შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება გრძელდება 6


15-10-2015, 18:06
ავტორი gabun1a
ნანახია 1 914

ტკივილი გარდაუვალია! ოდესმე მას ყველა ადამიანი იგრძნობს, მას ორი სახე აქვს, ფიზიკური და სულიერი, ყველაზე რთულად სულიერი ტკივილის გადატანა გვიჭირს, სულიერი ტკივილი პროგრესირებადია პროგრესირდება გულზე და გულს შუაზე ჰყოფს, ტკივილს გვაყენებენ ან ჩვენ თვითონ ვაყენებთ საკუთარ თავს, დაუდევრობით, ორგანიზმიდან მიღებული „სიგნალების“ უგულველყოფით და ა.შ. მაგრამ ყოველგვარ ტკივილს ოდესმე აქვს დასასრული, ფიზიკური ტკივილის მკურნალი მედიკამენტებია, სულიერი ტკივილისა დრო, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ჩვენი თავის მკურნალები ორივე შემთხვევაში პირველ რიგში თავადვე ჩვენ ვართ, ადამიანს შეუძლია ტკივილის მართვა, მხოლოდ ადამიანზეა დამოკიდებული დარჩება გვირაბის ბნელ ნაწილში თუ გააგრძელებს გზას იქით საიდანაც სინათლე ჩანს, ამ ქვეყნად ყველაფერს აქვს დასასრული მათ შორის ტკივილსაც!


ბიჭები უმისამართოდ გარბოდნენ, დიდხნიანი სირბილის შემდგომ დაღლილებმა ერთ ერთ „იტალიურ ეზოს„ მიაშურეს, ეზოში ონკანი შენიშნეს და წყლით სისხლის მოწმენდას შეუდგნენ, მათეს თვალში მოხვედროდა და ოდნავ ტუჩიდანაც სისხლი სდიოდა, ლევანი გამსკდარი წარბიდან იშორებდა სისხლს დათო არანაირ ტკივილს არ უჩოდა უბრალოდ პერანგი შემოჰხეოდა და მტვრიან შარვალს ხელით იწმენდდა, ლევანი და მათე ტკივილს ებრძოდა

-ბიჭო ეგ წარბი მგონი გასაკერი გაქვს შენ-ლევანს მიმართა მათემ
-არა რა გასაკერი შეხორცდება თავისით-ონკანის გვერდით მდგომ მანქანასთან მივიდა და სარკეში ჩაიხედა ლევანმა
-არა რა თავისით ბიჭო შანსი არაა ტო ექიმთან მივიდეთ რაა
-ბიჭო ის თავგადაპარსული ტიპი რო იყო რა დავადე დაინახეთ? ტიპს იმენა ხვალ ვეღარ იცნობენ-ღიმილით წარმოსთქვა დათომ
-რაც მთავარია ბექას მოხვდა როგორც საჭირო იყო ნათია ვეღარ იცნობს ხვალ-მათეს ნათქვამზე ყველამ გაიცინა
-ბიჭო ე წამო ჩემს დეიდაშვილთან დავაწვეთ ეხლა ჩვენ რა-დათოს თვალები გაუნათდა თითქოს რაღაც მოაგონდა
-შენს დეიდაშვილთან რა გვინდა-გაკვირვებით ჰკითხა მათემ
-ბიჭო თინას ხო იცნობთ?
-ჰო მერე?
-მერე ექთნად მუშაობს და ამ ტაისონსაც დაადებს ნაკერებს და ჩვენც ცოტათი ხელს შეგვავლებს რა
-ოო ტეხავს რა თინასთან ავიდეთ-ლევანიმ მოწყენილმა თქვა მას თავისდაკვრით მათეც დაეთანხმა
-ეე რა ტეხავს მოიცა რა-დათო ეზოდან სწრაფად გავიდა „ტაქსი„ შესძახა და ძლიერად დაუსტვინა ერთ ერთმა ტაქსმაც უმალვე გააჩერა ბიჭებიც სწრაფად ჩაჯდნენ და ავტომანქანა თინას სახლისკენ დაიძრა

****************

ნინი საწოლზე იწვა თვალები დაეხუჭა და ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა , მას არ გაუგია კარზე კაკუნის ხმა, კარზე ვიღაც გაუჩერებლად აკაკუნებდა მაგრამ გოგონას არ ესმოდა, მუსიკა რომელსაც უსმენდა დასრულდა შემდეგი მუსიკის დაწყებამდე რამდენიმე წამიანი პაუზის პერიოდში კაკუნის ხმა მოესმა იფიქრა ხოარ მომეჩვენაო მაგრამ ყურსასმენები მაინც მოიხსნა, ყურსასმენებში შემდეგი მუსიკის ჰანგები აჟღერდა მაგრამ გოგონამ იმ წამსვე მოისროლა გვერდით და კარისკენ გავარდა, როდესაც კარი გააღო ზღურბლთან მამა იდგა რომელიც ძალიან მთვრალი იყო და ბარბაცებდა

-სად ხარ ამდენხანს გოგო ჰა? ჩამოვიღე კარი და ეგაა-ბარბაცით სახლში შეაბიჯა თან კედლებს ეჯახებოდა
-ისევ მთვრალი მოხვედი? ამჯერად სად დალიე?
-ჩვენი "ბრატია" ერთი რა შენ არ იცნობ და ბავშვის ნათლობა ქონდა და როარ დამელია არ შეიძლებოდა რა ჩემო ლამაზო გოგო-შვილს მოეხვია და კოცნა დაუპირა მაგრამ ალკოჰოლის სუნით მყრალი მამა მოიშორა და განზე გადგა
-ჩემი ჯვარი რა უყავი?
-აუუ ჯვარიი, ხო აი დავალომბარდე რა ნათლობის პონტში ხელცარიელი ხოარ მივიდოდი არა?
-ჰოდა როგორ აპირებ გამოტანას ეგ მაინც თუ იცი?
-ვიზამ რამეს რა, როდესმე გამიცრუებია შენთვის იმედი?
-კი-ცივად მიუგო გოგონამ
-როდის აბა მითხარი-ისევ გოგონასკენ წაბარბაცდა მაგრამ ნინი ისევ განზე გაუდგა
-ყოველთვის მამა ყოველთვის და დავიღალე ამ ყველაფრით, ერთი კვირის წინ ლეპტოპი დაალომბარდე, ეხლა ჩემი ნათლობის ჯვარი, მერე რას იზამ კიდე აღარ ვიცი-ხმამაღალი ტონით ესაუბრებოდა ნინი მამას, ამ დროს კარის საკეტმა გაიჩხაკუნა და ნათელა ცელოფნებით დატვირთული შემოვიდა მან ყური მოჰკრა მამა-შვილის საუბარს, შემოსვლისთანავე ცელოფნები იატაკზე დააწყო და ანერვიულებულ შვილს და მთვრალ ქმარს მიაპყრო მზერა

-რა ნათლობის ჯვარი რას ამბობდით?
-არაფერი ნათელა რა რაღაცაზე ჩვენს პონტში ვლაპარაკობდით-შალვამ თავის დაძვრენა სცადა მაგრამ ნინის სახეზე გაღიზიანება ვერ დაეფარა
- ნინის ჯვარი ლომბარდში ჩადე? მე რატო არ მითხარით არაფერი ან მამამ ან შვილმა?
- კარგი რა დედა
-ჰო კარგი რა ნათელა ნუ დაიწყებ ეხლა
-რაში დაგჭირდა ეგ ფული რო გამომთვრალიყავი არა?
-არა არა, სწიოპა ხო იცი შენ არა? მაგის ბავშვის ნათლობა იყო და ხელცარიელი ხომ არ მივიდოდი არა? თან საყვარელ მეუღლესაც ხო ვერ ვთხოვდი ფულს არა?-ბოლო სიტყვებში ირონია ჩანდა
-ჯერ არ გითხოვია არა?
-მითხოვია, მითხოვია ნათელას ვენაცვალე მაგრამ სულ ამას ვერ გავაკეთებ მეც ხო კაცი ვარ არა?
-კაცი-სინანულით ჩაილაპარაკა ნათელამ და სამზარეულო ოთახში ცელოფნები შეიტანა, ცელოფნები მაგიდაზე შემოდგა და პროდუქტის ამოლაგებას შეუდგა, შალვაც უკან მიჰყვა სკამი გამოსწია და მძიმედ დაეშვა ერთხანს უხმოდ იყო , თავი დახრილი ქონდა და სთვლემდა მერე თავი მაღლა ასწია

-კარგი რა არ გამიბრაზდე გთხოვ რა
-თავი დამანებე -ცივად მიუგო ნათელამ და მეუღლეს ზურგი აქცია მაცივარში პროდუქტის შელაგებას შეუდგა, შალვა ბარბაცით ადგა ზურგსუკან დაუდგა და წელზე ხელები მოხვია
-ჩემი ბრაზიანი გოგო
-შემეშვი-ცივად მოიშორა ნათელამ, თანხმობის ნიშნად კაცმა უსიტყვოდ თავი დაუკრა და ბარბაც-ბარბაცით საძინებელი ოთახისკენ გაუყვა , ქალმა პროდუქტი დააბინავა შემდეგ უღონოდ სკამზე დაეშვა, საძინებელი ოთახიდან ქმრის ხვრინვა ისმოდა, ქალმა თავი ხელებში ჩარგო და აქვითინდა

*************

ნინი ნერვიულად ქუჩაში მიაბიჯებდა, გარეთ ქარი ქროდა და თმას უწეწავდა, ნერვებ და თმა აწეწილმა ნინიმ ტელეფონი ამოიღო ჩანთიდან და ნინის ნომერი აკრიფა

-გოგო სად ხარ?
-კაფეში ვარ გამოხვალ?
-ვისთან ერთად ხარ?
-ბიჭები არიან და მეტი არავინ
-კარგი მოვდივარ, დროებით
-დროებით

ტელეფონი გათიშა ის-ის იყო ისევ ჩანთაში უნდა ჩაედო და ტელეფონი აწკრიალდა

-გისმენთ
-ნინი ბაჩო ვარ როგორ ხარ?
-უი ბაჩო, კარგად შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად, ცუდ დროს ხოარ გირეკავ? გცალია?
-კი კი, ნატასთან შესახვედრად მივდივარ ახლა
-ხოო? წინააღმდეგი ხოარ იქნები რო შევხვდეთ? სად იქნებით მითხარი მოგაკითხავთ სადმე გავისეირნოთ
გოგონა წამით დაფიქრდა-კარგი კაფე "პირამიდა" იცი სად არის?
-კი კი როგორ არ ვიცი, კარგი ახლავე გამოვდივარ დროებით
-დროებით

ნინიმ კაფეში შეაბიჯა მაგიდასთან , ნატა, მათე და დათო ელოდებოდნენ, ნინიმ იმ წამსვე შეამჩნია მათეს ჩალურჯებული თვალი

-გამარჯობათ, შენ რა დაგემართა?
-ოო არაფერი-თავდახრილმა თქვა მათემ, შემდეგ ნინიმ მზერა დათოს მიაპყრო დათოსგან ელოდებოდა პასუხს
-არაფერი, წაიქცა და ეგაა რა
-კარგი რა რა წაიქცა რას უგავს სახე
-დაიკიდე რა, რას შვები შენ სად დაიკარგე ?
-მე დავიკარგე?-გაიკვირვა ნინიმ-კლუბში რომ ვიყავით იმ დღის მერე არ გამოჩენილხართ
-მამენტ ეგეც მართალია-ჩაილაპარაკა დათომ

ნინის ტელეფონი ისევ აწკრიალდა , ტელეფონზე ბაჩოს ნომერი დაეწერა ნინიმ მზერით ნატას ანიშნა რომ ბაჩო რეკავდა, შემდეგ ტელეფონი აიღO და ნაზი ხმით უპასუხა

-გისმენ
-გამარჯობათ, ბაჩო კილაძეს იცნობთ ალბათ არა?
-უკაცრავად ვინ ბრძანდებით?
-საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ვალერი ბერულაშვილი, ცოტახნის წინ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან ავტოავარია მოხდა, ბატონი ბაჩო გადაყვანილია მე-13 საავადმყოფოში, ვნახეთ რა მისი მობილური ტელეფონი და ბოლო გასული ზარი თქვენთან იყო, თუკი იცნობთ მას გთხოვთ მობრძანდეთ

საუბარი დასრულდა, ტელეფონში გადაბმული ზუმერის ხმა ისმოდა, გოგონა სახტად დარჩენილიყო, "რა მოხდა" ეძახდნენ მეგობრები მაგრამ ნინი შოკში იყო და გონს ვერ მოდიოდა!



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

გონება გეეკვანძა? wink ეს რა ხდება ტო... ნინი რა საყვარელია მომწონს :დ ბაჩო კი არა ერკე შეახვედრე :D :D
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline წევრი gabun1a

ErckeMydass25
გონება გეეკვანძა? wink ეს რა ხდება ტო... ნინი რა საყვარელია მომწონს :დ ბაჩო კი არა ერკე შეახვედრე :D :D


ერკესაც შეხვდება თავისი ნინი :დ

 


№3  offline მოდერი chica sol

კარგად ხლართავ სიტუაციებს. ვერ ვხვდები რა იქნება შემდეგ...
ველი ახალ თავს

 


№4  offline წევრი gabun1a

მარიამ ზაქარაშვილი
კარგად ხლართავ სიტუაციებს. ვერ ვხვდები რა იქნება შემდეგ...
ველი ახალ თავს


მადლობა რო კითხულობ :)

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

გაბუნია აღმოგაჩინე,შენი ისტორია აქამდე არ წამიკითხავს,ახლა ვმახე და მომწონს,ცოტა ჩახლართულად წერ,მაგრამ საინტერესოდ.დამაჯილდოვე ეხლა დაათეს ნინი შეაყვარე.თორემ აღარ წავიკითხავ

 


№6  offline წევრი gabun1a

ლორელაი
გაბუნია აღმოგაჩინე,შენი ისტორია აქამდე არ წამიკითხავს,ახლა ვმახე და მომწონს,ცოტა ჩახლართულად წერ,მაგრამ საინტერესოდ.დამაჯილდოვე ეხლა დაათეს ნინი შეაყვარე.თორემ აღარ წავიკითხავ


მადლობა რო კითხულობ :)) გამომყევი და ვეცდები ბევრად საინტერესო შემოგთავაზო, რაც შეეხება დათოს და ნინის ტანდემს, რავიცი ვნახოთ :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent