შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნათელი წერტილი (6 თავი)


14-10-2015, 12:45
ავტორი murachashvili
ნანახია 4 111

- მაგარია! - ღილით მითხრა მაიამ - ვერც კი მოასწარი გეთქვა ცოლად მინდა შეგირთოო, რომ იმ დღესვე შენს მკლავებში აღმოვჩნდი.
- მე უბედნიერესი კაცი ვარ, რომ წარმოვიდგენ ამაღამ ჩემთან არ იქნებოდი, სამსახურშიც შორიდან უნდა მეყურა ტანში მბურძგლავს!
- იმედია სახლის დარბევა შენ არ სთხოვე?! -ეშმაკურად იცინის მაია.
- არა, მე მაგდენს ვერ მოვიფიქრებდი, მაგრამ აშკარად მადლობა უნდა გადავუხადო, რომ შენგან შორს ყოფნით წამება ამაცილეს. - მაიას გულში ვიკრავ, სხეულში სასიამოვნო სითბო მივლის, მისი სურნელი თავბრუს მახვევს.
- როგორ მომენატრე რომ იცოდე! - ჩურჩულებს ის. უფლება რომ მომცეს მთელი ცხოვრება ასე მეყოოლება გულში ცაკრული, მაგრამ მაია უცებ გონს მოდის. - იცი რა არის სასაცილო? - მეკითხება ის - ჩვენი პირველი შეხვედრების დროს ყოველთვ ის რაღაცას ვალაგებთ, მართალია დისკები ვერ დაგახვედრე, სამაგიეროდ ყაჩაღებისგან დარბეული სახლი გვაქვს.
მის შენიშვნაზე მეცინება, - მე ერთი კარგი წინადადება მაქვს - ყურში ვუჩურჩულებ მე - მოდი საძინებლის ლაგებით დავიწყოთ.
მაიას ეღიმება, თვალები უციმციმებს, ჩვენი ტუჩები თავისით პოულობენ ერთმანეთს, სხეულები ერწყმიან, თითქოს ერთნი ვართ, ერთ - სულ და ერთ-ხორც, მხოლოდ ეხლა ვხვდები ამ სიტყვების მნიშვნელობას, ძნელია ამ ყველაფრის აღწერა, ჩვენ ღამეს არაფერი ქონდა საერთო სექსთან, ეს ორი ერთმანეთს მოწყურებული სხეულის შერწყმა იყო. მე ჩემი ნაწილი ვიპოვე, ის ჩემი იყო. აქამდე სადღაც ქვეცნობიერში ვიცოდი, ამ რამით კი საბოლოოდ ვირწმუნე, მაია ჩემთვის ყველაფერი იყო: ქალიც, საყვარელიც, მეგობარიც, მეუღლეც და დღეიდან ჩემი ტკივილიც და სიხარულიც. მისი თავი მკერდზე მქონდა მიხუტებული, მისი სუნთქვა მესმოდა, მშვიდად ეძინა ჩემს მკლავებში ჩახუტებულს და ჩემზე ბედნიერი აღარავინ მეგულებოდა, აღარც არაბები მახსოვდა და აღარც ინგლისელები. ხოლოდ არეულ=დარეული ოთახების ყურება, თუ მახსენებდა დღევანდელ მოვლენებს, მაგრამ დუმბაძის ზურიკელასავით, მართალია გარეთ წვიმდა დათოვდა, მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვიყავი. მაიას ბედნიერ და მშვიდ სახეს ვუმზერდი და მეც ორმაგად ბედნიერი ვიყავი. მობილურს დავწვდი და მაია, რომ არ გამეღვიძებინა მესიჯების წერა დავიწყე. სულ რამოდენიმე მესიჯი გავგზავნე. ერთი ოთართან, ერთი ნიკასთან და ბოლოს მამაჩემტან. პასუხმაც არ დააგვიანა.
- ყველაფერი გავიგე, ისე იქნება შენ როგორც გსურს. - ეს ოთარის მესიჯი იყო, მაიას ღიმილით დავხედე. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ოთარი პირობას შეასრულებდა.
დილით, ასე ცხრა საათი ქინებოდა, როცა მაიას გაეღვიძა, მე უკვე ფეხზე ვიყავი.
- აბა ძილის გუდავ, მე მგონი დროა გაიღვიძოთ! - ღიმილით ვუთხარი მე. მაიამ საათს დახედა და შეშფოთებული წამოხტა სამსახურში ვაგვიანებო. ტანსაცმელში სახელდახელოდ აარჩია მაისური და აბაზანაში შევიდა.
- მაიკო, ცოტა აჩქარდი - შევძახე მე, ოთართან დავრეკე - რა ქენი? მზად ხარ?
- როგორც გითხარი ყველაფერი ისეა, სასტუმროში უკვე გველოდებიან, მეც ქვემოთ ვარ...
მაია ფაცხა-ფუცხით გამოვარდა. მე უკვე მზად ვიყავი და სახლიდან გამოვედით.
- ოთარ, შენ მაიც დაგერეკა - ეუბნებოდა ის - სე უსინდისოდ დამეძინა . - ოთარი ხმას არ იღებდა, ჩუმად მართავდა ავტომობილს.
- სამსახურში არ მივდივართ? - იკითხა მაიამ, როცა შენიშნა, რომ ოთარი სხვა მიმართულებით მიდიოდა.
- სასტუმროში რაღაც მინდა ავიღო და შემდეგ ...
- მცოდნოდა მაიაც, მაშინ მე პირდაპირ სამსახურში წავიდოდი. - ისევ ფორიაქობდა მაია.
- თუ არ გეზარება იქნებ ორი წუთით ნომერში ამომყვე. - ვთხოვე მე. ნომერში შესულებს ოთახში სიოურპრიზი გველოდა. უფრო სწორედ სიურპრიზი მაიასთვის იყო. ჩემი ნომერი დიდი სალონისთვის დაემსგავსებინათ. სტილისტებს გაეშალათ კოსმეტიკისთვის საჭირო ატრიბუტები, მაიასთვის საგანგებოდ შერჩეული საქორწინო კაბაც იქვე მოეთავსებინათ.
- თქვენ იცით, როგორ სწრაფად მოემზადებით! - დავუბარე მათ -სიღნაღში გველოდებიან! -ჩუმად ვუჩურჩულე გაოცებულ მაიას. მისი ემოციებისთვის მზერა კი მინდოდა, მაგრამ ჩემთვის მომზადებულ სმოკინგს დავწვდი და სწრაფად მეორე ოთახში გავედი. ჩემს მომზადებას დიდი დრო არ დაჭირდა სულ რაღაც ნახევარ საათში მოვემზადე, მაგრამ როგორ ვიფიქრებდი, თუ პატარძლის გაპრანჭვა ასეთი ხანგრძლივი პროცესი იქნებოდა, მარტო ყოფნა, რომ მომბეზრდა ოთარს ვთხოვე ამოსულიყო, ისიც საგანგებოდ გამოპრანჭული სწრაფად ამოვიდა.
- აბა სიძევ ბატონო, როგორ გრძნობთ თავს?
- მშვენივრად, ბედნიერი ვარ. შენც როგორ გამოპრანჭულხარ! - მომწონს ოთარი.
- მეჯვარედ ყოველდღე არ მეძახიან. ვეცადე...
- ნიკას ხომ არ შეეხმიანე, რას შვრებიან?
- უკვე გზაში ვართო, მითხრეს... -რესტორნის საკითხიც მოგვარებულია.
- ალბათ ორი საათი გავიდა, როცა როგორც იქნა ერთ-ერთი სტილისტი გამოვიდა და დედოფალი მზად არისო გვითხრა. შედეგმა მოლოდინს ბევრად გადააჭარბა. მაია ულამაზესი იყო. თეთრ კაბაში გამოწყობილი ზღაპრიდან გადმოსულ დედოფალს გავდა. სახე ღიმილით უბრწყინავდა.
- აბა, როგორ ხარ? - კითხა ოთარმა.
- არ მჯერა, თავი სიზმარში მგონია. - ეუბნებოდა ის.
- არ მეგონა ასეთ სიურპრიზს თუ მომიწყობდით...
- ჯერ სად ხარ, დღეს სულ სიურპრიზების დღეა. - თვალს ვუკრავ ოთარს.
- ღმერთო ჩემო, როგორი უსინდისო ყოფილხარ! - ოთახში ნიკო და ჩემთვის უცნობი ლამაზი ქალბატონი შემოდიან, მაიასთან მსგავსებით ვხვდები, რომ ნიკას მეუღლეა- ჯერ გაგებაც კი ვერ მოვასწარი, რომ შვილი მითხოვდებოდა და უცებ მის ქორწილშიც ამოვყავი თავი.- ქალი ღიმილით იკრავს შვილს გულში - რომ იცოდე, როგორ გამიხარდა, ჩემო სიხარულო, როგორი ლამაზი ხარ...- შვილს ეფერება იგი. შემდეგ მე მიმზერს - არა, ნამდვილად კარგი გემოვნება გაქვს - ეუბნება მაიკოს - იმედია ბედნიერები იქნებით.
- ყოჩაღები ხართ! - გვაქებს ნიკა - მაგრამ მე უფრო მაგარი. ასეა როცა ძველ გვარდიას არ აფასებთ, ასეც ხდება ხოლმე. იგი კარებისკენ იშვერს ხელს და ჩემ სიხარულს საზღვარი არ აქვს, როცა იქ მამაჩემი და დედაჩემი დავინახე.
- აი, ვინ არის ნამდვილი უსინდისო! - ეხლა უკვე დედაჩემი ენაცვლება - ნიკა რომ არ ყოფილიყო , შვილის ქორწილის ამბავსაც კი ვერ გავიგებდით! ასე სწარაფად ცხოვრებაში არაფერი მიკეთებია. - მაიას დედას ეუბნებოდა ის - შეიძლება ასე ნაჩქარევად? - მაგრამ მაიას რომ შეხედა, სარძლომ იმდენად მოხიბლა, რომ დედა გაჩუმდა. ღიმილით ჩაეხუტა დედოფალს.
- როგორი კარგი ყოფილხარ! -ეფერებოდა მაიას- აღარ მიკვირს, რატომ იჩქარა ჩემმა შვილმა, კიდევ ბევრი უფიქრია! - ცრემლები ერევა დედას. მე და მამა ერთმანეთს ვეხვევით, ვეფერებით.
- ეხლა მართლა ბედნიერი ვარ, თქვენი ნახვის იმედი არც მქონდა, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა...
- გეგონა გამოვტოვებდი?! - უკვირს მამაჩემს - მით უმეტეს რომ მე და ნიკას ბევრი რამ გვაქვს დასაგეგმი. - თვალს უკრავს მეგობარს - არც კი მჯერა, დავიჯერო თავისით მიხვდნენ, რომ ქორწინება ჯობდა?! - ეშმაკურად იღიმება მამა და ჩვენ გვიმზერს. მე და მაია გვერდი-გვერდ ვდგევართ.
- ღმერთო ჩემო, ისეთი ლამაზები ხართ, რომ თქვენს ყურებას არაფერი სჯობს. ოღონდ თუ არ ვიჩქარებთ, სიღნაღს აქ ვერ გადმოვიტანთ! - ღიმილით გვახსენებს ოთარი.
ალბათ, მკითხავთ: რატომ მაინც და მაინც სიღნაღიო, უბრალოდ ეს ერთად-ერთი ქალაქი იყო საქართველოში, სადაც ხელს წყვილს იმ დღესვე აწერინებდნენ.
- ქალბატონო სკოტ, თავს როგორ გრძნობთ? - ღიმილით ვეკითხები მაიას, რომელსაც თავი ჩემს მხარზე უდევს.
- ჯერჯერობით, საქალბატონე არაბული ვარ! - ღილით მეუბნება ის - ასე მგონია ეს ამბავი სხვასთან ხდება. არ მჯერა, ასეთი რამ ბავშვობაში, ოცნებებში წარმომედგინა....
- ამიტომაც არის კარგი, როცა მომავალი მეუღლის ბავშვობის მეგობარს იცნობ! - მხარზე ხელს ვურტყამ ოთარს.
- ამას არასოდეს დაგივიწყებ, ასეთი ბედნიერი ჯერ არ ვყოფილვარ!
- ჯერ ხომ ყველაფერი არ გინახავს! - იღიმება ოთარი - დღის დასასრულს დაელოდე, მადლობას შემდეგაც მივიღებ.
ავტომობილიდან ვხედავდი ნიკა და მამაჩემი ტელეფონზე როგორ საუბრობდნენ და ნე-ნელა ჩვენი ორი ავტომობილისგან შემდგარი მაყარი იზრდებოდა და კოლონად იქცა.
- მამაჩემი ვერ ისვენებს - გაეცინა მაიას, როცა რამოდენიმე ავტომობილში ნიკას მეგობრები შენიშნა.
- ვერც მამაჩემი. - ამჯერად მე დავინახე მაიკის მეგობარი. ასე გზადაგზა მომატებით ჩვენი კოლონა საბოლოოდ თხუთმეტ მანქანამდე გაიზარდა, სიღნაღში შუა დღის შემდეგ ჩავედით. ძალიან ლამაზი ხელის მოწერის რიტუალი შეასრულეს, გამოსვლისას ჩოხოსანთა მიერ ხმლებს შორის გაკეთებულ ხეივანში გამოვიარეთ. დღემდე არ ვიცი ჩოხოსნები როგორ მოიყვანა იქ ოთარმა, მაგრამ როგორც შემდგომ ამიხსნა, ერთ-ერთი ჩოხოსანი მისი და მაიას საერთო მეგობარი იყო, ქართულ ურთიერთობებში ყველაზე მეტად მეგობრობის არსი მხიბლავდა, თუ ვინმე იტყოდა ეს ჩემი მეგობარიაო, ფაქტიურად უკვე საკუთარ ოჯახის წევრად მოიაზრებდა.
- ვის, ვის და ჩოხოსნებს ნამდვილად არ ველოდი.
- ჩვენი შეხვედრა არარეალური იყო და ვერც ჩვენი ქორწილი იქნება რეალური.
ხელისმოწერის შემდეგ თბილისში დავბრუნდით, რესტრორანში დარბაზი სადღესასწაულოდ იყო მორთული და ჩვენ გველოდებოდნენ. ნიკას კორპორაციიდანაც მოესწრო ხალხსი დაპატიჟება. პირფერულად თუ მეგობრულად. ყველას ბედნიერი და კმაყოფილი სახე ქონდათ, მაგრამ ჩემზე და მაიაზე ბედნიერი რათქმა უნდა ვერავინ იქნებოდა. ვუმზერდი ჩვენს მშობლებს, ერთმანეთს ეხუტებოდნენ, ხალისობდნენ, მომენტებში ნიკას ხმამაღალი ბუბუნი ჩემს ყურთასმენას წვდებოდა და მათი სიხარულით მეც ორმაგად ბედნიერი ვიყავი. არ ვიცი წინასწარ რას გვიქადდა ცხოვრება, მაგრამ განა სხვისი ცხოვრება ია - ვარდითაა მოფენილი?! მე ისიც მამხნევებდა, რომ ვოცოდი მხარს საყვარელი ქალი მიმაგრებდა, მე მისით ვიცოცხლებდი, ის კი - ჩემით, დანარჩენს ცხოვრება გვაჩვენებდა. ალბათ, ყველას გვქონია ოცნება, ოღონდ ვფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ ოცნებაა. მე ვიბრძოდი იმისთვის, რომ ოცნებები ამეხდინა და ჩემი ოცნებებიც ნაწილობრივ სრულდებოდა. თურმე ადამიანს ბედნიერებისთვის არც თუ ისე ბევრი ჭირდება, საყვარელი ადამიანი გვერდში...
- აი, თურმე სად ყოფილხარ! - მეუბნება მაია, როცა სიგარეტის მოსაწევად გასულს ოთართან ერთად აივანზე გვპოულობს. მეღიმება და გულში ვიკრავ. ისევ ჟრუანტელი მივლის, როცა მისი - მიყვარხარ! - ჩემს სმენას წვდება.
- ოთართან უხერხულია, გამიშვი! - ცალი თვალით მეგობარს უმზერს, მაგრამ კიდევ უფრო ძლიერად ვიხუტებ.
- უკვე აღარ ქალბატონო მაია, დღეიდან ჩემი მეუღლე ხარ. უკვე ჩემი ხარ!
ოთარს ეღიმება, სამივენი აივანზე ვდგევართ და ძველ თბილისს გადავყურებთ. ულამაზესია ნარიყალა, განსაკუთრებით - ღამით. მტკვარი ჩუმად დუდუნებს, რაღაცას გვიყვება, ვინ იცის ვისი სიყვარულის ამბავს.
- მაგარია, მხოლოდ ჩვენ და ღამე.. ვინ იცის ამ დროს ვიღაცას როგორ უჭირს. - ამბობს ოთარი, გაჭირვების ხსენებაზე მაიას თავდაყირა დაყენებული ბინა მახსენდება და განწყობა მიფუჭდება.
- ნუ გეშინია! - ჩურჩულებს მაია - მე და შენ ბედნიერები ვიქნებით და ყველა ვინც ჩვენ გვიყვარს. - ამატებს იგი, როცა ხედავს რომ ჩვენი მშობლებიც ჩვენთან გამოვიდნენ.
- ასეთი ქორწილი პირველად ვნახე! - დუდუნებს ნიკა - შეიძლება მუდმივად მეფე-პატარძალს ვეძებდეთ?! - ნიკას ეტყობა ცოტა ნასვამია, ენაწყლიანობს და გრძნობებს გამოხატავს. - თქვენ გენაცვალეთ მე ორივეს, არა - სამივეს. - ნათლულსაც არ ივიწყებს იგი და სამივეს გვეხვევა.
- მამა გავიჭყლიტე! - იცინის მაია.
- გაგჭყლიტავ და ისე ჩაგეხუტები, რადგან ჩემი ცხოვრება ხარ! - უფრო ძლიერად გვეხუტება ნიკა.
- კარგი, ბავშვებს ნუ აწუხებ! - ერევა ნინო დეიდა.
- ეხლა თვითონ უნდა მოფერება! - თვალს მიკრავს ნიკა და ამჯერად ცოლს ეხუტება.
- კარგი დამშვიდდი, სულ გადაირია ამხელა კაცი! - ღიმილით იცილებს ნინო - შვილო როგორი კარგები ხართ! რამდენი ხანია შენი სახე ასეთი გაბრწყინებული არ მინახია. დამავიწყდა კიდევაც როგორი ლამაზი ღიმილი გავქს! - ნინოს ცრემლები აწვება.
- ა, უყურეთ, მე ვეფერებოდი მაინც, ეს კი ტირილს იწყებს! - მხიარულად დუდუნებს ნიკა და მისი სიცილი მტკვრის დუდუნში იკარგება.
- ამათ, რომ ვუყუროთ, რძალთან კი არა, შვილთანაც აღარ მიგვიშვებენ ახლოს, შემოარტყეს ალყა და ახლოს აღარავის აკარებენ. - ადუდუნდა მაიკიც და ნიკას მხრებს ქვემოდან შუაში შემოძვრა -ეფ, აქ რა კარგი ყოფილა - დედაჩემს გახედა ეშმაკურად - თუ შემოძვრები შენც დაეტევი, ჩვენ მხიარულად ვიცინივართ და დედასაც შუაში ვიყენებთ. ოთარი სადღაც ფოტო აპარატს პოულობს და ულამაზეს ოჯახურ ფოტოსაც ვიღებთ ღამის თბილისის ფონზე. ეს ფოტო დღემდე საუკეთესო ფოტოა ჩვენს საოჯახო ალბომში. ყველა ერთად და ყველა ბედნიერი...
იმ ღამით მე და მაია ჩემთან წავედით სასტუმროში, ჩემი მშობლები ნიკოსთან დაბინავდნენ,
- თუ გვინდა ტელეფონი რომელიმემ გათიშოს ჯობია ერთად ვიყოთ! - ამბობდა დედა - სიყვარულის საღერღელი აქვთ აშლილი და ამაღამ არც ერთი არ დაიძინებს, ერთმანეთს მაინც გაართობენ და მე და ნინოც დავისვენებთ.
- ამდენი წლებია ერთმანეთი არ გვინახია! - ღიმილით ეთანხმება ნინო - მოსაყოლი ბევრი გვაქვს!
- დილით დარეკვა არ დაგავიწყდეთ! -გვაფრთხილებს ნიკა- თორემ ოთარი მაშინვე თქვენთან გაჩნდება.
- კარგი, მამა, კარგი! - იცინის მაია - პატარა ბავშვები არ ვართ, არ დავიკარგებით! - თვალს მიკრავს მე, თუ რამე დაგვჭირდება შეგეხმიანებით, დილით ისედაც გამოვალთ!
სასტუმროში მისულებს ჩემს ნომერთან რამდენიმე დაცვის თანამშრომელი დაგვხვდა. ეს უკვე მამაჩემის ხელწერა იყო.
- მორჩა ჩემი თავისუფლება. დღეიდან ვივლით ასე ამალით! - ღიმილით ვუთხარი მაიკოს და ნომერში შევედით.
მაიას კაბის გახდაში დავეხმარე, მისი ჩაკუწკუწებული თმების დაშლაზეც მშვენივრად გავერთეთ და ჩემს წინ ისევ ჩემი საყვარელი ქალი იყო, უნდა ვაღიარო, რომ მართალია ძალიან ლამაზი დედოფალი იყო, მაგრამ მაინც ასეთი ბუნებრივი უფრო მომწონდა.
- მაშ ასე, ჩემო პრინცო... - ღიმილით ეუბნება იგი. სიტყვა პრინცის ხსენება დიდად არ მსიამოვნებს - კონკიას ზღაპარი დასასრულს უახლოვდება, ეხლა ახალი ისტორიის ჯერია, ოღონდ რომლის შენ უნდა მითხრა.
- ვერ მივხვდი? - დავიბენი მე.
- წუხელის მთელი ყურადღება შენთან ალერსზე გადამატანინე, მინდა გითხრა, რომ ძალიან კარგი იყო! - კალთაში მიზის იგი და ჩემს თმებში თამაშობს - დღეს საკუთარ ქორწილში ამოვყავი თავი, არც ეს იყო ურიგო... მაგრამ მგონი, რაღაც გვქონდა გასარკვევი და ყველანაირად ცდილობ თავი აარიდო. - მე მის ბროლივით თეთრ კისერსა და ყელს ვეფერები. საკოცნელად მის მხურვალე ბაგეებს ვეძებ. - კლოდ გთხოვ! - იცინის მაია - ისევ ყურადღებას გამაფანტინებ, ხომ იცი, რომ როცა მეხები თავს ვკარგავ.
- მეც ეგ მინდა! - ჩვენი ალერსი საძინებელში გრძელდება.
- არ გეგონოს თითქოს მოიშორე, ისტორია მაინც მოსაყოლია.
- ვიცი, თუ მოსმენა გსურს ეხლავე მოგიყვები, მაია მოხერხებულად მოკალათდა, მისი თავი მკერდზე მადევს, გრძელი თითებით მეფერება.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

აუ რა საკალელია...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent