სრულყოფილებას ერთი ნაკლი აქვს (7)
ყველას დიდი მადლობა, ვინც კითხულობთ და აკომენტარებთ. დიდი მადლობა იმისთვის, რომ არ იშურებთ ამდენ სითბოს. მეც არასდროს დამეზარება თქვენთვის წერა და აი ახლაც, შემდეგი თავი, რომელიც იმედი მაქვს მოგეწონებათ. დიდი მადლობა ჩემს მკითხველს. აბა ვნახოთ ახლა, როგორ გაოცდებით. დავიწყეთ: _______________________ გამოსამშვიდობებლად ტუჩებზე ეამბორა მას და ბინა სასწრაფოდ დატოვა. ბიჭს ფიქრებისთვის ვერ მოეყარა თავი. იჯდა საწოლზე და მომხდარს იაზრებდა, როცა კარზე კაკუნი კვლავ გაისმა. გაეღიმა. ესიამოვნა კიდევ, რომ დაბრუნდა მისთვის, მაგრამ მაინც უცნაური შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სიცარიელეს ქმნიდა, მისი სახე სადღაც სიშავეში ვარდებოდა, მოსაჭიდი კი არაფერი იყო. ფიქრობდა, კიდევ რაიმე დაავიწყდა და ამიტომ მობრუნდაო, მერე კი წარმოიდგინა, სანამ კარს გააღებდა, როგორ შემოვარდებოდა და კიდევ მის ტუჩებს ეძგერებოდა. კართან სწრაფად მივიდა, არ უნდოდა დიდხანს შეეყოვნებინა და კარი გააღო, ისე რომ არც შეამოწმა ვინ იდგა მის მიღმა. ის იყო გაღიმება დააპირა, რომ ხელთ ნინოს ნაცვლად წითური, ლამაზთვალება ქალი დახვდა, რომელიც მისთვის უცნობი არ იყო. კარი ფეხის სწრაფი მოძრაობით შეაღო ქალმა და არც კი უკითხავს ნებართვა გუგას ბინაში ისე შეიჭრა. -გვანცა? აქ რას აკეთებ? - საძინებელი ოთახის მიმართულებით გაეკიდა და გაკვირვებით დაადევნა სიტყვები. -დონს აინტერესებდა, თუ ყველაფერი რიგზე იყო. - ცივი და მიუვალი მზერით შეავლო თვალი. - ოჰ, მასთან დაწოლაც მოგისწრია. - მის სახეს ცივი და უემოციო ნიღაბი არ მოსცილებია, როცა არეული საწოლი დაინახა. გარეგნულად ცივი ჩანდა და არ იმჩნევდა, რას გრძნობდა შიგნით. ამის გაკონტროლება კარგად ასწავლეს და ნამდვილად იყენებდა კიდეც. -ხო, რა გიკვირს. განა დავალება ეს არ იყო? - გაღიმება სცადა გუგამ, მაგრამ დამაჯერებლად არ გამოუვიდა. -ყველაფერი რიგზეა? - ეჭვის თვალებით უყურებდა. - რაღაც ვერ გამოიყურები კარგად. -უბრალოდ, შენს დანახვას არ მოველოდი ახლა და აქ! - თქვა გუგამ. - სამსახურში გავრბოდი, ესაა და ეს. ერთმა რამემ დამაეჭვა მხოლოდ, რაც ძალიან ძალიან მეუცნაურა. -რამ? -როცა... როცა ლიზიზე ჩამოვარდა საუბარი, როცა მან დაიწყო ლიზიზე საუბარი, ამის თქმა მსურდა, საოცარი დაძაბულობა შევატყვე, შიში, მონატრება, მის თვალებში გაცხარება და დიდი სიძულვილიც დავინახე იმ ადამიანის მიმართ, ვინც მანქანა დაარტყა. არ მესმის, როგორ უნდა გადარჩენილიყო მართლა, მაგრამ ვფიქრობ ნინიმ ნამდვილად არ იცის რომ ცოცხალია. -შენ სულ გამოტვინდი? დაკვირვება გააგრძელე... -არა! აღარ ვაპირებ. - ხელი ჩაიქნია და საწოლთან მდგარ პატარა სავარძელზე ჩაეშვა. - ტყუილუბრალოდ დროის კარგვაა, სხვაგვარად უნდა ვცადოთ მისი მოძებნა, მან არაფერი არ იცის. ნეტავ შეგახედა მის თვალებში, როგორც მე ვუყურებდი მას, ნეტავ გენახა როგორ მიყურებდა... -დონის წინააღმდეგ წახვალ? - თვალები მოჭუტა და ისე ჰკითხა გვანცამ. მისთვის ერთი რამ ნათელი იყო, ძალიან გაბედული და უშიშარი ჩანდა, მაგრამ ნამდვილად თავს აჩვენებდა, რადგანაც დონს არავინ არასდროს შეწინააღმდეგებოდა. მისი ყველას ეშინოდა, ვიდრე უყვარდათ. როგორც ყოველთვის, რაღაცის გამო იყვნენ, რაღაც დიდის გამო, რაც საიდუმლოდ რჩებოდა. დონი ასე მოქმედებდა, ყურში წაუჭერდა ხელს ადამიანს, მისგან თავის დაძვრენა კი ყველას სიცოცხლის ფასად უჯდებოდა. - მაშინ კარგი მსახიობი ყოფილა. - დაამატა ბოლოს. -ტყუილად ვკარგავთ დროს. ვერ ვხვდები რაში სჭირდება ის, რატომ ეძებს ასე და რის გაკეთებას უპირებს. შენ არ დაინტერესებულხარ? მხოლოდ ბრძანებას ასრულებ, გავალებენ მოძებნო გოგო, რომელიც თურმე მის სიცოცხლეს ემუქრება, რომელიც ძალიან სახიფათოა, მაგრამ არ იცი რაში მდგომარეობს ეს ხიფათი. დღემდე მაეჭვებს ის ფაქტი, თუ რატომ გამექცა. თითქმის კლანჭებში მყავდა მოქცეული, თითქმის გამოჭერილი მყავდა, მას კი მანქანამ დაარტყა და უბრალოდ გაქრა? ის ან მკვდარია ან.... ან... -ან რა? შენი თვალით ხომ ნახე, რომ კუბო ცარიელი იყო? რომ არ გენახა კიდევ გავიგებდი შენი დაეჭვების მიზეზს. -არ მესმის... უბრალოდ არალოგიკურია ყველაფერი. თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი არ ვიცით და ბრმად მივსდევთ კვალში მდევარს. - უეცრად წამოხტა გუგა სავარძლიდან. ქალს მიეჭრა, მხრებში წაავლო ხელი, უმნიშვნელოდ შეანჯღრია და თვალებში მტკიცედ ჩახედა. ეჭვი დაინახა, რომლის გადაფარვასაც მკაცრი და ცივი თვალებით ცდილობდა, მაგრამ დაინახა, არ გამოუვიდა. - შენ არ ეჭვდები? -არა! - მიუგო მან. - ყველაფერი კითხვების გარეშე უნდა გაკეთდეს. არ მომწონს ასე რომ ლაპარაკობ. იქნებ ჭკუის სწავლება დაგაკლდა? - გაიღიმა, მაგრამ ამ ღიმილზე შემზარავი მას ჯერ კიდევ არაფერი ენახა. ქალის ღიმილი ბევრს იტევდა, იმედგაცრუებას, ტკივილს, ეჭვებს, მაგრამ რაც მთავარია სიამოვნებას, იმისგან რომ მას ტკივილს მიაყენებდნენ. გუგა მიხვდა, რომ სიამოვნებდა იმაზე ფიქრი, როგორ ჩააგდებდნენ ორმოში, როგორ დატოვებდნენ რამდენიმე დღით მშიერს, შემდეგ კი ამოათრევდნენ და დასუსტებულს იმდენს ურტყამდნენ, სანამ სისხლის წვეთებით არ შეეღებებოდა სხეული. ტანში გაცრა ამ ფიქრებმა, გვანცას ღიმილმა თვალწინ მისი ბედისწერა დაუყენა, იცოდა ამის გამკეთებელი იყო და მაშინ უფრო შეეშინდა, როცა მიტრიალდა და წასვლა დააპირა. მისკენ გაიქცა, შეჩერება სცადა. წინ გადაუდგა, მაგრამ მაინც დაუსხლდა ხელიდან, მაშინღა მივარდა კარებს გუგა, რომ არ გაეშვა. -გთხოვ. არ გინდა. ეს არ გააკეთო. აზრს ვერ ვხე... - თვალს არ აცილებდა, როცა ფეხი კვერცხებში ამოარტყა და ბიჭი მოწყვეტით დაეცა ძირს. მთელ ტანში იგრძნო ტკივილი, მაგრამ ქალმა კმაყოფილმა ჩაიღიმა და ბინა დატოვა. შეცდა. ნამდვილად შეცდა, როცა მის გრძნობებზე დაიწყო ლაპარაკი, შეცდა იმიტომ რომ მისი ფიქრები ხმამაღლა გააჟღერა ქალთან, რომელსაც დონის ყველაზე მეტი მართებდა, რომელიც ყურებით კი არა, მთლიანად ეჭირა და იმასაც არ გამორიცხავდა, რომ ყოველ ღამე პირით უმუშავებდა. მის ცივ მზერაში იყო, რაღაც სინანულის გრძნობაც, იყო სურვილი გამხდარიყო მეტი და არა ერთი ბოზანდარა გოგო, ვისთანაც მხოლოდ გართობა შეიძლებოდა. ტკივილისგან იგრიხებოდა და ყვიროდა. ფიქრი ნინოზე გადაიტანა. რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის, როგორ სიამოვნებდა მასთან ყოფნა, მაგრამ მხოლოდ დავალების გამო თუ დათანხმდა მასთან ურთიერთობას. ნანობდა იმას, რომ უარი არ თქვა, თუმცა არა... ის არ ნანობდა, მხოლოდ იმას ნანობდა ტყუილი, რომ უწევდა და ნამდვილ მეს ფარავდა. თვითონ ხომ მასთან ის იყო, ვინც სინამდვილეში, არანაირი ნიღაბი, ურთიერთობა კი არათანაბარ მდგომარეობაში მიდიოდა, სადაც გუგას უამრავი ნიღაბი ეფარა, ვინაობისა და ნაღდი გრძნობების არგამომჟღავნების გამო. ფეხზე ძლივს წამოდგა. კიდევ სტკიოდა და ხელით იზელდა დარტყმის ადგილს. საწოლთან მილასლასდა. სამაგიეროს გადახდის სურვილმა შეიპყრო, დონისთვის უნდა წაერთმია ის, რის წართმევასაც თავად აპირებდა. ტელეფონს დასწვდა, ნომერი აკრიფა და შეტყობინება გაუშვა. „უნდა შევხვდეთ! დღეს. ზუსტად ერთ საათში. ისევ იქ, სადაც ადრე... დაგელოდები.“ მწარედ ამოიგმინა. უსაფრთხოების მიზნით, მისი ნომერიც და გაგზავნილი შეტყობინებაც წაშალა. კიდევ ერთხელ შეიკურთხა დონისა და გვანცას მიმართულებით და სახლი საჩქაროდ დატოვა. ყველაფერი ხელუხლებელი დარჩა, რადგან ამისთვის დრო არ ჰქონდა, აუცილებლად უნდა შეეღწია ბუნაგში და გველი გამოეტყუებინა. ის უნდა მოეხრჩო. თორმეტი იყო, როცა უკვე ადგილზე იყო და თვალი დაკვირვებით მოავლო იქაურობას. ნაცნობი სახე ვერ შენიშნა, მახლობლად მდგარ ხის გრძელ სკამზე დაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ჩაფიქრდა, თან ყველაფერს აკონტროლებდა, რომ არ გამორჩენოდა უმნიშვნელო დეტალიც კი. ნინოს მნიშვნელობაზე დაფიქრდა. იგრძნო, მის გახსენებაზე როგორ აუჩქარდა გული, როგორ დაიწყო იმ სასიამოვნო სურათებით ტკბობა, რაც გონებაში ჰქონდა ჩარჩენილი და მასთან აკავშირებდა. ფიქრობდა მის გადასხვაფერებაზე. როგორ დაემსგავსა წამში სისხლისმსმელ ვამპირს, რომლისთვისაც მსხვერპლს არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ იქნება, მთავარია ის მიიღოს, რაც სურს. დიდხანს ლოდინი არ მოუწია. მის გვერდით ადგილი დაიკავა. თვალებში კარგად დააკვირდა და ჰკითხა. -რატომ მომიყვანე? -შენი დახმარება მჭირდება. ნინო საფრთხეშია. -შენ ჩააგდე ის საფ... -კი, მაგრამ ჩვენი გეგმა? ყველაფერი ზუსტად ისე მიდის, როგორც დავგეგმეთ. მცირედი ცვლილებები შევიტანე მხოლოდ. მეტს ვერ გავუძელი. - თავი დაბლა დახარა. ხელები გადაიჯვარედინა და თავის ფეხებს დაუწყო ყურება. -რა ჩაიდინე? - ჰკითხა ხმამ, რომელსაც უკვე გაბრაზება ეტყობოდა. -მე...მე... არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ახლა მეც მოვხვდები მის კარცერში. იქიდან უფრო შევძლებ მის დაცვას. -მკვდარი ვერაფერში დაეხმარები. -ცდები. ის არ მომკლავს, სანამ არ გაიგებს თუ რატომ მოვიქეცი ასე, რატომ დავეჭვდი და გავბედე ღალატი. ზედმეტად ამაყია და არც ჩემი სწრაფად მოკვლა მოუნდება... კარგად ვიცნობ. ენდომება ვიტანჯო და ასეც იზამს. რადაც არ უნდა დამიჯდეს მე მას დავიხსნი. -როდის აპირებს მის მოტაცებას? -ეგ ჯერ არ ვიცი. თუმცა ვიცი სად წაიყვანს. -თქვი. -არ ვიცი რას უპირებს, მაგრამ ვიცი რომ ნამდვილად ლაბორატორიაში ენდომება წაყვანა. ახლაც მიჭირს ყველაფერი ასე როგორ ხდება. რატომ არის უგულო, რა უნდა მისგან. -ეგ შენი საქმე არ არის. მთავარია ნინო გავათავისუფლოთ. სხვა დანარჩენი უმნიშვნელოა. სულელურად მოიქეცი. - დაუყვავა მკაცრად. -ხო. ვაღიარებ. - თქვა გუგამ. - გამაღიზიანა, საშინლად გამაღიზიანა როცა ნინოზე ისე ლაპარაკობდნენ, როგორც ნივთზე, ან უსარგებლო ნაჭერზე, გადასაგდებად რომ უნდა გაიმეტო მხოლოდ... მიყვარს გესმის? ის მაინც ნამდვილად მიყვარს და არ ვნანობ, რომ ასე მოვიქეცი. რომ პირველად მე გადავუდექი დონს, ეს გააცოფებს და ცოტა ხნით მაინც დაავიწყებს ნინოს. მას უფრო მეტი დრო ექნება და იმედი მაქვს ტირილში უაზროდ არ გაფლანგავს. არ ვიცი რა დააშავა ასეთი, რომ დონს სჭირდება, მაგრამ მე მას აუცილებლად დავიხსნი. დავიხსნი გესმის? თავი დაუქნია გვერდზე მჯდომმა გუგას და გადაეხვია. - ესე იგი ოპერაცია ძალაშია. -კი. -ნუ წუხარ. ნინოს არაფერი დაემართება. -იცოდეთ. მე დამივიწყეთ. თუ რამე მომივა მასზე იზრუნე და ჩემს საშველად არ დაბრუნდეთ. ეს გამორიცხულია. ვერ გადამარჩენთ. კარგი იქნება, სანამ მე ციხეში ვეყოლები და წამებით ამომხდის სულს, ნინო სადმე გადამალოთ, სადაც ვერ მიაგნებს. -არ ვიცი როგორ მიიღებს ამას. -ეგ დაივიწყე. მთავარია უსაფრთხოდ იყოს. ყველაფერს ვიზამ ამისთვის, სიცოცხლესაც კი გავწირავ. -წარმატებები. - ადგა და წავიდა. გუგა უყურებდა მისი სხეულის მოძრაობას, უყურებდა როგორ მიიკვლევდა გზას და ხალხს ისე აკვირდებოდა, თითქოს მისი მტრები ყოფილიყვნენ. მოძრავი სხეული ნელ-ნელა დაპატარავდა, შემდეგ კი საერთოდ გაქრა თვალთახედვიდან... გუგაც წამოდგა. ცრემლი შეიშრო, რომელიც უნებურად წამოსვლია და საქმეს შეუდგა. დღეს ბევრი რამ უნდა მოესწრო, პირველ რიგში კი გვანცას მოტაცება... ახლა ნინოსთან ყოფნა საშიში იყო. მალე მის ძებნას დაიწყებდნენ. უჭირდა იმის გააზრება, რომ ნორმალური ცხოვრება დასრულდა. დასრულდა სიყვარულის ხანა და ახლა მარტოობის, ჭრილობების და მკერდში წვის შეგრძნების ხანა იწყებოდა. დრო, როცა სიცოცხლეც კი გაუსაძლისი ხდება, როცა ქვეყნად ყველაფერი გავიწყდება და ერთ მიზანზე ხარ ჩაციკლული, მაგრამ მიზანი შორს არის, მიღწევა კი თითქმის შეუძლებელი და შემზარავი, როგორც მწვანე მილის გავლა სიკვდილის კარამდე. ერთ საათში გვანცას სახლის წინ იყო. მანქანა სადარბაზოდან მოშორებით გააჩერა, არავის რომ არ შეემჩნია, განსაკუთრებით თავად გვანცას და ლოდინი დაიწყო. იცოდა სახლში ამ დროს ყოველთვის ბრუნდებოდა. საღამოობით ხშირად ატარებდა დროს დონთან, ასევე იმ დროსაც, როცა სასწრაფოდ დაურეკავდა, ან რაიმე საქმე გამოჩნდებოდა. კვირაში ოთხჯერ საღამოობით სახლში იბარებდა, ხან რა მიზეზს მოიფიქრებდა ხან რას, მაგრამ მიზეზი ერთი იყო და ეს გვანცამაც იცოდა. ქალაქგარეთ ტყის მახლობლად, სადაც არაფერი არ არის, გარდა პატარა ტბისა და გარშემო ხეებისა, იქ მიდიოდა ხოლმე გვანცა, მთელი ღამით მასთან რჩებოდა, დილით კი სამუშაოზე ბრუნდებოდა, საავადმყოფოში, სადაც პაციენტები ელოდნენ. დონის საქმეებზე სირბილი მაშინ უწევდა, თუ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სწორედ ეს დღე იყო ახლა, როცა სახლის კარი შეუღო და მანაც ყველაფერი დაფქვა, რასაც კი ფიქრობდა, რაც კი გულში ჰქონდა. „ოხ, როგორ მძულს საკუთარი თავი!“ - გულში ჩაუვარდა სიტყვები. – „თავი ხელში აიყვანე. ყველაფერი კარგად იქნება. თუ სწორად გავაკეთებ ყველაფერს, აუცილებლად გამომივა. კაცმა რამე მოინდომოს და ვერ გააკეთოს? შანსი არ არის, უბრალოდ ვისაც არ გამოსდის, ის არც ცდილობს, თორემ მიზანი გქონდეს, სურვილი და შრომაც არ გეზარებოდეს, მიზანს ააცდენ? არა.. არა და არა. ყველაფერს ვიზამ, ნინო ბედნიერი იყოს და საფრთხე აღარ დაემუქროს. ცხოვრება გაცილებით ხანმოკლეა, ვიდრე წარმოგვიდგენია, გაცილებით მოკლე იმისთვის, რომ უბედურად გაატარო დღეები და გაკლდეს ყველაფერი. ადამიანმა ის უნდა მიიღო, რაც გსურს, რისი გაკეთებაც ყველაზე მეტად გინდა, უნდა აისრულო შენი ოცნებები, მიზნები, იპოვო ბედნიერება და ამით დაგიმახსოვრებენ შენც. ბედნიერ და სიყვარულით სავსე ადამიანს, არ აკლდება მომგონებელი, მაგრამ ვინც მის ნაკლებობას განიცდის, მალე დაივიწყებენ. - რაღაც სხვა გაივლო წამით თავში, რასაც მალევე მისი უკუგდება მოჰყვა. - ო, როგორ გამიმართლა ნინოს, რომ შევხვდი. ის რომ არა, ახლაც უგულოდ ვივლიდი და ქვეყანაზე დონის დავალებაზე მნიშვნელოვანი არაფერი იქნებოდა ჩემთვის, მაგრამ როცა თვალები ახელილი მაქვს, როცა ყველაფერს ისე ვხედავ, როგორც არის და მეც ვგრძნობ, რომ ამ სიყვარულს თავსაც კი შევწირავ, ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია მოვკვდე სიყვარულით, მოვკვდე იმის გაცნობიერებით, რომ ვიღაცას მაინც გავახსენდები და ვიღაცას ვუყვარვარ. ჩემი სიკვდილი უბრალო აღარ იქნება, მე აქ კვალს დავტოვებ.“ - მტკიცედ იყო დარწმუნებული თავის ფიქრებში, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, ან სიყვარული, ან სიკვდილი. სიყვარულის გარეშე ვერ იცოცხლებდა, სჯობდა მისთვის ბრძოლაში მომკვდარიყო. ამ ფიქრებში გართულმა უეცრად შენიშნა, როგორ შედიოდა გვანცა სადარბაზოში, წითელი ჩანთა მედიდურად ეჭირა ხელში, თავი ამაყად აეწია მაღლა და უკანალის ჩვეულებრივზე მეტად ქნევით აუყვა კიბეებს. გუგა მანქანიდან გადმოვიდა და მისკენ გაემართა. კიბეებზე შედგა და უკან მიჰყვებოდა. ჯერ კიდევ ხედავდა მის სილუეტს, რომელიც პირდაპირ მზის სხივების დაცემის კუთხის გამო, მის წინ ეცემოდა. ჩუმად მიჰყვებოდა და თან რაღაც აწუხებდა. მაინც დარდობდა ადამიანზე, რომელიც მისთვის ამ სამყაროში ერთადერთი იყო. ადამიანისთვის, რომელიც მის უბადრუკ სიცოცხლეზე მეტად ეძვირფასებოდა, რადგან მისი სხივების მიღმა ისე ჩანდა, თითქოს გამჭვირვალე ყოფილიყოს, თითქოს ისე ხედავდა მას, როგორიც სინამდვილეში იყო და მის ფიქრებსაც კითხულობდა. ისეთი შეგრძნება აქვს ხოლმე მასთან ყოფნისას, რომ ის მხოლოდ უკეთესია და ცუდ ნაწილს, რაც კი მასში არსებობს დროებით აგდებს. სრულიად იცვლება, იცვლის ფერს, ქმედებებს. თუ მისგან შორს უგულო, ცივი და მკვლელობაზე წამსვლელიც კია, მასთან ისეთი თბილია, როგორც ზამთარში მაქსიმალურ ტემპერატურაზე ჩართული გამათბობელი. სილუეტი შეჩერდა, როცა ტელეფონის ზარმა გაიჟღერა. გუგამაც დაიცადა, ერთი სართულით დაბლა და საუბარს მიაყურადა. -ჰო, სიცოცხლე... - ძალიან ნაზი ხმით დაიწყო საუბარი. გუგა მიხვდა დონი იყო. - საღამოს გეახლებით... ვერ იპოვეს? - შეყოვნდა, ალბათ ვინმემ არ გაიგოსო, მაგრამ მალევე განაგრძო. - კი.. კი.. სახლში დავტოვე. ერთი წიხლი ვუთავაზე ყვერებში და შენთან წამოვედი.... ნამდვილად ასე მითხრა. აღარ ვაპირებ ამ საქმეში გარევასო, ხომ არ მომესმა? .... რა? - კიბეებზე სვლა განაგრძო, მაგრამ საუბარი არ შეუწყვეტია. - რას ამბობ... სრულ სიმართლეს გეუბნები... შენ რა იმას უფრო ენდობი, ვიდრე მე?... ხო... ჩემო სიცოცხლე.. კარგად მოემზადე, იცოდე დღეს ჩემი ჯერია... მე უნდა დამემორჩილო.... რატომ დამჭირდა? უბრალოდ შენთვის ერთგულების დასამტკიცებლად პატარავ. არ მინდა ვინმემ გიღალატოს და როცა მან მომახალა რა მიზნებიც ამოძრავებდა მაშინვე გადავწყვიტე გამეფრთხილებინე. უნდა დაისაჯოს ხომ იცი? შენს კანონებს ვერ გადახვალ.... სახლში ავდივარ, კარგი მერე დაგირეკავ... მეც. - როცა ყურმილი გათიშა უკვე თავის სართულზე იყო. თვალს მიეფარა თუ არა სწრაფად ავიდა და სანამ გეზს მისკენ აიღებდა, სახე კარგად დაიფარა. დერეფანში მოხვედრისთანავე დაინახა პირდაპირ, როგორ აღებდა კარებს. სიბნელე იყო, ის ფანარს ანათებდა და ცდილობდა გასაღები მოერგო საკეტისთვის. გუგა უახლოვდებოდა, რაც შეიძლება ჩუმად აკეთებდა ამას. დერეფანს, რომ გაცდა უეცრად დარტყმა იგრძნო. თავში საშინელმა ტკივილმა დაუარა. იგრძნო, როგორ გამოეცალა ფეხქვეშ მიწა და მისთვის მზის სხივებიც კი ისევე მიუწვდომელი იყო, როგორც ბედნიერება, რომლისთვისაც ასე იბრძოდა. მალე ყველაფერი გაშავდა, რადგან გუგამ გონება დაკარგა. *** უჩვეულო იყო მისი მდგომარეობა. როცა ყოველთვის დაკითხვას თვითონ ატარებდა და ცდილობდა გამოეტეხა დამნაშავე, ან მოღალატე, რომელმაც დონის ზურგი აქცია, ახლა თვითონ ზის, ხელებშეკრული, იმავე ოთახში, სადაც ხდებოდა დაკითხვის და წამების ცერემონია და მას შეჰყურებდა. მის შავ, ზიზღით სავსე თვალებს, რომელსაც ქვის გული ქმნიდა. დარწმუნებული იყო, რომ არც არავინ უყვარდა, არც გვანცა, არც თვითონ, რადგან მას სიყვარული არ შეეძლო, უბრალოდ ცოცხალი იყო, მაგრამ მკვდარი ადამიანის ინსტიქტებითა და გამოხედვით. ისიც იცოდა, ოდნავ ახლოს, რომ მისულიყო ლეშის სუნს იგრძნობდა, დამპალი ხორცის გახრწნის პროცესს თვითონვე შეავლებდა თვალს და ეს მისთვის სასიამოვნო ნამდვილად არ იქნებოდა. როცა თვალები აეხილა და მიხვდა, რას გრძნობდნენ ადამიანები სიყვარულის დროს, როცა შეუყვარდა და მიხვდა სიყვარულს წინ ვერაფერი დაუდგება და ის გასწავლის ფრენასაც, ცხოვრებასაც და გინერგავს რწმენას, მაშინ უკვე იცოდა, როგორ ყარდა დონ კორლეონე. გუგამაც სცადა ყოველგვარი სითბო ჩაეხშო, ისიც უემოციო სახით მიაჩერდა, მაგრამ გონებით ღრუბლებში დაფრინავდა. -მაშ ასეეეე. - ხელები ერთმანეთს მიაწება და მისმა ყრუ ხმამ უცნაურად გაიჟღერა ოთახში. - როგორც ხედავ არ გამოგივიდა, რაც ჩაიფიქრე... იცი რატომ? - როცა ხმა არ ამოიღო გუგამ, მან მაშინვე განაგრძო. - იმიტომ, რომ შეგიყვარდა. იმიტომ რომ შენც სუსტი გრძნობები გამოამჟღავნე და მაშასადამე შენ აზროვნებ, როგორც რიგითი მოკვდავი, რომელმაც სიცოცხლის გემო ახლახანს გაიგო. გინდოდა ჩემთვის გეღალატა, გინდოდა ჩემს წინააღმდეგ წასვლა, მაგრამ იქ მოხვდი, საიდანაც დაიწყე. კარგად იცი, ამას არავის ვპატიობ. -იქნებ ესეც ჩემი გეგმის ნაწილი იყო? - კმაყოფილად ჩაიღიმა. -არამგონია ამდენად სულელი ყოფილიყავი, რომ შენი ნებით ჩამვარდნოდი ხელში. - როხროხი დაიწყო და კედლებმა უკუშედეგი მისცეს. ექომ მთელი ოთახი მოიცვა და გუგამ ისიც იგრძნო, როგორ დაიწყო მისმა სკამმა ზანზარი. ისე მაგრად იყო შეკრული, თავს ვერც ითავისუფლებდა, მაგრამ წამს არ კარგავდა, რომ ეს მომხდარიყო და ხელი თოკის ყულფიდან გამოეძვრინა. - ახლა კი საქმეზე გადავიდეთ. რა გაარკვიე? -ის, რაც შენს საყვარელ გვანცას ვუთხარი. - დონი სწრაფად ადგა, საშინლად გაცოფდა და მაგიდას ხელი მწარედ დაარტყა. მისი სახე მოუთვინიერებელი გარეული ხარისას ჰგავდა, რომელიც მსხვერპლისკენ რქებზე წამოსაცმელად მირბის და მთელ სხეულს მიაქნევს თან. იმდენად ძლიერი დარტყმა იყო, რომ გუგამ ძვლების ხმა ახლოდან გაიგო. მხოლოდ ჩაეღიმა, რადგანაც ასე გამოიყვანა მდგომარეობიდან. ასეთი გაცოფებული ჯერ არ ენახა, არასდროს. -ცხოვრება მოგბეზრდა არა?... ჩემი ბიჭები, მალე შენს საყვარელ გოგოსაც მოიყვანენ აქ და მასაც ბოლოს მოვუღებთ შენ თუ ხმას არ ამოიღებ. - ახლა თითქოს სამაგიერო გადაუხადაო და გუგა სკამზე შეინძრა. გაცოფებული ეჯაჯგურებოდა, მაგრამ სკამიც ვერ დაძრა ადგილიდან. მზერით ესროდა გულში დანას, რომელიც ღრმად და მტკივნეულად შესდიოდა, მაგრამ იმდენად სქელი ქონი ჰქონდა, იმდენად დიდი იყო, ეეჭვებოდა მაინც რაიმე ეგრძნო. -არა... მე მომკალი და ნინოს თავი დაანებე. -შენ ვერ გაიგე. მე ნინო მჭირდება და არა შენი ნატანჯი სახე, მე მჭირდება გავიგო რა გითხრა მან და რის დამალვას ცდილობ. -არაფერი არ უთქვამს. -წარსული გაიხსენე. გაიხსენე, როგორ ვიდექით ერთად. პაშკა გახსოვს? მის ხსენებაზე ტანში ჟრუანტელმა დაუარა და უღიმღამოდ დააქნია თავი. -ბოლო წუთებში, როგორ ითხოვდა გაშვებას, თავისუფლებას. ის საქმე თუ გახსოვს? -კი მახსოვს! მან ფქვილი შემოგიტანა, წამლით კი თვითონ კაიფობდა. -ნამდვილად. მაშინ ეს საქმე შენ დაგავალე. ის მოკალი, ვისთვისაც ყველაზე ძვირფასი იყავი. ახლა იცი რას ვიზამ? -შეკითხვის დასმის ნაცვლად თვალებით ჰკითხა გუგამ. - გაიძულებ გუგა, გაიძულებ, რომ შენი ხელით მოკლა ნინო, ყელი გამოჭრა და მისი უვარგისი სხეული მტკვარში გადააგდო, იქ სადაც ვერავინ ვერ იპოვის. გაიძულებ და ეს შენც კარგად იცი, რომ მოხდება. რა თქმა უნდა, მაშინ როცა აღარ დამჭირდება. - გაიცინა და მის სიცილს ამოჰყვა, რაღაც საზარელი, რაღაც დიდი და მწარე ტკივილი გუგასთვის, რაც მის გულში ცეცხლის ტოლფასი იყო. იცოდა მისი ხერხები, ის ყველაზე კარგად იცნობდა უგულო უზურპატორს, რომელსაც ნებისმიერ ფასად შეეძლო მიზნის მიღწევა. შეეძლო მოეკლა ყველაზე ახლობელი ადამიანიც კი და ეს თავად ნახა. ძმის მკვლელობა... პაშკა... მისი ძმა, რომელმაც გაბედა და მოატყუა. გაბედა საკუთარ ძმას ფქვილი შესთავაზა ნარკოტიკის ნაცვლად, მაგრამ შედეგებზე არ უფიქრია. სულელურად სჯეროდა, რომ მიიღებდა იმას, რაც ეკუთვნოდა, თავის წილ ბედნიერებას, სადაც არ უნდა ყოფილიყო ის, რადგანაც თითქმის ჰქონდა იმედი, რომ ეკუთვნოდა. იმედის დაკარგვა ცუდი რამეაო, უმეორებდა ყოველთვის საკუთარ თავს და როცა თვალებში უყურებდა ამ იმედის ნაპერწკალიც სადღაც ქრებოდა, მაშინვე ივიწყებდა. იმ კაცის გვერდით, ვინც საკუთარი ძმა მოკლა საქმის გამო, იმ კაცის გვერდით, ვისაც არ სჯეროდა არავის და არაფრის, არ სჯეროდა თითქმის სიმართლისაც და ყველას ეჭვის თვალით უყურებდა, ნამდვილად ძნელი იყო იმედის შენარჩუნება. მისი სისუსტე ის იყო, რომ ყველას ეჭვის თვალით უყურებდა, თავის ხალხში, ყოველთვის მტერს ხედავდა და თვალს არავის აცილებდა. მისთვის კი ნათესაურ კავშირს ნამდვილად არ ჰქონდა მნიშვნელობა, ღალატი ღალატი იყო. იქნებ, ეს უფრო სიძლიერეაო, მოუვიდა აზრად, მაგრამ თვითონვე არ დაეთანხმა და უმწეო ფრაზად ჩათვალა. -სიყვარული შენ გგონია ძლიერია და ყველაფერს გაუძლებს? - ხანგრძლივი სიჩუმის შემდეგ დაიწყო დონმა. სწორედ მის გულს ეხებოდა, ტკენდა, გუგასთვის კი ამის გაძლება საშინელება იყო. დონი ისეთი მეტოქე იყო, რომელიც ადვილად ცნობდა ადამიანის სისუსტეს, მის ჭრილობას და სწორედ იქ აყრიდა მარილს უფრო მეტად, რომ ეგრძნობინებინა მისთვის რას ნიშნავს სიმარტოვე, რას ნიშნავს როცა კაცობრიობა ზურგს გაქცევს... სწორედ მაშინ იწყებენ ხოლმე ლაპარაკს ეჭვმიტანილები, როცა იწყებდნენ, მაშინ კი თავიანთი სიკვდილის განაჩენს აწერდნენ ხელს. - ნუთუ მართლა შეგიყვარდა? დამიჯერე, სიყვარული სისუსტეა... სისუსტეა, როცა მტერმა იცის ამის შესახებ. შენი მტერი კი ახლა მე ვარ და მას ისე გამოვიყენებ, რომ გატკინო. ის სიტყვები, რომ სიყვარული აძლიერებს და მსგავსი სისულელეები, უბრალო ბოდვაა და მეტი არაფერი. რა გგონია სამუდამოდ ეყვარები? - დამცინავად ჰკითხა, მაგრამ უკვე ეტყობოდა მისი საუბარი ყვირილში გადაიზრდებოდა, სახე კი გაბრაზებისგან გაუწითლდებოდა. - სიყვარული ავადმყოფობაა, რომელიც ადამიანს ასუსტებს და კიდევ სხვა ბევრი სიმპტომები აქვს: ყველაფრისადმი გულგრილობა, ჰაერში ფრენა, ოცნებებით ცხოვრება, შენს საქმეში იჩენ უყურადღებობას და აი შედეგიც, შენ აქ ხარ. -სიყვარულზე შენ არ უნდა საუბრობდე! არ გაქვს ამის უფლება. - დაუღრინა ბიჭმა. -ჰმ... - შეხედა და თვალებში სევდა ჩაუდგა დონს, რაც გასაკვირი იყო, კაცისგან, რომელმაც შებრალება არ იცოდა რა იყო. - დაღუპული ხარ ჩემო ბიჭო, დაღუპული. -თავსაც გავწირავ. -სულ ტყუილად. - წამოდგა ფეხზე. - გაიყვანეთ და სათანადოდ დასაჯეთ. იზრუნეთ, რომ მიიღოს რაც ეკუთვნის. - ბიჭს მხარს ზემოდან გადახედა. - სიკვდილი მოანატრეთ - ისე მკვეთრად თქვა, ეს სიტყვები კარგად დაამახსოვრდა გუგას, როგორც მისი უგულოდ ნათქვამი და კიდევ ერთი სიკვდილის განაჩენი, რომელიც აღსრულდებოდა, მაგრამ არა მისი ხელით. *** ტანჯვა. მისთვის ტანჯვა იყო მხოლოდ წინ. ყოველ წამს, როცა რკინის დიდი ჯოხი ზურგზე ხვდებოდა, ამას კი ხან წიხლებიც მოყვებოდა, ის მხოლოდ ნინოზე ფიქრობდა. უწევდა აეტანა, ცდილობდა მაინც გაბედულად ჩაეხედა მისი ბოსის თვალებში. დარტყმები არ წყდებოდა, ყოველ ჯერზე უფრო ძლიერი აღმოჩნდებოდა ხოლმე და ოთხზე დამდგარი უბრალოდ ეცემოდა, ხელებს აღარ ჰქონდათ იმის ძალა, ის დაეჭირათ და დაცემისას მისთვის ტკივილის მიყენება მაინც არ წყდებოდა. მიუხედავად ამისა, თავი ყველაზე ბედნიერ კაცად მიაჩნდა, რადგან მას ჰყავდა ადამიანი, ვის გვერდითაც ბედნიერი იყო, ცოტა ხნით, მაგრამ მაინც ბედნიერი. მის წარსულს, მის ქმედებებს ვერ ეუბნებოდა, მაგრამ ნინოსთან ყველაფერი ავიწყდებოდა და არც კი ახსოვდა რაიმე დავალება თუ ჰქონდა მასთან მიმართებით, არ ახსოვდა, რადგან ის იმ წამებით ტკბებოდა, როცა მასთან ყოფნა შეეძლო. ბედნიერი იყო მომენტით და არ ელოდა მეტს. ეშინოდა დასასრულის, მაგრამ ის მაინც მალე მოვიდა და ეს ურთიერთობაც დასრულდა. ერთმანეთს დააშორეს, ეს აუცილებლად მოხდებოდა, გუგას თავი რომც არ გაეცა და ნებით არ ჩავარდნილიყო ტყვედ, მაგრამ გაანალიზებული ჰქონდა, რასაც აკეთებდა. ის უფრო მეტად გააწამებდა, მის თვალწინ რომ აწამებდნენ ნინოს და ეცდებოდნენ რამე ეთქმევინებინათ, ვიდრე მისთვის მიყენებული ჭრილობები. ბნელ ოთახში იყო, სადაც მცირედ ანათებდა დამაგრებული პატარა ნათურები, ეს ოთახი მათთვის იყო, ვინც საშიში იყო და სიკვდილის განაჩენი ჰქონდა გამოტანილი. ორი კაცი დასდგომოდა თავს, ფეხები ჯაჭვით დაებათ და რკინის სქელ ჯოხებს ძვლებში ურახუნებდნენ. სტკიოდა, ეწვოდა, ნახშირდებოდა, მაგრამ არა მისი სხეული, არამედ სიყვარულით და ამ სიყვარულის წარუმატებლობით დატანჯული მისი გული. უფლებას არ აძლევდა ზიზღით ავსებულიყო და იგივე განეცადა, რაც მაშინ, როცა არავინ არ უყვარდა ქვეყნად და მისი გული ცივი ქვასავით მაგარი იყო. როდესაც მომავალი არც კი ესახებოდა ნათელი და მხოლოდ შავ-თეთრ, ან წითელ ფერებში ხედავდა მას, წითელი კი ეს სისხლის ფერი იყო. -შეწყვიტეთ. - როცა კარგად ნაცნობმა ხმამ გაიჟღერა, მაშინვე ზევით აღმართული ჯოხები, კვლავ დასარტყმელად გამზადებულები, ჰაერშივე გაქვავდნენ. - საკმარისია. - დიდი ნაბიჯებით შემოაბიჯა დონმა ოთახში და მის წინ გაჩერდა. გუგამ ტანი ძლივს აითრია და მისკენ გახოხდა. არაფრის ძალა არ ჰქონდა, ამიტომ ეს დონმა უსუსურობის და შიშის საბუთად ჩათვალა, მის თვალებში როცა უზომო სიბრალული წაიკითხა. ფიქრობდა უკვე მოქმედებს და ეშინიაო, მაგრამ რა იცოდა, მას ასე მარტივად რომ ვერ გატეხდა. -მინდა მოგილოცო. შენმა სიყვარულმა შედეგი გამოიღო და ნინოსაც ნამდვილად ჰყვარებიხარ. -რა უქენით მას? - უხმოდ აყვირდა. - რა უქენით მას? - ხმას უფრო უმატა და შიშისგან კანკალმა დააწყებინა. შიში საყვარელი ადამიანის დაკარგვისა არის გრძნობა, რომელიც ყველა ადამიანში ცხოვრობს და ყველას განუცდია. სულ ერთი იყო საკუთარი სიცოცხლე, არ ადარდებდა რას გაუკეთებდნენ მას, მაგრამ მისთვის მთავარი იყო ნინო ყოფილიყო კარგად და ამაში იმის იმედი ჰქონდა, ვისაც დილით შეხვდა. იმედი ჰქონდა ის დაიცავდა და არ მისცემდა დონს უფლებას მის ხელში მოხვედროდა. -ვიღაცა გაბრაზდააა. - კმაყოფილად ჩაიხითხითა. - დამშვიდდი. ჯერ არაფერი გაგვიკეთებია მისთვის. აი ახლა, ცოტა ხნის წინ მთვრალმა მოგიკაკუნა კარზე, მაგრამ თუ იცი ვინ დახვდა? - გაეღიმა. გუგა კი ისეთი გამწარებით უყურებდა რომ გაეშვათ დაახრჩობდა. ამას გააკეთებდა, რადგანაც მისთვის აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. - ჩემი გვანცა... რას იფიქრებდა ნეტავ ვიცოდე.... აჰჰააჰა. -შენ უბადრუკი ნაძირალა ხარ. გრძნობებზე თამაშობ, როგორც სათამაშოებს შენს ქვეშევრდომებსაც ისე ექცევი და კიდევ მიკვირს აქამდე, როგორ გიძლებენ შენნაირ პირუტყვს. არ უნდა გერქვას „დონ კორლეონე“ არა! შენ სახელს არ ამართლებ, ყველაზე დიდი თვითმარქვია ხარ, რომელსაც სიცოცხლეში ერთი რამ უნდოდა, ყოფილიყო მნიშვნელოვანი პიროვნება და ამას სახელით აკეთებ. მასთან საერთო არაფერი გაქვს შენი დედ... - მუშტი კბილებში მოხვდა და ეს ტკივილი მისთვის სასიამოვნოც კი იყო. კიდევ ერთხელ შეძლო გამწარება მისი, ხოლო ის რომ თვითონ არ გატყდა ზუსტად იცოდა ესეც აცოფებდა და მალე არაკაცივით მოიქცეოდა. -ვერავინ ბედავს ჩემთან ასეთი ტონით საუბარს. - სერიოზულად უთხრა, სახეზე ღიმილი, ოდნავი ირონიაც კი არ ეტყობოდა. - ამას ინანებ. დუმილი ჩამოწვა და მათ შორის რაღაც მტრული გაება, ერთმანეთს აკვირდებოდნენ, სინჯავდნენ, მეტოქეობას უფასებდნენ ალბათ. - ჯერ არაფერი მომხდარა. ნინო თავისუფალია, ჩემმა ხალხმა მიიყვანა ის შინ, მაგრამ აი მე რა მაქვს. - მის გასამწარებლად კიდევ ცდას არ აკლებდა და გუგას ტელეფონი ამოიღო, აჩვენა რომ ნინოს ნომერი უკვე აკრეფილი იყო და შეტყობინების ველში კი ეწერა - „მშვიდობით.“ ბიჭმა მთელი ძალით გაიბრძოლა, არ ადარდებდა ფეხების ტკივილი და ცდილობდა ჯაჭვებიც კი გაეწყვიტა, რომ მივარდნილიყო. საოცარი ძალა შეიძინა თითქოს და ჯაჭვების გაწყვეტაც კი სცადა. დონი მის მცდელობებს ფეხზე მდგარი, ამაყად გადმოჰყურებდა და თავისთვის იცინოდა. - ახლა იფიქრებს, რომ მიატოვე. მიატოვე სამუდამოდ, რადგან მას ვეღარ ნახავ. ვეღარასდროს! - ეს სიტყვები კი სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანაზე უარესი იყო. *** რამდენიმე დღე სიკვდილმისჯილთა ოთახში გაატარა. ყოველთვის ერთ დროს შემოჰქონდათ, დღეში ორჯერ ლანგრით მისთვის ულუფა. დილას და საღამოს. დილით ძველი და ობიანი პურები, რომლებიც მშიერი კაცისთვის მაინც მისწრება იყო, საღამოს კი ჯამით ლობიო, რომელსაც მჟავე სუნი ასდიოდა, ფიქრობდა საწამლავი გაურიეს და ჩემი მოკვლა ასე გადაწყვიტესო, მაგრამ ის მაინც ნებაყოფლობით მიირთმევდა და არც ბედს უჩიოდა. რადგან ახალი არაფერი ისმოდა, იმედოვნებდა რომ ნინო უსაფრთხოდ იყო. როგორ უნდოდა დაევიწყებინა, მისი არსებობა და არ ეფიქრა მასზე, უნდოდა რომ გაენადგურებინა მისი ტვინი, სადაც ჯერ კიდევ შერჩენოდა მოგონებები და რაც მთლიანად იპყრობდა. სხვაზე ვერაფერზე ფიქრობდა, მაგრამ განადგურებით ერთადერთ ბედნიერებას მოისპობდა. ადამიანს, როცა სტკივა, როცა უყვარს და გული ამის გამო სტკივა, ის ბედნიერია. არ უნდა ეცადოს დავიწყებას და არასდროს უნდა იყოს ბედით უკმაყოფილო. სიყვარული საჩუქარია, რომელიც დაბადებიდან მოსდევს მას, მაგრამ მისი გამომჟღავნების უნარი და შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ ეძლევა ცხოვრებაში. ახსენდებოდა, ყოველი დეტალი, პატარა წვრილმანიც კი. მას გაახსენდა ის დღე, როცა ცოლობა სთხოვა, მთაწმინდის პარკში. გაახსენდა გიორგიც, რომელიც მის მეჯვარეობას დათანხმდა და წინასწარ იცოდა უკვე, რომ ნინო უნდა მოეტაცებინათ. მაშინ უკვე უყვარდა ის და არ თამაშობდა, მაშინ უკვე გრძნობდა, როგორ გაუმთელდა გული და დასასრულზე ფიქრი შეწყვიტა, ვერ წარმოიდგენდა ასე მალე თუ მოვიდოდა. არ უნდოდა ეფიქრა სიტყვებზე, რომელიც გულს ატკენდა მას და არც მას ჰქონდა უფლება ნინოსთვის გული ეტკენინებინა. უნდოდა მისი არსებობა ყველაზე მეტად ღირებული ყოფილიყო მის ცხოვრებაში და ამით ბოლომდე დამტკბარიყო. უნდოდა სიყვარულის მზე შეეგრძნო, როგორც არასდროს შეუგრძვნია სითბო, შეეგრძნო მისი სიძვირფასე, როგორც არასდროს მიუღია ეს დედისგან. გუგა არაფერს ნანობდა. ნელ-ნელა ყველაფერი თავდავიწყებას ეცემოდა. მას უფრო და უფრო უყვარდებოდა იგი და უფრო მეტად ავიწყდებოდა საკუთარი თავი. უფრო მეტად არ ადარდებდა არანაირი მანძილი, არც ვითარება, რადგან მაინც ბოლომდე სწამდა, ყველა სიტუაციიდან აუცილებლად მოიძებნება რაიმე გამოსავალიო და საჭირო მომენტს ელოდა. ძველებურად ჰქონდა ჯაჭვები მაგრად მოჭერილი ფეხებზე, ხელები თავისუფალი, მაგრამ ყველაფერი სტკიოდა. ორი დღის განმავლობაში კიდევ დაიმსახურა რამდენჯერმე ტანჯვა-წამება. სახეშიც ურტყამდნენ წიხლებს და კბილები თანდათან უფრო აკლდებოდა, ნეკნების მტვრევის ხმა ესმოდა მის შიგნით, მაგრამ გაქცევისთვის, ბედნიერებისთვის ყოველთვის მზად იყო. მას ვერ შეაშინებდა ვერანაირი ტკივილი, ვერც სასოწარკვეთა და ვერც სიკვდილის შიში, მას არაფერი აშინებდა, რადგან ერთადერთი, რაც აშინებდა მისგან შორს ყოფნა იყო, ყველაფერი უნდა ეღონა იმისთვის, რომ თავი დაეხსნა, მანამდე კი დონ კორლეონე უნდა მომკვდარიყო. ისე თავს არ დაანებებდა არცერთს და ბედნიერების უფლებას არ მისცემდა მათ. იმ საბედისწერო დღეს, როცა ნინოც მოიყვანეს და სიბნელეში ჩაკეტეს, დონ კორლეონემ მაშინვე ღიმილით მიახალა და ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ქორწილში ეპატიჟება და ბედნიერებისგან არ იცის რა ქნასო, მაგრამ მისთვის ეს იმაზე უფრო დიდი ბედნიერება იყო, რადგან გუგა იტანჯებოდა, ხვდებოდა ამას და სიამოვნებდა. მისი ტანჯვა ახარებდა. უბრალო სიკვდილით, რომ დაესაჯა ვერ მიიღებდა სიამოვნებას, მაგრამ ახლა როცა თვალებში უყურებდა და მისი ტკივილის მიზეზი იცოდა, როცა მის სახეზე ცრემლებში გარეულ სისხლს ხედავდა, ჭრილობების წვასთან ერთად ის ღრმა ჭრილობაც, რომ ეწვოდა, რაც გულში მიაყენეს ამის დანახვა ბავშვივით ახარებდა და აღფრთოვანების ზღვარს იყო, ბედნიერების ზენიტში. გაიგო თუ არა წამოხტა. შეაგინა და ხელიც მოუქნია, მაგრამ ვერ მისწვდა. იქვე დაეცა, როცა ჯაჭვები დაიჭიმნენ და ფეხები იატაკზე აუსრიალდა. ამის დაშვება არ უნდოდა, მაგრამ მაინც მოხდა. ვერ შეასრულა პირობა, რომ დაიცავდა, მასზეც ძალიან იყო გაბრაზებული, რადგან მისი მსხვერპლად შეწირვა ამაო აღმოჩნდა და ის მაინც აქ გამოკეტეს. წარმოიდგენდა, როგორ ურტყამდნენ, როგორ გამუდმებით ეკითხებოდნენ ერთი და იგივე კითხვას: „ლიზი სად არის?“ და სტკენდნენ, მაშინვე გაქცევაზე იწყებდა ფიქრს, მაგრამ სქელი ჯაჭვისთვის ვერაფერი მოეხერხებინა. ის დღეც დადგა. მისი სიკვდილის დღე. სამ კაცს ეჭირა, უკვე დასუსტებული, მთლიანად სისხლიანი გუგა, მაგრამ იმდენად სუსტად იყო, რომ ერთი კაციც კი მოახერხებდა მის დაჭერას. ციხეში საგრძნობლად დაიკლო, ძვლების ჭახაჭუხსაც გრძნობდა სხეულში და სტკიოდა, მაგრამ კაცურად იტანდა მას. ერთი ზიზღნარევი თვალი შეავლო მის კოლეგებს, რომლებსაც ადრე იცნობდა კიდეც, მაგრამ თანაგრძნობაც ვერ ამოიკითხა მათ თვალებში. მას მერე რაც სიყვარული იპოვა, ბევრი რამ შეიცვალა მის ცხოვრებაში. ეუცნაურებოდა დონ კორლეონეს „ჯარისკაცების“ ასეთი უგულო სახეები, თითქოს განგებ რაღაცას უკეთებდა, რომ ასეთები ჩამოყალიბდნენ, ან მართლაც ძალიან დიდ გასაჭირში აღმოჩნდენ, რომ არც ფიქრობდნენ მის ღალატზე. უკვირდა დონის უგულობა. უკვირდა ის არარსებული ცრემლები, რომელიც არასდროს არ გადმოუყრია თვალებიდან და ისიც, რომ შეეძლო გაწირვა ყველაფრის, საყვარელი ადამიანების ჩათვლით და ხელიც არ აუკანკალდებოდა. როგორი ბედნიერი იყო ღმერთმა რომ არ გასწირა და უსიყვარულოდ, იმ ურჩხულებს არ დაამსგავსა ისევ და გონზე დროულად მოიყვანა. ბედისა და უფლის ნამდვილად მადლიერი იყო და ასე ბედნიერი მოკვდებოდა რომ არა ნინოს ამ ჯურღმულში მოხვედრა. -გიო, კარგად მოკიდე ხელი, ვერ ხედავ ფეხზე ძლივს დგას? - გადაულაპარაკა მარცხნივ მდგარმა მარჯვენა ხელში ჩავლებულ ხელქვეითს. -ხო.. ხო. მიჭირავს. -ბიჭებო. - დაიწყო გუგამ და თვალი მესამე ბიჭს გააყოლა, რომელიც საკანში დარჩენილიყო და თეფშებს ეპოტინებოდა. - დედა არ გყავთ არა? ან მამა? არავინ გიყვართ, ხომ ასეა? -ფეხი გაადგი. - უხეშად ჰკრა წიხლი მარცხენამ. - შენი საქმე არ არის. მალე ჩაძაღლდები. - ჩაუსისინა ყურთან ჩუმად. ჯერ საკანს არ იყვნენ გაცილებულები, გუგა დატრიალდა და ხელები უეცრად გადაეგრიხათ. სწრაფად ამოაცალა გასაღებების ასხმა მას, ვისაც გიო დაუძახეს. ისინი ტკივილისგან ჩაიკეცნენ. გუგამ ორივეს სახეში დაარტყა მუშტი, ისე რომ ჯერ მესამეს ვერ მოესაზრებინა რა ხდებოდა. ფეხები მოუქნია და საპირისპირო მხარეს გადაისროლა. ერთი ძირს დაეცა, მეორე თეფშებს, ვინც იღებდა იმას დაეცა ზედ და წააქცია. ბიჭმა ხელი ნეკნებს წაავლო, მაინც ტკივილმა გაჰკრა, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ეს აწუხებდა. მაშინვე სირბილით სხვა საკნების თვალიერება დაიწყო. ყვიროდა, სწრაფად მირბოდა, უკან კი მალევე დაადევნეს სიტყვები. -რას შვრები, გაგიჟდი? - გაუწყრა ერთი, მეორეს, მაგრამ გუგას ეს არ აინტერესებდა. - აქ არ ისროლო, ყველაფერი მეტალისაა, ვის მოხვდება ტყვია არავინ იცის... არ გაბედო, დაუშვი იარაღი. ბიჭი კი გახარებული მირბოდა, იმის იმედით, რომ გადაარჩენდა თავის მიჯნურს. ყოველ საკანთან ჩერდებოდა და შიგნით იყურებოდა. გინების კორიანტელი და „დაიჭირეთ“ ძახილი კი არ წყდებოდა. მაგრამ უეცრად სულ სხვა ყვირილი გაიგონა. იქიდან მოდიოდა საითკენაც მირბოდა, ქალის კივილი იყო და მაშინვე ხმის მიმართულებით გაიქცა. საკანთან გაჩერდა და მონატრებული სახე დაინახა. ნინოს შეეშინდა მისი სახის დანახვისას, გული ეტკინა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ საკუთარ თავს არ ჰგავდა. -ნინო... - ხელი გაუწოდა მას. - უნდა წავიდეთ, დრო არ ითმენს. *** ლაბორატორია იმავე შენობაში არ იყო, სადაც ნინო დაეტყვევებინათ. გუგა კვლავ საკანში ჩაკეტეს და მისი სიკვდილის განაჩენმაც ცოტათი გადაინაცვლა, სანამ დონ კორლეონე არ იტყოდა, მანამდე მაინც. თან პირობა უნდა შეესრულებინა, რასაც დაჰპირდა. როცა გოგონა უსარგებლო გახდებოდა... ნინო კი გარეთ გაიყვანეს. მან მოათვალიერა ბაღი, სადაც ძალიან მაღალი ბალახების რიგები და ხეები იყო ამოზრდილი. მარცხნივ ვარდების ჯგუფი შეკრებილიყო, მარცხნივ კი ფუტკრებს მოეყარათ თავი ყვავილებზე, სადაც იფიქრებდი კიდეც, რომ ბედნიერები იყვნენ. როცა მოშორდნენ დაინახა, რომ დიდი ციხესიმაგრესავით იყო შენობა, სადაც არავინ იყო სხვა, ამ ციხე-კოშკს კი დიდი გალავანი ერტყა გარშემო. ის მოზრდილ მანქანაში ჩასვეს, სამარშუტო ტაქსის მსგავს მანქანაში, უკანა მხარეს, სადაც ფიცრები დასაჯდომად მხოლოდ ნაპირებში ჩაელაგებინათ. დააბეს და მანქანაში ორი ზორბა ტიპი მოუჯდა აქეთ-იქიდან. წინა სკამზე კი, დონ კორლეონე იჯდა და გაფაციცებით აკვირდებოდა მის პატარა თვალებში რამხელა იყო სიყვარული. ჩაშტერებოდა მის მზერას და დიდის ამბით უკვირდა, სიყვარულს ბოდვად თვლიდა, სჯეროდა რომ ყოველთვის ქრებოდა, როგორც არ უნდა გიყვარდეს. მისთვის სიყვარული ავადმყოფობა იყო, რომელსაც წამლები ვერ კურნავს, მაგრამ ბოლოს აუცილებლად იკურნება, დროის გასვლის შემდეგ და სანაცვლოდ მხოლოდ ტკივილს ტოვებს. ეს ტკივილი კი იმდენად სასტიკია, ადამიანს აგიჟებს და გონებას უბინდავს, საღ აზროვნებას უკარგავს და შეურაცხადს ხდის. ასე ფიქრობდა მის პირდაპირ მჯდარი, კმაყოფილებით სავსე მზერით მამაკაცი, რომელსაც საშინელებების კეთებაც შეეძლო. მან კიდევ ამოიღო ნემსი, ოქროსფერი სითხით სავსე და ვენაში სცადა გაეკეთებინა. როცა წინააღმდეგობის გაწევა დააპირა ნინომ, კარგად დაიჭირეს და ნემსი ნელა შეუყვანა, შემდეგ კი ოქროსფერი სითხე შევიდა მის სხეულში. -იცი? მამაჩემს ყველაზე მეტად რა უნდოდა? - დაიწყო დონ კორლეონემ და ხელი ყელში მიაბჯინა. - უნდოდა დროის მანქანა გამოეგონებინა, ამაზე ბევრს მუშაობდა. ერთადერთი ოცნება ჰქონდა მსოფლიო მის ხელში ყოფილიყო და ამ ოცნებას გადაჰყვა კიდეც. -მმმ... - ხმა ვერ ამოიღო გოგომ. -მან არ იცოდა რითი დაეწყო, უამრავ ცდას ატარებდა, მაგრამ მთავარი არ ჰყავდა, საცდელი კურდღელი, რომელიც შენ იქნები... შენი ლიზიც დამეხმარება ამაში... - კიდევ ლაპარაკობდა, მაგრამ ხმა მიწყდა, აღარაფერი ესმოდა, უკვე ძილში მიდიოდა. ტკივილი იგრძნო, მთელი სხეული სტკიოდა და ეწვოდა, ეგონა სადღაც უსასრულობაში ტრიალებდა. თვალი გაახილა, მის წინ დონ კორლეონე იყო, გონება დაკარგული ჰქონდა, მისი ხელქვეითები კი გვერდით არ იყვნენ. თვალები კვლავ დახუჭა, დაეხუჭა, რადგან ჯერ კიდევ წამლის მოქმედების ქვეშ იყო. ყველაფერი გაქრა, მას ჩაეძინა, მაგრამ ბოლომდე ებრძოდა სისუსტეს, ებრძოდა ძილს, რომ მის ბურუსში არ მოხვედრილიყო და შემდეგ არ ჩარჩენილიყო. თუმცა მაინც ბურუსმა მოიცვა. ნინოს ჩაეძინა, რამაც ტკივილი დაავიწყა და შვება მოჰგვარა. *** დიდხანს ებრძოდა სიბნელეს, იბრძოდა მასში რომ არ ჩაკარგულიყო საბოლოოდ და მუდამ იქ არ დარჩენილიყო. იბრძოდა საკუთარი თავისთვის, იბრძოდა მეგობრებისთვის, გუგასთვის. პირველი რაც თვალის გახელისას დაინახა ცა იყო. საოცრად შემსუბუქებულიყო და მისთვის სიყვარულის ტრაგიკული სენიც თითქოს გამქრალიყო. არაფერზე ფიქრობდა, მის თავში მხოლოდ სიცარიელე ტრიალებდა. -გაიღვიძა. მგონი გაიღვიძა. - ბუნდოვნად მისწვდა ყვირილი და თავის წამოწევას ეცადა, მაგრამ კვლავ მოწყვეტით დააგდო თავი რბილ რამეზე. თვალები მილულა და ოცნებებს შეჰყვა. -გამარჯობა. - სიტყვებმა თავისით იწყეს მოქმედება და ჟრუანტელმა დაუარა. საუკეთესო წლები გაახსენდა, ამისთვის მზად არც იყო და ვერ აღიქვამდა ჯერ ამას რეალურად, რომ მას ლიზის ხმა ჩაესმოდა და დარწმუნებული, რომ ყოფილიყო თვალი გაახილა. საოცარი სიყვარულით აივსო, მაგრამ ბრაზიც ახრჩობდა. ნამდვილად ცოცხალი იყო, როგორი შეცვლილი, მაგრამ ის იყო. წინ დაკარგული მეგობარი ედგა, რომელიც ყოველთვის გვერდით ედგა და სიცოცხლის მოზღვავებას გრძნობდა მასთან მყოფი. ახლა კი გაუხარდა, მაგრამ არაფერი გამოუმჟღავნებია. სიზმარი ეგონა, რომელიც მალე დასრულდებოდა და თავს იკავებდა ემოციების გამოვლენისგან. თან არც ის იცოდა რა მოხდა მის თავს, ლიზი ვის მხარეს იყო, თუ კიდევ შეიძლებოდა მისი ნდობა, შეყვარება. -გამარჯობა. - უხერხულად წარმოთქვა ნინომაც და წამოჯდომა კვლავ სცადა. -არა... არა. იწექი. ჯერ კიდევ სუსტად ხარ და უნდა დაისვენო. -რა მოხდა? - ჰკითხა მისუსტებული ხმით. -მთავარი ის არის, რომ უსაფრთხოდ ხარ, დანარჩენი ყველაფერი უმნიშვნელოა. მესმის რასაც გრძნობ ახლა. ამას მეც ვგრძნობდი, გაუსაძლის ტკივილს, შენგან განშორების გამო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, იმედია გამიგებ და მაპატიებ. ახლა აღარასდროს მიგატოვებ გეფიცები... ყველაფერს ვიზამ, რომ დაგიცვა! -მართლა შენ ხარ? - ცრემლებით მაინც დაისველა თვალები, შეკავება ვერ შეძლო. -კი, საყვარელო. მე ვარ... ჩემო სიცოცხლე. - მიეჭრა და მაგრად ჩაეხუტა. ნინომ მკერდში ტკივილი იგრძნო, დარტყმისგან გამოწვეული ჭრილობა სტკიოდა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია და ისიც მოეხვია დავიწყებულ და დაკარგულ მეგობარს, განშორებულებს, რომლებსაც კიდევ მიეცათ შანსი შეხვედროდნენ და ერთმანეთის სითბოთი დამტკბარიყვნენ. რა საოცარი იყო, როგორ მონატრებოდა მისი ჩახუტება და რამდენი ცრემლიც დაღვარა, ახლა ფუჭ ცრემლებად აღიქვამდა, რადგან ცოცხალ ადამიანს დასტიროდა, ცოცხალს გლოვობდა. მის თავში კი სცენა, რომელიც ავარიის შემდეგ ნახა გაბუნდოვანებულიყო, ვერც კი აეხსნა რა ნახა მაშინ. რომ გაშორდნენ, სითბოს კვლავ გრძნობდა ნინო. ღმერთო, ჩემო რა ძვირად დაუჯდა მისი ნახვა. - როგორ... - დაიწყო აკანკალებული ხმით, გოგონამ. - რატომ გადამარჩინე? -აბა ფიქრობდი, რომ ჩემს ღვიძლ, ტყუპისცალ დას მივატოვებდი გასაჭირში? - თქვა და გაეღიმა. მისი ღიმილი კი საოცრად ამგვანებდა ადრინდელ ლიზის, რომელიც დაკარგა, თითქოს დრო არც გასულიყო და უბრალოდ ყველაფერი, რაც მოხვდა დაესიზმრა. - ახლა კი დაისვენე. ჯერ კიდევ სუსტად ხარ და დაიძინე. დანარჩენზე ხვალ ვისაუბროთ. - ადგა და გაეცალა. __________ მოგეწონათ? მინდა ვიცოდე თითოეულისგან რა გრძნობა დატოვა თქვენში ^_^ შემდეგ თავს კი აუცილებლად ელოდეთ! ჯერ წინ კიდევ ბევრი ინტრიგა გელოდებათ და ბევრი რამის გაგებაც მოგიწევთ. სადღაც სამი თავი დარჩა დასასრულამდე. ან ოთხი!! მადლობა ყველას კიდევ ერთხელ. მიყვარხართ... თქვენი ერკე! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.