შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა ავირჩიო სიკვდილი თუ სიცოცხლე? (თავი 4)


14-10-2015, 23:58
ავტორი chica sol
ნანახია 4 334

-განგა-
მისაღებ ოთახში გავიღვიზე. მარტო ვიყავი, ნანკა არსად ჩანდა. მაგიდაზე ჩაის ფინჯანზე მიყუდებული ფურცელი დავინახე და ავიღე. მაშინვე ვიცანი ნანკას ხელწერა. „ჩაგეძინა, შენი გაღვიზება არ მინდოდა და წავედი. დამირეკე კარგი? რამეს მოვიფიქრებთ, არ იდარდო. მიყვარხარ და რამე სისულელე არ ჩიდინო. ნანკა.“
სამზარეულოში გავედი და ფურცელი ნაგავში ჩავუძახე. აღარ მინდოდა რაიმეზე ფიქრი... აღარ მინდოდა რამე იმედს ჩავჭიდებოდი... ვერაფერს ვერ შევცვლიდი...მხოლოდ მე რომ მეხებოდეს საქმე არც კი დავფიქრდებოდი ისე გავიხურავდი სამუდამოდ ამ კარს, მაგრამ დედა და ლანა? მათ საფრთხეს ვერ შევუქმნიდი...
მაცივრიდან ბოსტნეული გამოვიღე და წვნიანის მზადებას შევუდექი. ცოტა სახლიც მივალაგე და ოთახში ავედი. გუშინდელი მოტანილი ჩემოდანი გავხსენი და ჩემი ნივთების ამოლაგება დავიწყე.
ამასაც რომ მოვრჩი, ჯერ 4 საათი იყო. დედას და ლანას ნახვის სურვილი აღარ მასვენებდა. თან ხვალ დილით სადმე წავალთო ლადომ და ვინ იცის როდის ვნახავდი... საღამომდე მქონდა დრო. მოვასწრებდი ლადოს დაბრუნებამდე მათ ნახვას და უკან მოსვლას. სასწრაფოდ გამოვიცვალე. სახეზე და ყელზე სიწითლეები მაკიაჯით დავფარე, თუმცა შარფი მაინც მოვიხვიე და კარი გავიხურე.


-ცოტნე-
ცოტნე დილით ოთახიდან გამოვიდა თუ არა თიკოს შეასკდა.
-ნელა გოგო, სად გარბიხარ?- გამოპრანჭული და აათვალიერა.
-ვაიმე, ცოტნეე... ახლა აპირებ დაკითხვა მომიწყო?-ძმის სიტყვებმა გააღიზიანა გოგონა.-ლექცია მაქვს სად წავალ?
-ასე ადრე? -არ შეიმჩნია თიკოს გაღიზიანება.
-კი ასე ადრე. იქნებ უკანაც გამომყვე და გადაამოწმო ჩემი სიმართლე?
-გამოგყვები კიდეც, თუ იმ არაკაცთან აპირებ შეხვედრას.- გაღიზიანდა ცოტნე.
-მას ვატო ჰქვია და ასე ნუ მოიხსენიებ. რას გადაეკიდე რა დაგიშავა? - თვალები ცრემლით აევსო.
-მიზეზი მჭირდება ამისთვის არ მომწონს ეგ ბიჭი და ვერ იქნები მასთან ერთად.- მკაცრად გახედა დას ცოტნემ.
-აუუ... დილიდან მომშალე რა ცოტნე. წავედი მაგვიანდება. კიბეები სირბილით ჩაიარა და სამზარეულოდა იმ წუთში გამოსულ ლილის ლოყაზე აკოცა.
-დილა მშვიდობის ლილიკო. -გაუღიმა თიკოს ძიძას და კარისკენ გაქანდა.
-სად მიდიხარ შვილო, ისაუზმე ჯერ.-მთვალი გააყოლა ლილიმ გოგონას.
-ვაგვიანებ ლილი, ბუფეტში შევალ გპირდები.-ჰაეროვანი კოცნა გამოუგზავნა გაბრაზებულ ლილის და კარი სასწრაფოდ გაიხურა.
-ოხ თიკო... -ხელი ჩაიქნია თიკოს მიმართულებით და მერე კიბიდან ჩამომავალ ცოტნეს მიუბრუნდა.- შენ მაინც ისაუზმებ თუ გავარდები შენი დასავით?
-მე არ მეჩხუბო ახლა თიკოს გამო ლილიკო.-ლოყაზე აკოცა და ჩაიხუტა აღმზრდელი ცოტნემ.-ვისაუზმებ აბა რას ვიზავ, წამოდი ცოტა ვილაპარაკოთ. -მხრებზე ხელი მოხვია ტანმორჩილ ქალს და სამზარეულოსკენ წაიყვანა.
უკვე გაშლილ მაგიდასთან მოთავსდნენ. ისადილეს, ისაუბრეს მაგრამ ცოტნე მაინც არ ამმდგარა მაგიდიდან. ლილიმ ახლოს მისწია სკამი და ცოტნეს ხელხე ხელი დაადო.
-რა გაწუხებს ჩემო ბიჭო? მოუყევი შენს ლილიკოს.-თბილად მიმართა ბიჭს.
-ლილი, თიკოზე ვდარდობ. მისი შეყვარებული ძალიან არ მომწონს. არ მაქვს მიზეზი რატომ მაგრამ არ მომწონს. ხომ იცნობ თიკოს, ჩემთვის ტყუილი არასოდეს უთქვამს, ახლა კი ყოველ დღე მატყუებს. ვიცი დღეს საერთოდ არ აქვს ლექციები, ვიცი მასთან შესახვედრად წავიდა.- სივრცეს თვალი გაუშტერა ცოტნემ.
-რას უწუნებ დედიკო იმ ბიჭს? იქნებ არცაა ცუდი ბიჭი ? თიკო ჭკვიანი გოგოა, თუ არაა კარგი ადამიანი დაანებებდა თავს. იცნობ ვინაა?
-პირადად ჯერ არა. გავიკითხე, პოლიციაში მუშაობს...
-მერე არ იქნება ცუდი ბიჭი... როდის იყო ადამიანი, ვინც სხვებს ეხმარება ცუდი იყოს? შეხვდი, გაიცანი, იქნებ მოგეწონოს კიდეც... ან საერთოდ თიკოს ვუთხრათ აქ დაპატიჭოს და ივახშმეთ. თან გაიგებ როგორი ადამიანია და თან დარდიც აღარ გექნება.- გამოსავალი მოძებნა ლილიმ.
-მართალი ხარ ლილი. ასე მოვიქცევი. აქ დავპატიჟოთ და შენც გაატარე აბა ლაზერში.-გაიცინა ცოტნემ. მართლაც ცოტა მოეხსნა დაძაბულობა.
-აბა რას ვიზავ. ხომ იცი არაფერი გამომეპარება.- მუქარით ჩაილაპარაკა ლილიმ.
-ვიცი ლილი და ამიტომ მოვიყვანთ აქ... მისმინე, მე სამსახურში წავალ და თიკო რომ დაბრუნდება დამირეკე კარგი? მოვალ და დაველაპარაკები.
-კარგი ჩემო ბიჭო ასე ვიზავ.
ცოტნე ფეხზე ადგა, ლილის აკოცა ფუნფულა ლოყაზე და სამზარეულოდან გავიდა.



-განგა-
ზარიას ღილაკზე თითის დაჭეთანავე გამიღო კარი ლენამ და კისერზე ჩამომეკიდა. ალბათ პანჯრიდან დამინახა. აშკარად მელოდა რადგან მოსვლამდე დავრეკე. სახლში შევედი და სამზარეულოში მოფუსფუსე დედას ჩავეხუტე.
-დე, როგორ მომენატრე. -ცრემლები მახრჩობდა.
-მეც მომენატრე. ხაჭაპურებს გიცხობ. -მომშორდა და გამიცინა. -ყავა გინდა?
-რა სტუმარივით მექცევი?-მოვიღუშე. -ამომშალეთ ოჯახიდან?
-ნუ სულელობ ერთი, დაჯექი სკამზე და მომიყევი როგორ ხარ. ლადო სადაა? -სკამზე მიმითითა დედამ მეც დავჯექი. ლანაც გვერდზე მომისკუპდა. ჩემი კუდრაჭა გოგო...
-კარგადაა... სამსახურშია. ხვალ სადმე წავალთ, არ ვიცი სად.- მოკლედ ვუპასუხე და ლანას მივუბრუნდი. -შენ რას შვები? მითხარი ზაზა კიდევ გაბრაზებს? -თემა შევცვალე სასწრაფოდ.
დედა ლადოს დაურეკე აქ გამოიაროს. უყვარს მაგას ჩემი ხაჭაპური.-მითხრა დედამ და გაზში შედებულ ხაჭაფურს შეხედა.
-არ სცალია დედა მუშაობს და მეც მალე უნდა წავიდე. თქვენს უნახავად ვერსად წავიდოდი. -თავი გავაკნიე.
-რა მალე ახლა არ მოხვედი? შენ დაურეკე მიდი და თუ ვერ მოახერხებს რას ვიზავთ. -არ მომეშვა დედა.
-დედა არ მაკვს მაგდენი დრო. ნანკამ უნდა გამომიაროს. ბარგი ჩასალაგებელია. მალე უნდა გავიქცე.-მაშინვე მიზეზების ჩამოთვლა დავიწყე.
-კარგი როგორც გინდა.-გაიიბუტა დედა, მაგრამ მე ისევ ლანასთან ლაპარაკით შევიქციე თავი. ამ საკითხში ვერ დავუთმობდი...


დაახლოებით ერთი საათი გავჩერდი ჩემებთან და უკვე წასვლას ვაპირებდი, მაგიდაზე დადებული ჩემი მობილური რომ აწკრიალდა. ლანამ ხელი დაავლო ტელეფონს და მომირბენინა. ეკრანზე ლადოს ნომერი რომ დავინახე გული ყელში მომაწვა.
ჩემებს გავუღიმე და აივანზე გავედი.
-გისმენ.- ხმა ჩავარდნილმა ვუპასუხე.
-სად ჯანდაბაში ხარ?- მიღრიალა ტელეფონში.
-დედასთან. ახლავე წამოვალ. ხვალ რომ მივდიოდით მოვინახულე.-მაშინვე თავის მართლება დავიწყე აკანკალებულმა.
-მე შენ არ გითხარი, სახლიდან არ გახვიდე მეთქი? დაგავიწყდა ჩემი დაპირება?-არ ცხრებოდა ლადო.
-ახლავე წამოვალ. -ჩავძახე ყურმილში.
-მანდ იყავი, მე მოგაკითხავ. -შედარებით მშვიდი ხმით მითხრა.
-იყავი, მე მოვალ.-ჩავძახე სასწრაფოდ. მისი ჩემებთან სიახლოვის დანახვა გამაგიჟებდა ნამდვილად.
-განგა, მანდ იყავი მეთქი. უკვე მოვდივარ.- ბრძანება გასცა და გამითიშა.
ნერვიულობისგან პირი გამიშრა, ყურები დამიგუბდა ტუჩები დამიბუჟდა, თავბრუსხვევა მკლავდა... აქ მოდიოდა ლანასთან და ქეთისთან. ისევ რომ გადარეულიყო და მათთვის რამე რომ დაეშავებინა? პირობა რომ შეასრულოს?
ცოტა დავწყნარდი და უკან შევბრუნდი. დედა და ლანა შემომცქეროდნენ.
-რა სახე გაქვს გოგო რა არის? -შეშფოთდა დედა.
-ვაიმე, ძალიან ცივა.-რაღაც უაზრობა მოვბოდე და სკამზე ჩამოვჯექი.
-ფერი არ გადევს დედიკო, ლანა მიდი ჩაი გაუკეთე განგას. -ტელევიზორს მიჯაწვულ ლანას უთხრა დედამ.
-მე გავაკეთებ დედა, მართლა სტუმარი კი არ ვარ.-სკამიდან წამოვხტი და უკვე სამზარეულოდან გამოვძახე ჩემებს.-თქვენც გინდათ?

20 წუთში კარზე ზარია ხმამ შემახტუნა. ლადო მოვიდა. ვიგრძენი როგორ წამივიდა ფერი მისი მწერა რომ მომხვდა.
-როგორ ხართ? -ქეთი გადაკოცნა და 12 წლის ლანა ხელში ორი წლის ბავშვივით შეათამაშა.
-დამსვი რა ლადო...-როგორც ყოველთვის აწუწუნდა ლანაც. ლადომ ლანა დააბრუნა სკამზე და გვერდით მომიჯდა. - ჩემი ცოლიც აქ ყოფილა.- ხელი გადამხვია და ლოყაზე მაკოცა. ლამის წამოვვარდი ადგილიდან მის შეხებაზე, მაგრამ როგორღაც თავი შევიკავე.
-ხაჭაპური გამოვაცხვე, ხომ გინდა? -შესთავაზა ქეთიმ „სიძეს“
-აუუ, ქეთი ხომ იცი როგორ მიყვარს შენი გაკეთებული ხაჭაპური, რას მეკითხები, მინდა.- გაუცინა დედას.
დედა სამზარეულოში გავიდა და ლანაც გაიყოლა მომეხმარეო. ლადოსთან პირისპირ დარჩენილმა მაშინვა ახსნა დავუწყე.
-ლადო, უბრალოდ... ვინახულე წასვლამდე...-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვამბობდი სიტყვებს. -უკვე დაბრუნებას ვაპირებდი...-ცრემლები ჩამიდგა თვალებში.
-ამაზე მერე ვილაპარაკებთ.-ენა ჩამაგდებინა.


მთელი საღამო დედასთან გავატარეთ. სამივე კარგად მხიარულობდნენ... მხოლოდ მე ვიყავი მოღუშული. ლადოს ყოველ გამოხედვაზე, ვხვდებოდი რომ კარგი დღე არ დამადგებოდა. კუთხეში ვიყავი მიკუნტული დივანზე და უაზროდ ვიყურებოდი სივრცეში. როგორ დამეხსნა თავი ამ ტირანისგან?
თავს იმით ვიმართლებდი თავი მტკივა, კანკალზე კი მცივა-მეთქი ვიმეორებდი. დედამ თერმომეტრიც კი მომცა ხომ არ გაცივდი, შენი ფერიც არ მომწონსო. ნეტავ მართლაც მხოლოდ ეს ყოფილიყო მიზეზი.
ღამის 2 საათი ხდებოდა, როცა წამოვედით. მანქანაში ჩავჯექით თუ არა, ლადომ მაშინვე დაიწყო.
-განგა, მოდი გავარკვიოთ. მითხარი, ჩემი რომელი სიტყვა ვერ გაიგე სწორად?-მანქანა მთელი სისწრაფით გაიჭრა გზაზე.
-უბრალოდ ჩემები მოვინახულე.-იგივე გავიმეორე.
-მე ეს არ მიკითხავს. გკითხე რა ვერ გაიგე სწორად, ის რომ სახლიდან არ გასულიყავი, თუ ის რომ თუ იმას არ გააკეთებ რასაც გეტყვი, ლანა და ქეთი დაისჯებიან? მითხარი!-ბოლო ხმაზე ღრიალებდა ლადო.
მისი ხმა ზარივით ჩამესმოდა ყურეში და სმენას მიკარგავდა. ხელები ყურებზე ავიფარე. ლადომ კი ერთ მაჯაზე წამავლო ხელი და დაბლა ჩამოსაწევად დამეჯაჯგურა. წამით საჭე უყურადღებოდ მიატოვა და დავინახე როგორ მიჰქროდა ჩვენი მანქანა მთელი სისწრაფით გამხდარი სხეულისაკენ, რომელიც უძრავად იდგა შუა გზაზე.
-ლადო...-მთელი ხმით ვიკივლე და ხელი წინ გავიშვირე, მაგრამ გვიანი იყო...
შეჯახების ხმამ ცამდე ააღწია...




***
ბავშვებო,
ახალი თავით მოვედი.
შეცდომებისთვის ბოდიშს ვიხდი წინასწარ, არ მაქვს გადახედვის დრო.
ველი შეფასებებს...
თქვენი მარი.



№1  offline ახალბედა მწერალი MariamG

ვაიმე ჩემო გოოოგოო...
ბოლომ ძალიან შემაშინააა !!
ეს ლადო უკვე ნერვებს მიშლის რა... ველოდები შემდეგს love

 


№2  offline მოდერი chica sol

MariamG
ვაიმე ჩემო გოოოგოო...
ბოლომ ძალიან შემაშინააა !!
ეს ლადო უკვე ნერვებს მიშლის რა... ველოდები შემდეგს love

ჩემი პირველი სიხარული ხარ love
ოხ მეც როგორ მიშლის ნერვებს რომ იცოდე...
ჩემი გოგო ხარ და მიყვარხარ მე შენ love

 


№3  offline მოდერი sopiko

ვიცი ეს ვინც იქნებაა :-D რა თქმა უნდა თიკო :-D თუმცა ცუდია დასასრული იდუმალი რომ არ არის. პირადად მე თითქმის დავსახე გმირების მომავალი

 


№4  offline მოდერი chica sol

sopiko
ვიცი ეს ვინც იქნებაა :-D რა თქმა უნდა თიკო :-D თუმცა ცუდია დასასრული იდუმალი რომ არ არის. პირადად მე თითქმის დავსახე გმირების მომავალი

ჯერ კიდევ მაქვს შემონახული სიურპრიზები... სიმარტლე გითხრა მეც არ ვიცი დასასრული და... wink
მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ მოგწონს, მაინც მიხარია, რომ კითხულობ love

 


№5  offline წევრი kora

me momcons, rogorc yoveltvis saintereso tavi iyo. cota guli mcydeba lado aseti tirani rom agmochnda,arada gangas xam sul sxva lado sheuyvarda, ver vxvdebi ram shecvala es bichi.
--------------------
kira.G

 


№6  offline მოდერი chica sol

kora
me momcons, rogorc yoveltvis saintereso tavi iyo. cota guli mcydeba lado aseti tirani rom agmochnda,arada gangas xam sul sxva lado sheuyvarda, ver vxvdebi ram shecvala es bichi.

არადა ვიცი რაღაც იმედებს ამყარებდი ამ პერსონაჟზე. ვერ გაგიმართლე...
ადამიანის შესაცნობად ზოგჯერ ერთი სიცოცხლეც არ კმარა...
მადლობა დიდი ჩემო გოგო რომ კითხულობ, და შენს აზრს მიზიარებ... love

 


№7  offline წევრი Tiiko ^.^

აი მომკალით და მაინც მევასება ეს ლადო :დ მალე დადე შემდეგი <3

 


№8  offline მოდერი chica sol

Tiiko ^.^
აი მომკალით და მაინც მევასება ეს ლადო :დ მალე დადე შემდეგი <3

როგორ გაგიმეტებ? შენი უფლებაა და მოგწონდეს.
დიდი მადლობა ჩემო გოგო love

 


№9  offline ახალბედა მწერალი ერკე

დავმუნჯდი და გავიკვანძე ჰაერში wink belay
არ მევასება ლადო!
მოკალი, დაჭმუჭნე, საკეპ მანქანაში შეაგდე, მიასიკვდილე, თავი კედელს არტყმევინე ან რამე ჰქმენი :დ
ნუ ახლა... კი დასრულებული გაქვს უკვე, მაგრამ ჩემ თავს შევძახი, რომ ასე იყოს :D :D
მაღიზიანებს!!!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent