შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

одержимый тьмой! ანუ ჩემი ბოროტი უფროსი. (თავი 1)


18-10-2015, 01:26
ავტორი llella
ნანახია 4 214

სიცოცხლეს აზრი რომ ეკარგება, მაშინ ყველაფერი იკარგება...! როცა არ იცი რა უნდა გააკეთო, ცადო ნაბიჯი უფსკრულისკენ კი არა, უსასრულობისკენ გადადგა და როგორმე შეძლო ამ უნამუსო ტკივილთან გამკვლავება...!
საშინლად წვიმს, ინგრევა დედამიწა, ის კი... ახლა დგას შუა პარკში, მოაჯირზე დაყრდნობილი და ფიქრობს...! რაზე თითონაც არ იცის. წვიმის წვეთები ეცემა სახეზე და ამით ცოტაოდენ შვებას მაინც პოულობს, ქარისგან აჩეჩილ თმას ყურადღებას არ აქცევს და ამ გადარეულ ქარს აძლევს უფლებას გაბატოდეს მასზე, ერთდროულად სიცივისგან და ნერვიულობისგან აწითლებულ ლოყებზე, ერთი მეორეს მიყოლებით მიედინება მლაშე სითხე და ამაშიც შვებას პოულობს უსულო სხეულო.
მანაც დაკარგა სიცოცხლის წყარო და მხოლოდ პატარა ბედნიერების წერტილს საკუთარ ძმაში ხედავს. არავინ დარჩა უფროსი ძმის გარდა.
ხვდება, რომ საბა მარტო ვერ გასწვდება ყველაფერს, რომ ისიც საშინელ მდომარეობაშია, რომ მისი სამსახური ყველა ხარჯებს ვერ გასწვდება, ხოდა გადაწყვიტა თვითონას მიეხმაროს უფროს ძმას და როგორმე შეუმსუბუქოს ეს მძიმე ტვირთი.
საბა ბარამიძე, 22 წლის, მაღალი, ნავარჯიშევი სხეულით, ცისფერი თვალებით, კუპრივით შავი თმებით, გაწონასწორებული, მაგრამ ამავე დროს მხიარული და „ყირაზეგადავდივარ“ პიროვნება.
მარი ბარამიძე 19 წლის, საშუალო სიმაღლის, არაჩვეულებრივი ტანის და მწვანე თვალების მქონე გოგონა. ძმის მსგავსად შავი თმებით. საერთო ჯამში გადარეულია.
მამა 5 წლის ასაკში დაკარგა, მაშინ საბა 8 წლის იყო, იქედან მოყოლებული სულ მარიზე ზრუნავდა, ყოველთვის იცავდა და ყველაფერს აკეთებდა მისი კეთილდღეობისათვის.
ახლა 19ისაა, დედა ახლახანს გარდაეცვალა, ტკივილთან გამკვლავებას ცდილობს, მაგრამ არც თუ ისე კარგად გამოსდის, ეს შინაგანად, ისე არასდროს არავის არ აჩვენებს რომ ცუდათაა, ცდილობს მისი ძლიერი ხასიათი დაანახოს ყველას, ნინოს გამოკლებით.
სახლში მალევე მივიდა, უნდოდა საბას მოსვლამდე რაიმე გემრიელი საჭმელი მოემზადებინა, რომ დაეხვედრებინა სამსახურისგან დაქანცული ძმისათვის.
უხარია საბა კარგ კომპანიაში რომ მუშაობს და არ დაეხეტება ქუჩა-ქუჩა.
ჯერ სახლის დალაგებას შეუდგა, ყველაფერი რომ წესრიგში მოიყვანა, სამზარეულოსაკე გაეშურა და სოუზის მზადება დაიწყო. ამასაც რომ მორჩა, გაახსენდა, რომ სახლში პური აღარ იყო, სასწრაფოდ დაავლო ხელი საფულეს და ტელეფონს, მოსაცმელი მოიცვა და კიბეებზე დაეშვა.
საშინლად უყვარს წვიმა, რა ქნას უყვარს და მორჩა... როცა წვიმს გადის გარეთ და ბოდიალობს, ან მარტო ან ნინოსთან ერთად, მართალია ნინოს დიდად არ ეხატება გულზე ეს წვიმა, დასველება და გრიპის აკიდება, მაგრამ დაქალის გამო ამ მსხვერპლზეცაა წამსვლელი.
ნინო წილოსანი, 19 წლის, მოკლედ რომ ვთქვათ დაცემა გოგოა, ყავისფერი თმებით და ამავე ფერის თვალებით. არცერთ მამაკაცს არ ტოვებს გულგრილს, თაყვანისმცემლების რაოდენობას არ უჩივის, მას კიდე არავინ არ აინტერესებს, დიდ ყურადღებას არც არავის არ აქცევს და ყოველთვის ამბობს „რაც მოსახდენია აუცილებლად მოხდებაო“

მარის ნაამბობი:

ქუჩაზე გადავედი, იქეთ-აქეთ მიმოვიედე, ჩემი ფორთაჯობიდან გამომდინარე ახლა არ გამიკვირდება ბორდიურზე მანქანა რომ ამოვარდეს და მაინც და მაინც მე დამეჯახოს, მოსაცმელის ჯიბეებში ჩავყავი ხელები, წვიმას ერთი შევუშვირე სახე, გამეღიმა, როცა ვიგრძენი პატარა წვეთებმა როგორ დაიდეს ბინა ჩემს სახეზე.
მაღაზიასთან მდგომი ბიჭებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ისე შევედი მაღაზიაში.
-გამარჯობა ლია დეიდა-თბილად გავუღიმე, საოცრად კარგი აურის მქონე ადამიანს.
-გაგიმარჯოს მარიკო-მანაც გამიღიმა.
-ლია დეიდა, აი აიღეთ პურის ფული.
-საბა როგორაა?
-კარგადაა ლია დეიდა.
-კარგია შვილო, მყარად უნდა იდგეთ! ერთმანეთს დაეყრდენით და კარგად იქნება ყველაფერი.
-..........-ამაზე პასუხი არ გამიცია, საშინელი ტკივილი ვიგრძენი გულის არეში და მობჯენილი ცრემლები უკან დავაბრუნე და მსუბუქად გავუღიმე-ნახვამდის ლია დეიდა.
-ნახვამდის შვილო.
მაღაზიიდან გამოვედი, ისევ ჩავიწყე ჯიბეებში ხელი, ისევ ავიცილე ბიჭების „კრებენერატური“ მზერა, დავზვერე გზა, მანქანას რომ არ აგვეტანე და ისე შევედი სადარბაზოში.
მალევე მოვამზადე ყველაფერი, დივანზე მოვკალათდი, სოციალურ ქსელში დავიწყე ძრომიალი.
უცებ ტელეფონის ხმა გავიგე, დავიხარე და ძირს მოკალათებულ ტელეფონს დავსწვდი, სენსორს ხელი გავუსვი და ღიმილით ვუპასუხე.
-ხო ნინო.
-რას შვრები?-ჩამძახა ყურმილში.
-ვგდივარ დივანზე და საბას ველოდები.
-ხო გადმო რაა მერე.
-შენ გადმო-გავიცინე.
-ოო მე ვერ გადმოვალ.
-ოოჰ, რატომ ვითო?
-რატო და ეგ ვაჟბატონი დაღლილი მოვა სახლში და კიდე სხვისი თავი არ ექნება, დასვენება უნდა ადამიანს.
-გადმოათრიე ერთი ადგილი და მორჩი ამ დებილობებს-გადავიხარხარე.
-ოოო ნუ იცინი დებილო, მართლა შენ გადმოდი, ცოდოა ეგ.
-გოგო ნუ გადამრიე, გადმოეთრიე ახლავე!
-ხო მოვდივარ მოვდივარ...-ჩაიბურტყუნა და გამითიშა.
ვიცოდი, რომ ასე 15 წუთში მოვიდოდა, ამიტომაც ყავა დავადგი გაზქურაზე.
კარებზე კაკუნი გავიგონე და გასაღებად მივედი, ნინო შემოვიდა თუ არა გადამეხვია და ერთ გემრიელად მაკოცა ლოყაზე.
-მოკვდი რომ გადმოეთრიე?-ვკითხე სიცილით.
-ოოო არ გაჩერდები შენ?-მასაც გაეცინა.
-კი კაცო-გამეცინა-რა უნდა ჩემს გაჩერებას.
-ვერახარ შენ!-წამოიყვირა და სამზარეულოში შევიდა.
-მშია.
-ყავა მინდა.
-დაასხი მერე რას მიყურებ ერთი ვიცოდე-დავეჯღანე.
ყავის სმით ვიყავი დაკავებული, როცა კარებზე ზარის ხმა გაისმა, საათს შევხედე, 10 სრულდებოდა.
-მიდი გააღე, მე მაგიდას გავშლი-ვუთხარი ნინოს და საჭმელი გასაცხელებლად შემოვდგი გაზქურაზე.

საბას ნაამბობი:

საშინლად დაღლილს სამსახურში მომღიმარი კობა რომ დამადგა თავზე გამეღიმა.
-ვაა, ზდაროვა!-გადავეხვიე მონატრებულ ბიძაშვილს.
-ზდაროვა, ზდაროვა რას შვრები ჰა?!
-მე კი არა შენ რას შვრები?!
-მე თქვენთან ჩამოვედი, აქ ვაპირებ სამუშაოს დაწყებას.
-მაგარია ბიჭო ეეე, მაგრა გამახარე.
-როდის ამთავრებ სამუშაოს?
-მოვრჩები მალე და წავიდეთ.
მალევე მოვრჩი ყველაფერს და ჩვენს წავედით სახლისაკენ.
კაბინეტიდან კი არ გამოვედი, გამოვღოღდი ისეთი დაღლილი ვიყავი, გვიან დავბრუნდით სახლში, ზარის ღილაკს მივაჭირე თითი და დაველოდე როდის გამიღებდა მარი კარებს, მაგრამ მის ნაცვლად ღია კერების იქეთ ნინო რომ დავლანდე გამეღიმა, თვითონაც მსუბუქად გაგვიღიმა და გვერდით გაიწია, რომ შევსულიყავით.
ნუ მე კი შევედი, ეს ჩერჩეტი არ გაქანებულა ადგილიდან, უყურებდა ნინოს და ადგილიდან ან ინძრეოდა.
-მჰმ...!-ჩავახველე და კობას მხარი გავკარი.
-ჰა?!-წამოიძახა და გამომხედა-ხოხო შევიდეთ-ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი და შევიდა სახლში.
-როგორ ხარ?-კითხა და თვალებში ჩახედა ნინოს, ქურთუკი გამომართვა და იქვე დაკიდა, შემდეგ კობასაც გამოართვა.
-კარგად, თავად?
-საშინლად დავიღალე, მგელივით მშია და ძილი მინდა-დავასწარი დაბნეულ ბიძაშვილს და გავიცინე.
-ამ დრომდე რჩები სამსახურში?-ახლა მე მომიბრუნდა.
-დღეს მომიწია, ისე 9ზე უკვე სალში ვარ.
-აეეეეეეეეეეე ფიფლ-დაიყვირა ჩემმა გადარეულმა დამ-შემოეტიეთ ახლა სამზარეულოში და ვჭამოთ თორე გახმა აი ისეც ცინცილა კუჭი!
-წამო, წამო თორე დაგვაკლავს ერთმაეთზე-გავიცინე, უცებ გამოვდე ხელკავი და წავიყვანე სამზარეულოს მიმართულებით.
-უფუფუფ რა სუნია! მე რო მიყვარს ის გააკეთე?-ვკითხე ღიმილით მარის.
-ხო-მანაც გამიღიმა.
უცებ კობა დაინახა და ისეთი სისწრაფით გაიქცა მისი მიმართულებით შემეშინდა რამე არ მოიტეხონ თქო.
-კობაააააააააა შე ძველო, რაფერ ხარ ბიჭო.
-რა ვქნა გადარეულო კარგად ვარ შენ როგორ ხარ?
-მეც არამიშავს-როგორც იქნა ჩამოღოღდა საცოდავად დაბნეული სხეულიდან-როდის ჩამოხვედი?
-დღეს ჩამოვედი თბილისიდან.
-როდის მიდიარ?!-ახლა მე ვკითხე.
-აღარ მივდივარ!-გამოაცხადა და ნინოს შეხედა.
-მოიცა და... მართლა?-გაკვირვებულმა კითხა მარიმ.
-ხო გადარეულო მართლა!
-აუუუ რა მაგარია!-წამოიყვირა მარიმ და კიდევ ერთხელ შეახტა აფორაჯებულ კაცს.
-და სად აპირებ მუშაობას?-უცებ ნინოს ხმაც გავიგეთ.
-სადაც შენ მუშაობ იქ ვიწყებ სამუშაოს მეც!-გაიცინა და მე გამომხედა.
-მოიცა ზურას კომპანიაში ხარ შენაც?
-ჰო.
-ხო... გამიხარდა-დაიჩურჩულა.
-გვაჭამეთ რამე გოგოებო-წამოვიძახე.
საშინლად დაღლილი ვიყავი, ამიტომ რას ვჭამდი და რამდენი ვჭამე ეგ აღარ შემიმჩნევია.
-აუ ყავა დამალევინეთ.
-ნინო მიდი რააა-ხვეწნის ინსცენირებად ყელი გამოიბდღნა უმცროსმა ბარამიძემ.
-აუ რა ხარ რაა-გაიცინა და ფეხზე წამოდგა.
თვალი გავაყოლე სამზარეულოსაკენ მიმაცვალ ნინოს და იმწამსვე კობას გავხედე რომელიც თვალს არ აშორებდა გოგოს. ვხვდებოდი კობა რომ კარგად მთვრალი ყოფილიყო მისი შემხედვარე გალაქტიონივით ლექსს მიუძღვნიდა საყვარელ ქალს!
ფიქრების გასაქრობად თავი გავაქნიე და ტელევიზორს მივუბრუნდი, ყავაც მალე მოიტანა და ოთხივემ დავიწყეთ „ქაღალდის ქალაქების“ ყურება.
ღამე იყო, ამიტომ ნინო სახლში აღარ გავუშვი, მამამისს დავურეკე და ვუთხარი რომ დღეს ჩვენთან რჩებოდა და არ ენერვიულათ.
-ხვალ ისევ სამსახური, გამოძინება მჭირდება!-დავდე განაჩენი, ბალიშზე კომფორტულად მოვათავსე თავი და ძილს მივეცი.



- - - - - -
გამარჯობა ხალხო :დ როგორ ხართ? ვიცი სულ არ გახსოვართ :( წავედი სადღაც ჯანდაბაში და ვეღარ მოვბრუნდი, მაგრამ პრობლემა პრობლემაა და ამ პრობლემის მოგვარებასაც დრო უნდა, საშინლად არ მიყვარს თავის მართლება მაგრამ ჯანდაბას.
ხო იმ ისტორიას ვეღარ ვაგრელებ recourse უბრალოდ ვერ ვაგრძელებ...
გადავწყვიტე დამეწერა ახალი ისტორია, აი მომიარაო რომ იტყვიან ისე დამემართა, არ ვიცი რა გამოვა, მოგეწონებათ თუ არა, საერთოდ წაიკითხავთ თუ არა მაგრამ მე მაინც "მომიარა" :დდდ ვეცდე საიტერესო ისტორია გამოსულიყო... არ ვიცი თქვენ გამოიტანეთ განაჩენი love request
ძალიან გთოვთ შემიფახეთ და დმიტოვეთ კომენტარები, რომ ვიცოდე, ღირს კი გაგრძელება?! love recourse
მიყვარხართ! მიყვარხართ! მიყვარხართ!



№1  offline წევრი beqaloxishvili

ამის მერე გაითვალისწინე, რომ არ არის აუცილებელი შენს ნაწერში გაურიო რუსული სიტყვები. წარმატებები.
--------------------
არა სიცოცხლე...
არა სიკვდილი...
არამედ რაღაც სხვა.

 


№2  offline წევრი tskvito

სად იყავი დაკარგულიიიი????.... smile wink wink wink love

 


№3 სტუმარი nino

კარგია გააგრძელე

 


№4  offline წევრი llella

tskvito
სად იყავი დაკარგულიიიი????.... smile wink wink wink love

mec ar vici :/

 


№5  offline წევრი მოლურჯო

რეზიი ♥♥ love
ძალიან ბევრი შეცდომებია
--------------------
მარიამი

 


№6  offline წევრი Winchester ))

ძალიან კარგიაა lovelovelove

 


№7  offline წევრი malikuna

ჩემიი ლელუკაა დაბრუნდაა ♥♥♥ ვაიმეე ძალიან მომენატრეთ შენც და შენი ისტორიებიც.. "ჩემი თუ არა აბა ვისი უნდა იყო?!"ს მერე გაღიარეეე ♥♥ ესეც მომწონს დაა გააგრძელეე ბოლომდეე ♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent