შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მტერი შემიყვარდა (თავი 7)


16-10-2015, 08:22
ავტორი loveblee
ნანახია 4 719

ლოგინიდან მაშინვე წამოვხტი და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე. ბოლოს გადავწყვიტე ჯინსის შორტები და ბრეტელებიანი მაიკა ჩამეცვა. ფეხზე კი კეტები. გავემზადე. გასაღები ავიღე და მანქანაში ჩავჯექი. ჯიბიდან მობილური ამოვიღე და მარის მივწერე.
-გოგო წამოდი რა ბარში წავიდეთ...გავერთოთ :)))))
-აუ არა გოგო ნიკასთან ვარ და რომ ვუთხრა ბარში წავალთქო ხომ იცი ამის ამბავი. შენ წადი :* -მარიმ იმ წუთასვე მომწერა.
-ეგეც წამოვიდეს, უთხარი.
-იყოს არ მაქ ამის ჯიჯღინის ნერვები :) სხვა დროს :* კარგი დრო გაატარე :*
-კარგი მარი. ხვალ გნახავ :)))
გავაგზავნე თუ არა მესიჯი, მაშინვე გაზს დავადგი ფეხი და ბარში წავედი. მანქანა სადგომზე დავაყენე და ბარში შევედი. ძალიან ბევრი ხალხი იყო. სვამდნენ, ცეკვავდნენ. ბარში მუქი სინათლე და ხმამაღალზე აწეული მუსიკა ისმოდა. მე ბარმენთან მივედი და რამე ძლიერი დასალევი შევუკვეთე. შემდეგ იქვე მდგარ, ამაღლებულ სკამზე ჩამოვჯექი და მაგიდაზე ფრჩხილების კაკუნი დავიწყე. ბარმენმა სასმელი მალევე ჩამოასხა და მაგიდაზე დამიდო. მაშინვე ჭიქას დავწვდი და ერთ ამოსუნთქვაში დავლიე. დაცლილი ჭიქა მაგიდაზე დავდე და სიმწრისგან თვალები დავხუჭე. უეცრად უკნიდან გავიგე ვიღაც ჩემს სახელს იძახდა. მივიხედე, მაგრამ იმდენ ხალხში ნაცნობი ვერავინ დავინახე. ისევ მივბრუნდი და ბარმენს ხელით ვანიშნე კიდევ მოეტანა სასმელი. კიდევ გავიგე ჩემი სახელი და ეხლა უკვე გაბრაზებული შევბრუნდი უკან.
-ვინ იდ.... ვატოო? -უეცრად ჩემს წინ მდგომი ვატო დავინახე, რომელსაც სახეზე სიცილი დასთამაშებდა. -ვატო აქ რას აკეთებ? -მეც გავიღიმე.
-რა იყო, არ შეიძლება მვიდე? -გაიცინა და ჩემს გვერდით მდგარ სკამზე მოკალათდა.
-მე ეგ არ მიგულისხმია. -წარბები შევკარი და ბარმენის მერდადებულ მეორე ჭიქას დავწვდი.
-რას სვამ? -თემა შეცვალა და მიყურებდა როგორ ვსვამდი სასმელს. სმა რომ დავამთავრე, შევხედე და წარბი ავწიე.
-რა იყო არ გინახია ანგელოზი?
-კი მინახია, თან ბევრჯერ. -მითხრა და თვალი ჩამიკრა.
-მაშინ რატომ მაშტერდები?
-არ შეიძლება გიყურო?
-არა, არ შეიძლება! -თავი მაღლა ავწიე, ვითომ გავიბუტე და ბარმენს მესამე ჭიქის მოტანა დავავალე.
-რამდენს სვამ, არ შეიძლება.
-შენ სულ არ შეგეკითხები რა დავლიო და რა არა. -ეხლა კი მეორე ჭიქა მოვიყუდე და უკვე ვიგრძენი როგორ იმოქმედა სასმელმა ჩემზე.
-რას სვამ?
-ჯეკ დანიელ-ს. გინდა შეენც?
-რავი დავლევ. -მითხრა და ეხლა მან დაუძახა ბარმენს.
-ხომ არ შევეჯიბროთ? -შევხედე და ხელზე ნიკაპი ჩამოვდე.
-არ მინდა, იყოს.
-ანუ გეშინია რომ დაგამარცხებ ხო?
-კარგი ვეჯიბრებით. -თქვა და ბარმენს ოცი ჭიქა ვისკი მოატანინა. -დავიწყეთ? -მკითხა და ჭიქები გადაანაწილა. მეც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ორივემ სმა დავიწყეთ. აშკარად ეტყობოდა რომ ჩემზე სწრაფად სვამდა. თან მე მიურებდა ღიმილიანი სახით. მისი გამოხედვა უფრო მაბნევდა. ვატომ რომ ათივე ჭიქა დაცალა მე მერვეს ვამთავრებდი.
-მოვრჩი. -წამოიძახა და ჩემსკენ გადმოიხარა.
-წამოდი ვიცეკვოთ. -ხელი ჩავავლე და საცეკვაოდ გავიყვანე. მუსიკა ძალიან ჩქარი იყო. მე და ვატო ვცეკვავდთ თუ ვხტუნაობდით ვერ გამეგო. უკვე სერიოულად მთვრალი ვიყავი.
-ვატო რომელი საათია? -გიჟივით ვიცინოდი.
-უკვე სამი საათია. წავიდეთ.
მეც არაფერი მითქვამს, ისე გავყევი ვატოს. მან თავის მანქანის კარები გამიღო და მეც ჩავჯექი. ის კი საჭეს მიუჯდა და მანქანა დაძრა. არც ის მითქვამს ჩემი მანქანით წავალთქო, არც ის სად მივდივართთქო. ისეთი მთვრალი ვიყავი ლაპარაკითაც ვერ ვლაპარაკობდი. ვატომ მანქანა უშველებელი სახლის წინ გააჩერა. მეც გადავედი და კარებისკენ წავედი. ვატომ კარები გააღო და უფრო დიდი სახლი გამოჩნდა ვიდრე გარედან ჩანდა. ვატოს უკან მივყვებოდი. თვალებს აქეთ იქით ვაცეცებდი. ამ თვალიერებაში უეცრად საძინებელ ოთახში ამოვყავი თავი. როგორც ჩანდა ვატოს ოთახი იყო. გემოვნებით ჰქონდა მოწყობილი. როგორც კი შევტრიალდი, ვატო წინ დამხვდა ასვეტილი და თვალებში მიყურებდა. სასმლისგან გაბრუებულს, მისი სიახლოვე მაბნევდა. ვატომ ხელები წელზე შემომხვია. ტანში ჟრუანტელმა დამიარა. მე არ შევეწინააღმდეგე. თვალები დავხუჭე და მინდოდა უფრო მეგრძნო მისი შეხება. ვატო წინ მოიწევდა, მე კი უკან მივდიოდი. უეცრად ვიგრძენი ლოგინზე დავარდნა და ვატო ზევიდან მომექცა. ის თვალებში მიყურებდა.
-მაგიჟებ. -მხოლოდ ეს სიტყვები წარმოთქვა და ჩემს ტუჩებს დააცხრა. აი ამან კი მთლიანად გამაგიჟა. ტანსაცმელი მთლიანად გამხადა და დავრჩი საცვლების ამარა. ტუჩებიდან ყელზე, ყელიდან კი მკერდზე გადაინაცვლა. შემდეგ კი მოხდა ის, რისი გაკეთებაც ამ მომენტში ორივეს გვსურდა. ეს გრძნობა ისე მაგიჟებდა რომ წინააღმდეგობას ვერც გავუწევდი მასაც და საკუთარ თავსაც.
გათენდა დილა. თვალები რომ გავახილე, უცხო გარემოში ამოვყავი თავი. თავიდან არ ვიცოდი აქ რას ვაკეებდი. შიმდეგ რომ გამახსენდა წუხანდელი ამბავი, ფრთხილად შევატრიალე გვერდზე თავი და ჩემს გვერით მძინარე ვატო დავინახე.
-ააააააა!!!! -მაშინვე გიჟივით წამოვხტი ლოინიდან და შევკილე.
-რა...სად... რა. -შეიებულმა დაჭყიტა თვალები ვატომ.
-რა მოხდა! -ისე ვიკითხე თითქოს არ ვიყავი არაფრის აზრზე.
ვატომ ადგომის დროს, საბანი გადაწია და უეცრად თეთრეულს მიაშტერდა.
-ს...ს...სოფი...შენ...შენ ქალიშვილი...შენ. -ვატოს ენა დაებნა.
-ხო ვატო, ხო. -ვთქვი და ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე.
-მე...მე არ ვიცი რა ვთქვა. -გაშტერებული იყურებოდა.
-ვატო! ეს მეორედ აღარ განმეორდება! ამ შეცდომას აღარ დავუშვებთ, გესმის?
ვატოს არაფერი უთქვამს. სანაცვლოდ თავი დამიქნია. მე ტანსაცმელი ჩავიცვი და დაუმშვიდობებლად წავედი. თავი გასკდომას მქონდა. ტაქსი გავაჩერე და ბართან მივედი რომ ჩემი მანქანთ სახლში წავსულიყავი. გზაში ბევრ რაღაცაზე ვფიქრობდი. ყველაფერი არეულიყო მაგრამ ერთ რაღაცას ვხვდებოდი. მგონი ვატო შემიყვარდა.
------
აბა როგრია ?



№1  offline წევრი cancara

Kaia kai male dade

 


№2 სტუმარი nino

ჰაი ნანდატიკისოოლ. :D
მაგარია ძალიან მაგარი ველოდები შემდეგ თავს დღეს დადე რაა გთხოვ

მალე დადე კააიააააა

 


№4 სტუმარი Good girl

Au dzaan magaria sg gaagrdzele da tavebi ufro gazarde <3 :*

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

აი ეს სიმთვრალეში სექსი და ქალიშვილობის დაკარგვა, ცოტა მებანალურა კიდეც, მაგრამ კარგი იყო მომეწონა. საინტერესოც იყო, თუმცა ჯობდა სხვა მიზეზით დაწოლილიყვნენ ერთად. სიმთვრალე არ ამართლებს მაინცდამაინც... :დ
შემდეგი გამოუშვიი!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent