შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნათელი წერტილი (9 თავი)


17-10-2015, 13:14
ავტორი murachashvili
ნანახია 3 399

მეცხრე თავი

ამ თათბირიდან რამოდენიმე თვე გავიდა. მე კორპორაციაში ვმუშაობდი. საქმეებში ვერკვეოდი. ბიზნესს საუკეთესო კადრები მართავდნენ. მამაჩემის წამოწყებულ საქმეს, ღირსეული გამგრძელებლები ყავდა, მაგრამ სამწუხაროდ ქორწინებაზე უარის თქმით განაწყენებული უხუცესების შემორიგებას ვერაფრით ვახერხებდი. ოჯახის უხუცესები საბოლოოდ მაშინ ამიბუნტდნენ, როცა ბიძია ომარის ოჯახს თავს დაესხნენ. საბედნიეროდ ინციდენტი მხვერპლის გარეშე დასრულდა, მაგრამ ბიძია ომარი მსუბუქად დაიჭრა. ამჯერად უხუცესებმა პირდაპირ ულტიმატუმი წამომიყენეს, რომ ქორწინებაზე დავთანხმებოდი. წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის თანადგომის იმედი აღარ უნდა მქონოდა. იძულებული ვიყავი დავთანხმებოდი. ყველაფერი გადაწყდა.
შუამავალი დაპირისპირებულ მხარესთან მივიდა და ქორწინების სურვილის შესახებ შეატყობინა. არ ვიცი საპატარძლოს კითხეს თუ არა აზრი, ჩემი ვარაუდით მისი დაყოლიება არ გაუჭირდებოდათ. როგორც ვუყურებდი იმ მხარეში დარწმუნების საკუთარი მეთოდები ქონდათ. ოჯახის თავებმა ნიშნობის ფორმალობები მოაგვარეს და ქორწინების თარიღიც დანიშნეს.
ძალიან მეშინოდა მაიას რეაქციის. არ მინდოდა მისი დაკარგვა, თუმცა იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ არაბულ წესებს მრავალ ცოლიანობასთან დაკავშირებით არასოდეს გაიზიარებდა. მაიასთვის კი არა, ჩემთვისაც ყოვლად წარმოუდგენელი იყო მის გარდა ვინმეს ცოლად აღიარება. ასეთი ამბის ტელეფონში შეტყობილება არ მინდოდა და საქართველოში გამგზავრება გადავწყვიტე. გზად მაიკთანაც გავიარე, მამობილს ძალიან გაუხარდა ჩემი ჩასვლა.
- შენი რჩევა მჭირდება. - ვეუბნები მას, როგორც კი მარტონი დავრჩით და დაწვრილებით მოვუყევი ყველაფერი.
მაიკი ყურადღებით მისმენდა, როცა ვუთხარი, რომ ქორწინებას დავეთანხმე მეთქი. გაოცებულმა შემომხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
- რა გითხრა? საკუთარი თავისთვის განაჩენი უკვე გამოგიტანია, უკვე უკან ვეღარ დაიხევ, გამოდის ორი არჩევანია: ან ოჯახი ან/და კლანი და მშვიდობა. უკვე ყველაფერი გადაგიწყვეტია, შენც ხომ იცი შედეგი რაც იქნება... - მოწყენილი სახით მითხრა მან - ეს დიდი დარტყმა იქნება ნიკასთვის. ჩემი თანადგომა დაჭირდება!.
- მეც შენი დახმარების იმედი მაქვს. - ძლივს ამოვიხავლე მე.
- ჩემი? - გაცხარდა მაიკი - მე რით გიშველო? როგორც შემეძლო მხარში გედექი! იმ გადაგვარებული ხალხისგან შორს მყავდი, მაგრამ ძალა აღმართს ხნავს. მაინც არ მოგეშვნენ. გადაწყვეტილებაც უკვე მიგიღია. მე ეხლა ნიკას და მაიას ბედი უფრო მაღელვებს. გოგო ორსულადაა. არ გიფიქრია ამაზე? თუ გგონია, რომ დაპირისპირებული კლანი მათი შვილების გარდა სხვა მემკვიდრეს მიიღებს? კარგი მაია თავისით ისედაც დაგშორდება. ამ ამბავს როცა გაიგებს არა მგონია შენი ნახვა მოინდომოს, მაგრამ ბავშვი?
მაიკის სიტყვებმა გული მატკინა, მდგომარეობის შემსუბუქების ნაცვლად უფრო დავძიმდი. ერთის მხრივ გამიხარდა ისიც რომ მოდიოდა. მართალია ჩემს მხარეს არ იყო, მაგრამ ამ მძიმე წუთებში გვერდში მაინც მეყოლებოდა. ნიკას აეროპორტიდან დავურეკე და შევატყობინე:
- მე და მაიკი თბილისში ვართ მეთქი. ვფიქრობდი ერთმანეთის ნახვა გაუხარდებათ.
- როგორ არა! - ირონიულად მითხრა მაიკმა - ისე მეუბნები, თითქოს საქეიფოდ ვეძახდეთ. - უკმაყოფილოდ ბუზღუნებს იგი.
მაია და ნიკა სახლში გველოდებოდნენ, როცა მივედით, სამზარეულოში ბლომად სურსათი მოემარაგებინათ. ალბათ, საზეიმო სადილის მოწყობას აპირებდნენ. მაიას უკვე დიდი მუცელი ქონდა. მძიმედ მოძრაობდა, სახეც შესიებოდა. მეცხრე თვეში მყოფი მეურლის ნახვამ გული ამიჩუყა, თურმე როგორ მომნატრებია. გულში დიდხანს მყავდა ჩაკრული. ვინ იცის კიდევ როდის მოვახერხებდი ასე მიხუტებას. ისეთი ხალისიანი და ბედნიერი იყო. ჩვენი დაღვრემილი სახეებისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია, სამაგიეროდ ნიკა გვიმზერდა ყურადღებით.
- მაიკ, მოხდა რამე? - კითხულობს იგი - თქვენს მოულოდნელ სტუმრობას რას უნდა ვუმადლოდეთ?
მაიკი დუმს, ხმას არ იღებს, მე მიყურებს. მე კი მაიას მივჩერებივარ, რომელიც სამზარეულოში ფუსფუსებს.
- კლოდ, არაფერს გვეტყვი? - მეკითხება მაიკი, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, საიდან დავიწყო არ ვიცი. ოთახში მაიაც შემოვიდა. ისიც მე მიმზერს. ჩემი დუმილი აშკარად არ მოსწონს, როგორც იქნა გამბედაობა მოვიკრიფე და დავიწყე მოყოლა. ცოტა შორიდან ვყვები ამბავს, როგორ ჩავედი არაბეთში, როგორ მოვიწვიე უხუცესები და რა გამოსავალი შემომთავაზეს მათ.
- ქორწინება? პრინციპში ცუდი აზრი არ არის. - ამბობს ნიკა.
- სიძე ვინ არის? - მეკითხება მაია. მას ვუმზერ. დარწმუნებული ვარ ყველაფერს მიხვდა, მაგრამ დუმს. ჯიუტად თვალებში მიმზერს. - თუ მათი შვილები ამ იმპერიის მომავალ მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, სიძე ვინ არის?!-ხმა გაებზარა მას.
- ჩემზე არ იყო დამოკიდებული. თავიდანვე უარი ვთქვი. - თითქოს თავს ვიმართლებ- საქმე ხალხის უსაფრთხოებას, მათ ოჯახებს ეხებოდა, ბიძია ომარიც დაჭრეს.
ნიკა გაფითრდა, გაოცებული მაიკს მიაჩერდა, თითქოს ეკითხებოდა: -ალბათ, ხუმრობსო.
მაია სკამზე ჩამოჯდა, თავი დახარა, ხელები ოდნავ უკანკალებდა.
- რა თქმა უნდა! - ხმა უთრთოდა მას - მაგარია! ჩემი ქმარი სხვისი საქმროა... - მის სიტყვებში ზიზღი, ცინიზმი, ირონია, ტკივილი, ყველაფერი ერთად იყო თავმოყრილი - მამა, მაიკ, ბოდიშს ვიხდი, თუ შეიძლება ცოტახნით მარტონი დაგვტოვეთ!
ველოდებოდი, რომ მაია საცაა მთელ მრისხანებას ამოაფრქვევდა. ისტერიკას მოაწყობდა, მაგრამ ის დუმდა, მხოლოდ სახე გაფითრებოდა და ოდნავ უცახცახებდა ტუჩები. ნიკამ შეხედა შვილს, მივხვდი ეშინოდა ცუდად არ გახდესო. მღელვარება მასაც ეტყობოდა, მაგრამ მაიასთან თავს იკავებდა.
- მაიკ, მგონი რაღაცის ახსნა მოგიწევს! - ეუბნება ნიკა.
- მამა, გთხოვ! შენ ნუ ჩაერევი. უბრალოდ მარტო დაგვტოვეთ. - მაიას გამოხედვა ცივი აქვს. უემოციო, უტყვი, სწორედ ასეთი სახე ქონდა, როცა აივნიდან გივიკოს უმზერდა ბათუმში. ნუთუ მეც მას მადარებს? - ვფიქრობ და გული მეკუმშება.
- მაიკო, ხომ იცი რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ! ხომ იცი, რომ ჩემთვის ყველაფერი ხარ?
- ვიცი?! - ირონიულად მპასუხობს ის - რა ვიცი? ხვდები რას მეუბნები? ამდენი თვის შემდეგ ჩამოხვედი და მეუბნები, რომ ცოლი მოგყავს, ცოლი... ეს ლეკვი ხომ არაა? სახლში სათამაშოდ რომ მოიყვანო? საინტერესოა იმ ხალხს, თუ უთხარი, რომ ცოლი უკვე გყავს და დღე-დღეზე შვილსაც ელოდები? - მე ჩუმად ვარ - რა თქმა უნდა არ ეტყოდი, მაგას ხომ არ გაამხელდი? დარწმუნებული ვარ მხოლოდ ჩემს უსაფრთხოებაზე ფიქრობდი, ამჯერადაც მხოლოდ ჩემი სიყვარულით მოქმედებდი. ამჯერადაც ხომ ყველაფერი ჩემს სასიკეთოდაა. ოღონდ რატომღაც მე ვერ ვგრძნობ ამას! - იგი ცრემლებს ვეღარ იკავებს.
-მაიკო, შენი ნერვიულობა არ შეიძლება! - საუბარში ერევა ნიკა - გთხოვ, შვილო!
-მართალი ხარ, ჩემი ნერვიულობა არ შეიძლება. არც ვნერვიულობ, ბედნიერი ვარ. მიხარია, განა შეიძლება არ გიხაროდეს, როცა ადამიანი ქორწინდება? დიდ, დიდ ბედნიერებას გისურვებ. ჩემთან ალბათ ამ სიტყვების მოსასმენად ჩამოხვედი, ხომ? - ირონიულად კითხულობს ის - მაიკი უკვე დაგლოცავდა, მეც დიდ წარმატებას და ბედნიერ ქორწინებას გისურვებ. იმედია ცხოვრებაში აღარასოდეს გნახავ. ოღონდ მაინც ვერ გავიგე პასუხი ამ ბავშვისთვის ვინ იქნები? შეიძლება ეგ მაინც ამიხსნა?!
-მაია, მე თქვენს მიტოვებას არ ვაპირებ, როგორც კი ...
- გაჩუმდი! - თითქოს ყვირის ის - მე მგონი მართლა არაბეთში გგონია თავი, თუ იმედი გაქვს, რომ რამდენიმე ცოლი გეყოლება, ხან ერთთან იქნები და ხან მეორესთან! - იგი ისტერიულად იცინის - არა მგონია შენი უხუცესები დაგეთანხმონ, მათ ერთი მეკვიდრე ჭირდებათ. ის რომელიც მშვიდობის გარანტი იქნება. დავიჯერო ამას ვერ ხვდები?!
- ასე არ იქნება! - უარზე ვარ მე.
- მართალი ხარ, ასე არ იქნება. რადგან მაგ პასუხისმგებლობისგან მე გაგანთავისუფლებ. დღეიდან შენ არ გექნება შეხება არც ჩემთან და აღარც ამ ბავშვთან. ჩიტივით თავისუფალი ხარ. - მაია გაჩუმდა და უცებ სიცილი დაიწყო - მაგარია ჩემი ცხოვრება, მეგონა გავყევი ცოლად საყვარელ კაცს, ასე არ ყოფილა. მეგონა ინგლისელი - არაბი გამოდგა, მეგონა კლოდ სკოტი, ყოფილა აბდელ აზიზ ას საუდი, მაგარია... თურმე არც კი გიცნობდი, სახელიც კი არ ვიცოდი შენი. ამ დროს თავი როგორი ჭკვიანი მეგონა.. - ცრემლებით სავსე თვალებით მიმზერს - რა მეთქმის, საყვედურსაც ვერ გეტყვი, არ ვიცი ვინ ხარ! რომელს ვუსაყვედურო კლოდს თუ აბდელს? ისე მარტივიცაა, ჩემი ქმარი კლოდი იქნება, მისი კი აბდელი, რას იტყვი, მამა? გინდა არაბების საზიარო სიძე? - ნიკა დაზაფრული უყურებს შვილს. მისი ტკივილით მოღრეცილი სახის მზერა უჭირს. არც ის არის მაიაზე უკეთეს დღეში.
- ეს გინდოდა? - მსაყვედურობს მაიკი - რას ერჩოდი? როგორ დავიჯერო, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობდა?
- ლაპარაკს აზრი აღარ აქვს! - დინჯად ამბობს ნიკა - რაც არის, არის. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამას აღარაფერი ეშველება. ალბათ უკეთესიცაა. - ხელი ჩაიქნია მან და ოთახიდან გავიდა. მაიკიც უსიტყვოდ გაჰყვა.
- გემუდარები, დამიჯერე! - მაიას მოფერება ვცადე მე.
- არც კი გაბედო მოკარება... - გაწიწმატდა იგი - გაეთრიე! ხელი არ მახლო! მეზიზღები და ყველაფერი მეზიზღება, რაც შენს თავს მახსენებს. - მაია წამოდგა ოთახიდან გასასვლელად, მაგრამ უცებ ვეღარ გაიშალა, სახეზე ფერი დაეკარგა.
- ღმერთო ჩემო! - ამოიკვნესა მან- ღმერთო მიშველე!
- ნიკა ძია! მაიკ! - ვყვიროდი მე - მიშველეთ, ჩქარა! სასწრაფოში დარეკეთ! - მაია ტკივილისგან იკრუნჩხებოდა, ფეხებს ვერ შლიდა - მაიკო, ნუ გეშიანია! ჩვენ აქ ვართ! - არ ვიცოდი რა მექნა, როგორ დავხმარებოდი. თავი ასე უმწეოდ არასოდეს მიგრძვნია. ის ტკივილებით იტანჯებოდა და მაინც არ მიკარებდა ახლოს.
- არ გამეკარო! - მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა დავინახე თუ არა, რომ სისხლდენა ეწყებოდა, ხელში პატარა ბავშვივით ავიტაცე და მანქანისკენ გავიქეცი. ოთარმა ავტომობილი სწრაფად დაძრა.
- მიშველეთ! - კვნესოდა მაია.
საავადმყოფოში რამდენიმე წუთში მივედით. მაია მაშინვე საოპერაციოში გააქანეს. მეც შევყევი, ნიკა და მაიკი გარეთ გველოდებოდნენ ოთართან ერთად. მდგომარეობა სერიოზული იყო. მაიას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ნაყოფის გულისცემაც არ მოეწონათ და სასწრაფოდ საკეისრო კვეთა დაიწყეს. საკეისროს გაგებაზე ფერი დამეკარგა.
- მისტერ კლოდ, თუ შეუძლოდ ხართ, გარეთ გაბრძანდით! - მეუბნება ექიმი.
- არა! - მაიას ფერდაკარგულ სახეს ვუმზერ მე. თვალები დახუჭული აქვს და მძიმედ სუნთქავს. მალე ნარკოზს უკეთებენ. ტკივილით დამანჭული სახე უსწორდება.
- ღმერთო უშველე, გადამირჩინე ცოლ-შვილი. ღმერთო გემუდარები! - ჩუმად ვლოცულობ მე.
მაიას მდგომარეობა სტაბილურია. წნევა ნორმალური, მაგრამ ბავშვის გულისცემა არ მოწონთ. - ღმერთო არ გამწირო, გთხოვ! მე ხომ ცუდი არავისთვის არ მინდოდა.
ოპერაცია სრულდება. მაია რეანიმაციაში გადაყავთ. პატარა ძალიან სუსტია. გამხდარი, გულისცემა ოდნავ ისმის, მაგრამ რაც მთავარია ისმის. მაშინვე კამერაში გადაყავთ. ჟანგბადს აწვდიან. ფილტვებს ეხმარებიან. მთავარი ეხლა ესაა: სუსტია, მაგრამ ჩემი ბიჭი ცოცხალია. მთავარი კი ესაა. ვიცი იცოცხლებს. დედამისის შვილი სუსტი ვერ იქნება. უფლება არ აქვს, უნდა იცოცხლოს. რეანიმაციაში აღარ მიშვებენ. მაია თანდათან ნარკოზიდან გამოდის. მასთან აღარ მიშვებენ, თუმცა ვიცი, რომ დიდად ჩემი ნახვის სურვილი არც ექნება, აღარ ვჭირდები, უკვე კარგადაა.
შვილის ბედი მაღელვებს. პატარა აპარატზეა მიერთებული, ეხმარებიან, რომ ისუნთქოს. უცებ ბავშვი ტირილს იწყებს. გულისწამღებ კივილს. მე შეშინებული ვიყურები, ჩემს შვილს რაღაც უჭირს. კამერას ხელს ვადებ, მაგრამ უშედეგოდ, შვილს ვერ ვეხები, ამ დროს ექიმის ბედნიერ სახეს ვხედავ, ვერ ვხვდები რა ხდება, ბავშვი ხმამაღლა ტირის, მას კი უხარია?!
- ექიმო რა ხდება? - დაბნეული ვკითხულობ მე.
- ფილტვები გაიხსნა, რაც უფრო ხმამაღლა იტირებს მით უფრო უკეთესად იქნება.
- ესე იგი, კარგად არის? გადარჩება? - ექიმი ღიმილით მეთანხმება - გავალ გარეთმყოფებსაც გავახარებ! - ამბობს ის. გვრძნობ, რომ სიხარულისგან წონასწორობას ვეღარ ვიკავებ. მუხლები მეკვეთება და სიხარულისგან ვტირივარ.
- ყველაფერი კარგად იქნება. შენ იცოცხლებ, დედაშენიც! - ვბუტბუტებ მე - თქვენ იცოცხლებთ.

მოსაცდელში გამოვდივარ, სადაც მაიკი და ნიკა იცდიან. ქალბატონი ნინოც მოსულია, მაგრამ შვილთან არის შესული.
- გილოცავთ, ყოჩაღი ბიჭი შეგეძინათ! - მეუბნება მაიკი, ნიკა დუმს, ხმას არ იღებს.
- ნიკა ძია, ბატონო ნიკა... - ვეძახი მე, როცა ხმა არ გამცა. ნიკა ჩუმად მიმზერს და მეხუტება, ძლიერად, კაცურად, ისე როგორც მან იცის. თვალები ცრემლებით აქვს სავსე.
- კლოდ, ხომ იცი როგორ მიყვარხარ! დღეს მძიმე დღე გვქონდა, შეიძლება რამე გაწყენინე კიდეც. ღმერთს მადლობას ვწირავ, შვილი და შვილიშვილი რომ გადამირჩინა. რაც არის, არის! ალბათ, ასე იყო საჭირო. არ მეგონა ასე თუ მოხდებოდა. - მის სახეზე უსაზღვრო სევდა ჩანს - ვიცი, რომ გიყვარს ჩემი შვილი. ამას ბრმაც კი დაინახავს. - მაიკს გახედა მან, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის. ჩვენ ბავშვს არაფერს გავუჭირვებთ. მაიასაც მივხედავთ და შენს პატარასაც. ამაზე მე და მაიკმაც ბევრი ვისაუბრეთ. არ ვიცი შენ როგორ იზამ, ალბათ დრო გვიჩვენებს. ეს პატარა ჩვენი პრინცი იქნება. მთავარია ძლიერი და ჯანმრთელი იყოს. მე და მამაშენი მათ არაფერს გავუჭირვებთ. მაგრამ ერთ რამეს გეტყვი, შეიძლება თქვენ ორნი ერთად აღარ იყოთ, მაგრამ ბავშვს მამა ჭირდება, მამობას სხვა ვერ გაუწევს. ვერც ბაბუა და ვერც ბიძა. ეგ შენ ჩემგან არ გესწავლება, ფრთხილად იყავი. არ მჯერა რომ მამაშენის მკვლელებთან წყნარ ცხოვრებას მოახერხებ. ისიც მესმის ამ ნაბიჯს რატომაც დგამ, მაგრამ არავის ენდო. მერე რა რომ ერთი ოჯახი ხდებით, თუ ადამიანმა დანა ერთხელ გამოიყენა, როგორც კი საშუალება მიეცემათ, მაშინვე გაიმეორებს. ზურგით არავისთან დადგე! მესმის ის ხალხი შენგან დახმარებას ელის, შენ მათთვის უცხო ხარ! მათ მამაშენი უყვარდათ, მაგრამ შენ არ გიცნობენ! შენს ადგილზე, რომ ვყოფილიყავი, ვეცდებოდი მათთვის თავი შემეყვარებინა. მათ შორის ბევრი ერთგული ადამიანი მყოლოდა. ისეთები, ვინც ჩათვლიდნენ, რომ ჩემი და ჩემი ოჯახისთვის თავდადება მათი ოჯახებისთვის თავდადებაც იქნებოდა.
- შენ ამ ბრძოლაში ერთი აღმოჩნდი! - საუბარში ჩაერთო მაიკიც - ფაქტიურად გვერდს მხოლოდ ომარი და მისი ოჯახი გიმაგრებს. დანარჩენი კლანი შენს წინააღმდეგ ყოფილა, ფრთხილად იყავი, კლოდ! ამდენი წლები იმისთვის არ გიფრთხილდებოდით, რომ მტერს შენით ჩაგაბაროთ. მოძლიერდი, ამ ქორწინებით დრო მოიგე, ჩვენ შენს გვერდით ვიქნებით, როგორც ყოველთვის. დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან მაიაც გაპატიებს და მხარში დაგიდგება, თქვენ ორი ერთმანეთის გარეშე ვერ გაჩერდებით. ყოველი შენი ნაბიჯი კარგად აწონე და ისე იმოქმედე.
მაიას პალატას გავხედე. იგი გონზე იყო მოსული, სახეზე ფერიც დაბრუნებოდა. მოწყენილმა გამომხედა, როცა დაინახა, რომ ვუმზერდი, თვალი ამარიდა. ისე ამოვიოხრე, თითქოს გულიც ამოვაყოლე.
- ნუ გეშინია! - ღიმილით მამხნევებს ოთარი - თუ მაიკო არ დაგელაპარაკება, მე დამირეკე ხოლმე, ახალ ამბებს არ მოგაკლებ. - თვალს მიკრავს ის.
- შენი იმედი მაქვს! - ნაღვლიანად ვეუბნები მას - შვილს მიმიხედე, ოთო! უმამობა არ აგრძნობინო!
- შენი შვილი უმამოდ არ იქნება. ის შენთან ერთად გაიზრდება! - იმედიანად მეუბნება ოთარი, მინდა მისი სიტყვების მჯეროდეს, მაგრამ სამწუხაროდ მეც ასე ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი.

მაიკმა ბავშვის საბოლოოდ მოძლიერებამდე საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა. მე კი ხმათა უმრავლესობით ისევ არაბეთში უნდა დავბრუნებულიყავი. არ მინდოდა წასვლა, ფეხები უკან მრჩებოდა. მაიას და ბავშვის ასეთ მდგომარეობაში დატოვება მიჭირდა, მაგრამ იმისაც მეშინოდა ვინმეს რამე არ ეეჭვა.

წასვლის წინ ბავშვი მოვინახულე. ჩემი პატარა უფრო ძლიერად ტიროდა. ინკუბატორში ძალიან სასაცილო სანახავი იყო. გრძელი ხელებით და ფეხებით. უსუსური პატარა არსება. ვაკვირდებოდი. პატარა რამდენიმე წამით გაჩუმდა, ჩემსდა გასაკვირად შემომხედა. მომეჩვენა თითქოს დამინახა. უცნაური შეგრძნება დამეუფლა, როცა შევნიშნე, რომ ჩემს შვილს ჩემი თვალები ქონდა. ამ თითისტოლა არსებაში მე ვცოცხლობდი. ის ჩემი სისხლი და ჩემი გული იყო. ძნელია იმ სიხარულის გამოხატვა, რაც მისმა შემოხედვამ გამოიწვია. მისი თვალების შეხედვამ იმხელა ძალა მომცა. ალბათ, იმ წუთში მთებსაც კი გადავდგამდი. მისთვის ყველას და ყველაფერს დავამარცხებდი. უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო ამ პატარა არსების გამო მაინც დავბრუნდებოდი. გახარებული და ბედნიერი მაიას პალატისკენ გავემართე. მასთან ნიკა და ნინო იყვნენ. მე რომ დამინახეს პალატიდან გავიდნენ.
- კიდევ აქ ხარ? - მოწყენილი ხმით მკითხა მან.
- წასასვლელად ვემზადები, იმედია კარგად ხარ!
- რა მიჭირს, ცოტა ჭრილობა მაწუხებს, მაგრამ ეს ტკივილი არაფერია... - მან ნაღვლიანად ამოიოხრა.
- პატიებას ვერ გთხოვ, იმედი მაქვს ოდესმე მიხვდები ასე რატომ მოვიქეცი.
- ბოდიში, თუ ისეთი გამგები არ გამოვდექი შენ რომ გინდოდა. ბავშვობიდან დედის ერთა ვიყავი, ცოტა ეგოისტიც. საზიარო არაფერი მიყვარდა. - ხუმრობას ცდილობს ის - ალბათ ჩემი მშობლების ბრალია არ მასწავლეს საყვარელი ადამიანის განაწილება. ნუ იფიქრებ, რომ იოლია რასაც ვაკეთებ, მაგრამ არც იმაზე ფიქრი შემიძლია, ჩემთან როცა არ ხარ, ნეტა ვისთან არის მეთქი? ეხლაც მტკივა და ვიცი შემდეგ უფრო მეტკინება, მაგრამ როგორმე უშენოდ ცხოვრებასაც ვისწავლი.
- სამაგიეროდ მე ვერ შევძლებ..
ჩემს სიტყვებზე ეღიმება: - უკვე შეძელი! არა უშავს მეც კარგი მოსწავლე ვიქნები! არამგონია კიდევ გვქონდეს რამე სათქმელი, თუ როდესმე შენი შვილის ნახვა მოგინდება, იცი სადაც უნდა ეძებო. ჩემგან კი თანადგომას ნუ ელი..
- მაიკო მე მიყვარხარ! მინდა ეს გახსოვდეს.
- შენი სიყვარული შხამივითაა, ნელ-ნელა მიღებს ბოლოს! - მწარედ გაეღიმა მას - ალბათ, ნადირსაც უყვარს მისი მსხვერპლი.
- მე ნადირი არ ვარ!
- ჩემთვის ასე გამოხვედი. იმედია მისთვის უკეთესი ქმარი იქნები.
მაიასთან კამათს აზრი აღარ ქონდა. მივხვდი, რომ რაც არ უნდა მეთქვა მის გადარწმუნებას ვერაფრით მოვახერხებდი. აღარაფერი მითქვამს, პალატიდან ისე გამოვედი. ნიკას და მაიკს დავემშვიდობე. ნინო ეტყობა ჩემზე ნაწყენი იყო, უსიტყვოდ შევიდა მაიკოსთან, ჩემს პატარას ერთხელ კიდევ მივეფერე შორიდან და აეროპორტში წავედი.



№1  offline წევრი მოჟუჟუნე

მომკლავს ამათი ჯავრი

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

ხომ ვთქვი დათანხმდებათქო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent