მაჩუქე სიყვარული (12)
-შეიძლება? მიმითითა ჩემს გვერდით ცარიელ შეზლოგნზე და პასუხის გაუგებლად წინ ჩამომიჯდა. ვცადე მზერა ამერიდებინა თუმცა თვალები ისევ მისკენბ მირბოდნენე, ბოლოს ძალა მოვიკრიბე და აფორიაქებულმა შევხედე -რაგინდა, რატომ ტრიალებ ჩემს გარშემო სულ? -მეც იგივე კითხვის დასმა მინდოდა, ჩაილაპარაკა სარკასტულად და ჩემს ღვინის ბოკალს დასწვდა დასალევად -უტაქტო, ხმამაღლა ჩავილაპარაკე როდესაც ცარიელი ჭიქა დამიდგა გვერძე. -რატომ მუშაობ კლუბში? ჩემდა გასაკვირად სულ სხვა მახრეს წავიდა ჩვენი საუბარი -იმიტომ. ნელ- ნელა უფრო და უფრო ახლოს მოწია სახე, ისე რომ სუნთქვის ხმაც კი მესმოდა. -არ შეგიძლია ნორმალურად მიპასუხო? ხმაში უკვე დაძაბულობაც ეტყობოდა -არ მინდა და არაფერსაც არ გიპასუხებ. მისმა ცინიზმა და სარკაზმა იმდენად გამაბრაზა რომ ფეხზე წამოვუხტი და ისე ვუყვირე, კიდევ კარგი მუსიკები მაღალ ხმაზე იყო და არავის გაუგია..არც მან დააყოვნა წამოდგომა, ორივე მკლავში დამასო თავისი ძლიერი ხელები და მთელ ტანზე ამიკრა, იმდენად ახლოს იყო მისი თვალები რომ მუხლები მეკვეთებოდა ამ კანკალისაგან უკვე.. ახლა იმდენად ახლოს ვიყავით ერთმანეთთან როგორც არასდროს და რაღაც აუხსნელი ხდებოდა ჩვენს შორის, იმ სივრცეს შორის რომელიც შუაში შეუმჩნევლად რჩებოდა. მისი თვალები ალივით ელავდნენ, სახის ნაკვთები უთრთოდა. ვხვდბეოდი გულში ათას სიტყვას მოეყარა თავი მაგრამ თავს ვერ უბავდა რამის თქმას -გაინტერესებს რატომ დავიწყე კლუბში მუშაობა? შესვენებით ვთქვი გული რომ არ ამომვარდნოდ. ხმა არ ამოუღია, პასუხი მის თვალებშიც ჩანდა -მე, ბრალი მედებოდა ჩემი ქმრის, ჩემი ერთადერთი სიყვარულის მკვლელობაში, მე ვიყავი ბრალდებული. და მიუხედავად იმისა რომ გამანთავისუფლეს, ეს ბრალდება შავ ლაქად დააჩნდა ჩემს ბიოგრაფიას,ბრალდებამ რომელიც შენ მე წამომიყენე არ მომცა საშუალება , რომ მემუშავა იმ სფეროებში რომლებშიც მინდოდა. ახლა დაკმაყოფილდი? ერთი ღრმად ამოიხვნეშა და ძალაწართმეულმა ჩამოიღო თავისი მსხვილი მტევნები ჩემი ხელებიდან.შეზლონგზე ჩამოჯდა და ბასეინში მოლივლივე უფერულ წყალს მიჩერდა რომელსაც ფილიქანების გამო ლურჯი ფერი მისცემოდა.. ვიცოდი ახლა რომ არ მოვშორებოდი მას გული გამისკდებოდა, ორი ნაბიჯი უკან გადავდგი და ვიგრძენი როგორ დატრიალდამიწა ჩემს ფეხებს ქვეშ, თვალთ დამიბნელდა და ძალა წართმეული ჩავესვენე ვიღაცის მკლავებში. *** ალექსანდრე მისმა სიტყვებმა საბოლოოდ მიმახვედრა ჩემს შეცდომას, მიმახვედრა იმას თუ რა მტკიოდა ამდენხანს, თუ რატომ არ მიშვებდნენ მასზე ფიქრები, ადრე თავს ვარიდებდი , ახლა კი, თვალწინ მედგა ის რეალობა რომელსაც ამდენხანს გავურბოდი.. თვალებშიც ვერ ვუყურებდი იმდენად დიდი იყო დანაშაულის გრძნობა.. ნელ -ნელა გავიხედე მისკენ რომ ემოციები შემემოწმებინა, თვალები მაგრად მოხუჭა და წაბორძიკდა, ალბათ რაღაცას ეძებდა რომ დაყრდნობოდა, ჩქარა წამოვდექი და მივუახლოვდი თუ არა, მუხლები მოეკვეთა და ჩემს მკლავებში ჩაესვენა. სწრაფად წავიყვანე ჩემი მანქანისკენ, უკანა სავარძელზე გადავაწვინე. დავქოქე და ქალაქში ჩავიყვანე -მეტყვით რახდება ექიმო? მის პალატიდან გამოსულ ექმის მივვარდი -წამობრძანდით ჩემს კაბინეტში. სათვალეების ქვეშიდან შემომხედა , მეც ფეხდაფეხ გავყევი -ბატონო ალექსანდრე,ვშიშობ გოგონას ნერვოზი არ დაემართოს. -რაა? რატომ? -როგორ გითხრათ, ნერვიულობა ადამიანის ნერვულ სისტემას ბოლოს უღებს , და როგორც ჩანს , გოგონა დეპრესიაშია, რაღაც აწუხებს და სავარაუდოდ ვერავისთან იხსენბა ბოლომდე. ეს ყველა ემოცია შიგნითააქვს დაგროვილი და ზეწოლას ახდენს მის ფსიქიკაზე, მას კარგად მოფრთხილება და ნერვიულობისგან შორს ყოფნა სჭირდება. აუჩქარებლად ჩამოარაკრაკა ექიმმა და ჩამოხსნილი სათვალეები მაგიდაზე გაასრიალა. -შეიძლება? მორიდებით შევედი, არ მინდოდა შემეწუხებინა. მან საპასუხოდ მხოლოდ თავი დამიქნია. სავარძელი მის საწოლთან მივაჩოჩე და ჩამოვჯექი -გოგოებმა იციან აქ რომ ვარ? იმდენად ჩამწყდარი და გაბზარული ხმა ჰქონდა გული მომიკვდა -არა.. -არც უთხრა,არაა საჭირო ინერვიულონ. მეტი არაფერი უთქვამს , მეც არ დამიძალებია ლაპარაკი, თან ჯერ კიდევ სინისი მქენჯნიდა,ამიტომ იქამდე ვიჯექი ჩუმად სანამ ჩაეძინებოდა. 2 ხდებოდა გულმა რIთმულად რომ დაიწყო ძგერა და მშვიდი სუნთქვის ხმა შემომესმა. ფრთხილად წამოვდექი სავარძლიდან და კედლისკენ გადაბრუნებულ გოგონას დავაჩერდი. ორად მოკეცილიყო, მუხლები ნიკაპს სწვდებოდა, ხელები ისე მაგრად ჰქონდა ჩაბღაუჭებული ძალიანაც რომ მოგდომებოდათ ვერ გააშვებინებდით.შავი თმა ოდნავ სახეზე ჩამოჰყროდა, ჩავიმუხლე და ახლა სახის ნაკვთების შესწავლა დავიწყე"ღმერთო ჩემო , რა ლამაზია" გავიფიქრე და ჩემს ფიქრებზე უცნაურად ჩამეღიმა."როგორც არ უნდა იძახდე არ მჭირდება შენი დაცვაო, მე მაინც დაგიცავ" ამ სიტყვებზე ნოსტალგია მომაწვა და ისევ ნია ამოტივტივდა ჩემს თვალწინ.. ღრმად ამოვიხვნეშე და ოთახს თვალი საგულდაგულოდ მოვავლე, როდესაც დავრწმუნდი რომ ნია მხოლოდ ჩემი წარმოსახვა იყო ისევ სავარძელში ჩავეშვი და ფიქრებს აყოლილმა ისე ჩამთვლიმა ვერ გავიგე. -დროა შეიყვარო.. შორიდან მესმოდა მისი ანგელოზივით ხმა და მეც დაბრმავებული ამ ხმას მივყვებოდი -გაჩერდი სანდრი. რაღაც ძალამ ადგილზე გამყინა -მიბრუნდი უკან და გააგრძელე ცხოვრება, იცხოვრე ისე თითქოს მე არც ვყოფილვარ შენთან.. -არ შემიძლია უშენობა ნია. ბნელი სივრცე ჩემმა ღრიალმა გაანათა და სადღაც სინათლის ბოოლოდან კრიალა ხმა გაისმა -ნუ გაურბიხარ სიყვარულს, ის ფეხდაფეხ დაგყვება. აჩუქე მას გული შენი, აჩუქე მას სიყვარული.. 7 ხდებოდა, მზის სხივებმა ოთახში მიმოფანტვა რომ დაიწყეს, დაფეთიანებული წამოვფრინდი სავარძლიდან, შუბლი სულ გაოფლიანებული მქონდა, ოთახი მოვათვალიერე და როდესაც დავრწმუნდი რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო ღრმად ამოვიხვნეშე. ელენე გასაოცარი მზერით მიყურებდა, არ ვიცი რატომ მაგრამ არ ვგრძნობდი მის თვალებში, მის მზერაში ნაწყენ ქალს, რომელიც მთელი ცხოვრება არ მაპატიებდა, ბოლოსდაბოლოს გავიაზრე რომ მან უკვე მაპატიე, კარგა ხნის წინ, თუმცა ამაში თვითონაც არ უტყდებოდა საკუთარ თავს "თვალები უნდა განახა შენი, მერე მიხვდებოდი" გავიფიქრე და ჩაღიმებული მისკენ გავემართე -როგორ გრძნობ თავს? ხელის თითები სულ გაყინვოდა, ჩემს ხელში მოვიქციე და მის გვერძე ჩამოვჯექი "რა უჩვეულო სითამამეა გამომძიებელო" ალტერ ეგომ დამცინა . -უკეთესას. ჩახლეჩილი ხმით მითხრა და ხელი ჩემგან გაინთავისუფლა -როდის გამწერენ? ეს კითხვა იყო და კარი ექიმმა სემოაღო -გაუღვიძია ჩვენს გოგონას. თეთრი ულვაეში გადაისწორა და მომღიმარი სახით წამოვიდა ჩვენსკენ -მორიგეობის გადაბარებას ვაპირებ მალე და დავხედავ ჩემს პაციენტს თქო ვიფიქრე, როგორ გრძნობ თავს -კარგად გმადლობთ. -ბატონო ბადრი, -საუბარში მეც ჩავერთე - როდის შემეძლება წავიყვანო? -10 საათზე ანალიზებს აიღებენ და წადით გეთაყვა. მაგრამ არ დაგავიწყდეთ ის რაც გითხარით, და,, თქვენ ვაჟბატონო გამომყევით რეცეპტს დაგიწერთ წამლების. მერე ელენეს მიუბრუნდა -მოგტაცებთ ცოტახნით კავალერს. ხელი ბეჭზე ნელა დამარტყა , ატორტმანდა ელენე უნდოდა ეთქვა რომ არ ვიყავი მისი კავალერი, რომ ვიყავი უბრალოდ ადამიანი რომელმაც ცხოვრება დაუნგრია " ჰაჰ, ნუ დამცინი ჩემო თავო" , სწრაფად გავედი პალატიდან რომ არაფერი ეთქვა. 10 საათზე ანალიზები ავიღეთ და ელენე სახლში წავიყვანე, მთელი გზა ჩუმად იჯდა და მეც არ დამირღვევია მისი სიჩუმე, სახლში მიულს მადლობა მომაძახა და სწრაფად გაუჩინარდა სადარბაზოში.. ძვირფასებო და საყვარლებო, ესეც მორიგი თავი, ძალიან ძალიან მიყვარხართ ყველა, ვიცი ისტორია დიდად გამორჩეული არ არის და არც რაიმე საოცრებაა, მაგრამ როდესაც წერა მინდება უნდა ვწერო რაავქნა, :( ხოდა თქვენი ეს საყვარელი და თბილი კომენატრები იმხელა სტიმულს მაძლლევს, გულის ფანცქალით ვხსნი და ვკითხულობ ხოლმე და მტელი სითბო გულში მეღვრება როდესაც ვხედავ რომ ვინმეს მოსწონს ჩემი "ნამოქმედარი" მოკლედ ძალიან მიყვარხართ ყველა ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.