შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სრულყოფილებას ერთი ნაკლი აქვს (6)


14-10-2015, 23:36
ავტორი ერკე
ნანახია 2 822

ამჯერად ბნელი ოთახისთვის ვეღარ გაიმეტეს. ოთახში სამი მეტრის სიმაღლეზე პატარა სარკმელი იყო გაჭრილი, საიდანაც ცერად შემოდიოდა სინათლე. რბილი საწოლიც იდგა, ისეთი არა როგორშიც მიჩვეული იყო, მაგრამ სულ არაფერს ნამდვილად ჯობდა. როცა ცივ და მაგარ იატაკზე ეძინა, საშინლად აწუხებდა და შედეგად წელიც კი სტკიოდა, გუშინ საერთოდ საშინელ განწყობაზე გაეღვიძა, ბრაზობდა ყველაზე და ყველაფერზე, მაგრამ ხმამაღლა არ გამოხატავდა ამას. არ უნდოდა, რომ ვინმეს მისი წუხილი გაეგო, არ უნდოდა, მას ვინც აქ მოიყვანა ენახა, როგორ იტანჯებოდა, ამიტომაც ყველა დარდს გულში იკლავდა, არ ამჟღავნებდა, როგორ ენატრებოდა სახლი, მეგობრები, როგორ უნდოდა თუნდაც მზევინარის ლექციაზე შესვლა და მისი უადგილო, დამცინავი კომენტარების მოსმენა, თუნდაც ერთხელ მაინც ჩახუტებოდა გუგას, მისთვის ყველაზე საყვარელ ადამიანს, რომელსაც თურმე გუგაც კი არ რქმევია და სიყალბეში ცხოვრობდა მასთან ერთად, მაგრამ მაინც ტკივილს გრძნობდა მკერდში, არა იმედგაცრუებისგან და იმისგან, რაც მასზე გაიგო, არამედ იმიტომ, რომ კვლავ მასთან ყოფნა უნდოდა, მისი სურნელის შეგრძნება, თუნდაც ერთი კოცნა ეგემა. ძალიან ენატრებოდა გუგას შიშველი სხეული, ყველაფერს მისცემდა ერთხელ კიდევ ენახა იგი და მასთან კვლავ დაწოლილიყო, როგორ ენატრებოდა მისი ნათქვამი „მიყვარხარ“, განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, როცა ამას სექსის დროს ეუბნებოდა და საშინლად უნდოდა სიამოვნებისგან ეკვნესა, როცა დაეუფლებოდა და ფეხებს განზე გააწევინებდა.
წინა ღამეს რამდენიმე სიზმარი ნახა, ერთი კარგად ახსოვდა. როგორ გამოსჭრა დაუნდობლად ყელი დონ კორლეონეს და მაშინღა დაწყნარდა თავი ცალკე, რომ გაგორდა, მისი ტანი კი ცალკე დაეცა და სისხლის გუბე უმალვე გაჩნდა. მეორე კი ბუნდოვნად ახსოვდა, მაგრამ კარგად დაიხსომა, როგორ ნახა კვლავ ლიზის დამტვრეული სხეული, შემდეგ კი შეძლო და ფეხზე დადგა, ძლივს გამოძვრა შეჭეჭყილი მანქანიდან, როცა სინამდვილეში ხუთმა კაცმა ძლივს გამოიყვანა მისი მკვდარი სხეული. ყოველშემთხვევაში მას ასე ესიზმრებოდა და წარსულსაც ასე იხსენებდა. ამ სიზმარმა ააფორიაქა, ძილში დაიწყო ყვირილი და ოფლიანმა, შეშინებულმა გაიღვიძა.
სრული სიჩუმე სუფევდა, ოდნავი ხმაც კი არ ისმოდა, ქარიც კი არ იძროდა და არც მანქანების ბღუილის ხმა, არც ადამიანის, საერთოდ არაფერი ისმოდა, სანამ ფეხზე არ წამოდგა და თვითონვე არ დაარღვია სიჩუმე. უეცრად მუცელში ტკივილი იგრძნო, საშინელი წვა, ისეთი რომ ეგონა პირდაპირ ცეცხლს უკიდებდა მისი შვილი შიგნიდან და ასე ცდილობდა გარეთ გამოძრომას, თითქოს რაღაც ისე ვერ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო, რამაც ააფორიაქა და შიშის საფუძველი მისცა. უღონოდ მიეყრდნო კედელს და ჩაიკეცა, ტკივილი იმდენად გაუმძაფრდა რომ თვალებიდან ცრემლებიც კი წასკდა და თეთრ, არც ისე სუფთა კაბაზე დაეცა წვეთები. ზიზღი, სიძულვილი, იმედგაცრუება ერთდროულად მოეძალა, გრძნობდა სიმძაფრეს თავის რეალური სიკვდილიდან გამომაცოცხლებელს. ბავშვს, რომელიც მუცელში ჰყავდა ის უყვარდა, არ აინტერესებდა სხვა ვინ იქნებოდა მის გვერდით, არ აინტერესებდა ვინ უღალატებდა, ის მაინც ბავშვს აირჩევდა, მასზე უნდა ეზრუნა და ახლა ამ ტკივილის გამო, შეშინდა ის არ დაეკარგა. მთელი ძალით იღრიალა, ამოუშვა დაგროვილი ბოღმა, ტკივილი და დონ კორლეონეს სიკვდილის სურვილი, რის გამოც ცოტა გულზე მოეშვა, მაგრამ ტკივილი არა და არ ჩაცხრა. შიგნიდან ცეცხლი ეკიდა, ფიქრებს კი სიკვდილამდე მიჰყავდა, რაც მასაც კლავდა, რაც სიცოცხლის სურვილსაც უკარგავდა...
ამდენი ემოციისგან გადაღლილს და მოთენთილს მალევე ჩაეძინა.
ზუსტად ვერ იტყოდა რამდენი ხანი ეძინა, მაგრამ ხმაურმა გამოაცოცხლა, რომელიც გარედან შემოდიოდა და ნელ-ნელა უფრო და უფრო უახლოვდებოდა. მუცელში ტკივილიც გაქრობოდა. ინსტიქტურად კართან მიხოხდა და მუხლებზე მდგარმა ყური მიადო ცივ კედელს, რომ ყველაფერი კარგად გაეგო. განწირული ყვირილის ხმა ისმოდა, თითქოს ვიღაცას წამებით კლავდნენ. ვერ ხვდებოდა მაინც რა ხდებოდა. ნუთუ მის გარდა კიდევ იყო ვიღაც, ვისაც ამ ჯურღმულში უწევდა ყოფნა? ნეტავ რამდენი მისნაირი ჰყავდა იმ ავაზაკს დამწყვდეული? მერე კი იფიქრა, სოფელში ვერ აღმოაჩინა ლიზი, მოტყუვდა და გაბრაზებული ახლა ჩემთან მოემართება, რომ ბოლო მომიღოსო და წინასწარ გაემზადა რაიმე საშინელისთვის, უკიდურეს შემთხვევაში კი სიკვდილისთვის. ყვირილი უფრო და უფრო ახლოვდებოდა, ფეხის ნაბიჯების ხმაც გაარჩია, ვიღაც მისკენ მორბოდა. ცოტაც და სიტყვებიც გაარჩია რას ყვიროდნენ. „დაიჭირეთ!“ „დროზე დაიჭირეთ. არ გაუშვათ თქვენი!“ ნინო გამოცოცხლდა, არ იცოდა რას აკეთებდა, მხოლოდ მისი სხეული მოქმედებდა ინსტიქტურად, რადგან გონება ვერ აზროვნებდა. ფეხზე ძლივს წამოდგა, კარის პატარა ამოჭრილ ოთხკუთხედში გაიხედა, ერთადერთ ადგილას, საიდანაც რაიმეს დანახვა შეეძლო, მაგრამ გასვლა არა. იმ პატარა ოთხკუთხედში ვერც გაეტეოდა, გისოსებიც რომ არ ჰქონოდა, თუმცა ერთი რამის გაკეთება კი შეძლო. დახმარების სათხოვნელად ყვირილი დაიწყო, დარწმუნებული არ იყო გაამართლებდა თუ არა, ამაში ვერც დარწმუნდებოდა, რადგან შეიძლებოდა მალევე დაეჭირათ, ვისაც მისდევდნენ, ან ისე გაევლო ნინო ვერც კი შეემჩნია. თუ შეამჩნევდა რითი უნდა გაეღო კარი?! უამრავი დაბრკოლება იყო, რის გამოც მისი გათავისუფლებაც ვერ მოხერხდებოდა, მაგრამ იმედს არ კარგავდა და ბოლო ხმაზე ყვიროდა. სირბილი შეწყდა და გამალებული ნაბიჯების კაკუნის ხმაც სიჩუმეს შეერია. ამ დროს ნინოსაც ლამის გაუჩერდა გული, ნამდვილად გაუჩერდებოდა კიდეც, ახალგაზრდა ჭუჭყისა და სისხლისგან შეღებილი სახის მქონე ბიჭს, გისოსებში რომ არ შემოეჭვრიტა და მისთვის პირდაპირ თვალი თვალში არ გაეყარა. ნინომ შვება იგრძნო, რატომღაც გაუხარდა, მაგრამ დიდი სევდაც იგრძნო, რადგან მის დანახვაზე მხოლოდ ერთი ადამიანი გაახსენდა, რომელიც ახლა, ამ მძიმე წუთებში მასთან არ იყო.
***
საკნის კარი ჭრიალით გაიღო. უცნობ კაცს სახეზე ჭრილობები და შრამები ჰქონდა, სისხლით ჰქონდა მოსვრილი მთელი სხეული, თვალი ჩალურჯებული, ყურიდან სისხლი მოსდიოდა. ტანზევით შიშველს მუცელთან ნაშოლტარი ეტყობოდა, ფიქრობდა როგორ გამიმართლა მეც ასეთ დღეში, რომ არ ჩამაგდესო.
-ნინო... - თქვა უცნობმა და გოგონას სახე გაკვირვებისგან ეცვალა. ბოლო ხანებში იმდენად უცნაური რამეები მოხდა, ეს არც უნდა გაჰკვირვებოდა, თუმცა მაინც უკვირდა, რაც ახლა ხდებოდა მის თავს. - დრო არ ითმენს... აუცილებლად უნდა გავიქცეთ. - ცოტახნით დადუმდა და შიშისგან მარცხნივ გაიხედა. - სწრაფად წამოდი... რას დგახარ. - ხელი მისკენ ჰქონდა გაშვერილი, ელოდა როდის ჩაჰკიდებდა ისიც ხელს, რომ ერთად გაქცეულიყვნენ, მაგრამ ნინო ჯერ არ ჩქარობდა. ის სახეზე აკვირდებოდა, იმ ბინძურ, სისხლიან სახეზე, სადაც სიბინძურის მიღმა რაღაც ნაცნობიც დაინახა. თვალებში უყურებდა და მიხვდა... მან ნატანჯ-ნაწამებ კაცში, რომელიც მის წინ ასე საოცრად ტკივილიანი, მაგრამ სიყვარულით სავსე მზერით უცქერდა, მან გუგა ამოიცნო. ის გუგამ, რომელმაც მას ახალი სიცოცხლე აჩუქა, მის შიგნით. ტანში კვლავ ჟრუანტელმა დაუარა, სიამოვნებით გამოწვეულმა და მის ტანჯულ სულს თითქოს ეშველა კიდეც და გადარჩა. გუგამ ის ხელახლა იხსნა, ხელახლა გადაარჩინა, უკვე მეორედ. პირველად სრულიად შემთხვევით, როცა მის სხეულში ბავშვი გაჩნდა, მაშინ გადაარჩინა პირველად, რადგან ის მიხვდა რომ სიცოცხლეს ადვილად არ დათმობდა, ბავშვის გამო მაინც, ის მას სიცოცხლეს უბრალოდ არ წაართმევდა. ახლა კი მეორედ. უკვე მის იღბლიან თილისმად მის წინ მდგარ ადამიანს თვლიდა და მზად იყო ყველგან წაყოლოდა, სადაც ის წაიყვანდა, ამიტომ ხელი სასწრაფოდ ჩაჰკიდა და გაჰყვა.
***
გრძელი დერეფანი, მიხვევა მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ. კვლავ მარჯვნივ. როცა გზა ორად იყოფოდა გუგა შეჩერდა. დაფიქრდა, რომელი გზით უნდა წასულიყო. დიდხანს ფიქრი არ შეიძლებოდა, რადგან უკნიდან ყვირილის და გინების ხმა უფრო ახლოვდებოდა, სწრაფად უნდა აერჩია გზა, რომლითაც გარეთ გავიდოდნენ, მაგრამ დარწმუნებული არ იყო. ინსტიქტურად მარჯვენა მხარეს შევარდნენ და თან ნინოსაც ექაჩებოდა. როცა წინაც ორი ადამიანი დაუხვდათ, გუგა გაჩერდა და უკან გაიქცა მალევე. მოახერხა და იმავე გზით იმ ადგილას დაბრუნდნენ, სადაც ორად იყოფოდა დერეფანი და ახლა მარცხენა მხარეს შევარდნენ, კვლავ მარცხნივ უხვევდა გზა, კიბეები ეშვებოდა ქვემოთ, ჩაირბინეს და დიდ დარბაზში აღმოჩნდნენ. წრიულ დარბაზში, სადაც უამრავი ძველი ქანდაკება იდგა, ადრინდელი, თითქოს ეს ოთახი, რაღაც წარსულის გადმონაშთი იყო, რაც ნივთებზეც აისახებოდა.
დარბაზი ძველი ეპოქისას ჰგავდა. ვერცხლისფერი იყო ძელები, რომლებზეც ოთახი ეყრდნობოდა, ვერცხლისფერი და სპილენძისფერი იყო და საოცარ კონტრასტს ქმნიდა, ისე ერწყმოდა ეს ორი ფერი ერთმანეთს. ჭერზე ყოველ ორ მეტრში განათება, დიდი, მრგვალი და ძვირფასი ქვებით გაფორმებული ჭაღები ეკიდა, რომლებიც იმდენად ძველი იყო უფუნქციოდ იყვნენ დარჩენილები და მხოლოდ დეკორაციის როლს თუ ასრულებდნენ. ზემოთ კუთხეებში, ღრმად შეჭრილი თაღისებრი ფორმები, რომლებიც გაბზარული და გაშავებული იცქირებოდნენ დაბლა. დარბაზის ერთ ბოლოს, ამაღლებულ ადგილას დიდი ტახტი იდგა, მეფის ტახტს ჰგავდა, მოჩუქურთმებული და შუშაში ჩასმული ქვის ტახტი, რომელსაც საზურგეზე, იქ სადაც მეფეს თავი მისწვდებოდა, დიდი და მწვანე ქვა იყო ჩადგმული, ძვირადღირებული ქვა, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს ყველაფერს ხედავდა და ცოცხალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მზე არსაიდან შემოდიოდა უფანჯრებო ოთახში მწვანე ქვა მაინც ბრწყინავდა და ოთახის ცქერით დამტკბარ გოგონას სულ უფრო და უფრო იზიდავდა. გუგა წინ მიექაჩებოდა, ნინო კი ფეხს ითრევდა და სასახლეს აკვირდებოდა. ტახტის გვერდებზე, ორივე მხარეს ლომის თავის გამოსახულებით ორი დიდი ქანდაკება აღმართულიყო, იმის მანიშნებლად ალბათ, რომ ამ ტახტის მესაკუთრე ნამდვილად დიდი ძალაუფლების მფლობელიც უნდა ყოფილიყო. მის შუაგულში სადღაც ორი მეტრის რადიუსის მქონე მრგვალი ქვის ნაგებობა აღმართულიყო, რომელიც თავის დროზე უთუოდ შადრევანი იქნებოდა. დარბაზის ირგვლივ კი ჩამწკრივებული ქვის ჯარისკაცები უფრო შემზარავ ელფერს ქმნიდნენ.
ნინოს ამ ოთახის შემხედვარე უკვირდა, საიდან გაჩნდა უეცრად ასეთი სიძველის დარბაზი, მისი რკინის საკნის კვალობაზე ძალიან ამოვარდნილი იყო მთლიანი ნაგებობის გეგმიდან, თავი ძველ დროში წარმოიდგინა, თითქოს დროის მანქანის მეშვეობით ან სასწაულებრივად აღმოჩნდნენ ამ ძველ, მიტოვებულ, დასანგრევად განწირულ, უზარმაზარ დარბაზში. ნინომ აღიდგინა წარსული, დარწმუნდა როგორი ლამაზი უნდა ყოფილიყო ის, მისი დიდების ჟამს, როცა ნამდვილი მეფე მართავდა და განაგებდა მთელ საქართველოს.
-გავიქცეთ! - კიდევ უფრო მეტად გაქაჩა და თავისკენ მოიხმო. - ახლა სენტიმენტების დრო არ არის.
-მოიცა. - ნინო გაჩერდა. - ეს ადგილი ზეპირად იცი არა? ... მათთან...
-ამის დრო არ არის... - მისკენ მიტრიალდა და ხელი წაავლო უფრო მაგრად. კარებისკენ აიღეს მაშინვე გეზი, მაგრამ ნაბიჯიც არ ჰქონდათ გადადგმული, რომ წინ ხუთი შეიარაღებული, კოსტუმიანი კაცი უეცრად, არსაიდან გაჩნდა და მათ წინ გადაუდგა. უკან მიიხედეს, მაგრამ ამდენივე რაოდენობის მცველები, რომ დაინახეს უნებურად ფეხი ვეღარ წადგეს. ნელ-ნელა ისინი წრეზე ექცეოდნენ. ბიჭმა ეს ყველაფერი გაიაზრა თუ არა, მაშინვე ნინოს მიეკრა. გოგონას სხეული უხურდა, მთელი სხეულით იგრძნო და ელოდებოდა რა მოხდებოდა.
-მაპატიე... მაპატიე, ყველაფერი ჩემი ბრალია... - დაიწყო ქვითინით გოგომ.
-ჩშშ... ჩშშ... დაწყნარდი პატარავ.. ამ დღეში ჩემ გამო ხარ, შენ ნუ იხდი ბოდიშს. - გუგასაც გაუცნობიერებლად ცრემლები წასკდა. - იმდენი რამ დაგიშავე, რომ შენგან პატიებასაც არ ველი. - შემდეგ შეყოვნდა ოდნავ და ყურში ნაზად ჩასჩურჩულა. - მიყვარხარ!
-მეც მიყვარხარ.
-ბრავო, ბრავო, ბრავო. - ტაშით გამოეყო ალყას მხეციც და მათკენ გაემართა. მკაცრი გამოხედვა ჰქონდა, მკვლელის დაუნდობელი მზერა, სისასტიკით განმსჭვალული, რომელმაც არ იცოდა რა იყო სიბრალული. არანაირი თბილი მზერა, არანაირი ნიშანი იმისა, რომ მის გულში მცირეოდენი სიყვარული მაინც იყო შერჩენილი. არა! მისთვის ყველაფერი დაგვიანებული იყო, ის უემოციო და არაფრისმთქმელი სახით იყურებოდა, გარდა იმისა, რომ დაუფარავ ზიზღს და სიძულვილს გამოხატავდა. ნინოზე საშინლად მოქმედებდა. გუგა მას გადაეფარა და უკან დაიყენა, გოგონამ კი ერთადერთი რამ გაიფიქრა, რაც აქამდე უნდა გაეფიქრა, მაგრამ იმდენად სწრაფად განვითარდა მოვლენები და ისე გაუხარდა გუგას კვლავ დანახვა, ყველაფერი გადაავიწყა სიყვარულის ტალღამ.
„ნეტავ, თუ იცის ფეხმძიმედ რომ ვარ?“ - ამ კითხვაზე პასუხი კი მაშინ გაეცა, როცა „დონ კორლეონემ“ პირიდან სიტყვების კორიანტელი ამოუშვა.
-როგორი საოცარი სანახაობა იყო. ორი შეყვარებული ადამიანი, მზად არის გაიქცეს, სიკვდილს შეეჭიდოს... ღმერთო, როგორი ამაღელვებელია. - თვალზე ყალბად მოისვა ხელი, თითქოს ცრემლს იწმენდდა, მერე გუგას ცივი მზერა ესროლა. - როდის ეტყვი შენზე ყველაფერს? ვფიქრობ უფლება აქვს, იცოდეს რომ შენ....
-კმარა! - ბრძანების გაცემასავით გამოუვიდა, ისეთი მკაცრი ტონით თქვა ბიჭმა. - არ არის საჭირო, ტვინი გამოუჭედე სისულელეებით და მცდარი ბრალდებებით, ამას ვეღარ მოვითმენ.
-ჰოჰ. - გადაიხარხარა და კიდევ ერთხელ შემოჰკრა ტაში. - რას იზამ? მომკლავ? - კითხვაში ირონია გაურია.
-ჩემი ხელით მოგიღებ ბოლოს, შე ახვარო... - ღრმად ჩაისუნთქა და კვლავ ამოისუნთქა გულისცემის დასარეგულირებლად, რომელიც ამოვარდნას ცდილობდა საგულედან. - ვფიცავ.. - უფრო დამაჯერებელი, რომ ყოფილიყო ყვირილით თქვა ბოლო სიტყვა.
-როგორ მაინტერესებს ამას როგორ აპირებ. - სრულიად სერიოზულად ჰკითხა. ხელები შეაერთა და ზემოთ ისე ასწია, თითქოს ლოცვას აპირებსო, მაგრამ უმალ მისმა ხარხარმა გააყრუა მთელი დარბაზი. - შენ არაფერი გაქვს, შენი ცარიელი ხელების გარდა. შენ არავინ ხარ, რომელსაც სიცოცხლის უფლებაც არ აქვს და მალევე დაკარგავს იმ უბადრუკ სიცოცხლეს, რომელზეც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვზრუნავდი. მალე მოკვდები და შენი საყვარელი ქალიც იმქვეყნად გამოგყვება... რა თქმა უნდა ბავშვიანად. - გუგას სახე ეცვალა და ნინოს შეხედა. გოგონამ დანაშაულის გრძნობით დატანჯულმა გუგას მზერას ვერ გაუძლო, რომელიც პასუხს ითხოვდა და თავი დახარა.
-ეს სიმართლეა? - მუდარის კილოთი ჰკითხა გოგონას, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. ნინომ კი სიტყვის თქმა ვერ გაბედა, მასში იყო მაინც რაღაც ნაწილი, რაც ამის გაკეთების ნებას არ აძლევდა, მაგრამ ყველაფერს აჯობა და უთქმელად, თავი დააქნია, რაც სრულიად გასაგები იყო მისთვის.
-შე, ! - ზიზღით დაუყვირა მას. - ბოლოს მოგიღებ შე, სირო. ინანებ იმ დღეს, როდესაც გაგაჩინეს, ვფიცავ! - გუგას მზერა გახდა იმის საფუძველი, რომ დონს სახე ეცვალა, დარწმუნებული აღარ იყო საკუთარ თავში თითქოს და თვალებში შიში ჩასდგომოდა. ოთხი კაცი მათ უკან გამოეყო და შუაში შევიდა. ორმა გუგას დაჭერა ითავა, დანარჩენმა ორმა კი ნინოს ჩაავლო ხელებში. გუგას საკმარისი მიზეზი ჰქონდა იმისა, რომ ახლა არ დაერტყა მისთვის, ამისთვის დაუცხრომელი სურვილის გაკონტროლება და დაბლოკვა დასჭირდა. იცოდა, მისი განძრევა და მაშინვე ტყვიების ზუზუნი ერთი იყო, მას კი არ სურდა ნინოს რამე დაშავებოდა და მის ბედს დამორჩილდნენ.
-გაიყვანეთ და საკანში ჩასვით. - გასცა ბრძანება თუ არა, მაშინვე ძალით წაათრიეს. გუგა მაინც წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ ნინო მარტივად გაჰყვა, რადგან ბრძოლისთვის საკმარისი ძალა არ ჰქონდა. უკვე შეჩვეული იყო იმ აზრს, რომ ის აქ მოკვდებოდა, მაგრამ იმედი მაინც ჰქონდა, სანამ ლიზის არ იპოვიდნენ, მანამდე მაინც იცოცხლებდა... ამის დიდი იმედი ჰქონდა.
-გოგონა დატოვეთ. - უეცრად შეცვალა გადაწყვეტილება. მას ხელი უშვეს, ამას კი გუგას საშინელი გნიასი და ბრძოლა მოჰყვა. ცდილობდა გაეთავისუფლებინა თავი, მაგრამ ორ ჯანიან ტიპს, რომლებიც გვერდებში ამოსდგომოდათ და ისე ეჭირათ, რომ ვერაფერს გახდა. ის უყურებდა როგორ შორდებოდა კვლავ ყველაფრის აუხსნელად თავის საყვარელ ადამიანს, რომელიც მიუხედავად მისი ნათქვამი მიყვარხარისა, მაინც მონსტრად და უგულო ადამიანად თვლიდა, რომელმაც მისი შეყვარება დავალებად მიიღო და წარმატებითვე შეასრულა. უყურებდა და გულის ნაწილიც რჩებოდა თან მასთან, მისი ღრიალიც კი აღარ შველოდა, გოგონაც თვალს არ აცილებდა და უხმოდ, თვალებით ესაუბრებოდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. - დრო აღარ ითმენს. ლაბორატორიაში წაიყვანეთ. ექსპერიმენტი უნდა დავიწყოთ, ლიზიც მალე შემოუერთდება.

______
არ ვიცი რა ვთქვა. უბრალოდ ყველას დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ვისაც მოგწონთ და კითხულობთ ამ ისტორიას. ძალიან მიხარია და მეც ამ სტიმულს, რომ მაძლევთ უფრო მეტად მინდება მალე დავბრუნდე ხოლმე ახალი და უფრო საინტერესო თავით, თქვენც ინტრიგაში რომ ჩაგაგდოთ და კიდევ გაგაგრძელებინოთ კომენტარების წერა...
განსაკუთრებული მადლობა კი მინდა გადავუხადო თინა ნიკოლს, რომელიც კიდევ და კიდევ მომყვება და კითხულობს ამ ისტორიას, ვის გამოც ვაგრძელებ და ვაგრძელებ კიდევ, რომ უფრო მეტად დავაინტრიგო ხოლმე. მადლობა ასევე კეკეს, რომელმაც სულ პირველმა დამიკომენტარა და ამით ძალიან ძალიან გამახარა, ვერც კი წარმოიდგენს თან როგორ ^_^
მადლობა ყველას, ვინც აკომენტარებთ, ვინც არ აკომენტარებთ. იცოდეთ, რომ ძალიან ვაფასებ, თქვენს კომენტარებს, დროს იმისას, რასაც გამოჰყობთ ჩემი ისტორიის საკითხავად და ძალიან მადლიერი ვარ თქვენი. მიყვარხართ ყველანიიიიიიი....
სიყვარულით სიყვარულის ჯადოქარი ერკე მიდასი <3



№1  offline წევრი marisa

ვაიმე, აქ რა ამბები ტრიალებს :) ცოტა გავიგე რაღაცები, მაგრამ ბევრი რამ კიდევ ბუნდოვანია. ვისზე რას ვამბობდი ხოლმე მე, როცა შენ ამ საიტზე ნომერ პირველი ინტრიგანი ხარ. შენ ხარ სუპერ ბიჭი! ამ სიცხიანსა და შეყვარებულს დაშორებულ ბავშვს, სულზე მომისწრო ამ ისტორიამ ^_^ ძალიან მაგრად წერ. არ ვიცი, რა გითხრა. მე ვიცი, რომ შენ კარგი ბიჭი ხარ, არ დაგვღუპავ და ამ ისტორიას კარგად დაასრულებ. დარწმუნებული ვარ, ბანალური არაფერი არ იქნება. ალბათ, მოგაწყინე თავი ჩემი ბლაყუნით :D ჰოდა, გავალ ახლა.. როგორც კი შეძლებ, მაშინვე დადე, თორემ არ დაგინდობთ! მიგაყოლებთ თან შენს გოგოს! ( თუ გყავს ) love

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

marisa
ვაიმე, აქ რა ამბები ტრიალებს :) ცოტა გავიგე რაღაცები, მაგრამ ბევრი რამ კიდევ ბუნდოვანია. ვისზე რას ვამბობდი ხოლმე მე, როცა შენ ამ საიტზე ნომერ პირველი ინტრიგანი ხარ. შენ ხარ სუპერ ბიჭი! ამ სიცხიანსა და შეყვარებულს დაშორებულ ბავშვს, სულზე მომისწრო ამ ისტორიამ ^_^ ძალიან მაგრად წერ. არ ვიცი, რა გითხრა. მე ვიცი, რომ შენ კარგი ბიჭი ხარ, არ დაგვღუპავ და ამ ისტორიას კარგად დაასრულებ. დარწმუნებული ვარ, ბანალური არაფერი არ იქნება. ალბათ, მოგაწყინე თავი ჩემი ბლაყუნით :D ჰოდა, გავალ ახლა.. როგორც კი შეძლებ, მაშინვე დადე, თორემ არ დაგინდობთ! მიგაყოლებთ თან შენს გოგოს! ( თუ გყავს ) love

ვაიმე, მე კი როგორ ძალიან მიხარია შენი ასეთი დამოკიდებულებისადმი... არც ისე კარგი ვარ. ვნახოთ რა იქნება wink გეხმარება დეპრესიის თუ ამ დაშორების შემდგომ რაც ხდება იმის გადატანაში? ^_^ :D აი, არ იცით როგორ მიხარია თითოეული კომენტარი.. თავში მიტრიალებს გეგმა, როგორც უნდა გავაგრძელო, ვერ გეტყვით წინასწარ როგორ დავასრულებ, თუმცა უკვე დასასრული მოფიქრებული მაქვს და ჩემს გეგმას არ გადავალ. სადღაც ოთხი თავიც ალბათ და მორჩება ეს ისტორია, შეიძლება მეხუთეც ჰქონდეს ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ეს ხუთი უკვე მაქსიმუმია, მეტი აღარ ექნება <3
შენ ხარ ძალიან კარგი გოგო! არ იმსახურებ იმას, რომ დაგშორებოდა ის. (ნამდვილად ბევრი წააგო ამის გამო) :დ მე კი მარტოობა მებრძვის და მეც მედგრად ვდგავარ :D ასე რომ თუ რამის გაკეთება მოგიწევთ ჩემთვის, მხოლოდ მე დამემართება :დ ვერავის ვერ მიმაყოლებთ <3
მადლობა კიდევ ერთხელ :***

ნომერ პირველი ინტრიგანიო? wink ვაუ :დ ვცდილობ შეძლებისდაგვარად საინტერესო გავხადო, რომ ინტერესი არ დაკარგოთ ამ ისტორიისადმი love სუპერი თუ ვარ ეგ არ ვიცი, მარა ინტრიგა კიდევ ბევრი იქნება wink wink იმდენი რამდენი თავიც იქნება, ხოლო გაუგებარ რამეებს, რაც ჯერ კიდევ ვერ გაიგეთ და არ იცით, რაც ბუნდოვანია ნელ-ნელა მთლიანად შეივსება. ასე არ დაგტოვებთ <3 <3 დიდი მადლობა ჩემს მკითხველს! ყველას love მიხარია ძალიან. request
მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ.. აი იქამდე, სანამ მეშვიდე თავს დავდებ!!! <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3  offline წევრი beqaloxishvili

შენაირად სწრაფად ვწერდე, აგერ რვა რომანი მექნებოდა დაწერილი
--------------------
არა სიცოცხლე...
არა სიკვდილი...
არამედ რაღაც სხვა.

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

beqaloxishvili
შენაირად სწრაფად ვწერდე, აგერ რვა რომანი მექნებოდა დაწერილი

ვწერ მეც მარა რად გინდა. ჯერ არცერთი არ დამისრულებია, რადგანაც მზად არ ვარ მათ დასასრულებლად... მეც კი დავწერ, მაგრამ მიფუჩეჩებული იქნებოდა. თავის დროზე ყველაფერი იქნება :D :D :D
სწრაფად წერა ადვილია, მაგრამ ბევრი შეცდომა იპარება. ახლა ამას რომ დავასრულებ, მერე სხვას დავიწყებ. მაგრამ ამასაც არ დავივიწყებ, კიდევ ჩავუჯდები რედაქტირებისთვის. რაღაც კარგი გამოდის და ეს რომ დამუშავდეს იქნებ დაიბეჭდოს კიდეც love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№5  offline ადმინი შამანი

დაგროვილი ორი თავი წავიკითხე და...ვაი,ნეტა იცოდე რა ხდება აახლა ჩემს თავს...
ეს რა იყო?! გამიიხარდა,ცოტა აზრზე მოვედი ისტორიაში რახდება-მეთქი და ბოლოში ისევ ამირიე გონება. ჩემთვის ყველაზე საშინელი კი ის არიის,რომ საშინლად მაინტრიგებ.(ხომ იცი,არ მიყვარს ბევრი ინტრიგა და დაძაბულობა).
მაართლა არ ვიცი რა გითხრა,შეუდარებელია! ძალიან მომწონს! ♥
ნინო მეცოდება ძალიან და მიმიხედე იცოდე,ძალიანაც ნუ დამიტანჯავ :დ
სხვა პერსონაჟებზე რა გითხრა,იმდენად დამაბნიე ჯობია მოვლენების განვითარებას დაველოდო. ♥
წარმატებები ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

შამანი
დაგროვილი ორი თავი წავიკითხე და...ვაი,ნეტა იცოდე რა ხდება აახლა ჩემს თავს...
ეს რა იყო?! გამიიხარდა,ცოტა აზრზე მოვედი ისტორიაში რახდება-მეთქი და ბოლოში ისევ ამირიე გონება. ჩემთვის ყველაზე საშინელი კი ის არიის,რომ საშინლად მაინტრიგებ.(ხომ იცი,არ მიყვარს ბევრი ინტრიგა და დაძაბულობა).
მაართლა არ ვიცი რა გითხრა,შეუდარებელია! ძალიან მომწონს! ♥
ნინო მეცოდება ძალიან და მიმიხედე იცოდე,ძალიანაც ნუ დამიტანჯავ :დ
სხვა პერსონაჟებზე რა გითხრა,იმდენად დამაბნიე ჯობია მოვლენების განვითარებას დაველოდო. ♥
წარმატებები ♥

ვაიმე, მე კი როგორ მიხარია, როცა ასე ინტრიგაში ვარდები და კიდევ რომ გაინტერესებს უფრო მეტად. ვერ წარმოიდგენ, როგორ ძალიან მომწონს ეს bully love
მოხდეს რაც მოსახდენია, კიდევ უარესის წინაშე დადგები მალე და აი სადღაც ბოლო ორ-სამ თავში, ნელ-ნელა გაიხსნება ყველაფერი და დაწყნარდები ♥ ♥ ჩემთვისაც ასეთი დამაინტრიგებელი რამ პირველია, რასაც ვწერ. ასე შეკრული და ერთმანეთზე გადაბმული ისტორია, რაღაც მეც ძალიან მომწონს :დ არა იმიტომ, რომ ჩემია, არამედ იმიტომ რომ ყველაზე განსხვავებულია ჩემ ნაწერებში, სიუჟეტის მხრივაც და დახვეწილიც არის რაღაცნაირად.
მადლობა ანგელოზო ასე, რომ გაგიტაცა ამ ისტორიამ და ბოლომდე ერთგული, რომ რჩები. ნეტავ იცოდე შენ როგორი ამაყი ვარ ამის გამო ახლა!! love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№7  offline წევრი Ignifex

შეყვარებული ვარ ამ ისტორიაზე :დ ინტრიგის მეფე ხარ! გუგა-თორნიკეს (ასე მოვიხსენიებ ხოლმე:დ) გამოჩენას ნამდვილად არ ველოდი,არც ბოლო სიტყვებს. მოკლედ,იცი რასაც წერ! :დ ძალიან მომწონს! ♥ ერთი სული მაქვს შემდეგ თავს როდის დადებ,რა ექსპერიმენტი,რა ლაბორატორია,ვინაა ეს "დონ კორლეონე",ნუ ცდილობს დონ კორლეონეობას! :დ დონ კორლეონე ერთადერთი და განუმეორებელია,გადაეცი ეგ მაგ თვითმარქვიას თუ სადმე ნახავ:დდდ
ველი შემდეგს,ველი და ველი! love

 


№8  offline ახალბედა მწერალი ერკე

Ignifex
შეყვარებული ვარ ამ ისტორიაზე :დ ინტრიგის მეფე ხარ! გუგა-თორნიკეს (ასე მოვიხსენიებ ხოლმე:დ) გამოჩენას ნამდვილად არ ველოდი,არც ბოლო სიტყვებს. მოკლედ,იცი რასაც წერ! :დ ძალიან მომწონს! ♥ ერთი სული მაქვს შემდეგ თავს როდის დადებ,რა ექსპერიმენტი,რა ლაბორატორია,ვინაა ეს "დონ კორლეონე",ნუ ცდილობს დონ კორლეონეობას! :დ დონ კორლეონე ერთადერთი და განუმეორებელია,გადაეცი ეგ მაგ თვითმარქვიას თუ სადმე ნახავ:დდდ
ველი შემდეგს,ველი და ველი! love

ვაიმე, ეს კომენტარი ჯერ ხომ ტელეფონით, როცა შემოვედი მაშინ წავიკითხე, რაღაც საოცრად დამიარა ტანში სიამოვნებისგან ჟრუ-ჟრუ-ჟრუანტელმა, ხოდა ახლა სახლში მოსული მეორედ და მესამედ, მეოთხედაც გადავიკითხე. ძალიან დიდი მადლობა საყვარელო ^_^ ჩემთვის ბევრს ნიშნავს შენი ნათქვამი თ ი თ ო ე უ ლ ი სიტყვა და საოცრად დიდ ემოციას განმაცდევინებს. შემდეგ მე ვჯდები, კმაყოფილი, ძალიან გახარებული და წერისთვის კვლავ აღტყინებული და ახალ თავს ვწერ ხოლმე <3
ახლა ისე მახურებს, მგონი სიცხეც მაქვს, მაგრამ დღეს ვაპირებ დავწერო და დავწერ კიდეც, როცა ხმაური შეწყდება ამ ჩემ ციხე-სახლში :D :D :D
Ignifex პირადად შენი თამადობით, ყველას ძალიან ძალიან დიდი მადლობა!!! <3 ძალიან მიხარია ასე რომ მოგწონთ და უფრო მეტ ინტრიგას გპირდებით... <3 გპირდებიით!!!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№9  offline წევრი nucikela

ძალიან ძალიან კარგია love

 


№10  offline ახალბედა მწერალი ერკე

მადლობა მე შენ love love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent