შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება გრძელდება 7


16-10-2015, 21:42
ავტორი gabun1a
ნანახია 2 006

ნინიმ საავადმყოფოს კარი პირველმა გააღო და დერეფანში სირბილით შევარდა, უკან მეგობრები მისდევნდნენ, გზად პირველივე შემხვედრ თეთრ ხალათიანს მივარდა ნინი და ახლად მოყვანილი ბაჩო კილაძის ადგილსამყოფელი იკითხა, თეთრ ხალათიანმაც იმ პალატისკენ გაიშვირა თითი სადაც ბაჩო იმყოფებოდა, გოგონა სირბილით მივარდა და პალატის კარი გააღო, მწოლიარე ბიჭს თავს ექთანი ადგა და ბალიშს უსწორებდა, უეცრად მოვარდნილ სტუმრებს სწრაფად მოუბრუნდა, ბაჩოს ფეხი მოეტეხა და სახეზე დაზიანებები ეტყობოდა მაგრამ მისულ სტუმრებს ღიმილით შეეგება

-გამარჯობათ ექიმო როგორ არის?-ნინის ხმას დაძაბულობა და ქოშინი ეტყობოდა , ექთანის ღიმილზე უცებ მიხვდა რომ სერიოზული არაფერი იყო მერე ბაჩოსაც გახედა ისიც იღიმოდა რამაც ოდნავ დაამშვიდა

-ნუ ღელავთ უბრალოდ ფეხი მოიტეხა ვუმკურნალბ~ებთ და მალე ჩვეულებრივად სიარულსაც შეძლებს, სახის არეში მიყენებული დაზიანება კი მალე გაუვლის ასე რომ საგანგაშო არაფერია
-მადლობა ღმერთს-ჩაილაპარაკა ნინიმ და საწოლს მიუახლოვდა, ექთანი პალატიდან გავიდა და კარი ფრთხილად გაიხურა , ნინის უკან ნატა, მათე და დათო იდგნენ
-ესენი ხო გახსოვს? მათე, დათო და ესეც ნატა-ბაჩომ მძიმედ საწოლიდან ხელი აიღო და მათკენ გაიწოდა, ნატამ და ბიჭებმაც სწრაფად და ფრთხილი შეხებით ხელი ჩამოართვეს
-კი როგორ არა მახსოვხართ, რატო შეწუხდით?ან შენ საიდან გაიგე ნინი?
-პოლიციამ პირველად მე დამირეკა შენს ნომერთან ჰქონდა პიროვნებას ბოლოს დანარეკი და თუ იცნობთო ჩვენც მაშინვე აქეთ გამოვქანდით
-აუ დიდი მადლობა ყველას რა, როდესაც კედელს დავეტაკე და ვიგრძენი რომ რაღაც საშინელება მოხდა ფეხის საშინელი ტკივილი , საჭეზე სისხლი დავინახე ეგრევე გავითიშე არ მახსოვს აქ როგორ მომიყვანეს, თუმცა ექიმები ამბობენ ფეხზეც მალე გაივლიო და მერე ყველა ერთად სადმე წავიდეთ და კარგად გავერთოთ მოსულა?-ყველა დაეთანხმა ბაჩოს და ყველა ერთსულოვნად იღიმოდა, ამ დროს მათეს ტელეფონი აწკრიალდა მათემ შემოსულ ზარს უპასუხა მისი დიალოგი რამოდენიმე წამს გაგრძელდა მისი საუბარი მხოლოდ 2 სიტყვით შემოიფარგლა ესენი იყო "ხო" და "კაი", მერე მეგობრებს მიუბრუნდა

-უკაცრავად მე უნდა გავიდე სასწრაფო საქმე გამომიჩნდა დათოს თავიც უნდა წაგართვათ გასასვლელები ვართ , გოგოებს დაგიტოვებთ და ისაუბრეთ თქვენ-ღიმილით მიმართა ბაჩოს და იქ მყოფებს მათე და დათო გამოემშვიდობა, ბიჭები დერეფანში ჩქარი ნაბიჯებით მიაბიჯებდნენ

-ბიჭო ვინ დაგირეკა?
-ბიჭო არაფერი ჩემი და იყო მის მანქანას რაღაც მოუვიდა და წამოვაყვანინოთ რა, შენ ხო გცალია?
-კი ტო რაზეა ბაზარი
-ბიჭო აზრზე მოხვედი ეს ბაჩო რომელი ყოფილა ?
-ხო ბიჭო ეგრევე ვიცანი, ისე მაგრად არ მევასებოდა ბავშვობაში სულ მინდოდა მეცემა
-რატო ტო?-სიცილით იკითხა მათემ
-რავი რაღაცნაირი ტიპია რა
-კაი დაიკიდე

*************************


ქალაქში უკვე მოსაღამოვებულიყო,ქუჩაში ყველა მომსახურების ობიექტები, მაღაზიები, ბარები, სწრაფი კვების ობიექტები იკეტებოდა და მეპატრონეები სახლებისკენ მიეშურებოდნენ , ტკბილეულების მაღაზია "Le Bonbon" ჯერ ისევ ღია იყო მაღაზიაში ბოლო მყიდველი იმავე კორპუსში მცხოვრები ნათელას მეზობელი ქალბატონი ციცო იმყოფებოდა ნაყიდი პროდუქტი ხელთ ეჭირა მაგრამ მაღაზიიდან გასვლას ჯერ არ აპირებდა რადგან მეზობლისთვის მეტად "მნიშვნელოვანი" ამბავი უნდა მოეყოლა

-გოგო მეოთხეზე გეგეშიძეების ინდირა რო გოჩას ღალატობს იცი მაგ ამბავი შენ?
-კარგი რა ციცო რეებს მოიგონებ ხოლმე, არ იცი? ხალხი ბოროტია ყველაფერს იტყვიან ყველას კიარ უნდა დაუჯერო, ინდირა კარგი გოგოა მაგას არ გაუკეთებს გეგეშიძეებს გადაყოლილია გოგო ქმარ-შვილზე
-რა მონაგონი გოგო, ამ დასაფსები თვალებით თუარ დამენახოს როგორ ჩაუჯდა ვაგზალთან ვიღაც ახმახს შავ ჯიპში ჩემი ორი შვილის კუბო დამედგას
-არ ვიცი ციცო არ ვიცი მაგრამ ვერ დავიჯერებ მაგ ამბავს
-მეც არ დავიჯერებდი ჩემი ორი თვალით რომ არ დამენახა
-იქნებ მეგობარი, ნათესავი ან ვინმე ეგეთი იყო?-ციცო აპირებდა პასუხი გაეცა მაგრამ მაღაზიის კარზე დაკიდებული ზანზალაკები აწკრიალდა და დამიანი სწრაფად შემოვიდა მაღაზიაში

-გამარჯობათ, კიდევ კარგი მოვასწარი მეგონა უკვე დაკეტილი დამხვდებოდა
-აი უკვე ვაპირებდი დაკეტვას-ღიმილით მიუგო ნათელამ
-მოკლედ ისე მომეწონა თქვენი ნახელავი კიდე მინდა რომ რამე ტკბილი შევიძინო
-გაგიმართლათ რომ დროზე მოხვედით ასეთ გემრიელობებს მთელს ქალაქში ვერსად ვერ ნახავთ-ღიმილით მიუგო უცნობ მამაკაცს ციცომ და ნათელას ჩუმად თვალი ჩაუკრა
-რას ინებებთ?
-აი იმ ნამცხვარს ავიღებ-ერთ ერთ ნამცხვარზე მიუთითა დამიანმა, ქალმა ნამცხვარი შეფუთა მყიდველს მიაწოდა , დამიანმა კი დინჯად გასასვლელი კარისკენ დაიძრა, ციცომ მამაკაცს თვალი გააყოლა

-რა სიმპათიური კლიენტები გყავს გოგო შენ ჰა? ბედნიერი მისი ცოლი ეეჰ-დარდით ამოიხვნეშა ციცომ
-ცოლი არ ყავს
-კი მაგრამ შენ საიდან იცი-გაკვირვებით იკითხა
-წინათ იყო მოსული ტორტი შეუკვეთა და მაშინ ვკითხე ცოლისთვის გნებავთ ალბათთქო და მაშინ მიპასუხა ცოლი არ მყავსო
-აა, უყურე შენ მაგას-თავი გააქნია ციცომ

*****************

ძვირფასო მკითხველებო, ვინც კითხულობთ ჩემს ისტორიას ნუ დაზარდებით კომენტარების დაწერას, ერთი კომენტარიც ძალიან მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია გავიგო ის მოგწონთ თუ არ მოგწონთ, მნიშვნელოვანია კრიტიკაც, თუ რაიმე არ მოგეწონებათ ნუ იფიქრეთ რომ თქვენი "დისლაიქი" ავტორს გულს ატკენს, რაიმე ტრამვას მიაყენებთ და ა.შ. პირიქით მწვავე კრიტიკაც კი ავტორისთვის სტიმულია, გმადლობთ! პ.ს. ვიცი რომ დღეს პატარა ეპიზოდი გამომივიდა მაგრამ შემდეგში უფრო დიდებს დავწერ :))



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

პირველი ვარ.

ვერ ვხვდები ამ დამიანს რას უპირებ,ნინის უნდა შეახვედრო?ან ბაჩოს?მე მათე და ნინი მინდა ერთად

 


№2  offline მოდერი chica sol

გაბუნია fellow
რას ჰგავს ეს? გაზარდე რა თავები sad
მოიცადე, ახლა წავიკითხავ... wink

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

ამ თავისთვის პირადად მე კრიტიკა არ მაქვს. უფრო საინტერესოა და თან ისე ვატყობ ეს ნამდვილად მალე არ დამთავრდება. მაგრამ არც ძალიან გაწელო, რაღაც დაძაბულობა შემოაგდე ცოტა კიდევ რა. მეტი ინტრიგა მეტი :დდ
გააგრძელე ცხოვრება. კარგია...
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№4  offline მოდერი chica sol

ხოო... ახლა უკვე წავიკითხე...
იცი რა? მომწონს ისტორია ძალიან. ასე მგონია, რაღაც დიდისთვის ამზადებ ნიადაგს და ერთიანად აგვაფეთქებ.
ველოდები ამ აფეთქებას და კიდევ შემდეგ თავს.
დაპირებისამებრ, უფრო დიდს...

 


№5  offline წევრი gabun1a

ლორელაი
პირველი ვარ.

ვერ ვხვდები ამ დამიანს რას უპირებ,ნინის უნდა შეახვედრო?ან ბაჩოს?მე მათე და ნინი მინდა ერთად



რომელ ადამიანს გულისხმობ?

მარიამ ზაქარაშვილი
გაბუნია fellow
რას ჰგავს ეს? გაზარდე რა თავები sad
მოიცადე, ახლა წავიკითხავ... wink


აუცილებლად უფრო დიდი თავები იქნება მომდევნოები

ErckeMydass25
ამ თავისთვის პირადად მე კრიტიკა არ მაქვს. უფრო საინტერესოა და თან ისე ვატყობ ეს ნამდვილად მალე არ დამთავრდება. მაგრამ არც ძალიან გაწელო, რაღაც დაძაბულობა შემოაგდე ცოტა კიდევ რა. მეტი ინტრიგა მეტი :დდ
გააგრძელე ცხოვრება. კარგია...


გპირდები რო ძალიან ბევრ დაძაბულობებს იხილავთ, ასე რომ მომყევით :)) და მადლობა ყველას ვინც მომყვებით!

 


№6  offline წევრი იასამანი

Ragac chaxlartulad wer ise deteqtivs dawerdi kargad :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent