საშიში გრძნობა ''სიყვარული''{1}
პირველი დღე იყო ახალ უნივერსიტეტში. საშინელი და კოშმარული წელი გამოვიდაა. გასულ წელს სულ რაღაც ერთი ქულა დააკლდა და ამის გამო სხვა ქალაქში მოისროლეს განათლებიდან. წელს ბევრი იწვალა ,მაგრამ როგორც იქნა მის ფაკულტეტზე მობილობა გამოაცხადეს და გადმოვიდა. ოდნავადაც არ წყდებოდა გული გორის სახელმწიფო უნივერსიტეტზე. რაღაც კოშმარს ჰგავდა მისი იქ ცხვრება. თითქოს სხვა პლანეტაზე ცხოვრობდა. მთელმა წელმა ისე გაიარა ერთი მეგობარიც კი ვერ შეიძინა. როგორც იქნა გადმოვიდა. მის ქალაქს დაუბრუნდა და ახლა ისე გრძნობს თავს ,როგორც თევზი წყალში. ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს დღეს პირველად მიდის უნივერსიტეტში. ქრისტინე დვალ . ჰო სხვათაშორის ქრისტინე და არა ქრისტინა. ვერ იტანს ასე ,რომ ეძახიან. რატომღაც საშინლად აღიზიანებს. დილაადრიან წამოხტა ფეხზე. შემოდგომის სურნელი ღია ფანჯრიდან შემოუძვრა ცხვირში და ახარა ,რომ მისი ახალი ცხოვრება იწყებოდა. შესამჩნევად ცხელ შხაპს შეეყუდა და როგორც ყოველთვის ახლაც ენით აუღწერელი სიამოვნება იგრძენო. აი ისეთიი წყყალი უყვარდა ყოველთვის თან რომ გწვავს და თან არა. კარედ შეჭრილი თმა ჩამოისწორა. ვიწრო შავ შარვალზე უბრალო პერანგი და ზედ კოსტიუმი მოირგო. სათვალე არ სჭირდებოდა ,მაგრამ რატომღაც მიაჩნდა ,რომ უხდებოდა ამიტომ ხშირად ატარებდა. ისიც დაიმაგრა ცხვირზე და ლაღად გადაბიჯა გარეთ. სახლში არავინ შემომგებებია რაც იმის ნიშანი იყო ,რომ დედა სამსახურში გათენებისთანავე წავიდა. ჰო მართლა დედამისი ჟურნალისტია ამიტომ როდის მიდის და მოდის სახლში ყველანაირად გაუგებარი და ამოუცნობი ფაქტია. ტაქსი გააჩერა და მისამართი უთხრა. ცხვირი კი აიბზუა ,მაგრამ წაიყვანა. იცოდა საწყალმა ამ დღეს რა გადატვირთული იქნებოდა მიმდებარე ტერიტორია. არც შემცდარა. ძლივს გადმოვიდა მანქანიდან . მტერს იმდენი ბავშვი ირეოდა შესასვლელთან. მისი წინა დღეს საგანგებოდ გატკიცინებული პერანგი სულ ტანზე შემოეკუჭა. ძლივს გაძვრა კარში. სათვალეს კი მოეღრიცა სახეზე და იმ დღეს პირველად ინატრა ძველი უნივერსიტეტი. დეკანატში ავიდა და მისი ჩარიცხვის საბუთები ითხოვა. ლექციები არ იყო და ამიტომ გარეთ გამოვიდა. იგივე გზის გამოვლა მოუწია რაც შესვლისას. ეზოში უპატრონო ძაღლივით აიზუტა. მისი რამდენიმე ქალაქელი ნაცნობი კი დაინახა ,მაგრამ მისთვისს არავის ეცალა. ისიც ადგა და უკან სახლისკენ ავიღო გეზი. -რა ჯანდაბისთვის გამოვეწყვე ასე საგანგებოდთქო_უსაყვედურა მის თავს და დივანზე დაეხეთქა. ქუსლიანები იქვე მიაყარა და ტელევიზორი ჩართო. რას ელოდა ერთი პირველი დღისგან ადგილზე სადაც არავის იცნობდა ძალიან აინტერესებდა ,მაგრამ მაინც ეშლებოდა ნერვები. აარც მეორე დღეს წასულა და არც მესამე დღეს. იცოდა არეულობა იქნებოდა. მეოთხე დღეს ისევ გამოეწყო და სახლიდან გასვლა დააპირა ,მაგრამ სამზარეულოდან ჰოი საოცრებავ დედამისის ხმა მომესმა. ვერაფრით დაუჯერა ყურებს და თავი გააქნია. ისევ ,რომ გაიგონა შეძრწუნებული სახით შევიდა სამზარეულოში და დედამისის გამზადებული ყავა თავისკენ მოსწია. -დედა კარგად ხარ? -კი... -დაგითხოვეს? -არა .... ფუი ეშმაკს _ დააკაკუნა ხის მაგიდაზე -მშვიდობაა? -კი... -აბა სახლში რატომ ხარ? -უნდა გამეცინოს ახლა? ვაი და არ მეცინება? -რა ვიცი , მე მაინც ვცადე და ... -დღეს თორმეტამდე არ გავდივარ. მერე ლონდონში მივდვარ ჩაწერაზე. ასე ,რომ მინდოდა დაგმშვიდობებოდი. თორმეტზე მიფრინავს ჩემი რეისი. -რა გინდა ლონდონში? -რაღაც კინოს ფესტივალია და ქართული ფილმია წარდგენილი. უნდა გადავიღოთ... -ოჰ, არ ვხუმრობთ ხომ ? -კარგი რა... ჰო მართლა შენი სწავლის თანხა ჩავრიცხე და მთელი წელი არ შემაწუხებ შარშანდელივით -ბოდიშით თქვენო მოწყალებავ დაგირღვიეთ სამსახურეობრივი სიმშვიდე. _ ხელები მაგიდაზე დააკაკუნა ქრისტინემ -ქრისტინე რატომ არ სწავლობ თეატრალურზე? -არ მიტაცებს... -არა და მოგიხდებოდა. შენი იუმორის გრძნობის პატრონს. წავედი ბარგი ჩავალაგო. -მე კიდევ წავედი იქნებ უნივერსიტეტში რამე მოხდეს ახალი და მეც გამიჩნდეს საკუთარი საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში ფაქტობრივად თავს გჭრის შენი ერთადერთი შვილი. -ქრისტინე დამღალე .... _კარი მოიხურა ქალმა და გოგონაც გამოვიდა ქუჩაში იგივე გზა და იგივე შესასვლელი. აურზაური და ხმაური. უცნობი სახეების ნამდვილი ზეიმი იყო. კედელთან მივიდა და ცხრილი ამოიკითხა. აშკარად მესამე სართულზე იყო. ტელეფონში ჩაძვრა იფიქრა ისე ავივლი ვერ გავიგებ დაღლასო ,მაგრამ გული მაინც ამოუარდა. ოთახის კარი ღია იყო. ‘’-პირველი შთაბეჭდილება აუცილებელია’’ _ გაიფიქრა და წელში გასწორდა. ჩანთა ,რომელიც გვერდულად ჰქონდა გადაკიდებული ცალ მხარეს გადაანაცვლა. ტანსაცმელი გაისწორა და შევიდა. რაოდენობა მოსალოდნელზე ბევრი აღმოჩნდა. მისი ქუსლების კაკუნზე კი მოიხედეს უკან რამდენიმემ ,მაგრამ მერე ზედაც არავის შეუხედავს. უკან ადგილები იყო მარტო თავისუფალი. ბოლო მაგიდასთან დაჯდა და დაელოდა ლექტორი როდის შემოვიდოდა. ათვალიერებდა ჯგუფს და ახალ მეგობრებს. ჰო იქნებ ისინი მაინც გამხდარიყვნენ მისი მომავალი მეგობრები. იქნებ შესძლებოდა მათთან ურთიერთობის აწყობა. თვალების ცეცება არ შეუწყვიტავს. ეძებდა რამე საინტერესოს და ხელჩასაჭიდს ,რომ ვინმეს გამოლაპარაკებოდა. ხანში ოდნავ შესული ,მაგრამ სიმპატიური და კარგი აღნაგობის კაცი შემოვიდა ოთახში. ხელში რადენიმე ფაილი ეჭირა. ჯგუფს გახარებული სახით მიესალმა. ეტყობოდა ,რომ უკვე ერთი წელი იყო იცნობდა. როცა დაიჭირა თვალი მასზეე გააჩერა ეცადა სანდომიანი სახე მიეღო და ოდნავ გაეღიმა. რაღაც გასული წლის მასალაზე დაიწყო საუბარი. ეგ თემები კარგად იცოდა. საუბედუროდ გორში სწავლის გარდა სხვა საქმე არაფერი ჰქონდა. მარტო წიგნთან კლავდა დროს. საშინლად მობეზრდა და ხელს ჩამოეყრდენო. ბავშვებს აკვირდებოდა და სწავლობდა თითოეული მათგანის გამოხედვას. აუდიტორია დიდი იყო და ამანაც დაღალა. ის იყო მერხზე გადაწვა ,რომ პირველად მაქცია ყურადღება მის პარალელურ რიგში მჯდომ ახალგაზრდას. აშკარად მაღალი ,ქერა და სიმპატიური იყო. სხვა მაინც არაფერი ჰქონდა საქმე და მასზე დაიწყო დაკვირვება. ჯანდაბას ამით მაინც შევიქცევ თავსო უყურებდა და რაღაც აღიზიანებდა ,მაგრამ ვერ ხვდებოდა რა. გარეგნულად უნაკლო იყო. პრინცს ჰგავდა ეგ იყო ცხენი არ ჰყავდა. მხოლოდ რამდენიმე წუთის მერე მიხვდა რა იყო ისე რაც ტვინში დენივით უვლიდა. სკამის ქვემოდან ხედავდა როგორ ათამაშებდა ცალ ფეხს ისტერიულად და ფრჩხილებს იკვნეტდა. ფანჯრიდან იყურებოდა თითქოს აქ არც იყო. ‘’-ეს რა უბედურებაა?’’ _გაიფიქრა გულში _’’ ამხელა კაცი ფრჩხილებს როგორ იკვნეტს? ფუ ალბათ რომელიმე პროვინციიდანაა ჩამოსული ‘’ _ცხვირი აიბზუა და სხვა მხარეს დაიწყო ყურება ,მაგრამ ამაოდ თვალი მაინც მისკენ გაურბოდა. მთელი ლექცია ასე გავიდა. როგორც კი ფეხზე წამოდგა და გრაციოზულად გაიარა გონება დაებნიდა. ნამდვილად არ ჰგავდა პროვინციიდან ჩამოსულ სულელს. მას ხომ არაერთი დახვეწილი და კარგი მანერების ადამიანი ჰყავდა ახლოდან ნანახი. საბედნიეროდ დედამისი დამსახურებით ამის ბედნიერება არასდროს მოჰკლებია. ისიც ლამის იძულებით ასწავლიდა ამ ყოველივეს შვილს ,რომ თავის წრეში თავი არ შეერცხვინა. -რა ჯანდაბა ხდება? ნუთუ უბრალოდ ცუდი ჩვევაა._ისევ წვიდა ფიქრებში ქრისტინე. ადგა და გარეთ გამოვიდა. დღეების განმავლობაში გრძელდებოდა ასე. ლექციებს არ უსმენდა. მხოლოდ მას უყურებდა. ბიჭი ფრჩხილებს იკვნეტდა. ამასთან ერთად დაძაბულობის მორევში ცურავდა. როგორც კი ლექცია დასრულდებოდა და ადგებოდა თითქოს სხვა ადამიანი ხდებოდა. ‘’-იქნებ დახურული სივრცის ეშინია’’ _ გაიფიქრა გულში და ბოლომდე დაასკვნა ,რომ ასე იყო. საპირფარეშოსკენ აიღო გეზი. სამწუხაროდ ბევრი ხალხი ირეოდა და შესვლა დაუგვიანდა. კიდევ უფრო დაუგვიანდა იქედან გამოსვლა. ტელეფონს ეძებდა და ვერ პოულობდა. ლამის მთელი ჩანთა ამოყარა ზემოთ,მაგრამ ამაოდ. არაფერი ვერსად იპოვა. მერე ჯიბეების ქექვა დაიწყო და ისიც გამოჩნდა. -აქ ყოფილხარ პატარავ _ მხიარულად ჩაილაპარაკა და ის იყო კიბეზე აპირებდა აბიჯებას ვიღაცის ძლიერი ბიძგი იგრძნო. იმდენად ძლიერად მოქაჩეს თავისკენ ლამის მხარი ამოუარდა. შოკში ჩავარდნა ის იყო,როდესაც დაინახა მისი სახის წინ ვინ იდგა. -შეენ?_აღმოხდა და უცნაურ კლასელს თვალი საუსწორა. -იქ ნუ ეჩრები სადაც არავინ გეკითხება და ნურც მაშტერდები. გაფრთხილებ არ მომწონს ... გაფრთხილებ ...უბრალოდ გაფრთხილებ ქრისტინემ დაინახა როგორ დაეჭიმა ბიჭს კისერზე ძარღვები და სიბრაზე ჩაუდგა თვალებში. სახეზე ღიმილი შეეყინა გოგონას. შეესინდა, შეაძრწოლა ამ ყოველივემ. ბიჭმა უხეშად ჰკრა ხელი და გვერდით ჩაუარა. მომხდარით გაოგნებული იყო. ჯერ იმას რას წარმოიდგენდა ,რომ სრულიად უცხო ადამიანი და ისიც ბიჭი ასე უხეშად მოექცეოდა. მერე კი იმას რას იფიქრებდა ,რომ ეს ადამიანი დამუქრებას გაუბედავდა. არც კი ახსოვდა სახლამდე როგორ მივიდა. მთელი გზა ეფიქრებოდა ,მაგრამ არ იცოდა რაზე. თითქოს შიშს პირველად ჩახედა თვალებში. თვალწინ ედგა მისი მღვრიე ნაცრისფერში გარდამავალი თვალის ფერი. დაჭიმული ძარღვები და მრისხანებით აღსავსე მთელი მისი არსება. ნეტავ საიდან გაიგო ,რომ ვუყურებდიო ფიქრობდა ,მაგრამ ამაოდ . აზრად არაფერი მოსვლია. ტაქსიმ ჭიშკართან ,რომ გაუჩერა და ათჯერ მაინც გაუმეორა კაცმა მოვედით და თანხა გადამიხადეო მერე გადმოვიდა ძირს. გასარები მოიძებნა და შიგნით შევიდა. ტელევიზორი ჩართო. საერთოდ ასეტი ჩვევა ჰქონდა. ტელევიზორს არ უყურებდა ,მაგრამ მაინც სულ ჩარტული ჰქონდა. თითქოს ტრადიცია იყო ოჯახში. ყავა დაისხა და დივანზე ფეხმორთხმით დაჯდა. მდუღარე სითხე კისერში გადაუვიდა და სულ დასწვა ,მაგრამ ისე იყო გართული ვერც კი მიხვდა რამ შეაწუხა იმ წუთას. დაღამებამდე იჯდა იქ. ადგილიდან არ გარყეულა. ყავის სმას ,რომ მორჩა ჟურნალები გადმოაწყო და კითხვა დაიწყო. უცნაური სტილი და გემოვნება ჰქონდა ,მაგრამ კარგად ჩაცმას მიჩვეული იყო და მოდის სფეროც არ დატოვა უყურადღებოდ. ფურცლავდა ,მაგრამ ფიქრებით სულ სხვაგან იყო. მისაღებში ტელევიზორი ჩართული დატოვა და ისე ავიდა დასაძინებლად. ტელეფონის დიქტოფონს ხელი დაჰკრა და დედამისის შეტყობინება მოისმინა. ეუბნებოდა ცემზე არ ინერვიულო. ანგარიშზე თანხა დაგისვი და ჩემს ჩამოსვლამდე გეყოფაო. -ისევ ერთი და იგივე_ჩაიბუზღუნა და საბნის ქვეშ შეწვა. ფეხები მოკუნტა და დაძინება სცადა. ტყუილა ყოფნისგან ისე იყო მოთენთილი დიდხანს არც უცდია. კოშმარებმა არ დაასვენეს მთელი ღამე. ესიზმრებოდა ,რომ მისი ახალი კურსელი თავს ესხმოდა და კისერს დანით ჭრიდა. ყველგან სისხლი იყო მიმოფანტული. ლამის გიჟს ჰგავდა რომ გამოეღვიძა. ფეხზე წამოხტა და ოთახში დაიწყო მიმოსვლა. ფანჯრიდან ლამიონების შუქი მოსჩანდა. უნდოდა გამოეღო მაგრამ ახლოს მისვლა ვერ გაბედა. მერე თავი გაიმაგრა, საკუთარ თავს სულელი უწოდა და წელში გამართული მიუახლოვდა სარკმელს. მზის ფარდა გადასწია და კორპუსის ქვემოთ გადაიხედა. აბა ისე ,ხომ არ გააღებდა ფანჯარას. განწირული ხმით შეიკივლა და კედელს აეკრა. თვალი ისევ ქუჩისკენ გააპარა. ისევ იქ იდგა კაპიუშონწამოფარებული ბიჭი და ბოძზე იყო მიყუდებული. ძირს იყურებოდა და გარშემო არაფერს აქცევდა ყურადღებას. . ისე შეეშინდა ლამის სუნთქვა შეეკრა. -იდიოტი ვარ. ნამდვილი იდიოტი. _დაუყვირა თავის თავს და ფარდა ისევ ჩამოაფარა. _მგონი მოჩვენებები დამეწყო. ისევ შეხტა საბნის ქვეშ და თავზე წამოიფარა. არ ეძინა ,მაგრამ ისე იყო გატრუნული გეგონებოდათ არც კი სუნთქავსო. ვერც მიხვდა ისე ჩაეძინა. რომ გამოეღვიძა ისევ საბანი ეფარა და სიბნელე იყო. ეგონა ჯერ არ გათენებულაო , მაგრამ უკვე ათი იწიყებოდა. ლექცია ზუსტად ათზე ჰქონდა. ისე ჩაიცვა წესიერად არც კი შეუხედავს ზედ. სამზარეულოში შესვლისას დაინახა დედამისის ყავის ჭიქა იდო მაგიდაზე ,რომლითაც ყავას იმზადებდა ექსტრემალურ სიტუაციში გზაში რომ დაელია. უკვე გამხადებული შიგ გადაასხა და გარეთ გამოვარდა. რადგან უკვე აგვიანდებოდა იმ დღისთვის კედები ჩაიცვა. აუდიტორიამდე ძლივს მიასწრო. ლექტორი კარს უკვე კეტავდა გულამოვარდნილი რომ მივიდა. ახალგაზრდა ქალმა გაუღიმა და შიგნით სეუშვა. არასასურველი სტუმარი უკვე იქ იჯდა და როგორც ყოველთვის გარეთ ეჭირა მზერა. ქარივით ჩაუქროლა მის მაგიდას და ისევ ბოლო მერხზე დაჯდა. მთელის მონდომებით ცდილობდა მისთვის კი არა საერთოდ იმ მხარეს არ გაეხედა. მის გულში შიში იყო გამეფებული. თან იწერდა და თან გულში ეფირებოდა. თავისი სტიქიიდან კურსელის დაძახებამ გამოაფხიზლა. ''გიჯი'' კურსელის უკან მერხიდან გოგონა ეძახდა. -მათხოვე რა ჩაიწერე. ცოტა ჩამოვრჩი _შეეხვეწა და ჩანაწერი გამოართვა. წამის მეასედში გაუწორა მზერა ბიჭს ,მაგრამ ადგილზე შეხტა და თვალებზე ხელიჩამოიფარა. -ნეტა შენიშნა ,რომ შევხედე? _გაიფიქრა და ლამის გული ამოუარდა საგულედან. მთელს კანზე ბურძგლავდა ლამის იყო ატირებულიყო ,მაგრამ გულს იმაგრებდა. არავის არაფერს აჩვენებდა. ზარი დაირეკა ,მაგრამ ქრისტინე ადგილიდან არ გარყეულა. დაელოდა ,როდის გავიდოდა ის ბიჭი. თან მისი რვეული ხომ ჯერ არ დაებრუნებინა გოგონას. როგორც კი აუდიტორია მის გარეშე დაიგულა ამოისუნთქა და სახეზე ფერი დაუბრუნდა. მიუხედავად ამისა გული მაინც ისევ ისე უძგერდა. -შენი რვეული _ მოუახლოვდა გოგონა და წინ დაუდო_გმადლობ დახმარებისთვის. _არაფერია_გაიღიმა ქრისტინემ თუმცა ნაძალადევად. -აქ ახალი ხარ? ბევრი ჩვენი კურსელი მხოლოდ გამოცდებზე მოდის ხოლმე ,მაგრამ შარშან არც გამოცდებზე მინახავხარ. -კი ახალი ვარ. გორიდან გადმოვედი. -სასიამოვნოა. გინდა ყავა დავლიოთ ერთად? -დავლიოთ. შენ შარშანაც აქ იყავი? -კი ვიყავი ,მაგრამ სიმართლე გითხრა ახლო ურთიერთობა არ მაქვს კურსელებთან. არ გამომდის ურთიერთობები. -რა დამთხვევაა. არც მე... არ დაიჯერებ ,მაგრამ გორში ერთი წელი ვიყავი და ფაქტობრივად არავინ გამიცვნია. გოგონები ნელა დაუყვნენ კიბეებს და მალე არმოჩნდნენ უნივერსიტეტის კაფეტერიაში. ორივემ ყავა აიღო და მაგიდას მოუსხდა. -მაპატიე ,მაგრამ ჯერ შენი სახელიც არ გითქვამს. -ნაკა გურეშიძე. -ნაკა? -ჰო ნანკას მეძახდნენ და არ მომწონდა. მერე გადავიკეთე. -ჰო სახელების გადაკეთება ძალიან ''მოდურია'' და ''ტენდენციური''. მაპატიე მიჩვეული ვარ ასეთი სიტყვების ბრახა-ბრუხს დედაჩემის გადამკიდე. მე ქრისტინე დვალიშვილი. -სასიამოვნოა. დედაშენი რას საქმიანობს? -ჟურნალისტია და ახლაც ლონდონშია ჩაწერაზე -მაგარია. მომწონს ჟურნალისტობა თუმცამე არ გამომივიდოდა. -დედა ტვლის ,რომ თეატრალურისთვის ვარ დაბადებული. თუმცა მე არ მაღელვებს ეს პროფესია._ ქრისტინემ სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. _ ეწევი ? _კოლოფი გაუწოდა ახლადგაცნობილს. -არა გმადლობ ... -კარგი გოგო ... -როგორ? -კარგი გოგო. ასე ეძახიან ჩემს სამეგობროში . ანუ არც სვამ?_ ნაკამ თავი გააქნია. _ და არც კლუბებში ''გრიალებ'' _ გოგონამ ისევ თავი გააქნია. -გოიმი ვარ. -არაუშავს შარშან მეც ვიყავი. -ასე გაგიჭირდა გორში? -დარწმუნებული ვარ მამაჩემი უფრო მხიარულად იყო საფლავში ვიდრე მე. _ სიგარეტი საფერფლეზე დაჰკრა გოგონამ -მამა გარდაგეცვალა? -შვიდი წლის ,რომ ვიყავი. -ვწუხვარ... -ჰო მეც. სამწუხაროდ არ გაუმართლა. -რა დაემართა? -არქიტექტორი იყო და მშენებლობაზე ხარჩო ჩაუტყდა. უბედური შემთხვევა იყო. -საშინელებაა. -ჩვენს კურსელებზე რას იტყვი? -არაუშავთ. თუმცა ხომ გითხარი არც ისე ახლოს ვართ. -ის ბიჭი დღეს შენს წინ ,რომ იჯდა ?_ ნაკამ მხრები აიჩეჩა._რა ? -არ ვიცი და არც არავინ იცის. არ ვიცნობთ. -როგორ ერთი წელი გავიდა. -არასდროს გვისაუბრია. ასე მოდის და უსიტყვოდ მიდის. ხმაც არ გაგვიგია მისი. მგონი მუნჯია. ერთხელ ლექტორმა რაღაც ჰკითხა და ლამის ათი წუთი დუმილით პასუხობდა სანამ ის ქალი ბოლოს და ბოლოს მიხვდა ,რომ არ აპირებდა მასთან ''ჭორაობას'' ''-მუნჯი ნამდვილად არ არის'' _გაიფიქრა გულში ქრისტინემ და გაიღიმა. -ესე იგი ჯერ არ გაგიცვნიათ? -უცნაურია ,მაგრამ არა. -იქნებ ვერ იგებს და ამიტომაც არ პასუხობს. -არა შუალედრებზე ყოველთვის უმაღლესი ქულა მას აქვს. თუმცა ჯერ მისი გაცნობის პატივი არ დაგვდებია. -უცნაური ''ტიპია'', დაკვირვებიხარ ფრჩხილებს ,რომ იკვნეტს? -კი, ერთგვარი წიკია. -რა წიკი? -ნერვული წიკი. სიქოლოგიიდან ვიცი. მასინვე მივხვდი. -ფსიქოლოგიას სწავლობ? -შარშან დავდიოდი კურსებზე. შესაძლოა რამე ტრამვის ან თანდაყოლილი დეფექტის ნიშანი იყოს. საინტერესოა თუმცა არ ვცდილობ მასთან ურთიერთობის დამყარებას ''-არც გირჩევ''_გაიფიქრა გულში და ცალყბად გაეღიმა. -კარგი უნდა წავიდე.სასიამოვნო იყო შენთან საუბარი და შენი გაცნობა. სხვა დროს გამოველაპარაკებით მაინც ერთმანეთს მეტი თუ არაფერი. -კარგად. მე დავრჩები ცოტა ხანს და რამეს წავიკითხავ ქრისტინე გარეთ გამოვიდა. ცოტა ეწვიმა კიდევაც. ნელი ნაბიჯებით გამოჰყვა ეზოს. ფიქრობდა ნაკას სიტყვებზე ალბათ ტრამვის შედეგიაო. რა ჯანდაბისთვის ეფიქრებოდა იმ ბიჭზე და მის პრობლემებზე. ''-ეშმაკსაც წაუღია'' _გაიფიქრა გულში და ქუჩაში გადმოვიდა. წვიმამ მოუმატა და კაპიუშონი წამოიხურა. ტაქსის ნომერი აკრიბა და ბარდიულთან დადგა. გზის მეორე მხარეს იყურებოდა . მოლოდინში გართული ყურსასმენებს აყოლებდა ჯიბეში ჩაყოფილ ხელის თითებს. ამ ბოლო დროს ''რინა'' ყავდა ამოჩემებული. ასეთი ხასიათი ჰქონდა. ვერ გეტყოდათ ,რომელი იყო მისი საყვარელი მუსიკოსი. ამოიჩემებდა რაღაცას და მერე სულ ამას უსმენდა. მერე ''გადაუნდებოდა'' და ახალ მიზანს დაეძებდა. წინა ჯერზე ''ლედი გაგას'' ეთაყვანებოდა. არც ახლა აკლებდა , მაგრამ ისე გიჟურად აღარ. გარდერობში ჯერ ისევ ეკიდა მაისური ზურგზე წარწერით '' Lady Gaga is the queen of music'' . ჰო მის გარდერობში კიდევ ბევრი მსგავსი მაისურები ეკიდა. თუნდაც ისეთი როგორიცაა წარწერა ''living is easy with eyes closed ''. ემართებოდა ხოლმე ასეთი გაფანატებები. არც ახალი მოვლენა იყო და არც გასაკვირი. ამის შესახებ დედამისმაც იცოდა. ისეთი გიჟური იდეები აწუხებდა როგორიცაა რევოლუციის მოხდენა და ომში წასვლა. ავღანეთშიც კი აპირებდა წასვლას ერთი პერიოდი ლამის ჭკუიდან გადაიწყვანა დედამისი. ''-სრულიად არანორმალური მოვლენა ხარ ''_ ხსირად უმეორებდა ქალი და აფსოლუტურად იყო დარწმუნებული იმაში ,რომ მისი ქალიშვილი ერთხელაც ისეთ სიგიჟეს ჩაიდენდა თავადაც არ ასცდებოდა ჭკუიდან გადასვლა. აშინებდა შვილის არაპროგნოზირებადი ხასიათი. ამის დამსახურება იყო შარშან გორში ,რომ ამოჰყო თავი. საინტერესო ისტორიაა მოსაყოლად ,მაგრამ ცოტას გადავდებთ. გზას მოავლო თვალი და მეორე მხარეს დაინახა როგორ ცდილობდა მისი ''გიჟი'' კურსელი მანქანის გაღებას ,მაგრამ აშკარად რაღაც უჭირდა. ბოლოს და ბოლოს პრობლემა გადაჭრა და კარი გაიხსნა. მანქანაში ჩაჯდომამდე წამით შეხვდა მათი მზერა ერთმანეთს და ისიც გაჩერდა. ქრისტინემ სასწრაფოდ აარიდა მზერა და გონებაში ისევ აჰყვა სასურველ და ამ ჯერზე გაფანატებული მუსიკას. ამ დროს სადღაც ჯანდაბაში მოგზაურობს გონებით და მის გარშემო ყველა და ყველაფერი კვდება. ტაქსი მის ფეხებთან გაჩერდა. კარი გააღო და შიგნით შეხტა. ბიჭი ჯერ ისევ იქ იდგა და თითქოს რაღაცას აკეთებდა მაგრამ აშაკრად არ იყო ასე. მიმავალ ტაქსის თვალი გააყოლა და კარი მიიკეტა. მძროლი რაღაც მკვდარ მუსიკას უსმენდა. ქრისტინემ ტელეფონს ხმა აუწია და გულისწამღები მელოდია ,რომელიც თავის ''რიანას'' ერეოდა წამიერად ჩაკვდა. -გადავიფიქრე სხვაგან მივდივარ _ განუცხადა ტაქსისტს და სხვა მისამართი უთხრა. -ფულის დამატება მოგიწევთ. -ვხვდები მაგდენს. მძღოლმა მანქანა მოაბრუნა და უფრო სწრაფად წავიდა. დაახლოებით 15 წუთი მოუნდა სიარულს. ქრისტინემ ''რიანას'' სამი ''ტრეკის'' ჩამოცლა მოასწრო. -მოვედით_თქვა კაცმა_ რვა ლარი _ ქრისტინემ ათ ლარიანი ამოიღო და სავარძელზე დაუგდო. ხურდას არც დალოდებია ისე აუყვა სადარბაზოს კიბეებს. _მადლობა_ მოაყვირა კაცმა ,მაგრამ ქურებდაცობილ გოგოს არც გაუგია. კარზე დააკაკუნა. კედელს მიეყუდა და პასუხად გაღებას დაელოდა. მალევე აურსულდა ოცნება. უკან თმაშეკრული ბიჭი მოეგება და გაუღიმა. -ქიტი რამ მოგიცდინა ფეხი. -გრიგალია ჩემსკენ და ნუ მეძახი მასე ჰომეროს -შენ ,რომ მეძახი ჰომეროსს მოსულა? -დაიკიდე -მოდი ... -იცოდე უნდა მოვწიო და არ დამიწყო მერე გარეთ გადი და მასეთები. -მეზიზღები იმის გამო ,რომ ''დაიკიდე'' ჩვენი მეგობრობა. -მომენატრე სხვათაშორის._ ჩანთა ძირს დააგდო და დივანზე ჩამოჯდა. ფეხები მაგიდაზე შემოაწყო და სიგარეტს მოუკიდა. -დედაშენი სადმე წავიდა? -ლონდონში... -ასეც ვიცოდი. დალევ რამეს? -რა ვიცი თუ შემომთავაზებ . -გორში გადაგაკეთეს და მთელი ამბები. -ნუ მახსენებ იმ სამყაროს დასალიერს. -რატომ აითვალწუნე მშვენიერი ადგილია. ეს შენ ხარ ისეთი ვერაფერს ,რომ ვერ ერგება. ავღანეთში ისევ მიდიხარ? -ამაზე აპირებ ჩემთან საუბარს? მითხარი ისევ წერ მითებს? -ხომ იცი როგორ მიყვარს მითოლოგია . შეეგუე უნივერსიტეტს? _ პატარა ჭიქები დადგა მაგიდაზე ბიჭმა და სასმელი დაასხა. -ტეკილა სად ჯანდაბაში გქონდა? -მეგობარმა მაჩუქა და შენზე უკეთესთან ვისთან დავლევ? -კოტიკო შენ ხომ ნახევრად ფსიქოლოგი ხაღ? -საიდან დაასკვენი ახლა ეგ? -რა ვიცი ამბობენ შემოქმედი ხალხი რაღაცაო და ...მოკლედ.. -კაი რა... -როგორ გგონია რატომ შეიძლება იკვნეტდეს ფრჩხილებს 23 წლის ბიჭი და კანკალებდეს უმიზეზოდ? -ნარკომანია? -არა...არ ვიცი ..._ შეშფოთებული სახე მიიღო გოგონამ . კოტიკომ უნდობლად გადდახედა ..._არამგონია _დააზუსტა საკუთარი ნათქვამი გოგონამ -აგრესიულია? -მგონი, ალბათ _ თვალწინ ისევ გადაურბინა მისმა განრისხებულმა სახემ. -შესაძლოა დოზა არ ქონდა და ... -არ ჰგავს მასეთს. კაი დაიკიდე ... -ვისზეა საუბარი? -არ იცნობ ერთი ჩემი ნაცნობია. _ისევ გადაჰკრა გოგონამ სასმელი. -გიჟი ხარ ქრისტი ... -მოდი ესეც დაიკიდე რა. მგონი დღეს ბევრჯერ გამოვიყენე ეს სიტყვა ხომ ? -საკმარისზე მეტჯერ ... -აუ ძალიან ცუდად ვარ. დაბნეული და განადგურებული. არც ვიცი საკუთარი თავი სად ვეძებო. მხოლოდ ის ვიცი ,რომ მარტო ყოფნა არ მინდა. -დარჩია აქ _ ხელი გადახვია კოტიკომ და შუბლზე აკოცა. _ბოლოს როდის დარჩი გახსოვს? -გორამდე. მომენატრე ...მიდი კიდე დაასხი რა... უნდა გავბრუვდე. -გავცალოთ? -ბოლომდე. ერთ საათს ეყოთ ის ერთი ბოთლი ტეკილა. ბოლოს ისე გაბრუვდნენ მუსიკას აუწიეს და გიჟებივით ცეკვავდნენ. თითქოს დაავიწყდა მომხდარი ,მაგრამ ხანდახან მაინც ახსენდებოდა და სახე ეცვლლებოდა. მერე ისევ გამხიარულდებოდა და ასე. კომპიუტერის მაგიდიდან დინამიკი გადმოვარდა და იმხელა ხმა გაისმა ქრისტინე ბურთივით ახტა ჰაერში. ისე შეეშეინდა ლამის შეწუხდა. -რა დაგემართა? _ ჩაეხუტა კოტიკო და აკანკალებულ გოგონა ლოყაზე აკოცა. -რა ვიცი შემეშინდა _ დაიჩურჩულა გოგონამ და კიდევ უფრო ახლოს მივიდა. კოტიკომ თავი ააწევინა და მის ტუჩებს შეეხო. მერე კისერს და მანამ გაგრძელდა სანამ დივანზე არ აღმოჩნდნენ. -რამდენი ხანია ერთად აღარ ვყოფილვართ. მომენატრე გადარეულო _ გაუღიმა ბიჭმა და მაისური გადააძრო. ქრისტინე შეშინებული ბავშვივით ისევ მიეკრა მამაკაცს და ალერსში აჰყვა. მუსიკა ისევ ხრიგინებდა თუმცა აშკარად არ უშლიდათ ხელს. -გამორთე_ თქვა უსიამოვნოდ გოგონამ და მუცელზე დაწვა. კოტიკომ ჩასართავი გამოგლიჯა და ძირს დააგდო. -რა გჭირს? რაღაც ვერ ხარ _ თავი ზურგზე დაადო. -ცოტა დათრგუნული ვარ ახალი გარემოთი. ესაა და ეს. -ჰო შენ გიჭირს ადაპტაცია. -დავრჩები რა დღეს აქ -დარჩი რა პრობლემაა. შენს განკარგულებაში მიგულე მეც და ჩემი მითებიც. -გმადლობ. _თქვა გოგონამ და ისევ ფიქრებში გადაიკარგა. დილით თავისი ნებით არ გაღვიძებია. ვიღაცის ცივი ხელი შეეხო ლოყაზე და შეშინებულმა ააფახურა თვალები. კოტიკოს ორი ყავა ეჭირა ხელში. ორთქლი ასდიოდა. საკუთარი თავი აიძულა და წამოჯდა. ხელი გაუწოდა და სასურველი საჩუქარიც მიიღო. ხელები შემოხვია ჭიქას და სიმხურვალემ მთელ ტანში დაუარა. -ცხრა ხდება ზარმაცო ადექი. -ეს იმას ნიშნავს ,რომ უკვე მაგვიანდება. -არ მითხრა ახლა ცხრაზე მაქვს ლექციაო. -ათზე მაქვს ,მაგრამ სახლში უნდა გავიარო. გამოვიცვლი და რამე... ალბათ დედაჩემის ღრმად დამრიგებლური და გრძელი ტექსტი დამხვდება ტელეფონში ხმოვან სიგნალად. -წაგიყვანო? დღეს მცალია. -ლექციები არ გაქვს? -მეორე სმენა ვარ ნუ გავიწყდება ხოლმე. -კაი ჰო. სხვათაშორის არ დაიჯერებ და უნივერსიტეტში ერთი გოგო გავიცანი. -რა სასწაულია. კარგად ხარ? -სრულებით. ხომ იცი არ მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. არ მეხერხება და რამე... ასე უფრო კომფორტულად ვარ. მხოლოდ ჩემს თავთან ვაგებ პასუხს ... -არ შეიძლება მასე. ნელ-ნელა არაკომუნიკაბელური ადამიანიდან აუტანელ არსებად იქცევი. -გმადლობ კომპლიმენტისთვის. ტაქსი გამომიძახე რა და მე მანამდე პირზე წყალს შევისხამ. _ წამოდგა და სააბაზანოსკენ წავიდა. საერთოდ წარმოდგენაც არ ჰქონდა რას ჰგავდა მისი და კოტიკოს ურთიერთობა. უბრალოდ ძალიან ჩაკეტილი ადამიანი იყო. ამ კლიტის გაღებას მხოლოდ კოტიკოსთან ახერხებდა. თუმცა ყოველთვის სწამდა ,რომ სიყვარული არაფერ შუაში იყო. მათ შორის მხოლოდ სექსი იყო. ტაქსის სთხოვა დამელოდეო და სლ სირბილით ავიდა კიბეზე. ხმოვანი შეტყობინებები არ მოუსმენია. არც დრ ჰქონდა და არც სურვილი. სწრაფად ჩაიცვა და გამოვიდა. ტაქსს ფული გადაუხადა და აუდიტორიისკენ გაქანდა. ყოველთვის ასე ხდებოდა. ლექციის დაწყებამდე წამით ადრე მოდიოდა. ყველა ადგილზე იყო იმათგან ვინც დადიოდა ხოლმე. ნაკამ გაუღიმა და მაგიდიდან ჩანთა ჩამოიღო რაც იმის ნიშანი იყო,რომ თავისთან დაჯდომას სთავაზობდა. საერთოდ არ გაუპროტესტებია ისე მიიღო. ის კი დაავიწყდა მის წინ ვინ იჯდებოდა მთელი ლექციების მანძილზე. ის იყო ლექციის დაწყებას აპირებდა ხანში შესული კაცი ,რომ ვიღაცამ დაუძახა და გავიდა. ოთახსი ყველა აირ დაირია. ყველა სადღაც გადაჯდა. მხოლოდ ''უჟმური'' კურსელი იჯდა თავის ადგილას. გადაწყვიტა მისი იქ ყოფნა საერთოდ დაეიგნორებინა და ნაკასთან საუბარს აჰყვა. -გუშინ შენთვის ტელეფონის ნომრის გამორთმევა დამავიწყდა. -გუშინ მეგობართან დავრჩი და ... მერე გაგაცნობ თუმცა თავს მოგაბეზრებს თავისი ''მითოლოგიათმცოდნეობით'' . ისე კაი ტიპია -ჩემები ჭკუიდან გადადიან ღამით ვინმესთან ,რომ ვრჩები. -დედაჩემი ლონდონშია, თუმცა ჭკუიდან გადასვლისთვის დრო არ რჩება ისედაც -გინდა დღეს ქალაქში ფეხით გავისეირნოთ? წიგნები და რამე ნივთები ვიყიდოთ. -სახლში მაინც არაფერს ვაკეთებ. -გუშინ მეცადინეობის დაწყებას ვგეგმავდი ,მაგრამ როგორც ხდება ხოლმე გადავავადე. -დარჩი დღეს ჩემთან და იქნებ ერთად გამოგვივიდეს რამე. სიმართლე გითხრა სახლში მარტო ყოფნა არ მიყვარს და ყოველთვის აქეთ-იქეთ დავდივარ. წუხელაც ასე მოხდა. -ვეტყვი ჩემებს თუ ძალიან არ გაგიჟდნენ ... -დაიკიდე. ყველაფერს კი არ უნდა მიაქციო ყურადღება. აი მე მაგალითად დედაჩემის '' ლექციებს'' სრულიად ვაიგნორებ. ვიცოდი ამ დილით უზარმაზარი ტექსტი დამხვდებოდა ხმოვან შეტყობინებად და არც კი ჩამირთავს. -რომ გკითხოს თუ მოისმინეო? -ვეტყვი კი-თქო. ახალს მაინც არაფერს იტყოდა. -გიჟი ხარ -ჰო დედაჩემიც მასე ამბობს. ნეტა აღარ დაბრუნდება ლექტორი? გაცდენილი ლექცია ჩემი სუსტი წერტილია -რატომ ? პირიქით ხდება ხოლმე... -მომდევნომდე ვეღარ ვძლებ და სახლში მივდივარ. გული მიგრძნობს ახლაც ასე მოხდება. _ქრისტინე წამოდგა და როგორც სჩვეოდა ისეთი მანერით წავიდა გასასვლელისკენ. -დამელოდე მაინც _ჩანთას სტაცა ხელი ნაკამ და უკან გაეკიდა. ტაქსიში ჩასხდნენ. მთელი გზა რაღაც სისულელეებზე საუბრობდნენ და იცინოდნენ. ქრისტინე ისე გრძნობდა თავს თითქოს რაღაც დიდისგან განთავისუფლდა. ფული გადაიხადა და ძირს გადმოხტა. ნაკაც უკან მოჰყვა. -ეს შენი სახლია? _ საჩვენებელი თითი გაიშვირა გოგონამ -ჰო, ძალიან დიდი არა ,მაგრამ ...რა-რა და დედაჩემს გემოვნებას ვერ დაუწუნებ. -ძალიან ლამაზია -მე უფრო მყუდროს ვიტყოდი. გმადლობ. მოდი შევიდეთ. -სირცხვილი არაა? -ცარიელია და გთხოვ ნუ დაკომპლექსდები რა. წამომყევი... ქრისტინემ ძლივს მოარგო გასაღები კარს და შიგნით შევიდა. საქაღალდე ერთ დივანზე მოისროლა, ჩანთაა მეორეზე, ქურთუკი მესამეზე. ფეხზე გაიხადა და ზედა სართულისკენ ხტუნვა-ხტუნვით წავიდა. -შენ რა სულ ასე იქცევი? -ასე როგორ?_ ჩამოსძახა ზემოდან. -ასე... ჩემთან ასე ,რომ მივყარ-მოვყარო სახლიდან გამომაგდებენ. -დაქიკიდე და თუ გინდა შენც მიყარ-მოყარე. -სხვათაშორის ტელევიზორი დაგრჩენია ჩართული_ ქრისტინე აღარ გამოხმაურებია. უკვე თავის ოთახში იყო. ნაკასაც სხვა გზა არ ჰქონდა და კიბეებს აუყვა_ სად ხარ? რომელია შენი ოთახი? -აქ ვაარ ..._ გამოსძახა და ნაკამაც ზღურბლს გადააბიჯა. ქრისტინე გამოღებულ გარდერობთან იდგა და ტანსაცმელს დასჩერებოდა. აშკარა იყო ფიქრობდა რა ჩაეცვა. -ღმერთო რამდენი ტანსაცმელი გაქვს_ პირი დააღო ნაკამ -დედაჩემს ჩამოაქვს ყოველ ჯერზე სადაც უწევს ხოლმე წასვლა. ამის გარდა სხვა ხეირი მისი სამსახურიდან მაინც არაა. -კარგი რა. ნახე რამდენი რამ გაქვს. ჩემს გარდერობში ალბათ ამის ნახევარი არ შეეტევა. ქრისტინემ შავი ელასტიკი გამოაძრო. ზემოდან მუქი მწვანე კუბოკრული პერანგი და ქვემოთ ჩასასვლელად უკვე მზად იყო -გიხდება. სუსტი ხარ და ... მაპატიე ,მაგრამ სათვალეს რატომ იკეთებ გჭირდება? -არა , უბრალოდ მომწონს. -ასეც ვიცოდი. -კარგი შენთვის რა მაქვს._ ტუჩზე საჩვენებელი ხელი მიიდო. მერე თმა შეიკრა. მეორე კარადა გამოაღო და შიგნით ქექვა დაიწყო. -ჩემთვის რა? -ეს მოგიხდება ჩემზე მაღალი ხარ. _ კაბა გამოაძრო და მეგობარს მხარზე გადაჰკიდა. _ ჰო ეს ცოტა სპორტლშიც გადადის და რამე ბრახუნა ფეხსაცმელი მუხდება. -კარგი გეყოს ქრისტინე არაა საჭირო. -მოკეტე და რასაც გაძლევ წაიღე. თან სამსახურსაც გამიწევ. დრო და დრო იცი რამდენ ტანსაცმელს ვყრი იმის გამო რომ არ ვიცმევ? ცოტა პრეტენზიული ვარ მაგ მხრივ . როგორც დედაჩემი იტყოდა ''არაქალური'' , ''უგვანი'' და ''იშვიათი ჯიშის'' -სულაც არ ხარ უგვანი. -ნეტა გენახა პირველ დღეს ქუსლებით რა საცოდავად დავიკაკვებოდი. კიდევ კარგი მაშინ არ მიცნობდი თორემ ახლა აქ არ იქნებოდი. -მგონი მართლა გიჟი ხარ. -დიდი ამბავი. ამ სამყაროში სიგიჟე ყველაზე მომგებიანი პოზიციაა. წამოდი ახლა ყავა დავლიოთ და რამე ფილმს ვუყუროთ. მერე თუ რამე დარჩი რა... მარტო დარჩენის მეშინია ოღონდ მართლა. წინა ღამით ჩემს მეგობართან გავათენე და ... დავლიეთ და ხომ იცი როგორც ხდება ... გამთიშა ეგრევე ტეკილამ. -ტეკილას სვამ? და იმედია რაც მე ვიფიქრე ის არ გიგულისხმია ''მოხდენაში'' -გააჩნია შენ რა იფიქრე _ ყავა გამოიღო კარადიდან ქრისტინემ და ადუღებული წყალი დაასხა. -რას ვიფიქრებდი. ვიგულისხმე ,რომ ... -თავს მსოფლიოში ყველააზე ამაზრზენ არსებად ვთვლი _ ხელები აღაპყრო ცისკენ ქრისტინემ -რატომ? -უკვე ეჭვიც არ მეპარება ,რომ შენზე ცუდ გავლენას ვახდენ... ან ვაპირებ ,რომ მოვახდინო. -კარგი რა. არც მასე სულელი ვარ. -ვითომ ?_ ეჭვნარევი სახით გახედა მეგობარს და დივანზე გადანაცვლდა. ნაკაც გვერდით მოოუჯდა. აშკარად ციოდა._ წავალ ადიალას მოვიტან და გათბობას ჩავრთავ. ცოტა ხანში ქრისტინემ თბილი ადიალა მოიტანა და ორივე დივანზე მოეწყო. ზედიზედ სამ ფილმს უყურეს სანამ ბოლომდე არ დაბნელდა. ნაკამ სახლში დარეკა და როგორც იქნა მშობლები დაითანხმა მეგობართან დარჩენაზე. უკვე ისე ეზარებოდა გარეთ გასვლა და შინ დაბრუნება ალბათ ყველაფერზე იყო წამსვლელი. დილაუთენია ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა ქრისტინე. თავიძლივს გამოჰყო გადასაფარებლიდან და უპასუხა. დედამისის გაბრაზებული ხმა ჩაესმა. ალბათ უკვე დიდი ხანი იყო ცდილობდა დაერეკა. ძლივს გაარჩია მისი სიტყვები და ტელეფონი გათიჩა. მის გვერდით დივანზე მოკუნტული ნაკა შეაღვიძა. საათს გახედა თერთმეტი ხდებოდა. -ნაკა გაიღვიძე რა უნდა წავიდე. -რაა? სად მიდიხარ ასე ადრე? -თერთმეტია. -რაა? _წამოხტა ფეხზე ნაკა _ჰო მართლა სად მიდიხარ? -დედაჩემი ჩამოსულა და თავი ფსიქოლოგთან მიდის. კლინიკაში უნდა მივაკითხო და მისი ბარგი წამოვიღო მერე სამსახურში მიდის -დედაშენი ფსიქოლოგთან დადის? -ჰო, ამბობს ჩემი სამსახური მსტრესავს და იქ განვიტვირთო უნდაო. მე თუ მკითხვავ უბრალოდ მოდაშია და დედაჩემი ფეხის ხმასაა აყოლილი. დამოკიდებულია იმ ქალთან პროცედურებზე. რა იდიოტობაა, შენ ზიხარ და ვიღც გისმენს. . გაუგებარია რა სიამოვნებას იღებენ ამისგან. -ასე აუცილებელი იყო ლონდონიდან პირდაპირ მასთან წასულიყო. -ალბათ ლონდონში ვინმე კაცი გაიცნო და მერე ისე ვერ აეწყო ,როგორც უნდოდა და ახლა ... -რაებს ამბობ ? -კაი ჰო ვიხუმრე...თუმცა არც უმაგისობაა. წავალ გამოვიიცვლი და გავიდეთ თორემ გააფრენს დედაჩემი. წამყვები? -რა პრობლემაა. მერე სახლში წავალ. VVV -დედაჩემს უნდა ვუთხრა მანქანა მიყიდოს. მოვკვდი ამ ტაქსით სიარული. თან , რომ უნდა ეახლო ყველგან? -გეყოფა ნუ ბუზღუნებ_დერეფანში შეაბიჯეს_ იცი სად მიდიხარ? -კი ასჯერ მაინც ვარ ნამყოფი. გგონია დღეს პირველად გამომიძახა? -ეეე ნახე იქ ვინაა? -ვინ? _ გაიღიმა ქრისტინემ ,მაგრამ სახეზე შეეყინა. ზუსტად იმ კრთან სადაც თავად მიდიოდა ის ''უჟმური'' კურსელი იჯდა ,რომელმაც ასე შეაშინა. ადგილზე შეხტა და ვერც მიხვდა ისე დაიხია უკან. იგრძნო როგორ გაეყინა ხელები და რაღაც აუღწერელმა ჟრუანტელმა დაუარა. -რა გემართება ქრისტი? ხანდახან მგონია ამ ბიჭის გეშინია არადა არც კი იცნობ. არავინ ვიცნობთ. ყურადრებას ნუ მიაქცევ რა. წავიდეთ ჩვენს საქმეზე_ ხელი უჯიკა ნაკამ და წინ გააგდო. ქრისტინემ ფეხი აითრია და წელგაშეშებულმა ჩაუარა ბიჭის სკამს. ნაკა აქეთ-იქეთ აცეცებდა თვალებს. სამაგიეროდ ქრისტინემ დაინახა როგორ გაუსწორა მზერა კურსელმა, რომელშიც უნდობლობა და ბრაზი ამოიკითხა. -გავცდით გოგო იმ ოთახს. -იქეთ მხარეს დავდგეთ_ კბილებში გამოსცრა ქრისტინემ და კარის საპირისპიროდ კედელთან აიტუზა. ნაკა მიხვდა ,რომ რაღაც მოხდა მათ შორის და კითხვასაც აპირებდა ,მაგრამ ამაოდ. ტელეფონმა დაურეკა და იძულებული გახდა ეპასუხა. -უნდა წავიდე ქრისტი _საწყალი სახე მიიღო გოგონამ. -რაა? აქ მარტო გინდა დამტოვო? _განწირული ხმით ამოიკნავლა -არავინ შეგჭამს. დედამ დამირეკა სოფელში მივდივართ ბებო ვერ ყოფილა კარგადო. მოკლედ მელოდებიან და... ბოდიში. ორშაბათს გნახავ. ქრისტინეს სხვა გზა აღარ ჰქონდა. მეგობარს გადაეხვია და დაემშვიდობა. თავდახრილი იდგა და ცდილობდა საერთოდ არ გაეხედა იქეთ. არც კი იცოდა რამდენ ხანს გაძლებდა ასე ყოფნას ის წყეული კარი ,რომ არ გაღებულიყო. დედამისი გამოვიდა. აშკარად ძალიან აგვიანდებოდა და გზა და გზა ისმენდდა ფსიქოლოგის უკანასსკნელ სიტყვებს. -ქალბატონო მართა სხვა დროს უფრო დამშვიდებულად მობრძანდით_ გაუღიმა ქალმა ,რომელიც სათვალეებს ათამაშებდა ხელში -გმადლობთ. ახლა მართლა უნდა წავიდე -თქვენ შეგიძლიათ შემოხვიდეთ_ გაუღიმა ექიმმა ''უჟმურ კლასელს'' და შიგნიშ შევიდა. -ჩემი ბარგი სახლში წაიღე. ისე მეჩქარება ვერ აღგიწერ. -დედაააა. კარგი რა. რა გინდოდა ამ დილაუთენია აქ? -ქრისტინე გთხოვ. წამომყევი ტაქსით გაგიშვებ სახლში. -და საერთოდ უკვე მომბეზრდა ტაქსით შენთან ''მოახლება'' ყოველ ჯერზე. _ განაგრძო ქრისტინემ ,მაგრამ დედამისი საერთოდ აღარ უსმენდა. მისი ფეხსაცმელების კაკუნი უკვე დერეფნის ბოლოდან მოისმოდა. ქრისტინემ უკან მიიხედა და დაინახა როგორ მიიკეტა ფსიქოლოგის კაბინეტის კარი მის ზურგს უკან. _ ______ ჰოოო ...აი მეც დავბრუნდი ცოტა პაუზა გამომივიდა ჰო ? მოგესალმებით ჩემო საყვარლებო. ეს ნაწარმობი იმდენი ხანია ვეღარ განვაგრძე ,რომ ...ძალიან მრცხვენია. ვიცი რომ ელოდით. მაპატიეთ სხვათაშორის სახელი შევუცვალე...ძაან სისულელე ერქვა რადგან მაშინ ვერაფერი მოვიფიქრე უკეთესი ამჯერად ყველაფერი გაგრძელდება უბრალოდ პრობლემა მქონდა და საიტზე ვერ ვდებდი სიახლეებს ველოდები თქვენს გულწრფელ შეფასებებს...მიყვარხართ მუდამ თქვენი Lisebeth |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.