შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექსპერიმენტი საკუთარ თავზე 7


16-10-2015, 17:18
ავტორი ლორელაი
ნანახია 5 837

იმ საღამოს ბევრი ვიმხიარულე,კარგ ხასიათზე ვიყავი,ლექსო ისეთ სასაცილო რაღაცეებს ყვებოდა შეუძლებელი იყო არ გამცინებოდა.ვსვავდი და ვცეკვავდი ლექსოსთან ერთად,არ ვიცი ამას ლაშას გასაბრაზებლად ვაკეთებდი თუ არა მაგრამ ფაქტია ის გაღიზიანებული მიყურებდა,თუმცა აღარ გამკარებია.
დილით თვალს ვერ ვახელდი,თავი საშინლად მტკიოდა.ჯანდაბა რა მჭირს?როგორც იქნა გავახილე თვალები,ჩემს ოთახში ვარ,აქ როგორ აღმოვჩნდი?ზუსტად მახსოვს ნორიოში ვიყავით,დავლიე,ვიცეკვე,მერე თავი კატოს მხარზე მედო,მერე?...
რა მოხდა,ვინ მომიყვანა?სხეული მტკიოდა,წამოწევა დავაპირე,ზეწარი ჩამომივარდა და მაშინ შევამჩნიე შიშველი ვიყავი.
-რაა?ჯანდაბაა-ვიკივლე დამფრთხაა,როდესაც მივხვდი რომ ტანსაცმელი ვიღაცამ გამხადა და ეს ვიღაცა სავარაუდოდ ლაშა იქნებოდა.
სასწრაფოდ ავდექი და სამზარეულოს მივაშურე,ცხელი ყავა და აბაზანა თუ მიშველიდა.მადუღარა ჩავრთე,მერე სააბაზანოში გავედი და იმდენ ხანს ვიწექი ქაფიან წყალში,სანამ ტელეფონის ხმამ არ გამარკვია.წყალი გადავივლე და პირსახოცშემოხვეული გავედი ჩემს ოთახში.ტელეფონი წკრიალებდა,დავხედე უცხო ნომერი იყო,რეკოს არ მინდა არავისთან ლაპარაკი.მოვბრუნდი და ტუმბოზე დადებულ ფურცელს მოვკარი თვალი,''დილა მშვიდობისა მატყუარავ''.არა,არა ოღონდ ეს არა,გამოდის მართლა ლაშამ მომიყვანა,მან გამხადა?არა ახლა სირცხვილით დავიწვები,ვერასდროს გავუსწორებ თვალს.მესიჯის ხმამ მომიყვანა გონზე,გავხსენი და თვალთ დამიბნელდა ''შეუდარებელი ხარ,ღვთაებრივი,იმედია ჩემი კოცნის გემოს ისევ გრძნობ პატარავ,ეგ საშინელი ნაჭერი მოიშორე,შიშველი უფრო მომწონხარ.''-დამფრთხალმა აივნისკენ გავაპარე თვალი,ის ისევ წელსზევით შიშველი იდგა და მიღიმოდა.ემილი ეს რა გააკეთეე?ეს რა ჩაიდინე,ნუთუ პირველი ღამე მთვრალს გქონდა,ნუთუ ასეთ რამეზე ვოცნებობდი,ეს რა ქენი,არც კი გახსოვს როგორი იყო.ნეტავ თუ მესიამოვნა,რატომ არაფერი მახსოვს,რატომ?ნეტავ,როგორ მექცეოდა,მეფერებოდა,მკოცნიდა,თუ ეს ისე მოხდა,ისე უბრალოდ?იქნებ მართლაც მხოლოდ ვნება დაიკმაყოფილა?ხელის კანკალით ავკრიფე ნომერი,მაგდას დავურეკე.
-თქვენ სულ გაგიჟდით?ვის გამოატანეთ ჩემი თავი?-ვუყვიროდი და ვგრძნობდი,როგორ მითრთოდა სხეული.
-რა იყო?-ნამძინარევი ხმით მიპასუხა-ლაშამ წამოგიყვანა,ვითომ არც გინდოდა რა,კისერზე კარგად ეკიდებოდი?
-რაა,მადლობა კარგი მეგობარი ხარ,შენ არ იცი,არ იცი რა ჩაიდინა
-აი გთხოვ ემი,ცუდად ვარ,ძალიან ცუდად,არ მაქვს მაგის თავი გთხოვ.
-რა დაგემართა,არ მითხრა,რომ შენც?ჩავკივლე გაბრაზებულმა.
-ხო,მეც,ხო თემოსთან ვიწექი.-ხმა აუკანკალდა და ვიგრძენი ტირილამდე ცოტა აკლდა.-დავიღუპე,შეცდომა დავუშვი,ახლა რა უნდა -ვქნა?
-დამშვიდდი,მოგვარდება ყველაფერი,თემოს უყვარხარ,რატომ ტირი?
-არ ვიცი ემი,ახლა გავიღვიძე და აქ არაა, მიმატოვა,დამიკიდა გესმის?მიმაგდო,თავისი მიიღო და მიმაგდო-უკვე ხმამაღლა ტიროდა.-ასეა,აბა რას ველოდი?
-მომისმინე სად ხარ?
-ჩემთან ვარ სახლში,მოდი რა გთხოვ?
-კარგი,ახლავე.-მაგდას ტირილმა,ჩემი თავი სულ დამავიწყა,სასწრაფოდ მასთან გავვარდი,მანქანაში ვჯდებოდი ვიღაცამ მკლავში ხელი,რომ წამავლო,მოვიხედე და ნიკას გაღიმებული სახე შემრჩა,ღმერთო ეხლა დავეცემი,არა ეს სიზმარია,მე მეჩვენება,სუნთქვა შემეკრა,გულში ისეთი სიმძიმე ვიგრძენი,მეგონა შუაში გატყდებათქო,თავბრუ დამეხვა,მიწა ამოტრიალდა,თვალები მეხუჭება,არა არა! !!
გონს,რომ მოვედი ჩემს ოთახში ვიწექი,გვერდით ნიკა მეჯდა და ჩემი ხელი ეჭირა,რომ დაინახა ვუყურებდი გამიღიმა,იმ ლამაზი ღიმილით გამიღიმა,მე რომ მიყვარდა,მე რომ მეკუთვნოდა.
-აქ ვარ პაწუ და აღარასდროს მიგატოვებ-ვიგრძენი ძალა მეცლებოდა,ნიკა ახლოს მოვიდა და მომეხვია,გული გამიჩერდა,ხმის ამოღების თავი არ მქონდა,ცრემლები თავისით მოდიოდნენ.რამდენ ხანს ველოდი ამას,რამდენი ტკივილიანი ღამე გამითემებია,როგორ მაკლდა,როგორ მჭირდებოდა.ველოდი,ველოდი და როცა მოვიდა,თითქოს სიცარიელეს ვგრძნობდი,მინდოდა მჭირდებოდა,მაგრამ როგორ დავივიწყებდი იმ საშინელ 2წელს, ტკივილს,სიცოცხლე,რომ მომიწლა.უეცრად გონს მოვეგე და ხელი ვკარი.
-გაეთრიე,ახლოს არ მომეკარო,მძულხარ,გგონია დამავიწყდა როგორ მიმატოვე,გგონია კიდევ მიყვარხარ,თუ ფიქრობ,რომ ახლა გაღიმებული,მოხვალ ჩამეხუტები და.მეც ყველაფერს გაპატიებ შემცდარხარ,არასდროს,არასდროს გაპატიებ-ვკიოდი და თამ ცრემლები მომდიოდა.
-ემილი,მომისმინე,ასე არაა ყველაფერი როგორც შენ გგონია.
-არ მაინტეერესებს,გაეთრიე ჩემი სახლიდან,არ დაგინახო მეორედ იცოდე თორემ იცოდე,ჩემი ხელით მოგკლავ.-თვალები დავუჭყიტე და კარისკენ ვუბიძგე.
-მათქმევინე,გთხოვ,მომისმინე მე შენ მიყვარხარ,მიყვარხარ და მაინც დაგიბრუნებ-მე მაინც არ ვჩერდებოდი,გასასვლელში გავათრიე,კარი გავაღე და გაეთრიემეთქი ვუღრიალე.
-ემი გთხოვ,მომეცი საშუალება აგიხსნა,მომეცი ერთი შანსი რომ დაგიმტკიცო სიყვარული-არ გადიოდა,კარებში ჩადგა და უნდოდა მისთვის შემეხედა,სახე ხელებში მოიქცია და განძრევის საშუალებას არ მაძლევდა.
-ხელი გაუშვი შე ახ...არო-გავიგონე ლეჟავას ხმა და მიბრუნებულ ნიკას მისი მუშტი მოხვდა სახეში.



№1  offline წევრი LoNdA DM

სიტუაცია დაიძაბა. ველოდები შემდეგ თავს

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

[quote=LoNdA DM]სიტუაცია დაიძაბა. ველოდები შემდეგ თავს[/quote


მადლობა მინდა რომ კითხულობ,შენს კომენტარს სულმოუთქმელად ველიხოლმე,ვგრძნობ,რომ ვიღაცას აინტერესებს და მეც სტიმული მემატება

 


№3 სტუმარი მირა

ისე საინტერესოდ წერ და ისე ლამაზად აღწერ,არ მინდა ოდესმე დამთავრდეს..

 


№4 სტუმარი LEVAN I

ბრავო...ძალიან მაგარია.!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent