შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი მოგონებები (ნაწილი მეორე,თავი 15)


17-10-2015, 16:54
ავტორი Linna
ნანახია 2 906

მიუხედავად იმისა რომ მარიამი 2 დღე სამსახურში არ მისულა და უფროსის ზარებსაც აიგნორებდა, მაინც მხიარულობდა საკუთარ დაბადებისდღეზე. ლანამ დილაუთენია დაურეა და შეპირდა რომ ტორს მე მოვიტანო. კიდევ რამდენიმე ბავშვობის მეგობარი იქნებოდა. და რათქმაუნდა დინამიკებში სიმღერა ბოლო ხმაზე. დალევას ყველა აპირებდა.
კარზე ზარი. მარიამი ჯერკიდევ აბაზანიდან ახალგამოსული, პირსახოც შემოხვეული მივიდა კარებთან და გააღო. არც დასცალდა სილუეტიი გაერჩია. ლანა ეგრევე მივარდა და ჩაეხუტა
- გილოცააავ.
- მადლობა - გაეცინა მარიამს და გასწია. ცალ ხელში ლანას ტორტი ეჭირა.
- გემრიელია
- ეჭვი არ მეპარება
ისევ გოგონების სიცილი.
- რის ჩაცმას აპირებ?
- ჯინსის და მაისურის
- გამორიცხე!! - გაცეცხლდა ლანა - შენი დაბადებისდღეა თან ოქროს! ასერომ - წარბები აათამაშა ლანამ და მარიამის საძინებლისკენ გაიქცა. მარიამმა თვალები აატრიალა და ფეხშიშველი ნელი ნაბიჯებით გაყვა.
- ჯერ შუადღის 5 საათია, რათ მინდა გამოწყობა.
- ეე მარიამ, გათხოვება არ გაწყენდა რა - ხელი აუქნია ლანამ და ცისფერი მოტკეცილი მთლიანი კაბა მიაწოდა. - ამას ჩაიცმევ
- კარგიკარგი. მაგრამ მართლა ადრეა.
- შენით ჩაიცმევ ეხლა თუ მე ჩაგაცვა - დაემანჭა ლანა.
- ჩავიცმევ ჩავიცმევ - გაეღიმა მარიამს და თხელი ნაჭერი გამოართვა. ლანამ მარიამი ოთახში მარტო დატოვა და მისაღებში გავიდა. მარიამი საწოლზე ჩამოჯდა, ღრმად ამოისუნთქა და იქვე მიგდებულ ტელეფონს გადასწვდა, მოლოცვის ტექსტები უამრავი ადამიანისგან, წაკითცხვისას ეღიმებოდა კიდეც მაგრამ თითქოს გაქვავდა როდესაც „მისი“ 4 გამოტოვებული ზარი ნახა. აღიარებდა რომ აიგნორებდა, მაგრამ უნდოდა გაეგო მიულოცავდა თუ არა. იფიქრა დარეკავს და ვსო ვუპასუხებო. ტელეფონი ისევ თავის ადგილას დააბრუნდა და კიდეც ერთხელ შეათვალიერა კაბა.
კარადიდან ფენი გამოიღო თმა გაიშრო, დასწორება დაეზარა ასერომ ბინებრვად დახვეული დაუმორჩილებელი თმა დროებით ცხენის კუდად აიწია. შემდეგ კაბა გადაიცვა და კიდევ ერთხელ აათვალიერა საკუთარი თავი სარკეში.
- მზად ვარ - გასძახა ლანას. დაქალსაც არ დაუყოვნებია დაჭრილი ხილით ხელში შემოვიდა მარიამის ოთახში. თეფში ტუმბოზე დადო და მარიამი ცალი თვალით აათვალიერა
- სექსუალური ხარ - სერიოზული სახით უთხრა, მარიამმა სახე დამანჭა თუმცა ორივეს სიცილი აუტყდა შემდეგ. მათი სიცილი ტელეფონის ხმამ გაარღვია. გოგონა ტელეფონს მიუახლოვდა, გული გამალებით აუძგერდა. ხვდებოდა რომ არ ეპასუხა არც მოასვენებდა, ასერომ ლანას გახედა, უკმაყოფილოდ თავი გააქნია ღრმად ამოისუნთქა და უპასუხა
- გისმენ
- როგორ ხარ მარიამ? შევატყე მაიგნორებდი, ან ხმა არ გესმოდა ტელეფონის. უკვე 2 დღეა არ მოსულხარ სამსახურში - მარიამი ამ ყველაფერს თვალდახუჭული ისმენდა და ხვდებოდა რომ არცერთ სიტყვაში არ იყო რაიმე მილოცვის ჟესტი - იმედიმაქვს დღეს მაინც მოხვალ, თორემ შემცვლელს პოვნა მომიწევს.
- ხოდა მოძებნე - უცებ მიახალა მარიამმა და გაუთიშა. ტელეფონი უხეშად მიაგდო საწოლზე და ფანჯარასთან მივიდა, ხელი სახეზე მოისვა.
- არ მოულოცავს.
ამასობაში კარზე ზარის ხმა იყო.
- ალბათ სტუმრები მოვიდნენ. მაგაზე არ ინერვიულო ახლა გთხოვ.
- ხხო უჯიშოა. ტირანი. - ჩაილაპარაკა მარიამმა და ვაშლის ნაჭერი ჩაკბიჩა. ლანა ღიმილით გავიდა ოთახიდან და კარი გააღო. მაშინვე ხმაური წამოვიდა. გოგონ ამიხვდა რომ სტუმრები იყვნენ, ახლა კი თვალთმაქცი ერთადერთი გამოსავალი იყო.
***
დაახლოებით 3 საათში ყველა ბოლო დონის გალეშილი იყო. იცინოდნენ მხიარულობდნენ, რამდენიმე მათგანი გემრიელადაც აბოლებდა. მარიამს სრულიად აღარ ახლოვდა ზურა. ბედნიერი იყო იმ წამით. იმ სიხარულით. იმის გახსეებაზე კი უფრო ეცინებოდა, ლანამ ტორტის გამოტანის დროს ფარდას რომ რამის ცეცხლი წაუკიდა.
- მარიამ შენი ტელეფონი არ გაჩერებულა მოდი რა - დაუძახა ერთერთმა რომელიც კუთხეში რაფასთან იჯდა. გოგონამ ტელეფონი გამოართვა და დახედა
„გარეთ გამოდი“
სიცილითვე წაიკითხა შტყობინება, ფანჯრიდან გადაიხედა, მარა ვერავინ დაინახა. იფიქრა რაღაც ხუმრობაა ან ვიღაცამ კარებთან საჩუქარი დამიტოვაო. სიცილ კისკისით გავიდა გარეთ.
კარი გაიხურა თუარა, მკლავში ძლიერი ხელის შეხება იგრძნო, რომელმაც 180 გრადუსით მიატრიალა და საკუთარ სხეულს მიაჯახა. ზურა.
- შენ!
- ვიცი რომ ჩემი დანახვა გაგიხარდა. - ღიმილით უთხრა ზურამ. მარიამისთვის, როგორც ყოველთვის აზრი არ უკითხავს ისე შესვა მანქანაში და კარები მიუკეტა. ასევე წამის მეასედებში მოუარა მანქანას და საჭესთან გაჩნდა.
- ახლა მაინც გაჩერდი!
- მარიამ არ გავჩერდები.
- ნორმალური თუ ხარ, სტუმრები მყავს დატოვებული სახლში.
ზურამ გოგონას არ გაუგონა და ძრავა აამუშავა.
- ხომ შეიძლება საკუთარი დაბადებისდღე მაინც არ ჩამაშხამო! ერთი დღე, ადამიანო ერთი დღე!
- მაბრაზებ!
- რას აკეთებ?
- დაწყებული უნდა დავამთავრო. - ნაგლად ჩაიცინა და გაზს ფეხი ბოლომდე მიადგა. გოგონა ინერციით საზურგეს მიეჯახა.ცრემლები ყელში ახრჩობდა, უკვე ეზიზღებოდა. ეზიზღებოდა ის რასაც ზურა უკეთებდა. ყველაფერი ისე როგორც მას უნდოდა. მარიამი ამ თამაშში მხოლოდ და მხოლოდ პაიკად გრძნობდა თავს. ფიქრებიდან მანქანის მუხრუჭებმა გამოაფხიზლა. გარემო მიმოათვალიერა და ორიოდე სიტყვა წამოსცა:
- დე-ჟა-ვუ...
- ხო მარიამ.. აქ უკვე ნამყოფიხარ. - ზურა მანქანიდან გადავიდა, და გოგონას კარები გარედან გაუხსნა. - არ გადმოხვალ?
- ჯელტმენო.. - გააჯავრა მარიამმა და გაბრაზებული გადმოვიდა.
- შევიდეთ. - ჩაეცინა ზურას, მარიამს გვერდით ამოუდგა და წელზე ხელი მოხვია. გოგონას წინააღმდეგობის გაწევა არც უფიქრია, ესიამოვნა. სახლში შევიდნენ თუარა ფერწასულ თორნიკეს შეეჩეხნენ. მართალია ბიჭს მარიამის დანახვისას სახეზე სინათლე გადაეკრა თუმცა ზურას გამწარებული მიაშტერდა
- სალაპარაკო გვაქ.
- რამოხდა? - გაუღიმა ზურამ
- მარტო უნდა გელაპარაკო - უთხრა თორნიკემ და მარიამს გახედა.
- დასამალი იცი რომ არაფერი მაქვს აქვე თქვი.
თორნიკემ მარიამს ნაღვლიანად გახედა და თავი გაუქნია, მერე ისევ ძმას მიუტრიალდა და დაბალ ხმაზე გააჟღერა
- ლაშამ, თათია საავადმყოფოში წაიყვანა.. მშობიარობა ეწყება. - ამის თქმა, ზურას ღიმილის სახიდან გაქრობა და მარიამის სკამზე ხმაურიანად ჩავარდნა:ერთი იყო.. - მაპატიე მარიამ. - ბოლოს თორნიკემ მარიამს გახედა, რომელიც უსულოდ იჯდა სკამზე და გაშტერებული შეყურებდა ზურას. ბიჭმა თავი გოგონასკენ მიატრალა ტუჩები ერთმანეთს დააშორა, თუმცა მარიამმა დაასწრო:
- ერთი დღე ზურა, ერთი დღე..
ზურაც, არანაკლებ მდგომარეობაში გაქვავებული იდგა. როცა გადახარშა ყველაფერი, მარიამს მიუახლოვდა და თბილად უთხრა
- უნდა წავიდე.
- წადი. - არ დაუყოვნა პასუხი მარიამმა.
- შემომხედე! - ისევ მზრუნველი, აკანკალებული ხმით შეევედრა ზურა.
- ზურა გაგვიანდება წადი! - დაუყვირა მარიამმა და ბიჭის დაჟინებულ მზერას თვალი გაუსწორა. ზურა, ჩაიმუხლა,გოგონას ცალი ხელი ხელში მოითავსა, მეორე ხელი კი ლოყაზე მიადო.
- დამპირდი, რომ დამელოდები. - მარიამს გაბერილი თვალებიდან რამდენიმე ცრემლი წასკდა და თავი დაუქნია. ზურამ შუბლზე აკოცა, წამოდგა, თორნიკესკენ გაიწია, მხარზე ხელი ორჯერ მსუბქად დაარტყა და გარეთ გავიდა.
მარიამმა ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და ლანას ტელეფონზე მისწერა რომ სტუმრებისთვის მიეხედა. რათქმაუნდა არ უთქვამს სად იყო და რა ხდებოდა. თორნიკემ სკამი გამოწია და გვერძე მიუჯდა. მარიამმა სევდიანად გახედა.
- გილოცავ.. - ამოიბურტყუნა თორნიკემ და საცოდავი სახე მიიღო. ეს ყოველთვის ჭრიდა, მარიამს ამაზე ყოველთვის ეცინებოდა. გაცინება თუ არა გაეღიმა მაინც.
- მადლობა..
დაახლოებით ნახევარი საათით, ორივე ჩუმად იჯდა და ტელევიზორში უაზრო გადაცემებს უყურებდნენ.თორნიკე ყოველ 5 წუთში გახედავდა ხოლმე გოგონას და ამოწმებდა გარეგნულად როგორ იყო. როგორ გრძნობდა თავს. მარიამი წამოიწია და თორნიკეს გადახედა. ბიჭმაც კითხვის ნიშნით შეხედა
- წავიდეთ რა..
- სად? - გაიკვირვა თორნიკემ
- საავადმყოფოში.
- მარიამ არამგ..
- თორნიკე გთხოვ! - შეევედრა მარიამი და ფეხზე წამოდგა. ბიჭმა თავი უკმაყოფილობის ნიშნად გაიქნია. მაგიდაზე მიგდებული პულტი აიღო და ტელევიზორი გათიშა. გოგონა მის ყოველ მოძრაობას აკვირდებოდა და თვალს აყოლებდა. საბოლოოდ საკიდიდან ქურთუკი ჩამოხსნა, ვინაიდან გარეთ წვიმდა.მოიცვა და ორივე გავიდნენ სახლიდან. თორნიკე მარიამს მანქანის სადგომისკენ გაუძღვა. ვერცხლისფერი ცე-კლასის დანახვისას მარიამმა წარბები ღიმილით აუწია ბიჭს, თორნიკესაც ჩაეცინა, პულტით ბლოკი მოხსნა და გოგონას კარები გაუღო.მარიამი უემოციოდ ჩაჯდა და რემენი გაიკეთა.
- იმედია ტარება წესიერად იწავლე და ისევ ბოძებს არ ითვლი
- ნუ მეღადავები გოგო - სიცილით უთხრა თორნიკემ და მანქანა დაძრა. დააცლოებით ათწუთიანი მგზავრობის შემდეგ მტკვრის გზატკეცილზე გადაუხვიეს.
- წვიმამ იმატა.. - ამოილაპარაკა მარიამმა, თორნიკემაც თავი დაუქნია.
- რას აპირებ? - მოულოდნელად კითხა
- მშვიდადცხოვრების საშვალებას რომ არ მაძლევს შენი ძმა უკვე ხვდები.. სხვა რაუნდა დავაპირო.
- ეგეც მართალია.
- ამ ყველაფერს ვერ ვეგუები.
თორნიკემ მარიამს გახედა, რაღაც უნდა ეთქვა თუმცა უცებ ორივეს ყურები დაეხშო. მოსახვევში სატვირთომ შემოუხვია. დიდი სიჩქარის გამო, ბიჭმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო. მანქანა სველ ასფალტზე მოცურდა, რამდენჯერმე გადაბრუნდა. სატვირთო ადგილს მაშინვე მოსწყდა. მანქანა კი რომელიც წამების წინ ავარიულად ზურგზე მოექცა, მტკვრის სანაპიროზე დარჩა.
‘ტკაც’
წვიმიან ამინდში სიჩუმემ დაისადგურა.

----------
მოკლედ ჩემო მეგობრებო. ერთ რაღაცას მივხვდი..
უმრავლესობა ხართ მკითხველების ის კატეგორია, ძალიან თბილი თავი თუა მხოლოდ მაშინ აკომენტარებთ. ან რამე საშინელება თუ ხდება. ვიცი რომ კრიტიკა ყოველთვის იქნება და მირჩევნია ეს დაწეროთ და გამოხატოთ, ვიდრე ჩუმად იყოთ.
ბოლობოლო თქვენგან ვიღებ სტიმულს.. ხოდა.. ასეთ ინტრიგას გიტოვებთ. თქვენი აზრით, შემდეგი ნაწილი როგორი იქნება. ან რამოხდა?:)
გელით <3



№1  offline წევრი eni

აუუ კაი რა რას გვტანჯაავ ავტორ აუ არვიცი რამოხდება მაგრამ გული რაგაც ცუდს მიგრძნობს და იმედია რამე საშინელება არმოხდება მგონია რომ ვიგაც მოკვდება
მაგრამ იმედს ვიქონიებ რომ გადარჩებიან აუუ კაი რა კაი რა ზურას რაუნდა ვერვგებულობ რასმიტანჯავს ამ ბავშვს არეყო რაც იტანჯა მარიამმა არვიცი შენ რასაპირებ მაგრამ ზურას ხასათების გამო შეიძლება ვერ ვუგებდე მაგრამ მინდა ესორი ერთად დარჩეს და ზურამ ესყველაფერი რაცდააშავა გამოასწოროს გელოდები იმედს ვიქონიებ ისევ და ისევ რომ არავინ დაშავდება და გადარჩებიან. <3 <3 <3 რაც შეეხება კომენტარებს არწერო ნუ ყველას მიმართ იყო შეიძლება სულ ვერ ვახერხებდე დაწერას მაგრამ როცა ვახერხებ სულ ვწერ კომენტარს და ჩემი შეხედულებებიც იცი ამ ისტორიის მიმართ <3 <3 <3

 


№2  offline წევრი kora

მე რომ შენი ერთგული მკითხველი ვარ და უკომენტაროდ არცერთხელ არ დამიტოვებიხარ ეგ მგონი იცი, ცხადია მაგარი გოგო ხარ და ამიტომაც იმსახურებ იმ სიტყვებს რომლებსაც გეუბნები და რომელთა განმეორებაც არ მომბეზრდება, ჰოდა ახლა ასე ცუდადაც ნუ მომექცევი და ამ ახალგაზრდებს არ დამართო არაფერი თორე გამისკდა გული :) აი თათია და მისი მშობიარობა მთლად მშლის ჭკუიდან და იქნებ გაგვარკვიო მართლა ზურაა ბავშვის მამა თ არა ( ზურას შვილი რომ აღმოჩნდეს, მაშინ არანაირ ვითარებაში არ ვისურვებ მარისთან მისი ურთიერთობის გაგრძელებას, ეგ კი არ მინდა რადგან მიყვარს ზურა და მარის წყვილი ძალიან).
მოუთმენლად დავუცდი ხვალინდელ თავს, წინ საინტერესო რაღაცეები გველის ვატყობ ამას <3
--------------------
kira.G

 


№3  offline წევრი Linna

eni
აუუ კაი რა რას გვტანჯაავ ავტორ აუ არვიცი რამოხდება მაგრამ გული რაგაც ცუდს მიგრძნობს და იმედია რამე საშინელება არმოხდება მგონია რომ ვიგაც მოკვდება
მაგრამ იმედს ვიქონიებ რომ გადარჩებიან აუუ კაი რა კაი რა ზურას რაუნდა ვერვგებულობ რასმიტანჯავს ამ ბავშვს არეყო რაც იტანჯა მარიამმა არვიცი შენ რასაპირებ მაგრამ ზურას ხასათების გამო შეიძლება ვერ ვუგებდე მაგრამ მინდა ესორი ერთად დარჩეს და ზურამ ესყველაფერი რაცდააშავა გამოასწოროს გელოდები იმედს ვიქონიებ ისევ და ისევ რომ არავინ დაშავდება და გადარჩებიან. <3 <3 <3 რაც შეეხება კომენტარებს არწერო ნუ ყველას მიმართ იყო შეიძლება სულ ვერ ვახერხებდე დაწერას მაგრამ როცა ვახერხებ სულ ვწერ კომენტარს და ჩემი შეხედულებებიც იცი ამ ისტორიის მიმართ <3 <3 <3

kora
მე რომ შენი ერთგული მკითხველი ვარ და უკომენტაროდ არცერთხელ არ დამიტოვებიხარ ეგ მგონი იცი, ცხადია მაგარი გოგო ხარ და ამიტომაც იმსახურებ იმ სიტყვებს რომლებსაც გეუბნები და რომელთა განმეორებაც არ მომბეზრდება, ჰოდა ახლა ასე ცუდადაც ნუ მომექცევი და ამ ახალგაზრდებს არ დამართო არაფერი თორე გამისკდა გული :) აი თათია და მისი მშობიარობა მთლად მშლის ჭკუიდან და იქნებ გაგვარკვიო მართლა ზურაა ბავშვის მამა თ არა ( ზურას შვილი რომ აღმოჩნდეს, მაშინ არანაირ ვითარებაში არ ვისურვებ მარისთან მისი ურთიერთობის გაგრძელებას, ეგ კი არ მინდა რადგან მიყვარს ზურა და მარის წყვილი ძალიან).
მოუთმენლად დავუცდი ხვალინდელ თავს, წინ საინტერესო რაღაცეები გველის ვატყობ ამას <3



მადლობა თქვენ! <3

 


№4 სტუმარი Tamo

Ara araferi moxdeba cudi Vici ar vnerviulob magaze,ai tornikeze ro gvetyvi mariami uyvarso eg madardebs, codo arari eg bichi? :-(

ზურას ვერ გავუგე რაღაც -_- მგონ თორნიკეს მარიამი უყვარს ^^ მაგათი წყილიც არიქნებოდა ცუდი :დ <3

 


№5  offline წევრი Linna

Tamo
Ara araferi moxdeba cudi Vici ar vnerviulob magaze,ai tornikeze ro gvetyvi mariami uyvarso eg madardebs, codo arari eg bichi? :-(

ზურას ვერ გავუგე რაღაც -_- მგონ თორნიკეს მარიამი უყვარს ^^ მაგათი წყილიც არიქნებოდა ცუდი :დ <3


ვახ ;დ ბევრი არის მაგ მოსაზრებით კი გეთანხმები. მაგრამ რავიცი. თქვენი გადასაწყვეტია რას როგორ იფიქრებთ ხმას არ ვიღებ მე am

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent