მკრთალი ნათელი წერტილები “5“
-არა,ყველაფერი ძველებურად იქნება.-ვუთხარი და გავუღიმე დაძაბული სიტუაციის გასანეიტრალებლად,სულაც არ მაწუხებდა ის აზრი,რომ გიორგის შევუყვარდი,ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.ადამიანს სიყვარულს ვერავინ აუკრძალავს.ვუყვარდე,თუკი ამის ძალა და შესაძლებლობა ეყოფა. -მაშ წავიდეთ,აქ ყოფნა მოგწყინდა. -არა,საიდან მოიტანე-გამეცინა-ძალიან მიყვარს კაფეში ჯდომა და ყავის სმა,შენ თუ გინდა წადი-ამის თქმაზე სახე მოეღუშა და მოწყენილი წამოდგა სკამიდან.-თუ გინდა იყავი-მივუგე და ყავა მოვსვი.ჯერ კიდევ თბილი იყო. -არა ჯობია წავიდე,საქმეები მაქვს.-არ შევწინააღმდეგებივარ,მარტო ყოფნა მინდოდა.-შეხვედრამდე-მითხრა და წავიდა.მშვიდად განვაგრძე ყავის სმა,მერე ნამცხვარიც შევუკეთე.ხშირად მარტო ყოფნა მირჩევნია,ეს მეხმარება ბევრი ვიფიქრო და ცოტა ვიტლიკინო.გიორგი არაა ცუდი პიროვნება,მაგრამ მას ისე ვუყურებ,როგორც ბავშვსს ზედმეტად ლაღია,უდარდელი,თუმცა დღეიდან სადარდებელი ექნება ჩემი სახით.მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა და არ მინდა სიყვარულმა გააფუჭოს.წინასწარ რა ვიცი,მაგრამ იქნებ ოხდეს სასწაული და შემიყვარდეს,იქნებ მან მოახერხოს საოცრებების მოხდენა,რავიცი რავიცი,ყურადღების მეტს არაფერს ვითხოვ,რაც ამ დროებაში ძალიან რთულია. მირთმევას,რომ მოვრჩი და ფიქრებშიც ჩავიძირე,მოსაღამოვდა ამიტომ სახლში ძალიან,რომ არ დამგვიანებოდა და ჩემი ანგელოზი რომ არ გამებრაზებინა,წამოვდექი, გიორგის დატოვილი ფული გადავიხადე და შინ წავედი. -რა გეჩქარებოდა-კარებში მდგარს მეუბნება ანგელოზი და მკოცნის-ხომ იცი როგორ მენატრები ხოლმე-როგორ არ ვიცი ქალბატონო,მაგრამ რა ვუყო მარტო ყოფნაც მინდა ხანდახან. -ვეცადე ადრე მოვსულიყავი,დედიკო-ლოყაზე ვუჩმიტე და ჰოლში შევედი-მამა არ მოსულა?-ვკითხე მას,როცა მივხვდი სახლში არავინ იყო მის გარდა. -არა,ჩაის ვსვამ შენ რას ინებებ? -ძილს დედილო-ვიცინივარ და ჰოლიდან საძინებელში გავდივარ.-ახლა ტკბილი ძილი და კარგი სიზმრები მინდა. -მოიცა მოვალ.-მეუბნება ანგელოზი.მე კი საწოლში ვწვები და საბანში ვეხვევი.დიდი ხანი არაა რაც საკუთარ საწოლში მძინავს,ჩემი გარდაცვალების მერე ყველაფერი შეცვლილა,ჩამობნელებულია,უცხო,იმედია მალე შევეჩვევი,თუმცა საწოლი ისევ ისეთი გემრიელია,ბალიში კი საუცხოო,რომ ჩავეხუტებოდი ხოლმე მეძინებოდა,ახლაც იმავე ხერხს მივმართე,მაგრამ ძილი არ მომერია.-გძინავს?-ბალიშზე ჩახუტებული,რომ დამინახა დედაჩემმა ეგონა მეძინა და მოვიდა,რომ შუბლზე ეამბორა. -ვერ ვიძინებ,რაღაც უნდა მოგიყვე-ვუთხარი და საწოლზე წამოვჯექი-გიორგის ვუყვარვარ-სახეზე წამოვწითლდი. -ნამდვილად?-ცოტა დაეჭვებით მკითხა მან-დილით მაღაზიაში,რომ ჩავდიოდი ვიღაც ქალთან ერთად მიდიოდა-არ ვიცი რატომ,მაგრამ არ მესიამოვნა დედაჩემის ნათქვამი,რატომ უნდა მეეჭვიანა მე ხომ გიორგის მიმართ არაფერს ვგრძნობ-არ ვიცი იქნებ შემეშალა.არა ნამდვილად გიორგი იყო-აგრძელებდა დედაჩემი მე კი გაბრაზებული საბანს ვკუჭავდი. -იქნებ ნათესავია,და. -შენ გიყვარს?-მკითხა ცოტა აღელვებულმა -არა არ მიყვარს,მის მიმართ არაფერს ვგრძნობ-დავამშვიდე-ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვისთან იქნება. -არ გაბრაზებულხარ?-ეჭვნარევი ხმით მკითხა და ხელი ხელზე მომკიდა. -არა,რატომ უნდა გავბრაზებულიყავი-გამეცინა. -მაშინ საბანს გაუშვი ხელი-მე ჩამეცინა და თითები ერთი მეორის მიყოლებით გავუშვი-ჩემი სულელი ქალი.-მომიგო და მომეხვია-დაიძინე და სისულელეებზე აღარ იფიქრო.-შუბლზე მაკოცა და წამოდგა-ტკბილი ძილი. -შენც დედილო-გავუღიმე და საწოლში ჩავსრიალდი.მისმა კოცნამ მომაჯადოვა და როგორც კი თავი დავდე ბალიშზე დამეძინა. * * * -უჩაიოდ არ წახვალ -შორს გავფრინდები -ძალა არ გეყოფა და ძირს დაეცემი -არ მინდა -რომ ვამბობ ესეიგი საჭიროა -თქვენ იმდენ რამეს ამბობთ,ყველაფერი,რომ დაგიჯეროთ -მოდი აქ -მოიცა მოვფრინავ -არა გადმოცურე -ჯერ ჩავიცვა -გოგო დაგაგვიანდა-უკვე გაბრაზდა. -დედილო,როცა მინდა მივალ,როცა მინდა მოვალ -ჭკუა როდის მოგემატება?-მეკითხება სიცილით -ჭკუას მოკვდომია პატრონი-ბებიაჩემის ნათქვამი გამახსენდა. -ჰა მალე დააყენე საშველი,ჩაი გაცივდა. -დაიცა ხო,საწოლი არ მიშვებს. -საწოლი კიარა ქმარი არ უნდა გიშვებდეს-მესმის მისი სიცილი-ქმარი!-იმეორებს ისევ. * * * -რატომ აგვიანებ ქალბატონო?-ჟურნალ-გაზეთებს მიფრიალებს ცხვირწინ ქალბატონი ნინო. -ვსაუზმობდი-ვუღიმი-პრეზიდენტთან. -წადი საქმეს მიხედე ცინიკოსო,ვიღაც კაცია მოსული,აუცილებლად უნდა ვნახოო,არ უთქვამს მეტი არაფერი. -კარგი-ვუთხარი და ჩემი კაბინეტისკენ დავიძარი.რომ შევედი არავინ დამხვდა.კიდე კაი დავაგვიანე,ალბათ ლოდინმა დაღალა.მშვიდად შევუდექი საქმეს. -უკაცრავად-მესმის ხმა უკნიდან და შეშინებული სავარძლიდან ვხტები-მაპატიეთ,რომ შეგაშინეთ-მეუბნება უკნიდან.გავბრაზებული ვბრუნდები მინდა ვეჩხუბო,მაგრამ ენა მივარდება და კანკალი მეწყება. -თქვენ?-ვამბობ აღელვებული და ვგრძნობ,როგორ მიცახცახებს ნიკაპი. -მიცნობ?-გაკვირვებულს ეცინება და მიახლოვდება-მეგონა მარტო მე გიცნობდი-დაჟინებით მაცქერდება,ასე მგონია ჩემს სხეულში ძვრება. -რა იცოდი,რომ აქ ვმუშაობდი?-ვეკითხები. -მე ყველაფერი ვიცი-მიღიმის და კიდევ უფრო მიახლოვდება.-როდის წყვეტ სუნთქვას და მერე როდის აგრძელებ ეგეც.-შიშმა ამიტანა და ფეხები ლამის მომეკვეთა. დაძაბულობისგან ყველაფერი ამტკივდა. -რატომ მოხვედი?-ვკითხე და ჩამოვჯექი -არ შეიძლება?-გაკვირვებით მეკითხება. -რა თქმა უნდა,მაგრამ ჩემთან? -შენთან?მაგაზე პასუხი არ მაქვს.უფრო სწორად როგორ არ მაქვს,შენ არ გინდოდა ჩემი ნახვა? -ეგ პასუხი არაა-სიმწრით მეღიმება. -ხომ გინდოდა? -რა? -რომ გენახე-ამბობს და მაგიდის კიდეზე ჯდება.მწვანე თვალები დაჯინებით მაცქერდებიან და ვგრძნობ ჩემს ლოყებზე სიმხურვალეს და ხელებს ვიდებ.-რატომ გაწითლდი?-მკითხა მან და ხელზე მომკიდა ხელი-ნუ მალავ ძალიან გიხდება წითელი ლოყები-იცინის,მე კი უარესად მეწვება სახე. -წითელი ვარ?-ვეკითხები და უჯრიდან სარკეს ვიღებ,რომ დავაზუსტო.სახე კეხურა ვაშლს მიგავს და სიცილი მიტყდება.-ჩემი ნახვა ასე თუ აგაწითლებდა არ მეგონა,ხშირად მოვალ ხოლმე. -ჩაიზე ალერგია მაქვს. -რა? -ამ დილით ჩაი დავლიე და აშკარად არ მომიხდა-ვათვალიერებ სახეს სარკეში. -რა სულელი ხარ -წესიერად -ბოდიში. -რა საქმეზე ხარ მოსული?-სარკეს ისევ უჯრაში ვათავსებ და მთელ ყურადღებას მას ვუთმობ. -შენი ნახვა მინდოდა,ხომ გითხარი. -ასე უბრალოდ? -რატომ უბრალოდ? -აბა? -ადამიანის ნახვის სურვილი უბრალოა? -არ ვიცი,შენ როგორ ფიქრობ -მე როგოგორც ვფიქრობ მიხვდი ალბათ,აქ მოსვლის მიზეზი შენი ნახვა იყო.რაც ნიშნავს იმას,რომ ყველა საქმეზე ღირებული ,სურვილია ,ვინმეს ნახვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.