შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება გრძელდება 4


11-10-2015, 18:29
ავტორი gabun1a
ნანახია 2 163

უგონოდ მყოფმა მათემ სხეულზე შეხება იგრძნო , შორიდან გოგონას ხმა ჩაესმოდა „გაიღვიძე, გაიღვიძე„ თვალების გახელისთანავე თავის საშინელი ტკივილი იგრძნო, ვერ მიმხვდარიყო სად იყო, ან ეს ლამაზი გოგონა ვინ იყო ვინც თავს ადგა და მის გაღვიძებას ცდილობდა, ან თავი რატომ სტკიოდა ასე ძლიერად? ხელები თავზე მოიკიდა

-აუუ თავიი, სად ვარ? ან შენ ვინ ხარ „ვაბშე„?-უღონოდ წარმოსთქვა მათემ
-არაფერი გახსოვს? წყენით უპასუხა გოგონამ
-არა არ მახსოვს
-აუ რა იდიოტი ვარ ღმერთო ჩემო-გოგონამ ტირილი დაიწყო-არა რა არ უნდა დამეჯერებინა ჩემი დებილი დაქალებისთვის
-კი მაგრამ ამიხსნი წესიერად რა ხდება?
-ვერაფერს ხვდები? კლუბში გაგიცანი დღეს კიდე ერთად ვიღვიძებთ
-მერე რა?
-მერე ის რომ ქალიშვილი ვიყავი არ მინდოდა ჩემი პირველი ღამე ესე იდიოტურად მომხდარიყო-გოგონამ ტირილს უმატა, მათე საწოლიდან ადგა და სახტად დარჩენილი გოგონას მიაშტერდა
-კაი ნუ ნერვიულობ დაიკიდე რა, არცერთის ბრალი არაა, უბრალოდ მთვრალები ვიყავით არ ვიცოდით რას ვაკეთდებდით, უბრალოდ დაივიწყე ეს ყველაფერი რა
-ხო შენთვის ადვილია-თავდახრილმა უპასუხა გოგონამ, მათე მიუახლოვდა უნდოდა ხელით შეხებოდა და დაემშვიდებინა მაგრამ მისკენ მიმართული ხელი ჰაერში შეაჩერა როდესაც გოგონამ თავი მაღლა ასწია, მათემ ხელი უმალვე ზურგსუკან წაიღო
-მე თათია მქვია-ცრემლებით დასველებული ხელი გაუწოდა მამაკაცს
-მათე-ნაზად შეეხო გოგონას სათუთ აკანკალებულ ხელს , მერე ტანთ სწრაფად ჩაიცვა გოგონას დაემშვიდობა და კარგი გაიხურა, გზად მიმავალმა ტელეფონს დახედა უამრავი missed calls ჰქონდა მეგობრებისგან მიღებული "აუ ჩემი" ჩაილაპარაკა და ტელეფონი ჯიბეში დააბრუნა უცებ ჯიბიდან რაღაც ფურცელი გადმოვარდა ფრიალით მიწაზე დაეშვა, ბიჭიც უმალვე დაიხარა ფურცლის ასაღებად ფურცელზე ტელეფონის ნომერი ეწერა ნომრის ბოლოს სახელი "თათია" , ბიჭმა ფურცელი დაკუჭა და პირველივე შემხვედრ სანაგვე ურნაში მოისროლა.

**********
ნინი სებისკვერაძე ლამაზი გოგო იყო, შავი თმა და დიდრონი შავი თვალები ჰქონდა, მისი საუკეთესო დაქალები სალი და ნატა იყვნენ, ნინის ყოველთვსი თან სდევდა თაყვანისმცემლების არმია, ხშირად ხვდებოდა კართან დატოვებული საჩუქრები რაც ხშირად იწვევდა მამის შალვა სებისკვერაძის გაღიზიანებას, დედა ნათელა გოგუაძე კორპუსის პირველ სართულზე ტკბილეულების მაღაზიაში მუშაობდა, შალვას არასოდეს უმუშავია, 30 წლისამ 20 წლის ნათელა მოიტაცა, მალევე მალევე გურამი იგივე გუკა დაიბადა, გუკას ნინი მოყვა, სანამ დედა სამსახურს იშოვებდა ოჯახის შემოსავლის წყარო აღებული ვალები, გაყიდული ნივთები და შალვას მეგობრების მიერ "ჯიგრული" შემოწირულობები იყო, ნინი ოთახში წიგნის კითხვით იყო გართული ამ დროს კარის ხმა გაიგო და მზერა კარისკენ მიაპყრო, შალვა ნელი ნაბიჯებით შემოვიდა ოთახში თან ტუჩთან თითი მიიტანა ჩუმად იყავიო, მიუახლოვდა შვილს საწოლზე წამოჯდა და ჩურჩულით დაიწყო

-ნინი მამიკო, შენი ნათლობის ჯვარი უნდა მათხოვო ოღონდ ჩუმად ნათელამ და გუკამ არ გაიგოს რა
-აუუ კიდე მამა?-ოდნავ ხმამაღლა თქვა ნინიმ
-ჩუმად რა გაყვირებს ეე არ გაიგონ მეთქი-გაცხარდა შალვა-მალე გამოგიტან შენ თავს ვფიცავარ როდის იყო შენი ნივთი ოდესმე დამეკარგოს?
-მაგას არ ჯობია რო რამე სამსახური იშოვო?
-აუ რატო დაიწყე დედაშენივით? გაგზარდე , აქამდე მოგიყვანე შენ კიდე მამისთვის ერთი თხოვნის შესრულება არ გინდა, ამას ვიმსახურებ შენგან? - იწყინა შალვამ
-აა ერთ თხოვნას არა? რამდენჯერ მეორდება ერთიდაიგივე მამა?-ისევ ხმას აუწია ნინიმ
-ჩუმად მეთქი გოგო , ბარემ მიდი და გააგებინე ყველას
-დიახაც გავაგებინებ-ჩურჩულით უპასუხა ნინიმ
-კარგი რა მაა, ბოლოა და "ვსო" შენ თავს ვფიცავარ არ განემეორდება -მოლბა შალვა და შვილს ჩახუტება დაუპირა მაგრამ გოგონა ხელიდან გაუსხლტა, კომოდის უჯრა გამოაღო ჯვარი ამოიღო და ბრაზიანი სახით გაუწოდა
-აჰა აიღე
-ვახ გენაცვალოს მამამ-ჯვარი ხელიდან გამოსტაცა შვილისკენ საკოცნელად გაიწია მაგრამ გოგონამ თავი აარიდა, ერთ წამს ნაწყენი მზერა მიაპყრო შვილს მაგრამ სწრაფადვე ჯვარი ჯიბეში ჩაიდო და ოთახიდან გავიდა



№1  offline წევრი gabun1a

მოდერო სადაც შეცდომებია იქნებ დაარედაქტირო!

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

აუ რა არეული ისტორიაა. ან ნინი ვინაა ვაფშემ რომ შემოიყვანე მოთხრობაში :D :D იმედია ტყუილად არ არის შემოყვანილი და კიდევ მათე რა ცუდი როჟა გამოგყავს რა იყო ტოო, ცოტა ნელა ქენი :დდ
მიდი განაგრძე, ველი განგრძობას
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3  offline წევრი gabun1a

ErckeMydass25
აუ რა არეული ისტორიაა. ან ნინი ვინაა ვაფშემ რომ შემოიყვანე მოთხრობაში :D :D იმედია ტყუილად არ არის შემოყვანილი და კიდევ მათე რა ცუდი როჟა გამოგყავს რა იყო ტოო, ცოტა ნელა ქენი :დდ
მიდი განაგრძე, ველი განგრძობას


ნინი ამ ეპიზოდში არ შემომიყვანია, ნინი მანამდეც იყო ეს არის ის გოგო რომელიც მათეს მეგობარია , წინა ეპიზოდში თუ გახსოვს უხასიათოდ მყოფი მათე კლუბში ნინიმ გაიწვია საცეკვაოდ და გაამხიარულა მერე მათემ თავი დაკარგა და ვიღაც გოგოსთან ერთად გაიღვიძა მეორე დილით :დ

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

gabun1a
ErckeMydass25
აუ რა არეული ისტორიაა. ან ნინი ვინაა ვაფშემ რომ შემოიყვანე მოთხრობაში :D :D იმედია ტყუილად არ არის შემოყვანილი და კიდევ მათე რა ცუდი როჟა გამოგყავს რა იყო ტოო, ცოტა ნელა ქენი :დდ
მიდი განაგრძე, ველი განგრძობას


ნინი ამ ეპიზოდში არ შემომიყვანია, ნინი მანამდეც იყო ეს არის ის გოგო რომელიც მათეს მეგობარია , წინა ეპიზოდში თუ გახსოვს უხასიათოდ მყოფი მათე კლუბში ნინიმ გაიწვია საცეკვაოდ და გაამხიარულა მერე მათემ თავი დაკარგა და ვიღაც გოგოსთან ერთად გაიღვიძა მეორე დილით :დ

ხოო ხო და მე ეგ მეგონა ნინი :დდდდ მარა ეს ის ნინი თუ იყო არ მეგონა :დ ერთხელ ახსენე მხოლოდ და მერე მის ისტორიას გვიყვები უცებ :დ სულ დამაბნიე :D
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent