შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შოკოლადისფერი “ნაწილი მეორე“ თავი 4


15-10-2015, 23:38
ავტორი მორი-ელი
ნანახია 4 012

მისი ნაცრისფერი თვალები,ღმერთო ყველაფერი ისე მკაფიოდ მახსოვს,რომ არ მინდა ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყოს.გაფართოებული თვალებით ვუყურებდი დაჩის,მინდოდა ეს ყოფილიყო სიზმარი და არა დემეტრე.ჯანდაბას წაუღია ყველაფერი.
-რა იყო?-სახეზე მომკიდა ხელები-ფერი არ გაქვს-მითხრა შეშინებულმა.
-არაფერი,ძილი დამაცადე-საბანში გავეხვიე და ძილი გავაგრძელე.მეგონა სიზმარიც გაგრძელდებოდა,მაგრამ შევცდი, მზგავსი არაფერი მინახავს.იმედგაცრუებული წამოვდექი და გავემზადე სამსახურში წასასვლელად,მაგრამ მერე გამახსენდა,რომ დღეს ვისვენებ.თუ ეგ სიზმარში ვნახე.ფუ ყველაფერი ამერია.
-ყავა გვაქვს?-ვკითხე დაჩის,როდესაც სამზარეულოში შევედი.
-ნახე,იქნება-კარადა გამოვაღე და ყავით სავსე ბანკა იდგა,გამოვიღე და ყავის მოდუღებას შევუდექი-შენც გინდა?-გავძახე ძმას.
-არა,წეღან დავლიე.-როგორც გინდა ჩავილაპარაკე და როდესაც ყავა ამოვიდა ფინჯანში დავასხი.-სამსახური გაქვს დღეს?-მესმის დაჩის ხმა.
-კი,ალბათ-ვამბობ და ყავას ვსვამ,დამავიწყდა რომ ახლა დავასხი და ენა დავიწვი.-ფუ ამის
-რაიყო?
-ენა დავიწვი
-უჰ გამისკდა გული,მეც არ მეგონა-იცინის-სად გეჩქარება ნელა დალიე
-შემეშვი,შე უარგისო-დავიყვირე გამწარებულმა.
-კარგი,მაგრამ თუ მუშაობ არ აგვიანებ?
-არა!
-გავჩუმდე?
-დიახ.
-რა მომთხოვნი და ხარ,შენ ვინ უნდა აგიტანოს.მეც მაჩუმებ უკვე-მასთან საუბარმა დამღალა.საერთოდ ყველაფერმა დამღალა.შორს წასვლა მომინდა,იქ სადაც ჩემს მეტი არავინ იქნება და არავინ გამიბურღავს ტვინს თავისი უაზრო რჩევებით,გულსაც არავინ მატკენს და ვიქნები ჩემვის მშვიდად.პატარა ხის მყუდრო სახლში,რომელიც ძალიან თბილი იქნება.ჩემთვის მოვკალათდები რწეველა სკამში და მექნება ფანტასტიური ფიქრები,არაფერზე.
-წავედი-ვუთხარი მას,როდესაც გავათავე ყავის ჩაცეცხვლა და სამზარეულოდან გავედი.-საღამომდე.
-საღამომდე-მომიგო მანაც და ღიმილით გამაცილა სახლიდან.რა ენაღვლება,თვითონ კომფორტულადაა სავარძელში მოკალათებული თბილად,მე კიდევ შემოდგომის წვიმაში და ქარში უნდა ვიბლადუნო გარეთ,რომ მკითხოს კაცმა შემოდგომა მიყვარს.ტაქსე გავაჩერე და ვთხოვე სწრაფად მივეყვანე კორალემდე,ფულიც წინასწარ გადავუხადე.
* * *
-მარიამ!-დემეტრეს ხმა მომესმა,კიარ მომესმა დამიძახა-ჩემს კაბინეტში შემოდი.
-ახლავე-ვუთხარი მე და რამდენიმე წუში კიდეც შევედი-რამე მოხდა?-ვკითხა ინტერესით,მან კი გაიცინა და სავარძლიდან წამოდგა,უცნაურად მომაშტერდა,ამათვალიერ-ჩამათვალიერა და ტუჩზეც იკბინა.
-საინტერესოა-ნერწყვების ყლაპვით თქვა და ჩემსკენ წამოვიდა,მე უკვე თავბრუსხვევას ვგრძნობდი,თვალებში დამიბნელდა ხელი წელზე,რომ შემომხვია და თავის სხეულზე მიმიხუტა.ძლიერად მესმოდა მისი გულის ცემა და სასიამოვნო ჟრუანტელი მთელ სხეულში მივლიდა.მისი სუნთქვა,ღმერთო თავს ვეღარაფერს ვშველი,მინდა სულ ასე ვყავდე,თუნდაც ვერ ვხვდებოდე ამას რატომ აკეთებს.
-გამიშვი!-ძლივს ლუღლუღით ვამბობ და თავის აწევას ვცდილობ,მინდა ჩემი ცხვირის ნესტოები მის მკერდს მოსცილდეს,რომ ის საშინლად სასიამოვნო სურნელი აღარ ვიგრძნო მის სხეულს,რომ აქვს.
-რატომ შენც ის გინდა რაც მე-ისეთი ვნებამორეული ხმით მითხრა,გავშრი,ხმა ვეღარ ამოვიღე,რა დაემართა,იქნებ დემეტრე არაა და გაბრიელია.მინდა ვკითხო,მაგრამ რანაირად.
-დემეტრე!-ძლივს მოვცილდი და თვალებში ჩავხედე-რებს აკეთებ,ეს არანორმალური საქციელია.
-შენი ჩახუტება,რომ მინდა ეგ არანორმალურია?
-ადამიანს როცა ზძულხარ და მერე მოდის,გეხუტება,არანორმალურია აბა რა არის?
-არ ვიცი-ამბობს და ისევ მხვევს ხელს,ახლა უკვე ძლიერად,თიქოს არ უნდა ხელიდან დავუსხლტე-ჩემში არეულობას იწვევ,რომ გხედავ,არ მინდა მძულდე,მაგრამ სიძულვილზე უარეს რამეს მმართებ და ამას რა ვუშველო არ ვიცი.
-რას?
-სიყვარულს
-დემეტრე!-დავიყვირე გაუცნობიერებლად,რა დამემართა ვერ მივხვდი,მაგრამ რაღაც შინაგანმა იფეთქა ჩემში და მის სიტყვაზე გავცოდი.ისე ძლიერად მიმიხუტა,სუნთქვა შემეკრა,სხეულს ვეგარ ვამოძრავებდი.-გამიშვი-ვუბრძანე მას,მაგრამ მისი სუნთქვა ჩემს სახეზე,რომ ვიგრძენი,ყველაფერი უკუღმა ამოტრიალდა,თავი კარუსელზე მჯდომი მეგონა,საშინლად დამეხვა თავბრუ და ალბათ ხელი,რომ გაეშვა იატაკზე დავეცემოდი.
-მაპატიე-მითხრა და ხმის ამოღებაც ვერ მოვასწარი ,მის ბაგეს უკვე მკვეთრად ვგრძნობდი.ეს არ იყო კოცნა,ეს ვულკანის ამოფრქვევას გავდა.საშინლად ტკბილი და სასიამოვნო იყო.როდესაც კოცნა შეწყვიტა მე ვუბიძგე,რომ გაეგრძელებინა,რადგან ამ სიამოვნების ხელიდან გაშვება არ მინდოდა,მაგრამ მან როგორც ყველაზე აუტანელმა ხელი გამიშვა და ისე ჩამომცილდა თითქოს არაფერი მომხდარა.
-ეს რას ნიშნავდა?-ვკითხე ყოვლისშემძლეს.
-წამიერ სისუსტეს-მოკლედ მომიგო და ისე მოკუმა პირი,მივხვდი მეტს არაფერს მეტყოდა.
-ყოველთვის ჩემთან რატომ გიჩნდება წამიერი სისუსტეები.-ცოტახანს ხმა არ ამოუღია,მერე კი ამომხედა,ისევ უჩზე იკბინა და ისევ მომიახლოვდა,მაგრამ ხელი არ შემოუხვევია არც კოცნა დაუპირებია,თვალებში მიყურებდა და მე ვხედავდი როგორც დამცინოდნემ მისი ჭინკები,ჩემს სისუსტეს დასცინოდნენ,რომელიც მაშინ გამოვავლინე,როდესაც თავი ვერ ავიღე მისი გულიდან და საერთოდ მოვწყდი დედამიწას,მისი ტუჩები რომ ვიგრძენი.
-წამიერი ყველაფერი კარგია,განსაკუთრებით ეს-მომიგო და ისევ დაწვდა ჩემს ბაგეებს,გული ამიჩქარდა და სისხლი ძარღვებში გამეყინა,ისე მკოცნიდა მეგონა მთელი არსებით ვუყვარდი,ან მიყვარდა.თითქოს ის წყვილი ვიყავით უერთმანეთოთ ყოფნა,რომ არ შეუძლიათ.ეს ყველაფერი ნამდვილ სიგიჟეს ემზგავსებდა,სიგიჟეს,რომელიც ძალიან მომწონდა,ან იქნებ მიყვარდა.
ის კოცნას არ წყვეტდა,ორივემ უსასრულო ზღვაში შევცურეთ და იქიდან გამოსვლის არანაირი სურვილი არ გვქონდა,ცივი გრილი ტალღები მივლიდა ტანზე და ხან სიცივეს ხან სიცხეს ვგრძნობდი.ვგრძნობდი როგორ ვეშვებოდით ორივე ჯოჯოხეთუ ჩანჩქერში,მაგრამ თავის შეკავებას მაინც არცერთი ვფიქრობდით.



№1  offline წევრი Aleqsandra777

M.M.M.M.M...... rogor momwons <3 am siyvarulis gamo sjuls mariam demetres?? ;-) :-) <3 :-*

 


№2  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

Aleqsandra777
M.M.M.M.M...... rogor momwons <3 am siyvarulis gamo sjuls mariam demetres?? ;-) :-) <3 :-*

თავად რა უნდა ის არ იცის ;დდდ
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ra saintereso istoriaa es dzmebi mabnebs... axla boloshi martla demetre iyoo? malee dade raa gabriels raga unda am gogostan vergavige

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent