შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერეკლე და მე (სრულად)


16-10-2015, 16:26
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 9 867

ის, ვინც იძახის რომ ცვლილებები ცხოვრებაში კარგია, უბრალოდ ცხოვრებას არ იცნობს.
გაინტერესებთ რატომ ვარ ასეთი კატეგორიული? არაა პრობლემა, გაგიზიარებთ ჩემს ტკივილს, არ ვარ ამაყი. მინდა იცოდეთ და არ დაუშვათ მსგავსი შეცდომები.
ყველაფერი კარგად მქონდა, მე ასე მიმაჩნდა ყოველი შემთხვევისათვის. უნივერსიტეტი დავამთავრე საკმაოდ კარგი შედეგებით, მაგრამ მაგისტრატურაზე ჩაბარება 1 წლით გადავდე, რადგან მინდოდა სამსახური მეშოვა ჯერ. უკვე დიდი გოგო ვიყავი ჩემი აზრით და აღარ მინდოდა მშობლებისათვის ზედმეტი ტვირთი ვყოფილიყავი და სხვა თუ არაფერი, ელემენტარულით შემძლებოდა საკუთარი თავის უზრუნველყოფა. ფსიქოლოგის დიპლომი გამომადგა და ერთ-ერთ ახლადშექმნილ ფირმაში HR-ად დავიწყე მუშაობა. კოლექტივი დიდი არ იყო, მაგრამ ძირთიდად ახალგაზრდები იყვნენ და არ მაწყენდნენ. უფროსი მკაცრი მყავდა, მაგრამ გამგებიანი და სამართლიანი. მადლობელი ვიყავი, რომ შანსი მომცა გამოუცდელს და მიმიღო სამსახურში. ყველაფერს ვაკეთებდი, რათა შეცდომები არ დამეშვა და არც ზედმეტად კითხვების დასმა მერიდებოდა. თუკი არ ვიცოდი რაიმე, მოურიდებლად ვკითხულობდი. ჩემი ეს თვისება უფროსს ძალიან მოსწონდა და სხვებს მაგალითად უყენებდა.
როგორც დაგეგმილი მქონდა, 1 წელიწადში მაგისტრატურაზე ჩავაბარე. იქამდე კი ინტერესის გამო ჩინური ენის სწავლა დავიწყე. ენა მომეწონა, თან ვიცოდი, გამომადგებოდა. არასოდეს მიჭირდა ენების სწავლა და არც ჩინური გამოდგა გამონაკლისი. სამსახურშიც საკმაოდ მომიმატეს ხელფასი და ბედს არ ვუჩიოდი.
მაგრამ წუთი-სოფელი დიდხანს არავის ახარებსო და მეც აღმოვჩნდი მსხვერპლი ჭირვეული ქალბატონისა, სახელად ბედისწერა.
უფრო სწორად, მსხვერპლი ქალბატონისა სახელად მაკა.
მე და მაკა ბავშვობიდან ვმეგობრობდით. დიდი დაქალები არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ ერთმანეთის კარგი გულით გვიხაროდა და ცუდი - გვწყინდა. მოკლედ რომ ვთქვა, დავმეგობრდით იმიტომ, რომ მეზობლები ვიყავით. სხვა საერთო არაფერი გვქონდა. მეტისმეტად განსხვავებულად აგვღზარდეს ორივე. მისთვის პრიორიტეტი გათხოვება და ოჯახი იყო, ჩემთვის - სწავლა.
ერთ საღამოს მაკა აღფრთოვანებული შემოვარდა ჩემთან ოთახში და A4 ფორმატის ფურცელი დამიდო წინ.
სწორედ იმ წუთიდან შეიცვალა ჩემი მშვიდი ცხოვრება.
ისე, ცნობისათვის, მე ივი ლომიძე ვარ.
-მაკა, ეს რა არის?- არ დავუჯერე საკუთარ თვალებს.
-გასაუბრებაზე დაგიბარეს "Olympus corporated"-ში.
-მე ხომ CV არ გამიგზავნია?- ვერ ვფარავდი გაოცებას.
-მე გავგზავნე სამაგიეროდ,- შემომღიმა მაკამ.
-რა უფლებით?- გავოცდი მე.
-იმიტომ, რომ იმსახურებ,- გამომიცხადა ამაყად, გადაიყარა უკან გრძელი კულულები და დატოვა ჩემი ოთახი. მე კი დავრჩი გაოგნებულ-აღფრთოვანებული.
"Olympus corporated"-ი ნომერი პირველია ჩვენს ქვეყანაში. მოიცავს ყველა სფეროს დაწყებული კვებიდან და დასრულებული ბიოტუალეტების გაყიდვა-გაქირავებით მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს უმაღლესი კლასია, სადაც ყველა ვერ ხვდება.
მაშინ მეგონა, რომ ჯეკ-პოტი მოვხსენი. სულელი, გულუბრყვილო ბავშვი. არ მიფიქრია, რომ ჩემი უფროსის ნდობას ვღალატობდი, რომ ფანტასტიკურ კოლექტივს ვემშვიდობებოდი. არ მიფიქრია არაფერზე... უმადური მე...
მეორე დღეს სამსახურში გავენთავისუფლე, დრეს-კოდს გადაჩვეული გამოვეწყვე კრემისფერ შარვალში და ღია შინდისფერ მაისურში, რადგან ასე ჩემი ავადმყოფური სიგამხდრე არ გამოჩენილიყო (ამის კომპლექსი ვერ მოვიხსენი). რიჟა კულულები მაღალ კუდად შევიკარი და ისედაც უსიამოვნო მაკიაჟზე საერთოდ უარი ვთქვი. არც სუნამო გავისხი, მაინც ხალხთან მაქვს გასაუბრება, იქნებ სუნმა გააღიზიანოს რომელიმე გამომცდელი, ვინ იცის, კაცია და გუნება.
ასე გამოწყობილ-აჟიტირებული მივედი გასაუბრებაზე.
პირველი შოკი ჰოლში მივიღე. უზარმაზარი, მთელს კედელზე გაკეთებული აკვარიუმი, სადაც ათასგვარი ჯიშის თევზი დაცურავდა ნამდვილად შთამბეჭდავ სანახაობას წარმოადგენდა. შემდეგი შოკი ლიფტში მელოდა, რომელშიც ბოლო წამს შევხტი.... ლიფტში ნამდვილი აპოლონი დამხვდა, რომელიც თავისი უძიროდ ლურჯი თვალებით უხამსად ათვალიერებდა ჩემს ფიგურას. პირველი რაც გავიფიქრე, იყო "ძაღლია ეს შეჩვენებული, ძვლებს რომ დახარბდა"? მერე კი მკაცრად აზიდა ლამაზად გამოყვანილი წარბი და მკითხა:
-ასე ჩაცმული ვისთან მიბრძანდებით?
ბატონო? ეს აპოლონი ცოტა შექანებულია....
-რა თქვენი საქმეა?- ჩავრთე "სწერვა" რეჟიმი. მაკასთან ნაკლებად უნდა ვიურთიერთო, ჩემზე ცუდად მოქმედებს.
ბიჭს ჩაეცინა.
-სართული აირჩიე, ბუტია.
სანამ რაიმეს მოვიფიქრებდი, პლანშეტში ჩარგო თავისი პატარა ცხვირი და ყურადღებას არ აქცევდა ჩემს აღშფოთებულ ბურტყუნს.
ასე ავედით 22-ე სართულზე. როგორც ნამდვილმა ჯენტლმენმა, ხელით მანიშნა რომ პირველი გავსულიყავი. ჰაჰ...
-ვითომ ჯენტლმენი,- ავიბზუე ცხვირი და სანამ ლიფტიდან გავიდოდი, კარი ცხვირწინ დამეხურა.
გაოგნებულმა შევხედე ბიჭს, რომელმაც კარი დაკეტა და ღილაკებს გადაეფარა.
-რას აკეთებთ?- ვკითხე ცოტა დამფრთხალმა.
-რატომ "ვითომ ჯენტლმენი"?- მკითხა ცივად.
-საიდან გაჩნდა ქალების წინ გატარების წესი, იცით?- ვკითხე დამცინავად.
ამ სიტყვებზე გაეცინა. ნუთუ იცის ლეგენდა?
-ადრე, როდესაც პირველყოფილები გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ, ნადირობიდან დაბრუნებულებს შეიძლებოდა გამოქვაბულში მტაცებელი ცხოველი დახვედროდათ,- დაიწყო მან.
-ამიტომ წინ ქალებს უშვებდნენ, რადგან მეომრის დაკარგვის უფლებას ვერ მისცემდნენ თავს თემის წევრები,- დავასრულე მის ნაცვლად.
-შენი აზრით იქ მტაცებლები არიან?- მკითხა ღიმილით.
-ჯერ არ ვიცი, მაგრამ რა ვქნა თუკი იქ ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლები მელოდებიან? განა შეძლებდა რბილი ხასიათის ადამიანი ასეთი ბიზნესის შექმნას და შენარჩუნებას?
აპოლონს გაეცინა. ღილაკებს მოშორდა და კარი გააღო.
-წარმატებები,- მითხრა და პირველი გავიდა.
-ოჰჰ,- ჩამეცინა მე და ჰოლში გავედი. პირველ სართულზე მიღებული ინსტრუქციის თანახმად მარჯვნივ მესამე კარში შევედი, სადაც მკაცრ კოსტუმებში გამოწყობილი სხვა კანდიდატები ისხდნენ. მე მათ გვერდით თეთრი ყვავივით ვიყავი.
შარში ვარ.
10 წუთში კანდიდატების გამოძახება დაიწყეს. პირველი კანდიდატი ტუჩების კვნეტით შევიდა და კაბინეტში დაახლოებით 40 წუთი დაჰყო. იქიდან გამოსული ცრემლებს ყლაპავდა და ჩვენზე შემოუხედავად დატოვა ოთახი. ამან ყველა დაგვაფრთხო.
შემდეგ 7 კანდიდატსაც იგივე ბედი ეწია. მე ბოლო ვიყავი და გასაუბრებაზე შესვლა უკვე გვიან საღამოს მომიწია, რადგან გამომცდელებმა არც სადილზე უთხრეს უარი საკუთარ თავს და კუჭს და არც გასაუბრებებს შორის სიგარეტის მოწევას ივიწყებდნენ 15-20 წუთით. საინტერესოა რა სიგარეტს ეწეოდნენ ამდენ ხანს... დაღლილობისაგან დატანჯულს მხოლოდ ის მაინტერესებდა, რატომ დამიბარეს დილის 9 საათზე, თუ საღამოს 7-ზე აპირებდნენ ჩემთან გასაუბრებას. არანაირი პატივისცემა ადამიანის დროის მიმართ.
შიმშილისაგან გაღიზიანებულს აღარც ნერვიულობა მაწუხებდა და არც შიში. არ ამიყვანენ და კისერიც იქ უტეხიათ. სწორედ ამიტომ კაბინეტში ამაყად თავაწეული შევედი და მაშინვე სისუსტე ვიგრძენი ფეხებში. მაგიდასთან ხუთნი ისხდნენ. 3 მამაკაცი და 2 ქალბატონი. არ ვიცი ვინ ვინ იყო, მაგრამ ერთი მათგანის თვალების ტყვეობაში უკვე მეორედ მოვყევი იმ დღეს.
აპოლონი...
-ბატონო?- გამომიყვანა აზრთა მორევიდან ერთ-ერთი ქალბატონის ხმამ.
-უკაცრავად,- დავხარე თვალები და გავწითლდი.
-ასე ვის მიმართეთ?- მკითხა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც აპოლონს ეჯდა გვერდით.
-როგორ?- დავიბენი მე.
-აპოლონი,- გაეცინა მას.
"ოღონდ ეს არა!" ამოვიკვნესე გულში. ნუთუ ხმამაღლა ვთქვი ეს? სირცხვილი მე. ალბათ იმდენად გავწითლდი, რომ ჩემს ჯანმრთელობაზე და არტერიულ წნევაზე ანერვიულდნენ გამომცდელები, ამიტომ ასაკოვანმა მამაკაცმა განმუხტა სიტუაცია:
-ახალგაზრდა ქალბატონი მართალია. ჩემს მშობლებს სურდათ ჩემთვის აპოლონი დაერქმიათ. საბოლოოდ ილიკო გადაწყვიტეს და იმიტომაც მაქვს ცალი თვალი,- თქვა და ახვეულ თვალზე მიგვითითა.
მის ხუმრობაზე ყველას გაეცინა, მათ შორის ჩემი დღევანდელი ფიქრების მთავარ პერსონაჟსაც და მივხვდი, რომ მორჩა, მე საზოგადოებისთვის დაკარგული ვარ.
შემიყვარდა!
ერთი ნახვით!
ან ერთი გაცინებით!
გაგიჟებით და თავდავიწყებით!
არ გჯერათ? არც მე დავიჯერებდი სხვას რომ ეთქვა...
ღმერთო, ამ ადამიანს სიცილი და ღიმილი უნდა აეკრძალოს და კანონით ისჯებოდეს დაუმორჩილებლობა. როგორ შეიძლება ადამიანს ასე უხდებოდეს სიცილი. თან მისნაირ ირონიულ და მკაცრ არსებას.
-ბაბუა, არ გგონია რომ დროა გასაუბრება დავიწყოთ?- იკითხა შედარებით დამშვიდებულმა აპოლონმა და ჩემს CV-ს ჩახედა,- ქალბატონი ივი ისედაც დიდხანს ვალოდინეთ. ისე,- მე მომიბრუნდა,- უცნაური სახელი გქვიათ. ეს თქვენი სრული სახელია?
-ეს გასაუბრებას ეხება?- ვიკითხე მშვიდი ხმით. მოხუცის ღიმილიანი თვალები მამშვიდებდნენ და სითამამეს მძენდნენ თითქოს.
ჩემს სიტყვებზე ისევ ყველას გაეცინა, აპოლონის გარდა.
-დიახ,- მითხრა მკაცრად და ყველა მომენტალურად დასერიოულდა.
-უცნაური სახელი მქვია,- დავეთანხმე მე,- სრული სახელი ეველინა გახლავთ, მაგრამ არავინ, ვისაც ხელში ჩემი პასპორტი არ ჩავარდნია, ამის შესახებ არ იცის.
-რატომ....
-თუ გაინტერესებთ რატომ დავწერე შემოკლებით, საერთოდ ასე ვწერ,- გავაწყვეტინე მე,- თუ ის გაინტერესებთ რატომ დამარქვეს, ეს ოჯახური საიდუმლოებაა,- გავბრაზდი მე. არასოდეს არ მიყვარდა ჩემს სახელზე ლაპარაკი.
-რატომ გადაწყვიტეთ ჩვენთან CV-ის გამოგზავნა?- მკითხა მშვიდად. მე გავწითლდი. სულელი, რატომ ვიფიქრე, რომ მას დააინტერესებდა ჩემი სახელის წარმომავლობა?
-მეგობარმა გამოგზავნა,- ვუთხარი დაბნეულმა და მაშინვე ტუჩები მოვიკვნიტე. ეს არ იყო ის ინფორმაცია, რომელიც უნდა გამემხილა. ცუდად მოქმედებს ჩემზე ეს ბიჭი.
-გულახდილია,- ჩაეცინა მოხუცს,- ეს დღევანდელ თაობაში იშვიათობაა.
მე თავი დავხარე. ვერ მივხვდი მართლა შემაქო თუ დამცინა.
-იცით,- ძალა მოვიკრიბე და გამომცდელებს ავხედე,- მგონი აქ ჩემი ადგილი არაა და არ ღირს არც თქვენი და არც ჩემი დროის დაკარგვა.
ამ სიტყვებზე წამოვდექი და გასვლა დავაპირე, მაგრამ კართან მისული აპოლონის ყინულივით ხმამ იატაკს მიმაჯაჭვა.
-ასე ადვილად ნებდები?
მისმა ტონმა წყობიდან გამომიყვანა.
-ვნებდები? ჰაჰ. ჩემამდე არაერთი კანდიდატი გამოვიდა აცრემლებული თვალებით, მე კი დარწმუნებული არ ვარ, რომ შევძლებ თქვენი შეურაცხყოფის ატანას და სავარაუდოდ კარგ პასუხსაც გაგცემთ. საკუთარ განათლებასა და ენამოსწრებულობაში ეჭვი არასოდეს შემპარვია. ვნებდები? არასოდეს! ამისათვის მეტისმეტად თავდაჯერებული ვარ და იცით რატომ? საკუთარი თავის და მონდომების იმედი მაქვს. არ მაკლია არც განათლება, არც მონდომება, არც სითამამე, მაგრამ ეჭვი მეპარება ეს სხვა კანდიდატებსაც დაჰკლებოდათ. უბრალოდ არ იცით ვის ეძებთ და არც ტაქტი გაქვთ აშკარად, რომ დელიკატურად უთხრათ უარი ადამიანს,- სიბრაიზისაგან აწითლებული კარისკენ შევბრუნდი და სახელურს წავეტანე, ღრმად ჩავისუნთქე და ისევ შევბრუნდი გამომცდელებისაკენ, რომელთაგან 3 გაოცებული მიყურებია, მოხუცი - კმაყოფილი, ხოლო აპოლონი ამრეზით,- მე არაფერი, მშვენიერი სამსახური მაქვს, აქ სიახლეების საძებნელად მოვედი, აი თქვენ კი ძალიან გაგიჭირდებათ ამ ხასიათით და ამბიციებით ცხოვრება,- მივმართე აპოლონს პირდაპირ და კარი გავაღე.
ივი, საიდან ამდენი სითამამე?
-სამსახურში აყვანილი ხართ,- გავიგე მოხუცის ხმა და გავშრი.
-ბაბუა რას ამბობ?- საჭიროზე ხმამაღლა ჰკითხა აპოლონმა.
-ერეკლე!- ხმას აუწია მოხუცმაც. არ დაუთმო. თურმე ერეკლე ჰქვია. უხდება ეს სახელი...- ის მიღებულია სამსახურში და მორჩა.
-მადლობა,- ეს ვუთხარი მხოლოდ დაბნეულმა.
-ორშაბათიდან იწყებთ,- მითხრა მე და ოთახი დატოვა მეორე კარით. მე ისევ ისე დავრჩი გაშეშებული.
-ორშაბსთს იწყებთ,- მითხრა ცივად და თავადაც ბაბუას გაჰყვა.
ასე მიმიღეს სამსახურში...
რამდენიმე დღე მქონდა ძველი სამსახურიდან წამოსასვლელად. ჩემდა გასაოცრად უფროსმა გზა დამილოცა და პირობა. ჩამომართვა, რომ სანამ ახალ HR-ს იპოვნიდნენ, მე ონლაინ ვიქნებოდი და დავეხმარებოდი. თან დამპირდა, რომ აუცილებლად ყოველთვის ექნებოდათ ჩემთვის სამსახური. ცრემლიანი თვალებით დავტოვე პარასკევს ჩემი საყვარელი კოლექტივი. ორშაბათს კი სამსახურში გამოვცხადდი...
დღე იმით დაიწყო, რომ მისაღებში ერეკლეს შევეჩეხე და რატომღაც მხოლოდ მე მომესალმა პერსონალურად. ამან დიდი აჟიოტაჟი და მიმოთქმა გამოიწვია. უკვე შუადღისათვის ყველა თანამშრომელმა იცოდა ჩემზე ის, რაც მეც კი არ ვიცოდი. ძველ კოლექტივში ჭორაობა არ გვიყვარდა და ამიტომ ამან უსიამოვნოდ გამაოცა. სადილი, როგორც გამაფრთხილეს, ოფისის კაფეში იყიდებოდა, ამიტომაც თან არაფერი წამიღია, მაგრამ საქმეებში გართულს დრო გამეპარა. მხოლოდ მაშინ გამახსენდა, როდესაც სიმპათიურმა გოგონამ წინ დამიდგა სადილის სინი. გაოცებულმა ავხედე:
-ბატონმა ერეკლემ გამოგიგზავნათ,- გამიღიმა მოულოდნელმა სტუმარმა. გაოცებისაგან ფანქარი გამივარდა ხელიდან.
-ვინ გამომიგზავნა?- მგონი სმენითი ჰალუცინაციები დამეწყო.
-უფროსისგან მიიღო?- ჩემზე დაბნეული ჩემი კოლეგა სჩანდა.
-დიახ,- დაეთანხმა როგორც მერე გავიგე უფროსის მოადგილე.
უნდა ვთქვა, რომ ეს ამბავი რამდენიმე წუთში მთელმა ოფისმა იცოდა? რა ბზიკმა უკბინა ერეკლე მგელიაშვილს? სპეციალურად გააკეთა, რომ ეჭორავათ და მე გაბრაზებულს სამსახური დამეტოვებინა? თუ არა, მაშინ რა მიზანი ამოძრავებდა? გამაოცა და დამაბნია მისმა ქცევამ. დამაბნია, მაგრამ არც მიფიქრია უარის თქმა. სავარაუდოდ უკვე მთელი ოფისი ჩემზე ჭორაობს და რატომ ვთქვა უარი გემრიელ სადილზე?
-უკაცრავად, თქვენი სახელი?- მივმართე გოგონას.
-ლიკა,- მიპასუხა მან ცოტა დაბნეულმა.
-ლიკა, მადლობა გადაეცით ბატონ ირაკლის,- ვუთხარი ღიმილით და სინი მივიწიე,- მმმ, გემრიელად გამოიყურება,- ვთქვი და პლასტმასის კოვზით ამოვიღე წვნიანი. არა მარტო გამოიყურებოდა, გამოც ზღაპრული ჰქონდა სადილს. გემრიელად მივირთვი, ჭურჭელი კაფეში ჩავიტანე და საქმეს მივუბრუნდი. იმდენად გავერთე მუშაობაში, რომ გარშემო ვერაფერს ვამჩნევდი. ამიტომაც ჩემი მობილური ტელეფონის ზარმა ძალიან შემაკრთო. დისფლეის დავხვდე და ამოვიოხრე. 23:45... დედა რეკავს. რა თქმა უნდა. უკვე ყველანაირ ზღვარს გადასცდა ჩემი დაგვიანება.
- დე, გამოვდივარ სამსახურიდან. აქამდე ვერ მოვიცალე დასარეკად,- ბოლო სიტყვა ძლივს წარმოვთქვი, ბგერები მთქნარებამ გააზავა.
-ივი,- დედას ხმაში ნერვიულობა ისმოდა.
-ვიცი დე, მოვდივართ,- სანამ დედიკოს ველაპარაკებოდი, კომპიუტერი გამოვრთე და წამოვდექი.
როგორც კი ტელეფონი გავთიშე, მაშინვე ვიღაცამ ჩაახველა. შიშისაგან შევკივლე. დაუპატიჟებელ სტუმარს გაეცინა.
-ამ დრომდე აქ რას აკეთებ?- მკითხა სიცილით ერეკლემ. მხოლოდ მისი ხმის გაგების შემდეგ გავბედე შებრუნება.
-საქმეები მქონდა,- ვუპასუხე ხმის კანკალით.
-შენ რა, შეგეშინდა?- ჩაეცინა ბიჭს.
-კი,- ვუთხარი და სკამზე დავჯექი. ფეხები არ მემორჩილებოდნენ. შიში ცუდი რაღაცაა.
-წამოდი,- მითხრა სერიოზული ხმით.
-სად?- ვკითხე დაბნეულმა.
-სახლში წაგიყვან,- გამიღიმა,- არც იფიქრო შეწინააღმდეგება.
-არც მიფიქრია,- ჩავიბუტბუტე მე და ვაიძულე თავი წამოვმდგარიყავი.
-ძალიან კარგი. წავედით,- მითხრა და ოთახი დატოვა. მეც სირბილით გავყევი.
შავი AUDI A7.... უცნაური არჩევანია. მე უფრო დიდ გაბარიტებიან მანქანას ველოდი, მაგრამ მიხარია რომ შევცდი. რომ ჩავჯექი, ლამის შევსტვინე. შავი პანელი და მუქი ყავისფერი ტყავის სალონი საოცარ კონტრასტს ქმნიდა. ჩემს ძვირფას დირექტორს მშვენიერი გემოვნება აქვს.
-კარგი მანქანაა,- გავუზიარე ჩემი აზრი, როგორც კი მსუბუქად დაიძრა ადგილიდან. ცოტა დაბნეულმა შემომხედა, მაგრამ მაშინვე გამიღიმა.
-მეც მომწონს.
მეტი არაფერი მითქვამს, არც მას გამოუჩენია ინიციატივა. უცნაურია, ისე აიღო გეზი ჩემი სახლისაკენ, რომ არც კი უკითხავს მისამართი. სიჩუმემ, ემოციებმა, ჟასმინის ოდნავ საგრძნობმა არომატმა და დაღლამ თავისი ჰქნა და თავი ძილმა წამართვა.
დილას გამოძინებულს გამეღვიძა. ბედნიერს გამეღიმა და საწოლზე ჩამოვჯექი. რამდენიმე წუთი ასე ვიჯექი და ვტკბებოდი მოდუნებული მდგომაეობით. მერე კი გამახსენდა, რომ ბოლო რაც მახსოვს წინა ღამიდან, ერეკლეს მანქანაა. ისე სწრაფად წამოვხტი საწოლიდან, რომ თავბრუ დამეხვა. მომიწია დაჯდომა და აჩქარებული გულის დამშვიდება. როგორც კი თვალი გავახილე და გარშემო ყველაფერი არ ტრიალებდა, მაშინვე წამოვდექი ფრთხილად და შიშველი ფეხებით გავლასლასდი სამზარეულოში. დედიკო და მამიკო რაღაცაზე იცინოდნენ, ხოლო მე რომ დამინახეს, გაჩუმდნენ.
-დილა მშვიდობის,- ცხადია გაღიმება, მაგრამ არ გაჭრა.- სახლში როგორ აღმოვჩნდი?- ვკითხე პირდაპირ და მამას შევხედე თვალებში.
-პატარა ბავშვივით ხელში ატატებული ამოგიყვანეს,- მითხრა მამამ უემოციოდ.
-მთვრალი არ ვყოფილვარ,- ვუთხარი რატომღაც.
-ეგ მეზობლებს უთხარი,- ცივად მიპასუხა ამჯერად დედამ.
-დეე,- ამოვიკნავლე მე.
უეცრად ორივეს გაეცინა.
-ივი,- მითხრა მამამ სიცილით,- ვერასდროს წარმოვიდგენდი ასე თუ მოგიყვანდნენ სახლში.
-ერეკლე თურმე 10 წუთის მანძილზე ცდილობდა შენს გაღვიძებას,- აჰყვა დედა.
-ვაი, და სირცხვილია,- დავმალე სახე ხელებში.
-მართალია,- დამეთანხმნენ სიცილით.
და მაინც... ამ ქვეყნად ყველაზე მაგარი მშობლები მყავს.
სამსახურში მისვლა საშინლად არ მინდოდა... მაგრამ "არ მინდა" და "უნდა" შეუთავსებელი ცნებებია და მეც მომიწია მისვლა.
საერთოდ არ მოველოდი ჰოლში ერეკლეს ნახვას. როგორც კი დამინახა, მაშინვე ჩაეცინა. მე კი თმის ღერამდე აწითლებულმა ოდნავ დავუხარე თავი და ავორთქლდი მისი თვალთახედვის არეალიდან.
შემდეგი 2 კვირა უფროსი თვალითაც არ მინახავს, მაგრამ სამაგიეროდ ყოველ დღე მქონდა გემრიელი სადილები, საღამოს 7 საათზე კი მძღოლს მივყავდი სახლში. მთელი სამსახური ჩემზე ჭორაობდა, მე კი ვერაფერს ვიძახდი, რადგან ეს ყველაფერი მეც დამაეჭვებდა.
ერთადერთი რის გამოც ვითმენდი, ინტერესი იყო. ვერ ვხვდებოდი ერეკლეს მიზნებს. ვერ ვხვდებოდი ამით რისი მიღწევა სურდა.
2 კვირის თავზე მოთმინებამ მიღალატა, როდესაც საპირფარეშოში შესულმა ყველა ჭორი მოვისმინე, რაც ჩემზე გაავრცელეს. ერეკლეს ოფისში ავედი. ლიკამ გაოცებულმა შემომხედა, როდესაც ხმაურით შევაღე კარი.
-თავისთანაა?- ვკითხე ხმამაღლა.
-კი,- მოულოდნელობისაგან დაიბნა გოგონა.
-ძალიან კარგი,- ვთქვი და შევაღე გენ.დირექტორის კაბინეტის კარი.
-ივი?- გაუკვირდა ერეკლეს და რატომღაც თვალები გაუბრწყინდა. და არ მითხრათ რომ მომეჩვენა, მართლა ასე იყო.
-ივი, ივი...- გაბრაზებულმა ვუყვირე,- რის მიღწევას ცდილობთ ამ ყველაფრით? გინდოდათ ჩემზე ეჭორავათ და მე ამით გაბრაზებულს სამსახური დამეტოვებინა? მაშინ გაიხარეთ, სამსახურიდან მივდივარ.
-ივი გაჩერდი,- დამიძახა ბიჭმა და სანამ კარს გავაღებდი ჩემს გვერდით გაჩნდა,- რას გულისხმობ?- მკითხა და თვალებში ჩამხედა.
-მთელი სამსახური ჩემზე ჭორაობს და საშინელებებს იძახის, ნუთუ საერთოდ არ გეცოდები?- სიბრაზისაგან ცრემლები წამსკდა.
-ჭორაობს?- გაახრჭიალა კბილები,- ვისი რა საქმეა მე რას ვაკეთებ?
უეცრად ხელი მომკიდა და ძალით ამაყენა. მე გაოცებულმა შევხედე და ვცადე ხელის წართმევა, მაგრამ თავისკენ მიმიზიდა და თავისუფალი ხელით ცრემლი მომწმინდა. მისმა ამ ქმედებამ ისე გამაოცა, რომ გავშრი. მერე კი კარისკენ წამიყვანა. იმდენად გაოგნებული ვიყავი, რომ არც შევწინააღმდეგებივარ. ლიფტში შევედით. ლიფტი გამჭვირვალე გვქონდა, ამიტომ ყველა სართულზე გვხედავდნენ თანამშრომლები. რამდენიმე სართულზე გამოძახებული ლიფტი გაჩერდა კიდეც, მაგრამ შემოსვლა ვერავინ გაბედა.
პირველ სართულზე ჩასულებმა გეზი კარისკენ ავიღეთ, მაგრამ ბატონი ოთარის ხმამ აიძულა ერეკლე გაჩერებულიყო, მე კი მას შევეჯახე. უკვე ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს გარშემო.
-სად მიდიხართ?- გვკითხა ცოტა დაბნეულმა მოხუცმა.
-პაემანზე,- მშვიდად უთხრა ბიჭმა.
-სად?- მე და ბატონ ოთარს კარგი სინქრონი გამოგვივიდა.
-მგონი ორივემ მშვენივრად გაიგეთ.
ჩვენს გარშემო არანაირი ხმა არ ისმოდა. ვგრძნობდი როგორ გვიყურებდა ასობით წყვილი თვალი.
-ერეკლე, რა წარმოდგენას მართავ აქ?- გაბრაზდა ბაბუა.
-წარმოდგენას? შენ არ იცი წარმოდგენა რა არის ბაბუა და შემიძლია ახლავე განახო,- უთხრა გაბრაზებულმა,- დავიღალე ამათი ჭორაობით. ადამიანი ვერ მომწონებია ისე, რომ მთელი სამსახურის კრიტიკის საგანი არ გახდეს. ამჯერად აღარ დავნებდები... ივი ჩემია,- ეს თქვა, ჩემსკენ შემობრუნდა, თვალებში ჩამხედა და ჩემსკენ დაიხარა. მისი ბაგეები ჩემსას შეეხო და მეც საერთოდ მოვწყდი რეალობას.
აზრზე მოხუცის სიცილმა მომიყვანა:
-ივი, მშობლებს დაურეკე, დღეს თქვენთან მოვდივართ, თქვენი ნიშნობა უნდა ავღნიშნოთ.
ნიშნობა? რა ნიშნობა, მე ხომ ერეკლეს არც კი ვიცნობ... მხოლოდ მისი სახელი, გვარი და თანამდებობა ვიცი... წარმოუდგენელია.
-მე არ...- დავიწყე, მაგრამ ერეკლემ შემაწყვეტინა.
-კარგი ბაბუა, დავურეკავ. ჩვენ წავალთ, ბეჭედს ავარჩევთ,- ეს თქვა და კარისკენ წამიყვანა.
როგორც კი გარეთ აღმოვჩნდით, მაშინვე გამოვტაცე ხელი.
-სულ გააფრინე?- ვკითხე გულწრფელად,- რა ქორწილზეა საუბარი? რეალურად გადაწყვიტე, რომ ჩემი ცოლად მოყვანა გინდა? იქნებ მანიაკი ვარ, ან მსუბუქი ყოფაქცევის... გარეკე?
-დამშვიდდი,- დამიბრიალა თვალები.
-შენი თვალის ბრიალით ვერავის შეაშინებ,- დავუსისინე მე.
-ივი,- მითხრა მშვიდად,- ჩაჯექი მანქანაში.
-არა,- პატარა ბავშვივით დავაბაკუნე ფეხები.
-ჩაჯექი.
-რა გინდა ჩემგან?- ვკითხე ტირილის პირას მისულმა.
-ჩაჯექი მანქანაში და გეტყვი,- ზუსტად ისე მითხრა, როგორც პატარა ბავშვებს ჰპირდებიან ტკბილეულს. მეც სხვა გზა არ დამრჩა და ჩავჯექი.
-სად მივდივართ?- ვკითხე როგორც კი მანქანა დაძრა.
-ივი, მისმინე,- დაიწყო ერეკლემ,- როგორც კი დაგინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ისეთი არ ხარ როგორიც სხვები. არ ვაპირებდი მოვლენების ასე დაჩქარებას, მაგრამ საქმეში ბაბუა ჩაერია და ახლა სხვა გზა არ გვაქვს. მე სხვების თვალწინ გაკოცე, ის კი ძველი ყაიდის კაცია და ამას ასე არ აიტანს. მე მაინც არ ვგეგმავდი შენს გაშვებას და ამიტომაც ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ერთად ვიყოთ.
-ერეკლე,-ის რომ ჩემი უფროსი და ჩემზე უფროსია წარმატებით დავივიწყე და ფამილიარულად მივმართე,- არ გგონია, რომ ეს უბრალოდ სისულელეა? ჩვენ ერთმანეთს არც კი ვიცნობთ.
-გავიცნობთ,- გამიცინა მან და გზას მიუბრუნდა.
-მართლა გჯერა რომ ამისგან რაიმე გამოვა?- ვერ დავმალე ხმაში სკეპსისი.
-მჯერა,- თვალებში მიყურებდა ისე მითხრა. მეც რატომღაც დავუჯერე.
ნუთუ შეიძლება ასე გადაწყვიტო ადამიანმა შენი ბედი? ნუთუ შეიძლება ასე ოჯახის შექმნა? ნუთუ რაციონალური ადამიანები ასე იქცევიან?
კი!
კი!
კი!
შემდეგმა ორმა კვირამ ისე ჩაიარა, რომ ბევრი არაფერი გამიგია. ყოველ დღეს ერეკლესთან ერთად ვატარებდი და მასზე საკმარისზე მეტიც კი გავიგე და რაც უფრო ახლოს ვიცნობდი, მით მეტად ვრწმუნდებოდი, რომ ნამდვილად სწორი არჩევანი გავაკეთე.
ქორწილის თემა არც ერთს არ შეგვხებია. ყველაფერი ჩვენმა მშობლებმა მოაგვარეს. ერთადერთი რისი გაკეთებაც დაგვევალა, მკერავთან მისვლა, ზომების აღება და სტუმრების სიის შედგენა იყო. და რა თქმა უნდა მეჯვარეების არჩევა. ჩემი მეჯვარე ყველასთვის გასაოცრად მაკა გახდა. ერეკლესი - მისი ბავშვობის მეგობარი... სხვათა შორის ერთადერთი ადამიანი, ვისაც მეგობარს ეძახდა. რადგან ზუსტად ასე მითხრა, „შენ ჩემი მეორე მეგობარი ხარ და ამ სიტყვაში ვგულისხმობ, რომ მეორე ადამიანი ხარ მთელი ცხოვრების მანძილზე, ვისაც გული გავუხსენი“-ო...
ქორწილის დღეს მივხვდი, რომ საერთოდ არ ვნერვიულობდი. მშობლებმა ნამდვილად ივაჟკაცეს და ყველაფერი იდეალურად მოაწყვეს. ჩემი კაბაც კი იდეალური იყო. მითი, რომ ყველა გოგო ოცნებობს თეთრ კაბაზე, მე არასოდეს მომწონდა, ამიტომ კაბის დიზაინიც კი მათ აარჩიეს. ჩემდა გასაოცრად, თეთრი კაბა მართლა ულამაზესი გამოვიდა. ნაზი და ჰაეროვანი. და რამაც გამაკვირვა, მართლა მიხდებოდა.
როდესაც ერეკლე სახლში შემოვიდა, საერთოდ ყველაფერი დამავიწყდა. ფანტასტიკურად გამოიყურებოდა. მუქი შინდისფერი ნაჭრის შარვალ-კოსტუმი ეცვა, შავი პერანგი კი ზედმეტად უხდებოდა. მასაც თვალები გაუბრწყინდა და ამით მივხვდი, რომ მშობლების მცდელობა მანაც შეაფასა.
-ფერიას ჰგავხარ,- ჩამჩურჩულა, როგორც კი ჩემამდე მოუშვეს.
-შენც საოცრად მიმზიდველად გამოიყურები,- ჩავუკარი თვალი,- იმედია არავინ ეცდება საქმრო წამართვას ქორწილის დღეს,- ამ სიტყვებზე გაეცინა.
-სცადონ, მაინც არაფერი გამოუვათ,- გამიღიმა ისე, რომ მუხლებში სისუსტე ვიგრძენი.
დღის დანარჩენმა ნაწილმა ჩემთვის ისე ჩაიარა, როგორც ნისლში. ალბათ ოდესმე ვინანებ, მაგრამ მართლა ვერავის და ვერაფერს ვაქცევდი ყურადღებას ერეკლეს გარდა. ისიც ანალოგიურად. ჯვრისწერამ და ხელის მოწერამ მშვიდად ჩაიარა, აი ოფიციალურმა მხარემ ორივე დაგვღალა. ფოტოები, სადღეგრძელოები, ყველასთან მისვლა, მოლოცვები...
უკვე 11 საათი იყო, როდესაც მშობლებმა და მეჯვარეებმა რესტორნიდან გამოგვყარეს სიტყვებით „მაინც ერთმანეთის გარდა არავინ და არაფერი გაინტერესებთ, წადით აქედან“-ო. ჩვენც დიდად არ გვწყენია და ბოდიშის მოხდით დავტოვეთ სტუმრები. ერეკლემ ყველას აუხსნა, რომ დილას ადრე საზღვარგარეთ მივფრინავდით თაფლობის თვის გასატარებლად და ჩემოდნები გვქონდა ჩასალაგებელი.
რეალურად ყველაფერი მზად იყო, მაგრამ რატომღაც არ გაამხილა. თავიდან ვერ მივხვდი ამ ტყუილის მიზეზს, ხოლო როდესაც ჩემს ტვინამდე დავიდა, გავწითლდი და ლამის გადავიფიქრე წასვლა. სამწუხაროდ მანქანა უკვე გველოდა და მე ვერანაირი მიზეზი ვერ მოვიფიქრე უარის სათქმელად.
სახლში აბსოლუტურ სიჩუმეში მივედით. მე ვნერვიულობდი და ტუჩებს ვიკვნეტდი, ის კი ალბათ დროს მაძლევდა. ერეკლემ თავისი ოთახი მე დამითმო აბაზანისათვის, თავად კი სტუმრების ოთახში შევიდა. ჯერ კაბის გახდაზე ვიწვალე, მერე დაახლოებით ნახევარი საათი ცხელ აბაზანაში ვიწექი. დუშის მერე დედას დატოვებული (რესტორნიდან წამოსვლის წინ მითხრა სიცილით. ბოროტი დედიკო) პენუარი ჩავიცვი და ოთახში დავბრუნდი.
ფანჯარასთან ვიდექი და სავსე მთვარეს ვერ ვაცილებდი მზერას. ჰიპნოზის მსხვერპლივით მივშტერებოდი და ადგილიდან ვერ ვიძროდი. ვიგრძენი რომ ოთახში ვიღაც შემოვიდა, მაგრამ შეხედვისაც კი შემეშინდა. არ ვიცი რატომ მაკანკალებდა ასე. მე ხომ არავის ვენდობოდი ისე, როგორც ერეკლეს, ზუსტად ვიცოდი, რომ არასოდეს მაწყენინებდა ან მატკენდა, მაგრამ შიშს ვერაფერს ვუხერხებდი. სულ რაღაც 2 კვირაში მან მოახერხა ის, რაც სხვებმა წლების მანძილზე ვერ მიაღწიეს - მე მას აბსოლუტურად ვენდობოდი.
ხელის შეხებამ შემაკრთო. სუნთქვა შევიკავე და გავშეშდი. მაგრამ ხერხემალზე ბასრი კბილების შეხებამ მაიძულა ღრმად ჩამესუნთქა და ტუჩი მომეკვნიტა. ტკივილსა და სიამოვნებას შორის ზღვარი დამერღვა.
-კარგა ხანს აპირებ მთვარეზე ყურებას?- მკითხა ხრინწიანი ხმით და წელზე ხელი მომხვია.
-ერეკლე,- ამოვისუნთქე მისი სახელი. მერე კი მის მკლავებში მოვბრუნდი და ქვემოდან ზემოთ ავხედე. მისი თვალები მთვარის შუქზე აბსოლუტურად შავი ჩანდა. თუ ეს მთვარის ბრალი არ იყო? ღრმად სუნთქავდა და აშკარა იყო, რომ თავის შეკავება სულ უფრო და უფრო უჭირდა. აი რისგან უწევდა თავის შეკავება, ამაზე ვცდილობდი არ მეფიქრა.
-ივი,- ამოიკვნესა როდესაც გამომშრალი ტუჩები ავილოკე.
-რა მოხდა?- ვერ მივხვდი მე.
-გეშინია?- მკითხა ხმადაბლა.
-ძალიან,- არ დავმალე ჩემი გრძნობები,- შენ?
-მე უფრო,- მითხრა და შუბლზე მაკოცა,- მეშინია, რომ თავს ვერ შევიკავებ და ჩემი მოუთმენლობით გატკენ,- ხმა აუკანკლდა და სმენის დაძაბვა მიწევდა, რათა გამეგო მისი სიტყვები.
მე ამაზე ვერაფერი ვუთხარი და ამიტომ ფრთხილად დაიწია და თავიდან ნაზად შეეხო ჩემს ბაგეებს. თანდათან კოცნა უფრო მომთხოვნი და ვნებიანი გახდა. ვხვდებოდი, რომ ჰაერი არ მყოფნიდა. როგორც კი ჩემს ბაგეებს მოსწყდა, მაშინვე ვცადე ღრმად ჩამესუნთქა, მაგრამ ლამის საერთოდ დამავიწყდა სუნთქვა, როდესაც ჯერ ყურის ბიბილოზე მიკბინა, მერე კი ყელზე ისე მაკოცა, რომ მეგონა წურბელა დამასვეს. ნამდვილად დამრჩება ნიშანი. უეცრად ვიგრძენი როგორ დაეცა ჩემს ფეხებთან ნაზი მატერიის პენუარი. ახლა უკვე არაფერი მიცავდა, თავი ძალიან დაუცველად ვიგრძენი. ღრმად ვსუნთქავდი და ვერაფერს ვაკეთებდი, სანამ მისი ხელები ტანზე მეფერებოდნენ ისე, თითქოს თითოეული ნაკვთის დამახსოვრებას ცდილობდნენ და პარალელურად ბაგეები ენით აღუწერელ სიამოვნებას მანიჭებდნენ.
თავიდან ვერ მივხვდი რატომ წამერთვა ფეხებქვეშ მყარი იატაკის შეგრძნება, მაგრამ მეორე წუთს ვიგრძენი ლოგინის სირბილე ჩემს ქვემოთ და ერეკლეს სიმძიმე ჩემზე. საერთოდ დავიკარგე შეგრძნებებში.
-ივი, დღეს მაპატიე ის, რომ დიდხანს და გემრიელად ვერ მოგეფერები, მაგრამ მთელი ცხოვრება იმის ცდაში ვიქნები, რომ ეს გამოვასწორო....- კიდევ რაღაცას მეუბნებოდა, მაგრამ მე არაფერი მესმოდა. მისი სუნთქვა კანს მწვავდა და ვფიქრობდი მხოლოდ იმაზე, რომ მის აღგზნებას ფეხით ვგრძნობდი. ეს თან მძაბავდა, თან ახალი შეგრძნებების მოლოდინი ადრენალინს გამოჰყოფდა სისხლში.
ცოტა ხანში უკვე იმდენად მოვდუნდი, რომ მეტის მოლოდინი გამიჩნდა. ქვეცნობიერად ვხვდებოდი, რომ შეიძლება უფრო კარგადაც ვყოფილიყავი.
ალბათ მოდუნების და მისი ცხელი ბაგეების ბრალია, რომ უბრალოდ გამომრჩა მომენტი, როდესაც ერთიანნი გავხდით, მაგრამ მერე მოვიდა პანიკა, ახლა რა მოხდება? ამჯერად დისკომფორტს აშკარად ვგრძნობდი და ვცადე გაწევა, რათა ეს შეგრძნება მომეშორებინა.
-აი,- თითქოს ტკივილისაგან შეჭმუხნა შუბლი. ამან უფრო შემაშინა,- ივი, მოდუნდი. დამიჯერე, მარტო შენთვის არაა ეს მტკივნეული.
მის ხმაზე მივხვდი თუ როგორ განიცდიდა ისიც. ასე ხომ დავაკომპლექსებ... ვეცადე მოვდუნებულიყავი, მაგრამ ჯანდაბა ეს ძალიან რთული იყო ასეთ სიტუაციაში. ერეკლე დამამშვიდებელ სიტყვებს ჩამჩურჩულებდა ყურში. ასე, ივი, ღრმად ჩაისუნთქე. მოდუნების ყველაზე კარგი საშუალება მისი ბაგეები იყო, ამიტომაც მისკენ ავიწიე. ერეკლემ სიხარულით მომცა ის, რასაც ვთხოვდი. მალე მართლა დამვმშვიდდი და ალბათ მოვდუნდი კიდეც. სულ რამდენიმე წუთი კიდევ ვგრძნობდი დისკომფორტს, მაგრამ მალე ალბათ სახელიც რომ ეკითხათ ისიც კი არ გამახსენდებოდა. სიამოვნებისაგან უკვე თავს და ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებდი და პიკზე მისული ერეკლეს ჩურჩულით ნათქვამმა "ივი, მიყვარხარ" მეც მომწყვიტა რეალობას.
ჩვენი გულები უნისონში ძგერდნენ სანამ სუნთქვის აღდგენას ვცდილობდით და სწორედ მაშინ მივხვდი თუ რას ნიშნავს ნამდვილი ბედნიერება და კიდევ… ის, ვინც იძახის რომ ცვლილებები ცხოვრებაში კარგია, ყველაზე ჭკვიანი ადამიანია ამ ქვეყნად.



№1  offline წევრი HeeChul-ah

მგონი ძალიან დიდი ისტორია გამომივიდა და ბოდიშს გიხდით, იმედი მაქვს არ დაიზარებთ და წაიკითხავთ

კიდევ ერთი, ძალიან გამახარებთ თუკი თქვენს აზრს გამიზიარებთ ნაწერთან დაკავშირებით
--------------------
Nico nico nii

 


№2  offline წევრი სესილია

კარგი იყო, წარმატებებიი love

 


№3 სტუმარი nino

აუ მეორე ნაწილიც დაწერე რააა გთხოვ ეს მაგარი იყო

 


№4  offline წევრი p♥♥h ^^

Auu meore nawils vitxovtt esetive cxels daa sainteresossss..
Shen ici rogor unda daakkavo mkitxvelii
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№5 სტუმარი Diana

Dzalian momewooona, dzalian

 


№6  offline წევრი HeeChul-ah

სხვა ისტორია რომ დავწერო და არა გაგრძელება წინააღმდეგნი იქნებით?
--------------------
Nico nico nii

 


№7  offline აქტიური მკითხველი uchveulo

magari iyoo sxvac dawere magram meore nawilic kargi iqneba :))

 


№8  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Kargi iyomomewona

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent