მაჩუქე სიყვარული (11)
*** როგორც ყოველთვის, ისევ მობილურზე მოსულმა ზარმა გააღვიძა დილით, ამდღეს შედარებით ადრე ვიდრე ჩვეულებისამებრ, როგორც ყოველთვის "მაღვიძარა ირაკლი"-მ დარეკა და ალექსანდრეც უსიამოვნოდ წამოიზლაზნა ლოგინიდა. მხარბეჭი ჰაერში გაშალა და გემრიელად გაიზმორა, როდესაც იგრძნო რომ ყველა ძვალი დაუტკაცუნდა მერეღა აიღო მობილური და უჩვეულოდ დაბოხებული ხმით უპასუხა -რაგინდა -შენ კიდე გძინავს ბიჭო? გაისმა მეგობრის უკმაყოფილო ტონი -უკვე აღარ. ამანაც არ დააკლო უკმაყოფილებას. -კარგი მომისმინე , ირინაამ შემჭამა, ვურეკავ და ზარებზე არ მპასუხობსო. -მაგიტო გამაღვიძე? სახე ისე დაბღვირა გეგონება მართლა ხედავდესო ირაკლი, მობილური მთლიანად გათიშა და ისევ თბილ საწოლში ჩაბრუნდა, ცოტახანში მშვიდი ფშვინვა ამოუშვა.. აი უკვე მერამდენედ ზარმაცობს და თავის დროზე არ მიდის სამსახურში, ან რა დაემართა , რამდენიხანია სპორტდარბაზშიც არ ყოფილა, არადა აქამდე კვირაში 3-4 ჯერ დადიოდა ხოლმე. უყვარს ფორმაში ყოფნა და რა ჯობია დაკუნთულ ბიჭებს, ოღონდ ზომიერად, ყველა გოგო რომ ზედ აკვდება, ვის არ მოეწონება ეხლა? თან ეს ირინაც რა უდროოო დროს აეკიდა, იმედიც რომ არ მიუცია გოგოსთვის, ერთი ღამით დაგვირგვინდა ყველაფერი, მას მერე არც ულაპარაკიათ, ნომერიც ალბათ ვინმესგან გაიგო თორემ არ ახსოვს როდის ჩააწერინა. ნანობს? არა,სულაც არა..აბა რაქნას, მარტოხელა მამაკაცმა, რომელმაც 23 წლის ასაკში ცოლი დაკარგა, როგორ? ხო , აი ასე, დაკარგა, 1 წლის დაქორწინებულმა მიწას მიაბარა მისი სიფრიფანა ტანი და დაქვრივდა .. 2 წელი გლოვობდა, არავის იკარებდა, იმდენად უყვარდა ნია რომ დღე და ღამე თვალწინ ედგა, ძლისვ როგორღაც თავი დააღწია დეპრესიის ორ წელს, ისიც ირაკლის დამსახურებით, სწუხდა ძმაკაცზე რომ ასე ახალგაზრდას თავი სასმელისთვის და სიბნელისთვის მიებარებინა, ისღა აკლდა ნარკოტიკებიც და სულ დაენგრეოდა ყველაფერი, ამიტომ სწრაფად გამოძებნა სამუშაო ძმაკაცის პროფესიის განხრით და ცხოვრებასაც მანვე დაუბრუნა, ამაზე დღემდე მადლიერია, თუმცა სიყვარული ნიასადმი არ ჩამქვრალა.. გულში რაღაც ადგილი მიუჩინა, პატარა მაგრამ მყუდრო, იქ დააბინავა სიყვარულის ცეცხლი..იქ ჩაკეტა ყველა მოგონება , ყოველი წუთი და წამი ,რომ არ გაქცეოდა, არ დაეკარგა , გამოუვიდა კიდეც..ნია ისევ მის გულში და მეხსიერებაში ცოცხლობდა.. გამოღვიძებულმა საათს გახედა, უკვე 1 გახმდარიყო, დაფეთიანებულმა ჩართო მობილური რადგან კლიენტის ზარს ელოდა , რღმად ამოისუნთქა გივის ზარი რომ არ სემოსვლია, თუმცა სამაგიეროდ, ირაკლის და ირინას აუარებელი ზარები იყო. ის ის იყო მობილური ადგილზე უნდა დაებრუნებინა კიდევ რომ აწკრიალდა"უცხო ნომერია" გაიფიქრა და თვალების ფშვნეტით აიღო ყურმილი -გისმენთ. -ალექსანდრე, როგორ ხარ? გაისმა გოგონას წიკვინა ხმა, ცოტახანს შეფიქრდა და რომ არ ეცნო კითხვა შეუბრუნა -რომელი ბრძანდებით. -ირინა ვარ აღარ გახსოვარ ხო საყვარელო? ხმაში წყენა დაეტყო ქალბატონს, ტუჩის კუთხე ჩატეხა ალექსანდრემ -არა ,როგორ არა. -მაშინ დღეს საღამოს შენთან დამპატიჟე. ზედმეტად თამამი აღმოჩნდა ქალი. -როგორც გინდა. უემოციოდ უთხრა -კარგი, 9ზე შენთან ვარ. აჟიტირებულმა ჩაჰყვირა ყურმილში და გათიშვამდე დაამატა -გკოცნი. უკმაყოფილოდ მიაგდო მობილური საწოლზე და აბაზანში სევიდა ცხელი წყლის ჭავლა ისევ მოთენთა მისი ოდნავ მუქი სხეული და ისევ ფიქრებში გაიპარა, ან სად იპარებოდა თვითონაც არ ესმოდა "თავის დაცვა შესძლებია გოგოს" ღიმილნარევი სახით ჩაიხითხითა და სამზარეულოსკენ გაეშურა. საღამომდე რამოდენიმე საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი და რადგან დღეს უკვე დაგვიანებული იყო განყოფილებაში წასასვლელად ამიტომ პირდაპირ გასართობი ცენტრისკენ გაეშურა, მანქანა ავტოსადგომზე დააყენა და უკანა კარებით შევიდა სხვა სამყარო, ხო აქ შესვლა ნიშნავდა რაღაც სხვა განზომილებაში მოხვედრას, ყყოველი კუთხე კუნჭულიდან ბავშვის ხითხითი ისმოდა და რა ბედნიერი იყო რომ თუნდაც რამოდენიმე ბავშვი მხიარულად ტოვებდა აქაურობას, რომ თუნდაც რამოდენიმეს მაინც აბედნიერებდა ერთი-ორი საათით, მსოფლიოშიი ხომ უამრავი პრობელმა იყო და შენობაში შემოსვლისას ყველაფერი ამ კედლებს მიღმა რჩებოდა, ამიტომ უყვარდა ეს ადგილი განსაკუთრებით და უსაქმურად რომ რჩებოდა თვითონაც შეცოცდედებოდა ბბურთების აუზში და პატარა ბავშვებს ართობდა. არ ეთაკილებოდა პატარებთან თამაში, პირიქით ერთგვარი წამალივით იყო, ერთიანად აწყნარებდა მის აარეულ ცხოვრებას.. თან რამდენი იმუშავა დიზაინზე, ყველაფერი ნათე ფერებში გააწყო, ათასფრად შეღება კედლები და უმეტესობა თავისი ხელებით, სულ გულის ფანცქალით არჩევდა პერდონალს, რმ ყველა ერთი მეორეზე უკეეთესები ყოფილიყვნენ, და ასეც გამოუვიდა საბოლოო ჯამში ამათზე მოსიყვარულე კომპანია არსად არ შეგხვდებოდათ. ისე გაფრინდა დრო ბავშვებთან თამაშში სულ გადაავიწყდა საათი, 10ის ნახევარი ხდებოდა საათს რომ დახედა და სწრაფად გამოეშრა სახლისკენ. პადიეზდში სესულს კიბეებზე ირინე რომ დახვდა თავი ცოტა არ იყოს უხერხულად იგრძნო რომ დააგვიანდა, გოგონას ხელში შამპანიურის ბოთლი ეჭირა და უაზროდ იღიმოდა, დაინახა თუ არა ალექსანდრე ზედ შეახტა, (პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით). ბიჭმა მორიდებით ჩამოიცილა გოგოს მოქნილი სხეული და შინ შეიპატიჟა. ივახშმეს ,ცოტაც დალიეს, ირინეს ენა წამით არ გაუჩერებია, ის ის იყო თავი გასკდომას ჰქონდა, ერთი სული ჰქონდა როდის გააცილებდა ქალს და მიესვენებოდა ლოგინზე თუმცა ირინე ისე კარგად იყო მოკალათებული სავარძელზე მის გვერდით რომ ეტყობოდა წასვლას არ ჩქარობდა. ცოტა ლაპარაკის შემდეგ ქალი ფრთხილად წამოიწია და ტუჩებზე დააცხრა დაღლილ კაცს, მერე მთელი სხეულით აკერო და მის მკლავებში მოექცა, ალექსანდრეც აჰყვა კოცნაში და ბოლოს ისევ ვნებამ იმარჯვა, ხელში აიტაცა და საძინებელში გაიყვანა, საწოლზე მიაწვინა და თვითონ ზევიდან მოექცა, ხარბად უკოცნიდა მოღელილ გულმკერდს ქალს, მის კი საპასუხოდ სასიამოვნო ხმებს გამოსცემდა. .. ბოლოს დაღლილ დაქანცული საწოლზე მიესვენა და ღრმა ძილში გადაეშვა.. *** დილით ნონას ზარმა გამომაღვიძა,მოვწესრიგდი და უჭმელად გავემართე მისი სახლისკენ. ცოტახანში ტაქსი ახლადაშენებულ კორპუსთან გაჩერდა, ლიფტი გავაჩერე და მეხუთე სართულზე ავედი,ნონა უკვე კარში მელოდა.თბილად გადამეხვია და შინ შემიპატიჟა. ცოტახანს წავიჭორავეთ, თავისი ამბები მომიყვა, მეც ეს რამოდენიმე დღის ალექსანდრესთან შემთხვევებზე მოვუყევი, არ ჩამძიებია გრძნობებში, იცოდა არ მიყვარდა როდესაც გრძნობებში იქექებოდნენ და როდესაც რამეს საჭიროდ ჩავთვლიდი მეთვითონ ვიტყოდი. -ამ ელი ხვალ მინდა სიურპრიზი მოვუწყო ირაკლის. -საყვარელო,როგორ გამიხარდა რომ გადაწყვიტე გეთქვა. მოვეხვიე და მის გვერდით მოვკალათდი -ხო მაგრა, ჯერ დაშორებულები ვართ და,,ნუ მოკლედ კოჯორში ვიყიდეთ აგარაკი ერთად, ხოდა ვიფიქრე წვეულებასავით მოვაწყობ და მასაც დავპატიჟებთქო, ხოდა იქ ვეტყვი -არ არის ცუდი იდეა. მოვუწონე აზრი. შევთანხმდით რომ ხვალ საღამოს კოჯორში წვეულებას მვაწყობდით, მეც რათქმაუნდა განტვირთვა მჭირდებოდა და თან დავეხმარებოდი დაქალს. ისე შევყევით ლაპარაკში დრო გაგვეპარა, გამოვემშვიდოებ და სამსახურისკენ სავალ გზას დავადექი.. ბარში ნათია საქმის კურსში ჩავაყენე და თან მენეჯერსაც დავეთხოვეთ მე ვატო და ნათია. დილით ადრე წამოვდექით, ნათია ვატოსთან გაქიცა მე კი ნონამ მომაკითხა და სუპერმარკეტებში გავიარეთ. ათასნაირი მზა საჭმელები ვიყიდეთ და იქიდან პირადაპირ კოჯორისკენ წავედით, მამიდას დავუბარეთ რომ სავარუდოდ 2 დღე არ ვიქნებოდით და არ ენერვიულა, მანაც დაგვკოცნა დაგვლოცა მთელი საათი მიგვიხუტა თითქოს წლობით ვაპირებდით წასვლას და მერე გამოგვიშვა.. კოჯორში სასიამოვნო მინდვრის სურნელები ტრიალებდა, სულ მწვანე იყო ირგვლივ ყველაფერი, მალე მანქანა ორსართულიანი სახლის თეთრ ჭიშკარს მიუახლოვდა. გარედან ხომ შოკი იყო და შიგნიდან წარმომედგინა რა იქნებოდა, მოწითალო ფილიქანნები მანქანის გზას სადგომისკენ კვალავდნენ, გზის ორივე მხარეს სხვადასხვა ჯიშის ყვავილები ხარობდნენ, გვერდით მომწვანებული გაზონი ხარობდა, შუაგულში კოცონის დასანთები ადგილი იყო შემოსაზღვრული და ოთხივე მხრიდან ტორებით იყო გარშემორტყმული, სახლის უკან კი დიდი აუზი იყო ლურჯი ფილიქანებით გაწყობილი. მომზადებას საღამომდე მოვუნდით, უკვე 7ისთვის ყველაფერი მზად გვქდონა და სტუმრებსაც ველოდებოდით, ნელ ნელა სახლში ხმაური დატრიალდ, უფრო და უფრო მეტნი მოდიოდნენ, მეც ხან ვის ვეცნობოდი ხა ვის, როგორც ნონას საუკეთესო მეგობარი. ცოტახანშიეზც და სახლიც მთლიანად ხალხით იყო გამოტენილი -აუ რო არ მოვიდეს? ფეხებს აბაკუნებდა ნონა, ნერვიულობისგა ფერიც კი დაეკარგა სახეზე -მოვა, ხომ დაურეკე. ნუ ნერვიულობ. ეს ვთქვი და ნონაც გახარებული თვალებით წმაოხტა და გასასვლელისკენ გავიდა -აი აი მოვიდა. აწიკვინდა და გარეთ შემოჰხვდა საყვარელ მამაკაცს, აღარ გამიხედავს იქეთ, წყნარი მუსიკა ჩაირთო,ბოკალი ღვინო ავიღე და აუზთან შეზლონგზე ჩამოვჯექი, ნელ ნელა ვწრუპავდი როდესაც უკნიდან საოცრად სასიამოვნო და ნაცნობი ბარიტონი შემომესმა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.