ისევ შემიყვარე (12)
ისე ძალიან გტკივა,რომ უკვე სუნთქვაც კი გიჭირს,ხანდახან გავიწყდება კიდეც,ბნელ ოთახში საათობით ვიჯექი ხოლმე და ტირილით გულს რომ ვიჯერებდი,ერთ წერტილს უაზროდ ვაშტერდებოდი,ვერავინ წარმოიდგენს ისეთი ტკივილი იყო,გონება,რომ მხოლოდ მის სახელს იმეორებდა,როცა წარსული მახსენდებოდა,ის ტკბილი მოგონებები,რომელიც ასე ძალიან მტკიოდა და თან მაბედნიერებდა სული მეყინებოდა,სიცოცხლეს მერჩივნა,ისე ძალიან მიყვარდა,რომ მის გამო სიკვდილზეც არ ვიტყოდი უარს,თავს ვაჯერებდი იმაში,რომ დრო ყველა იმ ტკივილს განკურნავდა რომელსაც აკოს სახელი ერქვა,მაგრამ ფაქტი ის იყო,რომ მაშინ ძალიან მიჭირდა, ყველა და ყველაფერი მაღიზიანებდა,დათომ რამდენჯერ დამირეკა გამოდი დამელაპარაკეო,მაგრამ ვინმესთან ლაპარაკი უფრომეტად მაღიზიანებდა. ვერ მოვითმინე და აკოს მივწერე -გახსოვს ის დღე როცა პირველად მითხარი მიყვარხარო? უფრო სწორად საღამო იყო,სულელივით გამეღიმა,მერე მთელი გზა შენს ნათქვამ მიყვარხარზე მეფიქრებოდა,საოცრად მიხაროდა,გახსოვს როგორი ბედნიერები ვიყავითხოლმე? შენი ბედნიერი თვალების ყურება ყველაფერს მერჩივნა,ვიცი არ ვარ შენი სიყვარულის ღირსი,მაგრამ იქნებ დროის მერე გადახარშო ყველაფერი და კიდევ ერთი შანსი მივცეთ ჩვენს თავებს რომ ბედნიერები ვიყოთ,იქნებ შეძლო,შენთვის ვიბრძოლებდი ოდნავი იმედი მაინც რომ მქონდეს,მაგრამ შენ ამ იმედსაც არ მაძლევ,თუმცა არც ვიმსახურებ.ისევე სასწაულად მიყვარხარ როგორც შენ გიყვარდი. რამდენიმე სააში შემოვიდა ქსელში და წაიკითა,თუმცა პასუხი არ მოუწერია,მომდევნო დღეებიც ასე გრძელდებოდა,ვეხვეწებოდი იქნებ კიდევ დავილაპარაკოთ ასე ყოფნა აღარ შემიძლიამეთქი,ცოტაც და ვეღარ გავუძლებთქო,მაგრამ აზრი არაქვს გადაგივლისო მწერდახოლმე.მეც მასე ვიყავიო. უკვე მართლა ვხვდებოდი იმას რომ აღარ ქონდა არაფერს აზრი.პარასკევს აღარ წასვულავარ უნივერსიტეტში,გაბრუებული დავდიოდი არაფერი მიხაროდა.ჩემი გოგონები ცდილობდნენ დავემშვიდებინეთ მაგრამ არავის არაფერი გამოსდიოდა. საღამოს ელენემ მომწერა -რას შვები? -რავი არაფერს შენ -ახლა მოვედი,ალეკომ სახინკლეში დაგვპატიჟა გოგონები-მეგონა მომესმა,კინაღამ მოვკვდი ადგილზე -კარგია -ისევ ცუდად ხარ? -არა,უკეთ ვარ ისემომეშალა ნერვები კინაღამ მოვისროლე ლეპტოპი,ჩემს გასაღიზიანებლად მოიქცა ასე.ცოტახანში გიგამაც მომწერა -პატარა როგორ ხარ? -კარგად შენ? -რავიცი ნარმალნა,ისევ განიცდი? -აღარ -დამიჯერე აღარც ღირს,რახან მე გეუბნები ესეიგი მართლა აღარ ღირს -რას გულისხმობ? -დღეს მაგასთან ვიყავით სახლში,დედმისმა კითხა შენზე,ნია როგორ არისო და ღრიალი დაიწყო,მერე სახინკლეშიც ვიყავით მინდოდა დამერეკა,მაგრამარ დამარეკინა,იქაც დედამისმა დაურეკა და კითხა ნია მანდააო და ნუღარ მიხსენებთო,პაწუწ არ იდარდო რა შენ,ვხედავ როგორ გტკივა გული და მეც ცუდად ვარ -არაუშავს გიგა,დროის საკითხია და გამივლის ცოტახანში ლადომაც მომწერა,მგონი მოილაპარაკეს! -ნიაკო,როგორ ხარ? -კარგად შენ? -მართლა კარგად ხარ? -კი,რა იყო -გეტყობა დღეს რო არ იყავი უნივერსიტეტში -რას გულისხმობ? -აკო არ გინახავს,ისე ძალიან მაგრად გიყვარს ხო შენ? -რაზე შემატყე? -მაგას რო უყურებ ისეთ სახეს იღებ გული მეწვება,ვეუბნები შეურიგდითქო მარა რა ეტაკა არ ვიცი,უარზეა -ნუღა მისხენებ აკოს კაი? აღარც მას არ უხსენო ჩემი სახელი -გული მტკივა მაგრად,ისე აბა რა გეგონა 1 წელი როაყირავე ტიპი? -ისედაც ვიცი,რომ ჩემი ბრალია და რაც ხდება ვიმსახურებ კიდეც -აღარ იდარდო რა გთხოვ -ვეცდები ლადო -რა გამხდარი ხარ ნია -ჰო,კაი დიეტაა -იცოდე ჭამე და თავს მიხედე უკვე მეტის მოთმენა აღარ შემეძლო,ამდენი ტირილიც აუტანელი გახდა,ჩემს თავში ჩავიკეტე არავის ველაპარაკებოდი,თუმცა უნივერსიტეტში როცა მივდიდოი,ვცდილობდი არაფერი შემემჩნია,ბავშვებთანაც არ ვრჩებოდი ,მაშინვე სახლში მივდივართქოს ვამბობდი.ამაზე გიგა და სალომე ძალიან მიბრაზდებოდნენ,ჩვენი ხათრით მაინც გაჩერდიო,ნუ დაანახებ რომ მის გარეშე გიჭირსო,თავი მაღლა აწიე და ისე მოიქეცი როგორც თვითონ იქცევაო,სათქმელად ადვილი,იყო,მაგრამ შესასრულებლად რთული. ამ 2 კვირაში ისე გავხდი რომ გული მიმდოდა. საჭმლის დანახვაც კი არ მინდოდა,ამას დეპრესია აღარ ერქვა,მეგონა ცუდ სიზმარში ვიყავი, გამოვიღვიძებდი და ყველაფერი გაივლიდა,თუმცა ეს სიზმარი კი არა რეალობა იყო,რომელსაც ვერსად გავექცეოდი. მისი ნახვა უფრო მტკენდა გულს,ჩემს ჯინაზე თავის დაქალებს შემოეხვეოდახოლმე სუროსავით და კოცნიდა. ჩემს თავს ვუმეორებდი ყურადღებას ნუ მიაქცევ შენთვის იყავი,მის გარეშეც ხომ ცხოვრობდითქო,მაგრამ მაინც არ გამომდიოდა.ყოველდილით როცა ტკივილი მაღვიძებდა და წარმოვიდგენდი რომის უკვე აღარ იყო ჩემთან სული მიცარიელდებოდა,მეგონა ჭკუიდან გადავიდოდი და ამ ტკივილს ვერ გავუძლებდი. ამ ტანჯვაში გაილია 3 კვირა.ელენეს და აკოს ძალიან ხშირად ვხედავდი ხოლმე ერთად,მაგრამ თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი,ელენე მწერდა ხოლმე აკოზე ბევრს ვსამვსო თავს იღუპავსო,მერე კომპლიმენტებსაც მეუბნებაო,მეთქი შენ ხომ არ მოწონხარ მეთქი და გაგიჟდიო ეგ როგორ იფიქრეო ხომ იცი არასოდეს გიღაღალატებო,თანაც მე სხვა მიყვარს და აკოს ჩემნაირი გოგონები არ მოსწონსო.ოღონდ ელენესთან არაფერი მოენდომებინა და სხვა ყოფილიყო,იმას თუ იკადრებდა რომ ჩემს უახლოეს მეგობართან რამეს დააპირებდა მერე მართლა დამეკარგებოდა მასზე წარმოდგენა და საბოლოოდ ამიცრუვდებოდა გული. ჩემსთავს შემოვძახე და ვუთხარი,რომ ასე ყოფნით ვერაფერს მივაღწევდი,კვირა დღე იყო,გადავწყვიტე თავი ხელში ამეყვანა და წინ გამეხედა.სემინარი კარად ვისწავლე,იმხელა ტექსტი იყო ინგლისურში, რომ თავიდან რომ დავხედე ტუჩები სატირლად დამებრიცა,თუმცა მაინც ვისწავლე,ყველაზე მკაცრი ლექტორის სემინარი იყო,რომელიც ჯერ არ მიცნობდა. დილით ადრე გავიღვიძე,მოვწესრიგდი,შავი მაღალწელიანი მოტკეცილი ჯინსი ამოვიცვი,ფეხზე სქელქუსლიანი ზამშის შუზები,ზოლიანი ზედა გადავიცვი,და ტყავის მოკლე ქურთუი შემოვიცვი,მაკიაჟი მსუბუქად გავიკეთე,თმები ჩამოვიშალე და დავიხვიე,სარკეში რომ ჩავიხედე სიამოვნებისგან გამეღიმა,აი სწორედ ასეთი ნია შეუყვარდა აკოს! ჩანთას და მობილურს დავწვდი და უნივერსიტეტში წავედი. დაგვიანებული შევედი ლექციაზე,ჰოი საოცრებავ! დანელიაც ლექციაზე იჯდა,უკლებლივ ყველა იყო მგონი,ძალიან შემრცხვა ლექტორმაც დამიმატა და დაგვიანებისთვის კარგად მიმალანძღა.ბოლოში დავჯექი და კონპექტი გადავშალე.სალომემ გამომხედა იციო? რა თქმა უნდა მეთქი,ამაყად დავუქნიე თავი. ჩემი ჯგუფელი რომ მორჩა მოყოლას ჩემი გვარი ამოიკითხა და ირონიით გადმომხედა ლექტორმა,არც მე დავაკელი,იციო მკითხა კიმეთქი,ალეკო მეორე მერხზე იჯდა და სწრაფად შემობრუნდა მოყოლა როცა დავიწყე,ალბათ გაუკვირდა,ეგონა ღრმა დეპრესიას მივეცემოდი,მაგრამ ვერ მივართვი,ისე მაგრად მოვყევი ერთხელაც კი არ შეუსწორებია ლექტორს,გაოგნნებული მიყურებდა, როცა დავამთავრე მითხრა სულ სხვა წარმოდგენა დამიტოვე, როცა შემოხვედიო ახლა კი სრულაიდ შემეცვალა შენზე აზრიო,არაჩვეულებრივად მოყევიო,კარგი გოგო ხარო დიდი მადლობა ასეთი სრულყოფილი პასუხისთვისო,ვერ წარმოიდგენთ როგორ ავივსე სიამაყით.თავი ჩაღუნა ალეკომ და მერხზე დადო.ისეთი ამაყი ვიყავი იმ წუთში ვერ წარმოიდგენთ.გიგას გულწრფელად გაუხარდა,მიყვარხარო ტუჩების მოძრაობით მითხრა და გამიღიმა. ჩემდაგასაკვირად მეორე ლექციაზეც დარჩა ვაჟბატონი,გადაბმულად ჩემამდე არასოდეს გაჩერებულა ორ ლექციაზე.პირველ მერხზე ვიჯექი,ის ჩემს უკან იჯდა და ცანცარებდა,ყველას ყველაფერზე ეღადავებოდა.გავხედე და ისე მოხდა რომ ერთმანეთს შევხედეთ,გამიცინა მეც გავუცინე,მაგრამ სწრაფად მოვატრიალე თავი და თვალები მაგრად დავხუჭე. არ ვამტყუნებდი ალეკოს,არსებობდა რაღაც ზღვარი,რის შემდეგაც ადამიანი ვერავის ვერაფერს აპატიებდა,ალბათ სწორედ ეს შემთხვევა იყო ჩვენთანაც. ______________________________ მაინტერესებს თქვენი აზრი,მართლა გადაუყვარდა აკოს ნია თუ უბრალოდ თავმოყვარეობის და პრინციპის საკითხია? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.