ღამის ზმანება (11 ნაწილი)
დილით ისევ დემეს მკლავებში გავიღვიძე. ვერ წარმოიდგენთ როგორი სასიამოვნო შეგრძნება იყო... მისი სასიამოვნო სურნელით ვიყავი გარემოცული და ისეთ სიმყუდროვეს ვგრძნობდი სახლში რომ არ მიგრძვნია... ჩემი თხელი თითები მის თმებში შევაცურე და თამაში დავიწყე. ფრთხილად და ნაზად ვეფერებოდი. არ მინდოდა გამეღვიძებინა... ცოტახანში დემეს მკლავებიდან ამოყოფილი ხელი ისევ უკან დავაბრუნე და საყვარელ მკლავებში გავიტრუნე. „ნეტა როდემდე უნდა ეძინოს...“ - გავიფიქრე და გულშივე გამეცინა. როგორი ძილისგუდა ბიჭი მყოლია. თვალები დავხუჭე და მეც ვცადე დაძინება, მაგრამ არ გამომივიდა. როცა ვფხიზლდები, შემდეგ უკვე ვეღარ ვიძინებ. თვალები ვჭყიტე და ირგვლივ ცეცება დავიწყე... შემდეგ დემეს ხელზე თითები ავასრიალე... მკვრივი კანი ჰქონდა, დაკუნთული სხეული. ხელზე ძარღვებიც ეტყობოდა. არა რა, 19 წლის ბიჭი ასეთი მამაკაცური როგორაა ნეტავ... თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? არანაირი, უბრალოდ უსაქმურად ყოფნისგან ათასი უაზრო კითხვა მომდიოდა თავში... როგორც იქნა მეღირსა და დემეს გაეღვიძა. მართალია თვალები არ გაუხელია, თუმცა ხელები უფრო მჭიდროდ მომხვია და თავისკენ მიმიზიდა. -დემეე... გაიღვიძე? - ვკითხე თბილი ტონით და თითებით ახლა სახეზე მოვეფერე. -ჰჰმმმ... - ამოიზმუვლა და თავი ჩემს კისერში ჩარგო. მისი ცხელი სუნთქვა დამეცა კანზე და სულ ჟრუანტელმა დამიარა. მინდოდა სადმე გავქცეულიყავი, მაგრამ ძლიერად ვყავდი დაჭერილი. -ავდგეთ რაა... - ვუთხარი ისევ. როგორმე უნდა გამომეფხიზლებინა. -ოო, მოიცა რა... - მიპასუხა მობეზრებულად. -აბა რა ვაკეთო - ავბუზღუნდი და დემეს თვალების გახელა „ვაიძულე“. ეს უკვე დემეს გამოფხიზლებისაკენ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. -რომ ადგები რას იზამ - მკითხა გამომცდელად და წარბი აზიდა. ნამძინარევი სახით ძალიან საყვარლად მიყურებდა. თან ხმა უფრო დაბოხებული ჰქონდა და ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ პასუხის გაცემის მაგივრად გამეღიმა და ჩავიცინე კიდეც. - რა გაცინებს პატარა მაიმუნო? - მკითხა მხიარულად. -შენზე მეცინება - ვუპასუხე დაუყოვნებლად. -რატომ?! - მკითხა ინტერესით. -რავი, უბრალოდ... - გავუცინე და მზერა გავუსწორე. ახლა უკვე სხვანაირად მიყურებდა. აღარ იყო ის მხიარული ბიჭი. მხეცის თვალებით მომჩერებოდა ტუჩებზე და თითქოს ვერ გადაეწყვიტა რა ექნა. ღიმილი სახეზე შემეყინა და მეც მისი ტუჩებისკენ გამეპარა მზერა. ნელა დახარა თავი და ქვედა ტუჩზე ნაზად მაკოცა. არ ვიცი რატომ ჰქონდა დემეს შეხებას და მის კოცნას ამხელა გავლენა, მაგრამ საკმარისი იყო მისი ტუჩების გემო შემეგრძნო, რომ მთლიანად ვხურდებოდი და ეკლები მაყრიდა... არც ახლა იყო გამონაკლისი. ყველაფერმა პიკს მიაღწია, როდესაც მისი ხელი მარცხენა ფეხზე ვიგრძენი. ნელა ამოასრიალა, მაისურის ქვემოთ შეყო და წელამდე ამოვიდა. ჩემდაუნებურად ამოვიკრუსუნე და ხელები კისერზე შემოვაწყვე, ჩემკენ მოვიზიდე... ჩემს ამ საქციელზე უფრო გათამამდა და უფრო მომთხოვნად დამიწყო კოცნა. შემდეგ ფეხებს შუა მომექცა და კისერში ჩამოვიდა კოცნით. უკვე აზროვნება მიჭირდა, მაგრამ გონება განგაშის ზარებს სცემდა და მეც ხმის ამოღება მოვახერხე. -დემე... გაჩე... - არ ჩერდებოდა, თუმცა შემდეგ ხელებით ვუბიძგე, რომ უკან დახეულიყო და აღარ შემწინააღმდეგებია. დამნაშავე თვალებით შევხედე და სირცხვილისგან გვერდზე გავიხედე. -ბოდიში... - ჩაილაპარაკა ბოხი ხმით, შემდეგ უცბად შარვალი ჩაიცვა და გარეთ გავარდა. გაოცებული დავრჩი... რატომ გაიქცა, მე ხომ არაფერი ისეთი არ მითქვამს?! არ ვიცი რა მოუვიდა, მაგრამ არც თავში მომდიოდა რაიმე ისეთი დეტალი, რასაც შეიძლებოდა გაებრაზებინა ან მისთვის იმედები გაეცრუებინა... საწოლიდან ავდექი, სწრაფად ჩავიცვი და ოთახიდან გამოვედი... მისაღებ ოთახში არ იყო... ეზოში გავედი. სახლის წინ არ იყო. უკანა მხარეს მივაშურე და დავინახე როგორ ვარჯიშობდა. ალბათ ვერ დამინახა, ან ვარჯიშში იყო გართული... ჩემკენ არც გამოუხედავს. -დემე, რა მოხდა? - ფრთხილად მივუახლოვდი და ვკითხე. ჩემკენ მობრუნდა და თვალებში შემომხედა. -ის მოხდა, რომ ზედმეტი მომივიდა - ამოიოხრა და გვერდზე ჩავლა სცადა. -სად მიდიხარ? - არ მივეცი წასვლის საშუალება და მორიგი კითხვა დავაწიე. ისევ შემოტრიალდა და ამათვალიერა. -რა მნიშვნელობა აქვს - მიპასუხა მხრების აჩეჩვით. -აუ ასეთ ხასიათზე ნუ დგები ხოლმე რა... - მივუახლოვდი და ხელები კისერზე მოვხვიე. თან თბილად გავუღიმე, იქნებ ასე მაინც მომელბო მისი გული. -აბა როგორზე დავდგე - ოდნავ გამიღიმა და ხელები წელზე ნაზად მომხვია. -როგორზეც საჭიროა - ვუპასუხე დარწმუნებით. -არ ვარ მიჩვეული გოგოსთან თავის შეკავებას და მიჭირს, მაგრამ არ ინერვიულო, ისეთ არაფერს გავაკეთებ რაც შენ არ გენდომება. ნელ-ნელა მივეჩვევი... - მიპასუხა ბოხი ხმით და თვალებში დამაკვირდა. მზერის გასწორება ვეღარ მოვახერხე. ჩავიცინე და თავი მის კისერში ჩავრგე. მისი სიცილით გავიგე, ტანზე უფრო მჭიდროდ ამიკრა და ჰაერში ამაფარფატა. - ჩემი პატარა გოგო ხარ!.. -აა! დამსვი!.. - ავკისკისდი და კისერზე მოვეჭიდე რომ არ ჩამოვვარდნილიყავი. -სახლში. მშია და თუ არ ვჭამე შენ შეგჭამ - მიპასუხა დაუყოვნებლად. -მე ვერ შემჭამ - ვუპასუხე ნიშნისმოგებით, როდესაც ძირს დამსვა და თან სამზარეულოს გადავხედე. -მაინც რატომ - მკითხა წარბაზიდულმა. -ამმ... ვერ გამიმეტებ - მოვიფიქრე უცბად. -მართალი ხარ - გამიღიმა და მაცივარს მიუბრუნდა. რაღაცეები გამოალაგა და წყალი ასადუღებლად დაადგა. - ჩაის ხომ დალევ? -კი - ვუპასუხე მორცხვად და იქვე ჩამოვჯექი. საუზმემ ჩუმად და ცოტა უხერხულად ჩაიარა. როგორმე უნდა დამეძლია ის უხერხულობა, რასაც დემესთან განმარტოებისას ვგრძნობდი. ასე მეგონა მუცელში პეპლები დაფრინავდნენ და რაღაც უცნობის მოლოდინში ვიყავი. -დღეს რა გავაკეთოთ? - ვკითხე სხვათაშორის. -რავი... თუ გინდა ბუნება დავათვალიეროთ - მიპასუხა ენთუზიაზმით. -კარგი იდეაა. გამოვიცვლი და მოვალ - ვუპასუხე მხიარულად და ოთახს მივაშურე. ................ დაგვიანებული შემდეგი თავი... შემიფასეთ ჩემო საყვარლებო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.