზე გახარებული ჩავედი სასადილოში და აპარატით ყავა დავისხი. თან საბუთები გადავათვალიერე და ანალიტიკისთვის გავამზადე. ყავა ავიღე და ისეთი ცხელი იყო კინაღამ ხელი დავიწვი, მაშივე გამივარდა. ხელს აქეთ იქით ვაქნევდი და ვაგრილებდი, ამ დროს მხედველობაში მომხვდა წინ მდგომი მამაკაცის პერანგი, რომელიც აშკარად ჩემი ყავით იყო შელამაზებული. საშინლად გავბრაზდი ჩემს თავზე, ასეთი დაუკვირვებელი როგორ ვარ ყოველთვის! ნელ-ნელა ზემოთ ავაყოლე მამაკაცს თვალი და ამ დროს უფრო ცუდად გავხდი. როგორ შეიძლება ბედმა ადამიანი ასე ხშირად შეგახვედროს, როცა ყველაზე მეტად მისი ნახვა არ გინდა და თან მუდმივად საშინელ სიტოაციაში. ჰო ნამდვილად სატანა იყო ჩემს წინ. იმისდა მიუხედავად რომ ცხელი ყავა გადავასხი სახე არც კი შეკრთობია, მაშინვე ჩემკენ გამოიწია და ხელი წამავლო
- მართლა ძალიან დიდი ბოდიში, შემთხვევით მომივიდა, არ მინდოდა - ვლუღლუღებდი ჩუმად, მგონი არც ესმოდა, მაგრამ უფრო ხმამაღლა რამის თქმას ვერც ვბედავდი, ვფიქრობდი როგორ გამემართლებინა თავი, მაგრამ ასეთ მიზეზს ვერ ვპოულობდი.

-აქ რას აკეთებ? გუშინ გარკვევით გითხარი რომ შენი დანახვა არ მინდოდა. მუდმივად პრობლემებს მიქმნი
-ბოდიში
ვიცოდი რომ დამნაშავე ვიყავი, რა უნდა მექნა არ ვიცოდი. ჯერ მანქანა დავუმტვრიე, მერე წავაქციე, ახლა კი ყავა გადავასხი, ეს ყველაფერი კი სულ რაღაც რამდენიმე დღეში. ნამდვილად ბედის ირონიაა
-ბოდიში კი არა აქ რას აკეთებ მეთქი? ახლავე წადი აქედან
-აქ ვმუშაობ
-რაო? ხო არ მომესმა? არ ვიცი როდის სად მუშაობდი მაგრამ ამ წამიდან აქ ნამდვილად აღარ იმუშავებ. ჯობია შენი ბარგი ჩაალაგო
-სამსახურიდან მაგდებთ? კი მაგრამ ვინ ხართ თქვენ? რატომ გგონიათ რომ ამის უფლება გაქვთ?
-ეს ჩემი კომპანიაა და კოლეგებს თავად ვირჩევ
-ირაკლი რა ხდება- ქალბატონი მაკა ჩაერთო საუბარში
-არაფერი მნიშვნელოვანი, ერთი უსაქმური გავაგდე ახლახანს. სულ ესაა
-შემთხვევით უსაქმურს იმ ადამიანს ხომ არ უწოდებ რომელმაც მარტო დღეს 100-ზე მეტი კლიენტი უშოვა ჩვენს პარტნიორს? არ დავუშვებ რომ ასეთმა კარგმა გოგომ სამსახური დატოვოს. მით უმეტეს რომ არ დაუმსახურებია
-ქალბატონო მაკა, მადლობა რომ დამიცავით მაგრამ მართლაც დამნაშავე ვარ - თავი დავხარე და სატანის განაჩენს დაველოდე
-ხომ ხედავ, თვითონაც არ სურს მუშაობა, მხოლოდ უსიამოვნებების მოტანა შეუძლია
-მართა, საყვარელო, შენ ხომ გსურს რომ იმუშავო?
-მე კი, მაგრამ არ...
-ხოდა მორჩა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვტოვო -სიტყვა გამაწყვეტინა და ხელი მომხვია
-ქალბატონო მაკა, იცით რომ ძალიან მიყვარხართ, ჩემთვის ახლობელივით ხართ, მაგრამ მგონი გავიწყდებათ რომ უფროსი მე ვარ და გადაწყვეტილებებსაც მე ვიღებ
-რა თქმა უნდა შენ წყვეტ ყველაფერს. უბრალოდ თუ ასეთი უსამართლობა მოხდება და ამ გოგოს სამსახურის დატოვება მოუწევს, მეც ვეღარ დავრჩები
-კარგი რა, ყველაფერი ამ სულე.. პატარა გოგოს გამო? -უცებ გადააკეთა სიტყვა მაგრამ მაკამ ეს შეამჩნია და თვალები დაუბრიალა
-კარგი მაკა, დარჩეს, მაგრამ თუ რაიმეს არასწორად გააკეთებს მაშინვე დატოვებს სამუშაოს და არ შემეწინააღმდეგები
-შევთანხმდით - მაკა ღიმილით ჩამოშორდა ირაკლის და ერთად დავუბრუნდით სამუშაო ადგილს. დღე დამღლელი იყო, მაგრამ სამუშაო შევინარჩუნე და ამითაც ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს იმ სატანას მუშაობის პროცესში მაინც აღარ გადავეყრები.

სახლში რომ მივედი მერე მივხვდი მთელი დღის განმავლობაში როგორ დავღლილვარ. შხაპი მივიღე, თხელი ხალათი მოვიცვი და გოგონების ლოდინში ტელევიზორის ყურება დავიწყე, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა არ ვუყურებდი, სულ დღევანდელ დღეზე ვფიქრობდი და გაუაზრებლად ვრთავდი არხიდან არხზე. ცოტა ხანში კარზე ზარის ხმა გავიგე და გახარებული წავედი გასაღებად, იმედი მქონდა ჩემი გოგოები კარგ ხასიათხე დამაყენებენ როგორც ყოველთვისთქო, მაგრამ კარში ლუკა დამხვდა ვარდებით ხელში, გამოჭიმული. ნუცას ეჭვები გამართლდა, მგონი ლუკას მართლა მოვწონვარ. ეს ბიჭი მართლა ძალიან მიყვარს და ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს, მაგრამ მეგობრის გარდა სხვანაირად არასდროს შემიხედავს. ისე გარეგნულადაც სიმპატიურია, მაღალი მწვანეთვალება, ყავისფერი მოკლე თმით და დაკუნთული სხეულით. ასეა თუ ისეა, ისეთი დაღლილი ვიყავი, სულ რომ ლეონარდო დიკაპრიო დამხვედროდა ვარდებით ხელში, მაშინაც ვერ გამოვხატავდი სათანადოდ სიხარულს. მოკლედ მოკლედ რომ ვთქვა, ლუკას თავი არ მქონდა. ნაძალადევად გავუღიმე და სახლში შემოვიპატიჟე. ვარდები გამოვართვი და ადგილი მივუჩინე. თვალს ისე ხარბად მაყოლებდა მერე დავწვი რო ერთი სიფრიფანა ხალათის ამარა დავდიოდი. გამოვიცვალე და ცოტა ხანში სავარძელზე გვერდით ჩამოვუჯექი

-აბა ლუკა აქ რა ქარმა გადმოგაგდო? -თავს ვიშტერებ ჩემი ჭკუით
-რავიცი, რომ გითხრა აქვე ვიყავი და გამოგიარეთქო დაიჯერებ?
-ჰაჰ ეჭვი მეპარება, ახლომახლოს ვარდები არ იყიდება როგორც ვიცი
-ჰოდა მაშინ გეტყვი რომ მომენატრე და მინდოდა მენახე, ვარდები კიდევ შენსავით ვარდივით გოგოსთვის ზედგამოჭრილია. ისე მგონი ძალიან მოულოდნელად დაგადექი თავს და უხერხულია- ცდილობდა თან ხუმრობაში გაეტარებინა ყველაფერი და თან ჩემთვისაც ესიამოვნებინა.
-არა ლუკა არაა უხერხული, როცა გინდა შეგიძლია მაშინ მოხვიდე, შენი ნახვა ყოველთვის გამიხარდება
-ხო მართლა, სამსახურში როგორ ჩაიარა ყველაფერმა?
-მშვენივრად, დღეს საცდელი დღე მქონდა და ამიყვანეს, უფროსმა შემაქო და ძალიან მოვეწონე. მარა ნუ ეგ მთლად უფროსიც არაა. ეგეთი რო იყოს რა უჭირს
-რატო უფროსი არ მოგწონს?
-საშინელი კაცია, უჟმური და ამაყი. ისაა ვისაც მანქანით დავეჯახე რამდენიმე დღის წინ, გახსოვს რო გითხარი? საშინელი დამთხვევაა. სუფთა სატანაა- თან ენა გამოვყავი და დავიჭყანე, ლუკამ გულიანად გადაიხარხარა
-თუ ეგეთი საშინელი კაცია რა გინდა მაგასთან, ხვალვე წამოდი, გაგაწამებს მთელი მუშაობის განმავლობაში, მით უმეტეს არც მოწონებიხარ - სრული სერიოზულობით განმიცხადა
- ხო მაგრამ ჩემი საოცნებო სამსახურია, ზუსტად ისაა რაც ამდენი ხანი მინდოდა და როცა უკვე მუშაობა დავიწყე ასეთ შანსს ხელიდან ნამდვილად ვერ გავუშვებ.
-მე მაინც წამოსვლას გირჩევ მაგრამ შენი საქმე შენ უკეთ იცი. წავალ ახლა მე, გვიანია და აღარ მოგაცდენ - ამ დროს გოგონებიც შემოვიდნენ კარში და ლუკა რომ დაინახეს გაუხარდათ, დარჩენა თხოვეს მაგრამ მტკიცე უარზე იყო, წავიდა. მართალია ყოველთვის ბევრს ხუმრობს მაგრამ ცანცარა ნამდვილად არაა და ამას იმიტომ აკეთებს რომ კარგ განწყობაზე დამაყენოს. სხვა სიტოაციებშიც მინახავს, როცა სრულიად სერიოზულ საქმეზეა და ძალიან დინჯია. ისეთი კარგი ხასიათები და ქცევები აქვს მე თვითონ მიკვირს რატო არ შემიყვარდა ამდენი ხანი.



№1  offline წევრი Eternity8

ძალიან საინტერესოა :* მალე დადე, ველოდებო ძალიან <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent