მომავლის იმედი (7)
სამი თვის შემდეგ ვბრუნდები იქ სადაც ჩემი ახალი ცხოვრება დაიწყო.ახლა ვზივარ თვითმფრინავში და ზუსტად რამოდენიმე წუთში თბილიში დავეშვებით.თვითმფინავის კარები იღება და კიბეებზე ნელნელა ჩამოვდივარ.ირგვლივ ასობით ადამიანი მხვდება და გული ბედნიერებით ივსება,თვალებით გვანცას ვეძებ და ვამჩნევ ხალხში მდგომს როგორ უბრწყინავს ცრემლი თვალებზე.თვითმფრინავიდან ჩამოვდივარ და ხალხი კამერებითი ხელში ჩემსკენ მოდის,პოლიცია ცდილობს მომაშოროს მაგრამ ვერაფერს ახერხებენ.მთელი ნახევარი საათი ვიდექი აეროპორტში და ვცდილობდი ხალხმრავალ ადგილიდან გამოვმძრალიყავი და როგორც იქნა გამოვედი.გვანცას მაგრად ჩავეხუტე და სახლში დავბრუნდით. ჩემი სახლი, უფრო სწორედ ჩემი ძიძის სახლი როგორ მომენატრა! ერთი სული მქონდა სახლში როდის დავბრუნდებოდი,ვერცკი წარმოიდგენ როგორ მენატრებოდით! (ვეუბნები გვანცას და გვანცა ბედნიერი მიყურებს) -მასაც ენატრებოდი! -რაა? -ბექას,მას ენატრებოდი. გული ამიჩქარდა და თვალები ამიცრემლიანდა -მართლა? -კი, -შენ საიდან იცი? -აეროპორტში იყო მოსული! -არა არ იყო! -კი იყო, მან უბრალოდ დააგვიანა გული იმედებით მევსება.ქურტუკს ხელს ვავლებ და უკანა გასასვლელიდან გავდივარ, ბექას სანახავად მივდივარ, სახლს ვუახლოვდები და გულმა ჩქარა დაიწყო ცემა. ერთი სული მაქვს როდის ჩავეხუტები და ვეტყვი თუ როგორ მიყვარს..ბექას სახლის წინ ჭიშკართან ვდგავარ და შესასვლელად ვემზადები,უეცრად ძალიან ჩქარა ჩემსკენ მოქრის ბექას მანქანა და ბექა მანქანიდან გადმოდის ოღონდ მარტო არა! გოგოებთან ერთად..ვბრაზდები საკუთარ თავზე როგორ დავიჯერე რო მართლა ვენატრებოდი,მანქანის წინ ორ ნაბიჯში ვშეშთები და ბექას ვაჩერდები.ბექა იბნევა გოგოებს იშორებს და ჩემსკენ მოდის ჯერ სერიოზული სახით და შემდეგ გახარებული მესუბრება -შენ ჩამოხვედი! მე ჩუმად ვდგავარ და ნერვიულობისგან ტუჩს ვიკნეტ -შემოდი! სახლში მეპატიჯება -არაა,მე უბრალოდ ვსეირნობდი! მივაძახე და გვერდით ჩავუარე,ნელ-ნელა ვშორდები და მგრძნობ როგორ მიყურებს, თავს ვერ ვიკავებ,მასთან გავრბივარ _ჯანდაბა ეს ხომ უბრალოდ ნაშებია მისთვის! გულში საკუთარ თავს ვეუბნები და მაგრად ვეხუტები.ვიცი რო ბექასაც იგივე უნდოდა და უფრო მაგრად ვეხუტები, მთელი სხეულით მიკრებული ვარ მასზე და მოულოდნელად მობილური მირეკავს.უკანა ჯიბიდან მობილური ამოვიღე და ეკრანს დავხედე,უცხო ნომერია. -ალო -გამარჯობა,უკაცრავად ანა მონდგომერს ვესაუბრები? -დიახ -თქვენს ძმაზე მაქვს ინფორმაცია,მგონი ვიცი სადაც იპოვით! -მართლა? (თვალები ცრემლებით მევსება) -დიახ -სად გნახავთ? -ოფიში მობრძანდით და დაგაკვალიანებთ! ტელეფონს ვთიშავ და მთელი ძალით და ღონით გავრბივარ ოფისში,სიჩქარეში სულ გადამავიწყდა ბექა.ათ წუთში უკვე ოფისთან ვიდექი და ძვლივს ვსუნთქავდი,კარები თამამად შევაღე და ჩემი ადვოკატის კაბინეტში შევვარდი. -გამარჯობათ! (დაბნეული მესალმება ადვოკატი) -გამარჯობა,მე ანა ვარ ახლახანს გესაუბრეთ გაბრიელთან დაკავშირებით! -აა ხო რათქმაუნდა დაბრძანდით ადვოკატის წინ ვჯდები. -სამი თვის თავდაუზოგავი ძებნის შედეგად ვიპოვე 19წლის ბიჭი,რომელმაც ერთი წელი გაატარა თბილისის ობოლთა თავშესაფარში და რომელსაც ყავდა და ყავს ტყუპისცალი და. რამოდენიმე ინფორმაცია რომელიც მომაწოდეთ ემთხვევა ერთის გარდა! -რა ერთს გარდა?! შეიძლება ის სხვა უცნობ ოჯახს მიაშვილეს! -დიახ,ის გააშვილა ობოლთა თავშესაფარმა არა ერთხელ! სამი წლის ასაკში იშვილა უბრალო ოჯახმა,მათთან გაატარა 2 წელი, რაღაც შემთხვევის გამო ბავშვი სახლიდან გამოიქცა, ერთი წლის მერე იპოვეს და ბავშვთა უსაფრთხოების სამსახურმა ის ობოლთა თავშესაფარში დააბრუნა და მალევე ისევ გააშვილა.მიაშვილა ვალერია მონდგომერს! გეცნობათ ეს ადამიანი? -არა , მაგრამ ჩემი მეგვარე საიდანაა?! -აი ზუსტად მაგ კითხვის გამო დავიწყე ინფორმაციის შეგროება ვალერია მონდგომერზე და ერთ რამეს წავაწყდი.ვალერია მონდგომერი შენი დედა იყო! გავოგნდი, არ ველოდი ამ პასუხს. -იყო? რატომ წარსულ დროში? -ის გარდაიცვალა რამოდენიმე თვის წინ! -როგორ? -სახლი სადაც თქვენი ძმა და დედა ცხოვრობდა დაიწვა და შიგ მოყვნენ -მოიცა მოიცაა რაა? ანუ ჩემი ძმაც ?... -არა! ის გადარჩა მაგრამ რამოდენიმე ტრამვა მიიღო. -სად შეიძლება მისი ნახვა? -სკოლა პანსიონში! რომელიც ქალაქ გარეთ მდებარეობს! -შეგიძლია ჩემს ძმასთან წამიყვანო? -რათქმაუნდა. მანქანაში ჩავჯექით და ჩემი ძმის სანახავად მივდივართ თან გზაში ვანალიზებ ინფორმაციას რომელიც ადვოკატმა მომაწოდა.დედაჩემმა ჩემი ძმა იშვილა! ეს ხომ ძალიან კარგია! მაგრამ მე რატო არ დამიწყო ძებნა? რამნიშვნელობა აქვს 17 წლის შემდეგ ძმას ჩავეხუტები ამაზე მეტი მნიშვნელოვანი არაფერია ჩემთვის! ალბად სადღაც 5 საათი ვმგზავრობდით და როგორც იქნა შევჩერდით.ჩემს წინ უზარმაზარი ორ სართულიანი შენობა დგას,ირგვლივ ტყე და სიჩუმეა,შიშის მომღვრელი ადგილია და ვშფოთდები. ექთანმა გაბოს ოთახამდე მიგვაცილა და გაბოს შეატყობინა -შენთან მნახველია! ოთახი სულ ცარიელია ერთადერთი რაც დევს ეს ლოგინი და ბორბლებიანი სავარძელია რომელშიც ზის.მივუახლოვდი დავიჩოქე,მოულოდნელად მოტრიალდა გაბო ჩემსკენ.ნელა შემომხვია ხელები სახეზე,ნაზად შემეხო და შუბლისკენ ააცოცა.გაფართოებული თვალებით შევცქერი გაბოს,ვერ ვხვდები რას აკეთებს.ნელა მომატარა შუბლზე თითები,შუბლიდან საფეთქელზე,იქედან ლოყებზე,შემდეგ ნიკაპზე..ისევ ზემოდ წავიდა და წარბებზე გადამისვა ხელი,თვალებზეც ნაზად შემეხო,ცხვირს ჩამოუყვა.ტუჩებზეც გადამატარა თითები,ბოლოს თავზე გადამისვა ხელი და გამიღიმა -რა გააკეთე? -არაფერი(მხრები აიჩეჩა) ცრემლებს ვერ ვიკავებ და ხმის ტემბრიც მეცვლება -შენ ჩემი და ხარ, ხო ასეა? ამ კითხვის გაგონებისას გული დამეწვა,თავი დავუქნიე და მაგრად ჩავეხუტე. -დედა მიყვებოდა შენს შესახებ! და მითხრა რო შენ მოხვიდოდი ჩემს სანახავად. -რამდენი წელი გავიდა! როგორ მენატრებოდი! უფრო მაგრად ვიკრავ გულში. ძალიან ძალიან და უფრო ძალიან ბედნიერი ვარ! ამდენი წლის შემდეგ მე გაბოს ჩავეხუტე,როგორც იქნა! იატაკიდან ვდგები და მისაღებში გავდივარ,მინდა ჩემი ძმა სახლში წავიყვანო.დირექტორთან შევდივარ და ვესაუბრები -თქვენ იცით გაბრიელის მდგომარეობა? -რა მდგომარეობა? -ის ბრმაა! -რაა? -დიახ! თითქმის ერთი წელია რაც დაბრმავდა! -როგორ? -მან ცეცხლ აკიდებულ სახლში რამოდენიმე საათი გაატარა და ტრამვა მიიღო -მერე ოპერაცია? -გაბრიელს ძალიან ძვირად ღირებული ოპერაცია სჭირდება! -სად მოვაწერო ხელი? -თქვენ დარწმუნებული ხართ,რომ გინდათ გაბრიელის სახლში წაყვანა? მას სერიოზული პრობლემაა აქვს და შესაბამისი მოვლა სჭირდება! -დიახ! რამოდენიმე დღეში მის წასაყვანად მოვალ! ჩემს ძმასთან რამოდენიმე საათი გავჩერდი.ველაპარაკებოდი მას სხვადასხვა თემებზე და დავმეგობრდით.ახლა სახლში უნდა დავბრუნდე და შესაბამისი საცხოვრებელი ადგილი ვიყიდო მე და ჩემი ძმისთვის.. ინტერნეტში შევარჩიე რამოდენიმე სახლი მყუდრო გარემოში თან არც თუ ისე ძვირად ღირებული.საბოლოოდ სახლის არჩევაში გვანცა დამეხმარა და მოწყობაშიც მისი ხელია გარეული.ორ სართულიანი მყუდრო სახლია პატარა ეზოთი და ბაღით.გაბრიელს ოთახი მოვუწყვეთ და ყველანაირი ნივთი ვიყიდეთ რაც საჭირო არის.ერთ კვირაში ეს ყველაფერი მზად მაქვს და ახლა სრულებით მზად ვარ გაბრიელის წამოსაყვანად მაგრამ მანამდე ერთი საქმე მაქვს მოსაგვარებელი.ჩემი ძიძის სახლი! მან მე გაჭირვებაში დამეხმარა და ასე უყურადღებოდ ვერ დავტოვებ.ყველაფერი ისე დავალაგე როგორც თავდაპირველად იყო,წერილი დავტოვე სადაც მდლობას ვუხდი ყველაფრისთვის და ფულადი საჩუქარი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.