შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაჩუქე სიყვარული (10)


15-10-2015, 00:55
ავტორი Dikunadiko
ნანახია 3 243

***
მისი სიფრიფანა სხეული მკლავებში მოიქცია და ძლიერად აიტაცა ხელში რომ არ გასხლოტმოდა. ფრთხილად მიიხუტა დაკუნთულ სხეულზე რომ არ გაღვიძებოდა. ელენემ ხელები რომ შემოხვია აგილზე გაშრა. იგრძნო როგორ დაიწყო სისხლმა ძარღვებში უკუსვლა, ერთიანად დაიძაბა, მაგრამ როდესაც გოგონას მშვიდი სუნთქვა და გამალებული გულისცემა მის ყურთასმენას მისწვდა მის ორგანიზმში ამოვარდნილი ქარი იმწამსვე ჩახშა.
-სად დავაწვინო? სახლში შესულმა ჰკითხა ნათიას, გოგონამ თავიანთი ოთახისკენ უბიძგა. ფრთხილაად დააწვინა სიფრიფანა სხეული საწოლზე და თხელი ზეწარი გადააფინა. წამით დააკვირდა და ჩუმად ჩაეღიმა თუმცა ნათია რის ნათიაა, რა გამორჩებოდა.
როდესაც გააცნობიერა რომ ოთახში მარტო არ იყო ოცნებებიდან მიწაზე დაეშვა და მძიმე ნაბიჯებით ჰოლისკენ დაიძრა
-დიდი მადლობა. თბილად გაუღიმა ნათიამ. ის ისყო ალექსანდრე წასვლას აპირებდა როდესაც გოგონას ხელმა შეაჩერა
-ამმ, თქვე იმ ღამით კლუბში გნახეთ ხომ? კი ასი პროცენტით დარწმუნებული იყო გოგონა მაგრამ იფიქრა შეხსენება არ აწყენდაო
-დიახ. გაიჟღერა ხავერდოვანმა ხმა
-ამ, კარგით მაშინ დროებით. უხერხულობისგან ცოტა არ იყოს დაიბნა ნათია. გააცილა ალექსანდრე ,მიწვა ელენეს გვერდით და მასაც მშვიდად მიეძინა.


***

დილით სახეზე მოთარეშე მზის სხივებმა გამომაღვიძა, უჩვეულოდ ენერგიულ და კარგ ხასიათზე ვიყავი,სწრაფად მოვწესრიგდი და სამზარეულოში გავტანტალდი. ნათიას და მამიდას ჯერ კიდევ ეძინათ ამიტომ საუზმის მომზადება ჩემს თავზე ავიღე . მაცივრიდან საჭირო ინგრედიენტები გადმოვიღე და ბლინების გამოცხობას შევუდექი.
პატარაობაში დედა კვირაში რამოდენიმეჯერ მიცხობდა რძიან ბლინებს, იმდენად გემრიელი იყო მთელი დღე რომ მეჩამა ვერ ვძღებოდი, არადა ღორმუცელა ნამდვილად არ ვიყავი, ან იქნებ იმიტომ იყო ასეთი გემრიელი რომ დედას მომზადებული იყო, ეხ დედიკო დამაკლდი ძალიან, ძალიან ადრე მიმატოვე..
თავი უკმაყოფილომ გავაქნიე და ფიქრები გავფანტე, ბლინი გადმოვაბრუნე და მეორე დავასხი ტაფაზე.
სახლში მომენტალურად სასიამოვნო სურნელი დატრიალდა. ბლინები მზად იყო, ახლა გაფორმებაღა დარჩა და უგემრიელესი საუზმე გამოვიდოდა. ცხელი შოკოლადი მოვასხი და მარწყვით და ბანანით მოვრთე.
მაჩუქე სიყვარული (10)

ცოტახანში ნათიას კრიალა ხმა გაისმა და შემოფრატუნდა სამზარეულოში
-ვაიმე რა გოგო მყავს, ვის ოჯახშიც შენ შეხვალ რაა.
ლოყა ხმაურით დამიკოცნა და ბლინებს მარწყვი ამოაცალა.
-ლალიიკო, ნახე პროსტა რა ძმისშვილი გყავს ადე ქალო. კისკისით მთელი სახლი აიკლო და ცოტახანშიც მამიდა გამოჩნდა კოლიდორში მოქუფრული სახით, მაგრამ როდესაც საუზმის სურნელი შეისრუტა უმალ განწყობაზე მოვიდა.
საუზმის დროს ენა არ გაუჩერებია ნათიას, სულ ტიკტიკებდა და ტიკტიკებდა, ეტყობოდა დღეს ვატოს უნდა შეხვედროდა.
ლალი რის ლალი ყველაფერს რომ ვერ ხვდებოდეს თუმცა ჯერ ხმას არ იღებდა, ან რა უნდა ეთქვა 24 წლის გოგოსთვის ხო არ უნდა დაეშალა აავის შეხვდო.
ჩემივე ფიქრებზე მეთვითონ ჩამეცინა და უხმოდ შევექეცი საუზმეს.


-როგორთუ ხელში აყვანილმა მომიყვანა. გაოცებისგან პირი ღია დამრჩა
-ხო გოგო, თან ზეწარიც რო გადაგაფინა. ნეტა გენახა რა მზრუნველი თვალებით გიყურებდა. წამწამები ააფახურა და გადაიკისკისა
-ოხ , შენც ხო არ იტყვი რა .. თავი დავიძვრინე
-გეუბნევი გოგო, მემგონი მოსწონხარ, თან ალბათ ნანობს ბრალდებებს.
-კაი აჭარბებ, უბრალოდ მეძინა და ამომიყვანა ნათია. თვალები დავუბრიალე და ვანიშნე გაჩერდი თქო.
ცოტახანი იტიტინა კიდევ და შემდეგ ვატოსთან შესახვედრად წავიდა.
დღეს ცოტა გვიან ვიყავით ბარში დაბარებული ამიტომ მთელი დღე საწოლში გავატარე და საღამოსთვის უკვე გამზადებული კლუბის გზას დავადექი.

დღეს შედარებით სიწყნარე სუფევდა , თუმცა ეს 12მდე სავარაუდოდ. გამოვიცვალე და საქმეს შევუდექი, ცოტახანში ვატო და ნათიაც მოვიდნენ სახეგაბრწყინებულნი, ხელიხელჩაკიდებულნი და შეყვარებულნი.
შემოვიდნენ თუ არა ვატომ ნაზად ჩამოჰკრა ცხვირზე ხელი ნათიას და დირექტორის კაბინეტისკენ გაემართა , ნათIა პირდაპირ ჩემთან გამოიქცა
-აა, ერთად ხართ? დავასწარი სათქმელი
-კიი, ვაიმე, არმჯერა, ესე თუ შემეძლო ვინმეს შეყვარება
-ვაიმე რამაგარია, საყვარელო . რამოდენიმე ხანი ასე ვიყავით ჩახუტებულნი როდესაც უკვე შეკვეთებმა მომარაგება დაიწყო ჩამოვორდით და ორივე ჩვენ-ჩვენ საქმეს შევუდექით.
-აუ მომრავლდნენ ლოთები. დაიწუწუნა ეკამ და ჩემს თმებს წაეთამაშა
-ელენე კუთხის მაგიდასთან გეძახიან. ბარის ბოლოდან გადმომძახა მარიმ და ისიც სწრაფად თავისი შეკვეთის ასაღებად წავიდა. იმდენად დაღლილი ვიყავი ძლისვ წამოვიზლაზნე ადგილიდან და მძიმე ნაბიჯებით მეხუთე მაგიდისკენ გავემმართე. სამი ზრდასრული მამაკაცი იჯდა, რომ გითხრათ შეუხედავები და ღიპიანებიო მოგატყუებთ, საკმაოდ შესახედავებიც იყვნენ და კარგ ფორმაშიც, თუმცა უკვე კარგად შეზარხოშიანებულები იყვნენ და ნამდვილად არ მსიამოვნებდა ასეთი ადამიანებისგან შეკვეთის აღება.
-რას ინებებთ? ოდნავ მოშორებით დავდექი და ისე ვკითხე
-შენ! მაგიდის თავში მჯდომმა წარბები შეკუშტა და ცინიკური ღიმილით გადმომხედა
-შემიძლია მოგართვათ ის რაც ჩვენს მენიუშია მხოლოდ. წავიყრუე მამაკაცის პასუხი და დანარჩენ ორს გადავხედე. როგორც ჩანს გაბრაზდა ჩემს ამ საქციელზე, სწრაფად წამოხტა ფეხზე და მაჯაში ქორივით ჩამაფრინდა. იმდენად მოულოდნელი იყო რომ ერთიანად ამიკანნკალდა კიდურები. ვცადე ხელის გაშვებინება თუმცა ამაოდ.
-დღეს საღამოს გავერთოთ პეპელა? ტუჩის კუთხე კბილებს შორის მოიქცია, ცალი ხელი წელზე დამისვა და უცაბედად ამიკრა ზედ.
-ხელი გამიშვი. ვცადე მეორე ხელით თავის შეშველება თუმცა ისევ ამაოდ.
-ხელი გაუშვი გოგოს. მომესმა ზურგს უკან ბრაზჩამდგარი ხმა. იმდენად დიდი იყო სიბრაზე მის ხმაშო ალბათ ბარიტონი რომ არა ვერც ვიცნნობდი ვინ იყო. ერთიანად გამცრა იმის წარმოდგენისას თუ რა მოხდებოდა ახლა. და საერთოდ მომშველებოდა ნებისმიერი მაგრამ არა ალექსანდრე, არ მინდოდა მისი დახმარება.. არც კი ვიცი რატომ.
-შენ ვინხარ რომმეუბნევი გაუშვიო. ახლა უფრო მაგრად ამიკრა სხეულზე კაცმა. ზიზღმა ერთიანად დამიარა მთელს სხეულში და რაც ძალა მქონდა მოვიკრიბე და ფეხებს შუა ამოვცხე მუხლი.
ჩაიკეცა, ისე ეტკინა ხმას ვერ იღებდა წამით შემობრუნებულს ალექსანდრეს კმაყოფილი სახე დავინახე , მინდოდა ხმის ამოუღებლად ჩამეარა თუმცა გამოლაპარაკების სურვილი იმდენად დიდი იყო ჩემს ყველა ალტერეგოს სძლია.
-მეთვითონაც შემიძლია ჩემი თავის დაცვა და აჯობებს ნუ ჩაერევი ჩემს საქმეში.
დავიგესლე და მენეჯერის კაბინეტისკენ გავეშურე რომ დაცვას ოდნავ მაინც ეზრუნა ჩვენს უსაფრთხოებაზე.
4 საათი სრულდებოდა, ტანსაცმელი გამოვიცვალე და წამოვედი.შუაღამით მარტო წამოსვლას არ ვაპირებდი მაგრამ ნათიას გეგმები შეიცვალა, ღამით ვატოსთან დარჩებოდა ალბათ და მეც ფულის დაზოგვის მიზნით ფეხით გავუყევი ჩვენი სახლის გზას.
მთელი გზა უკნიდან ვიღაცის დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი, თუმცა არ მოვტრიალებულვარ. დაძაბულმა ძლივს მივაღწიე თუ არა სახლს. წყალი გადავივლე, ლოგინში შევწექი და დაღლილ დაქანცული მაშინვე ვესტუმრე სიზმრების სამყაროს..


საყვარლებოო და კარგებო, ესეც მორიგი თავი.. ვამართლებ თუ არ თქვენს მოლოდინებს? ბავშვებო რამდენსაც ვასწრებ იმდენს ვწერ ხოლმე და ზოგჯერ თუ ძალიან პატარა გამომდის ნუ მიწყენთ,ვცდიილობ უფრო და უფრო გავზარდო თავები <3 მიყვარხართ



№1 სტუმარი ნინუცი

გააგრძელე კარგია და თავები გაზარდე

 


№2 სტუმარი pila

istoria zalian momewona magram am elenem ramdeni gaigviza sul mze etamasheba saxeze xandaxan amindic shecvalet ra

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent