ცოლი და დედა კანონის გარეშე ( 11 )
დილით ადრიანად ავდექი,ჩვეულებისამებრ.რომ მახსენდება ყოველი დილის ნათება სოფელში შიშისგან და ზიზღისაგან ჟრუანტელი მივლის.როგორ არ მინდოდა მომდევნო დღის გათენება ხოლმე.ახლა?უბედნიერესი ვარ,მახარებს მზის სხივები ყოველ დილით,რომ იჭრება ჩემი ოთახის ფანჯრებში და მეც სიცოცხლეს მოწყურებული ნიავივით დავფიალდები და ღიმილით ჩავდივარ სამზარეულოში რომ ჩემს ოჯახს საუზმე მოვუმზადო.ვერასოდეს წარმოვიდგენდი,რომ სიტყვა ოჯახი ამდენ კარგ ემოციას თუ გამოიწვევდა ჩემში,მხოლოდ გაფიქრებაც კი ენერგიით მმუხტავდა და მთელ სხეულში სასიამოვნოდ დამივლიდა თბილი ტალღები.და ეს ოჯახი სოფოსაგან,დაჩისაგან და.....უჩასაგან შედგებოდა. _ აბა როგორ გრძნობს თავს დღეს ჩემი მარწყვი და ბალი?_ ღიმილით შევეგებე ბავშვებს სამზარეულოს კარშივე და ორივეს გულიანად დავუკოცნე ლოყები _ მე ძალიან კარგად,შენ სოფ?_ სკამზე შემოსკუპტდა და უკვე ლუკმით გამობერ ლოყებიან დაიკოს გახედა,რომელმაც სიტყვიერად ვერ თქვა სათქმელი და თანხმობის ნიშნად თავი დაგვიქნია. _ მასწავლებელმა თქვა 11 საათზე აქ უნდა იყოთო,ასე,რომ არ იჩქაროთ ნელა ჭამეთ,განსაკუთთრებით შენ მარწყვო_ აბურდულ თმებში თითები შევუცურე და შევუღიტინე.საყვარლად აკისკისდა,უცებ აიფარა პირზრ ხელი ლუკმა რომ არ გადმოვარდნოდა.მის ამ საქციელზე კი მე,ნელის და დაჩის აგვიტყდა სიცილი.ასე ვჟრიამულობდით უჩაც მოვიდა. ........... მათი კისკისი დერეფანშიც კი ისმოდა,კიბეზე ჩამომავალს ერთი სული ჰქონდა მალე შეეხედა სამზარეულოში რომ გაეგო თუ რა იყო ამ მხიარულების მიზეზი. მის თვალწინ სწორედ ის სანახაობა გადაიშალა რაზეც კარგა ხანია ოცნებობს,რაც გულს უთბობს და აბედნიერებს.მაია და ბავშვები ჟრიამულობდნენ,სწორედ ისე,როგორც მოსიყვარულე დედა_ შვილნი ,საშინლად მოუარა სურვილმა მისულიყო და სამივესთვის დაეკოცნა გემრიელი ლოყები მაგრამ ეს ჯერ შეუძლებელი იყო,ამიტომ ძველებურად ისევ მისი გვრიტების მოალერსებას დასჯერდებოდა. _ მამა მოსულა_ ორივე ყიჭინით შეხვდა მის გამოჩენას. _ დილა მშვიდობის_ ყველას მოავლო თვალი და მის კუთვნილ ადგილზე მოთავსდა,მერე კი მაიას მიუბრუნდა_ ხომ არ ღელავ? დღეს პირველად გაგიცნობს ყველა მშობელი და მასწავლებელი,რომ ამ ცუღლუტების დედა ხარ _ არა არ ვღელავ,პირიქით სიხარულით ვარ სავსე _ ძალიან კარგი,მინდა დღეს ძალიან ლამაზი იყო ქალმა ვერაფერი უპასუხა,ასეთი თამამი და პირდაპირი აქამდე მასთან არ ყოფილა უჩა,უხერხულად შეიშმუშნა. _ ოთახში პატარა ჩანთა დავდე შენთან,საჩუქარია დღევანდელი დღისათვის_ თან ყავას სვამდა მშვიდად თითქოს ვერც კი ამჩნევდა თუ როგორ ააფორიაქა მისმა სიტყვებმა,სინამდვილეში კი თავადაც არანაკლებ ღელავდა,მაგრამ თავს ერეოდა. _ საჩუქარი? ძალიან მანებივრებ_ გაიღიმა და თავი მორცხვად დახარა _ რა საჩუქარია? მე მიყვარს საჩუქრები,წამო დე ვნახოთ,მიდი რა გავხსათ_ ახალი ამბით აჟიტირებული სოფო მაიას ხელზე ექაჩებოდა და კარისკენ იწეოდა. ყველამ მის საძინებელში მოიყარა თავი დს ინტერესით ადევნებდნენ თვალს მაის თუ როგორ აცლიდა ყუთს კრიჭინა ქაღალდს.მხოლოდ უჩა იჯდა შორიახლოს მშვიდი მომღიმარი სახით და ინტერესით აკვირდებოდა ოთახში არსებულ სიტუაციას. _ რა ლამაზია_ პირველი ემოცია ნელისი იყო _ დედა ამაში ფერიას დაემგვანები_ აღფრთოვანებული იყო დაჩი და თან ატმის ყვავილისფერ ნაზ სარაფანს ნაზად უსმევდა თითებს. _ უღრმესი მადლობა_ მადლიერი თვალები მიანათა მეუღლეს ქალმა_ ულამაზესია _ დღეს ზეიმზე ეს ჩაიცვი.....გთხოვ _ აუცილებლად _ ჰო ფეხსაცმელიც დევს ჩანთაში,იმედია მოგეწონება ისიც, მგონი შევუხამე ქალმა ჩანთიდან რძისფერი დაბალ ქუსლზე ღია სანდლები ამოიღო _ ძალიან ლამაზია,კარგი გემოვნება მაქვს _ ჰო,ამაში ორი კვირის წინ დავრწმუნდი_ უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა და გაიღიმა _ როგორ უჩა? ვერ გავიგე? _ არაფერი,დაგეთანხმე,მიხარია რომ მოგეწონა. ........ საბავშვო ბაღში გამართულმა ზეიმმა ძალიან ლამაზად და კარგად ჩაიარა. უჩას გამოჩენა მაიასთან ერთად ერთგვარი შოკი და მოულოდნელობა იყო თუ არ ჩავთვლით ერთ ორ მასწავლებელს,რომლებიც უკვე იცნობდნენ მაიას. ქალი ისეთი ლამაზი,ნაზი და მომხიბვლელი იყო უჩა მის მეტს ვერავის ამჩნევდა ირგვლივ. წვრილ თასმებზე,წელში გამოყვანილი და მუხლამდე ტალღოვნად დაშვებული ნაზი ატმისფერი სარაფანი და რძისფერი სანდლები ისე უხდებოდა მაიას ოლიმპოს მთიდან ჩამოსულ ვენერას ჰგავდა.არ გამოპარვია მის თვალს ქმრის დაჟინებული ინტერესით სავსე თვალები,ეს კი მას კიდევ უფრო აფორიაქებდა და ძაბავდა. ყურადღების ცენტრში სცენა კი არა უმეტესობისათვის მათი წყვილი აღმოჩნდა. მარწყვი და ბალი შესანიშნავი და არაჩვეულებრივნი იყვნენ სცენაზე.დედიკოს და მამიკოს ბედნიერები ხელს უქნევდნენ.ასეთი გახარებულები მგონი არც ახსოვს უჩას მისი შვილები. ასეთი წუთების შემხედვარე რწმუნდება,რომ მაიას ცოლად მოყვანა მის ცხოვრებაში მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორი საქციელი იყო,რომელსაც არასოდეს ინანებდა,პირველი კი რათქმაუნდა ამ ანგელოზების შვილად აყვანა იყო. _ ჩემო ლამაზებო,ჩემო სიცოცხლეებო რა კარგები იყავით,მოდით გაკოცოთ_ კულისებში მუხლმოყრილი ხელგაშლილი ელოდა,როდის ჩაეხუტებოდა ორი ბარტყი ერთდროულად. _ დედიკოო_ რა ტკბილი იყო ეს სიტყვები. მერე მამას ჩაეხუტნენ და მოესიყვარულეს. _ აბა რას იტყვით აქედან ჯერ მთაწმინდაზე მერე კი მაკდონალში რომ წავიდეთ?_ იდეა შესთავაზა ბავშვებს _იეს_ ერთხმად დაიყვირეს და ისევ მამას ჩაეხუტნენ. ......... შეურაწყოფილი და დამცირებული ,როგორც ახლა იყო რაც თავი ახსოვს არასოდეს ყოფილა ,მითუმეტეს მისი ერთადერთი შვილისაგან,რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ბუნებით აწ განსვენებულ მის მეუღლეს.ალბათ სწორედ ამიტომ ვერ იტანდა და არ უყვარდა საკუთარი სისხლი და ხორცი,რომ მისი ბუნების თუ ხასიათის ერთი პროცენტიც კი არ იყო მასში.არადა ყოველთვის იმაზე ოცნებობდა რომ მისი ერთადერთი მაში მისი გვარის გამგრძელებელი მისი ღირსეული მემკვიდრე და მამის განმეორება იქნებოდა.მაგრამ ეს ასე არ მოხდა.სწორედ ეს აგიჟებდა მერაბს,ამიტომ საშინლად სურდა,ყველანაირი მეთოდით თუ საშუალებით გაენადგურებინა ის. ახლაც სამუშაო მაგიდასთან მოკალათებული იმაზე ფიქრობდა რა ეღონა მისი მიზნის განსახორციელებლად.უცებ თვალები გაუბრწყინდა,სწორედ ისეთი იდეა დაებადა ,რაც მის გულს გაახარებდა.მაგიდაზე მიგდებულ ტელეფონს დაწვდა და სწრაფი მოძრაობით და საშინლად კმაყოფილი იერით ნომერი აკრიბა. _ ნოდარ სალამი,როგორ ხარ? _ ოოოო,მერაბს ვახლავარ,როგორ ხარ ძველო მეგობარო?_ იყი პასუხი _ კარგად,კარგად,გაიხარე,შენ როგორ ხარ ციცო როგორაა ჯამრთელობით? _ არაუშავს,სიბერე შემოეპარა,ხო მართლა გავიგე რძალი მოგიყვანია,გილოცავ,გამიხარდა _ მადლობა,სწორედ მაგაზე გირეკავ ნოდარ,ცოტა გოგოს ოჯახთან გვაქვს პრობლემები,არ ვიცი რატომ უჩა არ მოსწონდათ სიძეთ და ძალიან გაბრაზდნენ,რომ ჩუმად გამოიპარა და მაინც გამოყვა,ცხელ გულზე დაკარგვის განცხადება შეიტანეს.კი გავაგებინეთ რომ მათი შვილი ჩვენთანაა მაგრამ ქალიშვილს და სიძეს მაინც არ ურიგდებიან.მინდა დავეხმარო,კაცურად გამირკვიე იმ განცხადებაში მამამისის ნომერი ან ოჯახის სხვა წევრის ნომერი იქნება მითითებული და გამიგრ,შენ ვიცი ამის გაკეთება არ გაგიჭირდება.მინდა შევარიგო,სიურპრიზი მოვუწყო.აბა რას იტყვი დამეხმარები?_ თავისი იდეით უაღრესად კმაყოფილი მაგიდაზე თითებს რითმულად აცეკვებდა. _ რაზეა სააუბარი მერაბ,რათქმაუნდა დაგეხმარები.მაქსიმუმ ნახევარი საათი დამჭირდეს.ჩემს ზარს დაელოდე. _ დავალებული ვიქნები, ......... _ მამა ,მამა ეშმაკის ბორბალზე დავჯდეთ რა_ ყვიროდა დაჩი და თან სირბილით წრეებს ხაზავდა. _ მე ვერ დავჯდები_ ხელები გაასავსავა მაიამ _ რატომ?_ თითებზე მოეჭიდა და მისკენ ჩამოქაჩა სოფომ _ არასოდეს ვყოფილვარ,მეშინია_ ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა და თვალები ააფახურა. _ ხოდა დღეს იქნება პირველი,აბა ყველა წავედით_ მხირულად შემოსძახს უჩამ და ერთიანად მოავლო ხელი ოჯახს და ასასვლელისკენ უბიძგა. _ ვაიმე უჩა მეშინია,იცოდე მოვკვდები_ წუწუნებდა და თან ვაგონის საფეხურზე შედგა. _ დედიკო მშიშარა ყოფილა,რა დავუძახოთ?_ ეშმაკურად მოავლოთვალი უკვე სკამებზე მოკალათებულ ბავშვებს თვალი დს ერთხმად აყიჟინდნენ_ მშიშარა,მშიშარა _ დამცინით ხო? _ ვითომ გაიბუსა და მუშტები თვალებთან მიიტანა _ ჩემი პატარა გოგო_ ღიმილით თქვა,გვერდით მიუჯდა და მკლავი მოხვია,გულში მთელი ძალით ჩაიკრა და თავზე აკოცა. ქალს თითქოს დენმა დაარტყა,სუნთქვა შეეკრა,გულმა ისეთი ბაგაბუგი დაიწყო,რომ ლამის ამოუხტა მკერდიდან.სიამოვნებისაგან გააკანკალა.ერთიანად მოეშვა და დაძაბულობამ გაუარა.პატარები ფანჯარაში იცქირებოდნენ და გარემოს ათვალიერებდნენ.რაღაც დრო ასე გატრუნული იყო მის მკლავებში,მერე ფრთხილად აიხედა მაღლა,საშინლად აინტერესებდა ამ სიახლოვემ გამოიწვია თუ არა მასშიც იგივე ქიმია და მღელვარება,როგორც მას დაემართა.უჩას ვნებით ამღვრეულ სიყვარულით მოციმციმე თვალებს წააწყდა,რომელიც დაჟინებით დასცქეროდნენ მის ტუჩებს.უცებ დაიბნა,ეცადა მისი მკლავებიდან თავი გაენთავისუფლებინა მაგრამ არ გამოუვიდა,რაც მეტს იქაჩებოდა საპირისპირო მხარეს უჩა მით უფრო მჭიდროდ იკრავდა მის აცახცახებულ სხეულს. _ უჩა გთხოვ გამიშვი_ ქალის ხმაში მუდარა იგრძნობოდა,თან ხმადაბლა ელაპარაკებოდა,რომ ბავშვების ყურადღება არ მიექცია.კაცმა ერთხანს გარინდული უყურა მის სახეს,თითქოს ყველა მის ნაკვთს სწავლობდა.მერე კი ფრთხილად შეუშვა ხელი. _ მაპატიე მაიკო,ცუდად გამოვიდა,უფრო სწორად.... გულწრფელად ,რომ გითხრა,მეც არ ვიცი რა მემართება,თავს ვერ ვერევი,როცა შენს თვალებს ვუყურებ,როცა გეხები_ აშკარა იყო მამაკაცს უჭირდა იმის გადმოცემა, რასაც იმ წუთას გრძნობდა და განიცდიდა_ არ ვიცი,ვიბნევი, 18 წლის ბიჭივით ვარ,არეული,მე მაია....იცი.... _ გთხოვ მეტი არ გააგრძელო,გთხოვ,ახლა არა_ აკანკანკალებული მისი სუსტი თითებით მის ძლიერ ხელებს მოეჭიდა და თვალით ბავშვები ანიშნა. _ ხო მართალი ხარ,მაპატიე,ახლა ამის დრო არაა_ მკვეთრი მოძრაობით მისი ხელები მის ფართე მტევნებში მოიქცია და ნელი მოძრაობით ტუჩებთან მიიტანა,ნაზად აკოცა და თან მაიას თვალს არ აცილებდა,ამიტომ არ გამოპარვია ,განცდილი ემოციისაგან,როგორ მილულა თვალები,სასიამოვნოდ გააჟრჟოლა დს გაიღიმა.ისევ გადახვია ხელი და ახლოს მიიზიდა. _ უბრალოდ ასე ვიყოთ_ ქალმაც თანხმობის ნიშნად გაუღიმა და თავი დაუქნია. ....... _ გამარჯობათ ბატონი ჯაბა ბრძანდებით?_ მიღწეულით კმაყოფილი მაგიდაზე თითებს აცეკვებდა. _ ვარ,და ვის ველაპარაკები?_ჩვეული უხეშობით გასცეს პასუხი _ მე მერაბ მეტრეველი ვარ უჩა მეტრეველის მამა _ ხოო?_ ალბათ ტრლეფონის მეორე მხარე მისი ნერწყვით იდორბლებიდა იმხელაზე ღრიალებდა_ თუ იმისთვის მირეკავთ,რომ თქვენი შვილი აქოთ და ადიდოთ ნე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს მისნაირებისათვის დს იმათთვის ვინც მისიანია იდი ნა........ _ბატონო ჯაბა_ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და შეურაწყოფაც მას ჩააყოლა_ პირიქიათ მე და თქვენ ერთ მხარეს ვართ და თუ მომისმენთ ჩემს გეგმას გაგაცნობ. ........ P.s. მორჩა სტუმრიანობას მოვრჩი.კი მართალია მიყვარს მაგრამ ცოტა ხნით ტაიმ_ აუტი ავიღე:):):):) აწი ყოველდღე თქვენი ვარ ისევ დს ისევ ველი თქვენ თბილს და გემრიელ კომენტარებს. მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.