შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთავარია მოინდომო და მიზანს ყოველთვის მიაღწევ (2)


14-10-2015, 00:02
ავტორი sllakhh
ნანახია 3 455

-დეე მალე ვაპირებ გასვლას და თუგინდა წამოდი ცოტა ხნით ნახე შენც მოგეწეონაბა თუ არა
-კაი მოიცა გავემზადები
-მანამდე ყავას გაგიმზადეებ...არაა რაა იცის რა მიყვარს და როდის რა მინდა ვგიჟდები მასზე
ყავა ერთად დავლიეთ ჩემი ჭკუით დარიგებებს ვაძლევდი. როგორც კი ზარის ხმა გავიგეთ მობილურზე ეგრევე გავემზადეთ და ერთად გავედით სახლიდან.
გზაში სვეტას შევხვდით
-რამხელა გაზრდილხარ და კიდევ უფრო გალამაზებუხარ
პასუხად კი უბრალოდ თავაზიანად გავუღიმე და გზა გავაგრძელეთ.
გზაში დედა და სვეტა დეტალებზე საუბრობნენ, რომელი ფენი ჯობდა სად ეყიდათ და ა.შ. დიდად არ დამაინტერესა თან როგორც ისინი , ისე ვერ ვერკვევი ამიტომ საერთოდ არ ამომიღია ხმა და ჩუმად მივყვებოდი მათ.იმედია მალე მივალთ , მერე კაფეები უნდა ვნახო იქნებ გამიმართლოს დღეს.
გზა 15წუთის სავალზე იყო. სალონი პირველ სართულზე არის განთავსებული, ხოლო შენობა რომელშიც იყო საკმაოდ დიდი ჩანდა.გვერდით ჩაყოლებაზე კი ტანსაცმლის და აქსესუარების მაღაზიები არის.
გარედან საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.კლიენტსაც რომ მოეწონება ისეთი და მოინდომებს შიგნით შესვლას.ასე რომ მოგვეწონა ახლა შიგნიდან ვნახოთ.
ფართი საკმაოდ დიდი მოსახერხებელი და ისეთია როგორიც უნდოდათ.
-ზუსტად ისეთია როგორიც გვინდოდა,რასიტყვი ლიკა?(სვეტა)
-ნამდვილად,კარგია ასე უცებ რომ ვნახეთ სასურველი ფართი. თან ტერიტორიითაც ძალიან კარგ ადგილზეა,წესით ბევრი კლიენტი უნდა გვყავდეს.(ლიკა)
-აი,დავრეკავ ამავე შენობაშია აქაურობის მფლობელიც როგორც გავიგე, ჩამოვა და შევუთანხმდეთ რაც უფრო მალე მით უკეთესი.
-მეც მომეწონა ,რადგან ნახეთ დე წავალ მე
-კაი დე მიდი და რას იზამ გამაგებინე.
-კარგი...დავემშვიდობე და გასასვლელისკენ ავიღე გეზი.
ის იყო უნდა გავსულიყავი მაღალ სილუეტს,რომ შევეჩეხე კიდევ კარგი შემამჩნია და გზა დამითმო თორემ ასე ადვილად არ ჩაივლიდა ყოველივე ეს.მადლობის მოხდის მიზნით ოდნავ გავუღიმე არც შემიხედავს ისე გავიარე.
იმედია მეც გამიმართლებს და ასე ადვილად ვიპოვი სასურველ სამუშაოს.
პირველივე შემხვედრ კაფეში შევედი რომელთანაც განცხადება დავინახე. გარემო ძალიან მომეწონა,ნამდვილავ გამიხარდებოდა თუ კი ამიყვანდნენ და აქ მომიწევდა მუშაობა. გეზი ბარისკენ ავიღე:
-გამარჯობათ, იცით სამუშაოს თაობაზე ვარ
-აჰ,დიახ ერთი წუთით
-კარგით
ბარმენი სადღავ გავიდა უკან კი მალევე დაბრუნდა.
-იცით უკვე აუყვანიათ რამოდენიმე წუთის წინ სხვა მაგრამ აი აქვე მეორე მხარეს გადადი და ნახავ კაფეს დავრეკე და გელოდებიან.
-ძალიან დიდი მადლობა,ნახვამდის.
ნამდვილად არ მოველოდი ასე თუ გამიმართლებდა.უბრალოდ მეგონა უარს მეტყოდნენ და ასე გამომისტუმრედნენ იქედან.
როგორც მითხრა იქეთ გადავედი და ადვილად შევამჩნიე იმ კაფეზე უფრო დიდი შენობა,ინტერიერი აქაც ძალიან კარგ სიტუაციას ქმნიდა.სანამ დათვალირებაში ვიყავი გართული მანამ ჩემთან ღიმილით დაახლოებით ჩემი ხნის გოგო მოვიდა
-გამარჯობათ,თქვენს თაობაზე დარეკეს ხომ?
-დიახ-მეც ღიმილით დავუბრუნე პასუხი.
-მე სოფი ვარ -ხელი გამომიწოდა, მეც შევაგებე ჩემი :
-ნატალი
-კარგი ნატალი წამომყევი
მეორე სართულზე ავედით.ერთ-ერთ კართან დააკაკუნა და მხოლოდ ნებართვის შემდეგ შევედით.
შიგნით კეთილი ღიმილით 50წლამდე ძვალ მსხვილი ქალი დაგვხვდა
-ჩემი გოგო მოდი მოდი-ჯერ სოფი ჩაიკრა გულში თბილად მერე მეგადმომხედა-მოდი მოდი ნუ გერიდება, მე ნელი ვარ თუ შევთანხმდებით მაშინ შენი უფროსი
-დიახ რათქმაუბდა...ჯერ კიდევ მორცხვად ვიყავი
-დილის9დან საღამოს11მდე ხელფასი თვეში 450ლარი და კვირა დღეს დაისვენებ გაწყობს?
-დიახ რათქმაუნდა. როდიდან დავიწყო?
-ხვალ მოდი კარგი?ახლა დაისვენე.სოფო მოგეხმარება ცოტას გასწავლის მერე უკვე არ გაგიჭირდება
-კარგით,ნახვამდის
ბედნიერი ღიმილით გამოვიხურე კარი სოფისთან ერთად და ნელ-ნელა დავიძარით გასასვლელისკენ.
-ძალიან კარგი ქალი ჩანს,ყველას ასე ექცევა?
-კი ასეა, ყველასთან თბილი ურთიერთობა აქვს.შენ კი არ შეგეშინდეს ყველაფერს მალე აუღებ ალღოს აი ნახე
-იმედია, კარგი სოფი კარგად ხვალამდე.
-მომავალ შეხვედრამდე.
გახარებული წამოვედი სახლში.ლიკა ჯერ კიდევ არ დამხვდა შინ.გადავწყვიტე ჩემი საყვარელი სალათი გამეკეთებინა.ყველაფერს რომ მოვრჩი ლიკაც მაშინ მოვიდა.რამოდენიმე წუთში სამზარეულოშიც შემოვიდა
-რაქენით დე?
-რავი დე , ყველაფერი შევუკვეთეთ.იმედია კარდად აეწყობა და გაგვიმართლებს.შენ რაქენი ?
-აბა რას იზამს დე. ვიყავი ერთი ძაან მადარი კაფეა ძალიან თბილი ქალია უფროსი,მოკლედ მეც ვიწყებ მუშაობას.
-ჩემი ჭკვიანი
-ოჰ შევიფერე,ყავა გინდა ლიკუ?
-კი მე გავამზადებ.
კიდევ რაღაცეებზე ვილაპარაკეთ.ათასი იდეა ქონდათ,როგორ რა მოეწყოთ. გვერდით მაღაზიებში მომუშავე გოგონებიც გაუცნიათ.ისიც მითხრა მაშინ მოვიდა იქაურობის პატრონი შენ, რომ წადიო. ეგრევე გამახსენდა.კიდევ კარგი ზედმეტად ,რომ არ შევეფეთე თვალში...მაინც რაიცი რახდება ,უფროსი არის და...
კვირას რადგან დასვენების დღე მქონდა წინასწარ შევპირდი ლიკას ,რომ აუცილებლად დავეხმარებოდი იქაურობის მოწესრიგებაში.სანამ დავწვებოდი გამახსენა საბუთების შესატანად როგორმე დრო გამომენახა და უნივერსიტეტში მიმეტანა.ეგ რომ დამვიწყებოდა მაშინ არც არაფერს ექნებოდა აზრი.

როგორც ჩანს დედაზე ადრე მე გამეღვიძა.მსუბუქი საუზმე გავამზადე და მერე გავედი მის გასაღვიძებლად ვიცოდი თვითონაც ადრე უდნა წასულიყო
-ლიიკუ შენ რომელზე უნდა წახვიდე? რაღაცეები გავამზადე გამო
-ჰო აწი უნდა წავიდე, კარგი გამოვალ ახლავე
-რომელზე მორჩებით თქვენ?
-რავი ძალიან გვიანობამდე არა, ჯერ ყველაფერი მაინც არ მოუტანიათ და რაც არის იმეებს დავალაგებთ
-აჰა, მეც მინდა რომ მოგეხმაროთ მაგრამ არ გამოვა არაუშავს სხვა დროს იყო
-ნატალი არ დაგავიწყდეს იცოდე საბუთების შეტანა
-ხო ხო ვიცი დღეს გავალ შუადღეს და შევიტან,წავედი ახლა
-კაი ჭკვიანად

კაფეში ზუსტ დროს მივედი
-სოფი როგორ ხარ?
-ნატალიიი, კარგად შენ როგორხარ?
-ცოტა ვნერვიულობ
-არაუშავს მიეჩვევი, წამოდი ფორმას მოგცემ და დავიწყოთ
სოფის უკან გავყევი, არ იყო ცუდი ფორმა წითელი მაისური რომლესაც მკერდთან კაფის სახელი და გერბი ეხატა.
-ჯერ არ არის ბევრი ხალხი ამიტომ უფრო გაგიადვილდება, აი ეს აიღე აქ ჩაიწერე ხოლმე რაუნდათ, მერე ნელ-ნელა მიეჩვევი
-კარგი დავიწყოთ
ესეც ჩემი პირველი კლიენტი როგორც სოფიმ მითხრა ისე გავაკეთე,რაც მთავარია ღიმილი არ დავიშურე, შეკვეთა ჩავიწერე და მალევე მივუტანე.
ხალხმაც მოიმატა ცოტა გამიჭირდა მაგრამ თავს ვართმევდი. სამ საათზე სოფი მოვიდა და მითხრა ერთი საათი შეგვეძლო დაგვესვენა ო, არა ის,რომ არა საერთოდ დამავიწყდებოდა საბუთები
-სოფი უნდა წავიდე მალე მოვალ
-კაი კაი მიდი-ჩემს დაბნეულობაზე იცინოდა და ისე გამცა პასუხი
უნივერსიტეტში მისულს არანაირი პრობლემა არ შემქმნია და ჩვეულებრივად მოვაგვარე ყველაფერი. მალევე დავბრუნდი უკან და გავაგრძელე მუშაობა.გვიან სოფისთან ერთად წამოვედი სახლში.
ასე გავიდა ერთი კვირა მივეჩვიე კიდეც ამ რეჟიმს, რადგან სოფიც ჩემსავით პირველ კურსზე იყო და მალე სწავლაც დაგვეწყებოდა ნელისთან თხოვნით მივედით, რადგან ხელის შეწყობა გვჭირდებოდა.კიდევ კარგი გაგვიგო და პრობლემა არ არისო ,თორემ რაუნდა გვექნა მერე არ ვიცი.
კვირას როგორც ლიკას შევპირდი მათთან მისვლას ვაპირებდი მისახმარებლად
-სვეტაჩკა როგორ ხარ?-მხიარულად გადავკოცნე ქალი
-კარგად ჩემო კარგო შენ როგორ ხარ? როგორ მოეწყვე სამსახურში მითხარი აბა
-მე კარგად, იმედია თქვენთანაც კარგად წავა საქმე
-იმედია იმედი
-აბა რაში მოგეხმაროთ
-აი ესენი დააწყვე იმ თაროზე, ჩვენ ეს დაგვრჩა მერე საბოლოოდ გავწმინდავთ აქაურობას და მზადაა ხვალ უკვე ვიხსნებით
-ოჰ, როგორი მონდომებულები ხართ კარგია
თან ვლაპარაკობდით , თან სვეტას მოწოდებულ ნივთებს ვაწყობდი მის ადგილას.
თვითონ უკვე ვიტრინების გაწმენდვაზე გადავიდნენ ეტყობოდათ აშკარად ,რომ დაიღალნენ
-ჩვარი მომეცით და იატაკს მოვწმენტ მე სახეზე გეტყობათ როგორი დაღლილები ხართ , ხვალ კი მინდა კარგად გამოიყურებიდეთ
-ლიკა რა კარგი გოგო გყავს
-ძალიან
ყველაფერი საგულდაგულოდ მოვწმინდე , მინდოდა ყველაფერი კარგად ყოფილიყო ხვალისთვის
-დეე, ეს წყალი სად გადავღვარო?
-უკან კარიდან გადი დე ამ შენობის ეზო არის და იქვე საიდანაც წყალი მოვიტანეთ
-კარგიი
როგორც მითხრა ისე გავაკეთე, სათლი ხელში დავიჭირე და ის იყო წყალი უნდა გადამეღვარა კუთხიდან მაღალი სილუეტი ,რომ გამოვიდა და მთელი სითხე მას გადაესხა.გაშეშებული მიყურებდა ალბათ ძალიან ძვირიანი თეთრი პერანგი გავუფუჭე. ნუ რავქნა... რას გამოვიდა მანდამაინც ახლა,არაუშავს ექნება კიდევ სხვა.
-შენ...შენნ...-სასწაულად განრისხებული თვალებით მიყურებდა
-ნატალი სად ხარ ამდენი ხანი რა ვეერ...-სიყტვა შუაზე გაუწდა დედაჩემს როდესაც მე და ეს ვაჟბატონი დაგვინახა და სახეზე იმეზე მეტი წუხილი გამოესახა ვიდრე ჩვეულებრისამებრ
-ვაიმე, ბატონო ანდრეა ძალიან დიდი ბოდიში...მე გიხდით მის მაგივრად ბოდიშს...ვაიმე რავქნა როგორ გამოვასწორო ახლა ეს
-არაუშავს ქალბატონო ლიკა მივხედავ-ძვლივს შენარჩუნებული სიმშვიდით უთხრა დედას მე კი ისევ ისე მიმზერდა, თვალებით მეუბნებოდა სადაც მნახავდა მარტო იქვე მომკლავდა, ასეთივე მზერით შეტრიალდა და წავიდა.
-აუ დე,ვიღაც ძალიან "ისეთი"იყო?
-ოხ ნატალი რა... რამე ისე ,რომ გააკეთო თან რომ არ გააფუჭო არ შეგიძლია ხო?
-კაი რა ლიკუ რაუჭირს თან ვერ ნახე როგორ უხდებოდა?-არა კიდე სიცილის ხასიათზე ,რომ ვიყავი
-აქაურობის უფროსი არის ეგ
აი ახლა კი სიცილი სახეზე შემახმა და სიმწრის სიცილი უფრო აღმომხდა. რაგინდა ვერაფერს იტყვი საუკეთესოს ვარჩევ ხოლმე.

-------
ესეც დაპირებისამებრ მეორე თავი.
აბა რას ფიქრობთ, მოგწონთ?
ვინც კითხულობთ და მოგწონთ არ დაიზაროთ კომენტარის დაწერა ♥♥♥



№1  offline წევრი lilu7

ძალიან მაგარია ძალიან! განაგრძე! <3

 


№3 სტუმარი ნინუცი

კარგია ესეც მაგრამ წინა ისტორიის მეორე ნაწილი ხო საყვარლობა იქნება იმედია დაწერ თუ ასე მოხდება აუცილებლად წავიკითხავ

 


№4  offline წევრი sllakhh

ნინუცი
კარგია ესეც მაგრამ წინა ისტორიის მეორე ნაწილი ხო საყვარლობა იქნება იმედია დაწერ თუ ასე მოხდება აუცილებლად წავიკითხავ

ნადმვილად არ მიფიქრია მაგაზე ,მაგრამ როგორც კი ამ ისტორიას დავასრულებ მაშინვე შევეცდები დავიწყო და დავწერო love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent