შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

''ამაყი გოგონას დღიური'' (თავი 1)


17-10-2015, 20:53
ავტორი mariami-1996
ნანახია 1 818

დაწყება ყოველთვის რთულია, მაგრამ რაღაცით ხომ უნდა დავიწყო. მოგიყვებით ჩემს მოკლე ბიოგრაფიას. ვცხოვრობ თბილისში, მყავს მეგობრული ოჯახი, ბევრი მეგობარი და რამდენიმე საუკეთესო დაქალი. სკოლა 1 წელზე მეტია რაც დავამთავრე და მენატრება თითოეული წუთი იქ გატარებული.. სიმართლე გითხრათ, სკოლაში პოპულარული გოგონა ვიყავი. აი ისეთი ბევრ ბიჭს რომ მოსწონს და მეც ამ ყველაფრით გავთამამდი. არავის ვაქცევდი ყურადღებას და ბევრისთვის მიტკენია გული. ეს ალბათ ტავად ბიჭების ბრალი იყო, რადგან გოგონებო დაიმახსოვრეთ: ''არ არსებობს შეუბმელი გოგო, არსებობენ უტვინო ბიჭები'' მე-10 კლასში ვიყავი როცა კლასელთან ერთად შევედი სამართალზე და ნეტა არც შევსულიყავი. მაშინ დაიწყო ყველაფერი, მაშინ ამერია ეს ჩემი დაწყობილი, დაგეგმილი და მშვიდი ცხოვრება. სამართლის ბავშვებს ძალიან დავუმეგობრდი, თუმცა იქაც არავინ იყო ისეთი რომ მოგწონებოდა. სწავლის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ კარი შემოაღო მაღალმა, ლურჯთვალება, სიმპათიურმა ბიჭმა, რომელსაც ულამაზესი ღიმილი ჰქონდა და ჩემს პირდაპირ დაჯდა.. არვიცი რა დამემართა, გავწითლდი, ავკანკალდი.. წლების წინ რომ გეთქვათ ასეთი რამე დამემართებოდა ალბათ არც დავიჯერებდი.. მე ჩემს თავს ვერ ვცნობდი. ეს იყო ჩემი ბავშვობის იდეალი, ჩემი ბავშვობის პრინცი. ყოველთვის ასეთი გარეგნობის ბიჭები მომწონდა. ჩემს პირდაპირ დაჯდა.. მიყურებდა, შემდეგ კალამი მთხოვა, მეც მივეცი. შემდეგ სახელი მკითხა და ასე გავიცანით ერთმანეთი. სახელიც რომ ჩემი საყვარელი ჰქვია-გავიფიქრე მე და თან ჩემს გონებაში გავიმეორე '' ნ ი კ ა'' მაინც რა ლამაზად ჟღერს არა?! როცა გაკვეთილი დამთავრდა მელოდებოდა როდის გამოვიდოდი ოთახიდან. შემდეგ დამეწია და მკითხა-სად ცხოვრობო და რომ ვუთხარი დაახლოებით ერთი გზა გვქონიაო და სახლამდე გამომაცილა.. სახლში მივედი და ფბ რომ ჩავრთე მისი მეგობრობის თხოვნა დამხვდა, მეც დავამატე. მოკლედ ასე დავახლოვდით, უფრო სწორედ დავმეგობრდით. ყოველ დღე მწერდა, მირეკავდა, მოსვენებას არ მაძლევდა, მაგრამ ის ფაქტი უფრო მაღიზიანებდა ამ ყველაფერს სახელს ''მეგობრობას'' რომ არქმევდა.. მე ხომ ის როგორც ბიჭი ისე მომწონდა! ბავშვები ყველაფერს ხვდებოდნენ და ზამთრის ერთ ცივ დღეს როცა მან ჩემი ხელი დაიჭირა და მითბობდა მაშინ უკვე საბოლოოდ დარწმუნდნენ. რა თქმა უნდა მეც ვხვდებოდი, რომ მოვწონდი, მაგრამ არ ვიმჩნევდი. 1 წელი ვიყავით მეგობრები. ამდენი ხნის განმავლობაში პირველი არასდროს მიმიწერია. განა იმიტომ რომ ასეთი რაღაცეები მიტყდება, არამედ იმიტომ რომ არ მაძლევდა საშუალებას მომნატრებოდა. რაც დრო გადიოდა ვხვდებოდი რომ ეს მოწონება მართლაც მეგობრულ გრძნობებში გადამდიოდა. გაზაფხულზე, წლის ბოლოს, როცა სამართალს ვამთავრებდით ძალიან სევდიანი იყო, მომენატრებიო მითხრა. უკვე აღარ ველოდებოდი მისგან სიყვარულის ახსნას. მოკლედ დავამთავრეთ სწავლა და მეორე დღეს მომდის მისი ძმაკაცისგან (რომელიც ჩემი ჯგუფელიც იყო) მესიჯი: -მარი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს და თუ შეგიძლია ხვალ შევხვდეთო, ბევრი ფიქრის და დაქალების რჩევების შემდეგ დავთანხმდი შეხვედრას. თან ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა.. მღელი ღამე ფიქრებში შემომათენდა. მაინტერესებდა გამართლდებოდა თუ არა ჩემი ეჭვები. :))
(მაინტერესებს თქვენი აზრი მეგობრებო, მოგეწონათ თუ არა?!.. გავაგრძელო თუ არა?!..)



№1 სტუმარი ანიი

კი კი გააგრძელე

 


№2  offline წევრი mariami-1996

ანიი
კი კი გააგრძელე

კარგით გავაგრძელებ აუცილებლად :*

 


№3 სტუმარი Tatuliii

Gaagrdzele sainteresoa da sxvatashoris gansxvavebuli daswayisis moqne istoria :Love:

 


№4  offline წევრი mariami-1996

მადლობა ჩემო კარგო.. ყველაფერი რასაც ვწერ რეალობაა.
Tatuliii
Gaagrdzele sainteresoa da sxvatashoris gansxvavebuli daswayisis moqne istoria :Love:

 


№5 სტუმარი Guest რუსა

მომეწონა Very very good the cool

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent