შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე (13)


16-10-2015, 14:15
ავტორი Anye-Any
ნანახია 4 259

მიუხედავად იმისა,რომ ტკივილი გულს მისერავდა და მეტის გაძლება აღარ შემეძლო,როცა ამეტირებოდა ყოველთვის ვცდილობდი გამეღიმა,ეს ყოველთვის მეხმარებოდა,საკუთარ თავს ვარწმუნებდი იმაში,რომ თუ ნმადვილად ვუყვარდი ასე უცებ არ გადამიყვარებდა,საყვარელი ადამიანის ტანჯვას ვერ გავუძელი და ყველაფერი ფეხებზე დავ*კიდე ნიკას გაუთავებელი მუქარაც კი,ის ხედავდა როგორ მტკიოდა,მისი დანახვისას სახე გეცვლებაო სულ მეუბნებოდა გიგა,ასე ნუ ხარ არ შეიძლებაო,ხედავდა როგორ მტკიოდა მაგრამ არაფერს აკეთებდა,ირონიულად მიღიმოდა და გამარჯობის ღირსადაც არ მთვლიდა,ამ ყველაფერმა ისე იმოქმედა ჩემზე,რომ თითქოს დავმშვიდდი,დავწყნარდი, 4 კვირის შემდეგ უკეთესად ვიყავი. გიგამ მითხრა სკაიპში შემოდი ვილაპარაკოთო,სამეცადინო არ მქონდა და შევედი
-აბა როგორაა ჩემი პატარა ?
-ვაიმე,ჩემო საყვარელო,მომენატრე,კარად ვარ შენ როგორ ხარ?
-რავი ახლა მოვედი,ჩავსკდი იმდენი ვჭამე,რას შვები შენ? მოგეშვა?
-შე ღორო-გამეცინა-მომეშვა,მომეშვა და რაც უფრო მეტად ვცდილობ მით უფრომეტად მეშვება ხოლმე
-ნახე ქსელში ვინ შემოვიდა?-გაეცინა
-ვინ?
-ა.დ
-კარგი რა გიგა რა! რაღატო მახსენებ? შენ თვითონ არ მითხარი დაიკიდე და მაგაზე აღარ იფიქროო?
-რავი რა,მე მაინც მგონია რო მოგიცუცქდება ისევ
-მაგაზე აღარც ვფიქრობ,უბრალოდ ვცდილობ ყველაფერი რეალურად აღვიქვა
-დედამისს მაგრად ევასები,იმ დღეს უთხრა რა ჭირს ნიას შენი დასაწუნიო
-ნუ მიხსენებ გთხოვ,აღარც მასთან აღარ ახსენოთ ჩემი სახელი.
კიდევ დიდხანს ვილაპარაკეთ,ბოლოს ისე ჩამთვლიმა მიმეძინა ტანსაცმლიანად,დიდი ხანია ასე მშვიდად არ მძინებია,მაგრამ დილა ყველაზე საშინელება იყო,აი დილით მახსენდებოდა ის ტკივილი და ძილის საშუალებას არ მაძლევდა,ვცქმუტავდი,ვერ ვისვენებდი.რამდენჯერ გამთენიისას ავმდგარვარ და ფანჯარაზე იდაყვდაყრდნობილს გამიყვანია დრო.მინოდა საბოლოოდ დამესრულებინა ალეკოსთან ყველაფერი,ამიტომაც გადავწყვიიტე კიდევ ერთხელ დავლაპარაკებოდი,არ ვაპირებდი შერიგების ხვეწნას. უნივერსიტეტში როცა მივედი ის უკვე მისული დამხვდა და დერეფანში იდგა,დამინახა
-რას შვები?-გამომელაპარაკა
-არაფერს,შენ?
-რავი,არც მე-მოღუშული სახით იდგა
-მინდა რაღაც გკითხო,მართლა ბოლოჯერ
-გისმენ აბა
-მართლა გიყვარდი,თუ უბრალოდ აკვიატება ვიყავი და როცა მეც გამოგიტყდი ამ აკვიატებამაც გადაიარა?
-მართლა მიყვარდი ნია,შენც კარგად იცი როგორ მიყარდი,მაგრამ ახლა აღარ მიყვარხარ-ბოლო სიტყვები ირონიული ღიმილით მითხრა
-გასაგებია აკო,მხოლოდ ეს მაინტერესებდა-სულ ძალით გავუღიმე და ლექციაზე შევედი.
ზარი რომ დაირეკა გარეთ იდგნენ ბავშვები დერეფანში,მაგრამ მე არ გავსულვარ,კონსპექტები ავიღე და გადამეორება დავიწყე.გიგა შემოვიდა გამოდი ჩვენთანო,მაგრამ უნდა გავიმეოროთქო მოვიმიზეზე,თუმცა მიხვდა რატომაც არ გავედი. ყველა მეუბნებოდა რომ ესეთი საქციელით უარესს ვუკეთებდი საკუთარ თავს,ისე მოიქეცი როგორც ადრე იქცეოდი,დაანახე რომ გადაგიარა და მშვენივრად გრძნობო თავსო,ელენე და თეკო მეუბნებოდნენ იბრძოლე თუ მართლა გიყვარს დაუმტკიცეო,მაგრამ როგორ უნდა მებრძოლა,რა უნდა გამეკეთებინა მართლა კუდში დევნას ხომარ დავუწყებდი,ასეთი საქციელებით შესაძლებელი იყო თავი მომებეზრებინა მისთვის და გული უარესად ამეცრუებინა ჩემზე.თუმცა რომ მცოდნოდა რომ ამას შედეგი ექნებოდა ყველაფერს გავაკეთებდი,არაფერის გულისთვის უკან არ დავიხევდი,მაგრამ ვხედავდი,რომ ამ ყველაფრით კიდევ უფრო მეტად დავშორდებოდი და გავაღიზიანებდი.ყველაფეზე ფიქრს შევეშვი,უკვე იმდენად დავიღალე რომ ფიქრის ძალაც კი არ მქონდა.დათო ამოვიდა საღამოს ჩემთან სასუსნავებით დატვირთული,ისე გამიხარდა კისერზე ჩამოვეკიდე
-დეპრესიონერა როგორ ხარ?-გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა
-ახლა უკვე ძალიან კარგად!-გამეცინა
-აბა რა ხდება ერთი,ვერა და ვერ ჩამოვედი ამ ქუთაისიდან სამსახურის გადამკიდე
-რაც მოხდა მოხდა,ახლა უკვე საერთოდ აღარაფერი არ ხდება
-ლიკამ და თაკომ კი მითხრეს რაღაცეები,მაგრამ კარგად მომიყევი
ყველაფერი მოვუყევი,ცოტახანს მიყურა,შემდეგ კი დაიწყო
-ნია მომისმინე,შენ კარგად იცი,რომ შენს გამო უკან არაფერზე დავიხევ,ძალიან მაგრად მიყვარხარ და გაფასებ,მაგრამ ამ შემთხვევაში მტყუანი ხარ,ეს შენც კარგად,იცი,მაგრამ ჩემი ხარ და ვერაფერს გეუბნები,აკოს ადგილას მე რომ ვყოფილიყავი შეიძლება უარესიც გამეკეთებინა,შენ არიცი რამხელა დამცირებაა კაცისთვის გამუდმებული უარი,ქალი ვერასოდეს შეძლებს ისეთ სიყვარულს როგორიც კაცს შეუძლია,მითუმეტეს როცა ვიცი აკოს დამოკიდებულება შენს მიმართ,დაიღალა ნია,ბოლოსდაბოლოს კაცია და თავმოყვარეობა გააჩნია,ახლა ესე უცებ 3 დღეში მოგინდა და რა გეგონა გახარებული კისერზე ჩამოგეკიდებოდა? ყველას თავის გადმოსახედი და პრინციპები გააჩნია,თუმცა თუ ნამდვილად უყვარხარ მოვა,არ აქვს მნიშვნელობა 1 კვირა გავა თუ 1 წელი,თუ ნამდვილი სიყვარულია მოვა,ასე რომ შენ მაგაზე არ ინერვიულო.
იმდენად დამამშვიდა დათოს სიტყვებმა,რომ ტკივილი შემიმსუბუქდა. ბავშვებს დავურეკე და ისინიც ამოვიდნენ,არაყი ამოიტანა თემომ და ისე გავილეშეთ სულ არაფერი აღარ მახსოვდა,დათოს ძმაკაცი ლევანიც ამოვიდა,უამრავი სელფი და ვიდეოები გადავიღეთ და სოციალურ ქსელში ავტვირთეთ. გვიან წავიდნენ ბავშვები.დილით უნივერსიტეტში უნდა წავსულიყავი,მაგრამ თავი მისკდებოდა,წყალი გადავივლე და ჩავწექი.
დილით ჩვეულმა ტკივილმა გამომაღვიძა,როგორც არუნდა დამერწმუნებინა საკუთარი თავი იმაში,რომ არავის და არაფრის გამო არ ღირს დარდი,მაინც მტკიოდა. უნივერსიტეტში მივდიოდი,გაჩერებაზე ვიდექი ვიღაცამ უკნიდან თვალებზე რომ ამაფარა ხელი,გული გადამიქანდა აკომ იცოდა ხოლმე ასე მოქცევა,ხელებზე ხელები მოვკიდე და გამეღიმა,მაგრამ რომ შემოვტრიალდი გიგა დამხვდა გაღიმებული
-ვაიმე გიგა!-გამეცინა და მოვეხვიე
-სულ სხვა გეგონე ხო?
-არა,რას ამბობ როგორ გამიხარდა შენი ნახვა-გავუღიმე
-ჩემო პატარა-ლოყაზე მაკოცა
უნივერსიტეტში ერთად ავედით
-აუ,სემინარი არ ვიცი,თანაც დავაგვიანე,მაგრად გამი*რაკებს ლექტორი
-მეც არ მისწავლია დღეისთვის-ფხუკუნით ვუპასუხე
-ხოდა ეს ლექცია გავაცდინოთ
-კარგი-გავეკრიჭე
მეოთხე სართულზე ავედით,აკო დავინახე დერეფანში იდგა,ფერი მეცვალა სახეზე,გიგა მიესალმა მე ხმა არ ამომიღია,არც თვითონ უთქვამს რამე
-კაი გიგა,მე შევალ ლექციაზე
-მოიცა და არ თქვი გავაცდენო?
-გადავიფიქრე-გავეკრიჭე და სწრაფად გავეცალე იქაურობას
გულაჩქარებული შევვარდი ლექციაზე და ბოლოში უხმოდ დავჯექი,თავი ჩახრილი მქონდა,სალომემ გადმომხედა სახე გაასწორეო,მერე ლექტორს სთხოვა და ჩემთან გადმოჯდა
-ისევ ისე ხარ?
-ვცდილობ,ზედმეტად ვცდილობ-გამწარებული ვიღიმოდი,ცრემლებიც მომადგა თვალებზე,თმა უკან გადავიყარე და ღრმად ამოვისუნთქე.
არიცით რა ძნელია უყურო ადამიანს რომელიც მთელი გულით და სულით გიყვარს,და მის თვალებში მხოლოდ სიცაერიელე დაინახო,ამის გაძლება აღარ შემეძლო.
მომდევნო დღეებიც ასე გრძელდებოდა.ელენე ხშირად მწერდა ხოლმე აკო მწერსო,ცოტა არიყოს არ მსიამოვნებდა ეს ფაქტი,გიგამაც მითხრა რაღაც ხშირად ელეპარაკება მაგ გოგოსო,ერთი გაფიქრება ისიც კი ვიფიქრე ნიას ამის გამო ხომარუთხრა უარიო,ამის გაფიქრებაც კი საშინელ ტკივილს მაყენებდა. ელენე მეუბნებოდა შენ თუ ამაზე გული გტკივა არც მივწერ არასოდესო,ძმები ვართ მეუბნებაო და ნუ გამაგიჟეო,შენ უყვარხარ ისევო,დააცადე ცოტახანიც გადაუვლის და მოვაო.უკვე ამის მოსმენაც კი მაღიზიანებდა. ყოველდღე მთვრალი დადიოდა უნივერსიტეტში,გიგას ეუბნებოდა მეტი რა დამრჩენიაო,მიუხედავად ყველაფრისა მაინც ვნერვიულობდი მის მდგომარეობაზე და გული მტკიოდა ესე რომ იღუპავდა თავს,მაგრამ მე რისი გაკეთება შემეძლო,ყველა მე შემომჩიოდა აკოს სმას. ხომ იცი ახლა მხოლოდ შენ უშველიო,მაგრამ როგორ მეშველა როცა ახლოს არ მიკარებდა და კეთროვანივით მექცეოდა. საქეიფოდ როცა იყვნენ თურმე თეკოს თავისი დაქალიც ყოლია და ახლა ამაზე ეუბნებოდა ალეკო სოციალურ ქსელში დავამატეო,და ვწერ ხოლმეო,მეც იქ ვიდექი ისე ლაპარაკობდა,ისე გავმწარდი ლამის სახეში შევაფურთხე,მაგრამ გიგამ თვალებით მანიშნა დამშვიდდიო და ჩამეხუტა.თვალები მაგრად დავხუჭე რომ არ მეტირა,უვე იმ ეტაპზე ვიყავი,რომ საკუთარი თავი მეცოდებოდა.
მერჩივნა ალეკო აღარ მენახა საერთოდ,ასე უფრო მშვიდად ვგრძნობდი თავს,მაგრამ სად გავექცეოდი მაინც ყოველდღე მიწევდა მისი ნახვა,ისიც თითქოს ჩემს ჯიბრზე ყოველდღე დადიოდა.თუ მთვრალი იყო კარგ ხასიათზე იყო,თუ ფხიზელი სულ დაგრუზული სახე ჰქონდა.
მალე ჩემი დაბადებისდღე მოდიოდა,ამის ნერვებიც არ მქონდა,არაფრის ხალისი არ მქონდა საერთოდ,სულ მეუბნებოდა დაბადებისღეზე რა გაჩუქო რა გინდაო,ტვინს მიჭამდა ხოლმე,მერე მეუბნებოდა შენ რას გეკითხები ყველაზე მაგარ რამეს მოვიფიქრებო. მისი დაბადებისდღე ისეთ დროს დაემთხვა რომ ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით და გამომრჩა მილოცვა,მეორე დღეს გამახსენდა და გულახეთქილმა მივწერე გილოცავ მაპატიეთქო,სპეციალურად არ გამიკეთებია,იქნებ ეგონა კიდეც რომ სპეციალურად მოვიქეცი ასე.
საღამოს გიგამ მომწერა სკაიპში
-ლევან იაშვილი ვინაა?
-მეგობარია რა იყო?
-მხოლოდ მეგობარი?
-კი,რა მოხდა?
-ჰმ...
-გიგა რა იყო?
-არაფერი
-ან რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის? არ გინდა ბედნიერი ვიყო?
-როგორ არ მინდა,უბრალოდ ჯიბრზე არა
-არავის ჯიბრზე არ ვიქცევი,ლევანი ჩემი მეგობარია და მეტი არაფერი.







______________________
თქვენი აზრით ღირს ბრძოლა?



№1 სტუმარი სტუმარი

ნიკა სად არის ამ დროს?

 


№2  offline მოდერი Anye-Any

სტუმარი
ნიკა სად არის ამ დროს?


ისევ განაგრძობს მუქარას,მაგრამ ბათუმშია და იცის რომ არავისთან არ არის ნია.

 


№3  offline წევრი kora

brdzola namdvilad girs, magram ara samagieros gadaxdi metodit, es levanis ambavi cudad agviqvi, scoredac rom sxvis jiarze gadacyvetilebis migebaa damgupveli da ukanaskneli imedebis chamqrobic.
P.S. erti txovna maq, am istoriis mere zalauneburad uxasiatoba damchemda da marto is mitxari damtavrada tu ara ukve yvelaferi tu isev es gaurkvevlobaa?? (cxadia ar geubnebi cinascar tqvi tqo ubralod is mainteresebs ukve morcha es ambavi tu ara)
--------------------
kira.G

 


№4  offline მოდერი Anye-Any

kora
brdzola namdvilad girs, magram ara samagieros gadaxdi metodit, es levanis ambavi cudad agviqvi, scoredac rom sxvis jiarze gadacyvetilebis migebaa damgupveli da ukanaskneli imedebis chamqrobic.
P.S. erti txovna maq, am istoriis mere zalauneburad uxasiatoba damchemda da marto is mitxari damtavrada tu ara ukve yvelaferi tu isev es gaurkvevlobaa?? (cxadia ar geubnebi cinascar tqvi tqo ubralod is mainteresebs ukve morcha es ambavi tu ara)



არა,ჯერ არ დამთავრებულა,ლევანი საერთოდ მხოლოდ ერთხელაა ნახსენები.

 


ბრძოლა ყოველთვის ღირს ყოველთვის !! უბრალოდ ესისტორია არვიცი რა ყოველ თავს იეველოდები ისე მაინტერესებს აკოს თავს და გადახდა რომ ნიაზე ასეთ უარს ამბობს რაეტაკა ნია კდიე ღირსია!

 


№6  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე და შეარიგე ეს წყვილი თორე გაგპუტავ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent