მაჩუქე სიყვარული (13)
*** ელენე იმ დღეს მთელი დღე ლოგინში ვიკოტრიალე, საღამოთი ნათიაც დაბრუნდა სახლში ,ალექსანდრეს გამოტანილი წამლები დამალევინა და მასაც მშვიდად ჩასთვლიმა. მთელი ღამე ადგილი ვერ ვიპოვე რომ მომესვენა, იმდენი ვიწრიალე ბოლოს წელი ამტკივდა კოტრიალით და სამზარეულოსკენ წავედი, ყავა მოვიდუღე , ხალათ შემოვიცვი და აივნისკენ ავიღე გეზი,გარეთ ოქტომბრის გრილი ქარი უბერავდა, ცხელი ყავის ფინჯანი ხელებს შუა მოვიქციე რომ გამეთბო.. ქარი თმებს მიწეწავდა, ღამის 2 ხდებოდა და გარეთ არავინ ჭაჭანებდამ ან ვინ უნდა ყოფილიყო, ყველა ნორმალურს ახლა ეძინა ..ჩემს გარდა. ! ისევ წამომეშალა ფიქრები, გამახსენდა ისევ გუგასთან გატარებული წუთები. და მაინც რა არის ცხოვრება? რატომ ვაბრალებთ ჩვენს ყველლა ჩადენილ დანაშაულს მას? რატომ არ ვეძებთ დამნაშავეებს ცოცხლა არსებათა შორის, და მაინც რატომ ხდება ისე რომ ვცხოვრობთ და მაინც გვძულს ჩვენი ცხოვრება.. რატომ ვიბადებით თუ უნდა მოვკვდეთ, რატომ გვართმევენ ზოგჯერ ყველაზე ძვირფას.. და კიდევ ვინ იცი რამდენი რატომ არსებობს?? და მათგან რამდენს აქვს პასუხი.. ღრმად შევისუნთქე უკვე კარგად აციებული ჰაერი და ძილმორეული წავედი ლოგინისკენ. დილით საშინელმა სიცივემ გამაღვიძა, ორად მოვიკუნტე თუმცა ვერ გავთბი და უკმაყოფილოდ წამოვიზლაზნე ლოგინიდან. "ოხ ნათია" წარბებშეჭმუხბულმა გავხედე მამიდაშვილს რომელსაც მთელი ჩემი საბანი თავზე გადაეფარებინა და მშვიდად სუნთქავდა. ხალათი მოვიცვი და სააბაზანოსკენ ავიღე გეზი. იქედან გამოსულს ნათიაც ამდგარი დამხვდა და ლალის საფირმო საუზმეც მზად. გემრიელად ვისაუზმეთ, ნათია ვატოსთან წავიდა, ლალი სამსახურში, მე კი ამ ამინდში არსად წასვლის თავი არ მქონდა ამიტომ ფეხები ავკეცე დივანზე ტელევიზორი ჩავრთე და უაზროდ დავიწყე არხების რთვა. ბოლოს არჩევანი კომედიაზე შევაჩერე რომელიც უკვე მემგონი ათასჯერ მქონდა ნანახი .. ფილმი დამთავრდა თუ არა ტელეფონზე სმს -ი მომივდა "წამლების დროა" უცხო ნომერმა გამაკვირვა, თუმცა არ მიპასუხია. თუ რამე უნდა დარეკავს თქო ვიფიქრე. და წამლების დასალევად გავემართე. "მმ, ნეტა ვინ იყო? ან საიდან იცოდა რომ წამლების დალევის დროა. ან ნათია იქნებოდა ან.. ან? ალექსანდრე? ხო .. მან და ნათიამ იცოდნენ მხოლოდ ჩემი წამლების ამბავი, თან ალექსანდრემ იყიდა. და, ხო ხო. ის იქნებოდა" ჩემდაუნებურად ჩამეღიმა და დივანზე გავიშოტე. რახდებოდა ჩემს თავს/? ასე არ შეიძლება ელენე, თავს კარგად უკვე, მაგრამ როდესაც მის თვალებს ვხვდები არ ვიცი რა მემართება, აუღწერელი გრძნობაა, ვიძირები მის გიშერივით თვალებში, ვგრძნობ რომ დამიცავს, როდესაც მის სუნთქვას ვგრძნობ ჩემს სახეზე თავს ძლივს ვიკავებ რომ არ ვაკოცო, ოხ მისი დიდი წითელი ტუჩები. არა, არა გაჩერდი ელენე, შენ უკვე თავს კარგავ. გეყოფა მასზე ფიქრი" მეთვითონ ვეწინააღმდეგებოდი ჩემს ფიქრებს თუმცა, ფიქრიც სასიამოვნო იყო მასზე.. უკვე ნამდვილად ღრმად მქონდა შეტოპილი და ამ გრძნობებისგან თავს ადვილად ვერ დავიღწევდი ვხვდებოდი. ***ალექსანდრე -ასც ვიცოდი. ნიშნის მოგებით თქვა ნონამ და გაღიმებულმა გამომხედა -ვეზიზღები ელენეს. -ხო მართალი ხარ. როდესაც შენ გხედავს თვალები სიხარულისგან უელავს, კი ეზიზღები რადგან მოახერხე და მემგონი ისევ გააღვივე რაღაც გრძნობა მასში, რათქმაუნდა ეზიზღები რადგან ძნელ წუთებს ახსენებს შენი თავი, რატომაც არა ეზიზღები იმიტომ რომ შეუყვარდი. -ნონა, ნუ ბოდიალობ გთხოვ. -დააკვირდი მის თვალებს, თვალები ყველაფერს ამბობენ. გადამკოცნა და სახლიდან უჩუმრად გავიდა. კიდევ კარაგ ხანს ვფიქრობდი მის სიტყვებზე, და მაინც არ მჯეროდა იმის რასაც მართლა ვხედავდი ჩემი თვალებით, მის ვნებისგან აგიზგიზებულ თვალებს, მის მთრთოლვარე ტუჩებს, ო, ღმერთო ჩემო, რამოხდებოდა ის რომ ჩემი ყოფილიყო, ის რომ გვერძე მყოლოდ,ა მისი ცივი თითები ჩემი ხელებით გამეთბო.. -კარებს რატომ ტოვებ ღიას? ფიქრებიდან ვიღაცის ყელზე კოცნამ გამომარკვია, წარბებშეჭმუხნულმა გავიხედე უკან, ირინას გრძელი ხელები ჩემს კისერზე შემოეჭედა და მთელი მონდომებით მიკოცნიდა ყელს . ხელი ჩამოვაღებინე და ნაძალადევად გავუღიე -გაჩერდი ერთი წუთით. პირიქი გაჩერების ნაცვლად უფრო და უფრო დამიწყო კოცნა, წამებში ჩემს კალთაში აღმოჩნდა, გრძელ თითებს თმებში დაასრიალებდა, წამით გაჩერდებოდა ჰაერი რომ ცაესუნტქა და ისევ აგრძელებდა მთრთოლვარე ბაგეებით შეხებას. ხელი წელს ქვეშ სევუცურე და შევიგღძენი ცემი სეხებისას მთელ ტანზე რომ დაბურძგლა, "რავქნა , მარტოხელა კაცი ვარ .. ზოგჯერ ასეთები ხდება " თუმცა ორიოდე წუთში ირინას ნაცვლად თვალწინ ისევ ელენე რომ დამიდგა სწრაფად მოვწყდი ქალს და ანერვიულებული წამოვხტი დივნიდან. ვერ აგეგო ირინას რა ხდებოდა, უკნიდან მთელი ტანით ამეკრო და თავი ცემს კისერში ცარგო -მომისმინე ირინე..უნდა მორჩეს ეს ყველაფერი. შევეცადე რაც შეიძლება მშვიდად მეთქვა რომ არ სწყენოდა და მისი მხურვალე ტანი ჩამოვიცილე -ეგრეც ვიცოდი, უბრალოდ გასართობი ვიყავი. ცრემლმორეული თვალები მომანათა. -მომისმინე ირინე, მე იმედი არ მომიცია. გვქონდა სექსი და ორივეს მოგვეწონა, რატო აბუქებ ასე. -გულქვა, კრეტინო. საპასუხოდ სახეში წვა ვიგრძენი და ორიოდე წუთში ჩემს წინ გაცხარებული ქალი თვალთახედვას მოსწყდა. საღამოს განყოფიულებაში შევიარე ვიფიქრე გადავხედავ თქო საქმეებს მაგრამ , თურმე ამ დღეების განმავლობაში იმდენი დაგროვილიყო მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, შავ ტყავის სავარძელს ერთი კარადიდან მეორესკენ ვაცურებდი და მეორედან მაგიდისკენ რომ ყველა საბუთისთვის თავი მომეყარა. დილის 7 ხდებოდა თავი ჩავქინდე და მაგიდაზევე ჩამომეძინა. ***ელენე იმ დღეს თურმე ვატომაც გაიგო ჩემი ნერვოზის ამბავი და რამოდენიმე დღით სამუშაოდან გამანთავისუფლა, უკვე მიჩვეული ვიყავი ყოველ საღამოს 7 საათზე იქ ყოფნას, მთვარლი მამაკაცების მომსახურებას, ვულგარული ქალების კაპრიზებს, ამიტომ მთელი საღამო სახლში ვწრიალებდი, მერე მამიდა მოვიდა ვივახშმეთ და გვიანობამდე ვილაპარაკეთ, სამსახურიდან რაღაცეებს მიყვებოდა, მეც მაპარებდა კითხვებს ალექსანდრეზე , თუმცა უპასუხოდ დატოვებული თბილად იღიმოდა და თავისას აგრძელებდა. -შვილო კარგი ბიჭია არა ის გამომძიებელი? გავიგე გუშინ თურმე ისე გივლიდა საავადმყოფოში. ჩაიფხუკუნა მამიდამ და თბილი თვალები მომაპყრო -კარგი მამიდა რა შენც ნათიასავით დაიწყეე. წარბები შევკუშტე და უფრო ახლოს მივიცუცქე -შენ ის მითხარი მამიდა გივი ძია როგორ გივლის ხოლმე სამსახურში, ჩავიცინე და თავი მის კალთაში ჩამოვდე -ეხ შვილო, შენც ხო იტყვი ხოლმე რა.. არც მან დააკლო სიცილი და თავისი ფუმფულა თითები ჩემს თმებში შეასრიალა. ლაპარაკ-ლაპარაკში ისე გადავეშვი სზიმრების სამყაროში ვერც მივხვდი.. მეორე დღეს საღამოს გავემზადე და სამუშაოზე წავედი, ამჯერად ნათია და ვატო დაეთხოვნენ მენეჯერს და რომანტიულ პაემანზე წავიდნენ,“ ღმერთო ჩემო რა საყვარლები არიან „. ჩემდა გასაკვირად ბევრი არავინ იყო, მშვიდი მუსიკა, მშიდი გარემო სუფევდა, აქა იქ მიმოფანტული მოჩურჩულეები, ცოტ ცოტას წრუპავდნენ და ტკბებოდნენ, 3 ხდებოდა კლუბი მთლიანად რომ დაიცალა და დავხურეთ, ყველა თავის გზას დაადგა და მეც როგორც ყოველთვის ფული ეკონომიის მიზნით მარტოდმარტო გავუყევი გრძელ ტრასას. აქა იქ ერთი ორი მანქანა ჩაივლიდა, საიდანღაც ძაღლის ყეფის ხმაც ისმოდა, ცოტახანში გაჩერებას მივუახლოვდი და ნაღვლიანი თვალებით ავხედე ჩამქვრალ ბანერს.. გაჩერებიდან რაღაც კისკისის ხმები მოდიოდა..ოდნავ გადავხარე თავი და წითელ სკამებზე ნახევრად შიშველ ქალებს მოვკარი თვალი რომლებიც ამ ოქტომრის ცივ ჰაერში იყინებოდნენ, მხოლოდ იმიტომ რომ სხეულის გაყიდვით ორიოდე ლარი ეშოვნათ, ამან უფრო დამასევდიანა და სევდიანმა გზა განვაგრძე, მესმოდა ხმამაღლა როგორ დამცინოდნენ და რაღაც უცნაური და უწმაწური შეძახილებით მაცილებდნენ, მერე მათი ხმა ყურს მოსწყდა, სამაგიეროდ პოლიიციის მანქანის ხმა გაისმა და არც ვიცი რატომ ადგილზე შევცბი, უკან გავიხედე და ვნახე როგორ სვავდა ვიღაც ღიპიანი პოლიციელი სამ შიშველ ქალს მანქანაში და მერე ჩემსკენ გამოაპარა თვალი, რაღაც უცნაურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე, უფრო ირონიულმა და ცალი ხელით მანიშნა მისკენ მივსულიყავი, მეც გავიფიქე პოლიციელია რას დამიშავებსთქო და სწრაფი ნაბიჯით წავედი მისკენ -აბა შეხტი მანქანაში პეპელა, ვხედავ შეგციებია. სარკასტულად მითხრა და კკარისკენ მიბიძგა, თუმცა იმ ქალებთან ერთად ჩაჯდომას არ ვაპირებდი -არა , მე.. სახლში მეჩქარება. ვცადე უკან წამოსვლა მაგრამ მისმა ქონიანმა ხელებმა შემაჩერა, ისე მაგრად ჩამჭიდა მაჯაზე რომ მე მეგონა სისხლი გამიჩერდებოდა. -ჩაჯექი. ტონი დაძაბა და ერთი ხელი კვრით მანქანაში ჩამტენა. ყელში რაღაც საშინელი ბურთივით მქონდა გაჩხერილი და ტირილი მინდოდა , მაგრამ თავს ვიკავებდი რომ არ მეტირა, ქალები ამრეზით მიყურებდნენ, თითქოს მე ვყოფილიყავი მოშიშვლებული მკერდ-მუცლით და არა ისინი. ცოტახნში მანქანა განყოფილებას მიადგა. ორმა პოლიციელმაშუაში მოგვიქციე ჩვენ ოთხნი და განყოფილებაში შეგვიძღვნენ, ის სამი პირდაპირ ღია გისოსებიან საკანში ჩასვეს მორიგის პირდაპირ, მე შესვლას არ ვჩქარობდი, ვცდილობდი ამეხსნა პოლიციელბისთვის რომ მე არ ვიყავი მათნაიარი, რომ მე უბრალოდ სამსახურიდან მოვდიოდი თუმცა არავის მოსმენა არ უნდოდა, ბოლოს ძალიათ მაინც ჩამკეტეს მეც საკანში, ხელებით გისოსებს მივებჯინე და ჩუმი ტირილი ამივარდა -ნუ ნერვიულობ პეპელა 24 საათში გაგიშვებთ. -24 საათი? კი მაგრამ, ჩემებს უნდა შევატყობინო. ჩემს ნათქვამს ყურადღება არც მიაქცია ისე ამიარა გვერდი ღიპიანმა პოლიციელმა. -აქ თბილად მაინც ვიქნებით. -თან რო იწუნებს აქაურობას.. მომესმა უკნიდან ჩურჩული და ისედაც გაბრაზებული შემოვუბრუნდი და კარგა ბოღმიანი თვალები მივანათე -იცით რა , მე თქვენნაირი ბო*ი არ ვარ , და დიახ ვიწუნებ აქაურობას რადგან მე ჩემი მყუდრო და თბილი სახლი მაქვს, ჩემი ოფლით ვშოულობ ფულს და არა სხეულს ვყიდი როგორც თქვენ, ღმერთმა ხელები იმისთვის მოგცათ რო იმუშაოთ, არათუ სილიკონიანი მკერდი გამოაჩინოთ. "ენა გააჩერე ელენე, დროზე !" ქვეცნობიერად ჩამესმოდა ჩემი მეორე მეს ხმა თუმცა ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებული ვერ ვახერხებდი ენის გაჩერებას. ამან კარგი შედეგი არ გამოიღო.ერთი ერთი მათგანი ცინიკური ღიმილით წამოდგა ფეხზე, ლიფიდან დანა ამოიღო და ყელზე მიმაბჯინა -ისე გამოგჭრი ყელს, თითიც არ ამიტოკდება ძუკნა. მითხრა და მოქნეული ხელი ისე მაგრად გამარტყა თავი გისოსებს მივარტყი. ამჯერად დავუძლურდი, ჩავიმუხლე ხელები თავზე შემოვილაგე და ავტირდი -გამიშვით აქედან, გთხოვთ.. კარგა ხანს ვიჯექი ასე და ჩვენს მოპირდპირე კედელზე ჩამოკიდებულ საათს ვადევნებდი თვალს, უკვე თენდებოდა, 9 დაწყებულიყო, "ქალებს" ჯერ კიდევ ეძინათ. მთელი ღამე ცივ ბეტონზე მჯდომმა გავატარე ამიტომ მთელი კიდურები გამყინვოდა, გისოსებზე კონწიალით წამოვდექი ფეხზე და კაბინაში მჯდარ მორიგეს შევხედე სევდიანი თვალებით -წყალი მინდა. ჩახლეჩილი ხმით ამოვიხავლე და ხანშიშესულ მამაკაცს მივაპყარი აცრემლიანებული თვალები, მასაც ნაკლებად აცრემლიანებული არ ჰქონდა, ჭაღარა ულვაშები გადაისწორა, წყალი ჩამომისხა და მომიტანა -ჩემი ნება რომ იყოს ახლავე გაგიშვებდი, მაგრამ ნაბრძანები მაქვს შვილო. -მადლობთ, ცარიელი ჭიქა მივაწოდე. -უფროსს დაუძახეთ გთხოვთ. -სადაცა მოვა და ნახავთ, ის ის იყო უნდა წასულიყო კარებში რომ გაიხედა -აი მოვიდა. თქვა და თბილად გამიღიმა შენობაში მაღალმა ,შავგვრემანმა მამაკაცმა შეამოაბიჯა,"ოჰ ღმერთო ჩემო, ესღა მაკლდა.. ოღონდ ალექსანდრე არა" შეწუხებული სახით გავიფიქრე და მის სახის ნაკვთებს კიდევ ერთხელ კარგად დავაკვირდი -ბატონო ალექსანდრე.. აქ, გოგონას თქვენთან საუბარი სურს. და ჩემზე მიუთითა, ალბათ არასდროს დამავიწყდება მისი გაოცებული სახე როდესაც გისოსებს მიღმა დამინახა, ყველა ემოციამ ერთიანად გადაურბინა თვალებში და ზოგჯერ მართალს ამბობენ "თვალები არ ტყუიან"... ------------- ნეტა იცოდეთ, როგორ მაბედნიერებთ თქვენი თბილი კომენატრებით, ყველა ძალიან მიყვარხართ! <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.