შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექსპერიმენტი საკუთარ თავზე 4


13-10-2015, 03:08
ავტორი ლორელაი
ნანახია 5 997

იატაკზე,ზუსტად ფანჯრის წინ რაღაც ყუთი ეგდო,მაშინვე შემოვაცალე ცელოფანი და ხელების კანკალით ავხადე თავი.შიგნით ერთი წითელი ვარდი იდო და რაღაც ვარდისფერი ქაღალდი.''უფრო მეტი ყურადღებით პატარავ''-ბიჭი აივნიდან,გამიელვა თავში და აივანს გავხედე,არავინ იყო.რა რომანტიულია,კი მაგრამ როგორ მოახერხა ყუთის შემოგდება?ნეტავ რა ჰქვია, მოსვენება დავკარგე.კარადიდან ჩემი დღიური გადმოვიღე და წუხანდელ ამბებს დღევანდელიც მივუმატე.დღიური იმისთვის მჭირდება,რომ ყველაფერი აღვწერო,მერე ახლანდელ ემის რომ შევადარო მომავლის ემი.
მაგდამ დამირეკა დღეს ჩვენს ბარში მოდი,გოგოებიც მოვლენო.ჯინსი ჩავიცვი და წითელი მაისური.მანქანით არ მინდოდა წასვლა და ვიფიქრე ფეხით გავალთქო,ელბაქიძის აღმართს რომ ავუყევი დავინახე სასტუმროდან კოკა გამოვიდა ვიღაც გოგოსთან ერთად,დამინახა და მომესალმა,როგორ ხარ მეზობელოო,გამეღიმა,ცოტა ხანს მესაუბრა,მერე რაღაც საღამოზე დამპატიჟა თავის მეგობრებთან,კარგი ტიპები არიან ნუ მოგერიდება,ნახავ მოგეწონებაო.კარგი მეთქი და დავემშვიდობე.ბარში რომ მივედი გოგოებმა კითხვები დამაყარეს,მეც ყველაფერი მოვუყევი,კი შემრცხვა მაგრამ,მათ მოყოლილ ამბებთან შედარებით ეს არაფერია.
-აშკარად პროგრესია ემ-გაეცინათ გოგოებს.კიდევ ბევრი ვისაუბრეთ,ვიცინეთ,გოგოებიც მომიყვნენ თავის ამბებს.მერე მაგდას შეყვარებულმა დაურეკა და მოვალო უთხრა,ძმაკაცთან ერთად ვარო.მალე მოვიდა თემო და უკან ერთი ბიჭი მოჰყვა,სახეზე ვერ დავინახე კარგად,რადგან თემოს უკან იდგა-გაიცანით გოგოებო ჩემი ძმა ლაშა ლეჟავა.
-სასიამოვნოაო-თქვა ნაცნობმა ხმამ და ჩემს წინ დაჯდა,დაუჯერებელია ის იყო,ბიჭი აივნიდან,სახე ამიხურდა,გავწითლდი,რადგან დაჟინებით მიყურებდა,თანაც ირონიულად.
-ემილის უკვე ვიცნობ,გამარჯობა ემილი-თქვა და რამის გული ამომვარდა,კი მაგრამ ზუსტად მახსოვს,რომ სახელი არ მითქვამს.საიდან გაიგო.სულელი ვარ თემო ეტყოდა.ბიჭებმა რაღაცეები დაამატეს და საერთო ხმაურში დრო იხელთა და ჩემკენ გადმოჯდა,დავინახე კატომ როგორ ჩაიცინა.-მოგეწონა?-მკითხა და მე ისეთი სახე მივიღე თითქოს ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.
-რა?
-ცუდად იტყუები ემილი, კარგად იცი რას ვგულისხმობ.-მელაპარაკებოდა და თან რაღაც დაძაბულად მიყურებდა.
-აა ვარდი?დიდი არაფერი,უკეთესიც შეიძლებოდა-ვთქვი და მაშინვე ვინანე,ისევ დაუფიქრებელი სიტყვები,ერთხელაც დამღუპავს ჩემი ენა.
-უკეთესად?ანუ უფრო რომანტიულად-კბილები გააღრჭიალა და მივხვდი რომ სხეულიც დაეძაბა.-ლამაზო მე რომანტიკის ან შენი ლამაზი თვალების გამო კი არ მოვქცეულვარ ასე,იმ დაჯახების გამო. მოვიქეცი,უბრალო ყურადღების გამო მოვიქეცი.-უდარდელად დააყოლა და ვისკის ჭიქა ბოლომდე გამოცალა.თავი რაღაცნაირად დამცირებულად ვიგრძენი,ყელში ბურთი გამეჩხირა,გაქცევა და ტირილი მომინდა.-მე წავალ დავიღალე-ვუთხარი გოგოებს,პასუხს არც დაველოდე ისე გამოვვარდი გარეთ,წვიმდა და ვსველდებოდი,მაგრამ არ მაინტერესებდა,გზას ტირილით გავუყევი,იმედი მქონდა რომ გამომყვებოდა,მართლაც მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი-წამოდი მანქანით გაგიყვან სველდები-ლაშა ჩემს წინ იდგა და მიღიმოდა-შენ რა ტირი ტო?
-არა.შენს გამო არასდროს ვიტირებ იდიოტო.
-კარგი-მითხრა და თვალებ ამღვრეული მანქანისკენ წავიდა.დავინახე,როგორ მოწყდა ადგილს დიდი სიჩქარით მიდიოდა.მე ტაქსი გავაჩერე და სახლში როგორც კი შევედი ლარნაკიდან ვარდი ამოვიღე,ფანჯარასთან მივედი და გამეტებით მოვისროლე ლაშას აივნისკენ.მიზანს მოხვდა,აივანზე დაეცა,მე კი ფანჯარასთან ჩავჯექი და ხმამაღლა ავტირდი.არ მახსოვს,ასე რამდენ ხანს ვიჯექი,მერე აბაზანაში შევედი,წყალი გადავივლე და ეგრევე ლოგინში შევწექი...სულ ლაშა მედგა თვალწინ თავისი ირონიული ღიმილით.არ ვიცი როდის ჩამეძინა,რომ გამეღვიძა 2-ის ნახევარი იყო,ავდექი აივანზე გავედი და ქუჩას ვუყურებდი,დავინახე,როგორ გაჩერდა ლაშას მანქანა და იქიდან ლაშადა ვიღაც ქერა გოგო გადმოვიდნენ,გული ამიჩქარდა,ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს მღალატობდნებ.შემეშინდა არ დავენახე და ოთახში შევარდი,ფანჯრიდან დავინახე,როგორ შევიდნენ ოთახში,ლაშამ აივნის კარები ბოლომდე გააღო,და ახლა კარგად გამოჩნდა მისი ოთახი.დავინახე,როგორ მიიზიდა ის გოგო,როგორ კოცნიდა და სიმწრით არ ვიცოდი,მეტირა თუ მეყვირა,მერე ხელი ჰკრა,საწოლზე დააგდო,ქამარი და შარვლის ღილი უხეშად შეიხსნა და ზემოდან მოექცა.ვხედავდი,როგორ უხეშად ექცეოდა,თითქოს გააგიჟებულია და დამნაშავეს სჯისო.ბოოლომდე ვუყურე,თუმცა ძალიან მიჭირდა,ცრემლები თავიშით მომდიოდა,ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს მე ვიყავი იმ გოგოს ადგილას,ცხადად ვგრძნობდი ტკივილს სხეულზე.თუმცა იმ გოგოს დამცირების და ტკივილის არაფერი ეტყობოდა,უდარდელად ჩაიცვა და მოეხვია ლაშას,დავინახე,როგორ აუქნია ხელი ლაშამ და ის გოგოც ოთახიდან გავიდა.
ახლა რა მოხდება,რას იზავს?
დავინახე აივანზე, რომ გამოვიდა,ეხლა დაინახავს,გავიფიქრე და ცრემლები მოვიწმინდე.მაგრამ ლაშა მშვიდად იდგა და ეწეოდა,აქეთ არც გამოუხედავს ისე შებრუნდა.რა მოხდა,სადაა ვარდი?ნუთუ ვერ დაინახა?დავწექი მაგრამ ვერ დავიძინე,სულ მომხდარზე ვფიქრობდი.მხოლიდ გამთენიისას ჩამეძინა.
10საათზე გამეღვიძა,არაფრის თავი არ მქონდა მაგრამ,როცა ანამ,ჩემმა რძალმა დამირეკა ფიტნესცენტრში მივდივარ წამოდი აბონიმენტი გაგიჩალიჩეო,თავს ძალა დავატანე და წავედი.სწორადაც მოვიქეცი,მომხდარი ამბებიც დამავიწყდა და გავმხიარულდი ცოტა,შეუძლებელია ანასთან მოიწყინო,კარგი გოგოა,პოზიტიური.მესმის ჩემი ძმის რატომ შეუყვარდა,ნეტავ მეც ასე ვუყვარდე ვინმეს,როგორც ლაშას ანა ნეტავ ანასავით,ჩემზეც ზრუნავდეს ვინმე,ჩემი ძმა შეყვარებული ბიჭის ეტალონია,რა არ გაუკეთებია ანასთვის.მეც მინდა ასეთი ბიჭი,მიუხედავად იმისა,რომ ბევრ ბიჭს მოვწონვარ,ასეთი ყურადღებიანი არცერთი ყოფილა.პირველი ვარჯიში ძალიან დამქანცველი იყო და როცა ანამ მითხრა,სახლში წამოდი,საღამოს მაინც უნდა მოხვიდე ვახშამზეო უარი არ მითქვამს.როგორც კი მივედით სახლში მაშინვე წყალი გადავივლე და სამზარეულოში ჩავედი.ანა ვახშამს ამზადებდა.-რას აკეთებ?ლილიკო სადაა?-გამიკვირდა ჩვენი დამხმარე რომ ვერ ვნახე.
-დღეს დასვენების დღე აიღო.მომეხმარები?სადაცაა ლაშაც მოვა
-კარგი მაგრამ,რომ არაფრის გაკეთება არ ვიცი?
-არაუშავს,ისწავლი,წინ გთხოვ ქათამი შენ დაჭერი თორემ გული ამერევა,ისეთი სუნი აქვს,არადა ახალია,ფუუფ-გაოცებულმა შევხედე და დაჭრა დავიწყე.მერე,ზუსტად ისე ავსვრიმე მაიონეზში და მდოგვში,როგორც ანამ მასწავლა და ღუმელში შევდგი.ცოტა ხანში სასიამოვნო სურნელი გამოვიდა,ანამ კი ამ დროს პირზე ხელი აიფარა და სააბაზანოში გაიქცა.მეც უკან მივყევი.
-ანა კარგად ხარ?
-არ ვიცი რა დამემართა.რამ მაწყინა?
-ბოლოს როდის გქონდა?
-რაა?ვერ მიხვდა და გაკვირვებულმა შემომხედა.
-მენსტრუაცია ან-და გამეღიმა.
-რააა?არაა?ანუ რა გამოდის?ორსულად ვარ?ღმერთო ემი,არ არსებობს.-თვალები უბრწყინავდა და პატარა ბავშვივით ხტუნაობდა.
-ხო,ხო,ტესტი გაქ?გაიკეთე,რომ დავრწმუნდეთ.ხუთ წუთში ტესტი მზად იყო და დადებით პასუხს გვიჩვენებდა.ორივე ვხტუნავდით,ვტიროდით,გეგმებს ვადგენდით ლაშას როგორ ეტყოდა.ვუთხარი არ გამომტოვო,უნდა ვნახო რა რეაქცია ექნებოდა ლაშას.კარგიო.დედამ და მამამ დარეკეს ვერ მოვალთო,ბათუმში რაღაც საქმეზე იყვნენ წასულები.
მალე ლაშა მოვიდა,რომ დამინახა ისე გაეხარდა ეგრევე ხელში ამიტაცა,მეხუტებოდა და მკოცნიდა თითქოს ათი წელი არ ვენახე.
-მე სულ ვეღარ მამჩნევ ხო?დაგავიწყდი არააა?-გაბუტული სახე მიიღი ანამ.
-არა პრინცესა რას ამბობ,ჩემი ლამაზი გოგო,მოდი გაკოცო,ხელი მოხვია ლაშამ,მაგრამ ანამ ახლო არ მიუშვა.
-რა სუნი გაქ ფუუფ?არ მოხვიდე.
-რას ამბობ რა სუნი ან,ეს ხომ შენი ნაჩუქარი სუნამოა?კარგი გთხოვ მაპატიე რა,?რა გავაკეთო,რომ მაპატიო?-ანა დაფიქრდა და ეშმაკურად გაიღიმა.
-ტყემალი მინდა,ძალიან მჟავე.
-რას ამბობ რა ტყემალი სადღაა ახლა,სეზონი დამთავრდა.
-მინდააა,პატარა ბავშვივით დააბაკუნა ფეხები-თორემ არ შეგირიგდები-ლაშამ გაოცებულმა შემომხედა,მე გამეღიმა,მერე ანასთან მოვიდა,თან მე მიყურებდა,თან ანას-მინდა,მინდა-ჯიუტად იმეორებდა ანა.
-ანა,შენ?მოიცა ანა,ესე იგი ტყემალი ხოო?შენ რააა?ორსულად ხარ?-ამოღერღა გაგიჟებულმა.
-კი,მალე მამა გახდები სიხარულო-ლაშა სიხარულით აყვირდა,ანა ხელში აიტაცა მერე დასვა და მუცელზე დაუწყო მოფერება.მე ვიდექი და ვიცინოდი,ბედნიეღი ვიყავი,რომ ლაშა ასეთი ბედნიერი იყო.იმ საღამოს დიდხანს ვისაუბრეთ,ვუყურებდი მათ და მომინდა მეც ასეთი ბედნიერი ვყოფილიყავი,მომინდა სიყვარული,საყვარელი მამაკაცი,ვინც ასე თბილად მომექცევა,როგორც ლაშა ანას.
იმ დღეს იქ დავრჩი.მეორე დღეს ლაშასთან და ანასთან ერთად მცხეთაში წავედი,შაბათი იყო და ლაშა ისვენებდა.ჯერ სვეტიცხოველში ვიყავით მერე დედათა მონასტერში,უფალს ვთხოვე სიყვარული ეჩუქებინა ჩემთვის.მერე სალობიეში დავსხედით,ანა საპირფარეშოში გავიდა,მე და ლაშა ვსაუბრობდით და თან თმებზე მეფერებოდა,ბავშვობიდან გიჟდება ჩემს თმებზე.
_ლაშა,ეს შენ ხარ?-მოგვესმა უკნიდან და ორივემ იქით გავიხედეთ.თვალებს ვერ ვუჯერებდი,ის იყო,ლეჟავა.რამის გული წამივიდა იმ დღევანდელი რომ გამახსენდა.
-ვაა ლაშა ძმაო,სად დაიკარგე,სად ხარ,რომ არ ჩანხარ?-გადაეხვია ჩემი ძმა.
-არ ვიყავი თბილისში,ერთი კვირაა დავბრუნდი.
-ისევ წასვლას აპირებ?
-ვაპირებდი,მაგრამ ახლა აღარ რაღაცეები შეიცვალა.-ლაპარაკობდა ლეჟავა და ზედაც არ მიყურებდა.-კაი ძმაო აქეთ ვარ და გნახავ მერე.-ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და სანამ მიბრუნდებოდა ისეთი თვალებით შემომხედა ადგილზე გამაქვავა.
-ვინ იყო? ძლივს ამოვღერღე.
-ადრე ვიცავდი კაცის დაჭრისთვის ასამართლებდნენ,ძველი ნაცნობია.



აი შემდეგი თავიც,თუ მოგეონთ დამიკომენტარეთ



№1 სტუმარი LoNdA DM

mtlianobashi magaria, magram is cota banaluri iyoo tirili, is momenti ar momewona. lasha magari tipia

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

LoNdA DM
mtlianobashi magaria, magram is cota banaluri iyoo tirili, is momenti ar momewona. lasha magari tipia


ლონდა,ამ ისტორიას ნამდვილი ამბავი უდევს საფუძვლად,რა თქმა უნდა,რაღაცეები შევცვალე მაგრამ ძირითადი ნაწილი არა.გავითვალისწინებ შენიშვნას.გმადლობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent